აზროვნება.
ჩვენი გონება არენას მოგვაგონებს, სადაც სხვადასხვა ძალთა ზემოქმედებას აქვს ადგილი. სამწუხაროდ, ხშირად არ ესმით, სათანადოდ ვერ აცნობიერებენ, ნაკლებად უშვებენ, რომ ცნობიერებაში გაჩენილი აზრები, ფიქრები, მსჯელობისას გაკეთებული დასკვნები, საერთოდ განსჯის პროცესის მიმდინარეობა, შესაძლოა, არაამქვეყნიური ძალების ზემოქმედების შედეგიც იყოს. წმინდა მამები, მათ შორის პეტრე დამასკელი, სამი სახის აზრებს გამოყოფს წარმოშობის თვალსაზრისით: ღვთიურს, ბოროტისეულს და ადამიანურს. ამ უკანასკნელის განმაპირობებელია ის მრავალმხრივი სიტუაციები, რომელშიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვიხდება ყოფნა, პრობლემები თან რომ ახლავს ჩვენს არსებობას, გარემო სამყაროს მოვლენები, საგნებისაგან მიღებული შთაბეჭდილებები. წავალთ მუზეუმში, რომელიღაც ნაკეთობა მოგვეწონება, შევეცდებით დავუკვირდეთ, როგორ არის გაკეთებული, მოვიგონებთ ბავშვობაში გადამხდარ ამბებს, კარს საკეტი გაუფუჭდა, შევეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას. ფიქრთა ამგვარ მიმდინარეობას ხშირად აქვს ჩვენს ცხოვრებაში ადგილი და ის უმეტესწილად ადამიანურ ჩარჩოებს არ სცდება, მაგრამ გვხვდება აზრები რომლებიც სულ სხვა ბუნებისაა და მათი წარმოშობა, გაჩენა ცნობიერებაში უკვე უკავშირდება არაამქვეყნიურ ძალთა ზემოქემდებას.
მართლმადიდებლური გაგებით ბოროტ ძალას მას შემდეგ, რაც ის სამოთხიდან იქნა გამოდევნილი, შეუძლია იმოქმდეოს ადამიანის გონებაზე და დაბადოს მასში სხვადასხვა აზრები, იდეები, წარმოდგენები. ხშირად ვერც კი გრძნობენ თუ დემონური ზემოქემდების ქვეშ იმყოფებიან, არადა არცთუ იშვიათად, სწორედ ეს ძალა აპირობებს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, განცდებს, ფიქრთა მსვლელობას. როცა მრისხანებაში ვვარდებით, ვუბრაზდებით, ვეჩხუბებით სხვას, უიმედოდ ვართ, გვეძალება სასოწარკვეთილი აზრები, ვთვლით, რომ ყველაფერი უაზრობაა, არავინ არის ჩვენი პატრონი, დამხმარე, განვიცდით შურს, გვწყინს სხვისი ბედნიერება, ვიძირებით პატივმოყვარულ ოცნებებში, დიდ ვინმედ წარმოვიდგენთ თავს, ამგვარ და კიდევ მრავალ სხვა განცდათა გაჩენა ბოროტისეული ძალის ზემოქემდებას უკავშირდება. ხატოვნად, ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ, ჩვენს ყურთან, ისე რომ ვერ ვხედავთ. დემონია გაჩერებული და ჩაგვჩურჩულებს სხვადასხვა ბილწ, მკრეხელურ აზრებს, იწვევს უარყოფით ემოციებს, გრძნობებს, გვახელებს ამა თუ იმ ვნებით.
ეპისკოპოსს ნიფონტს ასეთი ხილვა ჰქონდა. ორი კაცი გვერდიგვერდ მუშაობდა. წმინდა მამამ დაინახა, როგორ მივიდა ერთთან დემონი და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. შემდეგ მეორესთან გადაინაცვლა და მასაც რაღაც უთხრა. ორივემ მუშაობას თავი ანება და ერთმანეთს დაუწყო ჩხუბი. იმავე მამამ დაინახა გზად მიმავალი ადამიანი, რომელსაც გვერდზე დემონი მიჰყვებოდა და აუგ აზრებს ჩააგონებდა.
მამა ანემპოდისტე თავის დამრიგებლურ საუბარში დემონური ზემოქმედების შემდგომ სურათს აღწერს. იგი მრისხანების ვნებით ადამიანის გახელებას შეეხება, რომლის ამგვარი გამოვლენა ჩვეულებრივი მოვლენაა და მრავალს განუცდია ცხოვრებაში: „დემონი მშვიდად მჯდარ კაცს პირველ აზრობრივ ისარს ესვრის, მაგალითად, ასეთს: „გუშინ კამათისას მოსაუბრემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგმართა, რაზეც იმ მომენტში ვერ შეძელი სათანადო პასუხის გაცემა“, - ადამიანი კრთება, რადგანაც დემონურმა ისარმა თავის სამიზნეს მიაღწია.
ამის შემდეგ იწყება აზრობრივი განვითარების მეორე ეტაპი. კაცი სკამიდან დგება და გონებაში შემდეგი აზრი გაუელვებს: „მართლაცდა იმ მომენტში მე ვერ მოვნახე საჭირო სიტყვები, რომლითაც უნდა მეპასუხა, არადა ასე და ისე შეიძლებოდა მიმეგო.
იწყება მესამე ეტაპი და დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფი იწყებს მუშტების ქნევით ოთახში წინ და უკან სიარულს.
გონებაში აზრები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს. ბოროტი ახელებს მის წარმოსახვას და ელვისებურად შთააგონებს გესლიან სიტყვებს: „უნდა ეს და ეს მეთქვა, რა საწყენია, რომ სათანადო სიტყვები მხოლოდ შემდეგ გახსენდება. დიახ, დიახ საჭირო იყო ასე გამეცა საკადრისი პასუხი. ერთი მინდა ვიცოდე რას მიპასუხებდა?
ასეთი აზრობრივი შთაგონებით აღგზნებულ ადამიანს მრისხანება სულ უფრო და უფრო იპყრობს. იწყება დემონთა მხრიდან გონების დაპყრობის მეოთხე ეტაპი, რომელსაც დატყვევების სტადიას უწოდებენ.
ბოლოს გაშმაგებული ადამიანი რევანშზე ოცნებას იწყებს, შურისძიების გეგმებს აწყობს მეორე დღისათვის, როცა შეძლებს რაც მოამზადა ყველაფერ იმის გამოყენებას. აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც ვნებას უწოდებენ“. შურისძიების გრძნობის ამგვარი გახელება ვის არ გამოუცდია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ცხოვრებისეულ ვითარებაში ძნელად რომ ვინმემ წარმოიდგინოს, უხილავად როგორ აბურთავებს თურმე დემონური ძალა.
ბოროტისეული აზრობრივი ზემოქემდება მეტად მრავალმხრივია და მას, ხშირად თან სდევს შეშფოთების, დამძიმების, სასოწარკვეთის შეგრძნებები. წმინდა ბარსანოფი დიდი ამბობს: „თუ რაიმეს გაიგონებ, იფიქრებ, დაინახავ და ამ დროს თუნდაც მცირედაც კი შეშფოთდება შენი გული - უნდა იცოდე, რომ ეს დემონისაგანაა“.
ადამინის წინააღმდეგ ბოროტის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება სასოწარკვეთაში ჩაგდებაა, მის არსებაში უიმედობის, მწუხარების, განცდების გაჩენა. ასეთ დროს ხშირად ფიქრობენ, რომ ცხოვრებას აზრი არა აქვს, არავისათვის საჭირონი არ არიან, საერთოდ რისთვის მოევლინენ ამ ქვეყანას, ხომ არ აჯობებდა თავად დაესვათ წერტილი ამ მძიმე, უაზრო ყოფისათვის და თვითონვე მოესწრაფათ სიცოცხლე. შემოდის ღმერთის სისასტიკეზე ფიქრებიც, რომ უფლისაგან მიტოვებულნი არიან და ის დიდად არ დაგიდევთ სვის გაჭირვებას, ნაკლებად გვიმართავს ხელს.უნდა ითქვას, უიმედობის, სასოწარკვეთის გრძნობების გაჩენას მრავალი ცხოვრებისეული მიზეზი, პრობლემაც უწყობს ხელს: მატერიალური გაჭირვება, ავადმყოფობა, ახლობლების უყურადღებობდა, დამცირება, უმუშევრობა, სხვისი ცუდი საქციელი.
რამდენი რამ არის ცხოვრებაში საწყენი, სასოწარკვეთილებით აღბეჭდილი განცდების გამჩენი. ეს მართლაც ასეა, ხშირად მეტად ძნელია გაუძლო სიძნელეებს, გაჭირვებას და არ აჰყვე გრძნობებს, მაგრამ ბოროტიც თავისდა სასიკეთოდ იყენებს ამას, ყოველნაირად ცდილობს კაცს გაუსაძლისად, აუტანლად მოაჩვენოს თავისი ყოფა, ჩააქნევინოს ყველაფერზე ხელი.
როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ფსიქიატრი წერს, გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებათა 60 პროცენტს დეპრესია შეადგენს, ხოლო მათ შორის ნახევარს კი სულიერი წარმოშობის დაღი ატყვია. წიგნში „სიბრძნე ზირაქისა“ ვკითხულობთ: „ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი. დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი“ (30,21-23) ბევრს კარგად არ ესმის, რომ მძიმე დამთრგუნველი შინაგანი მდგომარეობის გამომწვევი ბოროტი ძალაა, რომელიც შეუმჩნევლად აკეთებს თავის საქმეს.
ანტონი დიდმა ეშმაკის მიერ მიწაზე ადამიანთა დასაჭერად გაბმული ბადე იხილა და იმდენად მჭიდროდ ნაქსოვი იყო იგი, რომ შეძრწუნებულმა უფალს შეჰღაღადა: ვინ გადარჩებაო ამ განსაცდელს. მხოლოდ მორჩილი არ გაებმებაო მასში, - მიიღო პასუხად. ეს დიდი სათნოება კი გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად მრავალი ცხოვრებისეული გაჭირვებისა, სიძნელისა არ აყვე მძიმე განცდებს, არ ჩავარდე სასოწარკვეთილებაში და მორჩილად, იმის შეგნებით, რომ ყველაფერი ღვთის დაშვებით, ჩვენდა სასიკეთოდ ხდება, შეინარჩუნო სულის სიმხნევე, იმედი ღვთისა. როცა, რაც არ უნდა მოხდეს, ნაკლებად ჰყვები მძიმე განცდებს, ცდილობ არ მოგიცვას შავბნელმა ფიქრებმა, ამით გზას უკეტავ დემონური ძალის ზემოქემდებას შენზე. მწარე სინამდვილისადმი ამგვარი მორჩილებით იგერიებ ბოროტისეულ შემოტევებს და არ ხვდები იმ ბადეში, რომელსაც ხლართავს ადამიანის დასაჭერად.
მორჩილება აწესრიგებს აზროვნების მიმდინარეობასაც. ამ დროს ცდილობენ შეიგრძნონ და დაემორჩილონ ღვთის ნებას, მოიქცნენ არა თავისი გეგმების, სურვილების, მოთხოვნილებებისდა მიხედვით, არამედ ისე, როგორც ეს ცხოვრების შინაგან, ღვთიურ რიტმს მოაქვს. ლოცულობენ მაშინ, როცა ამის საჭიროებას გრძნობენ, იმდენს, რამდენსაც მათი შესაძლებლობები გასწვდება, ფიქრობენ, უღრმავდებიან საკუთარ თავს როცა თვლიან, რომ ახლა ეს მოუტანთ მათ ყველაზე დიდ სარგებლობას; კითხულობენ იმდენს, რამდენსაც მათი გონება დაიტევს, გააცნობიერებს იმ მომენტში, ისვენებენ, როდესაც კარგი იქნება ეს მოხდეს. არ ყვებიან შავბნელ, მრუშ თუ სხვა, სულისათვის საზიანო ფიქრებს. ცდილობენ განაგდონ ისინი, არ იღლიან ზედმეტად თავს, არ უკირკიტებენ ისეთ საკითხებს, პრობლემებს, რომლებსაც საერთოდ ან იმ დროისთვის პასუხს ვერ გასცემენ. ცდილობენ იფიქრონ არა ადამიანისათვის უსარგებლო, არასაჭირბოროტო თემებზე, არამედ იმაზე რაც მათი სულის ცხონებისათვის ყველაზე მეტად იქნება გამართლებული. ლოცვაც მისი საჭიროების შეგრძნებისთანავე წმენდს, საჭირო მიმართულებით წარმართავს გონებას, განაქარვებს, განაგდებს ცნობიერებაში გაჩენილ მკრეხელურ, ცოდვილ აზრებს.
მორჩილება უმძლავრესი იარაღია დემონური ძალის წინააღმდეგ და ვისაც ეს დიდი სათნოება აქვს, მის წინაშე ეშმაკი უძლური ხდება.ბოროტი კაცს სხვადასხვა ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებს - იქნება ეს მრუშობა, ქურდობა, ტყუილი თუ სხვა რამ. წმინდა
მამები ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების თვალსაზრისით რამდენიმე საფეხურს გამოყოფენ: პირველი ეს მკრეხელური, ბილწი აზრის ან წარმოდგენის ჩვენს აზროვნებაში გაჩენის ეტაპია. ჩვენი გონება ამ მხრივ დაუცველია. რამდენნაირი ფიქრი, წარმოდგენა შეიძლება გაჩნდეს შენდაუნებურად, წინააღმდეგობის გაუწევლად. ლოცულობ, დგეხარ ხატის წინ და უცებ ისეთი უმსგავსო, მკრეხელური, ღვთის თუ რომელიმე წმინდანის შეურაცხმყოფელი აზრი შეიძლება დაგებადოს, რომ არ შეიძლება არ შეშფოთდე, უხერხულად არ იგრძნო თავი. ან ნაცნობზე ისეთ რაღაცას გაიფიქრებენ, თვითონ გაოცდები როგორ ვკადრულობო ასეთ რამეს. წმინდა მამათა მიხედვით პირველ ეტაპზე ცოდვილი ჩანაფიქრის ან ხატის გაჩენა გონებაში ადამიანს დანაშაულად არ ეთვლება. ჩვენ უძლური ვართ ხელი შევუშალოთ მათ ცნობიერებაში შემოსვლას, ეს ყველასთან ასეა და მას ვერცერთი ვერ ასცდება. ეშმაკი გაგვიჩენს შურისმაძიებელ აზრებს, მრუშულ წარმოდგენებს, ფიქრებს და ამაში ვერ შეეწინააღმდეგები, მაგრამ ის რომ არ აყვე მათ, არ მისცე გაქანების საშუალება და განაგდო გონებიდან, უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ამის გაკეთება ხელგვეწიფება.
მამა ბარსანოფი ოპტინელი ამბობს: „თუ ზამთარში ქარი კარებს გააღებს და თოვლს შემოყრის, სახლის პატრონი ამაში დამნაშავე არ არის. ჩვენც ასევე უდანაშაულონი ვართ უკადრისი აზრების გაჩენისას. მაგრამ როგორც სახლის მეპატრონემ უნდა დაკეტოს კარი და დაალაგოს ოთახი, ასევე ჩვენც დაუყონებლივ უნდა დავიწყოთ ლოცვა, რომ უფალმა ბოროტი ძალისგან დაგვიცვას, რომელიც ამგვარ ფიქრებს გვიჩენს გონებაში“. მამა ბარსანოფი ამ დროს იესოს ლოცვის დაწყებას ურჩევდა.
ზოგჯერ დემონური ძალა ჭირვეულ ბავშვს წააგავს, რომელიც ყოველნაირად ცდილობს გაგაღიზიანოს, წყობიდან გამოგიყვანოს. აყოლის შემთხვევაში უფრო და უფრო გამოგიწვევს, ჩაგითრევს და თუ ყურადღება არ მიაქციე, დაუპირისპირდი მის შემოტევას, თანდათან შესუსტდება ამ ძალის ზემოქემდება. ბოროტის აზრობრივი ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი მკრეხელური ფიქრების გაჩენაა ჩვენს ცნობიერებაში, რაც შეშფოთებას, სირცხვილის გრძნობას იწვევს ადამიანში, განსაკუთრებით კი მორწმუნე ხალხში.
ერთ-ერთი ღვთის მოსავი ბერი მეტად იტანჯებოდა მკრეხელური, ბილწი აზრებით და ამით ეშმაკმა იგი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. იგი ფიქრობდა, რომ დაიღუპა. მრავალ ქრისტიან მოღვაწეს მიმართა, მაგრამ ამაოდ, ვერავინ შეძლო მისი დახმარება. ბოლოს ერთ, დიდი სულიერი გამოცდილების ბერთან მივიდა და შერცხვა რა ეამბნა იმ მკრეხელური ფიქრების შესახებ, რომელიც მას აწუხებდა ღმერთთან, ღვთისმშობელთან, უფლის წმინდა საიდუმლოებებთან დაკავშირებით, დაწერა ყოველივე ის, რასაც განიცდიდა და გადასცა მას... როცა სულიერმა მამამ დაწერილი წაიკითხა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა: „ნუ გეშინია, შენ არ ხარ ამ ფიქრებში დამნაშავე, მთელ შენს ცოდვას ამასთან დაკავშირებით ჩემს თავზე ვიღებ, ეს ეშმაკის ბრალია“ და როცა ეს თქვა, ბერმა შვება იგრძნო, თითქოს დიდი ტვირთი ჩამოეხსნაო მხრებიდან.
გონებაში მავნე, ცოდვილი ფიქრების, წარმოდგენების შემოსვლას, რომლიც დასაწყისში ადამიანს ცოდვად არ ეთვლება, ერთგვარი გამოცდის მნიშვნელობა აქვს. ამით დგინდება ჩვენი მიდრეკილება არჩევნის გაკეთებისას, კარგი თუ ცუდი მხარისკენ. თუ გულში მცირედი გადახრა მაინც შეიმჩნევა ამა თუ იმ ვნებისკენ, ეს ხელშემწყობი პირობაა ყურადღება მიექცეს დემონურ შთაგონებას, დაიწყოს მავნე ჩანაფიქრის განვითარება, ადგილი ჰქონდეს ცნობიერების დატყვევების სხვადასხვა ეტაპს.
არქიმანდრიტი რაფაელი თავის ქადაგებაში „დემონების და ამპარტავნების შესახებ“ ცოდვილი ჩანაფიქრის გონებაში შემოსვლის პირველი ეტაპის შემდეგ მისი განვითარების შემდგომ პერიოდებს ასახელებს. მეორე საფეხურზე ადამიანი კი არ განაგდებს მანკიერ ფიქრს ან ცოდვილ ხატებას (ვთქვათ ქალის სახეს), არამედ იწყებს მის თვალიერებას, არ ცდილობს განთავისუფლდეს და შედის მასთან კონტაქტში. მომდევნო ეტაპზე ჩნდება თანხმობა ცოდვილი ჩანაფიქრის ან ხატის მიღებაზე. შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მანკიერი აზრის, იდეის საქმის დონეზე შესრულების შესახებ. ყველა ეს ეტაპი ადამიანისათვის უკვე ცოდვილია. კაცმა აქაც შეიძლება აღკვეთოს დემონური ზემოქემდება, მაგრამ რაც უფრო ღრმავდება ეს პროცესი, მით უფრო ძნელია ამის გაკეთება. შემდეგ ჩნდება სურვილი ცოდვის ჩადენის, ერთგვარი ემოციური მხარდაჭერა მისდამი; სურვილს მოსდევს - მზადყოფნა, საქმით შესრულების გეგმა. აქ უკვე მოქმედების ეტაპი დგება. ცოდვა საქმის დონეზე კი ღალატია უფლის, დემონებთან კავშირის დამყარება.
ბოროტი ძალა ათასწლეულების განმავლობაში უყურებს ადამიანებს, მრავალმა თაობამ გაიარა მის ხელში და მან ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ცოდნა, გამოცდილება დააგროვა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მართლმადიდებლური გაგებით თითოეულს დაბადებისთანავე დემონი მიემაგრება, რომელიც აფიქსირებს მის ცოდვებს, მანკიერ მხარეებს, სწავლობს სისუსტეებს. მუდმივად აწარმოებენ დაკვირვებას ბოროტი ძალის სხვა მსახურებიც. მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ გიყურებენ გამომცდელად, თან ისე, რომ ვერ ამჩნევ, არ იცი, სათანადოდ ან უფრო ხშირად საერთოდ ვერ აცნობიერებ ამას ყველაფერს, რამდენად კარგად უნდა შეგისწავლონ, გაგიცნონ შენ. ადვილი წარმოსადგენია, ჩვენ რა საშიშ, ვერაგ ძალასთან გვაქვს საქმე.
მართლმადიდებლური მოძღვრებით ბოროტ ძალას ადამიანის აზრების წაკითხვის შესაძლებლობა არა აქვს, მან არ იცის ჩვენი ფიქრები, იმათი გამოკლებით, რომლებიც მათივე ზემოქემდების შედეგად ჩნდება ცნობიერებაში. როცა ეს ძალა პატივმოყვარულ, შურის თუ სხვა სახის აზრებს გიჩენს გონებაში, ისინი მას, ბუნებრივია, კარგად მოეხსენება, რადგან თავადვე არის ამაში დამნაშავე, სხვა სახის ფიქრებს კი, რომლებიც განსხვავებული მიზეზებით არის განპირობებული, იგი ვერ იგებს. მაგრამ დემონები ბევრს ხვდებიან ჩვენს ქცევაზე, სახის გამომეტყველებაზე დაკვირვების შედეგად. წმინდა ისიდორე პელუსიელი ამბობს: „ბოროტმა არ იცის რას ვფიქრობთ, რადგან ეს მხოლოდ ღვთაებრივი ძალისათვის არის ცნობილი, მაგრამ სხეულებრივი მოძრაობებით იგი იჭერს ჩვენს ფიქრებს. შეამჩნევს, მაგალითად, რომ უმზერენ სხვის სილამაზეს მაშინვე სარგებლობს ამით და აღაგზნებს ასეთ ადამიანს მრუშობის ვნებით. დაინახავს ხარბს, აქეზებს ძარცვა-გლეჯისაკენ, უკანონო მომხვეჭელობისკენ. ნაყროვანებით ძლეულს წარმოადგენინებს ამ ვნების განცდებს და აიძულებს იმოქმედოს“. კარგ ფსიქოლოგს, დიპლომატს ვერ გამოაპარებ, რაც არ უნდა დამალო, ზოგჯერ შენს შინაგან მდგომარეობას, განცდებს და რა ძნელია ეს არ დაანახო დემონურ ძალას, რომელიც ჩუმად გითვალთვალებს, თავად კი არც ცდილობ დაფარო რამე, რადგან გარშემო მას ვერ ხედავ. ამასთან, ეს ძალა მთელი ცხოვრება გითვალთვალებს, მეტად კარგად გიცნობს, საზღვრავს, სად როგორ მოიქცევი და თანაც ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობაზე დაკვირვების შედეგად უზარმაზარი ფსიქოლოგიური ცოდნა, გამოცდილება აქვს დაგროვილი, მშვენივრად იცნობს ბუნებას ადამიანისას.
ის, რომ დემონები ითვალისწინებენ ვითარებას და მიმღებლობას ადამიანისა და შემდეგ იწყებენ ამა თუ იმ მიმართულებით მოქმედებას მათი ბრძოლის ფორმების დახვეწაზე, დიდ ვერაგობაზე მიუთითებს. სამწუხაროდ, ფსიქოლოგთა უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს, არ იცის ბოროტი ძალის მსახურთა მოქმედების შესახებ, არ ესმის, რა დიდ ზეგავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ფსიქიკაზე. აზროვნების პროცესის განხილვისას ამ დარგის სპეციალისტები არ ითვალისწინებენ რა არაამქვეყნიურ ძალთა გავლენას, ხშირად რჩებიან მეტად პრიმიტიულ დონეზე ამ ურთულესი ფსიქიკური პროცესის გაშუქებისას.
ჩვენს ფსიქიკაში ჩნდება აზრები, იდეები, წარმოდგენები ღვთაებრივი ძალის შთაგონებით, ზეგავლენითაც, რომლებიც უფლისგან, ანგელოზების, წმინდანებისგან მოდის. ცნობილი მართლმადიდებელი მკვლევარი ნ.ე. პესტოვი წერს: „თუ ყურადღებით დავუკვირდებით ჩვენს თავს, შევამჩნევთ, რომ ზოგჯერ, რაიმე საგნით, მოვლენით დაკავებულ საკუთარ ფიქრთა მსვლელობა, უცბად წყდება და გონებაში თითქოს შემოფრინდება ახალი აზრი, რომელიც სულ არ არის წინასთან დაკავშირებული, არავითარ გარეგან მიზეზთან.
ასე მაგალითად, ყურადღებით ვკითხულობთ ლოცვებს, ირგვლივ სიჩუმეა. უცბად საიდანღაც ჩნდება აზრი - „არ მოვიდა დრო შვილის გაღვიძების? „ვინ არის, ბრძანებლურად რომ წყვეტს ჩემ ფიქრებს და მაიძულებს სხვაზე ვიფიქრო? ან კიდევ მივდივარ ღრმად ჩაფიქრებული და მივაღწიე გზაჯვარედინს. დაკავებული საკუთარი აზრებით გადავდივარ ქუჩაზე ისე, რომ აქეთ-იქით არც კი ვიხედები. უცებ ვიღაც წყვეტს ჩემს ფიქრთა მსვლელობას და მეუბნება: „გაიხედე მარცხნივ“ და თუ იქითა მხრიდან მანქანა მოქრის, გადარჩენას ამ ხმას უნდა ვუმადლოდე...
ცალკეულ შემთხვევებში, როცა გვსურს უცბად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, აზრები კი გვიორდება ან კიდევ არ შეგვიძლია გავიხსენოთ რამე, ან საკუთარი გულმავიწყობის გვეშინია - მაშინ გულისყურით, ყურადღებით, მთელი გულით უნდა ვთხოვოთ ჩვენს მფარველ ანგელოზს მოვიდეს დასახმარებლად და გვიკარნახოს ჩვენთვის აუცილებელი აზრი, ან დროზე გაგვახსენოს, რაც გვჭირდება“.
მართლმადიდებლური გაგებით მფარველ ანგელოზს ერთი თვისება ახასიათებს. იგი განეშორება იმ ხალხს, რომლებიც ღვთისათვის არასათანადოდ ცხოვრობენ, ბევრს ცოდავენ, აძლევენ საკუთარ ვნებებეს გაქანების საშუალებას. როგორც გაიხდიან დასვრილ ტანსაცმელს და არ სიამოვნებთ მასთან შეხება, ასევე უფლის ზეციური მსახურნიც ერიდებიან მათ, ვინც არასწორად ცხოვრობს და თავისი ყოფით ბევრ სულიერ ჭუჭყს იკრებს. წმინდა სებასტიან ყარაგანდელი ამბობდა:
„თითოეულს ნათლობის შემდეგ მფარველი ანგელოზი მიემაგრება. როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ კავშირს მასთან? იგი თავის მოქმედებას სინდისის, გულის მეშვეობით ახორციელებს. როცა ადამიანი სულის ხსნისათვის იღწვის, უსმენს საკუთარი სინდისის ხმას, ერიდება ყველა ცოდვას, მაშინ ის გრძნობს თავისი მფარველი ანგელოზის არსებობას, მაშინ ზეციური დამცველი არიგებს ყველაფერ კარგის გასაკეთებლად, შთააგონებს კეთილ აზრს, აფრთხილებს ბოროტების შესახებ. მას ჩვენ სიკვდილის დროს ვნახავთ“.
უმთავრესი პირობა ჩვენს ცნობიერებაში ღვთაებრივი სამყაროდან მომდინარე აზრების, იდეების, წარმოდგენების მოსაცემად არის ის, რომ შევეცადოთ, რაც შეიძლება მოვერიდოთ ცოდვას, ვიცხოვროთ ღვთისთვის სათნოდ. სწოს აზროვნებას,
ღვთაებრივი ნაპერწკლის გაჩენას ცხოვრებაში დამსახურება უნდა. განა შეიძლება მას გზა არ გადაუკეტოს ცოდვით დაცემებმა, ვნების გახელებამ. ერთ-ერთი ნეტარება გვეუბნება „ნეტარ არიან წმინდანი გულითა რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. გულის სიწმინდის შენარჩუნება მართლმადიდებლური სწავლებით გულისხმობს არა მხოლოდ საქმით, არამედ ფიქრითაც რაც შეიძლება ნაკლებ შეცოდებას. მაშინ არის მოსალოდნელი უფალმა მოიღოს მოწყალება და მისი დაშვებისდა მიხედვით გაგვინათდეს გონება, გაგვიჩნდეს ჩვენთვის სასარგებლო, მაცხოვნებელი აზრები, იდეები, წარიმართოს ყურადღება საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებზე, თემებზე, დაშვებულ შეცდომებზე, ჩავწვდეთ ღვთის არსების დაფარულ მხარეებს, სიბრძნეებს. თუმცა ზოგჯერ არაეკლესიურად, ღვთისათვის არასათნოდ მცხოვრებლებსაც მიუთითებს შინაგანი ხმა, სინდისი, მფარველი ანგელოზი, იმდენად უსაზღვროა უფლის მოწყალება, ყველას სწვდება იგი, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის იმ კანონს, რომ ზეციური სამყაროდან მომდინარე აზრების მოცემისათვის, შეგრძნებებისათვის აუცილებელია სულიერი განწმენდა. წმინდა მამათა მიხედვით ადამს იმგვარი აზროვნება ჰქონდა, რომ შეეძლო ჩასწვდომოდა ცხოველთა, მცენარეთა არსს და აქედან გამომდინარე, შეერჩია მათთვის შესაფერისი სახელები. სამოთხიდან გამოძევების შემდეგ მან დაკარგა ეს უნარი.
იღუმენ ნიკონის მიხედვით სულიერების მაღალ დონეზე ადამიანი სრულიად გარდაისახება. „იცვლება ყველაფერი გონება, გული, ნება, მთელი არსება, სხეულიც კი. ახალი ადამიანის გონებას ძალუძს ჩასწვდეს შორეულ მოვლენებს, წარსულს, ბევრს მომავალშიც, გაიგოს საგანთა და არა მხოლოდ მოვლენათა არსი. დაინახოს ადამიანის სული, ანგელოზები, ეშმაკები, შეიტყოს ბევრი რამ სულიერი სამყაროს (იმიერის შესახებ). „ჩვენ გონება ქრისტესი გვაქვს“, - ამბობს პავლე მოციქული“ (1 კორ 2,16).
მართლმადიდებლური დაშვებით აზროვნების ჩვეულებრივი ფორმების გარდა (ლოგიკური, სივრცითი, ხატოვანი) გამოიყოფა მისი სულიერი, შინაგანი სახეც. იგი გულისხმობს სულიერ შემეცნებას, ღვთაებრივ იდეათა გაგებას, რელიგიურ განცდათა
მოცემას, შეგრძნებას უფლის არსებობის, მასთან ურთიერთობის, ამას უბრალო ენით რელიგიურ ინტუიციას უწოდებენ, რომლითაც ჩვენ არა მხოლოდ ვრწმუნდებით ღმერთის არსებობაში, არამედ შევიგრძნობთ კიდევაც მას, განვიცდით მის ყოფნას, საკუთარ კონტაქტს და კავშირს უფალთან. ეს ყველაფერი იღვიძებს და ვითარდება უფლისმიერი მადლით, ადამიანის მისწრაფებით ამისკენ.
აზროვნებას მეტად წმენდს ლოცვა. ამ დროს ხშირად ჩნდება გონებაში ჩვენთვის საჭირო აზრები, ეცემა პასუხი საჭირბოროტო კითხვებს, მითითება ხდება დაშვებულ შეცდომებზე, ნაკლოვანებებზე, რომელსაც გამოსწორება სჭირდება.
იწყებ იესოს ლოცვას და ხშირად მალევე გრძნობ ცვლილებას შენს ფიქრთა მიმდინარეობაში. ამქვეყნიურ, ამაო, ფუჭ, მავნე თემების ნაცვლად გიტივტივდება შენთვის, საკუთარი სულის ცხონებისათვის უფრო მნიშვნელოვანი თემები. შეგრძნება ისეთია, რომ არა ლოცვა, ამ დროს უხილავად შემოსული ღვთაებრივი მადლი ამგვარ გარდასახვას ადგილი არ ექნებოდა და პირიქით, მეტად ამრუდებს აზროვნების მიმდინარეობას ცოდვითი დაცემები. ასეთ დროს ხშირად მიიღება არასწორი გადაწყვეტილებები, კეთდება მცდარი დასკვნები, წამოიწყებენ რაიმე საქმიანობას და არ გამოდის, მიენდობიან კაცს, ის კი უღალატებს, ზოგჯერ თითქოს ლოგიკურად მსჯელობენ, ითვალისწინებენ ყველაფერს, მაგრამ მაინც რაღაცა რჩებათ და ამის გამო, ყველაფერი მათდა სავალალოდ მთავრდება. ეს დამოკიდებულება ცოდვით დაცემასა და აზროვნების გამრუდებას შორის განსაკუთრებით კარგად ეკლესიის წიაღში შეიმჩნევა, მართლმადიდებელ მრევლში. უფალი ამით მიგვითითებს, გვაგრძნობინებს, რომ არაფერი ხდება მისი ნების გარეშე და სწორ, ჭეშმარიტ აზროვნებას დამსახურება უნდა, ეს უფლის დიდი წყალობაა და ჩვენ ყოველნაირად უნდა გავითავისოთ იგი.
დავით ციცქიშვილი
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი „მართლმადიდებლური ფსიქოლოგია“
orthodoxy.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий