вторник, 6 мая 2014 г.

ზურაბ ტყემალაძე: ანტიდისკრიმინაციულ კანონში ჩადებული მუხლებით, ეკლესიის როლი გამოკვეთილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით პატრიარქის ქადაგებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან საკუთარი პოზიცია კენჭისყრის დროს დააფიქსირა.

„მე რა პოზიციაც მაქვს, კენჭისყრის დროს გამოჩნდა, მაგრამ ნამდვილად მორწმუნე ვარ", - განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონში ისეთი მუხლებია მითითებული, რომლითაც ეკლესიის როლი გამოკვეთილია.

"ამ კანონთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად მიმდინარეობდა მსჯელობა. არაერთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის სასულიერო პირებთან. მინდა ყველა დაგამშვიდოთ, რომ იქ ისეთი მუხლებია ჩადებული, რომლითაც ეკლესიის როლი გამოკვეთილია და ხელშეკრულებაც, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს, ისევ ძალაში რჩება" - განაცხადა ტყემალაძემ.

ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონს არცერთი მორწმუნე არ მიიღებს.

"არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ასეთ კანონს. საერთოდ საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომ არასდროს არავის არ ჩაგრავდნენ, საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველა ხედავდა, ყველა გრძნობდა თავისუფლად თავის თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება.

როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე და მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა. არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას, ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითი და უნებლიეთნი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს", - ბრძანა პატრიარქმა.


http://reportiori.ge/?menuid=3&id=25568


Комментариев нет:

Отправить комментарий