понедельник, 30 июня 2014 г.

ИГИЛ объявила о создании исламского халифата в Сирии и Ираке

МОСКВА, 29 июн — РИА Новости. Группировка ИГИЛ, захватившая ранее часть территории Ирака и Сирии, объявила о создании исламского халифата и призвала джихадистов со всего мира присягнуть ей на верность, передает в воскресенье агентство Рейтер со ссылкой на американскую мониторинговую группу SITE.

Представитель SITE заявил агентству, что группировка, ранее именовавшаяся "Исламское государство Ирака и Леванта" (ИГИЛ), поменяла название на "Исламское государство" (Islamic State).

Представитель ИГИЛ Абу Мохаммед аль-Аднани в своем обращении, размещенном на видеохостинге YouTube, впервые упомянул полное имя халифа — Абдаллах Ибрахим Ауад аль-Самраи.

Аль-Аднани потребовал от своих сторонников "пронизывать пулями" головы тех, кто посмеет расколоть халифат.

Суннитская группировка ИГИЛ, воевавшая до последнего времени в Сирии, в июне возглавила наступление на северные и западные районы Ирака. К ИГИЛ присоединились сунниты Ирака, недовольные политикой премьер-министра страны Нури аль-Малики, военные из бывшей армии Саддама Хусейна, мелкие террористические группировки.

29.06.2014

РФ с 1 января может перейти на электронные паспорта.


Проект соответствующего указа опубликован Федеральной миграционной службой на официальном портале подготовки нормативных и распорядительных актов.


 МОСКВА, 27 июн — РИА Новости. Федеральная миграционная служба подготовила проект указа, согласно которому электронная пластиковая карта станет с 1 января 2015 года основным удостоверением личности в РФ.

Данный проект опубликован на официальном портале подготовки нормативных и распорядительных актов.

Ранее сообщалось, что электронные паспорта россиянам начнут выдавать в пилотных регионах с июля 2015 года, а по всей стране — с 1 января 2016 года. Выдачу электронных внутренних паспортов планировалось начать в 2014 году, причем с 1 января 2017 года должна прекратиться выдача нынешних бумажных документов.

"Ввести в действие с 1 января 2015 года основной документ, удостоверяющий личность гражданина Российской Федерации на территории Российской Федерации, оформленный в виде пластиковой карты с электронным носителем информации, содержащий зафиксированные на нем в визуальной (графической) и электронной форме персональные данные гражданина, в том числе биометрические персональные данные", — говорится в тексте документа.


В 2015 году ФМС рассчитывает выдать 300 тысяч электронных удостоверений личности.

В пояснительной записке к проекту нормативного акта сообщается, что его реализация потребует выделения в 2015 году 200 миллионов рублей из федерального бюджета, которые будут полностью компенсированы в 2015 году за счет пошлины за выдачу удостоверения личности.


ria.ru


თამაზ წივწივაძე: ადრე თუ გვიან „ანტიდისკრიმინაციული კანონი" ერთსქესიანთა ქორწინებასაც შემოიერთებს!

29 ივნისი, 2014.


ქართველი პუბლიცისტი და კრიტიკოსი, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი თამაზ წივწივაძე „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღების წინააღმდეგია და თვლის, რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, სამომავლოდ ბევრ სირთულეებს შექმნის.

„ადრე თუ გვიან, ეს „ანტიდისკრიმინაციული კანონი" მარტო „პედერასტობით“ აღარ შემოიფარგლება - ერთსქესიანთა ქორწინებასაც შემოიერთებს!

ასეთ უფულოებს - მე და შენ - ვინ გვითხოვს, ჯაბა! თორემ ჩვენ რომ ერთი-ორი მილიარდერი ვიცით, იმათ საქართველოში ხელის მთხოვნელები არ მოაკლდებათ!

მაგალითად, ბენდუქიძე! - საწოლსაც მსუყედ შეავსებს და შემოსავლების დეკლარაციასაც!..“- განაცხადა თამაზ წივწივაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში.

http://reportiori.ge/?menuid=3&id=31627

ადამიანისთვის მინიჭებული ნიჭი.

არსებობს შვიდი ნიჭი სულისა წმიდისა. ესენი გახლავთ: შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმისყოფა, სიბრძნე. უფალმა ადამიანი თავისუფალ არსებად შექმნა და უბოძა განსაკუთრებული უნარი - ნიჭი სიყვარულისა. ნიჭი უფლის წყალობით ეგზავნება ადამიანს გადარჩენისათვის. უფალთან დაახლოებისთვის სხვადასხვა სახის ნიჭი არსებობს. და უფალი მათ სხვადასხვანაირი რაოდენობით ანაწილებს. მაგალითად, ყველას არ ეძლევა წინასწარმეტყველების, ან ქადაგების ნიჭი. ამის შესახებ პავლე მოციქულიც ბრძანებს: ნუ ყველა წინასწარმეტყველებთ, და ნუ ყველა ქადაგებთო. მთავარია, ადამიანმა სწორად მოაგნოს, აღმოაჩინოს თავისთავში, თუ რისი ნიჭი მიეცა მას და, შესაბამისად, კეთილად წარმართოს იგი. ყველა ადამიანს თავისებური ნიჭი აქვს, როგორც მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს, ეს განსხვავებული ტალანტები მოგვენიჭება თითოეულს „მსგავსად ძალისა თვისისა“. მოციქულებმა მათზე სულიწმიდის გადმოსვლის დღეს განსაკუთრებული მადლიანი ნიჭი მიიღეს, (უცხო ენების ცოდნა); რაც მათ სჭირდებოდათ თავიანთი დიდი მსახურების შესასრულებლად.


დეკანოზი შალვა (როსტიაშვილი)

გონება რომ საღად მუშაობდეს.

ვის არ დასდგომია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა არ იცი, რა გზას დაადგე.შფოთავ, არ იცი, წამოიწყო თუ არა საქმე, ენდო თუ არა ადამიანს, დათანხმდე თუ არა შემოთავაზებულ სამსახურზე, დახარჯო თუ არა ფული ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ამ ყოყმანში განსაკუთრებით გრძნობ საკუთარი გონების უძლურებას. სწორედ მაშინ მეტად მძაფრდება უფალზე დამოკიდებულების შეგრძნება. ითხოვენ, ევედრებიან ზეციურ მბრძანებელს, გაუნათოს გონება, აგრძნობინოს თავისი ნება, დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ასეთ ვითარებაში უფრო მეტად უნდა შეეცადო, ნაკლებად შესცოდო, გააკონტროლო საკუთარი ქცევა, არ მისცე გონებაში გაჩენილ ცოდვიან ფიქრებს და წარმოდგენებს გახელების საშუალება. უფრო დიდხანს, ყურადღებით ილოცო, ანუ შექმნა პირობები, რომ უფალმა მოიღოს მოწყალება და დაგეხმაროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მართლმამიდებელი ცხოვრების წესი ნათლად მიუთითებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პირად დამსახურებას უფლის წინაშე, რათა შენდა სასიკეთოდ დამთავრდეს ყველაფერი. უფლის წყალობა, უფლის ნების გაგება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, მოღვაწეობაზე. აზროვნება იწმინდება, სწორი მიმართულებით მიდის, როდესაც ადამიანი ცდილობს, ნაკლებად შესცოდოს. გონება რომ საღად მუშაობდეს, მსჯელობა გამართული იყოს, ამას დამსახურება უნდა. ეს უფლის წყალობაა და იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით მიიღწევა. თუ ადამიანი სცოდავს -- ლოთობს, მრისხანებს, მრუშობს და ა,შ. როგორ უნდა შეიტყოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე როგორია ღვთის ნება ან რატომ ელოდება, რომ ცოდვებში ჩაფლულ ადამიანზე მოწყალებას მოიღებს უფალი?


დეკანოზი დავით ციცქიშვილი

ხსენება წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა.


17 ივნისი ძვ.სტ./30 ივნისი ახ.სტ.


წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი

წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხს. 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.


უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით ბასიანის ბრძოლაში (1204 წ.) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად.


წმიდა თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს ჯალელედინი შემოიჭრა საქართველოში დიდძალი ლაშქრით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს მთავრად მოხუცებული ივანა ათაბაგი დაუდგინა.

სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ. მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს, შალვა და ივანე ახალციხელებს დაევალა, ივანე ათაბაგი კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად.

უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს, თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ ამაოდ ელოდნენ მაშველ ჯარს, „არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“, - წერს ჟამთააღმწერელი. დამარცხდნენ ქართველები, ოთხი ათასი ქართველი დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში, მოიკლა თვითონ ივანე ახალციხელი, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს და ჯალალედინს მიჰგვარეს.

გაიხარა ჯალალედინმა საქვეყნოდ განთქმული მეომრის ნახვით, პატივით მიიღო ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქებიც კი უბოძა სამმართველოდ და უფრო „დიდ ნიჭსაც“ დაჰპირდა რჯულის გამოცვლის სანაცვლოდ.

„ჭეშმარიტისა ღმრთისა უარყოფაჲ შეუძლებელ არს ჩემგან. დააცხრუე ჩემდა აღთქმანი ეგე არად საჴმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან განმაწესა მე მჴედრად ქრისტესა“, - მხნედ უპასუხა წმიდანმა.

დიდხანს ცდილობდა ჯალალედინი უსჯულებისკენ მიედრიკა ზნესრული რაინდი და, როცა ვერას გახდა, მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. წამების ჟამს შალვა სიხარულით ამბობდა: „იხარებდ, ჰოი, შალვა, რამეთუ სამოსელსა თანა ხორცათა ძუელსა კაცსა აღიძარცჳ და ხრწნადთაგან სიმარჯუეთა განთავისუფლდები... დავითმინოთ, შალვა, სიკვდილი ქრისტესთვის, რომელიც „ერთგზის წინა-უძს ყოველსა კაცსა“.

მრავალი ტანჯვის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც „აღასრულა ჰსრბაჲ მარტჳლებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან, მისცუალა თჳსთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა, მჴედარი თჳსი, გვირგვინოსანი გჳრგჳნითა სიმართლისათა“ (+1227).


„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


დავით აღმაშენებელი.

დავით აღმაშენებელი 1 ნაწილი


***

დავით აღმაშენებელი 2 ნაწილი

***

დავით აღმაშენებელი 3 ნაწილი


***

დავით აღმაშენებელი 4 ნაწილი

воскресенье, 29 июня 2014 г.

თავსმოხვეული სიცრუე დავით აღმაშენებელზე.

„საჩინო ვითარცა მზე ვარსკვლავთა შორის;

ნათლის-ფერ ვითარცა ელვა ღრუბელთა შორის;

ცისკროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის“


არსენ ბერი

ისტორია ერისა ღვთის რისხვისა და ღვთის წყალობის ისტორიაა, მხოლოდ ამის მიხედვით აწყობდნენ ჩვენი მემატიანეები „ქართლის ცხოვრებას“. მხოლოდ ერთადერთი გასაღები ერგება დავითის თანამედროვე ისტორიკოსის თხზულებას - უნდა იყო მართლმადიდებელი.... მხოლოდ მაშინ არ გაუჩუმდები იმ ფაქტს, რომ დიდგორის ომში ყველაზე დიდი მეომარი წმიდა გიორგი იყო, რომ იმ დღეს სწორედ მისი დახმარებით მოთავდა ბრძოლა სამ საათში, რომ იმ დღეს ძალიან ბევრმა მუსულმანმა ისეთი ზაფრა მიიღო, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბრძოლის ველისკენ აღარ გაუხედავს.

სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ომს „ძლევაჲ საკვირველი“.

† † †



ჩვენში შექმნილია მითი მასზედ, რომ ქართველთა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი, ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილი, თითქოსდა მეჩეთში დადიოდა და იქ ლოცულობდა საეკლესიო კანონების საწინააღმდეგოდ. მითოლოგიურმა ფანტაზიამ თბილისის მეჩეთში სამეფო ტახტიც კი შეიტანა, რომელზეც, თითქოსდა, იჯდა ხოლმე ჩვენი კეთილმსახური მეფე ისლამური ლოცვისა და ყურანის კითხვის დროს. ამით მითის ავტორები წმიდა დავით მეფეს მიაწერენ მონაწილეობას ნამაზში, რიტუალურ თაყვანისცემებში, მუჰამედის განდიდებაში, რომლებითაც იწყება და მთავრდება მუსლიმთა ლოცვა. მათ მიერ შექმნილი მითოლოგიური სურათის მიხედვით წმიდა დავით აღამშენებელი თითქოს, მოწიწებით ისმენდა ყურანის სურებს, სადაც უარყოფილია წმიდა სამება, სადაც ქრისტე წინასწარმეტყველად იწოდება, და არა ძედ ღმრთისა და სადაც თვით ქრისტეს ბაგეთ მიაწერენ სიტყვებს, თითქოს იგი არასდროს არ უწოდებდა თავს ღმერთს; ასევე ისმენდა სურებს იმის შესახებაც, თითქოს ქრისტეს მიერ აღთქმული ნუგეშინისმცემელი თავად მუჰამედია. აქ აღარ მოვიყვანთ იმ სურებს, რომლებშიც მუსულმანთა დამოკიდებულებაა აღწერილი არამუსლიმებისადმი - ეს ყოველივე კარგადაა ცნობილი და თუკი წმიდა დავით მეფე მეჩეთში დადიოდა სალოცავად, მაშინ, გამოდის, რომ იგი ეთანხმებოდა ამ სურებს. საზოგადოებრივი ლოცვა ხომ ერთიანობის, თანაზიარობის გამომხატველია.

მაგრამ წმიდა დავით აღმაშენებლის ცხოვრებიდან ჩვენ სრულიად სხვა სურათს ვხედავთ: იგი ეკამათებოდა თბილისელ მუფთიებს (სჯულის მეცნიერთ) სარწმუნოების შესახებ, ამასთან, აოცებდა მათ ყურანის ცოდნით. ხსენებული მითის გამავრცელებლები გულახდილად აცხადებენ, რომ წმიდა დავით აღმაშენებელი, თითქოს ეკუმენისტი და სჯულთშემწყნარებელი იყო, ანუ მათ სურთ ჩაგვაგონონ აზრი იმის შესახებ, რომ თავად ისინი იმ ძველი ეკუმენისტური ტრადიციების მემკვიდრეები არიან, რომლებიც დამკვიდრებული და განმტკიცებული იყო კეთილმსახური ქართველი მეფის მაგალითითაც.

თუკი წმიდა დავით აღმაშენებელი იმდენად კეთილგანწყობილი იყო მუსლიმების მიმართ, რომ მხარს უჭერდა მათ თავისი ავტორიტეტით, როცა მეჩეთში ლოცულობდა, მაშინ იბადება კითხვა: რატომ განახორციელა მან ესოდენ ენერგიული ქმედებანი ქრისტიანობის განსამტკიცებლად საინგილოში? თუკი დავით მეფე ეკუმენისტი იყო, მაშინ როგორღა უნდა შევუთანხმოთ ეს მისი ინიციატივით მოწვეული რუის-ურბნისის კრების დადგენილებებს, სადაც განწესებული იყო მართლმადიდებლობაში დაბრუნებული მონოფიზიტების ხელახალი მონათვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული ეკლესიები არ მოითხოვდნენ ამას და მხოლოდ სინანულისა და მირონცხების გზით მიიღებდნენ მოქცეულ მწვალებლებს? თუკი წმიდა დავით აღმაშენებელი ეკუმენისტი იყო, მაშინ რატომ ამოირჩია მან თავის სულიერ მოძღვრად ცნობილი მართლმადიდებელი ტრადიციონალისტი არსენი იყალთოელი, რომელმაც დიდი სჯულისკანონი თარგმნა (საეკლესიო კანონთა, მოციქულთა დადგენილებათა, მსოფლიო და ადგილობრივი კრებების განსაზღვრებათა, წმიდა მამათა კანონთა კრებული), სადაც სხვათა შორის, აკრძალულია მართლმადიდებელთა ლოცვა სხვაგვარადმადიდებლებთან, სხვა რჯულის წარმომადგენლებთან და ამგვარი ქმედებისათვის ეკლესიიდან განკვეთაა დაწესებული?!

არსენ იყალთოელი ცნობილია როგორც „დოგმატიკონის“ (წმიდა მამაების ქმნილებათა ვრცელი ანთოლოგია) შემდგენელი, რომელიც ასევე, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესიტყვება ეკუმენიზმის პრინციპებს.

თავის შესანიშნავ ქმნილებაში - „გალობანი სინანულისანი“ წმიდა დავით მეფე ყველა ადამიანურ ცოდვას ინანიებს და ამავე დროს, ამტკიცებს, რომ ერთში კი არასდროს არ შეუცოდავს - თაყვანი არ უცია უცხო „ღმერთისათვის“ და ყოველთვის წმიდად იმარხავდა მართლმადიდებელ სარწმუნოებას. როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს წმიდა დავით აღმაშენებელს კონტაქტები ჰქონდა მუსლიმთა თემების ლიდერებთან; საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს იგი უფრო ნაკლებ გადასახადს აწერდა, ვიდრე თვით მუსლიმი მმართველები; მან სასახლე აუშენა მუსლიმ პოეტებს და მუსლიმ სასულირო პირებსაც იწვევდა ხოლმე შუამავლებად სასამართლო ცილობებში ქრისტიანთა შორის. მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდებოდა, როცა გაირჩეოდა არა რელიგიურ-ზნეობრივი, არამედ იურიდიული, სამართლებრივი საკითხები და სხვა რჯულის წარმომადგენელთა დასწრება უფრო ობიექტურ ხასიათს ანიჭებდა სამსჯავრო სხდომას.

წმიდა დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში პირდაპირ არის ნათქვამი ყურანის გამო გამართული პოლემიკის შესახებ, რომელშიც მეფეც მონაწილეობდა. განა შეიძლება, რომ დავით მეფე მეჩეთში სოლიდარული ყოფილიყო ისლამთან, მეჩეთს გარეთ კი უარეყო იგი?! მის დროსვე მოეწყო დისპუტი მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი არსისმიერ განსხვავებას კონფესიებს შორის, რაც სულაც არ ეთანხმება ეკუმენისტურ სულისკვეთებას. ამ კამათში თვით წმიდა მეფე დავით აღმაშენებელიც მონაწილეობდა, მაგრამ იგი სულაც არ მოითხოვდა მართლმადიდებელთა და მონოფიზიტთა გაერთიანებას, როგორც ეს ეკუმენისტი მეფისგან იქნებოდა მოსალოდნელი. ეს კამათი არ ყოფილა შედეგიანი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით (ანუ მართლმადიდებლებმა ვერ შესძლეს მწვალებელი მონოფიზიტების დარწმუნება-მოქცევა), მაგრამ თვით ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოში მაშინ აღმსარებლობა თავისუფალი იყო. გარდა ამისა, თანამედროვე ეკუმენისტები მიუთითებენ იმაზე, რომ წმიდა დავით აღმაშენებლის ლაშქარში ჯვაროსან ფრანკთა რაზმიც იყო, მაგრამ ეს ფაქტი სულაც არ ამტკიცებს მეფის სიმპათიებს კათოლიკური აღმსარებლობისადმი. ცნობილია, რომ ჯვაროსანთა ცალკეული რაზმები ბიზანტიის ჯარშიც იბრძოდნენ და უნგრეთის მეფის სამსახურშიც იდგნენ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მუსლიმ ემირატთა ურთიერთბრძოლებშიც მონაწილეობდნენ.

მაშ, საიდან მოვიდა ეს მითი? მისი ავტორი მე-13 საუკუნის მეორე ნახევრის თურქი ისტორიკოსი იბნ ალ-ჯაუზ დიფრემერია. ალ-ჯაუზი წერდა, რომ დავით მეფე „პარასკევობით სამლოცველოში, ჯამეში შედიოდა, ლოცვას, ყურანის კითხვას და ქადაგებას ისმენდა, მათ სამღვდელოებას ბევრ ოქროს უწყალობებდა ხოლმეო“, ე.ი. ამ ცნობის თანახმად გამოდის, რომ მეფეს პარასკევი დღე მეჩეთში სასიარულოდ ჰქონია გამოყოფილი...

საგულისხმოა, რომ ალ-ჯაუზამდე ერთი საუკუნის წინ, თბილისის აღებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, მაჰმადიანმა ისტორიკოსმა ალ-ფარაკმა იმოგზაურა თბილისში. ის უფლისწულ დემეტრესაც ეწვია და თბილისელ მაჰმადიანებსაც. ალ-ფარაკი დაწვრილებით აღწერს მუსლიმთა მდგომარეობას საქართველოში. დავით მეფეს მათთვის აზანის (ლოცვაზე მოწოდების), თავისუფალი ლოცვის, მარტო ბანაობის, პარსკევ დღეს მანბარიდან ხალიფასა და სულთანისათვის ლოცვის უფლება მიუცია, გარდა ამისა მაჰმადიანთა უბანში ქართველებისთვის ღორის დაკვლა აუკრძალავს. ალ-ფარაკი წერს, რომ ყოველივე ეს 1153 წელს კიდევ სრულდებოდა, რაც საკუთარი თვალით უხილავს, მაგრამ ერთი სიტყვაც არსადაა ნახსენები დავით მეფის მეჩეთში საირულსა და ლოცვაზე. აბანო არ გამორჩენია ალ-ფარაკს და ღორი, მანბარი და სულთანი და რაღა ის გამორჩებოდა, ვინმეს რომ მოეთხრო, ქართველთა უძლეველი მეფე მეჩეთში დადიოდა და ლოცულობდაო. ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, განა თბილისელი მუსლიმები პირველ ამბად არ მოუყვებოდნენ ქალაქში ჩასულ მუსლიმ ისტორიკოსს? დავითის მემატინეს ხომ არ გაუგია და არ გაუგია მსგავსი რამ! საინტერესოა, ის რაც შუაგულ თბილისში სულ რაღაც ოცდაათი წლის შემდეგ არავის უთქვამს ალ-ფარაკისათვის, არ დაუწერია დავითის მემატიანეს, როგორ მისწვდა ალ-ჯაუზ დიფრემერის ყურს ერთი საუკუნის შემდეგ?!

ყველაზე სავალალო მაინც ის არის, რომ ამ ტყუილს დღემდე ქართველ ერს ცხვირწინ უფრიალებენ. ის, რაც თურქ-სელჩუკთა გაერთიანებულმა ლაშქარმა ვერ უყო მეფეს, ალ-ჯაუზის ამ წრიპინა ცნობამ მოუხერხა - დაამარცხა იგი ქართველი კაცის ცნობიერებაში, რადგან დააჯერა, რომ მისი სახელოვანი მეფე მართლაც დადიოდა მეჩეთში სალოცავად, რითაც ცილი დააწამებინა მისთვის...

შიო მღვიმის მონასტრისადმი ანდერძში ვკითხულობთ: „წმიდათა დიდთა მარხვათა ყოველთა პარასკევთა ეკლესიას ტფილსა სეფისკვერსა განუყოფდენ სახსენებელად ჩემდა. და პირველისა შვიდეულისა პარასკევდა თითო კარასეული მიეცეს, სეფისკვერსა და თესლსა თანა შესვან ყოველთა და მილოცონ ესრეთ: „უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომისანი!“ - აი, რა ძალასა და მნიშნველობას ანიჭებდა წმიდა მეფე საკუთარი სულის საოხად პარასკევ დღეს, უფლის ჯვარცმის დღეს, ყველა ქრისტიანისათვის მარხვის დღეს მოხსენიებას და ბოროტმაც სწორედ პარასკევი დღე ამოიღო მიზანში - დავითის ნაანდერძევი პარასკევი დაგვავიწყა და ალ-ჯაუზის დანაბარები „პარასკევი“ დაგვამახსოვრა გულდაგულ.

„დაღაცათუ ესრეთ განვხრწნენ ყოველნი გრძნობანი და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ, გარნა არავე არვიხუენ ხელნი, არცა დავდევ სასოებაჲ ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოისა, არცა უცხო თესლი რაიმე სარწმუონებაჲ საწურთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა, რომელი მასწავლეს ღმრთისმეტყველთა შენთა“- ამბობს წმიდა მეფე თავის სინანულის საგალობელში. და განა ქრისტიანი მეფის მეჩეთში ლოცვაზე დგომა უცხო სარწმუნოების „თესლით“ სულის წვრთნა არ იქნებოდა?!

ერთხელ კი ნამდვილად შევიდა მეფე მიზგითში, ოღონდ გადაკეთებულში, ადრე ეკლესია ყოფილა, სახელოვანი და ცნობილი. შევიდა, რათა ისევ გადმოეკეთებინა. ეს ანისში მოხდა, როდესაც მეფემ იგი მაჰმადიანთა სამოცწლიანი ტყვეობისაგან გაათავისუფლა. ქალაქის მხდალ და ლაჩარ მფლობელს, აბსოლვარს, ამ ეკლესიისთვის ჯვარი მოუხსნია და მის ნაცვლად საგანგებოდ შეკვეთილი „ძვირფასი“ და „საუცხოვო ნალი“ (მთავარის სახე) აღუმართავს, ეს დიდი საყდარი ანისისა მიგზითად მოუკაზმავს და ქრისტიანთა სისხლით მთელი საყდარი და ქალაქი მოურწყავს. „იმუქაფა ღმრთის მოყვარემან დავით აღმაშენებელმა, მოლათა და დარიმანთა სისხლითა ახლავემან მორწყო, საყდარი იყო ახლად მონათლა, რომელიც აღეშენა ბერძენთა ასულს დედოფალ კატრონიკეს და იქვე ესაფლავა... მოვიდეს მეფე და კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და ერთობილნი ლაშქარნი დედოფლისა საფლავსა, ახლად წესი აუგეს და თვითონ მეფემან სამჯერ საფლავთა ჩასძახა: „გიხაროდენ შენ დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან“...

† † †

დავით აღმაშენებლის ერთ-ერთ უდიდეს ღვაწლად რუის-ურბნისის საეკლეკსიო კრების მოწვევას მიიჩნევენ. ზოგი ამაში მხოლოდ პილოტიკურ და სოციალურ წარმატებას ხედავს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მეფემ „ყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა“, რადგან უკეთურ მღვდელთა გამოისობით ზეცაში სასჯელი უკვე გამზადებული იყო. მემატიანის თქმით - „თვალი ღმრთისაჲ, მხედველი ყოველთა, რისხვად აღძრულ იყო“. დავითმა იმ დროისათვის სულიერებითა და განსწავლულობით ცნობილ სასულიერო პირთა მიერ დროზე მოიწვია „დიდთა წყლულთა“ საკურნებელი ეს ცნობილი კრება, რომელმაც დროზე გაასწორა საქართველოს მართლმადიდებელი ეკელსიის გეზი, რითაც დააცხრო კიდეც ღვთის რისხვა; სწორი ლოცვა დააყენა მიწაზე, ღირსეულ მღვდლებს მისცა საჭე ხომალდისა, რადგან იცოდნენ დავითმაც და სასულიერო იერარქებმაც, რომ ღირსეულ მოძღვარს მრევლიც ღირსეული ეყოლებოდა და რომ ყველა ერთად სწორ ლოცვას აღავლენდა მიწიდან ზეცისკენ და წყალობაც ღვთისა არ დაახანებდა. აღსანიშნავია, რომ თვითონ მეფე კრებას ესწრებოდა როგორც ერთი რიგითი და მორჩილი სასულიერო პირებისა, რომლებიც წარმართავდნენ საეკლესიო კრებას.

ეს იყო თავი და თავი ამ უდიდესი რეფორმისა. ეს სულისკვეთება ამოძრავებდა მორწმუნე მეფეს და ამიტომაც ბრწყინვალედ გასრულდა ეს საქმე. სწორედ რუის-ურბნისის კრებამ მოამზადა „ძლევაჲ საკვირველი“.

რუის-ურბნისის კრების დაგვირვინებად მიიჩნევენ ისტორიკოსები მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობათა ერთი პირის ხელში გაერთიანებას. ჭყონდიდელის მწიგნობართუხუცესობით მეფემ ეკლესია თავის ძალაუფლებას დაუქვემდებარაო.

გიორგი ჭყონდიდელი დავითის სულიერი მოძღვარი, მრჩეველი და თავზე მდგომი იყო, სწორედ ის გაზრდიდა მეფეს „მოძღვრებითა უფლისაჲთა“. მისი სახით მეფემ ეკლესიაში თავისი მომხრე კაცი კი არ შეუშვა, არამედ სამეფო ტახტი ღვთის სიტყვით გაბრძნობილს დაუქვემდებარა; იგი მხოლოდ მეფის მომხრე კაცი კი არ იყო, არამედ ეკლესიის პატიოსანი მსახური იყო სასახლის კარზე. მეფეს მხოლოდ თავისი მომხრე ჭყონდიდელი კი არ ჰყავდა მწიგნობართუხუცესად, არამედ სჯულის საუკეთესო მცოდნე ეყენა გვერდში. ამიტომ ირჩეოდა მისი ყოველი მოქმედება გიორგი ჭყონდიდელთან, მეფის ყოველ ნაბიჯს ღვთისთვის სათნო მოძღვრის კურთხევა ახლდა.

ამ თანამდებობათა გაერთიანება დავითმა ტახტის მომავალ მემკვიდრეებსაც დაუდგინა, რათა ისინიც ამავე წესს დასდგომოდნენ - თავიანთ სამეფო საქმიანობაში ღვთივგანბრძნობილი მოძღვრების ლოცვა-კურთხევით ევლოთ. უპირველეს მრჩევლად სჯულის საუკეთესო მცოდნენი ჰყოლოდათ.

დავითმა იცოდა, რომ ყოველი საქმე ღვთის სადიდებლად უნდა აღესრულებინა. ამიტომაც პოლიტიკური მიზნებით არასდროს გადაუხვევია ღვთის მაამებლობის გზიდან. რადგან ყველა გზას ღმერთთან მიჰყავდა, ამიტომ ყველა გზა სუფთა იყო და მწიგნობართუხუცესიც ამ გზების მეთვალყურედ ჰყავდა დანიშნული, ამ გზების სისუფთავეზე ზრუნავდა.

ორმოცი დღე შავად შემოსილმა იგლოვა დავით მეფემ გიორგი ჭყონდიდელი, ვითარაცა მამა და მამაზე უფრო მეტი. იცოდა მორწმუნე მეფემ სულიერი მოძღვრის ფასი და უდიდესი ტკივილით გამოეთხოვა მასა და ღმერთს შორის მდგომ სათნო კაცს.

† † †

დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი ისტორიკოსი წერს, აღმაშენებელი, როგორც მისი საკუთარი სიტყვებიდან ჩანს, თურმე ვარსკვლავთმრიცხველობის მცოდნე ყოფილა, ერთ თავის თხზულებაში დიდგვაროვანი გვირგვინოსანი ამბობს, ვარსკვლავთმრიცხველობის ყველაფერი ვიცოდიო.

ოღონდ იმას, რასაც ისტორიკოსი თხზულებას უწოდებს, აღსარება ჰქვია, უფლის წინაშე ხმამაღლა ნათქვამი ყველაზე ძლიერი და ყველაზე მართალი აღსარება, რომელშიც ჩვენი მკვლევარები ცნობისმოყვარეობით იჭვრიტებიან და ზოგს აზრადაც არ მოსდის, რომ აღსარების საიდუმლოში იჭრება. ვარსკვლავთმრიცხველობას ამ აღსარებაში პოეტი მეფე, როგორც ერთ-ერთ მძიმე ცოდვას, ისე უყურებს.

ეს საყოველთაო აღსარება დავით აღმაშენებელმა მთელ ქართველ ერს დაუტოვა, დაუტოვა არა საჩხრეკად, არამედ მდუმარედ წასაკითხად, ერთი მონანული სულის ღვთაებრივი ნათლის შუქზე დასანახად, სამაგალითოდ იმისა, თუ როგორ უნდა ჩაიბრუნოს საკუთარ არსებაში სულიერი მზერა ყოველმა ქრისტიანმა ისევ საკუთარი თავის შესაცნობად.

რაც უფრო ახლოა ადამიანი ღმერთთან, მით უფრო მეტი ნათელი ადგება მისი სულის ჯურღმულებს, მით უფრო წარმოუჩინდება საკუთარი დაცემული არსის მთელი სიმახინჯე, მით უფრო დიდია სინანული და მით უფრო მდუღარეა ცრემლი საკუთარი უღირსების შეგრძნებისა.

კითხულობს მორწმუნე ადამიანი დავითის აღსარებას და არაფერი უცხო არაა მისთვის. მგლოვიარე სულის კიდევ ერთ ნიმუშს ეცნობა და კიდევ ერთხელ რწმუნდება მართლმადიდებლობის ძალაში, როდესაც სინანულის სიღრმით არნახულ სიმაღლეს შეიძლება მისწვდე.

† † †

საგანგებოდ აღნიშნავენ მკვლევარები დავით აღმაშენებლის კითხვისმოყვარეობას. ყველგან კითხულობდა მეფე. განცვიფრებული იყო ხალხი მისი ესოდენ მოუწყინებელი კითხვით. თავად მემატიანესაც უკვირდა და როგორც სასწაულს, ისე უყურებდა მეფის ამ ჩვევას. ერთხელ კითხვაში გართულს ბრძოლა კინაღამ გამოეპარა, მეომრებს უსაყვედურიათ თურმე...

დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: „წინდაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარსათხავად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოსა წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა“. მხოლოდ ერთი წლის ათვლით სამოციქულო ოცდაოთხჯერ წაეკითხა და სულ რამდენჯერ ექნებოდა წაკითხული?! მხოლოდ ასეთ ღმრთისმეტყველ ადამიანს შეეძლო ეთქვა:

„ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შუებაჲ უქმ იქმნნენ,
ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“


იცოდა მორწმუნე მეფემ, სად უნდა შეეფარებინა თავი. სხვა მიიღებდა სკიპტრას, სხვა გაუჩნდებოდა ქვეყანას პატრონად, მისი დიდებაც შეიძლება წაშლილიყო, ჩაიგრიალებდა წუთისოფელში მისი მეფობის ზარიც, ამაოების სუსხი მოზრავდა ყველაფერს, მხოლოდ ეკლესიის ფრთებქვეშ, მხოლოდ ტაძრის ეზოში იპოვიდა მისი ძვლები განსვენებას, სული კი ზეცაში დაივანებდა ღმერთთან... რაც ღმერთს მიაბარა და ღვთისა იყო, მხოლოდ ის შემორჩა ხილულად მის შთამომავლობას - გელათი, ფრესკა, საფლავი და საწინამძღოლო ჯვრები; არც ტახტი შემონახულა მისი, არც გვირგვინი, არც სკიპტრა და არც სასახლე.

მაშ რისი მემკვიდრეები ვართ ჩვენ? „არ გეცრუვებით შენ, ჩვენო სიწმიდით მშობელო კათოლიკე („კათოლიკე“ - საყოველთაოს ნიშნავს - საიტის ავტორი) ეკლესიაო, არ გაგცემთ შენ, ჩვენო სიქადულო - მართლმადიდებლობაო!“ - დაბეჭდა რუის-ურბნისის კრებამ და დაიბეჭდა წმიდა მეფემაც თავის სულში და ჩვენც ამ ძალისხმევის მემკვიდრენი უნდა ვიყოთ!

როცა სულიერი მემკვიდრეობა დაკარგულია, ხორციელ მემკვიდრეობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია! ხორციელი მემკვიდრეობიოთ ჩვენ მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ ძეგლი დავუდგით წმიდანს.... და დგას დღეს ჩამონგრეული „ივერია“ და უდგას წინ აფხაზთა, რანთა და კახთა მეფე - დავით აღმაშენებელი. მართლაცდა „ძლევაჲ საკვირველი“ უნდა ამ ფასადის გასწორებას, მაგრამ „ძლევას საკვირველს“ ხომ მხოლოდ ღმერთი იძლევა!


გამოყენებული ლიტერატურა:

„მრევლის“ ბიბლიოთეკა:
მარიამ ყიფიანი „როდის დაკარგა ქართველმა კაცმა დავით აღმაშენებელი“,
თბილისი, 2002 წ.

ჟურნალი „ივერიის გაბრწყინება“:
არიქმანდრიტი რაფაელი „ეკუმენისტური სიცრუე დავით აღმაშენებელზე“,
№2 (30), 1999 წ.


qadageba.ge


ვატიკანის 1962-1965 წ.წ. II კრების მიერ მიღებული კათოლიკეთა ახალი დოგმატური სწავლება

..

ქვეთავი 1

ახალი დოგმატის არსი და მისი დასაბუთება



კ ი თ ხ ვ ა : ვატიკანის II კრება, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა კათოლიკური სარწმუნოების არსი, რატომ უნდა მივიჩნიოთ კათოლიციზმის ისტორიაში გამყოფ ზღვარად?

მ ი გ ე ბ ა : ვატიკანის 1962-1965 წ.წ. II კრებაზე, რომელსაც “მოდერნისტული” და “ეკუმენისტური” ეწოდა, ერთი მხრივ, ტრადიციული კათოლიკური სწავლებისადმი მათი ერთგულება იქნა დეკლარირებული, რომელსაც ქრისტიანული ეკუმენიზმის (იხ. ქვემოთ. ქვეთავი 5) მიმართულება მიეცა; ხოლო, მეორე მხრივ, ეკლესიის, ღმერთის, ადამიანის ცხონებისა და ღვთის ჭეშმარიტებების შესახებ ახალი დოგმატური სწავლება იქნა მიღებული. ამ სწავლებამ გამოხატა რელიგიათშორის ეკუმენისტური (ანუ პანეკუმენისტური) პოლიტიკა და რომაული კათოლიციზმი ახალწარმართობად გარდაქმნა.


კ ი თ ხ ვ ა : რა არის ლათინო-პაპისტების ახალი სწავლების – რელიგიათშორისი ეკუმენიზმის ძირითადი არსი?


მ ი გ ე ბ ა : ვატიკანის II კრებამ გამოაცხადა და “დააფუძნა” დებულება ერთიანი, მსოფლიო უნივერსალური ეკლესიის შესახებ, რომელშიც სხვადასხვაგვარად შედიან და მომავალში უნდა შევიდნენ როგორც ქრისტიანები, ისე არაქრისტიანულ რელიგიათა მიმდევრები, სადაც ხსნა უნდა მოხდეს სხვადასხვა გზით, ადამიანთა რწმენის შესაბამისად.


კ ი თ ხ ვ ა : როგორ აისახა ეს რევოლუციური სწავლება ვატიკანის კრების მიერ?


მ ი გ ე ბ ა : ეს სწავლება შეტანილია კრების მთავარ დოკუმენტში – “თანახმად დოგმატისა ეკლესიის შესახებ” და აგრეთვე “არაქრისტიანულ რელიგიებთან ეკლესიის დამოკიდებულების შესახებ დეკლარაციაში”. “ეკლესიის შესახებ დოგმატის” (13-16 პუნქტ.) თანახმად კრება აცხადებს, რომ “ღვთის ხალხის მსოფლიო ეკლესიისადმი კათოლიკურ ერთიანობას სხვადასხვანაირად, წინასწარ განეკუთვნებიან ღვთის მადლით ხსნისადმი მოწოდებულნი”; ყველა ქრისტიანიც და ისინიც, ვისაც “სხვადასხვა გზით” ჯერ არ მიუღია სახარება – იუდეველები, მაჰმადიანები და სხვანი, რომლებიც სცნობენ შემოქმედს და ისინიც, რომლებიც ჯერ მხოლოდ ეძიებენ ღმერთს – “ღვთის განგება ყველას მოიცავს (მე-13 პუნქტის დასასრული, ნაწილობრივ მე-14, მე-15 და 16 პუნქტები. ეკლესიის შესახებ დოგმატისა და არაქრისტიანული რელიგიების შესახებ დეკლარაციის ძირითადი დებულებები მოტანილია ამ გამოცემის დამატებაში (შემდგენლის შენიშვნა).

კრების ამ სწავლებას იმეორებენ კათოლიკური კატეხიზმო და აგრეთვე პაპი იოანე-პავლე II თავის წიგნში “გადავაბიჯოთ იმედის ზღურბლს”(1994 წ.), რომლებიც ვატიკანის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავენ.


კ ი თ ხ ვ ა : ეს როგორ? განა ლათინო-პაპისტები იესო ქრისტეს, როგორც ქვეყნის ერთადერთ მხსნელს უარყოფენ?


მ ი გ ე ბ ა : არა, ისინი წინანდებურად ამბობენ, რომ იესო ქრისტე, ღმერთის მხოლოდშობილი ძე – ქვეყნის ერთადერთი მხსნელი, გადამრჩენი და გამომსყიდველია, ღმერთსა და ადამიანს შორის ერთადერთი შუამავალია და მის გარეშე ხსნა არ არსებობს: “ერთადერთი მხოლოდ ქრისტეა – შუამავალი და გზა ხსნისა და იგი ჩვენთვის იმყოფება თავის სხეულში – ეკლესიაში, რომელშიც ადამიანები, როგორც კარებში, ნათლობის საშუალებით შედიან; ხოლო ის ადამიანები, ვისთვისაც ცნობილია, რომ ღმერთის მიერ იესო ქრისტეს მეშვეობით კათოლიკური ეკლესიაა დაარსებული – როგორც აუცილებელი, მაგრამ მასში შესვლა მაინც არ სურთ ან არ რჩებიან მასში, ხსნას ვერ ჰპოვებენ, ვერ გადარჩებიან” (იხ. დამატ. “დოგმატი ეკლესიის შესახებ” პ. 14).


კ ი თ ხ ვ ა : მაშასადამე, კათოლიკეები აუცილებელ პირობად თვლიან, რომ იუდეველებმა, მაჰმადიანებმა და სხვა არაქრისტიანებმა ხელი უნდა აიღონ თავიანთ სარწმუნოებაზე, მიიღონ ქრისტიანობა და მოინათლონ?


მ ი გ ე ბ ა : არა, ამის შესახებ არსად არ არის ნათქვამი. პირიქით, ხაზგასმულია ხსნის სხვადასხვა გზა.


კ ი თ ხ ვ ა : მაშ, რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ქვეყნის ერთადერთი მხსნელისადმი, შეთავსებადია იმ რწმენასთან, რომ ხსნა არაქრისტიანული რელიგიებითაც არის შესაძლებელი?


მ ი გ ე ბ ა : ზემოთ ნახსენებ წიგნში პაპი იოანე-პავლე II, ვატიკანის I კრების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, ამ საკითხს ასე განმარტავს: კათოლიკური ეკლესიის გადმოცემებში ძველთაგანვე დანერგილია წარმოდგენა “ეგრეთ წოდებული semina verbi – სიმართლის მარცვლის” შესახებ. ეს მარცვალი ყველა რელიგიაშია”. ე.ი. ყველა რელიგია, ამა თუ იმ ზომით, ღვთივგამოცხადებულია და მათში უკვე იმყოფება იესო ქრისტე, როგორც ძე ღვთისა, ღმერთი – სიტყვა (ლოგოსი). რა თქმა უნდა, არაქრისტიანულ რელიგიებში არავითარი “სიმართლის მარცვალი” ე.ი. ღვთივგამოცხადებულობის არავითარი წილი არ არის. მასში არის მხოლოდ ადამიანთა მონაჭორი, ტყუილი და ეშმაკის მიერ დათესილი მარცვალი (იხ. აგრეთვე ქვემოთ, ქვეთავი 5). “შეიძლება ითქვას, აცხადებს პაპი, კრების პოზიცია ჭეშმარიტად შთაგონებულია ყველაზე ზრუნვით. ეკლესია ხელმძღვანელობს რწმენით, რომ ღმერთს – შემოქმედსა და გამჩენს სურს იხსნას ყოველი იესო ქრისტეში – ღმერთსა და ადამიანს შორის ერთადერთ შუაკაცში, რომელმაც ყველა გამოისყიდა. ამიტომ “სულიწმიდა” ნაყოფიერად მოქმედებს ხილული – მიწიერი ეკლესიის გარეთაც (შეად. LG–Свет. народам. 13)*. იგი (სულიწმიდა) მოქმედებს იმ semina Verbi-ზე დაყრდნობით, რომელიც თითქოს წარმოადგენს ყველა რელიგიის საერთო სოტერიოლოგიურ ფესვს** (იხ. პ. 17. გვ. 112-113).


კ ი თ ხ ვ ა : მაგრამ ყოველთვის ითვლებოდა, რომ ქრისტიანობა და არაქრისტიანული რელიგიები სრულიად შეუთავსებელნი არიან და იმის დაშვება, რომ არაქრისტიანობაში შესაძლებელია სულიწმიდის მოქმედება, რბილად რომ ვთქვათ, იწვევს გაოცებას. ამის შესახებ რას გვაუწყებს კრება?


მ ი გ ე ბ ა : შუა საუკუნეებში კათოლიკეები მართლაც თვლიდნენ, რომ ხსნა მხოლოდ მათი ეკლესიის წიაღში იყო. ამიტომაც უწოდებდნენ ისინი სხვაგვარად მოაზროვნეებს “ერეტიკოსებს” და ინკვიზიციას გადასცემდნენ ცეცხლში დასაწვავად. დღეს კი, პირიქით, ვატიკანის II კრება არაქრისტიანებს ხაზგასმით მოუწოდებს “ღვთის მადლით” სხვადასხვა გზით ხსნისაკენ, ამტკიცებს იუდეველების, მაჰმადიანებისა და სხვა წარმართების ქრისტიანებთან სულიერი სიახლოვის არსებობას, “შემოქმედისა” და “ღმერთის” შესახებ მათ რწმენას, რაც, კრების აზრით, მათი რელიგიის ჩარჩოებშიც ხსნის შესაძლებლობას ნიშნავს.



ქვეთავი 2

ქრისტიანებისა და იუდეველების “სულიერი ნათესაობა”



კ ი თ ხ ვ ა : რას ამბობს ვატიკანის II კრება ქრისტიანებისა და იუდეველების “სულიერი ნათესაობის” თაობაზე?

მ ი გ ე ბ ა : იუდეველთა თაობაზე ნათქვამია, რომ ეს ის ხალხია, რომელსაც მიენიჭა მცნებები და აღთქმები და, რომელთაგანაც ხორციელად იშვა ქრისტე. “რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი და მსახურებანი და მითხრობანი; რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად” (რომ. 9. 4-5); “ხოლო რჩეულებისა მისგან - საყუარელი მამათათჳს. რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი” (რომ. 11. 28-29). (პ. დოგმატისა 16. 1 აბზაცი ). “კრება იხსენებს კავშირებს, რომლებიც სულიერად აერთებენ ახალი აღთქმის ხალხს აბრაამის შთამომავლობასთან... ეკლესიას არ შეუძლია დაივიწყოს..., რომ იგი იკვებება იმ ნოყიერი ზეთისხილის ფესვიდან, რომელზედაც დამყნობილი იყო ველური ზეთისხილის ტოტი, ანუ წარმართი ხალხები (შეად. რომ. 11. 17-24), რამეთუ ეკლესიას სწამს, სჯერა, რომ ქრისტემ, მშვიდობამ ჩვენმა, იუდეველები და წარმართები ჯვარზე შეარიგა ერთმანეთს და თავისთვის ორივესაგან შექმნა ერთი (შეად. ეფეს. 2. 14-16)” (არაქრისტიანულ რელიგიათა დეკლარაცია. ნაწ. “ებრაული რელიგია”.).

პაპი იოანე-პავლე II იუდეველთა შესახებ საუბრობს “როგორც სარწმუნოებაში უფროს ძმებზე. ეს სიტყვები, სხვათა შორის, გამოხატავს იმასაც, რაც ითქვა კრების მიერ და, იმასაც, რაშიც ეკლესია ღრმად არის დარწმუნებული” (იხ. ლიტერატურის სია. პ. 17. გვ. 134).

კათოლიკური კატეხიზმო კი, ლაპარაკობს რა თანამედროვე იუდაიზმისა და ქრისტიანობის სულიერი სიახლოვის შესახებ, აცხადებს, რომ “ძველი აღთქმის ღვთის ხალხი და ახალი აღთქმის ღვთის ხალხი საერთო მიზნებისაკენ მიისწრაფვიან – მესიის მოსვლის (ან დაბრუნების) იმედისაკენ. ერთი მხრივ, იმედოვნებენ ჯვარცმულ და მკვდრეთით აღმდგარ ღმერთად და ძედ ღმრთისად აღიარებული მესიის მეორედ მოსვლას; მეორე მხრივ, მესიის მოსვლას, რომლის თვისებები იდუმალი რჩება” (იხ. ლიტ. სია. პ. 18. გვ. 205).


კ ი თ ხ ვ ა : შეესატყვისება თუ არა წმიდა წერილს კრების მტკიცება ქრიატიანთა და იუდეველთა სულიერი სიახლოვის შესახებ: “ახალი აღთქმის ადამიანებისა და აბრაამის შთამომავლების სულიერად შემაერთებელი კავშირების შესახებ”?


მ ი გ ე ბ ა : არა, არ შეესატყვისება. როგორც ცნობილია, აბრაამმა ღმერთისაგან მიიღო აღთქმა, რომ მისგან წარმოიშობოდა დიადი ხალხი და აბრაამში კურთხეული იქნებოდა დედამიწის ყველა ტომი (დაბ. 12. 1-3), და მისი შთამომავლები ისააკისა და იაკობისაგან ღმერთის რჩეულ ხალხად იქცეოდა. ეს დაპირება ებრაელ ხალხში ძველი აღთქმის დროს აღსრულდა. მაგრამ, როცა იუდეველებმა იესო ქრისტე არ მიიღეს, მან (ქრისტემ) იწინასწარმეტყველა: “მრავალნი მზისა-აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინაჴ-იდგმიდენ აბრაჰამის თანა და ისაკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ” (მათ. 8. 11-12). და კიდევ “მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა” (მათ. 21. 43). რაც იუდეველთა მიერ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ შესრულდა.


კ ი თ ხ ვ ა : ქრისტიანებისა და იუდეველების სულიერ ნათესაობაზე ხომ არ მეტყველებს კათოლიკეთა მიერ მოციქულ პავლეს ეპისტოლედან მოყვანილი დამოწმებანი?


მ ი გ ე ბ ა : არა, დამოწმებული ეპისტოლენი საწინააღმდეგოს ამტკიცებენ; მოწმობენ ქრისტიანებისა და იუდეველთა სულიერ გათიშულობაზე, ცათა სასუფეველის იუდეველებისათვის აღკვეთასა და წარმართთათვის მის გადაცემაზე. კრების მიერ ზემოთ მოყვანილი (რომ. 9. 4-5) დამოწმების შემდეგ ვკითხულობთ: “ხოლო არა ეგებოდა, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაელისაგანნი ესენი არიან ისრაეალ, არცა არიან ნათესავნი აბრაჰამისნი ყოველნი შვილ, არამედ “ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავი”. ესე იგი არს, არა თუ შვილნი ჴორცთანი ესენი არიან შვილ ღმრთის, არამედ შვილნი იგი აღთქუმისანი შერაცხილ არიან ნათესავად” (რომ. 9. 6-8 ). და შემდეგ წინასწარმეტყველ ოსიას დამოწმებით: “ვითარცა ოსეს შინა იტყჳს: უწოდო არა ერსა ჩემსა ერად ჩემდა და არა საყუარელსა ჩემსა საყუარელად. და იყოს ადგილსა მას, სადა-იგი ერქუა მათ: არა ერი ჩემი თქუენ, მუნ იწოდნენ ძედ ღმრთისა ცხოველისა” (რომ. 9. 25-26). პავლე მოციქული მხოლოდ იმას კი არ ამბობს, რომ წარმართნი აბრაამის მემკვიდრენი გახდნენ აღთქმისამებრ, არამედ იმასაც, რომ ქრისტეს არამორწმუნე იუდეველებს აღეკვეთათ ცათა სასუფეველი: “ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა... იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა” (რომ. 11. 17. 20). ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში (ეფეს. 2. 14-15) პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ქრისტემ თავისი სისხლითა და ხორცით ჯვარზე შეარიგა მისი მორწმუნე წარმართები და იუდეველები, ე. ი. ქრისტიანები, მაგრამ ურწმუნოთა შერიგებაზე არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი.


კ ი თ ხ ვ ა : მაგრამ იქნებ ქრისტიანთა და იუდეველთა არსებული რწმენა სინამდვილეში სულიერად ახლოა ერთმანეთთან?


მ ი გ ე ბ ა : არა, სინამდვილეში ქრისტიანთა და იუდეველთა რწმენას სულიერი ნათესაობა არა აქვს: იუდეველები უარყოფენ ახალ აღთქმას და ქრისტიანთა ყოველგვარ სულიერ ჭეშმარიტებებს: წმიდა სამებას, იესო ქრისტეს – როგორც ღმერთ-კაცს, ძე ღმრთისას, მაცხოვარს, მსაჯულსა და მესიას; მას ჩვეულებრივ ადამიანად თვლიან, რომელსაც მამა არა ჰყავს; უარყოფენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს; მასაც და მის ძესაც ბოროტად გმობენ და სხვა. ქრისტეს სიტყვების თანახმად კი, “რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაÎსა” (მათ. 10.33).


კ ი თ ხ ვ ა : მაშ, რა განსხვავება და მსგავსებაა თაყვანისცემებში: ქრისტიანებისა ჭეშმარიტი ღმერთის – წმიდა სამებისადმი, ძველი იუდეველებისა – ჭეშმარიტი ღმერთისადმი და თანამედროვე იუდეველებისა – მათი ცრუღმერთისადმი?


მ ი გ ე ბ ა : რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც ეთაყვანებიან ქრისტიანები – ყოვლადწმიდა სამება, რომელმაც შექმნა სამყარო, და ძველი ებრაელებიც მასვე ეთაყვანებოდნენ; რაც იმით დასტურდება, რომ იგი დაბადების წიგნში, თავის თავზე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს და აბრაამსაც სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა მამრეს მუხასთან (დაბ. 1. 26; 3. 22; 4. 7; 18.1-5); მაგრამ ძველი აღთქმის ადამიანისათვის ეს საიდუმლო დაფარული იყო, რომელიც იესო ქრისტემ ხალხს სახარებაში გაუმხილა. მაგრამ, ვინაიდან იუდეველებმა არ მიიღეს ჭეშმარიტი ღმერთი (იესო ქრისტე და ყოვლადწმიდა სამება), იყვნენ კიდეც მისგან უარყოფილნი, უკუგდებულნი. ამიტომაც ეს საიდუმლო მათგან დაფარული დარჩა და ახლა ისინი ეთაყვანებიან ცრუღმერთს, რომელიც მათთვის ჭეშმარიტი ღმერთის სახელს ატარებს, მაგრამ არარსებულ ღმერთ-კერპად გვევლინება.


კ ი თ ხ ვ ა : როგორ უნდა შევაფასოთ კათოლიკური კატეხიზმოს განცხადება თანამედროვე იუდეველთა მიმართ, რომ ძველი აღთქმის ხალხი და ახალი აღთქმის ხალხი ერთი მიზნისაკენ მიისწრაფვიან და თვითოეული თავისებურად ელოდება მესიის მოსვლას?


მ ი გ ე ბ ა : სწორედ აქ ხდება ღვთივშთაგონებული ძველიაღთქმისდროინდელი რელიგიის შეცვლა თანამედროვე იუდაიზმის აბსოლუტურად ცრუ, ყალბი რელიგიით. ძველიაღთქმისდროინდელი იუდეველები მართლაც მოელოდნენ მესიის – ებრაელი ხალხის გადამრჩენელის – მოსვლას; ახლა კი იესო ქრისტეს უარყოფის შემდეგ ისინი ელოდებიან სხვა “მესიის” მოსვლას, რომელიც ქრისტიანული რწმენის თანახმად ანტიქრისტე იქნება.


კ ი თ ხ ვ ა : მაშ, როგორ შევაფასოთ კათოლიკეთა მიერ თანამედროვე იუდეველების “რწმენაში ჩვენს უფროს ძმებად” გამოცხადება?


მ ი გ ე ბ ა : სრულიად თვალსაჩინოა, რომ ასეთი განცხადება მთლიანად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ და იუდაისტურ სარწმუნოებათა საფუძვლებს; რაკი ვიცით იუდეველთა აზრი იესო ქრისტესა და მისი ყოვლადწმიდა დედის შესახებ (მათი ბოროტად გმობის შესახებ), ასეთი განცხადების გაკეთება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უარს ვიტყვით ქრისტიანულ ჭეშმარიტებებზე: რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, ღმერთკაცი, კაცობრიობის მაცხოვარი და მარადიული ცხოვრების მომნიჭებელი, რომელიც განხორციელდა სულიწმიდისა და ქალწული მარიამისაგან, რომ მისი ყოვლადწმიდა დედა არის ღვთისმშობელი და მარადქალწული. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ იუდეველთა გულისმოსაგებად იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ მუხანათობაა ჩადენილი.


ი თ ხ ვ ა : სწორია თუ არა კრების განცხადება, რომ “იუდეველები წარმოდგენილნი არ უნდა იყვნენ არც ღვთისაგან უარყოფილად, არც შეჩვენებულად, თითქოს ეს წმიდა წერილიდან გამომდინარეობს, რადგანაც არ შეიძლება “არაფრის სწავლება, რაც არ არის შეფარდებული სახარების ჭეშმარიტებასთან და ქრისტეს სახელთან” (არაქრისტიანულ რელიგიათა შესახებ დეკლარაცია, ნაწ. “ებრაული რელიგია”)?


მ ი გ ე ბ ა : არა, არ არის სწორი. წმიდა წერილი საწინააღმდეგოს გვასწავლის. მაგალითად, ქრისტეს იგავი ბოროტ მევენახეთა შესახებ (იხ. მათ. 21. 33-45; მარკ. 12. 1-12; ლუკ. 20. 9-19); ან წინასწარმეტყველება: “რაÎთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი, დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაÎთ, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაÎსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და საკურთხეველისა. ამენ გეტყÕ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა ამას ზედა” (მათ. 23. 35-36 და ლუკ. 11. 50-51). ანდა ანალოგიური წინასწარმეტყველებანი (იხ. მათ. 8. 11-12; 12. 41-42; 12. 43-45; ლუკ. 11. 31-32; 21. 23-24). აგრეთვე თვით იუდეველთა სიტყვები: “და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა” (მათ. 27. 25). კრების განცხადება უარყოფს სახარებაში ყველა ამ მუხლის არსებობას, რაც შეგნებულად წარმოადგენს აშკარა სიცრუეს.


კ ი თ ხ ვ ა : ზემოთქმულიდან გამომდინარე რა შეიძლება ითქვას იუდეველთა და ქრისტიანთა “სულიერი სიახლოვის” გამო კრების მტკიცებულების თაობაზე?


მ ი გ ე ბ ა : იგი აბსოლუტურად მცდარია, ყალბია, რადგან სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტიანობისა და იუდაიზმის ძირითად დებულებებს. კრება იქამდეს მიდის, რომ “ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებს არასამპიროვნულ “ ღმერთ-კერპს”, რომელსაც ეთაყვანებიან თანამედროვე იუდეველები, მიდის იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტად ერთადერთი მესიის უარყოფამდე, უარყოფს აგრეთვე ღმერთის ცათა სასუფეველის გარდაუვალ ჭეშმარიტებას; იესო ქრისტეს — როგორც ღმერთკაცის, სულიწმიდისა და ქალწული მარიამისაგან განკაცებას, განხორციელებას და მისი ყოვლადწმიდა დედის, როგორც ღვთისმშობლისა და მარადქალწულის არსებობას; ეწინააღმდეგება ახალი აღთქმის მრავალ მუხლს, რომლებიც სწორედ საპირისპიროს ამტკიცებენ, რასაც ასაბუთებენ აზრის დამახინჯებით საწინააღმდეგო და უტიფარი სიცრუით.


ქვეთავი 3

ქრისტიანთა და მაჰმადიანთა “სულიერი სიახლოვე”



კ ი თ ხ ვ ა : რას ამბობს ვატიკანის II კრება მაჰმადიანთა რწმენისა და ქრისტიანებთან მათი სულიერი სიახლოვის თაობაზე?


მ ი გ ე ბ ა : ვატიკანის II კრების ეკლესიის შესახებ დოგმატი ამტკიცებს: “მაგრამ გადარჩება ყველა, ვინც აღიარებს შემოქმედს და მათ შორის, პირველ რიგში მუსლიმანები, რომლებიც აბრაამის სარწმუნოების აღმსარებლებად თვლიან თავს, ჩვენთან ერთად ეთაყვანებიან ღმერთს – ერთს, მოწყალეს, რომელიც ადამიანებს უკანასკნელ დღეს განიკითხავს” (პუნქტი 16. აბზაცი 2). დეკლარაციაში არაქრისტიანულ რელიგიათა შესახებ კი ნათქვამია: “ეკლესია აგრეთვე პატივისცემით ეპყრობა მუსლიმანებს, რომლებიც ეთაყვანებიან ერთ ღმერთს, ცოცხალსა და მარადიულად მყოფს, მოწყალესა და ყოვლისშემძლეს, ცისა და მიწის შემოქმედს, ადამიანებისადმი მოლაპარაკეს” (ნაწ. “მუსლიმანური რელიგია”).


კ ი თ ხ ვ ა : მუსლიმანები და ქრისტიანები, სინამდვილეში თუ ეთაყვანებიან ერთსა და იმავე ღმერთს როგორც ამას კრება ამტკიცებს, როცა ამბობს, – “ჩვენთან ერთად ეთაყვანებიან ერთ ღმერთს”?


მ ი გ ე ბ ა : არა, ქრისტიანების ღმერთი და მუსლიმანების ცრუღმერთი სრულიად სხვადასხვაა: ქრისტიანები ეთაყვანებიან ერთ სამპიროვნულ (სამება და ერთარსება) ჭეშმარიტ ღმერთს – ერთარსებასა და განუყოფელ ჭეშმარიტ წმიდა სამებას (მამას, ძესა და სულიწმიდას); ქრისტიანთათვის მხოლოდშობილი ძე ღვთისა იესო ქრისტე – ჭეშმარიტი ღმერთი, ჭეშმარიტი ადამიანი (ღმერთკაცი), ადამიანთა მოდგმის მაცხოვარი და მსაჯულია. მუსლიმანები კი უარყოფენ ღმერთ-სამებას და ეთაყვანებიან ერთ, არასამპიროვნულ, ამგვარად, ცრუღმერთ-კერპს. ისინი უარყოფენ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთს, განიხილავენ მას, როგორც ქმნილებას, ადამის, აგრეთვე ნოეს, აბრაამის, მოსესა და სხვათა თანასწორად; მთავარ წინასწარმეტყველად ისინი მუჰამედს აღიარებენ. ს ახარე ბ ი ს მ იხედვ ით კ ი ქრისტეს უარმ ყოფელნ ი , თავად იქნებიან უაყოფილნი ზეცაში მამისა და ანგელოზების მიერ (მათ. 10. 33; მარკ. 8. 38; ლუკ. 12. 8).


კ ი თ ხ ვ ა : რითი განსხვავდება მუსლიმანთა თაყვანისცემა ქრისტიანთა თაყვანისცემისაგან?


მ ი გ ე ბ ა : ამ განსხვავებას აცხადებს მუსლიმანთა “წმიდა წერილი” – ყურანი. იგი ამტკიცებს: “მართალი არ არის ის, ვინც ამბობს, რომ ღმერთი სამობით ერთია, მაშინ, როცა არავითარი ღმერთი არ არის, გარდა ერთი ღმერთისა”; “მართლები არ არიან, რომლებიც ამბობენ, რომ მესია, მარიამის ძე, არის ღმერთი”; “გწამდეთ ღმერთისა და მის წარმომგზავნელთა მოციქულთა და ნუ იტყვით სამებას; თავი შეიკავეთ თქვენივე სიკეთისათვის. ღმერთი მხოლოდ ერთია, ვისაც თაყვანისცემა ეკუთვნის. აქებდეთ ღმერთს, არ შეიძლება, რომ მას შვილები ჰყავდეს”; “მესია, მარიამის ძე, მხოლოდ მოციქულია, ისევე, როგორც ისინი, ვინც მასზე ადრე იყვნენ” (მუხლი 5. 76; 5. 77; 5. 79. 4. 169); ამასვე იმეორებს ყურანის სხვა მუხლებიც (3. 52-53; 3. 78; 5. 19; 9. 30-31; 17. 111; 25. 2). ყურანი უარყოფს ჯვარცმას და იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილს, აცხადებს, რომ მის ადგილას სინამდვილეში აჩრდილი იყო (მუხლი 4. 154). ამის გარდა ყურანი სახარებიდან მრავალ დამოწმებას იყენებს, მაგრამ ყველა დამახინჯებულია ისე, რომ ვერ იცნობ ან ყველა სიცრუეა. მაგალითად, მოყვანილია თითქოსდა იესო ქრისტეს მიერ ნათქვამი სიტყვები, რომლებიც ყურანის ჭეშმარიტებას, ნამდვილობას ამტკიცებს და მუჰამედის მოსვლას წინასწარმეტყველებენ (მუხლი 61. 6). რა თქმა უნდა, ახალ აღთქმაში მსგავსი არაფერი წერია.


კ ი თ ხ ვ ა : მაგრამ, შესაძლოა თუ არა ერთი და იგივე ღმერთი, უბრალოდ სხვადასხვა წმიდა წერილსა და სხვადასხვა შთაგონებას აძლევდეს ქრისტიანებსა და მუსლიმანებს, თუკი კათოლიკეები ამტკიცებენ, რომ მუსლიმანთა ღმერთი “ადამიანებს ელაპარაკებოდა”?


მ ი გ ე ბ ა : არა, ასეთი ვარაუდი სრულიად შეუთავსებელია ჭეშმარიტი ღმერთის ქრისტიანულ გაგებასთან, რადგან რწმენის მთავარ ფუნდამენტალურ დებულებებში ბიბლია და ყურანი, ქრისტიანობა და ისლამი ერთი მეორეს საფუძველშივე ეწინააღმდეგება. ისლამის ჭეშმარიტებად აღიარებით, კათოლიკეები აღიარებენ, რომ ღმერთი თავის თავზე ურთიერთსაწინააღმდეგო ჭეშმარიტებას ამბობდა, თავის თავს ეწინააღმდეგებოდა, თავის სიტყვებს უარყოფდა და ცრუობდა. ეს უარყოფს ჭეშმარიტი ღმერთის მთავარ თვისებას – იყოს ყოვლადმართალი; ანიჭებს მას “სიცრუის მამის” თვისებებს (იოვ. 8. 44), გმობს წმიდა სამებასა და სულიწმიდას.


კ ი თ ხ ვ ა : მაშ, როგორ შევაფასოთ კათოლიკეთა მტკიცება, რომ მუსლიმანები ეთაყვანებიან “ღმერთს ცოცხალსა და მარადიულს, ყოვლადმოწყალესა და ყოვლის შემძლეს, ცისა და მიწის შემოქმედს”, “რომელიც ადამიანებს უკანასკნელ დღეს განიკითხავს”?


მ ი გ ე ბ ა : ეს მეტყველებს იმაზე, რომ კათოლიკეები განიხილავენ არასამპიროვანს, ღმერთად წოდებულ კერპს, რომელსაც მუსლიმანები ეთაყვანებიან. მას ცოცხალი, ჭეშმარიტი ღმერთის თვისებებში უთანაბრებენ ჭეშმარიტ ღმერთს – წმიდა სამებას, ჭეშმარიტი ღმერთის ფუნქციებს “ყოფენ” და კერპს “უნაწილებენ”.


კ ი თ ხ ვ ა : ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა შეიძლება ითქვას კრების მტკიცებულებაზე ქრისტიანთა და მუსლიმანთა თითქოსდა არსებული სულიერი სიახლოვის შესახებ?


მ ი გ ე ბ ა : იგი სრული სიყალბეა, რადგან ეწინააღმდეგება, როგორც ქრისტიანობის ფუძემდებლურ ჭეშმარიტებებს, ასევე ისლამის დებულებებსაც. ეფუძნება ლათინო-პაპისტების განდგომას ყოვლადწმიდა სამებისაგან, როგორც ერთი ღმერთისაგან. ეფუძნება ასევე იესო ქრისტეს, როგორც კაცობრიობის ერთადერთი მსაჯულის უარყოფას. ეს მტკიცებულება ჭეშმარიტი ღმერთის ყოვლადწმიდაობას უარყოფს და მას ცბიერის ფუნქციას მიაწერს; გმობს სულიწმიდას.


ქვეთავი 4

ქრისტიანთა და წარმართთა “სულიერი სიახლოვე”



კ ი თ ხ ვ ა : რას ამბობს კრება წარმართებისა და ქრისტიანების სულიერი სიახლოვის თაობაზე?


მ ი გ ე ბ ა : კრება წარმართებსაც იმათ რიცხვს მიაკუთვნებს, ვინც მუსლიმანების მსგავსად “აღიარებენ შემოქმედს” (დოგმატი ეკლესიის შესახებ. პ. 16. აბზაცი 2) და თვლის, რომ წარმართთა შორის ზოგჯერ არსებობს “მამის ან უზენაესი ღვთაების” აღიარება; “ინდუიზმში ადამიანები არკვევენ ღვთაებრივ საიდუმლოს... მიმართავენ რა ღმერთს სიყვარულით და სასოებით”; ბუდიზმი “ასწავლის გზებს... რომლითაც ადამიანები... შეძლებენ მიაღწიონ უმაღლეს გაბრწყინებას საკუთარი ძალღონით ან ზეგარდმო ძალების დახმარებით” (დეკლარაცია არაქრისტიანულ რელიგიათა შესახებ. ნაწ.: “სხვადასხვა არაქრისტიანული რელიგიები”).


კ ი თ ხ ვ ა : სწორია თუ არა, რომ წარმართები აღიარებენ შემოქმედს და მიმართავენ ღმერთს, როგორც ამას თვლიან ლათინო-პაპისტები?


მ ი გ ე ბ ა : არა, არ არის სწორი. ღმერთი მხოლოდ ყოვლადწმიდა სამებაა; წარმართები უარყოფენ წმიდა სამებას, როგორც ერთ ღმერთს და თაყვანს სცემენ სხვადასხვა ღმერთებს, შექმნილს ადამიანის ხელით, გონებით (ფილოსოფიით, მითებით, ეშმაკეული გამონაგონით). მაგალითად: ქალღმერთი კალი – ინდუიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაებაა. ჩვეულებრივ მას გამოსახავენ საზარელი სისხლისღვრის ფონზე მოკვეთილ თავებსა და თავისქალებს შორის. ქალღმერთს ენა აქვს გამოყოფილი, რაც ნიშნავს, რომ კვლავ სისხლი სწყურია. ინდუისტურ ტაძრებში კალის სწირავენ დაკლულ თხებს.


კ ი თ ხ ვ ა : მაგრამ წარმართობაში იქნებ ნამდვილად შეიძლება “უმაღლესი გაბრწყინების” მიღწევა და “ზეციური დახმარების” მიღება?


მ ი გ ე ბ ა : არა, არ შეიძლება. წარმართობაში ღმერთების უკან დაცემული სულები დგანან და დემონური ძალები მოქმედებენ, რომლებიც ადამიანებს “განაბრწყინებენ” და “შეეწევიან”. წმიდა დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: “რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან” (ფს. 95.5), ასევე პავლე მოციქული ამბობს: “ვითარმედ რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა” ( I კორ. 10. 20). ამიტომაც, როდესაც ლათინო-პაპისტები დემონებს ღმერთის მადლთან ათანაბრებენ, ამით გმობენ წმიდა წერილსა და სულიწმიდას.


კ ი თ ხ ვ ა : რას ნიშნავს კრების მიერ წარმართთა “უზენაესი ღვთაების” გათანაბრება “მამასთან”?


მ ი გ ე ბ ა : კათოლიკეები როდესაც წარმართთა უზენაეს ღვთაებას “მამასთან” აიგივებენ, ამით “მამას” წარმოადგენენ ღმერთად ძისა და სულიწმიდისაგან დამოუკიდებლად; ანუ, გაუყოფელ ყოვლადწმიდა სამებას “ყოფენ” და ქმნიან ახალ კერპს – დამოუკიდებელ ღმერთს – “მამას”.


კ ი თ ხ ვ ა : როგორ უნდა შეფასდეს კრების სწავლება წარმართთა “სულიერების” თაობაზე?


მ ი გ ე ბ ა : ეს სწავლება სრული სიყალბეა; ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას, რადგან დაფუძნებულია ლათინოპაპისტებისაგან იმის აღიარებაზე, რომ “ღმერთები” და “ღვთაებები”, რომელთაც წარმართები ეთაყვანებიან, ჭეშმარიტია; ეს სწავლება მათ და მათ უკან მდგომ დემონურ ძალებს ჭეშმარიტ ღმერთთან და ღვთის მადლთან ათანაბრებს, წმიდა სამებას უარყოფს, როგორც ერთ და განუყოფელ ღმერთს, ჰყოფს მას, ქმნის ახალ კერპს – დამოუკიდებელ “მამა” ღმერთს და ასევე გმობს სულიწმიდას .


კ ი თ ხ ვ ა : ზემოთქმულიდან გამომდინარე, სწორია თუ არა კათოლიკეთა განცხადება არაქრისტიანთა მიერ შემოქმედის აღიარების თაობაზე?


მ ი გ ე ბ ა : არა, არ არის სწორი, რადგან არაქრისტიანულ რწმენებში შექმნილი ღმერთები არის აღიარებული ნამდვილად. არაქრისტიანები ეთაყვანებიან ქმნილებებს, ხოლო ჭეშმარიტი ღმერთი ყოვლადწმიდა სამება უარყოფილი და დაგმობილია.


კ ი თ ხ ვ ა : რა შეიძლება ითქვას ქრისტიანებთან იუდეველების, მუსლიმანებისა და წარმართების “სულიერ სიახლოვეზე”, რასაც კრება ქადაგებს?


მ ი გ ე ბ ა : ეს მცდარი დებულებაა, რადგან სრულიად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტი ქრისტიანობის საფუძვლებს და არაქრისტიანული რელიგიების დებულებებსაც; უარყოფს ღვთაებრივი ჭეშმარიტების ერთადერთობას; უარყოფს ასევე ყოვლადწმიდა სამებას, როგორც ერთ და განუყოფელ ღმერთს; ჭეშმარიტ და ცოცხალ „ღმერთებად“ აღიარებს არასამპიროვან ღმერთ–კერპებს, ანიჭებს მათ ჭეშმარიტი ღმერთის თვისებებს. აგრეთვე აღიარებს წარმართთა „ღმერთებს“ და „უზენაეს ღვთაებებს“ და მათ უკან მდგომ დემონურ ძალებს; უარყოფს ჭეშმარიტი ღმერთის ყოვლადწმიდაობას და გმობს სულიწმიდას; მისი დასაბუთებანი აგებულია ეპისტოლეებისა და სახარების მთელი რიგი ადგილებისა და დებულებების დამახინჯებებსა და ფალსიფიკაციაზე.


ქვეთავი 5

არაქრისტიანთა ცხონებისათვის




კ ი თ ხ ვ ა : სწორად იუწყება თუ არა კრება, რომ ქრისტიანებმა, იუდეველებმა, მუსლიმანებმა და წარმართებმა ხსნა შეიძლება სხვადასხვა გზით მიიღონ?


მ ი გ ე ბ ა : არა, არ არის სწორი, რადგან ადამიანს ხსნის ჭეშმარიტ გზას მხოლოდ ქრისტიანობა სთავაზობს და ეს ერთადერთი გზაა, რომელსაც ადამიანი უნდა დაადგეს, რათა ღმერთთან მივიდეს, სასუფეველი მოიპოვოს და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს. ამაშია ღვთაებრივი ზეშთაგონება და ქრისტიანული სარწმუნოების მთელი აზრი და შინაარსი. როგორც წმიდა ლუკა მახარებელი ბრძანებს, ქრისტეს სახელის გარეშე “არავინაÎ არს სხÕთ ცხორებაÎ და არცაღა არს სახელი სხუაÎ ცასა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხოვრებაÎ ჩვენდა” (საქ. მოც. 4. 12).


კ ი თ ხ ვ ა : სწორედ ამბობენ თუ არა კათოლიკენი, რომ ყველა რელიგია, როგორც ქრისტიანული, ისე არაქრისტიანული, ამა თუ იმ წილად ღვთივშთაგონებულია? კათოლიკური ეკლესიის სწავლების თანახმად ყველაშია “სიმართლის მარცვალი”, აგრეთვე “შემოქმედისა” და “ღმერთის” რწმენა.


მ ი გ ე ბ ა : არა, კათოლიკური ეკლესიის ეს ახალი სწავლება და დებულება არასწორია, ვინაიდან ერთადერთი ღვთივშთაგონებული რელიგია, დამყარებული ღვთის სიტყვაზე – წმიდა წერილსა და წმიდა მამათა გადმოცემებზე, შვიდი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებებსა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებაზე – არის ქრისტიანობა; მხოლოდ ქრისტიანები აღიარებენ ჭეშმარიტ ღმერთსა და შემოქმედს, წმიდა სამებასა და იესო ქრისტეს. არაქრისტიანული რელიგიები კი (ძველი აღთქმისეულის გარდა) არის მთლიანად ყალბი, არაღვთივშთაგონებული (ვიღაცის მიერ მოგონილი, შეთხზული); ყოველი სიტყვა და წინადადება , რომელიც, ერთი შეხედვით, ჭეშმარიტებას წააგავს, ატარებს სრულიად სხვა, გაუკუღმართებულ აზრს; ისინი სიმართლის მარცვალს კი არ შეიცავენ, არამედ მხოლოდ ღვარძლს, ხორბლის მიმბაძველს (შეად. მათ. 13. 24-28), ხოლო მათი რწმენა და თაყვანისცემა მიმართულია არა შემოქმედი ჭეშმარიტი ღმერთისადმი (რომელსაც ისინი უარყოფენ ), არამედ ქმნილებებისადმი – ცრუ ღმერთ–კერპებისა და დემონებისადმი (იხ. ზემოთ. თავი III. ქვეთ. 2-4).


კ ი თ ხ ვ ა : რა შეიძლება ითქვას კათოლიკეთა სწავლებაზე, თითქოსდა სულიწმიდა ემყარება “სიმართლის მარცვალს” და ნაყოფიერად მოქმედებს ქრისტიანული ეკლესიის ხილული ორგანიზმის გარეთ, რაც “ყველა რელიგიის საერთო სოტერიოლოგიურ ფესვს” ქმნის?


მ ი გ ე ბ ა : ესეც მცდარი დებულებაა, რადგან არ არსებობს არავითარი “წმიდა სული”, რომელიც “ნაყოფიერად მოქმედებს” კერპთაყვანისმცემლობაში და დემონებისადმი თაყვანისცემაში ( სულიწმიდა არ შეიძლება ყოვლადწმიდა სამებისა და იესო ქრისტესაგან მოწყვეტით მოქმედებდეს, რომელთაც არაქრისტიანები უარყოფენ), რადგანაც მათში სულ სხვა სული მოქმედებს. არაქრისტიანულ რელიგიებში ყოველგვარი ურთიერთობა – ღმერთთან შეერთება ან ღვთისკენ მოძრაობა მთლიანად გამორიცხულია; ხოლო იმ გზებს, რომელსაც ხალხს სთავაზობენ, ისინი მიჰყავს არა ღმერთთან ცათა სასუფეველში, არამედ დაღუპვისაკენ – ჯოჯოხეთში. ამის შესახებ გვაუწყებს ახალი აღთქმის მრავალი მუხლი; მაგალითად: “არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ” (იოვ. 14. 6); “რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა” (იოვ. 5. 23); “რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხონებაÎ საუკუნოÎ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაÎ, არამედ რისხვაÎ ღმრთისაÎ დადგრომილ არს მის ზედა” (იოვ. 3. 36); “რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა” (იოვ. 3. 18) და სხვა. ასე რომ , ყველა რელიგიათა საერთო სოტერიოლოგიური ფესვის თაობაზე ვატიკანის განცხადება არის სიცრუისა და ჭეშმარიტების გათანაბრებისა და პანეკუმენიზმის გამართლების მცდელობა .


კ ი თ ხ ვ ა : სწორია თუ არა ლათინო-პაპისტების მტკიცება, რომ მუსლიმანები, იუდეველები და სხვა არაქრისტიანები ღვთის ხალხს მიეკუთვნებიან და ჭეშმარიტებაზე მოქცევას არ საჭიროებენ? (დოგმატი ეკლესიის შესახებ პ.პ. 13 და 16).


მ ი გ ე ბ ა : არა, არ არის სწორი. კათოლიკეები წმიდა სამებასა და სულიწმიდას ბოროტად სწამებენ ცილს იმის თქმით, რომ ღვთის მადლმა, ანუ სულიწმიდის მადლმა მოუწოდა მათ ეძიონ ხსნა ყალბი (ცრუ) გზებით (კერპებისა და ეშმას თაყვანისცემით, ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფით). არაქრისტიანობაში მოქმედებს ღვთის მადლი მამხილებელი, შემაგონებელი და არა – მხსნელი .


კ ი თ ხ ვ ა : არაქრისტიანთა სხვადასხვა გზებით ხსნის შესახებ სწავლების გასამყარებლად ლათინო-პაპისტებს ღვთის განგებით ხსნა მოჰყავთ. რა შეიძლება ითქვას ამის თაობაზე?


მ ი გ ე ბ ა : მართლაც, მხსნელი განგება მთელ კაცობრიობას მოიცავს და ბიბლიაში ადამის ცოდვით დაცემის მომენტიდან ცხადდება. ქვეყნად მაცხოვრის მომავალი მოსვლის შესახებ ძველ აღთქმაში ასეულობით წინასწარმეტყველებაა, ხოლო დედამიწაზე მისმა მოსვლამ, ღმერთკაცად – იესო ქრისტედ განხორციელებამ, ხალხისადმი მისმა მსახურებამ და ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად თავის დადებამ ადამიანთა ხსნას გაუხსნა გზა. მაგრამ ადამიანი რომ ამ გზას დაადგეს, ცოდვები უნდა მოინანიოს, სახარება იესო ქრისტესი ირწმუნოს – “მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაÎ, შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაΔ (მარკ. 1. 15) – და ქრისტეს გაჰყვეს. მხოლოდ ქრისტეს რწმენა და მისი გზით სვლა მიგვიყვანს ღმერთთან და ვპოვებთ ხსნას – დავიმკვიდრებთ ცათა სასუფეველსა და მარადიულ ცხოვრებას.


კ ი თ ხ ვ ა : როგორღა შევაფასოთ კათოლიკეთა სწავლება ხსნის შესახებ, ერთი მხრივ, ისინი კი არ უარყოფენ, არამედ ადასტურებენ, რომ ხსნა შეიძლება მხოლოდ იესო ქრისტეში; მეორე მხრივ, კი აცხადებენ არაქრისტიანთა სხვადასხვა გზით ხსნას, იმათ ხსნას – ვინც წმიდა სამებასა და იესო ქრისტეს უარყოფს და ეთაყვანება ქმნილებებს: ღმერთ-კერპებს, “უზენაეს ღვთაებებსა” და დემონებს?


მ ი გ ე ბ ა : ეს სწავლება და მისი დასაბუთება რომაული კათოლიციზმის იეზუიტურ არსს — ორპირობას ააშკარავებს. ღვთაებრივი ზეშთაგონების, სამოციქულო ქრისტიანული რწმენისა და ქრისტეს ეკლესიისადმი კათოლიკეთა მიერ დეკლარირებული ერთგულება მხოლოდ სიტყვიერი საფარია მათ მიერ უხეშად დამახინჯებული ქრისტიანული საფუძვლებისა: ღვთის განგებით ადამიანთა ხსნისა, განხორციელებული ძე ღმრთისას მისიის შესახებ და რელიგიათშორის ეკუმენიზმის ქადაგებას ემსახურება, რაც ფაქტობრივად იესო ქრისტეს, წმიდა სამების, ღვთაებრივი ზეშთაგონების, ახალი და ძველი აღთქმის ღალატს ნიშნავს.


კ ი თ ხ ვ ა : ზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთოდ, რა შეიძლება ითქვას ლათინო-პაპისტურ დოქტრინაზე ქრისტიანთა, იუდეველთა, მუსლიმანთა და “სხვადასხვა გზით” შემოქმედის ჯერ კიდევ მაძიებელთა შესახებ?


მ ი გ ე ბ ა : ეს ახალი დოქტრინა ყალბია , ანტი ქრისტიანულია , ვინაიდან დამყარებულია კათოლიკეთა ჭეშმარიტებას მოკლებულ განცხადებაზე, თითქოს არსებობდეს ქრისტიანებისადმი არაქრისტიანთა “სულიერი სიახლოვე”, მათში “შემოქმედისა” და “ღმერთის” რწმენა.

ეს დოქტრინა მთლიანად აგებულია სახარების არსისა და ღვთიური ზეშთაგონების, აგრეთვე არაქრისტიანული რელიგიების ძირითად დებულებათა დამახინჯებასა და ფალსიფიკაციაზე რასაც ქრისტიანული რწმენის ძირითად ჭეშმარიტებათა უმეტესობის უარყოფამდე მივყავართ.


ქვეთავი 6

ვატიაკანის II კრების ახალი წესები და ქრისტიანობასთან მათი წინააღმდეგობანი




კ ი თ ხ ვ ა : რას წარმოადგენს ვატიკანის II კრების ახალი წესები, რაც ლათინო-პაპისტების რელიგიათშორის ეკუმენიზმს (პანეკუმენიზმს) ასახავს და როგორია ქრისტიანულ სარწმუნოებასთან მათი წინააღმდეგობანი და შეუთავსებლობა?


მ ი გ ე ბ ა : ვატკანის II 1962-2965 წ.წ. კრების მიერ მიღებულ (იხ. ლიტ. სია პ. 17) სწავლებებში, მის მთავარ დოკუმენტში – „ეკლესიის შესახებ დოგმატურ დადგეენილებაში“ და „არაქრისტიანულ რელიგიათა მიმართ ეკლესიის დამოკიდებულების დეკლარაციაში“,რომელიც დადასტურებულია და განვითარებულია 1992 წლის კათოლიკური კატეხიზმოთი (იხ. ლიტ. სია. პ 18), რომლებიც გამოხატავენ ვატიკანის ოფიციალურ სწავლებას, ლათინო–პაპისტებმა:

1. განაცხადეს და “დაასაბუთეს” დებულება მსოფლიო უნივერსალური ეკლესიის შესახებ, რომელშიც სხვადასხვა გზით შევლენ ყველა კონფესიის ქრისტიანები და ყველა, ვისაც სწამს შემოქმედი” – იუდეველები, მუსლიმანები და წარმართები, ვისაც სწამს “ღმერთი” და “უზენაესი ღვთაებები”, რითაც უარყოფილია ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტება;

2. განაცხადეს და “დაასაბუთეს” ქრისტიანთა, მუსლიმანთა და წარმართთა სხვადასხვა გზით ხსნის შესაძლებლობა, რაც ქრისტიანობის არსსა და ღვთაებრივ ზეშთაგონებას ეწინააღმდეგება, მთლიანად ამახინჯებს ღვთის განგებით ადამიანთა ხსნისა და განხორციელებული ძე ღვთისას მისიას;

3. “ცოცხალ შემოქმედებად” აღიარეს არაპიროვნული ღმერთ-კერპები, რომელთაც მუსლიმანები და თანამედროვე იუდეველები და წარმართთა “ღმერთები” და “უზენაესი ღვთაებები” ეთაყვანებიან, რითაც განუდგნენ ერთი ღმერთის, ყოვლადწმიდა სამების (მათ შორის, საღვთო სჯულის) ფუძემდებლურ ჭეშმარიტებას;

4. წარმართთა “უზენაესი ღვთაებები” გააიგივეს მამა ღმერთთან, მას განიხილავენ როგორც თვითმყოფ “ღმერთს”, ძისა და სულიწმიდისაგან დამოუკიდებლად, რითაც “გააცალკევეს” განუყოფელი ყოვლადწმიდა სამება. ამით მათ შექმნეს ახალი ღმერთ-კერპი “მამა”;

5. უარყვეს კაცობრიობის ერთადერთი მსაჯული – იესო ქრისტე;

6. წარმართთა “გაცისკროვნება”, “შუქის მოფენა” და “ზეგარდმო შემწეობა”, წარმართობის დემონური ზეგავლენა გაუთანაბრეს სულიწმიდის მადლს, რაც მისი გმობაა ;

7. მუჰამედისაგან მიღებული “ზეშთაგონება” ჭეშმარიტებად აღიარეს, რითაც განუდგნენ ღვთაებრივ ზეშთაგონებას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტს და უარყვეს ღმერთის ყოვლადწმიდობა. იგი გაუთანაბრეს “სიცრუის მამას”, რითაც დაგმეს ყოვლადწმიდა სამება და სულიწმიდა ;

8. გამოაცხადეს, რომ იუდეველები, მუსლიმანები და წარმართთა ნაწილი ღვთის მადლით ხსნისაკენ არიან მოწოდებულნი. ამით აღიარეს, რომ “ღვთის მადლი” მათ ხსნის აშკარად მცდარი გზისაკენ მიმართავს. ამით კიდევ ერთხელ დაგმეს ყოვლადწმიდა სამება და სულიწმიდა ;

9. გამოაცხადეს, რომ ქრისტიანობასა და თანამედროვე იუდაიზმს მსგავსი მიზნები აქვთ, რომ იუდეველები “მესიას” მოელიან; ამით უარყვეს ჭეშმარიტება ქრისტეზე, როგორც ერთადერთ მხსნელსა და მაცხოვარზე; ასევე უარყვეს სწავლება ანტიქრისტეზე, როგორც ცრუ “მესიაზე”. ამით უარყვეს სწავლება ზეციურ ცათა სასუფეველში მომავალი ცხოვრების შესახებ;

10. განაცხადეს, რომ ყველა რელიგიაშია “სიმართლის მარცვალი” და ნაყოფიერად მოქმედებს სულიწმიდის მხსნელი ძალა, რითაც ისევ უარყვეს ღვთაებრივი ზეშთაგონება, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტება; ამით ერთმანეთთან გაათანაბრეს ძის სიტყვა და ადამიანისა და ეშმას მონაგონი; ამით კიდევ ერთხელ დაგმეს ყოვლადწმიდა სამება და სულიწმიდა და სულიწმიდა კიდევ ერთხელ გამოაცალკევეს, როგორც ყოვლადწმიდა სამებისა და იესო ქრისტესაგან დამოუკიდებლად მოქმედი. ამით შექმნეს ახალი ღმერთ-კერპი “წმიდა სული”;

11. თანამედროვე იუდეველები გამოაცხადეს სარწმუნოებაში “ჩვენს უფროს ძმებად”. ამით დაეთანხმნენ იუდეველებს, რომლებიც გმობენ — იესო ქრისტეს, როგორც ღმერთ-კაცს, სულიწმიდისა და ქალწული მარიამისაგან მის განხორციელებას, ჭეშმარიტად ყოვლადწმიდა მარიამს, როგორც ღვთისმშობელსა და მარადქალწულს;

12. საკუთარი სწავლება ააგეს სახარებისა და მოციქულთა ეპისტოლეების რიგი დებულებების აზრის დამახინჯებებსა და ფალსიფიკაციაზე.


კ ი თ ხ ვ ა : კათოლიკეთა ახალ სწავლებას საერთო ჯამში ქრისტიანული სარწმუნოების რომელ ფუძემდებლურ ჭეშმარიტებათა უარყოფამდე მივყავართ?


მ ი გ ე ბ ა : ქრისტიანული სარწმუნოების ფუძემდებლური ჭეშმარიტებანი, რომლებიც უარყოფილი და შერყვნილია ლათინო-პაპისტთა ახალი სწავლების მიერ, არის შემდეგი:

უარყოფილია:

ყოვლადწმიდა სამება როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი;

საღვთო რჯული პირველი მცნება;

იესო ქრისტე, როგორც სამყაროს ერთადერთი მაცხოვარი და კაცობრიობის მსაჯული, მხსნელი და მესია;

ღვთაებრივი ზეშთაგონება;

წმიდა სამების განუყოფელობა;

ღმერთის ყოვლადსამართლიანობა;

ჭეშმარიტება ქრისტეს ეკლესიის შესახებ;

ანტიქრისტე, როგორც ცრუ მესია.

შერყვნილია და დამახინჯებულია:

ღმერთის განგებით კაცობრიობის ხსნა და განხორციელებული ძის მისია.

უარყოფილია უცილობელი ჭეშმარიტება:

მომავალი საუკუნის ცხოვრების, როგორც ღმერთის ცათა სასუფევლის თაობაზე;

იესო ქრისტეს, როგორც ღმერთკაცის თაობაზე;

მისი განხორციელება სულიწმიდისა და ქალწული მარიამისაგან;

მისი ყოვლადწმიდა დედის, როგორც ღვთისმშობლისა და მარადქალწულის თაობაზე.




კ ი თ ხ ვ ა : საერთოდ რა უნდა ითქვას ვატიკანის II კრების შემდეგ ქრისტიანული სარწმუნოების მიმართ ლათინოპაპისტთა წინააღმდეგობებზე?


მ ი გ ე ბ ა : ლათინო-პაპისტები დაადგნენ პანეკუმენიზმის გზას, ქრისტიანობის თითქმის ყველა ფუძემდებლური ჭეშმარიტების უცვალებლობას გმობენ, რყვნიან და უარყოფენ, რითაც გაყიდეს ჭეშმარიტი ღმერთი – ყოვლადწმიდა სამება, იესო ქრისტე და მთლიანად ქრისტიანული სარწმუნოება. ლათინო–პაპისტები მას მერე, რაც მწვალებლობით განუდგნენ მართმადიდებელ ეკლესიას, უფრო და უფრო ღრმა მწვალებლობაში იძირებიან. დღეს ისინი ანტიქრისტიანებად უფრო გვევლინებიან, ვიდრე ქრისტიანებად.



ქვეთავი 7

რომაული-კათოლიციზმი ვატიკანის II კრების შემდეგ



კ ი თ ხ ვ ა : შეიძლება თუ არა რომაული-კათოლიციზმი ერეტიკულ ქრისტიანულ რწმენად ჩაითვალოს?


მ ი გ ე ბ ა : რომაული-კათოლიციზმი ვატიკანის II კრებამდე ერიტიკულ ქრისტიანულ რწმენად ითვლებოდა. მის შემდეგ კი იგი გადაიქცა ნეოწარმართულ, ანტიქრისტიანულ რელიგიად.


კ ი თ ხ ვ ა : რაში გამოიხატება კათოლიკეთა ნეოწარმართობა?


მ ი გ ე ბ ა : კათოლიკეთა ნეოწარმართობა იმით გამოიხატება, რომ უარყვეს ერთი ღმერთი, ჭეშმარიტ “ცოცხალ ღმერთებად” აღიარებენ იუდეველთა და მუსლიმანთა არასამპიროვნულ ღმერთ-კერპებს, წარმართთა “ღმერთებსა” და “უზენაეს ღვთაებებს”, დემონებს ათანაბრებენ ჭეშმარიტ ღმერთთან წმიდა სამებასთან; მათ მიაწერენ ჭეშმარიტი ღმერთის, შემოქმედის, მსაჯულისა და სხვა ფუნქციებს და მათდამი თაყვანისცემას ცხონებისაკენ სვლად თვლიან.


კ ი თ ხ ვ ა : ლათინო-პაპისტები თვლიან თუ არა არაქრისტიანთა სათაყვანო “ღმერთებს” და ყოვლადწმიდა სამებას სხვადასხვა “ცოცხალ ღმერთებად”, თუ მათ განიხილავენ ერთი და იმავე “ჭეშმარიტი ღმერთის” სახელებად, გამოვლინებად, განსახიერებად?


მ ი გ ე ბ ა : კრების დოკუმენტებში ასახული გამონათქვამების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ლაპარაკია მათ მიერ “ერთი ღმერთის” მრავალი სახელისა და გამოვლინების აღიარებაზე.


კ ი თ ხ ვ ა : იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველა “ღმერთებსა” და ყოვლადწმიდა სამებას თვლიან “ერთი ღმერთის სხვადასხვა გამოვლინებად და სახელებად, კათოლიკეები წარმართებად ითვლებიან, თუ არა?


მ ი გ ე ბ ა : დიახ, ითვლებიან, რადგან ერთი სახეცვალებადი ღმერთისადმი რწმენა არაქრისტიანობაში ქმნილი ღმერთკერპებისადმი თაყვანისცემას კი არ აღმოფხვრის, არამედ კათოლიკეთა მხრიდან კიდევაც ავსებს მას.


კ ი თ ხ ვ ა : მაგრამ, მაინც, თვითონ კათოლიკეები აგრძელებენ თუ არა ჭეშმარიტი ღმერთის – ყოვლადწმიდა სამებისადმი თაყვანისცემას?


მ ი გ ე ბ ა : არა, ლათინო-პაპისტები ეთაყვანებიან მათ მიერ შექმნილ ცრუღმერთს, რომელიც მხოლოდ იწოდება ჭეშმარიტ ღმერთად – ყოვლადწმიდა სამებად. ეს არის ცრუღმერთი, რომელსაც ერთიან და დაუნაწილებელ, განუყოფელ ყოვლადწმიდა სამებასთან შედარებით კათოლოკეებმა წაართვეს ერთიანობა, განუყოფელობა და ყოვლადწმიდაობა; ხოლო ცალკეული ფუნქციები – შემოქმედისა, მსაჯულისა – გაუნაწილეს სხვა “ღმერთებს” და ღვთაებებს, თვით ის კი გადააქციეს ერთი ღმერთ-კერპის მრავალთაგან ერთ-ერთ სახელად და განსახიერებად, რომელსაც უწოდეს “შემოქმედი”.


კ ი თ ხ ვ ა : კათოლიკეთა სარწმუნოება გვევლინება თუ არა წარმართობის სრულიად ახალ სახეობად, თუ მას ანალოგი აქვს?


მ ი გ ე ბ ა : თანამედროვე რომაული კათოლიციზმის უშუალო წინამორბედია – ნეოინდუიზმი, რომელიც XIX ს-ში აღმოცენდა, თვითონ კი მისი ნაირსახეობაა. ნეოინდუიზმი თვლის, რომ ინდუსებიც, მუსლიმანებიც, ქრისტიანებიც და აგრეთვე ყველა სხვა რელიგიათა წარმომადგენლები ეთაყვანებიან ერთსა და იმავე “ღმერთს”, რომელსაც მრავალი სახელი აქვს; რომ მსოფლიოს ყველა თანამედროვე საღვთო წერილი მეტყველებს ერთსა და იმავე “ღმერთზე”, რომელსაც სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: აბსოლუტური ყოფიერება ან შივა ან კრიშნა ან ალაჰი ან ქრისტე და ა. შ. ნეოინდუისტურ ღმერთს ადარებენ ქამელეონს, რომელიც სხვადასხვა რელიგიებში სახეცვლილი ფორმით წარმოგვიდგება. 1893 წელს რელიგიათა ჩიკაგოს მსოფლიო კონგრესზე სვამი ვივეკანანდამ წამოაყენა იდეა – შეიქმნას მსოფლიო უნივერსალური რელიგია. ეს საფუძვლად დაედო საერთო რელიგიურ ეკუმენიზმსა და ლათინო-პაპისტთა სწავლებას. ზემოხსენებულ ქამელეონს კათოლიკეებმა უწოდეს “შემოქმედი” ან “მამა”(ან “მსოფლიო ქრისტე”, როგორც მას მსოფლიო უნივერსალური რელიგიის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, იეზუიტმა ტეიარ დე შარდენმა უწოდა).


კ ი თ ხ ვ ა : რატომ არის ლათინო-პაპიზმი ანტიქრისტიანული რელიგია და არა – უბრალოდ არაქრისტიანული?


მ ი გ ე ბ ა : იმიტომ, რომ მათ უარყვეს და დაამახინჯეს ქრისტიანობისა და ღვთაებრივი გამოცხადების ძირითადი არსი: კაცობრიობის ცხონება, ღვთის განგება, განკაცებული ძის მისია, ჭეშმარიტებანი ერთი ღმერთის – ყოვლადწმიდა სამებისა და ქრისტეს ეკლესიის შესახებ და სხვა. ეს ახალი წარმართული ცნებებითა და წარმოდგენებით შეცვალეს; ამასთან შეინარჩუნეს ქრისტიანობის გარეგნული სახე. კათოლიციზმი ქრისტიანობას აქტიურად ანგრევს შიგნიდან; ჭეშმარიტი ღმერთის (ყოვლადწმიდა სამებისა და იესო ქრისტეს) და მისი გამოცხადების წინააღმდეგ ბევრად უფრო ეფექტურად იბრძვის, ვიდრე სხვა არაქრისტიანული რელიგიები .


კ ი თ ხ ვ ა : სინამდვილეში რა მიზანს ემსახურება ვატიკანის II კრების ახალი სწავლება?


მ ი გ ე ბ ა : რომაული კათოლიციზმის ახალი წესების ჭეშმარიტი მიზანია: შექმნას მსოფლიო უნივერსალური რელიგია, რაც საფუძველს შექმნის ანტიქრისტეს რელიგიისათვის და, რომელიც მსოფლიოს ყველა ძირითად რწმენათა განმაზოგადებელი კონგლომერატი იქნება; შექმნას ერთიანი მსოფლიო უნივერსალური ეკლესია პაპის მეთაურობით, სადაც თაყვანისცემა მოხდება სხვადასხვა ღმერთისადმი, რომელთაც სხვადასხვა სახელი ექნება და ერთიან ღმერთ-კერპს განასახიერებს – “შემოქმედს” ან მამას ან ”მსოფლიო ქრისტეს” და ა .შ.


კ ი თ ხ ვ ა : ზემოთ მოთხრობილიდან გამომდინარე ვატიკანის II კრების შემდეგ რას წარმოადგენს რომაული კათოლიციზმი?


მ ი გ ე ბ ა : ვატიკანის II კრების შემდეგ რომაული კათოლიციზმი მოგვევლინა ანტიქრისტიანულ ნეოწარმართულ ცრურელიგიად, რომელიც ქრისტიანულ ტერმინოლოგიას ამოფარებული ფარულ აქტიურ ბრძოლას აწარმოებს ღმერთის (ყოვლადწმიდა სამებისა) და მისი გამოცხადების (ახალი აღთქმისა და მთლიანად გამოცხადების) წინააღმდეგ; საფუძველს უყრის მსოფლიო უნივერსალურ ანტიქრისტეს რელიგიასა და ეკლესიას.


ვატიკანის II კრების ზოგიერთი მასალა

ა) დოგმატური დადგენილება ეკლესიის თაობაზე




პ. 13 “(დასასრული) ამრიგად, ყველა ადამიანი მოწოდებულიაღვთის ხალხის კათოლიკური ერთიანობისაკენ, რაც საყოველთაო მშვიდობის მომასწავებელი და განმამტკიცებელი ნიშანია, რაშიც სხვადასხვანაირად ერთიანდებიან ერთგული კათოლიკენიც და ქრისტეს სხვა მორწმუნენიც და ბოლოს, უკლებლივ ყველა ადამიანი, ღვთის მადლით ხსნისაკენ მოწოდებული.

პ.14 “წმინდა კრება, რა თქმა უნდა, თავის მზერას პირველ რიგში ერთგულ კათოლიკეებს მიაქცევს. წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემებზე დაყრდნობით ის ასწავლის, რომ ეს მოარული, მოხეტიალე, მოგზაური ეკლესია აუცილებელია ხსნისათვის. ერთადერთი მხოლოდ ქრისტეა შუამავალი და გზა ხსნისა და ის ჩვენთვის მყოფობს თავის სხეულში, რომელიც არის ეკლესია; ის ზუსტი სიტყვებით, რწმენითა და ნათლობის დაჟინებული მოთხოვნით (შეად.; იოვ. 3.5) ამტკიცებს ეკლესიის აუცილებლობას, რომელშიც, როგორც კარებში, შედიან ნათლობის საშუალებით. ამიტომაც ადამიანები, რომელთათვისაც კათოლიკური ეკლესია ცნობილია როგორც აუცილებელი, რომელიც ღმერთმა დააფუძნა იესო ქრისტეს საშუალებით გადარჩებიან, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც ან შესვლა არ სურთ მასში, ან – დარჩენა, ხსნას ვერ მოიპოვებენ.

პ. 15. “ეკლესია, მიზეზთა გამო, თვლის თავს იმათთან დაკავშირებულად, ვინც თუმცა მონათლულია და ქრისტიანად იწოდება, მაგრამ არ აღიარებს შეულახავ რწმენას ან პეტრეს მემკვიდრის, მონაცვლის მეთაურობით, არ იცავს ურთიერთობის მთლიანობას.

პ. 16. 1) “დაბოლოს, ისინი, რომელთაც სახარება ჯერ არ მიუღიათ, ღვთის ხალხს სხვადასხვა გზით მიეკუთვნებიან. უპირველესად კი ის ხალხი, რომელთაც ნაბოძები აქვთ აღთქმები და მცნებები და რომელთაგან თვით ქრისტე იშვა ხორციელად, “რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი და მსახურებანი და მითხრობანი; რომელთანი იყვნეს მამანი და რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ღმერთი ყოველთა ზედა, კურთხეულ უკუნისამდე, ამინ” (რომ. 9.4-5); “სახარებისა მისგან – მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან – საყუარელი მამათათჳს. რამეთუ შეუნანებელი არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი” (რომ. 11.28-29).

2) ღვთის მხსნელი მადლი მოიცავს მათაც, ვინც აღიარებს შემოქმედს; მათ შორის, პირველ რიგში, მაჰმადიანებს, რომლებიც თავს თვლიან აბრაამის სარწმუნოების აღმსარებლებად, ჩვენთან ერთად ეთაყვანებიან ერთ, მოწყალე ღმერთს, ვინაც უკანასკნელ დღეს განსჯის ადამიანებს.

3) მაგრამ ღმერთი მათგანაც არ არის შორს, ვინც ლანდებისა და გამოსახულებების საშუალებით ეძიებს იდუმალ ღმერთს, რამეთუ ის (ღმერთი) თვით ანიჭებს მათ სიცოცხლესა და სუნთქვას და ყოველივეს (შდრ. საქმე 17. 25-28) და რამეთუ მაცხოვარს ნებავს, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს (შდრ. I ტიმ. 2.4).

მაგრამ თუკი ადამიანი, არა საკუთარი ბრალის გამო, ჯერ არ იცნობს სახარებასა და მის ეკლესიას, მაინც წრფელი გულით ეძიებს ღმერთს და მადლის ზემოქმედებით ესწრაფვის თავისი საქმეებით ღვთის ნების აღსრულებას, რასაც იგი საკუთარი სინდისის ხმით შეიცნობს, შეუძლია მიიღოს საუკუნო ცხონება. ხსნის გზაზე აუცილებელ შემწეობაზე ღვთის განგება უარს არ ეუბნება მას, ვისაც თავისი ბრალის გარეშე ჯერ არ მიუღწევია ღმერთის ნათლად შეცნობისათვის და ღვთის მადლით ცხოვრებას ცდილობს; რამეთუ ყველა სიკეთესა და ჭეშმარიტებას მათგან მოპოვებულს, ეკლესია უფლის სახარებისათვის მომზადებასა და მისი ნიჭის წყალობად მიიჩნევს, ვინც მას – ყოველ ადამიანს – ანათლებს, რათა საბოლოოდ მოიპოვოს ცხოვრება.

4) მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ მზაკვარის მიერ შეცდენილი ადამიანები ჭკუას ატანენ ძალას და ღმერთის ჭეშმარიტებას ამაოდ ცვლიან სიყალბით, სიცრუით და შემოქმედის ნაცვლად ემსახურებიან ქმნილებებს, ანდა ცხოვრობენ და კვდებიან უღმერთოდ და უკიდურესად იმედდაკარგულნი. ამიტომ ღმერთის სადიდებლად ყველა ამ ადამიანის შემწეობისა და ხსნისათვის ეკლესია იხსენებს ღვთის სწავლებას, “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსცემდით მათ” (მათ. 28.19) და თავგამოდებით, გულმოდგინედ ზრუნავს მისიონერული საქმის განვითარებისათვის. (კრების დოკუმენტებში მე-16 პუნქტი ერთიანი ტექსტითაა მოცემული. აბზაცები, ნომერაცია და კურსივი შემდგენლისაა).


ბ) არაქრისტიანული რელიგიებისადმი ეკლესიის დამოკიდებულების დეკლარაცია

სხვადასხვა არაქრისტიანული რელიგიები




2. “უძველესი დროიდან დღემდე სხვადასხვა ხალხში არსებობს იმ საიდუმლო ძალების რაღაც ერთგვარი აღქმა, რომელნიც ყოველგვარი საქმისა და ადამიანთა ცხოვრების მომსწრენი არიან. მათ ხანდახან “უზენაეს ღვთაებად” ან “მამად” აღიარებენ. ეს აღქმა და აღიარება ადამიანის ცხოვრებას ღრმა რელიგიური შინაარსით მსჭვალავს. ის რელიგიები, რომლებსაც კულტურის პროგრესთან აქვთ კავშირი, ცდილობენ კითხვებს უფრო დახვეწილი მცნებებითა და თანაც სრულყოფილი ტერმინოლოგიით გასცენ პასუხი. მაგალითად, ინდუიზმში ადამიანები იკვლევენ ღვთაებრივ საიდუმლოებებს და მათ გამოხატავენ ამოუწურავი მითებისა და ფილოსოფიის გულში ჩამწვდომი სიძლიერით; ისინი ჩვენი არსებობის საზრუნავისაგან გათავისუფლებას ეძიებენ სხვადასხვა გზით – ცხოვრების ასკეტური ფორმით ან ღრმა აზროვნებით, ანდა ღმერთისადმი სიყვარულითა და სასოებით. ბუდიზმი იცნობს ამ ცვალებადი სამყაროს საფუძველშივე დაუსრულებლობას და უჩვენებს გზებს, რომლითაც ღვთისმოშიში და ღვთისმოიმედე სულის მქონენი შეძლებენ სრული თავისუფლების მდგომარეობა მოიპოვონ ან მიაღწიონ გაბრწყინებას თავიანთი საკუთარი ძალებითა თუ ღვთის შეწევნით.


მაჰმადიანური რელიგია

3. ეკლესია, ასევე, პატივისცემით ეპყრობა მაჰმადიანებს, რომლებიც ერთ ღმერთს ეთაყვანებიან, ცოცხალსა და მყოფს, მოწყალესა და ყოვლისშემძლეს, ცისა და მიწის შემოქმედს, ადამიანებთან მოლაპარაკეს. ისინი მთელი სულით მიისწრაფვიან, დაემორჩილონ ალაჰის განწესებებს, იდუმალსაც კი, როგორც დაემორჩილა ღმერთს აბრაამი, რომელზედაც ისლამი ხალისით მიუთითებს. თუმცა მაჰმადიანები იესოს ღმერთად არ აღიარებენ, მას წინასწარმეტყველად მაინც თვლიან და პატივს სცემენ მის ქალწულ დედას – მარიამს, ხანდახან მას ღვთისმოსაობით კიდეც მოიხმობენ. ამის გარდა ისინი მოელიან სამსჯავროს დღეს, როცა ღმერთი ყველა მკვდრეთით აღმდგარს თავისას მიუზღავს. ამიტომაც ისინი აფასებენ ზნეობრივ ცხოვრებას და ღმერთს პატივს სცემენ ლოცვებით, მოწყალებითა და მარხვით.


ებრაული რელიგია

4. ეკლესიის საიდუმლოთა კვლევისას წმინდა კრებას ახსოვს კავშირები, რაც ახალი აღთქმის ხალხს სულიერად აერთებს აბრაამის შთამომავლობასთან. რამეთუ ქრისტეს ეკლესია აღიარებს, რომ მისი რწმენის საწყისები ღმერთის მაცხონებელი საიდუმლოთი მოიპოვება უკვე ძველი აღთქმის პატრიარქებთან – მოსესა და წინასწარმეტყველებთან. ეკლესია აღიარებს, რომ ყველა, ვისაც ქრისტე სწამს, აბრაამის შვილნი არიან რწმენაში. (გალ.3.7). ეკლესიის ხსნა სიმბოლურად გამოსჭვივის რჩეული ერის მონობის ქვეყნიდან გამოსვლით. ამიტომ ეკლესია არ ივიწყებს, რომ მან ძველი აღთქმის გამოცხადება იმ ხალხის საშუალებით მიიღო, რომელთანაც ღმერთმა თავისი ენითგამოუთქმელი მოწყალებით ინება უძველესი კავშირის დამყარება და, რომ ის იკვებება იმ ნაყოფიერი ზეთისხილის ფესვიდან, რომელზედაც დაემყნო ველური ზეთისხილის ტოტები ე.ი. წარმართი ხალხები (რომ. 11.17-24), რამეთუ ეკლესიას სწამს, რომ ქრისტემ ჯვარზე შეარიგა იუდეველები და წარმართები და შექმნა მათგან თავისთვის ერთი (ეფეს. 2.14-16). თუმცა ეკლესია ახალი ღმერთის ხალხი კი არის, მაგრამ იუდეველები არ უნდა წარმოვიდგინოთ არც ღმერთისაგან განკიცხულად, არც დაწყევლილად, თითქოს ეს წმიდა წერილიდან გამოდიოდეს. ამიტომაც ყველა უნდა ეცადოს კატეხიზმოს სწავლებისას და ღვთის სიტყვის ქადაგებისას არ ითქვას არაფერი, რაც არ შეესაბამება სახარების ჭეშმარიტებასა და ქრისტეს სულს.

მასალა მოპოვებულია წიგნიდან: მართლმადიდებლობასა და ლათინო-პაპიზმს (კათოლიციზმს) შორის არსებული განსხვავებანი (კითხვა - მიგება)

წიგნი შეადგინა – დეკანოზმა დავით ქვლივიძემ

თარგმნა – თამარ პაატაშვილმა

რედაქტორი – ნინო კვანტალიანი


qadageba.ge


საღვთო სჯულისა და მცნებათა შესახებ.

კითხვა: რა საშუალებები არსებობს კეთილი საქმის ბოროტისგან გამოსარჩევად?
პასუხი: საღვთო სჯული შინაგანი, ანუ სინდისის მოწმობა, და საღვთო სჯული გარეგანი, ანუ ღვთის მცნებანი.

კითხვა: თუ არის შინაგანი სჯული ნახსენები წმიდა წერილში?



პასუხი: პავლე მოციქული წარმართებზე ამბობს: "რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა, თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისაჲთა და შორის ურთიერთას გულის სიტყუანი შეასმენდენ ანუ სიტყუას უგებდენ" (რომ. 2,15).


კითხვა: თუ ადამიანებში შინაგანი სჯული არსებობს, მაშინ რისთვის მიეცათ გარეგანიც?

პასუხი: იგი იმიტომ მიეცათ, რომ ადამიანები შინაგან სჯულს არ ემორჩილებოდნენ, მისდევდნენ ხორციელ და ცოდვილ ცხოვრებას, საკუთარ თავში ახშობდნენ სულიერი სჯულის ხმას; ამიტომაც იყო საჭირო მათთვის ამ სჯულის გარეგნულად, მცნებათა საშუალებით შეხსენება.


კითხვა: როდის და როგორ მიეცათ ადამიანებს ღვთის გარეგანი სჯული?
პასუხი: როდესაც აბრაამის მოდგმამ – ებრაელმა ერმა სასწაულებრივად დააღწია თავი ეგვიპტეში მონობას და მისთვის აღთქმული მიწისკენ გზას დაადგა, ღმერთმა უდაბნოში, სინას მთაზე, ისრაიტელთა წინამძღოლის – მოსეს ხელით სჯული მისცა მათ.
კითხვა: რომელია ამ სჯულის მთავარი და საყოველთაო მცნებები?
პასუხი: ქვის ორ ფიქალზე ანუ სჯულისფიცარზე დაწერილი შემდეგი ათი მცნება:



1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.



2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველივე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე და რაოდენი არს წყალთა შინა, ქუეშე ქუეყანისა, არა თაყუანის-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.



3. არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.



4. მოიხსენე დღე იგი შაბათთაჲ და წმიდა-ყავ იგი: ექუს დღე იქმოდე და ჰქმენ ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არს უფლისა ღმრთისა შენისა.



5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა ზედა.



6. არა კაც-კლა.



7. არა იმრუშო.



8. არა იპარო.



9. არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა.



10. არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუსისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისა მოყუსისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი, რაჲ იყოს მოყუსისა შენისა. (გამოსლვ. 20,1-17).

კითხვა: თუ ეს მცნებანი მიეცა ისრაელის ერს, ჩვენც გვმართებს მათი დაცვა?

პასუხი: გვმართებს – თავისი არსით ეს მცნებები იგივე სჯულია, რაც, პავლე მოციქულის სიტყვით, ყველა ადამიანის გულშია დაწერილი, რათა მის თანახმად იქცეოდნენ.



კითხვა: იესო ქრისტე გვასწავლიდა ათი მცნების თანახმად მოქცევას?



პასუხი: იესო ქრისტე გვიბრძანებდა მცნებათა დამარხვას მარადიული ცხოვრების დამკვიდრებისთვის და გვასწავლიდა, რათა უფრო სრულყოფილად შეგვეცნო და აღგვესრულებინა ისინი, ვიდრე მაცხოვრის მოვლინებამდე ესმოდათ და ასრულებდნენ (იხ. მათ. 19,17; თ. 5).





martlmadidebloba.ge