суббота, 26 апреля 2014 г.

ქრისტე ნებაყოფლობით იქცა მსხვერპლად, რითაც ადამიანი

ღმერთთან შეარიგა, ამაღლების შემდეგ კი კაცობრიობა ქრისტეში არის შეერთებული ღმერთთან და მამის მარჯვენით ზის დიდებაში. ახლა თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა მოიპოვოს შეთავაზებული ცხონება (ხსნა) ქრისტეში. ადამიანის თავისუფლება რომ არ შეიზღუდოს, ღმერთი გვთავაზობს ცხონებას, მაგრამ თავს არ გვახვევს მას. ქრისტეს ხორცშესხმის შემდეგაც, ისევე, როგორც მანამდე, ადამიანი ცოდვილად და ბოროტების მონად იბადება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქრისტემ მაცხონებელი საქმე აღასრულა და კაცთა მოდგმის ცოდვა გამოისყიდა, ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, გახდეს ნაწილი ახალი ქმნილებისა - ეკლესიისა, ქრისტეს სხეულისა. ამისთვის საჭიროა, ადამიანი მზად იყოს ღვთისგან მომდინარე მადლის მისაღებად, რადგან თავისი საკუთარი ძალებით იგი ვერაფერს მიაღწევს. სწორედ ამ თვალსაზრისით ეკლესია მკაცრად უარყოფს პელაგიუსის მოძღვრებას ცხონებაზე. თუმცაღა ღვთის ეს აუცილებელი თავდაპირველი ჩარევა სულაც არ ნიშნავს, თითქოს ადამიანი პასიური უნდა იყოს. პირიქით, საჭიროა ყოველ ქრისტიანს ახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, რომლებითაც იგი მიმართავს თავის მოწაფეებს ყველა დროში: ”ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე” (მათე 16.24; მარკ. 8.34; ლუკა 9.23). გამუდმებული ასკეზა არის აუცილებელი იმისთვის, რათა ძველი ადამიანი განვიძარცვოთ და ახალი შევიმოსოთ. ნათლობა არის სატანის ბატონობისგან გათავისუფლება და ქრისტეს სხეულის ნაწილად ქცევა, მაგრამ განუწყვეტელი ბრძოლაა საჭირო საიმისოდ, რათა ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ და ჩვენს გულში ჩათესილმა სასუფევლის სიტყვამ ნაყოფი გამოიღოს. ეს სულიერი ზეასვლა, რაოდენ რთულიც უნდა იყოს იგი, ქრისტიანული მოძღვრების უეჭველი ოპტიმიზმის წყალობით ხორციელდება. მორწმუნეს ჩაესმის მაცხოვრის სიტყვები, რომლებიც იმედსა და მხნეობას აძლევს მას: ”ჭირი გექნებათ ქვეყნად; მაგრამ გამხნევდით, მე ვძლიე ქვეყანას” (იოანე 16.33).



ვლადიმერ ლოსკი -
სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება(ნაწყვეტი)



Комментариев нет:

Отправить комментарий