понедельник, 23 июня 2014 г.

"ოპერა ავსტრალიამ" თამარ ივერთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

"ოპერა ავსტრალია" აცხადებს, რომ თამარ ივერთან თანამშრობლობას წყვეტს და იგი ოპერაში "ოტელო" მონაწილეობას აღარ მიიღებს.


"ოპერა ავსტრალიამ" ფეისბუქის გვერდზე 23 ივნისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ თამარ ივერთან მუშაობას წყვეტს:



"ოპერა ავსტრალია ადასტურებს, რომ სოპრანო თამარ ივერი აღარ მიიღებს მონაწილებას ოპერაში "ოტელო". გადაწყვიტეთ, რომ თამარ ივერთან ურთიერთობა გაწყვიტოს. თამარ ივერმა და მისმა ქმარმა გააკეთეს საჯარო განცხადებები, თამარ ივერის კომენტარებთან დაკავშირებით. ქალბატონმა ივერმა ბოდიში მოიხადა აღნიშნული განცხადებებისა და შეხედულებების გამო. "ოპერა ავსტრალიას" სჯერა, რომ თამარ ივერის შეხედულებები იყო შეუფერებელი."


თამარ ივერმა სოციალური ქსელის საშუალებით, დღეს განაცხადა, რომ მას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს "ოტელოში", რადგან არ სურს რაიმე საფრთხე შეექმნას წარმოდგენას:



"მინდა დავრწმუნდე, რომ წარმოდგენები ჩაივლის ხელის შეშლისა და წინააღმდეგობების გარეშე. არ მსურს, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას დასში ჩემი ყოფნით პრობლემა შეექმნას."


"ოპერა ავსტრალიასთან" თანამშრომლობით ოპერაში "ოტელო" თამარ ივერს დეზდემონას პარტია უნდა შეესრულებინა. რეპეტიციები უკვეე დაწყებული იყო. კომპანიის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე მოქალაქეები უარყოფითად გამოხმაურნენ თამარ ივერის მონაწილეობას.



მოქალაქეები აკრიტიკებდნენ თამარ ივერს 2013 წელს ჰომოფობიური განცხადებების გამო და მიმართავდნენ "ოპერა ავსტრალიას", რომ ჰომფოფობი მომღერლის ასვლა სცენაზე არ დაეშვა.



2013 წლის 17 მაისს თბილისში ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილეების ქმედება თამარ ივერმა დაგმო და ლგბტ ადამიანები “ფეკალურ მასებს” შეადარა.



თამარ ივერი მოვიანებით გამოემხაურა აღნიშნულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მას არასოდეს უთქვამს ისეთი რამ რაც მის ასოცირებას მოახდენდა ჰომოფობიურ იდეებთან. განცხადება გაავრცელა მისმა ქმარმაც, სადაც აღნიშნა, რომ ჰომოფობიური განცხადება მან გამოაქვეყნა მისი მეუღლის სახელით.



თამარ ივერთან თანამშრომლობა გაწყვიტა ბრიუსელის ოპერამ "ლა მონე". ოპერის გენერალურმა მენეჯერმა პიტერ დე კელუემ დაადასტურა, რომ თამარ ივერი აღარ არის დასში. თამარ ივერს 2014-2015 წლის სეზონზე მონაწილეობა უნდა მიეღო ჯუზეპე ვერდის ოპერაში "ბალმასკარადი". ბრიუსელის ოპერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი ჰომოფობიური განცხადების გამო მიიღო.


http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/32995/.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий