вторник, 1 апреля 2014 г.

მიტროპოლიტი ანდრია: მართლმადიდებელ ეკლესიათა შეკრებაზე ქორწინების საკითხიც განიხილება

01 აპრილი, 2014.

ექვსიდან ცხრა მარტამდე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში მართმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლების შეკრება მოეწყო, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. 2016 წლისათვის მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი შეკრებაა დაგეგმილია, რომლის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას მართლმადიდებელთა ერთობა აჩვენოს. აღნიშნული კრება მოწვეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში გამოტანილი ყველა საკითხი განიხილება და სრული კონსენსუსის საფუძველზე გადაწყდება. პატრიარქის თქმით, თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, საქართველოს ეკლესიას მასში მონაწილეობის მიღება გაუჭირდება.


„ამბიონთან" ინტერვიუში გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია აცხადებს, რომ ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქორწინების საკითხიც იქნება.


„ქორწინებასთან დაკავშირებით საუბარია იმის შესახებ, რომ თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებელი ადამიანის არამართლმადიდებელზე შეუღლება ხდება. შესაძლოა ქრისტიანი იყოს, მაგრამ არამართლმადიდებელი, ან არაქრისტიანი. განსახილველია, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ შემთხვევაში ეკლესიამ სჯულის კანონის მიხედვით. საქართველოს ეკლესია, და არა მარტო საქართველოს ეკლესია, ამ ტრადიციას იცავს - ჯვრისწერა უცხო აღმსარებლობის ადამიანთან არ ხდება. ზოგიერთი ეკლესიის შეხედულებით, რომლებიც ძირითადად XVII, XVIII, XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ჯვრისწერა შეიძლება შედგეს მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა ეკლესია იმ ტრადიციას მისდევს, რომელიც მისთვის მისაღებია და თავის ტრადიციას მეორე ეკლესიას არ ახვევს, თან ანგარიშს უწევს არსებულ მდგომარეობასაც. არის ეკლესიები, რომლებიც სრულებით უცხო გარემოში არსებობენ. მაგალითად, ანტიოქიის ეკლესია, პოლონეთისა და ჩეხეთის ეკლესიები და სხვა. ამიტომ, მათ თავიანთ ადგილობრივი ტრადიციები გააჩნიათ. სწორედ ასეთ საკითხებზეა საუბარი", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


http://reportiori.ge/?menuid=7&id=21832



Комментариев нет:

Отправить комментарий