понедельник, 23 июня 2014 г.

საავადმყოფოში პედერასტის სისხლს გაუფრთხილებლად გადაგისხამენ

2000 წელს მიღებული კანონის თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს გარკვეულ შემთხვევებში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას უკრძალავდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების «სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენების განსაზღვრის შესახებ» და «სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ» თანახმად, აკრძალვის ერთ-ერთი წინაპირობა იყო ჰომოსექსუალიზმი, ანუ ლგბტ პირებს სისხლის დონორობის უფლება არ ჰქონდათ...

2012 წლის 10 ივლისს ორგანიზაცია «იდენტობამ» საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამ კანონის გაუქმება მოითხოვა, _ აქაოდა, ჩვენი უფლებები ირღვევა და გვიშველეთო. საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი თითქმის ორი წელი «აწვალა» და... დააკმაყოფილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ლგბტ პირებს დონორობის უფლება ექნებათ...



საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ «იდენტობის» წარმომადგენლებში, მათ მხარდამჭერებსა და, საზოგადოდ, ლგბტ ადამიანებში დიდი სიხარული და ჟრიამული გამოიწვია. ვერ გეტყვით, პომპეზურად აღნიშნეს თუ არა მათ ეს გამარჯვება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გადაწყვეტილებით უკვე ჩვენი, რიგითი ადამიანების, უფლებები ირღვევა და ახლავე აგიხსნით რატომ.


ძალიან დიდი ალბათობით, ლგბტ ადამიანები სისხლის ჩაბარების საჩვენებელ აქციას გამართავენ, სისხლს გაიღებენ და სისხლის ბანკი მათ სისხლსაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ისე მიიღებს, როგორც ნორმალური ადამიანებისას. შემდეგ, შესაძლოა, ჩემი, თქვენი, ნებისმიერის შვილი, დედა, მამა, ოჯახის ნებისმიერი წევრი მოხვდეს საავადმყოფოში და სისხლი დასჭირდეს. აქ ჩნდება კითხვა _ თუ ლგბტ პირებს აქვთ სისხლის ჩაბარების უფლება, ჩვენ, დანარჩენებს, გვაქვს თუ არა უფლება, ვიცოდეთ, ვის სისხლს უსხამენ ჩვენი ოჯახის წევრებს ან თუნდაც ჩვენ? უნდა ვიცოდეთ თუ არა, რომ, როცა საავადმყოფოში სისხლის გადასხმა ჩვილს დასჭირდება, მას ლგბტ-ს წარმომადგენელთა სისხლს გადაუსხამენ თუ არა? ხომ უნდა ვიცოდეთ, ჩვენი მომავლის სისხლს შეერევა თუ არა ლესბოსელის, ჰომოსექსუალის, ბისექსუალისა და კიდევ რა ვიცი, ვისი სისხლი? იქნებ არ მაქვს ამის სურვილი? იქნებ ბავშვი რომ გაიზრდება, თვითონ მოითხოვოს პასუხი, რატომ გადავუსხი მას ლგბტ პირების სისხლი?!


ვერ გეტყვით, რატომ არ ფიქრობდა ამაზე საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ, თუ ამ სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს დავუჯერებთ, ეს კანონი ბევრ კითხვას ბადებდა და ახლა ეს კითხვები აღარ არსებობს. არადა, პირიქით მგონია _ კითხვები ახლა უფრო მეტია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პასუხს არავინ გვეტყვის. ამ ამბავს ძალიან მარტივად ჩაატარებენ, მაშინ, როცა მარტივად საქმე სრულად არ არის. არ შეიძლება, ამ ადამიანთა სისხლი დაინომროს, დაეწეროს, მაგალითად, ციფრი 69 და ვიცოდეთ, რომ ეს მათი სისხლია?


მერე, ჩვენი გადასაწყვეტი იქნება, გადავისხამ ამ სისხლს თუ განსხვავებულით დავლევ.


...რატომღაც მგონია, რომ პარლამენტი ამ ამბავს ყურადღებას არ მიაქცევს, ევროპასთან თავი რომ არ შეირცხვინოს. ჩვენ კი უკვე დღეიდან უნდა ვიცოდეთ, _ სისხლის ბანკში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა სისხლიც არის!


დავით მინდიაშვილი

12 02 2014

http://geworld.net/View.php?ArtId=5614&lang=ge



Комментариев нет:

Отправить комментарий