2014 წლის 15 აპრილი
ხარების წინა დღეებში მემორიალურ სინაგოგაში, რომელიც მთა "პოკლონნაიაზე" მდებარეობს გაიხსნა მოსკოვის კონფესიათშორისი სააღდგომო მარათონი სახელწოდებით: "დღესასწაულის ტრადიცია. დღესასწაულის გემო და დღესასწაულის მუსიკა".
როგორც მოსკოვის ეპარქიული საბჭოს მისიონერული კომისიის ოფიციალური საიტი იუწყება, მარათონის დროს ჩატარდება ლექციები პასექის ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, მასტერ-კლასები სადღესასწაულო სუფრის გამოსაწყობად, კონცერტები, გამოფენები, ექსკურსიები.
მარათონის გახსნის დროს ჩატარდა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა კრუტიცკის საპატრიარქო მეტოქიონის სადღესასწაულო გუნდი. ასევე მოეწყო გამოფენა "მრავალეროვანი მოსკოვი" და ბავშვთა ნახატების გამოფენა.
მარათონის გახსნაში მონაწილეობდა ქ. მოსკოვის ეპარქიალურ საბჭოსთან არსებული მისიონერული კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი მღვდელმონაზონი დიმიტრი (პერშინი), რომელმაც პასექის დღესასწაულის მართლმადიდებლურ გაგებაზე ისაუბრა.
სააღდგომო მარათონი - კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მიმართულია ტრადიციულ რელიგიათა წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და კულტურული გაცვლის განვითარებისკენ.
წყარო: 3rm.info
apocalypse.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий