четверг, 5 июня 2014 г.

კონსენსუსი - Consensus

კონსენსუსი - Consensus .გადაწყვეტილებების ან დოკუმენტების მომზადებისა და მიღების სახე, რომლის დროსაც განსახილველი დებულება მიიღება არა კენჭისყრით, არამედ შეთანხმებით. –ის დროს რომელიმე მხარე, რომელიც თანახმა არ არის დოკუმენტის ამა თუ იმ კონკრეტული დებულების მიღებაზე, მაინც მხარს უჭერს მთელი დოკუმენტის, გადაწყვეტილების მიღებას მისი ზოგადი ხასიათიდან ან მიზნებიდან გამომდინარე. კ. მჭიდროდ უკავშირდება საკითხების „პაკეტში“ მიღების მეთოდს, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება არა დოკუმენტის ცალკეული პუნქტების მიხედვით, არამედ მთლიანად. დასავლურ პოლიტიკურ პრაქტიკაში . განსაკუთრებით ხშირად ფიგურირებს პარტიათა შორის ურთიერთობებში, როდესაც რომელიმე პრობლემის მიმართ მიღწეულია ზოგადი თანხმობა.



consensus თანხმობა, ერთსულოვნება

მსჯელობისა და ურთიერთდათმობების შედეგად, საერთო თანხმობით სადავო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება.


კონსენსუსი – Consensus – [ლათ.consensus თანხმობა, ერთსულოვნება] – სადავო საკითხებზე ზოგადი თანხმობა, რომელსაც მიაღწიეს საერთაშორისო მოლაპარაკების, კონფერენციის მონაწილეებმა (კონსენსუსისათვის საჭიროა უკლებლივ ყველა მონაწილის თანხმობა); შემდგომში იგი შეიძლება გახდეს საფუძველი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოსაწერად.  



www.gen.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий