воскресенье, 18 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.14

ცოდვით ცხოვრების ბოლო – სიკვდილია, საღმრთო მცნებებით ცხოვრების ბოლო კი – მარადიული სიცოცხლე.

ბასილი დიდი



ვინც უფლის მოძღვრებით ცხოვრობს, მოწიწებით უნდა მოვეპყრათ და პატივით მივიღოთ – თვით უფლის სახელის სადიდებლად; ვინც მათ არ უსმენს და არ აღიარებს, მკაცრად მოეკითხება.

ბასილი დიდი



ცოდვილთან ახლო ურთიერთობის დამყარება მხოლოდ იმ მიზნით შეიძლება, რომ ის როგორმე სინანულისათვის განვაწყოთ, თუკი ამას, რა თქმა უნდა, ცოდვის გარეშე შევძლებთ.

ბასილი დიდი



არ უნდა განვიკითხოთ ადამიანი მანამდე, სანამ მისი საქმე მისივე თანდასწრებით არ იქნება დაწვრილებით გამოძიებული, თუნდაც მას მრავალი ბრალმდებელი ჰყავდეს.

ბასილი დიდი



განსაცდელი დასაწვები ხდება, რათა გაცხადდეს თუ ვის უყვარს ჭეშმარიტად ღმერთი.

აბბა ალიქსენდრე გეთსამანიელი



ფრიად მოსაწონია, როდესაც ცოლი პატივს სცემს ქრისტეს ქმრის სახით და ქმარი – ეკლესიას, ცოლის სახით.

გრიგოლ ღვთისმეტყველი



ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს თავგანწირვას, ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, სულიერ და ფიზიკურ სრულყოფას. ამავე დროს ქორწინებით ხდება ადამიანის მთელი ცხოვრების ფერისცვალება.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



ნაყროვანის თვალნი გამოიკვლევენ სტუმრობაწვეულებას, ხოლო მმარხველის თვალნი ეძიებენ ბრძენთა და ღვთისმოყვარეთა შესაკრებელს.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი



შეუფერებელია ქალისათვის მამაკაცური ხასიათის გამოვლინება; ყველა სხვა წესი, გარდა კდემამოსილებისა, უცხოა კეთილზნეობრივი დედაკაცისათვის.

გრიგოლი ღვთისმეტყველი



ვინც ღვთის ტაძარში გამუდმებით უქმად მეტყველებს, ის არა მარტო უსარგებლოდ დადის იქ, არამედ – თავისთვის საზიანოდაც.

ბასილი დიდი



განბრძნობა – ეს არის როგორც საღვთო, ასევე ადამიანურ მოვლენებში ჩაწვდომა და მათი წარმოშობის მიზეზების შეცნობა.

ბასილი დიდი



როგორც ფეხშეკრულები ვერ შეძლებენ სიარულს, ასევე ქონების შემგროვებლები ზეცაში ვერ ავლენ.

ღირსი იოანე სინელი



ღვთისგან მიღებული ნაბოძებისათვის, მისთვის აღვლენილი მადლისრება არის ის ჭურჭელი, რომელსაც საღვთო მადლი ახალ-ახალი ძღვენით ავსებს.

წმინდა ფილარეტი, მოსკოვის მიტროპოლიტი



ავადმყოფობის მადლიერებით დათმენა მრავალ სხვა სათნოებებზე მაღლა დგას.

ღირსი მაკარი ოპტინელი



ნუთუ არ იცი, რომ მწუხარება და განსაცდელი მაშინ მრავლდება, როდესაც უფალი წყალობას გამზადებს?

წმინდა ბარსანოფი დიდი



ვინც ეს ცხოვრება სიმდიდრის შეძენას შეალია… წაიღო კი ის მარადისობაში?

მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი



თუ გააცნობიერებ, წმიდა წერილისამებრ, რომ მთელ ქვეყნიერებაზე ღვთის განჩინებები აღესრულება, მაშინ ყველა შემთხვევა შენთვის ღვთის შესამეცნებელ მოძღვრებად იქცევა.

ღირსი მარკოზ მოსაგრე



მხოლოდ ერთი საზრუნავი გქონდეს: სათნო ეყო უფალს.

აბბა პიმენი



არ უნდა მივატოვოთ ადამიანი, რომელიც ღვთისმოთნეობისათვის გაჭირვებაშია ჩავარდნილი.

ბასილი დიდი



ისმენს აღსარებას თვით უფალი, სულიერი მოძღვრის ყურებით და თვითონვე გიტევებს მისი ბაგეებით.

თეოფანე დაყუდებული



ჭეშმარიტი აღსარება იმაში მდგომარეობს, რომ მთელი გულით უარყო ცოდვა, გაურბოდე მას და აღარასოდეს დაუბრუნდე.

იოანე ოქროპირი



აღსარება სხვა არა რაი არს, თვინიერ თავისი უბადრუკებისა განქიქება მოძღვრის წინაშე და შენანება უვედრებითა თავისათა. აღსარება ნაშობია სინანულისა.

წმინდა ალექსი ბერი (შუშანია)



ჭეშმარიტი სიყვარული იმას აქვს, ვისაც მეგობარი უყვარს ქრისტესმიერ და – მტერიც ქრისტესთვის.

ღირსი გრიგოლი დეკაპოლელი



როგორც ღუმელი ვერ იქნება ცხელი ცეცხლის გარეშე, ასევე ღმერთისათვის უცხოს ვერ ექნება მოყვასის სიყვარული.

პატერიკი



სუფთა გულში, რომელმაც სიწმინდისა და უბრალოების მწვერვალებს მიაღწია, როგორც სუფთა წიგნში, ღმერთი თავის კანონებს წერს.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი





Комментариев нет:

Отправить комментарий