ბრიტანელი მწერალი, ჟურნალისტი და რეჟისორი რობერტ იანგ ფელტონი თავის წიგნში - "მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილები" წერს: "გასული საუკუნის 90-იან წლებში, ავღანეთის გზებით სიარულს ვინც დააპირებდა, მოჯაჰედებისგან (მუსლიმანი მებრძოლები) დიდი საფრთხე ელოდა. ისინი ადამიანებს იტაცებდნენ; თუ ხელში პატარა ბიჭი ჩაუვარდებოდათ, პატარძლის კაბაში გამოაწყობდნენ და დაცინვით ქორწინების რიტუალს ჩაატარებდნენ. მანამდე კი, ბიჭს ალკოჰოლითა და ოპიუმით გაჭყიპავდნენ, რის შემდეგაც, "პატრონი" ანუ მყიდველი, მასთან გაუკუღმართებულ სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ბიჭის მშობლებისა და ნათესავების თანდასწრებით ხდებოდა..."
გავიდა დრო და ეს უკუღმართი ტრადიცია ავღანეთის პროვინციაში - ბაჩა-ბაზი (რაც სპარსულ ენაზე "ბიჭებთან თამაშს" ნიშნავს) სექსუალური მონობის, ბავშვების პროსტიტუციის ერთ-ერთ სახედ ჩამოყალიბდა და ახლა ადგილობრივი, მდიდარი ავღანელებისთვის ფუფუნების საზომადაც კი მიიჩნევა: პატარა ბიჭები საყვარლებად მაღალჩინოსან, მიწის მეპატრონე, ფერმერ, ავტორიტეტულ ავღანელებს ჰყავთ.
დროთა განმავლობაში ამ ტრადიციას უამრავი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, მათ შორის, გაბედული ჟურნალისტები, რომლებიც მოზარდ ბიჭებზე სექსუალურ ძალადობას სიცოცხლის რისკის ფასად ეწინააღმდეგებიან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ავღანელი ჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი და რეჟისორი ნაჯიბულა ქურაიში, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, თუმცა, ავღანეთთან ურთიერთობას არ წყვეტს. მას ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით.
ნაჯიბულა ქურაიში:
გავიდა დრო და ეს უკუღმართი ტრადიცია ავღანეთის პროვინციაში - ბაჩა-ბაზი (რაც სპარსულ ენაზე "ბიჭებთან თამაშს" ნიშნავს) სექსუალური მონობის, ბავშვების პროსტიტუციის ერთ-ერთ სახედ ჩამოყალიბდა და ახლა ადგილობრივი, მდიდარი ავღანელებისთვის ფუფუნების საზომადაც კი მიიჩნევა: პატარა ბიჭები საყვარლებად მაღალჩინოსან, მიწის მეპატრონე, ფერმერ, ავტორიტეტულ ავღანელებს ჰყავთ.
დროთა განმავლობაში ამ ტრადიციას უამრავი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, მათ შორის, გაბედული ჟურნალისტები, რომლებიც მოზარდ ბიჭებზე სექსუალურ ძალადობას სიცოცხლის რისკის ფასად ეწინააღმდეგებიან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ავღანელი ჟურნალისტი, კინოდოკუმენტალისტი და რეჟისორი ნაჯიბულა ქურაიში, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, თუმცა, ავღანეთთან ურთიერთობას არ წყვეტს. მას ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით.
ნაჯიბულა ქურაიში:
- ავღანეთში კანონი არის ცნება, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და ასე იქნება კიდევ რამდენიმე საუკუნე. მთელმა მსოფლიომ იცის, რა ხდება ამ ქვეყანაში. მე მოგიყვებით იმ საშინელ ტრადიციაზე, რის გამოც ჩემთან საუბარი მოისურვეთ: ბაჩა-ბაზის პროვინციაში მცხოვრები მდიდარი ავღანელები, 6 წლის ასაკიდან ბიჭებს მშობლებისგან ან მათი მფარველებისგან ყიდულობენ და "ბაჩებად" (საყვარლებად) მიჰყავთ. ამ საქმისთვის ასაკის ზედა ზღვარი 8 წელია. თუ ბავშვი გარეგნულად მოეწონათ, იტაცებენ კიდეც. ფულიანი კაცები თავად არასდროს მიდიან ბავშვთან, ამისთვის კარგად გამოწვრთნილი "ხელის ბიჭები" ჰყავთ, რომლებსაც პატარების მანქანაში შეტყუება არ უჭირთ. ჰოდა, ხშირად, ისინი პირდაპირ ქუჩიდან აჰყავთ.
- თქვით, რომ ზოგჯერ მშობლებისგანაც ყიდულობენ მოზარდებს...
- ამაზე მშობლები ფულის გამო თანხმდებიან, რადგან სხვა შვილები შიმშილით უკვდებათ. თუმცა, ზოგჯერ მხოლოდ ამის გამო არ აკეთებენ, - ადგილობრივები შეჩვეული არიან ამ ტრადიციას და ისე ტრაგიკულად არ აღიქვამენ, როგორც დანარჩენი, ცივილიზებული სამყარო. ამიტომაც, ისინი საკუთარი ნებით ყიდიან შვილებს მდიდარ კაცებზე, - საჭმელი და ჩასაცმელი მაინც ექნებაო... "პატრონები" მათ ქალებივით აცმევენ, სიმღერასა და ცეკვას ასწავლიან, შემდეგ კი ზრდიან ტრანსვესტიტ მოცეკვავეებად და "ბაჩებად" აქცევენ. ზოგიერთ "პატრონს" რამდენიმე "ბაჩა" ჰყავს და მათთვის ცეკვისა და მუსიკის მასწავლებელს ქირაობს. ისინი სწავლობენ, როგორ იცეკვონ ავხორცად და ნაზად, რათა ბატონსა და მის სტუმრებს ასიამოვნონ. დროთა განმავლობაში გამოცდილი "ბაჩები" ხდებიან და მათზე მოთხოვნა იზრდება. ზოგჯერ ფულიან და გავლენიან ავღანელ მამაკაცებს შორის, ამ ბიჭების გამო ნამდვილი ბრძოლა იწყება. უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც კაცებმა ერთმანეთი დახოცეს ან ერთმა მეორეს "ბაჩა" მოუკლა, გასამწარებლად...
- "ბაჩები" რა ასაკში ასრულებენ "კარიერას"?
- 19 წლის შემდეგ ისინი ამ საქმისთვის "ბერდებიან", თუმცა, ამ ასაკამდე ბევრი ვერ აღწევს; საშინელ პირობებში ცხოვრების გამო, ზოგიერთი გაქცევას ცდილობს, რის გამოც,
გაბრაზებული "პატრონი" მას ან კლავს, ან ასახიჩრებს. ის, ვინც ამ ყველაფერს 19 წლამდე გაუძლებს, ცხოვრებას უამრავი ავადმყოფობით აგრძელებს და მისი სიცოცხლის საშუალო ასაკი 40 წელია.
- საერთაშორისო ორგანიზაციები ანუ ისინი, ვინც ადამიანის უფლებათა დაცვაზე უნდა ზრუნავდეს, რას აკეთებენ?
- ისინი ამ ტრადიციას გმობენ, მაგრამ პირდაპირ გალაშქრებას ყველა ერიდება; ამას ეწინააღმდეგებიან მუსლიმანი სასულიერო პირებიც. ბევრი მათგანი ამ საქმეს შეეწირა კიდეც, რადგან ამ ბიზნესს გავლენიანი ადამიანები მფარველობენ... "ბაჩები" მხოლოდ ბიზნესმენებს კი არა, ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნებსაც ჰყავთ. რამდენიმე ჩემი კოლეგა ამ საქმეს მუშაობის პროცესშივე ჩამოაშორეს: ან მოკლეს, ან გააფრთხილეს, ამ თემაზე არ ემუშავათ... არ ვიცი, რამდენად საამაყოა, მაგრამ მე პირველი ავღანელი ჟურნალისტი ვარ, ვინც 2010 წელს ამ საშინელ ტრადიციაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო და რამდენიმე ტელევიზიას მიაწოდა. შევეცადე, მსოფლიოსთვის მეჩვენებინა ეს ჯოჯოხეთი, რაც ბაჩა-ბაზის პედოფილებისთვის ნამდვილი დარტყმა იყო, რადგან მსოფლიოში ატეხილი ხმაურის გამო, ადგილობრივი პოლიცია იძულებული გახდა, რამდენიმე მათგანი დაეპატიმრებინა. ამ საქმეს საერთაშორისო ორგანიზაციები აკონტროლებდნენ... მაშინ ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს და ფულადი ჯილდო დაწესდა. გარკვეული დროის განმავლობაში, ქუვეითსა და ავღანეთს თავს ვარიდებდი, მაგრამ არც ლონდონში გასჭირვებიათ ჩემთვის მოგნება, - სასიკვდილოდ მცემეს. კიდევ კარგი, პოლიციამ მოგვისწრო და გადავრჩი, მაგრამ რამდენიმე თვე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი.
- შვილები, გყავთ, არა?
- დიახ, ორი შვილი მყავს... მესმის, რასაც მეკითხებით, მაგრამ მსოფლიოში "დანაღმულ უდაბნოდ" აღიარებული ავღანეთი ჩემი სამშობლოა და ძალიან მინდა, რამე შეიცვალოს, თუნდაც ჩემი და ბევრი ჩემნაირის სიცოცხლის ფასად... ჩემი შვილები იქ ალბათ არასდროს დაბრუნდებიან, მაგრამ არ მინდა იქ დარჩენილები შიმშილით, სიცივითა და წამებით იხოცებოდნენ.
- თქვენ მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა - "ბაჩა-ბაზი - მოცეკვავე ბიჭუნები", იმ პროვინციაში რამდენიმე პედოფილის დაკავების გარდა, ვერაფერი შეცვალა?
- მას შემდეგ სამართალდამცველები გამუდმებით ავიწროებენ ამ ბიზნესით დაკავებულ პედოფილებს. მათ ბიზნესს ართმევენ და ისინიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მთავარია, ადგილობრივებმა შეიგნონ, რომ ეს დამღუპველია მათთვის და მათი შვილებისთვის. აუცილებელია, ცხოვრებისადმი მიდგომა შეცვალონ... ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკაში მოხსენებაც გაკეთდა, - გამოიყო ჯგუფი, რომელიც პრობლემაზე იმუშავებდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ ტრადიციის შედეგებზე საუბარს ჯერჯერობით აზრი არ აქვს, მაგრამ გვაიმედებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააძლიერებს მოთხოვნას ღატაკი და ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დასაცავად.
- ავღანეთში ჟურნალისტად მუშაობა მუდმივი რისკია, არა?
- დიახ და ამის გამო, 2002 წლიდან დავტოვე ჩემი ქვეყანა. იქ მუშაობა დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავს. თალიბებთან შედარებით, ბაჩა-ბაზის პედოფილები მულტფილმების უწყინარი პერსონაჟები არიან. მათგან საფრთხეს მუდმივად ვგრძნობ... ერთხელ, ერთ-ერთი სკოლის შენობაში, ადგილობრივებთან შეხვედრა გვქონდა, წინასაარჩევნოდ სიუჟეტს ვამზადებდით, რა დროსაც, ვიღაც უცხო, ჰიჯან-ნიქაბიანი ქალი მომიახლოვდა და ხელებით რაღაც მანიშნა. ქუვეითში დავიბადე და გავიზარდე და ვიცი, ესა თუ ის ჟესტი რასაც ნიშნავს. მივხვდი, საფრთხე გველოდა. გადაღება გადავდეთ და სკოლის დირექტორს ვთხოვე, ბავშვები გაეყვანა. ასეც მოიქცა, მაგრამ ყველამ ვერ მოასწრო გამოსვლა და აფეთქებამ 7 ბავშვი შეიწირა. სამწუხაროდ, ვერ გავარკვიე, ის ქალი ცოცხალია თუ არა... თალიბები მუდმივად გვემუქრებიან, - დავანებოთ თავი ამ საქმიანობას, მაგრამ ადგილობრივი სამართალდამცველები და ამერიკელები გვეხმარებიან.
- რამდენი წელია, რაც ჟურნალისტად მუშაობთ?
- 20 წელზე მეტია... ავღანეთში 10 წელი პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტად ვიმუშავე. ამავდროულად ვაკეთებდი ჟურნალისტურ დღიურებს, რომელიც შემდგომ რამდენიმე ამერიკულ და ბრიტანულ წამყვან გაზეთებში ("ვაშინგტონ-პოსტი", "ტელეგრაფი", "ინდეპენდენტი") გამოვაქვეყნე. მოგვიანებით, დავიწყე ჟურნალისტური გამოძიება როგორც ავღანეთში, ისე აზიის რამდენიმე ქვეყანასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ასევე, სიცოცხლის რისკის ფასად გადავიღე საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმები: "ავღანური სიკვდილის კოლონა", "თალიბების ხაზებს უკან", "ბრძოლა ოსამისთვის", "ოპიუმის პატარძლები". თუმცა, მათ შორის ყველაზე გამორჩეული "ბაჩა-ბაზი - მოცეკვავე ბიჭუნებია", რისთვისაც საერთაშორისო მედიის ჯილდო (ემი) გადმომეცა. "ავღანური სიკვდილის კოლონა" ჩემი პირველი დოკუმენტური ფილმია. გამიმართლა, რომ მასზე მუშაობისას ცოცხალი გადავრჩი. ეს იყო თალიბების მორიგი გააქტიურების ფონზე გადაღებული სიუჟეტების ციკლი, თუ როგორ უსწორდებოდნენ ისინი დიდსა თუ პატარას, ვინც ამერიკელების მიმართ ოდნავ კეთილგანწყობილი იქნებოდა. მაშინ მათ თავდასხმებს 200-ზე მეტი ბავშვი შეეწირა და ამის ამსახველი ვიდეომასალა გვქონდა. ის ფილმი საერთაშორისო მაუწყებლობათა ასოციაციამ (AIB) წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარა. ჯილდოები არაფერს ნიშნავს, ისინი დროებითია, მთავარია, შედეგი, რომელიც მუშაობას უნდა მოჰყვეს და რომელიც აგვიანებს...
- რა მოხდება მას შემდეგ, რაც ავღანეთს ნატოს კოალიციის ჯარები დატოვებენ?
- ავღანეთში ცხოვრება მხოლოდ ჟურნალისტებისთვის კი არა, ყველასთვის სახიფათოა. ნატოს ჯარების გასვლის მერე, დარწმუნებული ვარ, ვითარება გაუარესდება. ავღანეთის ხელისუფლება ვერ შეძლებს ქვეყნის თალიბებისგან დაცვას, მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებას: ამისთვის არც გამოცდილება ეყოფათ და არც კომპეტენცია. ქვეყნის ყველა უწყება კორუფციაშია ჩაძირული, რაც თალიბებისთვის კარგი ლუკმაა.
- ავღანეთში ქართული სამშვიდობო ნაწილების შესახებ რა იცით?
- რამდენიმე ქართველთან სხვადასხვა დროს მისაუბრია და მოვამზადე სიუჟეტი მათ შესახებ მაშინ, როდესაც ისინი ინსტრუქტაჟს უტარებდნენ ავღანურ არმიას. მათთან საუბრის შემდეგ გავიგე, რომ ავღანეთში საქართველოდან ოდესღაც წამოსული გურჯები ცხოვრობენ, რომლებიც ერთ-ერთ მეფეს ჩამოჰყვნენ. ისინი სხვადასხვა პროვინციაში არიან გაფანტული და ზოგმა მხოლოდ ის იცის, რომ გურჯია, ზოგს კი წინაპრის გვარიც აქვს. ერთი მათგანი ქუვეითში, სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ვეცდები, ის ჩემი ავღანელი კოლეგების საშუალებით ვიპოვო და დაგაკავშიროთ.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
ambebi.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий