სხვისი ცოდვაში ჩაგდების გამო ორმაგად ვაგებთ პასუხს.
ცდუნებულნი თითქმის ყოველთვის მაცდუნებლები ხდებიან.
მაცდუნებელი უდიდესი მტერია ღვთისა, მოყვასისა და საკუთარი თავისა.
სოფლის საცდურები არასოდეს თავდება, რამდენადაც სოფელი არის ის, რაც არის.
სამყაროს საცდურები თავისთავად კი არ არიან ძლიერნი, არამედ ჩვენი
ნებაყოფლობითი სისუსტით.
ერთ უწმიდურ გამოხედვას, ერთ გამხრწნელ სიტყვას ადამიანის უდიდეს ცოდვამდე მიყვანა შეუძლია.
ვინც სხვას ცოდვაში ითრევს, ის უმეტეს დანაშაულს ჩადის, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე სცოდავს.
მაცდუნებელი პასუხს აგებს ღვთის წინაშე - არა მხოლოდ საკუთარი თავის გამო, არამედ - მის მიერ ცდუნებულთათვისაც.
არაფერია იმაზე მძიმე და დამღუპველი, ვიდრე ზიანის მიყენება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ - მოყვასისთვისაც.
ვინც სხვას ზიანს აყენებს, იგი კადნიერებას იჩენს ღვთის წინაშე, უფამართლოა მოყვასისადმი და სასტიკია საკუთარი თავის მიმართაც.
ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის.
რამდენადაც შესაძლებელია, ფრთხილად იყავი, რომ მოყვასი არ აცდუნო. ამის გარეშეც მრავალი საკუთარი ცოდვა გვაქვს! რაღასთვის დავიმატოთ სხვისი?
თუ იესო ქრისტემ უბრალო ადამიანზე - მაცდუნებელზე თქვა: ვაი მას, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (ლუკა 17, 1). მაშ, რაღა უნდა ითქვას მაცდუნებელზე - ეკლესიის მსახურზე?
განსაცდელი ისეთ შემთხვევას ეწოდება, რომელიც კაცს რომელიმე ცოდვაში ჩააგდებს. ადამიანს შეუძლია, წინასწარ, გამოიცნოს სად ან ვისთან, ან რომელ საქმეში ნახავს განსაცდელს და თავი აარიდოს მას.
ვნებათა დამღუპველი შედეგებისაგან ისე არაფერი გვიცავს, როგორც მტკიცე გადაწყვეტილება იმისა, რომ განვიშორებთ ცოდვისაკენ წამქეზებელს, თუნდაც იგი ჩვენი გულისთვის ახლობელი და საყვარელი იყოს.
თუ აქარი უმკაცრესად დაისაჯა უფლისადმი შეწირული მსხვერპლიდან მიტაცებული ერთი ოქროს მონეტის გამო, რა სასჯელი ემუქრებათ მათ, ვინც იესო ქრისტეს სტაცებენ ადამიანის სულს, რომელიც მოპოვებული და გამოსყიდულია არა ოქროს ან ვერცხლის მონეტის ფასად, არამედ - უმანკო კრავის ღვთაებრივი სისხლით?
გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ცოდვა, რომელსაც მოყვასის თვალწინ ჩაიდენ, არა მხოლოდ მის თვალში გამცირებს, არამედ - მთელი ცათა სასუფევლისა, როგორც - ცოდვის გამავრცელებელს; "უკუე ვინმე დახსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაი და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა" (მათე 5, 19).
sibrdzne.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий