
ონტარიოს პროვინციის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლები, ღარიბი ფერმერი ოლივა დიონი მეუღლესთან და 3 უფროს შვილთან ერთად პატარა ფერმაში ცხოვრობდნენ, სადაც შუქი და წყალიც კი არ ჰქონდათ. ფერმერის ცოლი ფეხმძიმობისას ეჭვობდა, რომ ტყუპებს ელოდა, მაგრამ ერთდროულად 5 ჩვილის დაბადება ოჯახისთვის დიდი მოულოდნელობა იყო.

როდესაც ბავშვებს 6 თვე შეუსრულდათ, მამამ გადაწყვიტა ჩიკაგოს საერთაშორისო გამოფენაზე ეჩვენებინა გოგონები. კანადის მთავრობამ უჩვეულო ჩვენების ორგანიზაცია საკუთარ თავზე აიღო და გოგონებისთვის სპეციალური საცხოვრებელი პავილიონი ააშენა, რომლებსაც კედლებად უზარმაზარი მინები ჰქონდა, რათა მნახველს ბავშვების დათვალიერება შესძლებოდა.

ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მოდიოდა დების სანახავად. გოგონები მედდების მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურად მათთვის მოწყობილ საბავშვო მოედანზე თამაშობდნენ, რომელიც გარე სამყაროსგან გისოსებით იყო გამიჯნული. მოკლედ, ეს იყო ერთგვარი “ზოოპარკი” ტყუპებისთვის – მინისა თუ რკინის გისოსებში გამომწყვდეული საბრალონი სახელმწიფომ “ფულის საჭრელ” მანქანად აქცია. “ზოოპარკის” სპეციალურად მოწყობილ დახლებზე სუვენირები იყიდებოდა.

სამყაროსგან იზოლირებულებს ძვირფასი სათამაშოები, მოდური ტანისამოსი და საუკეთესო მოვლა ჰქონდათ, თუმცა ალკდათ ყველაზე მთავარი – მშობლების სითბო, და-ძმის სიყვარული და თანატოლებთან ურთიერთობა.

გოგონებს იღებდნენ კოსმეტიკისა და პროდუქტის რეკლამებში, მათ დაბადების დღეს მედიასაშუალებები აშუქებდნენ, თუმცა საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგონებისთვის, რომლებმაც მთელი ბავშვობა “მინის სამყაროში”გაატარეს, საზოგადოებასთან ურთიერთობა ტანჯვად ექცათ. ასეთი ცხოვრების წესმა სამუდამო დაღი დაასვა მათ ფსიქიკას. 18 წლისებმა საბოლოოდ გაწყვიტეს კავშირი ოჯახთან, რომელიც მათი საშუალებით გამდიდრებას ცდილობდა.

მეორე და – მარი 30 წლისა წარუმატებელი ქორწინების შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა… სესილიმ და ანეტმაც ვერ ჰპოვეს ოჯახური ბედნიერება. მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობა ანიჭებდათ სიხარულს. სესილის ტყუპი შეეძინა, რომელთაგან ერთ-ერთი მალევე დაეღუპა. 3 წლის შემდეგ კი დაქვრივდა… მეხუთე და – ივონი მონასტერში წავიდა, თუმცა იქაც ვერ გაძლო და ცხოვრების უკანასკნელი წლები სიმარტოვეში გაატარა.
უკვე ზრდასრულმა დებმა სახელმწიფოს ბავშვთა უფლებების შელახვისთვის უჩივლეს და 4 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღეს. “ეს თანხა ახლა უკვე დაგვიანებული და ძალიან ცოტაა ჩვენი გაუბედურებისთვის” – ასეთი კომენტარი გააკეთეს ცნობილმა დებმა. ორი და დღესაც ცოცხალია…
Комментариев нет:
Отправить комментарий