понедельник, 30 июня 2014 г.

ადამიანისთვის მინიჭებული ნიჭი.

არსებობს შვიდი ნიჭი სულისა წმიდისა. ესენი გახლავთ: შიში ღვთისა, ღვთისმსახურება, ძლიერება, ზრახვა, მეცნიერება, გულისხმისყოფა, სიბრძნე. უფალმა ადამიანი თავისუფალ არსებად შექმნა და უბოძა განსაკუთრებული უნარი - ნიჭი სიყვარულისა. ნიჭი უფლის წყალობით ეგზავნება ადამიანს გადარჩენისათვის. უფალთან დაახლოებისთვის სხვადასხვა სახის ნიჭი არსებობს. და უფალი მათ სხვადასხვანაირი რაოდენობით ანაწილებს. მაგალითად, ყველას არ ეძლევა წინასწარმეტყველების, ან ქადაგების ნიჭი. ამის შესახებ პავლე მოციქულიც ბრძანებს: ნუ ყველა წინასწარმეტყველებთ, და ნუ ყველა ქადაგებთო. მთავარია, ადამიანმა სწორად მოაგნოს, აღმოაჩინოს თავისთავში, თუ რისი ნიჭი მიეცა მას და, შესაბამისად, კეთილად წარმართოს იგი. ყველა ადამიანს თავისებური ნიჭი აქვს, როგორც მიტროპოლიტი ფილარეტი ამბობს, ეს განსხვავებული ტალანტები მოგვენიჭება თითოეულს „მსგავსად ძალისა თვისისა“. მოციქულებმა მათზე სულიწმიდის გადმოსვლის დღეს განსაკუთრებული მადლიანი ნიჭი მიიღეს, (უცხო ენების ცოდნა); რაც მათ სჭირდებოდათ თავიანთი დიდი მსახურების შესასრულებლად.


დეკანოზი შალვა (როსტიაშვილი)

Комментариев нет:

Отправить комментарий