суббота, 14 июня 2014 г.

მონასტრებთან არსებულ თავშესაფრებში ბავშვებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ

  ირლანდიური კათოლიკური ცენტრები, სადაც გარიყულად ცხოვრობდნენ მარტოხელა დედები თავიანთ შვილებთან ერთად (რომელთა ამქვეყნად მოვლინება დიდ სირცხვილად ითვლებოდა), როგორც გაირკვა ქსპერიმენტების ჩასატარებლად გამოიყენებოდა. ამ ცენტრებში ახალ ვაქცინებს ცდიდდნენ, სადაც ბავშვები საექსპერიმენტო ბაჭიების ფუნქციას ასრულებდნენ - წერს La Voz de Galicia, რომელმაც მასალები სააგენტო ფრანც-პრესის მიხედვით მოამზადა.

აღიშნულ ფაქტებს გასული საუკუნის 70-იან წლებში ჰქონდა ადგილი. თუმცა დღეს ახალი დეტალები იკვეთება. მაშინ 80 ბავშვი დაავადდა, რომლებსაც "შემთხვევით“ შეუყვანეს საქონლის ვაქცინა. დღეს გაირკვა რომ "შემთხვევითობას" ადგილი არ ჰქონია.

ბესბოროს ცენტრის „დედა და ბავშვი“ მონაზვნები, ასევე, ბრალდებულები არიან, რადგან მათ დაუშვეს და ექსპერიმენტების ჩატარების უფლება მისცეს ექიმებს. ისინი ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ექსპერიმენტი დედების თანხმობით ხდებოდა. "არავინ მომკვდარა, არავის უავადმყოფია ხანგრძლივად", - ირწმუნებოდა ერთ-ერთი მონაზონი და სარა.

წყარო Voz De Galicia

2014-06-13

newpress.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий