вторник, 24 июня 2014 г.

ნორვეგიაში ბავშვებს უკვე ტურისტებსაც ართმევენ.


ნორვეგია მისი სახელმოხვეჭილი სპეცგანყოფილების "ბარნევარნის" დახმარებით, ყოველწლიურად 12 ათასამდე უცხოელ ბავშვს ატყვევებს, რათა შემდეგ ისინი ნორვეგიელ "დამქიარვებელ" მშობლებს გადასცეს, რომლებიც 15 ათას ევროდ სამშობლოს ყოველგვარ მოგონებას წაუშლიან "განორვეგიევებულ" ბავშვებს. ამის შესახებ იუწყება ჩეხური გამოცემა echo24.cz თავის სტატიაში, რომლის სახელწოდებაა: "გიგანტური ნორვეგიული ბიზნესი ბავშვებზე" (სტატიის სრული სახელწოდებაა: "Lawyer: Removing children in Norway? First of all, big business").

ჩეხური გამოცემა აქვეყნებს ინტერვიუს ადვოკატთან, რომელსაც სადღეისოდ ჩეხი დედის ევა მიჩალოვას (Eva Michalova) საქმე მიჰყავს. ჩეხ მოქალაქეს 3 წლის წინ ნორვეგიის ტერიგორიაზე ორი პატარა ბიჭუნა წაართვეს.

ჩეხმა პარლამენტარებმა ეს ნორვეგიელი იურისტი პარლამენტში მოიწვიეს, რათა განემარტა, რა ხდება თანამედროვე ნორვეგიაში ადამიანისა და ბავშვთა უფლებების მასობრივ დარღვევებთან დაკავშირებით? და რომელი ნორვეგიული კანონები აძლევენ დღეს უფლებას "მოჰპარონ" ბავშვი იმ ნებისმიერ უცხოელს, რომელიც კი დედამიწის ამ "პირატულ" კუთხეში წასვლას დააპირებს?

ნორვეგიელი იურისტი განმარტავს, რომ ნორვეგიის კანონები დღეს უფლებას იძლევიან უმიზეზოდ და სასამართლოს გარეშე წაართვან ბავშვი ნებისმიერ მშოებელს, მათ შორის ტურისტებსაც.

ბავშვებთან დაკავშირებულ ასეთ ბარბაროსულ კანონებს ნორვეგიაში "სოციალისტურს" უწოდებენ, - განმარტავს ადვოკატი. ზემოთხსენებული ჩეხური გამოცემის თქმით 1990-იანი წლებიდან ნორვეგიაში ბავშვების სრული გასაზოგადოებობა მოქმედებს.


წყარო: http://vk.com/public71034874?w=wall-71034874_190


apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий