არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე ანტიდისკრიმინაცილული კანონპროექტის შესახებ კიდევე ერთ განცხადებას აკეთებს. განცხადება ტომარაძემ „რეპორტიორთან“ საუბარში გააკეთა:
„ლევან ვასაძემ საკუთარი პოზიციის გამოხატვით, ანტისდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, მოსახლეობის უმრავლესობის პოზიცია გამოხატა!
ორი დღეა გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს, ზოგი კანონის წაუკითხაობას აბრალებს, ზოგი მის პოზიციას პოპულისტობით ხსნის. განსაკუთრებით აქტიურობენ დეპუტატები. მინდა შევეკითხო პატივცემულ დეპუტატებს, პატრიარქს რომელ კატეგორიაში მოიაზრებთ, გაუნათლებლებში თუ პოპულისტებში?
რატომ ჰგონიათ მათ, თუ ვინმე ოპონირებას გაუწევს, ან გაუნათლებელია, პოპულისტობს, ან უკეთეს შემთხვევაში კანონს არ არის გაცნობილი? ფრიად მიკვირს სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისადმი ქართული პარლამეტარიზმის ასეთი არატოლერანტული მიდგომა!
სახელმწიფომ ამ კანონის მიღებით ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივ ნორმად აღიარა. სისხლის სამართლის 142-ე მუხლში შესული შესწორებით კი სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა ნიშნის გამო თანასწორუფლებიანობის დარღვევა დასჯად ქმედებად აღიარა. ჩვენი მორჩილი პარლამენტის შემხედვარე, რა გარანტია არსებობს იმისა, რომ მომავალშიც სწორედ იგევე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არაეფექტურობის მომიზეზებით, ახალ საკანონმდებლო სიურპრიზს არ შემოგვთავაზებენ „გაუნათლებელ მოსახლეობას?“
სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტი ქვეყნის გარედან შეკვეთილი დირექტივების შემსრულებელ ორგანოდ გადაიქცა...
საწყენია ასეთი სტილის განცხადებები ბ-ნ გიორგი ვოლსკისა და გიორგი ცაგარეიშვილისგან. ცნობისათვის აღნიშნულმა დეპუტატებმა წელს 1 მაისს (მეორე მოსმენაზე) მხარი დაუჭირეს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. ხოლო შარშან ასევე 1 მაისს (ასევე მეორე მოსმენაზე) „აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტს წინააღმდეგ მისცეს ხმა“ - განუცხადა ტომარაძემ „რეპორტიორს“.
19 მაისი, 2014.
reportiori.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий