суббота, 17 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.13

ყველამ მიიღეთ დიაკონი, როგორც იესუ ქრისტეს მცნება, ეპისკოპოსი კი, როგორც ქრისტე, – ძე მამა ღმერთისა, ხოლო მღვდლები, როგორც საღმრთო კრებული, როგორც მოციქულთა დასი. მათ გარეშე ეკლესია არ არსებობს.

ეგნატე ღმერთშემოსილი


პატივმოყვარეობა მრისხანეთ მშვიდად გადააქცევს ხოლმე, სხვათა დასანახად.

ღირსი იოანე სინელი



როგორც ცეცხლზე ფიქრი არ ათბობს სხეულს, ასევე ვერც რწმენა შობს სულში შემეცნების ნათელს სიყვარულის გარეშე.

მაქსიმე აღმსარებელი



ყოველთვის ღმერთის თანდასწრებით იგულვე თავი, მიჰყევი მის ჭეშმარიტებასა და სამართალს.

ანტონი დიდი



თავს ნუ აიმაღლებ მიწისაგანო, რამეთუ ბევრი იყო წმინდა და არანივთიერი, მაგრამ დამხობილ იქნენ ზეციდან.

ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)



ქმარს ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, – საკუთარი თავი გაწირა მის განსაწმენდად.

ღირსი იოანე სინელი



ცოლები, ღმრთის ნების თანახმად, ქმრებს უნდა დაემორჩილონ, – როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს.

ღირსი იოანე სინელი



როგორც ფეხშეკრულები ვერ შეძლებენ სიარულს, ასევე ქონების შემგროვებლები ზეცაში ვერ ავლენ.

ღირსი იოანე სინელი



ცოტაა, არ გააკეთო ბოროტება, – სიკეთე უნდა ქმნა; უნდა ეძებო კიდეც შემთხვევა სიკეთისათვის. ვინც ეძებს ასეთ შემთხვევას, ის ყოველთვის იპოვის.

ბასილი დიდი



სინდისი – ჩვენი მფარველი ანგელოზია. შენი სინდისის მოწმობა ყველა იმ აზრს გერჩივნოს, რაც შენზე სხვებისგან შეიძლება გაიგონო.

ბასილი დიდი



მადლიერება არა მხოლოდ სათნოებაა; არ არსებობს ადამიანისათვის ამაზე მეტი უპატიობა, ვიდრე უმადურთა რიცხვში მოხვედრაა.

ბასილი დიდი


უფალი მხოლოდ იმას იღებს, ვინც მასთან ცოდვიანობის შეგრძნებით მიდის.

მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული



შიშის ორი სახეა: თუ არ გინდა ბოროტება ჩაიდინო, უფლის შიშით არ ჩაიდინო; თუ გინდა სიკეთე აკეთო, გეშინოდეს უფლისა და აკეთე.

ღირსი სერაფიმ საროველი



ვინც ცოდვილებს განიკითხავს, ის საკუთარ თავიდან სინანულს განაგდებს.

აბბა ისაია


მძიმეა მდგომარეობა, როდესაც ბაგეებზე სიწმინდეა, გულში კი უსჯულოება და ღვარძლი.

აბბა ისაია


ნუ დაარღვევ საღმრთო მცნებებს კაცთმოთნეობის გამო.

ღირსი ანტონი დიდი



სჯულის კარგ მცოდნეს ეშინია სჯულმდებლისა და, ამ შიშის გამო, ყოველგვარ ბოროტებას გაურბის.

ღირსი მარკოზ მოსაგრე



არ არსებობს სიკეთე, რომელიც სიყვარულისგან არ წარმოშობილა. მაშ, განვამტკიცოთ ერთმანეთისადმი სიყვარული, რამეთუ ” … აღმასრულებელი სჯულისაო სიყვარული არს” (რომ. 13.10).

იოანე ოქროპირი


საღვთო კანონს საბოლოოდ შორდება ის, ვინც თავიდან მცირე გარდახდომას უშვებს და დაწერილს თავისებურად აკეთებს, და არა სჯულმდებლის ნებისა და განზრახვის შესაბამისად.

იოანე ოქროპირი



მიწიერი ცხოვრების დრო მოსანანიებელი დროა, რომელიც ცოდვილებს ცოდვებისაგან თავდასაღწევად მიეცათ; მომავალი საუკუნის მსჯავრი კი სამართლიანი მიგებისათვის შედგება – ამ ცხოვრებისა წილ.

ბასილი დიდი



მონანულთათვის, იმისათვის, რომ ცხონდნენ, მხოლოდ ცოდვებისაგან გარიდება საკმარისი არ არის, მათ ნაყოფიც სჭირდებათ – ღირსი სინანულისა.

ბასილი დიდი



უფლის სიტყვებთან დაკავშირებით, მერყეობასა და ეჭვებს არ უნდა მიეცე; მისი ყოველი სიტყვა უეჭველ, ცხოველმყოფელ ჭეშმარიტებად უნდა მიიღო, თუნდაც ბუნება მის საწინააღმდეგოში გაჯერებდეს. სწორედ ამაშია რწმენის ღვაწლი.

ბასილი დიდი



სჯულის მცოდნეს, თუ ის სჯულისამებრ არ ცხოვრობს, მეტი სასჯელი მოელის, ვიდრე სჯულისკანონში გაუცნობიერებელს, თუმცა, არც უმეცრების ცოდვა დარჩება დაუსჯელი (იხ. ლუკ. 12, 47,48).

ბასილი დიდი



სადაც ქრისტეა, კათოლიკე ეკლესიაც იქ არის; მსგავსადვე – სადაც ეპისკოპოსია, ერიც იქ უნდა იყოს.

ეგნატე ღმერთშემოსილი





Комментариев нет:

Отправить комментарий