მამა პაისი ათონელის დარიგებები
სამუშაო და სულიერი შფოთი. მამაკაცებს ვურჩევ ხოლმე, მუშაობის შემდგომ შეიარონ რომელიმე ტაძარში, დაანთონ სანთელი, იდგნენ ღვთისმსახურებაზე 10-15 წუთი ანდა სადმე სკვერში მოკალათდნენ, წაიკითხონ "სახარების" რამდენიმე თავი და დაიმშვიდონ სული. ამის შემდგომ, დაწყნარებულთ და მოღიმართ, შეუძლიათ შინ წასვლა. ხოლო თუ გაღიზიანებულნი დაბრუნდებიან ოჯახში, შეიძლება უმიზეზო კამათი წამოიწყონ მოყვასთან. არ არის მართებული, შინ მიიტანო სამსახურის პრობლემები, ყველაფერი ზღურბლს მიღმა უნდა დაუტევო.
- მამაო, ზოგიერთი თავს იმართლებს ფეთქებადი ხასიათით და სამუშაოზე პასუხისმგებლობით, რომელიც სულიერი შფოთით ავსებს მას.
- ასე იმიტომ იქცევიან, რომ ავიწყდებათ, საქმის შესრულებისას თანაშემწედ ღმერთი გაიხადონ. მათ ის ზარმაციც კი სჯობს, რომელიც წარამარა გაიძახის - არა უშავს, ღმერთი არ მიმატოვებსო. მე მირჩევნია, იყო უბრალო მოსამსახურე, პატიოსნად შეასრულო შენი საქმე, გაიუბრალოო ცხოვრება, დაკმაყოფილდე მხოლოდ აუცილებლით და იყო მშვიდად, ვიდრე საწარმოს დირექტორობდე და გამუდმებით წუწუნებდე: ოჰ, ახლა რაღა ვქნაო... გარდა ამისა, ზოგიერთი სამსახურში გონებას ძალას არ ატანს, ამიტომაც დავალების შესრულებისას საშინლად იქანცება. ეს სხვებსაც თვალში ხვდებათ, რაც მის სულს შფოთით აღავსებს. მაგალითად, კაცს უნდა ხელობის შესწავლა. წლობით დადის მასწავლებელთან და სასწავლებელში, მაგრამ რადგან უყურადღებოა, ძალას არ ატანს გონებას, ვერ წარემატება სწავლაში. კაცი უნდა მიხვდეს, სამუშაოს წარმართვისათვის რა სჭირდება და ცოდნა შეივსოს... ადამიანმა ჯერ უნდა იფიქროს და მერე მოკიდოს ხელი საქმეს. მუშაობის დროს უამრავი პრობლემა და გართულება წამოჰყოფს თავს და თუ ყველაფერი ჭკუით არ მართა, ვერც წარმატებას მიაღწევს და დროსაც დაკარგავს.
თავშეკავება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასკეზის ღვაწლის დახმარებით ადამიანები უხორცო ძალებს ემსგავსებიან. რა თქმა უნდა, თავშეკავება აუცილებელია, როცა თვალწინ გაქვს უმაღლესი სულიერი მიზანი, მაგრამ თუ კაცი ჭამისგან თავს ზედმეტი და მავნე ქონის მოსაშორებლად იკავებს ანუ მხოლოდ სხეულის სიკეთისთვის იღვწის, მისი ასკეტიზმი იოგის ასკეზს ემსგავსება. საუბედუროდ, ეკლესიის წევრებმაც კი უკან გადაწიეს ასკეტიზმზე, მოსაგრეობაზე ფიქრი. მერე რა მოხდა, - ამბობენ ისინი, - ხომ შეგვიძლია ჭამა-სმა, სასის დატკბობა. ღმერთმა ხომ ყველაფერი ჩვენთვის შექმნაო. ასეთებს არ უნდათ რაიმე მოიკლონ... ისინი არასოდეს განიცდიან ისეთ სულიერ სიხარულს, როგორიც ეძლევა კაცს თავშეკავებისას.
ბავშვის მარხვა.
- მამაო, აუცილებელია თუ არა იმარხულონ ხუთი-ექვსი წლის ბავშვებმა წმინდა ზიარების წინ?
- ყოველ შემთხვევაში, წმინდა ზიარების მიღების წინა საღამოს ზეთით გაკეთებული სამარხვო საჭმელი უნდა ჭამონ. მაგრამ ეს საკითხი სულიერი მოძღვრის გადასაწყვეტია. უკეთესია, დედამ ჰკითხოს მოძღვარს, როგორ ამარხულოს შვილი, რადგან შესაძლოა ის მთლად ჯანმრთელი არ არის და, ვთქვათ, რძის მიღება სჭირდება.
- მამაო, რამდენ ხანს უნდა ვამარხულოთ პატარები?
- თუ ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელია, შეუძლია იმარხულოს. ამის გარდა, ახლა ხომ უამრავი სამარხვო საჭმელი იყიდება.
ადრე ბავშვები მარხულობდნენ და დილიდან საღამომდე დარბოდნენ და თამაშობდნენ. ფარასაში დიდი მარხვისას დიდებიც და პატარებიც მეცხრე ჟამამდე (შუადღის სამ საათამდე) ვმარხულობდით. მშობლებს შვილები ციხესიმაგრეში მიჰყავდათ, უტოვებდნენ სათამაშოებს, ისინიც თამაშობდნენ და როცა მესამე ჟამს ანუ დღის 12 საათზე ეკლესიის ზარებს დარეკავდნენ და უსისხლო მსხვერპლის შეწირვას ამცნობდნენ ხალხს, ბავშვები ეკლესიაში მიდიოდნენ და ეზიარებოდნენ უფლის სისხლსა და ხორცს. წმინდა არსენ კაპადოკიელი ამბობდა: "ბავშვი თუ მთელი დღე დარბის, თამაშობს და ჭამა არ აგონდება, განა ვერ შეძლებს მარხვის შენახვას მაშინ, როცა ამაში მას ქრისტე ეხმარება?"
უფროსებს, ვინც არ მარხულობს, სინდისი ამხილებს ხოლმე მომარხულე ბავშვების ნახვისას. შეგირდობისას ჩემს მასწავლებელთან ერთად ვცხოვრობდი და იქვე ვსადილობდი. ოთხშაბათს და პარასკევს სადილად არ ვრჩებოდი, რადგან ოსტატი და მისი სახლეული არ მარხულობდნენ. ერთ ოთხშაბათ დღეს ღვეზელი შემომთავაზეს. გმადლობთ, ვმარხულობ-მეთქი. შეხედეთ ერთი, - გაიკვირვეს, - ეს ლაწირაკი მარხულობს, ჩვენ კი, დიდები, ყველაფერს მივირთმევთო.
კეთილი მარხვა. მარხვის შენახვით კაცი საკუთარ ნებას აჩვენებს. ის სიწმინდის სიყვარულით იღებს ღვაწლს, ასკეზს და ღმერთიც ეხმარება. მაგრამ თუ კაცი თავს ძალას ატანს და ამბობს: - საით გავიქცე? ეს პარასკევი კიდევ მოვიდა და უნდა ვიმარხულოო, ამით თავს იტანჯავს. მაგრამ თუ მარხვის მნიშვნელობას შეიცნობს და ქრისტეს სიყვარულისთვის იმარხულებს, ეს სიხარულით აავსებს. როცა კაცი ამგვარად ფიქრობს: - ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს. მას წყალიც კი არ მისცეს დასალევად, ძმარი შეასვეს და მეც პარასკევს წყალს არ დავლევო და თუ ასეც მოიქცევა, იმაზე დიდ სიხარულსა და შვებას განიცდის, ვიდრე ის, ვინც საუკეთესო გამაგრილებელ სასმელებს მიირთმევს.
ზოგ ერისკაცს მარხვის შენახვა დიდ პარასკევსაც კი უჭირს, მაგრამ შეუძლიათ პროტესტის ნიშნად რომელიმე სამინისტროს წინ ტროტუარზე დაჯდომა და შიმშილობა, რათა სიჯიუტით რაიმეს მიაღწიონ. ასეთებს ამ საქმეში ეშმაკი განაძლიერებს. რასაც ისინი აკეთებენ, თვითმკვლელობაა. ზოგიერთი კი წმინდა აღდგომას სიხარულით ხმამაღლა გალობს "ქრისტე აღსდგას", გულში კი ის უხარია, რომ კარგად დანაყრდება. ასეთი ხალხი იმ იუდეველებს ემსაგვსება, ქრისტემ უდაბნოში რომ დააპურა და ამის გამო მისი მეფედ კურთხევა მოინდომეს.
გახსოვთ ალბათ, რას ამბობს წინასწარმეტყველი იერემია: "წყეული იყოს, ვინც ღვთის საქმეს აღასრულებს უდებებითო. ერთია, როცა კაცს მარხვა სურს, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მარხულობა არ შეუძლია. სხვა არის, როცა კაცი, თუმცა ამის ძალა აქვს, არ მარხულობს, რადგან არ სურს. წუხილი მრავალი სათნოებით შემოსავს კაცს, რომელსაც ღვაწლის აღება სურს, მაგრამ არ შეუძლია ფიზიკურად. მას უფრო მეტი მიეცემა ღვთისგან, ვიდრე თავის ძალისაებრ მემარხულეს.
- მამაო, ძველად ქალები დიდმარხვის პირველ კვირას, წმინდა თეოდორე ტირონის შაბათამდე, არაფერს ჭამდნენ. ასეთი მკაცრი მარხვისას როგორ ჰყოფნიდათ ძალა უამრავი საშინაო საქმისთვის?
- ეს დედაკაცები ფიქრობდნენ: - ჩვენ რომ ნამდვილად ვმარხულობდეთ, მაშინ არაფერი არ უნდა ვჭამოთ დიდ შაბათამდე. არა უშავს, პირველი შვიდეულის შაბათამდე მაინც ვიმარხულებთ, ეს დღე ხომ მალე დადგებაო. ან კიდევ ამგვარად განსჯიდნენ: - ქრისტემ ორმოცი დღე იმარხულა. ჩვენ ერთ კვირას მაინც შევინახავთ მარხვასო. ისინი უბრალოებითაც გამოირჩეოდნენ და ამიტომ შეეძლოთ ამგვარი მკაცრი მარხვა. თუ კაცი თავმდაბალია, თავმდაბლად მარხულობს და ღვთის მიერ საზრდოობს, მადლსაც მიიღებს. ღვთაებრივი ძალით, განგრძობილი მარხვისას, მას აქვს დიდი მარაგი გამძლეობისა.
მარხვით ადამიანი კრავად გარდაიქმნება. მაგრამ თუ მხეცივით იქცევა, ამის მიზეზია ის, რომ ან აღებული ღვაწლი აღემატება მის ძალებს, ანდა ეგოიზმით აღსავსე მარხულობს და ამიტომაც ღვთისგან შეწევნას არ იღებს. მარხვა ზოგჯერ თვით ველურ ცხოველებსაც კი წვრთნის და ამდაბლებს. როცა პირუტყვი მშიერია, ადამიანს უახლოვდება. ცხოველები ალღოთი გრძნობენ, რომ შიმშილით დაიხოცებიან, ამიტომაც მიდიან ადამიანებთან, რათა იქ საჭმელი ნახონ და გადარჩნენ. მინახავს შიმშილისგან მართლაც კრავად ქცეული მგელი. ერთ დიდთოვლიან ზამთარს მგელი მთიდან დაეშვა და ჩვენთან, მონასტერში, შემოვიდა. მე და ერთი ძმა ცხოველების გამოსაკვებად გამოვედით. მე ხელში ფარანი მეჭირა. მგელი დაინახა თუ არა, ძმამ ნადირს ცემა დაუწყო, ის კი არც განძრეულა.
თუ კაცი ყველაფერს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აკეთებს, მაშინ უაზროდ არ გაფლანგავს თავის ძალებს. თუ მარხულობს და ამპარტავნულად ფიქრობს, დიდ საქმეს ვაკეთებო, მაშინ მისი მარხვა ჩავლილი წყალია. შემდეგ კი ეს კაცი დაემსგავსება ცხავს, რომელშიც არაფერი ჩერდება.
სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი
karibche.ambebi.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий