воскресенье, 15 июня 2014 г.

შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი.

 ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც შვიდისრიანი ეწოდება, იმყოფება იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში, რომელიც ქალაქ ვოლოგდასთან, მდინარე ტოშნის სანაპიროზე, სასაფლაოზეა დაარსებული. ამ ხატის დღესასწაული 13 აგვისტოს და ყოველთა წმიდათა კვირას აღესრულება.

შვიდისრიანი ღვთისმშობელი ხატზე ნატურალურზე მომცრო ზომისაა. ყრმა ღმერთის გარეშეა და შვიდი ისარი აქვს დასობილი: ოთხი მარცხენა და სამი მარჯვენა მხრიდან. ამ ხატის პირველი განდიდების შესახებ ასეთი ისტორია არსებობს: კადნიკოვის ოლქის ერთ-ერთ გლეხს, რომელიც საერთო სისუსტით და კოჭლობით იტანჯებოდა, დაესიზმრა, რომ თუკი იგი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს სამრეკლოზე იპოვიდა ღვთისმშობლის ხატს, მის წინაშე ლოცვით განიკურნებოდა. ის ორჯერ მივიდა, თავისი სიზმარი მოუთხრო და ითხოვა, რომ სამრეკლოზე აეშვათ, მაგრამ არ უჯერებდნენ და თხოვნას არ უსრულებდნენ. მესამეჯერ შეებრალათ და ნება დართეს, სამრეკლოზე ასულიყო, აქ მან სიზმრად ნანახი ხატი მაშინვე იპოვა – კიბის მოსახვევში ფიცარნაგის შემცვლელად გამოეყენებინათ. ნაპოვნი ხატი ნაგვისა და ჩიტების სკორესგან გაწმინდეს. სნეულმა გლეხმა ითხოვა, მის წინაშე პარაკლისი აღესრულებინათ და განიკურნა. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ხატის შესახებ არაფერი ისმოდა. 1830 წელს, როდესაც ვოლოგრადში ქოლერა მძვინვარებდა, მოსახლეობამ შემწეობისთვის ზეციურ დედოფალს მიმართა. მისი წმიდა ხატები შვიდისრიანი და შვიდქალაქისა ლიტანიით მოატარეს ქალაქს. სენი თითქოს შესუსტდა, მალე კი მთლიანად შეწყდა. ამის შემდეგ ხატი კურნების მადლით განდიდდა.
ხატწერა მეტად ძველია, დაახლოებით 500 წლის, რასაც მხატვრობის ბევრი მცოდნე ადასტურებს. ის დაფაზე დაკრულ ტილოზეა შესრულებული და შესანიშნავადაა შემონახული.

ვოლოგრადში, ნავოლოკის ქუჩაზე, ღირსი დიმიტრი პრილუცკის სამრევლო ეკლესიაში იმყოფება ამ ხატის ასლი, რომელიც აგრეთვე სასწაულებითაა განდიდებული.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „შვიდისრიანი“

ევედრებიან კოჭლობის და სისუსტის განსაკურნებლად, ასევე მოშუღართა შესარიგებლად.



მოამზადა თეონა ნოზაძემ

http://www.ambioni.ge/svidisriani-rvtismsobeli



Комментариев нет:

Отправить комментарий