понедельник, 12 мая 2014 г.

მართვის მოწმობა ინტერნეტისთვის

აშშ-ში მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება პროგრამა, რომელიც მსოფლიო ინტერნეტ ქსელის ამერიკელ მომხმარებელთათვის სპეციალური ქსელური იდენტიფიკატორების გაცემას ითვალისწინებს. პირველი ელექტრონული დოკუმენტი პრესამ შეადარა მართვის მოწმობას და მას უწოდა "მართვის მოწმობა ინტერნეტისთვის". ახალი სისტემის დანერგვამ ხელი უნდა შეუწყოს ინტერნეტში გავრცელებული დანაშაულობის შემცირებას. ასევე, მთელი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ მისაწვდომი იქნება სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, რასაც არ მალავენ.

პროგრამა წარმოადგენს ახალ საშუალებას ავტორიზაციისთვის ინტერნეტში. ახლა ამერიკელი მომხმარებლები აღარ დაიწყებენ თავიანთი "ლოგინ-პაროლების" მოფიქრებას. ელექტრონული იდენტიფიკატორი ყოველგვარი სირთულის გარეშე შეაერთებს მათ ნებისმიერ დაცულ ქსელთან. სოციალურ ქსელებში და ფორუმებში ავტორიზაცია საკმაოდ გაადვილდება.

ვარაუდობენ, რომ ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ დაიცავენ გარეშე კომპანიები. აშშ- მთავრობა ამ კომპანიებთან დაკავშირებული არ იქნება. 2011 წლიდან ახალი პროგრამა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში იყო და ამიერიდან ის თანდათანობით დაინერგება. მოცემული მომენტში დგას სატესტო ფაზა. ჯერ-ჯერობით ასეთი ელექტრონული დოკუმენტი ყველას არ ექნება, არამედ მხოლოდ პენსილვანიისა და მიჩიგანის შტატის მცხოვრებლებს.

მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მთელმა ინფორმაციამ მომხმარებელზე მრავალი ჰაკერი და თაღლითი მიიზიდოს. სრულიად ცხადია, რომ ეს უკანასკნელი არ არის დანაშაულობის ის ფორმა, რომელიც სახელმწიფოს აღელვებს.

წყარო: http://9tv.co.il/news/2014/05/10/175180.html

apocalypse.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий