вторник, 24 июня 2014 г.

„იბრძოლებს ქართული ეკელესია“ - მიტროპოლიტის სკანდალური პასუხი უსუფაშვილს

  13 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში „ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში“ დავით უსუფაშვილის ცნობილი გამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, პარლამნტის თავჯდომარეს ვრცელი მიმართვით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზოთ:


„გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას მიმართვა ეპარქიის სამწყსოსადმი

ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ბატონებო და ქალბატონებო, გვსურს

თქვენი ყურადღება მივაპყროთ საკითხს, რომელმაც მცირე ხნის წინათ ააღელვა ჩვენი

საზოგადოება.

2014 წლის 13 მაისს გახლდით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტი-

ანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმის - „ღვთის-

მშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში“, საზეიმო გახსნაზე.

ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და ჩვენი

ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, ასევე მღვდელმთავარნი, მეცნი-

ერნი, სასულიერო და საერო პირნი მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

სხვებთან ერთად, შეკრებილებს სიტყვით მოგვმართა საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარემ ბატონმა დავით უსუფაშვილმა. მისმა გამოსვლამ იმთავითვე აღგვიძრა

სურვილი კითხვების დასმისა, ზოგიერთ საკითხზე უფრო ვრცელი განმარტებების მო-

სმენისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა, მაგრამ კონფერენციის გახსნის რეგ-

ლამენტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ხუთი გამომსვლელით და ამ დღის ფორმატი არ

ითვალისწინებდა არანაირ კითხვა-პასუხსა თუ პოლემიკას.

აღნიშნული სურვილი კიდევ უფრო გაგვიღრმავა იმ გარემოებამ, რომ ბატონი

დავითის გამოსვლამ სოციალურ ქსელებშიც ჰპოვა ფართო გამოხმაურება და საზო-

გადოების ნაწილის მიერ იგი აღქმულ იქნა, როგორც შეფასება ქვეყანაში არსებული

რელიგიური მდგომარეობისა. ასევე, როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის თავმჯდომარის

სიტყვასა (რაც დარბაზში მოვისმინეთ, გადაიცა სატელევიზიო ეთერით და ატვირთუ-

ლია სოციალურ ქსელებში) და მის ოფიციალურ facebook გვერდსა თუ სხვადასხვა ინ-

ტერნეტ გამოცემებში მოთავსებულ ამავე გამოსვლის წერილობით ტექსტს შორის არსე-

ბითი განსხვავებები არსებობს. კერძოდ, ეს უკანასკნელი შეიცავს რამდენიმე მკვეთრ,

ჩვენთვის სრულიად მიუღებელ განცხადებას, რაც კონფერენციაზე არ თქმულა. ამასთან,

გულსატკენია ისიც, რომ მკითხველს ისინი ისე მიეწოდება, თითქოს საჯაროდ ყოფი-

ლიყვნენ გაჟღერებულნი.

სწორედ ამიტომ, ჩვენს სამღვდელმთავრო ვალად ჩავთვალეთ მოცემულ საკითხზე

განმარტებით მიგვემართა გორისა და ატენის ეპარქიის სამწყსოსათვის.

თავისი მისასალმებელი სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარემ, აწ გარდაცვლილი

ქართველი მწერლის, ჯემალ ქარჩხაძის 1992 წელს დაწერილი პუბლიცისტური წერილი-

დან - „ვუშველოთ მომავალ თაობას“ - ამონარიდების მოხმობით დაიწყო.

სამწუხაროდ, ციტატები კონტექსტიდან ისეა მოყვანილი, რომ მსმენელს შთაბეჭ-

დილება შეექმნა, თითქოს ავტორი საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე

საუბრობდა. არადა, ვინც ყურადღებით გაეცნობა ბ-ნ ჯ. ქარჩხაძის ზემოთაღნიშნულ წე-

რილს, დარწმუნდება, რომ მას მთავარ ხაზად გასდევს საზოგადოების მონობის სენით

შეპყრობილობის იდეა და ავტორის წუხილი, რათა არ გადაეცეს იგი მომავალ თაობებს.

სულიერ სიჯანსაღედ კი, მწერალს თავისუფლებისაკენ ლტოლვა მიაჩნია, რაც, მისი აზ-

რით, თვითოეული ადამიანისაგან საკუთარი თავის უარყოფას მოითხოვს.

აგრძელებს რა გამოსვლას, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებს, რომ:

„ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ ვერა, ლიბერალურ-დემოკრატიულ

ღირებულებებზე დაფუძნებული ისეთი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც დაიცავს

ეროვნულ იდენტობას და პიროვნების თავისუფლებას“;

„ლიბერალური დემოკრატია, ეს არის ზრუნვა თვითოეულზე იმისათვის, რომ

ყველა ბედნიერი იყოს. მაშასადამე, სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი, ინსტიტუ-

ციური მობრუნება ქრისტიანობისაკენ, როდესაც თვითოეული ადამიანია საზრუნავი და

არა მასა, კლასი და ასეთი კატეგორიები“ (ციტატის დასასრული).

მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებელთათვის თავისუფლება ნიშნავს სწორედ

ვნებებისაგან განთავისუფლებას, პირველადი (ცოდვით დაცემამდელი) ჰარმონიის აღ-

დგენას ადამიანში, მის სრულ ერთობას ღმერთთან - განღმრთობას, რაც ცოდვასთან

ბრძოლით, საკუთარი თავის უარყოფით (იმდენად არის ცოდვა შესისხლხორცებული

ადამიანის ბუნებასთან) მიიღწევა. ადამიანის ზნეობა დამოკიდებულია მისი თავისუფ-

ლების ხარისხზე. თავისუფლების არსი შესანიშნავად გამოხატა და განმარტა გაბრიელ

ეპისკოპოსმა (ქიქოძემ): „თავისუფალია ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ირჩევს სიკეთეს“.

„ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია,

ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები“ - წერს პავლე

მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში (კორ.1.6.12).

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეკლესიის მთავარ საზრუნავს, მაშინაც კი, როდესაც

იგი მატერიალურად ეხმარება გაჭირვებულთ, ადამიანის უკვდავი სულის სამუდამო

ხვედრი წარმოადგენს. ამას, როგორც ვხედავთ, ბატონი დავითიც აღიარებს.

რწმენა უფლისა, მხოლოდ მისი თაყვანისცემა, ღვთის მცნებების აღსრულება გუ-

ლისხმობდა და გულისხმობს სიმართლით და ზნეობით ცხოვრებას. სწორედ ეს გახ-

ლავთ ერის ღირსების განმსაზღვრელი. რაც შეეხება ეროვნულობას, ქრისტიანობაში იგი

ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის ნაკლოვანებათა გამოსწორებისათვის, ნიშნავს იმ ტრადი-

ციებისა და ზნეჩვეულებების დაცვას, რაც მისი თავისთავადობის, მეობის საფუძველია.

ყოველივე ეს კი, ამავე დროს, სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კე-

თილგანწყობას განაპირობებს.

ბატონი დავითის მისასალმებელ სიტყვაში წამოჭრილი საკითხები ადრეც აღელ-

ვებდა ქართულ საზოგადოებას. მათზე გამოთქმული აქვთ საკუთარი აზრი ჩვენს დიდ

მოაზროვნეებსა და ერის მამებს.

აი, რას ბრძანებს თავისუფლების მეხოტბე ქართველი გენიოსი: „რას თხოულობს

თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? თავის-

უფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავისი ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით

უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის

საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება

იქნება ავაზაკური, ვინაიდან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი

სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც

გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო,- არა! უნდა ყოველ სიტყვას და მოქმედებას

საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა,

სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის“ (ვაჟა-ფშაველა, „რა არის

თავისუფლება?“).

თითქოს დღევანდელობას აღწერდეს უკვდავი ილია: „ჩვენ ადრევაც გვითქვამს,

რომ ახლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა,

თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გადაუბრუნდაო. სულ ყველაფერი აირივ-

დაირივა, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია, ქვენა-გრძნობანი ზენა-გრძნობა-

თა ადგილს გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის

და ნაძირალა თავანკარად. თითქო ჭკუისა და გულის აღებ-მიცემობაში აღარ იშოვება

საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა.

ყველანი ვხედავთ ამას, ყველას თვალ-წინ ათასი ამისი მაგალითი გვიდგა და

ყველანი ვიშვნევთ და ვიწყნარებთ ამისთანა ყოფას, თითქო ამითი არავითარი რიგი

ურთიერთობებისა არ ირღვეოდეს... თითქო კეთილს, მართალს, მადლს უღონობა

შეაჩნდათ და ამის გამო ბოროტს, ტყუილს და ცოდვას-ღა მივენდენით სრულის

იმედით, რომ იგი ჰქმნან კაცის ბედნიერებისათვის, რაც კეთილმა, მადლმა და მართალ-

მა ვერ შესძლეს.

...სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით-კი გამოვიდეს მოედანზედ და

ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის

მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში. საცა ჭკუა და გული ადამიანისა დღეს-აქამომდე

სხვისის ნასუფრალით იკვებება აუწონ-დაუწონველად. ...ყოველს სასაცილობას წამოიყ-

რანტალებენ, გამოუძიებლად, საბუთის უკითხველად, ნამეტნავად მაშინ, თუ ყურში

წასჩურჩულეთ, რომ ეს უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა, ახალი

მიმართულება და უეჭველი ნიშანია ლიბერალობისა.

...სულ სხვაა ჩვენი შინაური უარმყოფელობა. იგი რაღაც სიბრძნეს, ცოდნასა და

ლიბერალობას ჩემულობს და თუ გამვლელ-გამომვლელი თავს არ უკრავს და მუხლს არ

უყრის, ყველანი სულელები ჰგონია, უცოდინარი და რეტროგრადი. ამის მსმენელს ბალ-

ღებსაც სჯერათ ეს ყველაფერი და ვნებაც სწორედ აქ არის.

აკი მოგახსენებთ, ჩვენში იმისთანები არიან, რომ სახელად მიაჩნიათ გამოვიდნენ

და იყვირონ - დღისით დღე არ არის და ღამით ღამეო. თითქოს მარტო იმისთვის, რომ

ბალღებს მოაწონონ თავი და ტაშის ცემით ათქმევინონ: აი უარმყოფელი და, მაშასადამე,

ბრძენი, მცოდნე და ლიბერალი. თორემ გონებაში ჩავარდნილი კაცი ამ უარმყოფელს

საგიჟეთში ამოუყოფდა თავსა“ (ილია ჭავჭავაძე, „უარმყოფელობა ჩვენში“).

ასე რომ, როგორც ჩვენი ერის მამების ნაწერებიდან ირკვევა, „ეროვნულ იდენტო-

ბასა და პიროვნების თავისუფლებას“ საფრთხე, არასწორად გაგებული და ქადაგებული

ლიბერალიზმისაგან უფრო ემუქრებათ. ეს კი იმიტომ, რომ ლიბერალიზმი აღმოცენდა

ისეთ წიაღში, რომელიც დაშორდა უძველეს საეკლესიო გარდამოცემას. და თუკი ვინმეს

მართლაც სურს ქრისტიანობის ფესვებისაკენ მობრუნება, მან უნდა მიმართოს ერთად-

ერთ ჭეშმარიტებას - უფალ იესო ქრისტეს მცნებებს, რომელთაც საუკუნეების მანძილზე

უცვლელად იცავს მართლმადიდებელი ეკლესია - და მაშინ ყოველივე თავის ადგილას

დადგება.

ლიბერალიზმისათვის, მისი თანამედროვე გაგებით, მთავარ ფასეულობას წარმო-

ადგენს ღმერთს დაცილებული, ცოდვილ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. ამასთან, ეს

ადამიანის ბუნებრივ (ნორმალურ) მდგომარეობად განიხილება, ისევე, როგორც მისი

ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილება, თუკი იგი კანონით არ იკრძალება. სწორედ ეს

მიიჩნევა პიროვნების თავისუფლებად.

დღეს ეროვნული ღირსებისა და სარწმუნოების შელახვა, ჩვენი ტრადიციებისა და

ცხოვრების წესის გადაგვარება, სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება და ამაში, სამწუ-

ხაროდ, დიდ როლს მასმედია ასრულებს. თუ პირადი ცოდვა ამა თუ იმ ინდივიდის

პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის

სწავლება და რეკლამირება რყვნის და ღუპავს მთელს საზოგადოებას.

ბატონი დავითი ასევე ბრძანებს: „დიახ, ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ

თუ ვერა ქრისტიანული სულიერებისა და მსოფლმხედველობის დაბრუნებას. იმიტომ,

რომ ჩვენ დაახლოებით 100 წლის წინ ამ სულიერებას ჩამოგვაცილეს კომუნისტური

რეჟიმის პირობებში“.

პატივცემული ორატორი ფართო საზოგადოებას მიმართავდა და ამ მხრივ, მისი

სიტყვები ნაწილობრივ მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, როგორც სასულიერო

დასის წარმომადგენელმა, რომელიც აღნიშნულ შეკრებას ვესწრებოდი, შემიძლია განვაც-

ხადო, რომ თავიანთი არსებობის მანძილზე ქრისტიანებს მთელს მსოფლიოში მოუწიათ

არათუ 70 წელი, არამედ მთელი საუკუნეები მტრულად განწყობილ და სარწმუნოების

მდევნელ სახელმწიფოებში ცხოვრება, იღვრებოდა უამრავი სისხლი, მაგრამ ეს მხოლოდ

აძლიერებდა ეკლესიას! დღესაც საქართველოს ეკლესიას სრულად აქვს შენარჩუნებული

ქრისტიანული სულიერება და მსოფლმხედველობა და ძალუძს მათ აზიაროს ნების-

მიერი მსურველი.

გადავიდეთ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლასა და ამ გამოსვლის წერილო-

ბით ვარიანტში არსებულ ძირეულ სხვაობებზე.

გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ: „რუსული პროპაგანდის გავლენით საზო-

გადოების და საეკლესიო წრეების ნაწილში ყალიბდება სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ

„დასავლეთი არის მართლმადიდებლობის მტერი“. და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ

„კომუნიზმი და იმპერიალიზმი ყოფილა მართლმადიდებლობის დამცველი“. საზოგა-

დოების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი არის მართლმადიდებლობის ცენტრი და

ჩვენი საყრდენი დასავლეთთან ურთიერთობასა და გლობალურ პროცესებში. მე-19 სა-

უკუნის კოლონიალიზმისა და მე-20 საუკუნის კომუნიზმის შედეგებს ამგვარად ვიმკით

21-ე საუკუნეში“ (ციტატის დასასრული).

უპირველეს ყოვლისა, ძალზედ გვაკვირვებს საზოგადოების ნაწილის ასე იოლად

გამოცხადება რუსული პროპაგანდის მსხვერპლად. უნებლიედ გვებადება კითხვა: ნუ-

თუ ეს ხალხი მოკლებულია დამოუკიდებლად აზროვნების უნარს და ისე, რომ თავადაც

ვერ გაუცნობიერებიათ, საქართველოს მტრად არიან ქცეულნი?!

ხოლო რაც შეეხება საეკლესიო წრეების თუნდაც ნაწილისთვისაც კი, დაბრალებას

იმისა, რომ თითქოს მათ კომუნიზმი და იმპერიალიზმი სარწმუნოების დამცველად,

ხოლო რუსეთი მართლმადიდებლობის ცენტრად ესახებოდეთ, დიდ უსამართლობად

მიგვაჩნია. შეგახსენებთ, რომ სასულიერო დასსა და მორწმუნე საზოგადოებაში მრავალი

წლის მანძილზე მტკიცედ ჩამოყალიბებული ერთსულოვანი აზრის საფუძველზე, ჩვენი

პატრიარქის უშუალო ინიცირებით, საქართველოს ეკლესიის ამჟამინდელი წმინდა

სინოდის მიერ, ბოლო წლებში მოხდა იმპერიალიზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ

მებრძოლი და ეროვნული იდენტობის დამცველი არაერთი საეკლესიო და სახელმწიფო

მოღვაწის წმინდანთა დასში შერაცხვა. მოგვყავს მათი არასრული ჩამონათვალი: იმერე-

თის მეფე სოლომონ II, ეპისკოპოსნი დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი,

დიმიტრი ყიფიანი, გაბრიელ ეპისკოპოსი, ილია ჭავჭავაძე, პატრიარქები კირიონ II და

ამბროსი ხელაია, ძმები კარბელაშვილები, გაბრიელ ბერი და სხვანი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, როგორც პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრი-

არქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ასევე ჩვენი ეკლესიის იერარქებსაც, არა-

ერთხელ დაუფიქსირებიათ, მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნიდანაც, თავიანთი გა-

ნუხრელი ერთგულება საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლი-

ანობისადმი.

შემდგომი მკვეთრი განცხადება, რომელიც არ თქმულა სიმპოზიუმზე, თუმცა

იკითხება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის ოფიციალურ წერილობით ვერსიაში,

გახლავთ: „არანაკლები ბოროტებაა სახელმწიფოს მართვა ბიბლიით, ნაცვლად კონსტი-

ტუციისა“. ჩვენ არ ვიცით, თუ კონკრეტულად რისი თქმა სურდა ამით ბატონ დავითს,

მაგრამ ყოვლად დაუშვებლად ვთვლით ბიბლიის გვერდით სიტყვა „ბოროტების“


ხმარებას და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ბიბლიის (წმინდა წერი-

ლის) სულის მატარებელი კანონებით. აქვე გვახსენდება VI საუკუნის ბიზანტიის იმ-

პერატორ იუსტინიანე დიდის „დიგესტებში“ მოცემული განსაზღვრება: „სამართალი

გახლავთ მეცნიერება სიკეთესა და სამართლიანობაზე“.

საკუთარი სიტყვა პატივცემულმა მომხსენებელმა გააგრძელა ასიმეტრიული ინ-

სტიტუციური სეკულარიზმის არსის განმარტებით და ჩვენ ვეთანხმებით მის მსჯელო-

ბას, რომ „სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში, ხოლო

ეკლესიას უფლება კი არა, ვალდებულება აქვს ჩაერიოს საზოგადოების ცხოვრებაში, მათ

შორის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ცხადია ჩაერიოს კანონისა და ზნეობის ფარგ-

ლებში“. თავისი გამოსვლის დასასრულს, იგი ისევ დაუბრუნდა აღნიშნულ თემას და

დასვა კითხვები:

„მოახერხებს სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი, რომ არ გასცდეს თავისი

ბუნებით შემოსაზღვრულ ფარგლებს და არ იტვირთოს ადამიანების ღმერთთან, ანუ

ჭეშმარიტებასთან მიყვანის ფუნქცია და არ წაუცდეს ხელი ეკლესიისადმი მორწმუნეთა

ნდობის საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგად კონვერტაციისაკენ? - დღემდე ხშირად

სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი ამას ვერ ვახერხებდით.

მოახერხებს ეკლესია და სამღვდელოება... და მე აქ უნდა გავჩერდე, როგორც

სახელმწიფოს წარმომადგენელი, სწორედ იმ ასიმეტრიული სეკულარიზმის პრინცი-

პებიდან გამომდინარე და ეს ეკლესიის და სამღვდელოების გადასაწყვეტია რა არის მოსა-

ხერხებელი, რა არის გასაუმჯობესებელი, რა არის გასაკეთებელი“ (ციტატის დასასრული).

ასე ითქვა სიმპოზიუმზე. საკუთარ ოფიციალურ facebook გვერდზე კი, ბატონი და-

ვითი წერს: „მოახერხებს ეკლესია და სამღვდელოება, რომ მისი მოქმედების დასაწყისი

და დასასრული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე და არ შეეცადოს მორწმუნეთა

ნდობის საკუთარ პოლიტიკურ ძალაუფლებად კონვერტაციას? - დღემდე მან ეს ყოველ-

თვის ვერ მოახერხა...“ (ციტატის დასასრული).

თუ ეს სიტყვები მართლაც ბატონ დავითს ეკუთვნის, მაშინ დაგვეთანხმებით, რომ

ამ გამონათქვამით პარლამენტის თავმჯდომარე არღვევს მის მიერვე ასე მკაფიოდ ჩამო-

ყალიბებულ ასიმეტრიული სეკულარიზმის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს.

გამოსვლისას ბატონმა დავითმა ასევე აღნიშნა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი

შრომები ღვთისმეტყველების - ადამიანების, რომელთაც ქრისტიანული მსოფლმხედ-

ველობა განავითარეს და აიყვანეს ახალ სიმაღლეებამდე, არ არის ქართულ ენაზე

ნათარგმნი. ეს ძალიან საშური საქმეა, რომ ჩვენ ქართულ ენაზე გავეცნოთ ყველა იმ

ნაშრომს, ყველა იმ მოძღვრებას, რომელიც საუბრობს თანამედროვე სახელმწიფოზე,

თანამედროვე ეკლესიაზე და მათ შორის ურთიერთობაზე“.

მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანული ჭეშმარიტება სრული სისავსით მიიღეს მოცი-

ქულებმა სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს. მას შემდეგ ეს მადლი და ცოდნა დაცუ-

ლია მართლმადიდებელ ეკლესიაში. არავის ძალუძს მისი „განვითარება“ ან „ახალ სი-

მაღლეებამდე აყვანა“. ამასთანავე, ისტორიულად, წმინდა მამები - დიდი ღვთისმეტყვე-

ლები განმარტავდნენ წმინდა წერილს, გადმოგვცემდნენ ეკლესიის აზრს სხვადასხვა

სწავლებასა თუ საკითხზე, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებას აღელვებდა. მართა-

ლია თანამედროვე მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა (ბერძენ, სერბ, რუმინელ, ამე-

რიკელ, ფრანგ თუ სხვა) ნაშრომების უმეტესობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ თარგმნი-

ლა ქართულ ენაზე, მაგრამ ისინი ჩვენთვის ცნობილია და თუ გვერწმუნებით, ლიბერა-

ლიზმის მხარდაჭერას იქ ვერსად ნახავთ. სწორედ მათზე დაყრდნობით მოგახსენებთ

ჩვენს მოსაზრებებს.

ვეთანხმებით ბატონი დავითის მსჯელობას (მისი გამოსვლის წერილობით ვარი-

ანტში), რომ სახელმწიფოს ფუნქციას წარმოადგენს „შექმნას ადამიანის თავისუფლების

გამოვლინების პირობები ისე, რომ არ დაირღვეს სხვათა უფლებები და საყოველთაოდ

აღიარებული ზნეობრივი ნორმები“. ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვა - ვინ გან-

საზღვრავს იმ საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, რომელთა დარღვევაც

ყოვლად დაუშვებელია? ზნეობრიობა ძალზედ მრავლისმომცველია. იგი თავგანწირვის,

სიკეთის, მოწყალების, წინაპართა პატივისცემის, სამშობლოს სიყვარულის, ღირსეული

ოჯახის შექმნის, კარგი შვილების აღზრდისა და სხვა სათნოებათა ერთობლიობას წარ-

მოადგენს. ყველაფერი იცვლება ჩვენს ცხოვრებაში: დრო-ჟამი, ადამიანები, მაგრამ რო-

გორადაც არ უნდა ეცადონ ზოგიერთნი „ახალი ზნეობრივი ფასეულობების“ დანერგვას,

არასოდეს მოხდება, რომ ღირსეული ეწოდოს ბოროტ, მკვლელ, მრუშ, სამშობლოს

მოღალატე, ცრუ და უსიყვარულო კაცს. არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ქრისტიანია

თუ არა, ვინაიდან ღირსება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებაა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ

მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება უნდა წყვეტდეს, თუ რომელი საქციელი ითვლება

ამორალურად, გასაკიცხად და სცდება ზნეობრივი მინიმუმის ზღვარს. სახელმწიფოს

პრეროგატივას კი, სხვადასხვა საფრთხის შემცველი ამა თუ იმ ქმედობის კრიმინალი-

ზაცია წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებლად ვთვლით ე.წ. „ანტიდისკრიმინაცი-

ული კანონის“ მოცემული რედაქციით დატოვებას, ვინაიდან იგი, ჩვენი ქვეყნის მოსახლე-

ობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება!

ეროვნული თვითმყოფადობის, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობების შესანარ-

ჩუნებლად მუდამ იბრძოდა და იბრძოლებს ქართული ეკლესია, ჩვენი ერის საუკეთესო

შვილებთან ერთად.

ღვთისმშობლის მოსვლისა კი, ჩვენ - მორწმუნეებს არ შეგვრცხვება, თუკი მას

დავახვედრებთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, სახარების

მცნებებით ცხოვრების ძალისაებრ მცდელობასა და გულწრფელ სინანულს ჩადენილი

ცოდვების გამო.


გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

21 ივნისი 2014 წ.


P.S. თუკი ვინმე დაგვიანებულად მიიჩნევს აღნიშნულ მიმართვას, ასეთებს ვუპასუხებთ,

რომ შეგნებულად თავს ვიკავებდით წინასაარჩევნო პერიოდში მისი გამოქვეყნებისაგან,

რათა გამოგვერიცხა პოლიტიკური ქვეტექსტის არსებობის ყოველგვარი ეჭვი.” - ნათქვამი მიმართვაში

ქვემოთ მოცემულ ფანაჯარაში იხილეთ უსუფაშვილის 13 მაისი სიტყვით გამოსვლა


http://pirveliradio.ge/?newsid=28245

Комментариев нет:

Отправить комментарий