понедельник, 26 мая 2014 г.

ცნობილი რუსი იურისტის ქამინგ აუთი: „მე ტრანსგენდერი ქალი ვარ!“


ევგენი არხიპოვმა, რუსეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა დარგში, ქამინგ აუთი გააკეთა, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა, და ამიერიდან იგი ცხოვრებასა და მუშაობას მარია ბასტის სახელით განაგრძობს. სწორედ ამგვარად უნდა მიმართონ მას ჟურნალისტებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა.

ასოციაციის პრესსამსახურის ცნობით, სქესის შეცვლის პროცედურებთან დაკავშირებით, მარია საადვოკატო და უფლებადაცვითი საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს, და აქამდე წამოწყებულ ყველა პროექტს განაგრძობს.


მარია ბასტი ასევე განაგრძობს ტრანსგენდერი რომან სოროკინის საადვოკატო დაცვას, რომელმაც, რუსეთში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, თავშესაფარი საფრანგეთს სთხოვა. დასახელებულ საქმესთან დაკავშირებით, ბასტმა განაცხადა: „ამჟამად რუსეთის ხელისუფლება ღიად დევნის ლგბტ ადამიანებს. რეპრესიათა გაქანება მხოლოდ ჰიტლერის მიერ ებრაელთა დევნას თუ შეედრება“.

ბასტი, რომელიც ჰორმონოთერაპიის კურსს გადის და სქესის შეცვლის მიზნით რიგი ქირურგიული ოპერაციების გაკეთებას აპირებს, ქორწინებაში იმყოფება იულია გუსეინოვასთან, რუსეთის ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახურის უფროსთან ადამიანის უფლებათა დარგში. მეუღლეების თქმით, ისინი დაცილებას არ აპირებენ, თუმცა, სქესის იურიდიული შეცვლის შედეგად, ქორწინება გაუქმდება. თუმცა, როდესაც მარია ახალ დოკუმენტაციას აიღებს, წყვილი ქორწინებას საზღვარგარეთის რომელიმე ქვეყანაში გააფორმებს, სადაც მსგავსი რამ დაშვებული იქნება.

თავისი ქამინგ აუთის შესახებ, მარია ბასტმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში განაცხადა. მან პირობა დადო, რომ დღიურს აწარმოებს, სადაც დაწვრილებით აღწერს თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მოვლენებს.


http://identoba.com/2014/05/22/un-high-commissioner/



Комментариев нет:

Отправить комментарий