მივყვეთ მამა-პაპის გზას
ჩვენს საზოგადოებაში მკვიდრდება ე.წ. „ევროპული განმანათლებლური იდეები“ და ამ განმანათლებელთა მიმართ ჩვენი სიმპათიებისა და გულისყურის მიპყრობის ტენდენცია. სამწუხაროდ, გადამთიელებს ზოგი ქართველიც ამოუდგა მხარში.
ახალი ტიპის ქართველმა მედასავლეთეებმა ლამისაა ხაზი გადაუსვან 1500 წლოვან ქართულ ლიტერატურას და მრავალ ათასწლეულ ქართულ კულტურას. ბოლო ხანებში ამგვარ ნიჰილისტთა მებაირახტრედ გვევლინებოდა ინტელექტუალად სახელდებული ლევან ბერძენიშვილი, რომელიც საჯაროდ აცხადებს – «მე არ ვიცნობ ისეთ მწერალს, როგორიცაა ილია ჭავჭავაძე»! ისინი მოწიწებით უხრიან ქედს ჯეიმს ჯოისს, ჰესეს, ოსკარ უაილდს, ბერნარდ შოუს და სხვ. მათი აზრით, ვისაც არ წაუკითხავს ჯოისის „ულისე“, ის არასრუფასოვანი ადამიანია.
რომელი ჭკუათმყოფელი უნდა იყოს განათლებულობისა და განმანათლებლების წინააღმდეგი? მაგრამ აქ საქმე გვაქვს შენიღბულ მზაკვრობასთან; რამდენიმე საუკუნეა ამ კეთილშობილური სიტყვებით შენიღბული ორგანიზაციები და მათი ფარული წევრები თავგზას უბნევენ კაცობრიობას და მიაქანებენ საყოველთაო გადაგვარებისაკენ, კლავენ მასში ღვთიურსა და ჭეშმარიტ ადამიანურს. მათი მთავარი მიზანი ხომ ადამიანში ადამიანურის მოსპობა და მისი მარტივ, ბიოლოგიურ არსებებად გადაქცევაა.
გავიცნოთ მათი მოწონებული „განმანათლებლები“ და მათი “დიალექტიკა”:
ვინ არიან ილუმინატები?
ლათინურად illuminati- “განმანათლებელი“, ამ სახელწოდებით სხვადასხვა ეპოქაში არსებობდა ოკულტურ-ფილოსოფიური მიმდინარეობების ნაირგვარი გაერთიანება. ილუმინატების წინაპრები ორიათასი წლის წინაც არსებობდნენ და ებრძოდნენ ქრისტეს, ღმერთს, ხალხს…
როგორც ცნობილია, ილუმინატების ლოჟა დაარსდა მე-18-ე საუკუნის ბოლოს გერმანიაში, მაგრამ არსებობს მასალები, რომლებიც გადმოგვცემენ, რომ ილუმინატთა წინამორბედი ორგანიზაცია, ჯერ კიდევ 11-ე საუკუნის ბოლოდან არსებობდა. ისინი ძარცვავდნენ მდიდარ მოქალაქეებსა და ურთიერთშორის იყოფდნენ ნაძარცვს. მე-14-ე საუკუნეში კი მათ უნდა შეეწყვიტათ არსებობაო. ჰასანსა და საბაჰს, ილუმინატები, 1092 წელს დაუარსებიათ. 1623 წელს მათ შეუღწევიათ ესპანეთის მიწაზე და მოსდებიან მთელს ევროპას. ეპას ლევის მიხედვით ილუმინატები ზოროასტრელებს უნდა დაეარსებინათ და მე-12- საუკუნეში ტაძრის რაინდებს ევროპაში უნდა შემოეტანათ…
როგორც ორგანიზებული, სისტემური ორგანიზაცია „ილუმინატები“ მეიერ ამშელ როტშილდის დავალებით ადამ ვაისჰაუპტის მიერ დაარსდა 1776 წლის 1 მაისს. კავშირს თავიდან ეწოდებოდა der Bund der Perfektibilisten (სრულყოფილების კავშირი). ამ პატარა საიდუმლო კავშირში ახალგაზრდა ადეპტებს, უმეტესად სტუდენტებს, ეძლეოდათ საშუალება სიმშვიდეში ეკითხათ რევოლუციური იდეებით გამსჭავლული განმანათლებლობის აკრძალული ტექსტები და ეკამათათ. ეს კავშირი კლუბიდან მალევე გარდაიქმნა „ფუტკართა ორდენად“, შემდეგ კი იწოდა ილუმინატებად – განმანათლებლები. ორდენმა მიზნად დაისახა მთელს ევროპაში ეკლესიისა და დიდგვაროვანთა ძალაუფლების მოსპობა და უფრო სრულყოფილი გაეხადათ ადამიანთა ბატონობა ადამიანებზე „განმანათლებლობითა“ და ზნეობრივი „გაუმჯობესებით“. მათ სახელთან არის დაკავშირებული უამრავი შეთქმულების თეორია და რევოლუცია, მათ შორის საფრანგეთის, ინგლისის, ნიდერლანდების რევოლუციები, ბრძოლა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ, სწრაფვა მსოფლიო ბატონობაზე და ა. შ. თავიანთი კვალის დასაფარად ილუმინატთა წევრებმა მიიღეს ფსევდონიმები, გაასაიდუმლოეს ქალაქების სახელებიც.
ვისაც წაუკითხავს მე-19 საუკუნის სიონისტებისა და მასონური ლოჟების ოქმები, მან ბრწყინვალედ იცის, თუ რა მეთოდებით მოქმედებდნენ ეს შავ-ბნელი ძალები სხვადასხვა ერის წინააღმდეგ. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ დროა და საჭიროა ავამოქმედოთ ჩვენი აგენტები: „კლასიკური ლიტერატორები“, მუსიკოსები, მხატვრები, მომღერლები, სხვადასხვა რელიგიური ორდენები, რათა ზნეობრივად და მორალურად გავხრწნათ ხალხი, დავავიწყოთ ქრისტიანული სარწმუნოება, ყოველგვარი ეროვნული, გავხადოთ მატერიალისტები, რათა იფიქრონ მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე და დაივიწყონ სული. ყოველგვარი ასეთი ქმედებით, სისხლთა აღრევით მოვსპოთ ფაქტიურად არსებული საზღვრები სახელმწიფოებს შორის. ევროპის ადამიანი ჩვენი ბრმა იარაღია, რომელსაც გამოვიყენებთ მთელი მსოფლიოს დასაპყრობადო.
ილუმინატთა სპეკულაციებმა ახალი საზრდო ილუმინატების აღორძინებით 1836 წელს მიიღო, იულიამ ჰ. რასელმა, იელის ცნობილი უნივერსიტეტის სტუდენტმა იმ დროისთვის დაარსა ახალი საიდუმლო კავშირი „თავის ქალა და ძვლები“, ის ახალი დაბრუნებული იყო ევროპული სტუდენტობიდან, მოიარა გერმანიაც და კავშირი დაუმყარებია გერმანულ საიდუმლო საზოგადოებასთან. დიდი გავლენის მქონე „თავის ქალა და ძვლები“ დღესაც არსებობს (სახვადასხვა სახელებით: „ლოჟა 322“, „სიკვდილის ორდენი“). მისი წევრები იყვნენ და არიან უამრავი ამერიკელი პოლიტიკოსი და ოლიგარქი, მათ შორისაა ჯორჯ ბუში უფროსი, კაცი, რომელიც წარმოადგენს საშიშ სახეს „ახალი მსოფლიო წესრიგისას“. საფუძველს მოკლებული არ არის ის მოარული ხმებიც, რომ მისტიური „თავის ქალა და ძვლები“ უნდა იყოს გერმანული საიდუმლო ორგანიზაციის მემკვიდრე, რომელსაც ამჯერად შეუსრუტავს აშშ-ს ელიტა. ეს იმით დასტურდება, რომ ამერიკული კლუბი ილუმინატების ზოგიერთ ისტორიულ რიტუალს ინახავს.
ილუმინატების სტრატეგია კონსპირაციაა. პოლიტიკურ ტაქტიკად კი იყენებდნენ და იყენებენ ნგრევას. თავიანთი პოზიციების გასამტკიცებლად მაშინ მოქმედ ძლიერ თავისუფალ კალატოზთა ორდენებში ისინი თავიანთი ორდენის ძმებს ნერგავდნენ. ილუმინატებს ეს ყოველთვის ხელეწიფებოდათ: ბავარიის საცენზურო უწყებებში თავიანთ ხალხს სვამდნენ – შესანიშნავი საჭადრაკო სვლაა საკუთარი იდეების გასავრცელებლად და არაკეთილგანწყობილი მოწინააღმდეგის სვლების აღსაკვეთად.
როგორც სახელმწიფოების პრეზიდენტები, პიროვნებები ირჩევიან ილუმინატების მონურად მორჩილი ფავორიტებისაგან, რომელთა წარსულში შავი ლაქებია, რაიც მათ ილუმინატების მითითებების მორჩილ შემსრულებლებად ხდის. ეს კი ილუმინატებს აძლევთ კანონების ინტერპრეტაციისა და კონსტიტუციური ცვლილებების შესაძლებლობას. პრეზიდენტს ანიჭებენ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების უფლებას, რათა მთელი სამხედრო ხელისუფლება აღმოჩნდეს ილუმინატების ხელში. ხოლო მათ მიერ არახელდასმულმა მმართველებმა ზრდილობიანად უნდა თქვან უარი მიღებულ სახელმწიფო მმართველობაზე და თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე. მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობის პირთა გამყიდველობით მთავრობები საგარეო ვალების აღებით უნდა მოექცნენ ილუმინატების კაბალაში, სახელმწოფო ვალების საგრძნობლად გასაზრდელად. ილუმინატების მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მეშვეობით, მიმოქცევიდან მოიხსნება ყველა ხელმისაწვდომი ფული, „არაილუმინატების“ ფულადი მრეწველობის დასამხობად. ფულის ძალაუფლებამ უნდა მიაღწიოს თვითმპყრობელობას ვაჭრობასა და კომერციაში, რათა მრეწველებმა ფულის მეშვეობით პოლიტიკური ძალაუფლებაც მოიპოვონ. ილუმინატების გვერდით ყოფნა შეუძლიათ მილიონრებს და მათზედ დამოკიდებულ უქონელ პოლიციელებსა და სამხედროებს.
ჩვენ ხომ ყოველივე ეს ამ ოციოდე წლის წინ ვიწვივნეთ საკუთარ თავზე. ჩვენ გავხდით მოწმენი არაილუმინატი პრეზიდენტისა და ეროვნული მთავრობის დამხობისა, რომელშიც შავ მუშახელად რენეგატი ქართველები გამოიყენეს, რომელთამეშვეობით მათ გაანდგურეს ჯანსაღი ეროვნულობისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის უკანასკნელი ბასტიონი, ორსაუკუნოვანი ტყვეობისაგან თავდახსნილი, თავისუფლების გზაზე შემდგარი საქართველო.
საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების შემოღებით უნდა შეიქმნას უმრავლესობის თვითმპყრობელობა. აზროვნებასთან „თვითგამორკვევის“ შეგუებით უნდა გაანადგუროს ოჯახის მნიშვნელობა და მისი აღმზრდელობითი ღირებულებები. ყალბ საფუძვლებსა და ცრუ მოძღვრებებზე აღზრდის მეშვეობით უნდა გამოათაყვანონ, გააფუჭონ და გარყვნან ახალგაზრდობა.
საქართველოში ხომ ყოველივე ეს სახეზეა! სპობენ და ანგრევენ ჩვენეულ ტრადიციებს, თავისი სიწმინდითა და სიმტკიცით გამორჩეულ ქართულ ოჯახს, ქვაკუთხედსა და ბურჯს ეროვნებისას.
ყველა ამ საშუალებების მეშვეობით ხალხები იძულებულნი გახდებიან, ილუმინატებს შესთავაზონ მსოფლიო ბატონობა. ახალი მსოფლიო მთავრობა უნდა წარმოგვიდგეს როგორც მფარველი და ქველმოქმედი იმათი სახით, ვისაც თქვენ ნებაყოფლობით ემორჩილებით (მაგ. გაერო). თუ რომელიმე სახელმწიფო ამის წინააღმდეგია, მეზობლებმა ის უნდა ჩაითრიონ ომში, თუ ისინი გაერთიანდებიან, მაშინ ხელ-ფეხი უნდა გაუხსნან მსოფლიო ომს.
ჩვენი პუბლიკაციის მიზანს წარმოადგენს გავეცნოთ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს კავშირს ამ ორგანიზაციასთან.
გოეთე და მასონები
ახალგაზრდა გოეთე მალევე მოექცა ჰერდერის გავლენის ქვეშ, რომელიც იყო რიგის მასონთა ლოჟის “Zum Schwert” (მახვილი) წევრი. 1780 წლის 7 იანვარს გოეთე და კარლ აუგუსტი დაბრუნდნენ შვეიცარიიდან, ათი დღის შემდეგ იოახიმ ქრისტოფ ბოდესთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ გოეთემ შეიტანა მასონთა ორგანიზაციაში შესვლაზე ოფიციალური განაცხადი.1780 წლის 23 ივლისს ქრისტოფ ბოდეს მიერ ის იქნა მიღებული მასონთა ორდენ „ამალიაში“.
გოეთე და ილუმინატები
1782 წლის 16 ივლისს ვილჰელმსბადში გაფორმდა კავშირი თავისუფალ კალატოზთა და ბავარიის ილუმინატთა შორის. ამ პაქტმა გააერთიანა ორთავე საიდუმლო ორგანიზაციის 3 მილიონი წევრი. ვილჰელმსბადის კონგრესსზე დადგინდა, აგრეთვე ებრაელთა მიღება ამ ორგანიზაციაში. ბავარიელი ილუმინატებზე კონტროლის მეშვეობით ახლა როტშილდს ჰქონდა საშუალება მოეხდინა პირდაპირი გავლენა სხვა მნიშვნე;ლოვან საიდუმლო ლოჟებზეც.
1783 წელ 33 წლის გოეთე შევიდა ბავარიელ ილუმინატთა რიგებში, მიღების დოკუმენტს ხელს აწერს კვლავ ილუმინატების მეთაური ქრისტოფ ბოდე.
ბავარიის კურფურსტს 1785 წლის 11 ოქტომბერს ვაისაუპტის ასისტენტმა ცვაკმა სახლში მიაწოდა ორიოდე უმნიშვნელო ცნობა, რამაც გაამჟღავნა დამანგრეველი საიდუმლო, ამას მოჰყვა სხვა საბუთების აღმოჩენაც, რომლებიც აღწერდნენ ილუმინატების „ახალი მსოფლიო წესრიგის „ (Novus Ordo Seclorum) გეგმას. ბავარიის მმართველმა გადაწყვიტა ამ დოკუმენტების გამოქვეყნება, ეს ნაწერები დაეგზავნა ევროპის მონარქებს გასაფრთხილებლად. ვაისჰაუპტს ჩამოერთვა პროფესორის ტიტული. ვაისჰაუპტი ილუმინატების ორდენის წევრთან, საქსენ- გოტას ჰერცოგთან ერთად მიიმალა. მავანთ ეგონათ, რომ ორდენი უკვე დაიშალ, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა, ისინი გადავიდნენ იატაკქვეშეთში და განაგრძობდენ მუშაობას და მოგვიანებით კვლავ გამოჩნდნენ სხვა სახელით »DEUTSCHE EINHEIT« – „გერმანული ერთობა“ და საზოგადოებაში ავრცელებდნენ ილუმინატების პროპაგანდისტულ ფურცლებს. სწორედ მაშინ წარმოიშვა ცნობილი ლოზუნგი »Liberté, Egalité, Fraternité.«- „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“.
დროზე ევროპელმა მონარქებმა, როგორც სჩანს ვერ შეიგნეს ეს საშიშროება და ამას შემდეგ მოჰყვა ფატალური შედეგები: საფრანგეთის რევოლუცია და უამრავი ტერორისტული რეჟიმები.
საფრანგეთის რევოლუციის შესახებ საუბრობს თვით ფრანგი მაღალი საფეხურის მასონი ერნარდინი: „თავისუფალი კალატოზობა იყო ის, ვინც მაომზადა საფრანგეთის რევოლუცია.“
1782 წლის 2 მარტს გოეთეს მისცეს შეგირდის ხელდასმა, იმავე საღამოს კი აიყვანეს ოსტატის ხარისხში. 1782წლის 10 დეკემბერს გოეტე მიიღეს მკაცრად განსაზღვრული რიტუალით „შიგა ორდენში“. 1783 წლის იანვარში დაარსეს „შოტლანდიის რაინდის“ წოდება, 1783 წლის 11 თებერვალს გოეთე მიიღეს ამ ორდენში „აბარისის“ საორდენო სახელით, სწრაფად მიაღწია უმაღლეს ხარისხს და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა კრებებში და გადაწყვეტილებების მიღებაში. ამას გარდა გოეთე გახდა ამ ორდენის ვალდებული პოეტი და ის წერდა ნაწარმოებებს მათი დაკვეთით. მაგ: „ეგმონტი“, „იპიგენია“,“ რომაული ელეგიები“… მაგრამ მისი უმთავრესი ქმნილებაა „ფაუსტი“.
გოეტე და ფაუსტი
ჰეინრიხ ფაუსტი, როგორც მისი ისტორიული პროტოტიპი იოჰან გეორგ ფაუსტი (დაახ. 1480-1538), პატივდებული მკვლევარი და მასწავლებელი ახალი ეპოქის დასაწყისში, თვითკრიტიკულად აჯამებს თავის ცხოვრებისეულ შედეგებს და გამანადგურებელ დასკვნას აკეთებს : როგორც მეცნიერს მას აკლდა სიღრმისეული წვდომა და აქედან გამომდინარე, სასარგებლო შედეგები. როგორც ადამიანს მას არ შესწევდა უნარი დამტკბარიყო ცხოვრების სიამით. თუ ის გაანთავისუფლებდა უკმაყოფილებისა და წუხილისაგან, იმედ და ილაჯგაწყვეტილი ჰპირდება ეშმაკ მეფისტოს თავის სულს, მეფისტო დებს ფაუსტთან ხელშეკრულებას სანაძლეოს სახით, აახალგაზრდავებს მას, თან იახლებს ქვეყნიერების გარშემო სამოგზაუროდ და ეხმარება მას ახალგაზრდა ქალთან მარგარეტთან (გრეტჰენთან) რომანის გაბმაში. როგორც წესი ჩნდება ბავშვი ქორწინების გარეშე, დედა კლავს ბავშვს და სასოწარკვეთისაგან ნახევრად შეშლილს აპატიმრებენ. ფაუსტს სურს ის ეშმაკის დახმარებით გადაარჩინოს სახრჩობელას და ამაოდ ცდილობს მის დარწმუნებას გაქცევაში, საბოლოოდ ის იძულებული ხდება დანებდეს ბედისწერასა და უფლის წყალობას.
იოჰან ფაუსტი -შავკანიანი დოქტორია. არსებობს საბუთები იმისა, რომ ის სტუდენტებს გადასცემდა ანტიკურ ისტორიას, სიუჟეტების ვიზუალიზაციისათვის უხმობდა გმირების აჩრდილებს. მის ბიოგრაფიას ადარებენ სიმონ ვოლხვისა (გნოსტიციზმისა და ეკლესიაში ყოველგვარი ერესის ფუძემდებელი) და ალბერტ დიდის ბიოგრაფიას. კვინთეიზმის მოწიინააღმდეგე ფაუსტი მიიჩნევდა, რომ ღმერთისადმი პასიური დამოკიდებულება ეწინააღმდეგება ადამიანის შემოქმედებითს ბუნებას და მის ძალას. მის მეამბოხურ შეხედულებებს მიჰყავს ის დემონთან (გოეთესთან მეფისტოფელი) და მასთან ხელშეკრულების დადებასთან. 24 წლის შემდეგ ფაუსტი მოკლულ იქნა დემონების მიერ, ხოლო მისი სული ჯოჯოხეთში მოხვდა (გოეთესთან კი ის მაინც ანგელოზებმა გადაარჩინეს). აღნიშვნის ღირსია ის, რომ ფაუსტის ფიგურა გარშემორტყმულია მისტიკის ციალით, მაგრამ სარწმუნო ისტორიული ფაქტები, რომლებიც ამას დაადასტურებდენ, არ არსებობს. ამ თემაზე კი შექმნილია მისი ბიოგრაფიის აღმწერი რამოდენიმე ნაწარმოები („ხალხის წიგნი“ უავტოროდ, აგრეთვე წიგნები მარლოსი, კაიესა და გოეთესი).
გოეთეს ფაუსტი ტიპიური თავისუფალ ქვისმთლეთა და ილუმინატთა მაღალი ლოჟის ლუციფერული იდეოლოგიაა. ის ღმერთს სატანად აქცევს.
„ვაი მათ, ვინც კარგს ცუდს უწოდებს და ცუდს — კარგს, ვინც სიბნელეს სინათლით ცვლის და სინათლეს — სიბნელით, ვინც ტკბილს მწარით ცვლის და მწარეს — ტკბილით!“ – ესაია 5:20.
„ვაი ბრძენებს საკუთარ თვალში და გონიერთ საკუთარი ჭკუით!“ (ესაია 5,21)
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 1509 წელს ამ კაცმა იოჰან ფაუსტის სახელით დაამთავრა ჰეიდელბერგის უნივერსიტეტი და პოლონეთს გაემგზავრა, რათა გაეგრძელებინა განათლების მიღება საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგში. როგორც ეტყობა, ის მალე გახდა მოხეტიალე ვარსკვლავთმრიცხველი და ჯადოქარი, აწ უკვე ცნობილია, როგორც გეორგ ფაუსტი. ის გამოაგდეს ერფრუტის უნივერსიტეტიდან. 1520 წელს ფაუსტი აღმოჩნდა გეორგ III ჰამბურგელის კარზე, სადაც ჰოროსკოპების შემდგენლად მოეწყო. რვა წლის შემდეგ, როცა ფაუსტმა სახელად მიიღო იორგ ფაუსტუსი და თავი გამოაცხადა ბედის წინასწარმეტყველად, ის გამოაპანღურეს ქალაქ ინგოლშტადტიდან. ამის შემდეგ, რამდენიმე ხანი მუშაობდა ყმაწვილთა პანსიონის დირექტორად ნიურნბერგში, მაგრამ 1532 წელს გაათავისუფლეს და სამარცხვინოდ იქნა ქალაქიდან გაგდებული ყმაწვილთა ზნეობრივი გახრწნის გამო. მას გააჩნდა საოცარი ნიჭი ნებისმიერი სიტუაციის მორგებისა, ვითომც არაფერი, ისე აგზავნიდა სავიზიტო ბარათებს, სადაც თავის თავს წარადგენდა „მაგებს, ვარსკვლავთმრიცხველებს შორის უპირველესად, მეორე კაცად ფოკუსნიკებს, ჰირომანტებს, აერომანტებს, პირომანტებსა და ჰიდრმანტებს შორის“.
ჯადოქრის საშინელი აღსასრული
შემონახულია ცალკეული ჩანაწერები შავკანიანის საშინელი სიკვდილის შესახებ. 1540 წლის შემოდგომის იმ ღამეს პატარა ქალაქ შტაუფენ იმ ბრაისჰაუს სასტუმრო შეძრა საშინელმა ხმაურმა, რომელსაც თან ახლდა განწირული ადამიანის ხავილი. ადგილობრივი მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ღამით სრულიად მოწმენდილ ცაზე ჭექავდა ელვა. სასტუმროს შენობის ბუხრის მილიდან ამოიფრქვევოდა მოცისფრო ალი, ჭიშკარი და დარაბები კი თავისთვის ზანზარებდნენ. სულისშემძვრელი წამოყვირებები და კვნესა ორ საათზე მეტხანს გამოდიოდა ნომრიდან, რომელიც დოქტორ ფაუსტს ეკავა. მხოლოდ განთიადისას გაბედა მასპინძელმა მსახურთან ერთად იქ შესვლა. თვალწინ საშინელი სურათი გადაეშალათ. ოთახის შუაგულში არაბუნებრივ პოზაში ეგდო ადამიანის საშინელი ჭრილობებით დასახიჩრებული სხეული: ამოთხრილი თვალით, გვერდზე მოღრეცილი თავით, ნეკნები ბევრ ადგილას გარეთ ჰქონდა გამოყრილი. მასპინძელმა ძვლივს იცნო მისი მდგმური. ასე მოექცა მას მეფისტოფელი, რომელთანაც მან მესამედი საუკუნით შეკრა ზავი – „უდიდესი ცოდნისა და ძალის მოპოვების სანაცვლოდ“. ვადის გასვლისთანავე ეშმაკმა საშინლად დასახიჩრა ფაუსტი, რათა მის სულს არ შეძლებოდა სხეულში მობრუნება, თვით სული კი ჯოჯოხეთში წაიღო.
გოეთე და ქრისტიანობა
გოეთეს პიროვნება და შემოქმედება ყოველთვის იწვევდა არა მარტო ფილოლოგთა, არამედ ფილოსოფოსთა, კულტურის ისტორიკოსთა, ბიოლოგთა ინტერესს. გერმანელი პოეტის მსოფლმხედველობის ყველა მხარეა შესწავლილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გოეთემცოდნეობაში ერთსულოვნება სუფევს. არის ერთი ღია საკითხი – გოეთეს დამოკიდებულება რელიგიასთან და კონკრეტულად ქრისტიანობასთან.
„პრომეთე“ – ნათელი ანარეკლია ახალგაზრდა გოეთეს ფილოსოფიური შეხედულებებისა. აქ აშკარადაა გამოთქმული მის მიერ რელიგიის უარყოფა. ყოველი ცოცხალი არსება – ბუნების განუყოფელი ნაწილია, გამაერთიანებელი ყოველივესი, რაც კი არსებობს . ადამიანი უპირველეს ყოვლისა არის შემოქმედი, სწორედ შემოქმედებით საწყისში წარმოჩინდება მისი უმაღლესი არსი.
პოეტის სხვადასხვა გამონათქვამებზე დაყრდნობით, მისი შემოქმედების მკვლევარები გოეთეს შემოქმედებაში პოულობენ ათეიზმს, პანთეიზმს, გნოსტიკურ ელემენტებს და სხვა მრავალს. ზოგიერთნი კი ქრისტიანულ ელემენტებსაც ხედავენ. მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლების შეხედულებები. საყოველთაო გოეთემცოდნეობაში არის პროტესტანტი და კათოლიკე ავტორების შრომები. ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა მართლმადიდებელი მღვდლის სერგეი სოლოვიოვის ნაშრომი „გოეთე და ქრისტიანობა“, რომელშიც გოეთეს შემოქმედებითი და სულიერი ბიოგრაფიაა განხილული ქრისტიანული რელიგიის პოზიციიდან. მას ბავშვობიდანვე ჰქონია საგანთა და ბუნების მიმართ ლტოლვა, რომელმაც შემდგომ ჩამოაყალიბა მისი დამოკიდებულება ღმერთთან და სამყაროსთან. ბუნების გაღმერთებისაკენ ლტოლვამ საბოლოოდ იზეიმა გოეთეში იტალიაში მოგზაურობის დროს, რომელიც გახდა გარდამტეხი მომენტი შემოქმედის ბიგრაფიაში. იტალიაში ის დაკავებული იყო ბოტანიკით. აქ გამოსჭვივის დიდი გერმანელის იტალიის რენესანსის მხატვრებთან სიახლოვეც. სწორედ რენესანსული იტალია აღმოჩნდა გოეთესთვის ყველაზე ახლობელი. მასთან შეხებით შემოქმედმა თავი წარმართად იგრძნო. გოეთეს ყურადღებას იპყრობდა არა ანტიკური ქალაქი პომპეი, არამედ რაფაელი, იტალიის სრულყოფილი ანტიკურობის მიმართ პოეტი დარჩა გულგრილი. თუ ანტიკური იტალიის მიმართ გოეთე გულგრილად განეწყო, კათოლიკური იტალიისადმი - მტრულად. პროტესტანტული ცხოვრებით აღზრდილი გერმანელი პოეტი უარყოფითად ღებულობდა კათოლიკური ღვთისმსახურების რიტუალურ მხარეს. იხსენებდა რა ამას სოლოვიოვი მოჰყავს სხვა ფაქტიც: ერთხელ გოეთე დასწრებია მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას, რომელსაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. ის წერდა: „დღეს, ნათლიღების დღესასწაულზე, მე ვნახე და მოვისმინე ლიტურგია ბერძნული საეკლესიო წესით. ეს წესები მე მეჩვენება დიდებულად, მკაცრად გააზრებულად, ყველასათვის გასაგებად, ვიდრე ლათინების“.
ამრიგად, გოეთეს პიროვნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა იტალიაში. შინ დაბრუნებულმა თავისი კაბინეტი მორთო ზევსისა და ჰერას თავების სკულპტურებით. სოლოვიოვი ფიქრობს, რომ გოეთემ ამ სახით მისდაუნებურად თავის სახლში საკურთხეველი შემოსა ძველი საბერძნეთის უმაღლესი ღვთაებებით. გოეთეში წარმართობა სრულიად შეგნებულად იყო.
რამდენადაც დადებითად ეკიდებოდა გოეთე ანტიკურობას, მის მიერ გაგებულ რენესანსულ სულიერებაში, იმდენად უარყოფითად იწყო მან ქრისტიანობის აღქმა. სოლოვიოვის აზრით, მას შთამომავლობით ახასიათებდა შიში ტანჯვისა და თვითგადარჩენის უდიდესი გრძნობა. თვით გოეთე მზად იყო ეღიარებინა ქრისტიანობა, მაგრამ თვითშეწირვისა და წამების გარეშე, გოლგოთის გარეშე. შესაძლებელია გოეთეზე გავლენა იქონია იმ ავადმყოფურმა ატმოსფერომაც, რომელიც შემოავლეს ქრისტიანობას გერმანელმა რომანტიკოსებმა. უარყოფდა რა რომანტიზმს, გოეთე უარყოფდა ქრისტიანობის რომანტიკულ გაგებას, მაგრამ, შესაძლებელია, რომანტიკოსებმაც მიაღწიეს ქრისტიანობაზე დიდი პოეტის წარმოდგენების შერყვნას.
თუ როგორ ესმოდა გოეთეს ქრისტიანობა, ეს სჩანს მისი ბალადიდან „კორინთელი საპატარძლო“, რომელიც მიძღვნილია პირველი ქრისტიანული თემებისადმი. ამ ნაწარმოებში სოლოვიოვი ხედავს ცილისწამებას ქრისტიანული ღმერთისადმი, რომელშიც ის წარმოჩინებულია, როგორც სასტიკი ტირანი, რომელიც გამუდმებით მოითხოვს ადამიანურ მსხვერპლს. მას უპირისპირდებიან მოწყალე ოლიმპოელი ღმერთები.
ქრისტიანობას განდგომილმა გოეთემ შეიმუშავა თავისთვის „პირადი“ რელიგია. ნეოპლატონიზმზე დაფუძნებული, ის წარმოადგენდა თავისებურ ნაზავს სხვადასხვა ფილოსოფიური სისტემებიდან და რელიგიებიდან. მასში დიდი ადგილი ეჭირა პანთეისტურ წარმოდგენებს, რომლისკენაც ბავშვობიდანვე ჰქონდა მიდრეკილებები გოეთეს. მისი საყვარელი ფილოსოფოსებიდან ერთერთმა – სპონოზამ- განამტკიცა ის ამ შეხედულებებში. გოეთე დარწმუნებული იყო, რომ ბუნება – ღმერთი უფრო ახლობელი, გასაგები და მისაღებია ადამიანისათვის, ვიდრე ქრისტიანული ღმერთი.
გოეთეს მთავარი ქმნილების „ფაუსტის“ შექმნაც დაკავშირებულია გერმანელი პოეტის რელიგიის დემონურ და მაგიურ ელემენტებთან. ბუნება, გოეთეს აზრით, სავსეა დემონებით, მათთან ურთიერთობა არ არის ცოდვა, რამეთუ ბუნებაა თვით ღმერთი. ეს თხზულება-ტრაგედია ანტიქრისტიანულია. მთავარი გმირი, შავკანიანი მკვლელი არ ისჯება, პირიქით , ცხადდება „მისწრაფებების ადამიანად“, ეშმაკი მოტყუებული და შერცხვენილია, ფაუსტი კი ანგელოზებისა და წმინდა ასკეტების მიერ მაღლდება ცაში თვით Mater Gloriosa -ს – ღვთისმშობლის ტახტთან. მართლმადიდებლური მოძღვრისათვის ეს იდეა მიუღებელია, შეუთავსებელია ქრისტიანობასთან.
რად შეუბრუნდა თვით გოეთეს წარმართობა. სოლოვიოვის აზრით, გოეთე სიცოცხლის მიწურულს სრულ სულიერ კრახამდის მივიდა. გოეთე შეიპყრო შფოთვამ, მას უკიდურესად ეშინოდა სიკვდილის, გოეთეს აქ ვერ უშველა მისმა ოლიმპიელობამ. ყოველთვის ნათელი გონების მქონემ ახლა დაიწყო ფანტასტიური პითაგორული ჰიპოტეზების თხზვა საიქიო ცხოვრებაზე. ის ცდილობდა ერწმუნა მისი ამქვეყნად მეორედ მოსვლისა, მაგრამ ეშინოდა იმის, რომ მისი „უკვდავი სული“ გახდებოდა რომელიღაც მდაბიო მონადის ტყვე. ეს ყველაფერი არის კანონზომიერი შედეგი გოეთეს სულიერი ევოლუციისა.
გოეთე ძლიერი პიროვნება იყო, მას შეეძლო გავლენა მოეხდინა ადამიანებზე და არასდროს ამბობდა უარს ამის შესაძლებლობაზე. სოლოვიოვი გოეთეს აკისრებს პასუხისმგებლობას ადამიანების ბედზე, იმ ადამიანებისა, რომლებიც მიჰყვნენ მის იდეებს. გოეთეს სამმა მოწაფემ – შილერმა, ბაირონმა და ნიცშემ – შეითვისეს მისი აზრები, მაგრამ საკმარისად ვერ დაეუფლნენ, რათა ეცხოვრათ ამ სისტემის მიხედვით. და მათი უდროო გარდაცვალება და მათ უგნურობა გოეთეს სინდისზეა.
ანტიკური პანთეიზმით გატაცებას ადამიანი მიჰყავს მორალურ სიბრმავემდის და სასოწარკვეთამდის. პიროვნება ჰკარგავს თავის დანიშნულებას ბუნებასთან შედარებით. გოეტემ ბუნების სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ის მთელი არსით არაქრისტიანი იყო. თუმც მის ნაწარმოებებში შეიძლება შეგხვდეთ მცირედი ელემენტები ქრისტიანული მსოფლმხედველობისა, მაგრამ მისი თხზულებების სული არაქრისტიანულია. ეს ნათლად გამოსჭვივის მის გამონათქვამებში რელიგიისა და ეკლესიის შესახებ:
„ეკლესიის მთელი ისტორია – ნარევია ცდომილებისა და ძალმომრეობისა!“
„ვისაც გააჩნია მეცნიერება, მას აღარ სჭირდება რელიგია“.
„რწმენა არა საწყისი, არამედ დასასრულია ყოველგვარი სიბრძნისა“. მისი პირადი ექიმის გადმოცემით გოეთე სიკვდილის წინ აგონიაში ჩავარდნილა და გაჰკიოდა თურმე -„გამოაღეთ ფანჯრები, ამით მეტი სინათლე შემოვა, მეტი სინათლე! მეტი სინათლე!“-ო. და მისი ძახილი გაისმოდა ქალაქის მთელს უბანში.
მთელი ცხოვრების მანძილზე ბნელეთის მსახურს სინათლე მოუნდა აღსასრულის ჟამს, ის სინათლე, რომელიც თავად უარყო, ეს ის სინათლეა, რომელსაც ქრისტე და ქრისტიანობა ჰქვია, მისგან უარყოფილი და ზურგშექცეული…
ამიტომაც ჰპოვა საუკუნო სიბნელე…
რელიგიისადმი სიძულვილს ქადაგებდნენ ევროპის ისეთი „დიდი ადამიანები“, როგორებიცაა ფოიერბახი, დენი დიდრო, ჯონათან სვიფტი, მოპასანი, ვოლტერი და სხვანი…
„მას, ვისაც უყვარს ღმერთი, არ შეუძლია უყვარდეს ადამიანი, მან ადამიანობის გაგება დაკარგა, თუ ვინმეს უყვარს ადამიანი, ჭეშმარიტად მთელი გულით უყვარს, მას არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი“. ლ. ფოიერბახი
„რელიგია სულის ავადმყოფობაა“ – ჯონათან სვიფტი
„რელიგიასთან ისეთივე გემართება, როგორიც აზარტული თამაშებისას. იწყებ სულელი და ამთავრებ ყალთაბანდი“ – ვოლტერი
„რელიგიები – ყველა ერთიანად – უაზრობაა: მათი მორალი გაანგარიშებულია ბავშვებზე, მათი დაპირებები ეგოისტურია და საოცრად სულელური“- გი დე მოპასანი.
სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობდა წმიდა ილია მართალი – ავიკაცირამდენადაცმეცნიერია, დიდისწავლული, იმოდენადუფროძლიერსაშიშია,უფრო ძლიერმავნებელია.
გოეთე წერდა: ჩვენ, გერმანელები, გუშინდელ დღეს ვეკუთვნით. მართალია, ჩვენ გავაცივილიზაციეთ ჩვენი თავი გასული ასი წლის განმავლობაში, მაგრამ კიდევ გავა რამდენიმე ასი წელი, ჩვენი თანამემამულენი იმდენად წაიწევენ წინ სულიერად და კულტურულად, რომ შეძლებენ აღფრთოვანებას, მსგავსად ბერძნებისა, ხოლო სხვა ხალხები შეძლებენ თქვან: „ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, როცა ჩვენ ბარბაროსები ვიყავით“.
მისი მეორე გამონათქვამი გერმანელების შესახებ: „ო, ეს საცოდავი ხალხი, ის ცუდად დაასრულებს, იმიტომ რომ არ სურს საკუთარი თავის შეცნობა, ხოლო შეუცნობლობა საკუთარი თავისა იწვევს არა მარტო სიცილს, არამედ სამყაროს სიძულვილს. ბედისწერა გაანადგურებს გერმანელებს, რადგან გაყიდეს საკუთარი თავი და არ სურთ იყვნენ ისეთნი, როგორებიც არიან სინამდვილეში“.
გოეთე ფიქრობდა აგერთვე, რომ პატრიოტიზმი – ისტორიის გამანადგურებელია და რომ დესპოტიზმი ბადებს ყველასა და თითოეულის ავტოკრატიას. ის არ იზიარებდა გერმანული სიძველეებით გამოწვეულ რომანტიკოსების აღტაცებას, არ ესმოდა, რომ ბნელ გერმანულ წარსულშიცაა შესაძლებელი კარგის დანახვა. ის დასცინოდა პატრიოტ გერმანელს, რომელიც მიიწერდა სხვა ხალხების ღირსებებს და ამტკიცებდა, რომ ყოველივე ეს გერმანელებისაგან მომდინარეობს. ამავე დროს კი გერმანელი ივიწყებს „ყოველივე, რაც კი მან სხვა ეროვნებებისაგან შეისწავლა გასული ორმოცდათი წლის მანძილზე და არ თვლის, რომ ის აქამომდის მათ ვალშია“.
„ცალკეული გერმანელი, ამბობდა ის, ხშირად პატივისცემის ღირსია, მაგრამ მთელი ერი წარმოადგენს უბადრუკ სანახაობას“. ის თვლიდა, რომ გერმანელები, როგორც ებრაელები, უნდა გაფანტო მთელს მსოფლიოში, რადგან ყველა ერის წყალობით განავითარონ თავიანთ თავში ყოველივე სასიკეთო, რაც მათში არ არის. გოეთემ ერთხელ აღიარა, რომ განიცდის შიშს, როდესაც გერმანელებს სხვა ერებს ადარებს. ის გერმანელებისაგან გაიქცა მეცნიერებასა და კულტურაში, რამეთუ მათ არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი საზღვრები. ის შეუწყნარებლად ეკიდება იმ პატრიოტულად განწყობილ გერმანელებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ შეუძლიათ იცხოვრონ თვითმყოფადად, რომ სხვა ერები მათგან წარმოიშვნენ და თავხედურად მიიწერდნენ სხვა ერის ღირსებებს. ის უაზრობად თვლიდა ტერმინს „ეროვნული ლიტერატურა“ და სთავაზობდა მის შეცვლას ტერმინით „მსოფლიო ლიტერატურა“. ყველა უნდა ცდილობდეს მსოფლიო ლიტერატურის ეპოქის დადგომის დაჩქარებას. უგდეს კი ყური მას თვით გერმანელებმა? გოეთე ხშირად ჩიოდა, რომ ისინი ყოველთვის უარყოფდნენ მის მიერ შეთავაზებულსა და ნათქვამს.
1813 წელს გოეთემ ლიუდენს უთხრა, რომ ის სულაც არ არის თავისუფლებისა და სამშობლოს იდეების მიმართ გულგრილი, მაგრამ მას არ შეუძლია გაიზიაროს ისტორიკოსის აღტაცება გერმანიის აღმასვლით. „გაიღვიძა კი ნამდვილად ერმა? იცის კი რა სჭირდება მას? გოეთე უკვე ვაიმარში აღარ ხედავდა ფრანგებსა და იტალიელებს. ისინი შეცვალეს კაზაკებმა, ბაშკირებმა, ხორვატებმა, უნგრელებმა, კაშუბებმა, წითელმა და სხვა ჰუსარებმა: „ნუთუ ისინი სჯობიან?“ კითხულობდა ის. მისთვის ეს სულ ერთი იყო, რომ ესენი „მეგობრები“ იყვნენ, ისინი კი – „მტრები“. მას არ შეუძლია სძულდეს ფრანგები – თქვა გოეთემ- იმიტომ, რომ ის დიდად არის ვალში ფრანგულ კულტურასთან. როცა ის უკვე 80-ს გადასცილდა აღიარა, რომ ის „ზომიერი ლიბერალია, როგორც ყოველი გონიერი ადამიანი“. ის მიიჩნევდა, რომ მას გაუმართლა იმ ეპოქაში დაბადება, როდესაც „მიმდინარეობდა და გრძელდებოდა მსოფლიო მოვლენები“. მათ შორის მან მოიხსენია შვიდწლიანი ომი, ამერიკის ინგლისისაგან გამოყოფა, საფრანგეთის რევოლუცია და ნაპოლეონის მმართველობის პერიოდი. „ამიტომაც ჩემი აზრები და დასკვნები ძლიერ განსხვადებიან იმათი აზრებისაგან და დასკვნებისაგან, ვინც მხოლოდ ახლა დაიბადა“.
ერთი რამ ნიშანდობლივია, ფრანკ-მასონებისა და ილუმინატების, დღევანდელი დემოკრატებისა და ლიბერალებისათვის დამახასიათებელია ეროვნული ნიჰილიზმი, საკუთარი თავის უარყოფა და სხვისის გაფეტიშება, უაზრო თაყვანისცემა, მონური სწრაფვა ყოველივე უცხოურისადმი.
ერთხელ გადაბერებულმა პოეტმა უთხრა თავის მდივან რიმერს: „ანტიპატია, რომელსაც ერი განიცდის ებრაელთა მიმართ შეზავებულს პატივისცემითა და უარყოფით, შეიძლება შევადაროთ ანტიპატიას, როგორსაც სამყარო განიცდის გერმანელთა მიმართ, რომელთა როლი და მდგომარეობა სხვა ერთა შორის უაღრესად ჰგავს ებრაელებისას“. მან აღიარა, რომ „დრო და დრო გრძნობს შემხუთველ ძრწოლას, შიშს, რომ დადგება დღე, როცა დაგროვილი სიძულვილი სამყაროსი გერმანელების წინააღმდეგ წარიმართება“.
გოეთე ამბობდა, რომ დიდ ვალში იყო ინგლისურ ლიტერატურასთან. შექსპირის, სტერნის და გოლდსმიტის მოვალედ თვლიდა თავს. გოეთე მიიჩნევდა, რომ გერმანული რომანი ფილდინგისა და გოლდსმიტისაგან წარმოიშვა. აქებდა ბაირონსა და სკოტის რომანებს, აღფრთოვანებული იყო სტერნის იუმორით, მას უწოდებდა დიდი სულის მქონე ადამიანს და ამბობდა, რომ „მან პირველმა გაათავისუფლა ისინი პედანტიზმისა და ფილისტერობიდან“. მაგრამ ყველაზე დიდ პატივს მაინც შექსპირს მიაგებდა. გოეთე მიიჩნევდა, რომ ბრმად დაიბადა, თვალები კი შექსპირმა წამიერად, ჯადოსნურად აუხილა. სამოცდაათი წლის გოეთემ აღიარა, რომ ვერასდროს ვერ გაბედავდა შექსპირთან თავის გატოლებას.
გოეთე აღფრთოვანებული იყო ინგლისელებისა და ფრანგების გადმოცემის სიმარტივით და ლანძღავდა გერმანელ ფილოსოფოსებს გადაპრანჭულობისა და პომპეზურობის გამო, რომელიც გაუგებარია არა მარტო უცხოელისათვის, არამედ თვით ბუნებით გერმანელისათვისაც კი. გოეთე დასცინის ფიხტეს მეტაფიზიკურ ფანტაზიებს და მწუხრობდა იმ სულელური გავლენის გამო, რომელიც ჰეგელმა გერმანულ ენაზე მოახდინა. ერთხელ მას გაუგზავნეს „უბადლო ჰეგელის“ წიგნი და გოეთე შეეცადა მის გაშიფრვას, მაგრამ დანებდა და გადასდო წიგნი, თქვა, რომ მისი წაკითხვა იგივეა, რომ გახელებულ გველს ელაპარაკებოდე. მან ეკერმანს ხმამაღლა წაუკითხა „ამ უაზრობის“ პასაჟი და უთხრა, რომ ასეთი ფილოსოფოსები ანადგურებენ ენას.
ნიცშემ ერთხელ აღნიშნა, რომ გოეთე გერმანულ ისტორიაში იყო „მოვლენა შედეგის გარეშე“, რომ ის „გახელებული შეუწყნარებლობით აკრიტიკებდა სწორედ იმ მხარეებს, რითაც გერმანელები ამაყობდნენ“. აქ ეჭვსგარეშეა ის, რომ ნიცშე მიანიშნებდა გოეთეს დღიურებში ერთ ჩანაწერს: კითხვა შემდეგში მდგომარეობს: „ტოვებენ თუ არა დიდი ადამიანები კვალს თავიანთი სამშობლოების ისტორიაში. მე ამას გერმანიაში ვერ ვხედავ“. ერთხელ გოეთემ თქვა: „გერმანია? მაგრამ სადაა ის? მე არ შემიძლია ასეთი ქვეყნის პოვნა. თქვენ, გერმანელები, ყოველ ღონეს ხმარობთ გახდეთ ერი. შეეცადეთ განთავისუფლდეთ შინაგანად და თქევენი მცდელობები წარმატებით დაგვირგვინდება“. გოეთე უარყოფდა ყოველგვარ ეროვნულს: „შეუძლებელია არსებობდეს როგორც პატრიოტული ხელვნება, ასევე პატრიოტილი მეცნიერება“ – იოჰან ვოლფგანგ გოეთე.
აქ გოეთე მარტო არ ყოფილა მამულის სიყვარულსა და მისთვის თავდადებას უარყოფდნენ მეთელი რიგი ე.წ.განმანათლებლები.
ფრანგი ბერნარდ შოუ ამბობდა – „პატრიოტიზმი – გამანადგურებელი, იდიოტიზმის ფსიქოპათური ფორმაა.“ მისივე აზრით მსოფლიო მშვიდობა მხოლოდ პატრიოტიზმის აღმოფხვრის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელიო – „მსოვლიოში არასოდეს იქნება მოსვენება, სანამ არ ამოძირკვავთ ადამიანთა მოდგმაში პატრიოტიზმს“.
ოსკარ უაილდი კი ასე მოიაზრებდა პატრიოტიზმს – „პატრიოტიზმი თავისი არსით აგრესიულია, ხოლო პარტიოტები, როგორც წესი, ბოროტი ადამიანები არიან“ -ო.
ჰაინე კიდევ უფრო მეტი აგრესიულობით უტევს მამულიშვილობას -„ საშინელი საქმეა! ყოველ დროში არამზადები ცდილობდნენ თავიანთი უზნეო ქმედებები შეენიღბათ რელიგიის, ზნეობრიობისა და სამშობლოს ინტერესების ერთგულებით“.
გოეთე და ნაპოლეონი
გოეთე ადიდებდა ნაპოლეონს. იენასთან ბრძოლის შემდეგ, სადაც ნაპოლეონმა გაანადგურა ძველრეჟიმული პრუსიის არმია, ისტორიკოსმა ლიდენმა ჰკითხა გოეთეს, თუ როგორ გრძნობდა თავს ამ საყოველთაო სირცხვილისა და უბედურების დღეებში და თავის წუხილზე პასუხად მოისმინა, რომ პოეტი თავს კარგად გრძნობდა და არც რა გააჩნია ბედის სამდურავი მიზეზი. გოეთე თავის თავს ადარებდა ადამიანს, რომელიც მაღალი კლდიდან უცქერდა ბობოქარ ზღვას, რომლის ტალღები მას ვერ მისწვდებოდნენ. ჯერ კიდევ 1792 წელს, შეიქმნა მოწმე საფრანგეთის რევოლუციური არმიის ვალთან ბრძოლისა, სადაც ფრანგებმა მანამდე არნახული ენერგიით სულ ერთიანად გაანადგურა პრუსიის არმია, გოეთემ თავის გარემოცვას უთხრა, რომ ისინი მოწმენი არიან მსოფლიო ისტორიაში ახალი ეპოქის დაბადებისა და მომავალში შეუძლიათ იამაყონ, რომ მოესწრნენ ამას. ძველი ფრიდრიხისეული არმია არ იქნა რეფორმირებული და ამის გამო განადგურდა ნაპოლეონის მიერ 1806 წელს იენასთან. როდესაც გერმანიასა და ევროპაში ხალხები ნაპოლეონის ბატონობის წინააღმდეგ ამბოხს აწყობდნენ, გოეთემ თავის ვაჟს აუკრძალა მასში მონაწილეობის მიღება. ის პატივს მიაგებდა ნაპოლეონს, როგორც დიდ ადამიანს, მაგრამ ამავე დრო სმას სძულდა ომი და სისხლისღვრა. ახალი აღმავალი ეროვნული იდეები და დემოკრატიული იდეები მისთვის ერთურთს გამორიცხავდა.
არსებობს მოსაზრება, რომ გოეთემ ჩაუშვა გერმანიის განმათავისუფლებელი მოძრაობა ნაპოლეონთან. გაწეული სამასახურისათვის ნაპოლეონმა გოეთე ღირსების ორდენით – ჯვრით დააჯილდოა, რომელსაც ის სიკვდილამდე ატარებდა. ნაპოლეონმა გოეთეს პირადად გადასცა ხელშეუხებლობის სიგელი.
გოეთე და ნაპოლეონი ერთმანეთს რამოდენიმეჯერ შეხვდნენ (სულ სამჯერ). პირველი შეხვედრა მოხდა 1808 წლის 2 ოქტომბრის ათი საათისათვის სადილზე. ნაპოლეონმა ის მიიწვია ფრანკფურტში თეატრალურ წარმოდგენებზე, რომელსაც ფრანგული თეატრი მართავდა. ნაპოლეონმა გოეთეს ერთადერთი წინადადება უთხრა „თქვენ ხართ კაცი“. შემდეგ მათ ისაუბრეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებისა“ და გოეთეს სხვა ნაწარმოებების შესახებ.ოთხი დღის შემდეგ – 6 ოქტომბერს – ვაიმარში ფონ მიულერის ბალზე ნაპოლეონი მეორედ ესაუბრა გოეთეს. გოეთე დიდხანს სდუმდა ნაპოლეონთან მისი საუბრის შინაარსის შესახებ. მხოლოდ 1809 წლის 11 მარტს რიმერი იწერს გოეთეს სადილობისას ნაუბარს (ნახ.: Goethejahrbuch XV. 1894. Friedrich von Mullers. Memoire uber Goethus und Wielands Unterredungen mit Napoleon):
„პოეტური სამართლიანობა ეს აბსურდია, თქვა გოეთემ. – ცხოვრებაში ერთადერთი რამაა ტრაგიკული – უსამართლობა და წინასწარგანზრახულობა. ნაპოლეონმა იცის ეს, ისიც იცის, რომ ის თვით თამაშობს ბედისწერის როლს. ასეთი იყო შინაარსი ნაპოლეონთან ჩემი საუბრისა“. შეხვედრის მეორე დღეს, 3 ოქტომბერს, ერფრუტის თეატრში იძლეოდნენ „ედიპ“-ს. ამ სექტაკლს ესწრებოდა მრავალი ევროპელი მეფე, მათ რიცხვშია რუსეთის ხელმწიფე ალექსანდრეც. როცა მსახიობმა წარმოსთქვა პირველი სცენის ლექსები „მეგობრობა დიდი ადამიანისა არის ღმერთების წყალობა“, წამოდგა ხელმწიფე ალექსანდრე და ხელი გაუწოდა ნაპოლეონს. დარბაზის ყოველი კუნჭულიდან გაისმა მქუხარე შეძახილები.
გოეთე ნაპოლეონთან შეხვედრებით ძალიან იბღინძებოდა, 1810 წელს ასე უთხრა მან ფრიდრიხ ვილჰელმ რიმერს, მისი ვაჟის მასწავლებელს:
„ნაპოლეონი, რომელმაც კონტინენტი დაიპყრო, არ თაკილობს, გერმანელთან ისაუბროს პოეზიაზე და ტრაგიკულ ხელოვნებაზე“.
შეხვედრებისას ისინი აზრთა ერთ ტალღაზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ხანდისხან მათი აზრებიც განსხვავდებოდა, მაგალითად ტალეირანი ამას ასე გადმოსცემს:
„ეკუთვნით თქვენ ტაციტიუსის თაყვანისმცემლებს?“
„დიახ, სერ, მე ის ძალიან მიყვარს“.
„მე კი, არა!“
მაგრამ მათ რაღაც აკავშირებდათ. ნაპოლეონის მიერ ნაბოძები საპატიო ლეგიონის ორდენის ტარებას 1813 წლის ლეიპციგთან ნაპოლეონის მარცხისას ვილჰელმ ჰუმბოლდტის წინაშე ასე ამართლებდა გოეთე: „იმპერატორის ნაბოძები ორდენი არ უნდა დადო იმისათვის, რომ მან ბრძოლა წააგო“.
მაგრამ გოეთეს შეხედულებებიც იცვლება. წმინდა ელენეს კუნძულზე ნაპოლეონის განდევნის შესახებ ის თავის აზრს უზიარებს თავის შეგირდს იოჰან პეტერ ეკერმანს:
„თუ იმას ჩაუფიქრდები, რომ ასეთი ხვედრი ხვდა კაცს, რომლის ფერხთა წინაშე მილიონების ცხოვრება და ბედი იყო განრთხმული, დასასრული, რომელიც მას ერგო, კიდე ძალიან შეღავათიანია“.
ეკერმანის საუბრები გოეთესთან ნაპოლეონის ეგვიპტური ლაშქრობის შესახებ: „მე მაკვირვებს, – ვთქვი მე, – რომ ნაპოლეონი ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ასე უბრალოდ და დარწმუნებით ეთამაშებოდა მსოფლიო მოვლენებს, თითქოსდა წარსულიდან მას დიდი პრაქტიკა და გაომცდილება ჰქონოდეს“.
„საყვარელო შვილებო, – თქვა გოეთემ – ეს დიდი ტალანტის თანდაყოლილია. ნაპოლეონისთვის სამყარო იგივე იყო, რაც ჰუმელისთვის მისი როლი. ერთიც და მეორეც ჩვენ გვაოცებს. ჩვენ არც ერთს ხელვყოფთ და არც მეორეს, მაგრამ ეს ასეა, და ჩვენ ამას საკუთარი თვალებით ვხედავთ. ნაპოლეონი საკუთვრივ იმითია დიდი, რომ ის ყოველგვარი გარემოებისას იმადვე რჩებოდა: ბრძოლის წინ, ბრძოლისას, გამარჯვების შემდეგ, მარცხის შემდეგაც – ის მტკიცედ იდგა ფეხებზე და ნათლად და მტკიცედ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა. ის ყოველთვის თავის სტიქიაში იყო, ვერავითარი მოულოდნელობა ვერ იწვევდა მის გაოცებას, ზუსტად ისე, როგორც ჰუმელისათვის იყო სულერთი, ადაჟიოს დაუკრავდა თუ ალლეგროს, ბასში თუ დიკონტში. აი, ეს სიმარტივეა დამახასიათებელი ნებისმიერი ტალანტისათვის, წარმოჩინდება ის მსოფლიო შემოქმედებით ხელოვნებაში, თუ ომში, ფორტეპიანოზე დაკვრაში თუ ქვემეხებით მანევრირებისას“. (Эккерман. «Разговоры с Гете»; 7 апреля 1829 года).
ახლა ცოტა რამ თვით ნაპოლეონის შესახებ; ნაპოლეონიის მთელი ოჯახი მასონური ორგანიზაციის წევრები იყვნენ- ბაბუა, მამა, მისი ძმები. ნაპოლეონის ფიგურაც ხომ მასონების მიერ იყო შექმნილი. როტშილდი ეძებდა ისეთ მებრძოლს, რომელიც განახორციელებდა სიონისტების მიზნებს. ნაპოლეონი 1786 წელს (ჯერ კიდევ ლეიტენანტი) გახდა მასონი და მათი წყალობით სულ მალე 1804 წელს იმპერატორობას მიაღწია, მაგრამ 1808 წელს მიხვდა რა მათ მიზნებს, მან თქვა რომ აღარ დაუჯერებს მასონებს, რის შემდეგაც როტშილდმა ის მოიძულა და ყველაფერში ხელს უშლიდა, განსაკუთრებით რუსეთში დამარცხების შემდეგ. როტშილდებმა ის საბოლოოდ ვატერლოოსთან გაანადგურეს.
ნაპოლეონის პოლიტიკური კარიერა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლიათ მასონ-ილუმინატებს დროის უმოკლეს ვადაში, შექმნეს რა მათ უყარმაზარი, კბილებამდის შეიარაღებული ბიო რობოტების არმია, დასძრეს უზარმაზარის სივრცის ევრაზიის დასაპყრობად. ნაპოლეონს მასონების მიერ გარყვნილ ევროპაში არცერთი სერიოზული დაბრკოლება არ შეხვედრია. ისე დაიმორჩილა და გააერთიანა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა და წარმატებით აღფრთოვანებული რუსეთის იმპერიას მიადგა. მისი შემდგომი ბედი ხომ ყველასათვის ცნობილია და ამიტომ აქ აღარ გავაგრძელებთ.
მასონები და ილუმინატები, თავიანთი მოაზროვნეებითა და შემოქმედებით მიისწრაფვიან კაცობრიობის გაერთფეროვნებისაკენ, ღვთის მიერ დადგენილი კანონზომიერების მოშლისაკენ, სამყაროს უსახურ სივრცედ ქცევისაკენ, ერთიანი ზესახელმწიფოს შექმნისაკენ თავისი მთავრობითა და ახალი მსოფლიო წესრიგით. მაგრამ თქვენ მაინც გვთავაზობთ მივყვეთ „განმანათლებელთა“ იდეებს და ჩვენი ცხოვრებაც მათებურად მოვაწყოთ. თურაშაულის პატრონივით გემართებათ. სად რას ეძებთ, როდესაც წინაპარი დიდი რუსთველი გყავდა და დაგიტოვა „ვეფხისტყაოსანი“. გოეთესაგ ან განსხვავებით, რუსთველი უმღერის იმ მრავალფეროვნებას კაცობრიობისას, სამყაროსას, რომელიც ღმერთმა შექმნა:
“რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.”
და ნაცვლად გოეთესებრ ღმერთის უარყოფისა და სატანასთან შეკვრისა, დიდი შოთა მფარველობას, ძალას სთხოვს ღმერთს მასთან შესაბრძოლებლად:
„ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,…“
განა ოდესმე დაბერდება, ან თუ განა გაუვა ყავლი ჩვენს ეროვნულ ეპოსს და მისი, მართლაც რომ კაცობრიული გენიის მფლობელი ავტორის ნაქადაგებ იდეებს? მაშ, რატომ უნდა მივყვეთ ევროპელ „განმანათლებელთა“ მიერ ნაქადაგებ მკრეხელობასა და უწმინდურობას?
უფლის მიერ შექმნილი მრავალფეროვნების მოსპობა ხომ კაცობრიობის დაღუპვა და გადაშენებაა?!
გოეთესაგან განსხვავებით, ის ჭეშმარიტი ქრისტიანია, ღვთისმოსავი და საკუთარი ერის მოყვარულია, რომელიც ყოველ ქართველზე უკეთ ხედავდა ჩვენს ნაკლსა და ღირსებას, მაგრამ მაინც მამულზე ფიქრითა და წვა-დაგვით ათენ-აღამებდა. განა დარჩა ჩვენი ყოფის რომელიმე სფერო, მისი მადლიანი კალამი რომ არ შეხებოდა და მისი ნათელი გონებით რომ არ გაეზომ-აეწონა?
რასაც პანთეისტი, წარმართი და კერპთაყვანისმცემელი გოეთე აბაიბურებს და ფეხქვეშ თელავს, მას შეჰხარის წმიდა ილია მართალი და გვმოძღვრავს: „დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება, ეს ორი უძლიერესი გრძნობა ადამიანისა“.
მაშ, ეს უარვყოთ და მივყვეთ ვოლტერისა და გოეთეს ცრუ სწავლებებს?
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“
თავისუფლებას, ყველაფრისაგან თავისუფლებას ქადაგებენ „განმანათლებლები“, მაგრამ ახლა ყური ვუგდოთ ჩვენს ილიას: “რა არის იგი სწავლა, განათლება, ზნეობა-გაწრთვნილობა, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მნიშვნელობაც ვერ გამოარკვევინოს ადამიანსა, იმოდენა ღონე არ მისცეს სულისა, რომ ადამიანი მის მაღალ მნიშვნელობას ასწვდეს და ბოროტის ქმნის თავისუფლებას სიკეთის ქმობა არ არჩევინოს.“
გოეთესაგან განსხვავებით ჩვენი დიდი ჭეშმარიტი განმანათლებლები გურამიშვილი, ილია, აკაკი და ვაჟა დღენიადაგ სამშობლოზე, საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნავდნენ და ამქვეყნად მოსვლის დანიშნულებასაც ამაში ხედავდნენ:
„მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.“
გოეთესაგან განსხვავებით ილიასათვის ერის წყლული მისი ჭმუნვა-ვარამი საკუთარი ტკივილი იყო. როგორ ფიქრობთ, განა ილიას ახარებდა თვისი დატყვევებული სამშობლოს ბედი? განა ის დითირამბებს უძღვნიდა საკუთარი სამშობლოს დამმონებელთ?
გოეთესაგან განსხვავებით, რომელმაც სახლში წარმართული კერპებითა და ქვებით განაწყო საკურთხეველი, ილიას გულში ჩაუქრობლად ენთო წმინდა სანთელი ღმერთის საკურთხეველზე :
„დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;“
თუ რა უბედურებას დაატეხდა თავს ქართველ ერს ეს ახლადგაჩენილი ეშმაკისეული ევროპული “განმანათლებელური“ იდეები იმთავითვე ხედავდა საქართველოს ბულბული აკაკი:
„ქრისტეს სახელით ქრისტეს სჯულს
წვალება შემოერია,
და ჩვენს ეროვნულფიცარზე
„ქართველი“ აღარ სწერია!“
დიახ, დაგვილეწეს ეროვნული ფიცარი, ქართველობაც ამოშანთეს მისგან!
განსხვავებით გოეთესაგან, რომელიც ფეხქვეშ ეგებოდა და ხოტბას ასხამდა მისი სამშობლოს დამპყრობელს, ჩვენი ხევის ბეთჰოვენი ალექსანდრე ყაზბეგი წყევლა-კრულვას უგზავნიდა რუსთა ხელმწიფეს:
,, დავწვი შენი სამართალი, შენი კანონმდებლობა,
შენი აზრი, მოფიქრება, შენი მირონცხებულება.”
სულ სხვა თვალითა და გულით უყურებდა კაცობრიული გენიის მატარებელი ჩვენი ბუმბერაზი ვაჟა მასონებისა და ილუმინატების მიერ ნაქადაგებ კოსმოპოლიტიზმს, მისთვის კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ურთიერთგამოურიცხავი და განუყოფელი მცნებებია:
„ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არაჩვენებური) პატრიოტია...“
ჩვენ ნამდვილად არა ვართ კარჩაკეტილობის, დანარჩენი სამყაროსაგან მოწყვეტის მომხრე, პირიქით, ოდითგანვე, თუ რამ კარგი და სასიკეთო შეუქმნია კაცობრიობას მაშრიხიდან მაღრიბამდის მას დიდის მონდომებით ეწაფებოდა ქართველი კაცი, ეცნობოდა და თავის ეროვნულ თარგს არგებდა, გონების, სულისა და გულის საცერში ატარებდა და ისე გადმოჰქონდა. მაგრამ დღევანდელობამ, ჩვენი ცხოვრების მწარე გაკევთილებმა ნათლად დაგვანახა თქვენს მიერ მოწონებული ღმეთისა და ადამის მოდგმის მტრების, ევროპელი „განმანათლებლების“ შხამნარევი იდეების საშიშროება. რასაც ჯერ კიდევ საუკუნის წინ გრძნობდა და ხედავდა ჩვენ დიდი აკაკი და გვაფრთხილებდა:
„მტერი იძახის: „ვინ გაიგონა ახლანდელ დროში ეროვნებაო?
მხოლოდ ერთია „მუშათ საკითხი“, გულს დაიბეჭდეთ „მარქსის მცნებაო!“
ამას ჩვენ გვირჩევს და თავისათვის სულ სხვანაირად გაიყურება:
სცდილობს კისერი მოგვატეხიოს!.. და მით თავისერს ემსახურება.
ჩვენს ქართველებს-კი „მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა“ ჰგონიათ
და მიაჩნიათ ჭეშმარიტებად, რაც კაჭკაჭივით გაუგონიათ.
სიტყვა სხვა არის, საქმე სულ სხვაა, სხვა უძევთ გულში მათ დაფარული!
ხრიკია მხოლოდ პოლიტიკური „ძმობა, ერთობა და სიყვარული“.
დიახ, ეს ის მარქსია, რომელიც ილუმინატთა გაერთიანების „უმწიკვლოთა“ ორგანიზაციაში შევიდა და მათი დავალებით დაწერა ნაშრომი, რომელსაც შემდეგ ეწოდა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, რომელიც ილუმინატების ვაისჰაუპტისა და კლინტონ- რუზველტის პლაგიატს წარმოადგენდა.
იმ დროს, როცა გოეთე ხარობდა ნაპოლეონის მიერ გერმანული არმიების განადგურებითა და დასცინოდა მამულიშვილ ადამიანებს, ნაპოლეონი ბრძანდებდა ამას: „სამშობლოს სიყვარული – უპირველესი ღირსებაა ცივილიზებული ადამიანისა“.
გოეთეს აბუჩად აგდებულ გეორგ ჰეგელს ასე ესმის განათლებული ადამიანის სამშობლოსადმი დამოკიდებულება: „განათლებული ხალხების ჭეშმარიტი გმირობა მდგომარეობს სამშობლოსათვის თავგანწირვის მზადყოფნაში.“
დიახ, საბედნიეროდ, ვეროპაშიც მოიძებნებიან ცნობილი ადამიანები, რომელთაც გოეთესაგან განსხვავებულად ესმით სამშობლოს მცნება და არსი:
„მას, ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, არც არაფრის სიყვარული შეუძლია“ – ჯ. ბაირონი
„უსამშობლო ადამიანი – ეს არის ადგილი, დროისა და სივრცის შემთხვევითობის ბედისწერას მინდობილი“ – ლაკორდერი
„საყოველთაო უბედურობის ჟამს თუ ვინმე სხვა რამეზე ფიქრობს, გარდა სამშობლოს გადარჩენისა, – ის არ არის ღირსი თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრებისა“. ფ. მ. კლინგერი
გოეთე კი გერმანიის ფრანგული ოკუპაციის დროს ესწრებოდა ფრანგული თეატრალური დასების წარმოდგენებს, პოეზიაზე და ხელოვნებაზე სამასლაათოდ დამპყრობლის კარზე ვიდოდა.
ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის მოძულეობა „განმანათლებლურ“ ევროპაში არ ახალია და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამან იქაური საზოგადოება ცხოველურ ინსტიქტებამდის დასცა.
ფრთხილად ბატონებო, ფრთხილად, თორემ აკაკის „ღამურის ბედი“ არ აგვცდება!
ყური ვუგდოთ სულხან-საბას სიბრძნეს, თორემ ნალბანდი მგელივით კბილებს ჩავიმსხვრევთ!
საქართველოს საკურთხეველზე ჩაღვენთილმა ზიად გამსახურდიამ ისევ და ისევ ქრისტეს გზაზე შედგომისაკენ მოგვიწოდა, იმ გზაზე, რომელსაც მარადიულობაში და არ გადაგებაში მივყავართ: „და აი, მოდის ახალი არჩევანი, წარმოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზასაყართან.
აი, გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდის, ზნეობისა, აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა!
აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!
და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებულ იყოს უკუნისამდე.
გაუმარჯოს ილია მართლის გზას!
კურთხეულ იყოს ილია მართლის გზა!
გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!“
და ვინც რა უნდა გვითხრას, შინაურმა თუ გარეულმა, ჩვენ მაინც არ უნდა დავაგდოთ გზა ჭეშმარიტებისაკენ აღმავალი, უნდა მივყვეთ დინებას აღმა! აი, ეს გადაგვარჩენს და შეგვიყვანს იმ ნათელი მომავლის ბილიკებზე, რისკენაც ვიდოდნენ ჩვენი მამა-პაპანი!
ალექსანდრე სანდუხაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий