среда, 14 мая 2014 г.

ლგბტ ვახტანგ ოქროპირიძე ანტიდისკრიმინაციულ კანონს უარყოფითად აფასებს

2014/05/07
   ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამძაფრდა საუბარი ლგბტ თემაზე. ახლოვდება 17 მაისი, როცა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები გამოვლენ ქუჩაში და ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ვესაუბრეთ სკანდალურ გიორგი ჩხარტიშვილს, რომელიც ვახტანგ ოქროპირიძის სახელითა და ბედუკაძის ინციდენტით არის ცნობილი ახლო წარსულიდან.



_ გიორგი, სახელმწიფო უკვე ლგბტ წარმომადგენლების კანონმდებლობით დაცვას აპირებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ორიენტაციის ადამიანებს არ ზღუდავდნენ ამ კანონის მიღებამდეც, რადგან კანონით არ იკრძალება არატრადიციული სქესობრივი ურთიერთობები, რამდენად საჭიროა ამ კანონის ამოქმედება?


– მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამდეც ახორციელებდა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დანარჩენი მოქალაქეებისას, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეთა უფლებები გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. ვფიქრობ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება აბსოლუტურად არამართებულია ქართველი ხალხის ინტერესებიდან და ეროვნული ტრადიციებიდან გამომდინარე. მივიჩნევ, რომ კანონის მიღება გამოიწვევს ლგბტ თემის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიასა და სიძულვილს. ამავდროულად, მივიჩნევ, რომ პარლამენტს უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს საპატრიარქოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების საფუძველზე უნდა მიეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი. ამის შემდეგ, რასაკვირველია, არ მოხდებოდა განსაკუთრებული დაძაბულობა. ვფიქრობ, კანონის მიღება ,,აუცილებელი“ გახდა ევროკავშირის დირექტივებით და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე.



_ თავად ერთ-ერთი სკანდალური პიროვნება ხარ, თან არ მალავ არც წარსულს, არც ორიენტაციას, არც იმას, რომ აივ ინფიცირებული ხარ. მოგვიყევი შენზე, რა გზა გაიარე არც ისე დიდ ასაკში?


_გეთანხმებით, ამ დროისათვის საქართველოში მეტ-ნაკლებად ცნობადი ვარ ჩემი სექსუალური ორიენტაციის, გამოხატვის თავისუფლებისა და ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე. მინდა გითხრათ, რომ გავიარე უმძიმესი ცხოვრების გზა, მაგრამ დღეს თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ და მაქვს მომავლის დიდი იმედი. დიახ, მე აივ ინფიცირებული ვარ, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს განსაკუთრებული მოვლენა იყოს. სრულიად ჩვეულებრივი მოქალაქე და ადამიანი ვარ.



_ და მაინც, შენი პოზიციიდან, რატომ ხდება ადამიანი ლგბტ თემის წარმომადგენელი?


_ დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანის ლგბტ თემის წევრად ჩამოყალიბება დამოკიდებულია მისი, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე გარემოებებით, აღზრდის, მისდამი მოპყრობისა და დამოკიდებულების, ასევე მასზე არასათანადო მოპყრობის ფაქტორებიდან გამომდინარე. ვთვლი, რომ ადამიანი ლგბტ პიროვნებად არ იბადება, მაგრამ არც იმას ვთვლი, რომ ლგბტ პირი დაავადებულია.



_ ვთქვათ და გყავდეს შვილი, რამდენად თმენით შეხედავდი მის არატრადიციულ სქესობრივ ურთიერთობებს? როგორც ვიცი, დღეს თავად ლგბტ შვილები მშობლებს თავგამოდებით უმალავენ თავიანთ ორიენტაციას...


_რაც შეეხება თქვენს ამ კითხვას, მინდა გითხრათ, რომ ვინაიდან ვარ აივ ინფიცირებული, სამწუხაროდ, არ მეყოლება შვილი, მაგრამ თუ მეყოლებოდა, მე ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ის არ ყოფილიყო ლგბტ ადამიანი. ჩემთვის, როგორც მშობლისათვის, მიშვნელოვანი იქნებოდა მისი პიროვნება და მისი გადაწყვეტილება, რასაც აუცილებლად შევეგუებოდი.



_ ამას წინათ წავიკითხე, რომ რომის იმპერიის პირველი თხუთმეტი იმპერატორიდან მხოლოდ ერთს არ ჰყავდა კაცი საყვარელი და ამიტომ ის დაცინვის საგანი იყო, მხოლოდ ქალებს აქცევს ყურადღებასო. ანუ, თუ ისტორიაში ჩავიხედავთ, ლგბტ თემი ყოველთვის არსებობდა, რატომ ხდება მისი დისკრედიტაცია მაშინ, თუ ირანის სამეფო კარზეც იფეთქებდა ხოლმე მამათმავლობა? არ არის უცხო არც დასავლეთისთვის ეს ურთიერთობები და ქართველების უმეტესობის აგრესია როგორ შეგიძლია შეაფასო?


_გეთანხმებით, ისტორიულ წყაროებში არის მოხსენებული ცნობები მამათმავლობისა და დედათმავლობის შესახებ, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი ადათ-წესები და მიდგომა აქვს ამ საკითხებისადმი. ერი ვითარდება ეროვნულ იდეოლოგიასა და ტრადიციებზე დაყრდნობით, აუცილებელია მისი დაცვა.



საქართველოში არასოდეს არ ხორციელდებოდა ლგბტ ადამიანების, როგორც პიროვნებების, დისკრიმინაცია, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ლგბტ ადამიანი სულში აფურთხებს ქართველ ერს! დიახ სულში ჩაფურთხებაა ის, რომ მომავალ თაობას ასწავლი, როგორ უნდა უყვარდეს მისივე სქესის წარმომადგენელი! როგორ უნდა ასწავლიდე მას ჯგუფურ სექსს, ინცესტს და ასე შემდეგ, სულში ჩაფურთხებაა ისიც, როდესაც ქვეყანაში არის უმძიმესი მომენტები, შენ სწორედ მაშინ გამოდიხარ ქუჩაში და ითხოვ შენი უფლებების დაცვას, იმ უფლებების დაცვას, რომელსაც არავინ არ გართმევს და გიზღუდავს.



ვთვლი, რომ თუ ხარ ლგბტ ადამიანი, არ არის აუცილებელი ამის პროპაგანდა და ადამიანების გაღიზიანება. იცხოვრე შენთვის, რაც გინდა, ის აკეთე შენს სახლში, შენს საწოლში, მაგრამ არა - ქუჩაში, სადაც 11-13 წლის ბავშვები გიყურებენ და სწავლობენ. არ შეიძლება ამის გაკეთება, როდესაც შენ ხარ საქართველოს მოქალაქე! შენი პატრიაქრი, რომელიც კონსტიტუციური ხელშეკრულების საფუძველზე არის უდიდესი პიროვნება, გამოდის და ამბობს: არ გააკეთო ეს! ეს არ არის ქართველი ხალხის ინტერესი! შენ მაინც გამოდიხარ და რა არის ეს, თუ არა ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება?



_ თუ შენ საზოგადოება აგრესიულად მოგექცევა, წახვალ საქართველოდან თუ კანონმდებლობით დაიცავ თავს?



_ მინდა გითხრათ, რომ დიახ, მოხდება თუ არა ძალადობა ან თავდასხმა ჩემს მიმართ, მე საქართველოს მოქალაქეობას დავტოვებ უახლოეს მომავალში!



Комментариев нет:

Отправить комментарий