понедельник, 19 мая 2014 г.

მამა ილია ჭიღლაძე: "სახელმწიფო რწმენის გამოხატვის თავისუფლებას არ უნდა ზღუდავდეს."

19-05-2014
  "ივერიონს" ესაუბრება ბოლნისის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მოძღვარი მამა ილია ჭიღლაძე.

- მამაო, ზოგადსაგანმანათლემლო სკოლებში რელიგიის საგანი უკვე რამდენიმე წელია არ ისწავლება. სხვათა შორის, საჯარო სკოლებში რელიგიური კუთხის მოწყობაც იკრძალება. არის თუ არა ეს ქრისტიანული რელიგიის დისკრიმინაცია მართლმადიდებელ ქვეყანაში?
თქვენი აზრით, ქრისტიანობასთან ერთად სკოლებში უნდა ისწავლებოდეს თუ არა სხვა რელიგიებიც? 

ვფიქრობ, აუცილებელია მსოფლიო რელიგიათა ერთწლიანი, სავალდებულო კურსის სწავლება საჯარო და კერძო სკოლებში სწავლების ზედა საფეხურზე, რომელიც დამტკიცდება განათლების სამინისტროს მიერ და მოწონებული იქნება სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოში.

ეს იქნებოდა გარანტი იმისა, რომ უკმაყოფილოდ თავი არავინ იგრძნოს და ეს საკითხი არ იყოს შფოთის გამომწვევი. მეორე მხრივ, უნდა იყოს ფაკულტატური საგანი „მართლმადიდებლური ქრისტიანობა“, რომელსაც სკოლები აიჩევდნენ. საქართველოში ქართულენოვანი სკოლები, შეიძლება ითქვას, ასპროცენტიანი უმრავლესობით მართლმადიდებელი ქრისტიანებითაა დაკომპლექტებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არის გამონაკლისები, ისინი სურვილის მიხედვით გადაწვეტდნენ ამ ფაკულტატური საგნის აირჩევას.

ანალოგიურად, აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებში შეიძლებოდა ფაკულტატურ საგნად ისლამისა და „სომხურ-გრიგორიანული ქრისტიანობის“ შეტანა.


- როცა სახელმწიფო საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური კუთხის მოწყობას კრძალავს, თითქოს იმ პრინციპიდან გამოდის, რომ ამ დაწესებულებებში ქრისტიანების გარდა, სხვა კონფესიის ადამიანებიც სწავლობენ. არის თუ არა ეს საკმარისი არგუმენტი აკრძალვისთვის?


ვფიქრობ, ეს არის რწმენის თავისუფლებისა და გამოხატვის არამართლზომიერი შეზღუდვა.

ქრისტიანული რელიგიური ატრიბუტები არავის გრძნობას არ შეურაცხყოფს. თუ არის რელიგიური თავისუფლება, ამავე პრინციპიდან გამომდინარე, მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ მათი განთავსება იმ გარემოში, სადაც მათ უწევთ ყოფნა. უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლისი იმ შემთხევაში, როდესაც ამის გამო არის კონკრეტული პრეტენზია, კონკრეტული საჯარო სკოლის კონკრეტულ სასწავლო კლასში. ხოლო, როცა ასეთი პრეტენზია არ არსებობს, რატომ უნდა შეზღუდოს სახელმწიფომ თავისი მოქლაქეები?!
როგორც ზემოთ ვთქვი, სასკოლო კლასების უმრავლესობა მთლიანად ქრისტიანებითაა დაკომპლექტებული, მათ სურთ ჰქონდეთ საკლასო ოთახში ხატები და ჯვრები, ვის უშლის ხელს ეს?! ვისი უფლება ილახება ამით? ისევ და ისევ ამ ქრისტიანების, რომელთაც სახელმწიფო უზღუდავს რწენის გამოხატვის თავისუფლებას.

ესაუბრა ია ჯღარკავა.



Комментариев нет:

Отправить комментарий