06 05 2014
არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, საერთოდ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს არავის არ ჩაგრავდნენ, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხედავდა, ყველა გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება.
"როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითი და უნებლიეთნი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს", - ბრძანა პატრიარქმა.
ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მიიღო.
http://www.interpressnews.ge/

Комментариев нет:
Отправить комментарий