среда, 14 мая 2014 г.

სულიერი სწავლებანი.19

დიდი არაფერია იმაში, თუ ჩვენ მართლები შევიქმნებით, რადგან ასეთ შემთხვევაში ისეთები გავხდებით, როგორებიც ღმერთის მიერ ვიყავით თავიდან შექმნილები – ფრიად კეთილები.
ღირსი ნილოს სინელი


ვინც ბიწიერ ცხოვრებას ეწევა, მისთვის იოლი არ არის ამაღლდეს ჩვენი დოგმატების შემეცნებამდე; ყველა ვნებისგან უნდა გათავისუფლდეს, ვისაც ჭეშმარიტების შეცნობა სურს.
იოანე ოქროპირი


ღმერთის სიყვარულში ყოფნისა და მასთან ერთობის პირობა სახარებისეული მცნებების დაცვაში მდგომარეობს.
მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)


ღმერთი ყველას ხედავს; ღმერთს კი მხოლოდ ის ხედავს, ვინც ლოცვის დროს ღმერთის გარდა ვერაფერს ხედავს.
პატერიკონი


გევედრებით, ყოველთვის დავრჩეთ უფალი–მწყემსის ხელმძღვანელობის ქვეშ. დავრჩებით კი იმ შემთხვევაში, თუკი მის ხმას შევისმენთ, მისი მორჩილნი ვიქნებით და სხვას არ გავყვებით.
იოანე ოქროპირი


თუ გინდათ ღვთის ერად იწოდებოდეთ და ამ ღირსებას ატარებდეთ, შეისმინეთ და აღასრულეთ მისი მცნებები.
იოანე ოქროპირი


სამყარო, მთელი თავისი არსით, ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.


როგორ იოლადაც შეუძლია ადამიანს არსებულ საგნებს სახელი უწოდოს, ასევე იოლად შეუძლია ღმერთს არარსებული არსებობაში მოიყვანოს.
აბბა ისაია


ვინც იტყვის, რომ ადამი, პირველქმნილი კაცი, მოკვდავად არის შექმნილი, ე.ი. გინდ შეეცოდა, გინდ არა – ხორცით მაინც მოკვდებოდა, ანუ სხეულიდან გამოვიდა არა სასჯელად ცოდვისა გამო, არამედ ბუნებრივი, აუცილებლობით, – შეჩვენებულ იყოს.
კართაგენის საეკლესიო კრების 109–ე კანონიდან


ცოდვა სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის ნების საწინააღმდეგო ქმედება.
იოანე ოქროპირი


ვისაც სურს ღმერთის ნება გაიგოს, მან ჯერ საკუთარი ნება უნდა მოაკვდინოს.
ღირსი იოანე სინელი


გონების შემავსებელი რწმენაა. უმჯობესია ცხოვრებით ამაღლდე, ვიდრე გონებით. ცხოვრებას შეუძლია ღმერთს დაგამსგავსოს, ხოლო გონებას – მიგიყვანოს უდიდეს დაცემამდე.
გრგოლი ღვთისმეტყველი


ისე არაფერი სჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. მისგანაა დამოკიდებული არა მხოლოდ მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამ ცხოვრების კეტილდღეობაც, და კეთილდღეობა არა მხოლოდ თითოეული ჩვენგანისა, არამედ მთელი სზოგადოებებისაც.
მღვდელმთავარი ფილარეტი, მიტროპოლიტი მოსკოვისა


ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც არა აქვს რწმენა ღვთისა და სულის უკვდავებისა – ეს თითქმის გარეული მხეცების გროვაა, თუმც გონებით დაჯილდოებულების, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ერთმანეთის ამოსაწყვეტად.
მაკარი, მოსკოვის მიტროპოლიტი


რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, რომლის საფუძველიც რელიგიაშია, თუ არა ყაჩაღების დიდი ბანდა?
ნეტარი ავგუსტინე


მეზღვაურებისათვის ღმერთმა თავშესაფრად კუნძულები დააფუძნა; ცოდვილ დაცემულ მსოფლიოს კი მიჰმადლა წმინდა ეკლესიები, რომლებიც ინახავენ სწავლებას ჭეშმარიტების შესახებ.
წმინდა თეოფილე ანტიოქელი

Комментариев нет:

Отправить комментарий