თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს ხილს და რომელის დაავადების სამკურნალოდ მიიღება ესა თუ ის ხილი? “ამბიონს” ამ თემაზე ფარმაცევტი ნინო თომაშვილი ესაუბრა:
“ვაშლი – ხილი წლის ნებისმიერ დროს. შეიცავს A, B, C ვიტამინებს, რკინას. საუკეთესოა გულის მუშაობისთვის უზმოზე, ასევე – დიეტისას. ვაშლი ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო საშუალებაა, კვებავს გულს – გულის ინფარქტის დროს. კარგია კუჭის მოქმედებისთვის. იღებენ დაბალი ჰემოგლობინის დროს – მისი დაჟანგვით. ხოლო ვაშლის ძმარი უებარი სამკურნალო საშუალებაა ანგინის, რადიკულიტის, ვარიკოზური ვენების, ეგზემის, ართრიტის, სახსრების დაავადებების, ოფლიანობის, ქრონიკული დაღლილობისა და უძილობისას. ასევე, სხვა მრავალი დაავადების სამკურნალოდ.
ნესვი – შარდდამდენია, ანტიმიკრობული. მისი ქერქი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, შეიცავს ვიტამინებს.
ატამი – მასში ვიტამინების საკმაო რაოდენობაა. მის მიღებას სიყვითლის დროს ურჩევენ. ატმის კურკის გულისგან მზადდება სამედიცინო ზეთი, რომელიც იხმარება კოსმეტიკაში. საღამოს მისი ჭამა არ შეიძლება.
კომში – შარდდამდენია. მისი კომპოტი კარგია წნევიანებისთვის. თესლების ნახარში ეფექტურია ხველებისთვის. ფოთლების ნახარში კი პროთრომბინის საწინააღმდეგო საშუალებაა. ასევე, კომში კარგია ზამთრში გრიპის დროს. შეიცავს A, B, C ვიტამინებს.

საზამთრო – შარდდამდენია, თირკმლებიდან გამოდენის სილასა და წვრილ კენჭებს. შლის ფოსფატურ კენჭებს. კარგია პოდაგრის სამკურნალოდ.
ალუბალი – ნერვული სისტემის დამამშვიდებელია. მას ძველად ხმარობდნენ ეპილეფსიისას, ასევე დაბალი ჰემოგლობინის დროს. ფოთლის ნახარშს ნაწლავთა ინფექციისას ხმარობენ. აქვს ჭრილობის შემახორცებელი და ანტისეპტიკური თვისება. შეიცავს A, B, C ვიტამინებს.
ქვლიავი – შავ ქლივს ხმარობენ კუჭში შეკრულობის დროს. ანტიმიკრობულია. სპობს სალმონელების შტამებს.
მაყვალი – ანტიმიკრობულია, კარგია გაციებისა და გრიპის დროს. ათეთრებს კბილებს და ათავისუფლებს ქვებისგან კბილის მინანქარს. მისი ფესვები და ფოთლები გამოიყენება ორგანიზმის გასაწმენდად, ნაღვლის ბუშტის დაავადებისა და ჰეპატიტების დროს.
მარწყვი – ანტიმიკრობული და ანტიპარაზიტული საშუალებაა წვრილი ჭიების დროს.
მოცვი – ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო, ოფლდამდენი, ანტიმიკრობული, იმუნური მდომარეობის გამაძლიერებელი, მხედველობის გასაუმჯობესებელი სამკურნალო საშუალებაა. მისი ფოთლები გამოიყენება ორგანიზმის გასაწმენდად. კარგია ფოთლის ნახარში დიაბეტით დაავადებულთათვის.
ფშატი – ტკივილგამაყუჩებელი, შარდდამდენი, სასუნთქი გზების ანთებებისა და ასთმის სამკურნალო საშუალებაა.
უნაბი – ნაყოფს და ფოთოლს აქვს სპაზმოლიტური თვისება. კარგია ასთმის, ბრონქიტის, თავის ტკივილის, იშემიური დაავადებების დროს.
კივი – ვიტამინების მდიდარი ხილია. ეფექტურია კუჭის მოქმედებისთვის. მისი ქერქიანად მიღება საუკეთესო საშუალებაა დაბალი ჰემოგლობინის დროს. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას.
თუთა – მისი მიღება სასარგებლოა სასუნთქი გზების მიკრობული ფლორისა და ანთებითი პროცესების დროს. ასუფთავებს ბრონქებს. აქვს ანტიპარაზიტული მოქმედება. ფოთლის ნაახრში წმენდს ორგანიზმს.
ძახველი – დამამშვიდებელია. ხმარობენ გულის იშემიური დაავადებებისას. აქვს სპაზმოლიტური მოქმედება. კარგია ბრონქული ასთმისას და გაცებისას ზამთარში.
ვარდის ფურცლები – წმენდს ფილტვებს. ნაღვლამდენია, ანტიმიკრობული. მისი მურაბა კარგია გულის დაავადებების დროს.
მსხალი – შარდდამდენია. დიეტური საშუალებაა. ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მისი ჭამა არ შეიძლება დილით უზმოზე.“

თეონა ნოზაძე
ambioni.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий