среда, 2 июля 2014 г.

როგორ ერთობიან ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (ფოტოკოლაჟი)


არ აქვს მნიშვნელობა კულტურულ ფონს, სადაც ისინი იზრდებიან; არ აქვს მნიშვნელობა მათ ეკონოკურ მდგომარეობას - ბავშვები ყველგან და ყოველთვის პოულობენ გზას გართობისთვის. წარმოდგენილი 33 ფოტო ამტკიცებს, რომ ბავშვობა ყველგან მშვენიერია.


ინდონეზია





რუსეთი




ბურკინა ფასო


მიანმარი


ტაჯიკეთი


ინდოეთი




ვიეტნამი


განა


ესტონეთი


ტაილანდი




სამხრეთ აფრიკა



პერუ


ეთიოპია


იტალია


ისრაელი


აშშ


ინდონეზია





უგანდა


რუმინეთი


reportiori.ge

მამა პეტრე კვარაცხელია: სადაც რელიგია ხელისშემშლელი ფაქტორია, იქ ცივილიზაცია არ არის!

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებით, მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია და მთავარ მუქარას წარმოადგენს დასავლეთისთვის, იმდენად, რამდენადაც მართლმადიდებლობა ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ სცნობს არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს. კომენტარი თემაზე სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზს, მამა პეტრე კვარაცხელიას, ვთხოვეთ:


_ მართლმადიდებლური რელიგია თავისი მრწამსით და შეხედულებით ზეჰუმანური ღირებულებაა, რომლისთვისაც პიროვნების თავისუფლება, უფლებების დაცვა და ღირსების შენარჩუნებაა უმთავრესი ამოცანა.


ნებისმიერი პოლიტიკური თუ აპოლიტიკური მიმდინარეობა გულდასმით შემუშავებულ იდეოლოგიას ეფუძნება. ვისთვისაც მისაღებია, იზიარებს და შესაბამისადაც ცხოვრობს, ხოლო, ვინც საფრთხეს ხედავს, გაურბის და მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ღირებულებები დაიცვას. ვისთვისაც ,,დაბრკოლება" არ არსებობს არც ერთი მხრიდან, მისთვის სულ ერთია მდინარის გაღმა იდგება თუ გამოღმა.


დასავლური ცივილიზაცია, როგორც ასეთი, რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენდა. თუ დღეს დასავლეთი ხელისშემშლელ ფაქტორს ხედავს რელიგიაში,უმთავრესად, მართლმადიდებლობაში,უკვე ცივილიზაცია აღარ არის.


მესმის უმცირესობის უფლებები, მაგრამ ამის ხარჯზე უმრავლესობის ინტერესები არ უნდა შეილახოს...


კანტი ამბობს: ,,ორი რამ გამიკვირდება _ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და ზნეობრივი კანონები ჩემში"... მე ასე მესმის დასავლეთი.


თუ ზნეობრივ კანონს გაურბიხარ, მაშინ მართლმადიდებლობა საფრთხეს არ უნდა გიქმნიდეს, მაგრამ ზნეობა თუ რაღაც დონეზე „გიჭერს“, სარწმუნოება აპოლოგეტად უნდა მოიხმო!



iverioni.com.ge

მამა ელიზბარ დიაკონიძე: ერს ასე უხაროდეს - ხვალიდან გამაუპატიურებენო, ასეთი არაფერი მინახავს!

„მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია, იგი წარმოადგენს მთავარ მუქარას დასავლური ცივილიზაციისათვის, რადგან ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ ცნობს გეებს და ტრანსგენდერებს“ _ ეს განცხადება შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს ეკუთვნის, მისი თქმით, პუტინი ევროპას მართლმადიდებლურ კედელს უშენებს, რითაც დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება. აღნინშულზე კომენტარი წმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანს ელიზბარ დიაკონიძეს ვთხოვეთ:

_ ნეტა, ეს სიმართლე იყოს და პუტინი მართლა მართლმადიდებლურ კედელს აშენებდეს. მართლმადიდებლობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ყველა დემოკრატიაზე და ყველა სულერებაზე მაღლა აყენებს პირად თავისუფლებას. რაც შეეხება, ტრანსგენდერებს და გეებს _ ეს არის ეშმაკის მიერ შემოყრილი მიმდევრობა. შვედებმა თავის მინისტრიანად კარგად წაიკითხონ ბიბლია და გაიგონ, რა მოუვიდა სოდომსა და გომორს, ამ ცოდვის მიმდევარ ორ ლამაზ ქალაქს.

სამწუხაროდ, ჩვენშიც მოიკიდეს მათ ფეხი. დღეს ერთ-ერთი გამოცემის საშუალებით შევიტყვე, რომ თურმე მანანა კობახიძემ ბრძანა, მართლმადიდებლობა და ქართული კულტურა ერს რყვნისო, დავით უსუფაშვილმა კი ბიბლიას საერთოდ ბოროტება უწოდა. ასეთი ადამიანები და მათი მიმდევარნი სწორედ კარლ ბილდტის გამოყვანილი ჰიბრიდები არიან. მას ეტყობა უნდა, ოჯახის წევრებად ჰყავდეს ასეთები და ჰყავდეს იმ ქვეყანაში, სადაც ევროპელები და, თავიანთი ჭკუით, ყველანაირად მოწესრიგებული ხალხი არიან, მაგრამ ერს ასე უხაროდეს, ხვალიდან გამაუპატიურებენო, როგორც ჩვენ, _ ასეთი არაფერი მინახავს.


_ რას გულისხმობთ, მამაო?


_ რას და ასოცირების ხელშეკრულებას ვგულიხმობ! 50 წელია თურქებს ხელი აქვთ მოწერილი ასეთ ხელშკრულებაზე, მაგრამ მიიღო ვინმემ ევროკავშირში? ეკონომიკური მგომარეობით კი ჩვენ მათ ვერ შევედრებით, მაგრამ რად მინდა მაგისთანა საჭმელი თუ სულიერებას შემირყვნი? ეს ხელმოწერა ჩვენი ქვეყნის დაღუპვის დასაწყისია, რომელიც ძალიან მალე ყოველგვარ მყუდროებას დაგვირღვევს, მათ შორის სულიერ მყუდროებასაც - მართლმადიდებლობასაც, რადგან ჰგონიათ, რომ თუ აღარ ვიქნებით მართლმადიდებლები, უფრო კარგად ვიქნებით „გამაძღარნი“.

საკვირაო ქადაგებაში მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ შემოუძახა ხელისუფლებას, რომ მიწების გასხვისებას სერიოზული ყურადღება მიაქციონ, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის არაფერი ქართული პატივსაცემი და გულთან ახლოს მისატანი არ არის. პირიქით, რაც უფრო ჩქარა წაგვბილწავენ, გაგვრყვნიან და ინდოელებით, ირანელებითა და ჩინელებით აგვავსებენ, მეტ ქართველს გააქცევენ აქედან და ეს უნდათ, სწორედ.

თქვენ იცით, რომ თუ ვინმე წასვლას მოისურვებს საზღვარგარეთ, აქაური ქართველებისგან ყოველგვარი ხელშწყობა აქვს, რომ იქ კარგად იყვნენ და აქეთ აღარ მოიხედონ? ამ გზით უნდათ, რომ მართლმადიდებლობა აღმოიფხვრას, როგორც რელიგია, რადგან რაც მეტი გარყვნილი და გაოხრებული დარჩება ამ ქვეყანაზე, უფრო იოლად გათახსირდება საქართველო და აღარ იარსებებს.

მართლმადიდებლობის დასუსტება კი ზუსტად იქ იწყება, სადაც ის ყველაზე ძლიერია და სადაც უძველესია. პირველი საუკუნიდან ანდრია პირველწოდებულის მიერ ნაკურთხი ქვეყანა ვართ და ჩვენ გვირტყამენ, სწორედ, თორემ, რუსეთში მაინცდამაინც არ ებრძვიან მართლმადიდებლობას _ იმიტომ კი არა, რომ რუსეთი დიდია და ეშინიათ, ყველა ჩვენ შემოგვცქერის, საქართველოს და კავკასიას, რადგან თუ აქ დამარცხდება მართლმადიდებლობა, სხვაგან იოლად დაშლიან, კვართი ჩვენ გვაქვს, უფლის კვართი აქ არის - თუ კვართი წაიბილწება, დანარჩენი ყველაფერი იოლად განადგურდება!



ესაუბრა ნონა ქარქაშაძე


http://iverioni.com.ge/5122-mama-elizbar-diakonidze-ers-ase-ukharodes-khvalidan-gamaupatiurebeno-asethi-araferi-minakhavs.html

უსუფაშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა.

გაზეთი "კვირის ქრონიკა", გიორგი ჭიქიაშვილი


სამპროცენტიან "რესპუბლიკურ პარტიას" და მის ე.წ. ნეოლიბერალ მესვეურებს ეროვნული ფასეულობებისგან რომ ასი სინათლის წელიწადი აშორებთ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არახალია. არც ისაა ვინმესთვის გასაკვირი, რომ ბოლო წელიწად-ნახევარში (რაც სათავეში კოალიცია მოვიდა) ამ პარტიის თაოსნობით არაერთი ანტიეროვნული საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა პარლამენტში, მაგრამ ეგ არაფერი. იმ განცხადებამ, რომელიც ამას წინათ დავით უსუფაშვილმა გააკეთა ერთ-ერთ კონფერენციაზე, შეიძლება ითქვას, პირწმინდად გადაწონა მთელი რესპუბლიკური სალიბერასტეთის მანამდელი ნამოქმედარი. მეტიც, ამ განცხადებით უსუფაშვილმა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა და, ფაქტობრივად, თანაგუნდელებსაც მოუწოდა, ამყევით საქართველოს წინააღმდეგ ფერხულშიო. აი, რა განცხადებაზე მაქვს საუბარი: "ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი შეხედულება და იდეა, რომელიც შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეების ერთ ნაწილში ვერ არის ასეთი პოპულარული. მაგალითად, ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ შენ, ჩემო შვილო, დაიბადე და გაჩნდი იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს, მე ვეუბნები, რომ, შვილო, თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე იმისთვის, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი, რომ ყველა საკითხზე გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი; და თუ თქვენი არჩევანი იქნება, გინდ სამშობლოს შეეწირებით, გინდ თქვენს პროფესიას და გინდ... რასაც გინდა. ბევრ ჩემს თანამემამულეს ეს არ ესმის და მსაყვედურობს, არ ხარ პატრიოტიო... მე არ დავდივარ გაღეღილი პერანგით, რომ ყველას დავანახო, ჯვარი მიკეთია თუ არ მიკეთია; იმიტომ რომ მგონია, ეს არის ჩემი პირადი საქმე. მე არც თქვენ, არც სხვას არ განვსჯი ამითი, რომელ ეკლესიაში დადის, რამდენჯერ დადის, როგორი ჯვარი უკეთია და ა.შ. მე მგონია, რომ ეს არის პერსონალური, ინდივიდუალური საქმე, რომელიც ჩემი, პოლიტიკოსის, საქმე არ არის. ეს ზოგს არ მოსწონს ამ ქვეყანაში...
...მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ის ურთიერთობა, რასაც ძალიან ხშირად პოლიტიკური პარტიები მიმართავენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, დამღუპველია ქვეყნისთვისაც და ეკლესიისთვისაც. მე ამას არ გავაკეთებ. ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე თვლის, რომ ეს არის რაღაცა არასწორი ქართველობა, თუ მე არ შევედი რაღაც ჰამქარში და ისე არ მოვიქეცი, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა იქცევა; ამიტომ ჩვენ როდის მივიღებთ საკმარის ხმებს, ამომრჩევლის, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი. ალბათ, მაშინ, როდესაც ის ხალხი, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებად თვლის თავს, ეზიარება აი, იმ ღირებულებებს, რაზეც ვლაპარაკობდი..."

ახლა მოდი, ამ ყველაფერს ობიექტურად შევხედოთ, თავისთავად უბედურება ის კი არ არის, რომ დასავლეთის პოლიტიკურ მესაჯდომეებთან კუდით გადაბმული უსუფაშვილი ასეთ განცხადებას აკეთებს (პირიქით, ეს სავსებით ლოგიკურია), უბედურება და ტრაგედია ისაა, რომ ეს სამპროცენტიანი პარაზიტი ხელისუფლებაშია, თანაც საკანონმდებლო ხელისუფლების სათავეში თან ისე, რომ ამომრჩეველს "რესპუბლიკური პარტიისთვის" ხმა არ მიუცია. პრინციპში, კაცმა რომ თქვას, ამასაც ავიტანდით, რეალურად ხალხის არჩეულ პარტიასთან რომ გვქონდეს საქმე, მაგრამ ყველამ ვიცით, რა მზაკვრობაც ჩაიდინა თავის დროზე ივანიშვილმა, - სააკაშვილის სიძულვილით დაბრმავებულ საზოგადოებას ჯერ იყო და მუხლებზე დაჩოქილს ახვეწნინა, პოლიტიკაში მოსულიყო, მერე მოვიდა და პირველი, რაც გააკეთა, წამყვან ძალად რესპუბლიკელები გამოაცხადა. მოკლედ, ყველა ამ უბედურების სათავე ივანიშვილია, მაგრამ მას ახლა თავი ქუდში აქვს და რაც უნდა გულზე მჯიღები ვირტყათ, ამით არაფერი შეიცვლება. ასევე არაფერი შეიცვლება მისი პოლიტიკური ნაშიერებისთვის, რადგან ოლიგარქის მხარდაჭერა მათთვის ის ფარია, რომელსაც ხალხი კი არა, მამაზეციერი ვერ გადააბიჯებს.

დავუბრუნდეთ ისევ უსუფაშვილს, თავის გამოსვლაში მან ამაყად განაცხადა: ჩემს შვილს სამშობლოსთვის თავგანწირვას კი არ ვუნერგავ, არამედ ვასწავლი, რომ თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის დაიბადაო. ე.ი. რა გამოდის, ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, არ არსებობს არც ზნეობა, მორალი და რამე მაღალი, ზეაღმატებული იდეალები, რისთვისაც ადამიანმა შეიძლება თავი გადადოს. არსებობს მხოლოდ პირადი, მერკანტილური ინტერესები და თუ ამ ინტერესებს დაიკმაყოფილებ, თავსაც ბედნიერად იგრძნობ. შეიძლება ითქვას, ეს არის პირველყოფილი აზროვნების ის ფორმა, რომელიც ადამიანს დაახლოებით 50 ათასი წლის წინათ ჰქონდა. ანუ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ადამიანი ხორცის შეწვას ისწავლიდა და პირველი ჰომო საპიენსი გაჩნდებოდა. ახლა წარმოიდგინეთ, რა თაობა შეიძლება გაეზარდოს საქართველოს იმ ბავშვების სახით, ასეთი პირველყოფილი, ცხოველური ინსტინქტების იდეალებით რომ ყალიბდებიან პიროვნებებად. ცხადია, მათგან ახალ-ახალ უსუფაშვილებს, ხიდაშლებსა და ბერძენიშვილებს მივიღებთ, მაგრამ პრობლემა არც ესაა, მთავარი უბედურება ის არის, რომ ამ ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ კასტას გზა კვლავ ხსნილი ექნება ხელისუფლებისკენ. დიახ, მეგობრებო, "რესპუბლიკური პარტია" კარგად აცნობიერებს, რომ მათ სათავეში მოსვლის შანსი უკანასკნელად მიეცათ. სწორედ ამიტომ მთელი მათი ძალისხმევა ახლა იმაზეა ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება დიდხანს, ხანგრძლივად დარჩნენ მათი პოლიტიკური თუ გენეტიკური შთამომავლები ამ სადავეებთან.
მიაქციეთ ყურადღება კიდევ ერთ ფრაზას: ამომრჩევლისგან საკმარის ხმებს მაშინ მივიღებთ, როცა ხალხი ჩვენს ღირებულებებს ეზიარებაო. ეს რას ნიშნავს, მარტივად რომ ვთქვათ, ბატონი თავმჯდომარე სრულიად საქართველოს ზემოდან უყურებს, ხალხს ბნელ მასად აღიქვამს და არჩევნებში რესპუბლიკელების ჭეშმარიტ გამარჯვებას მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნევს შესაძლებლად, როცა საზოგადოება ე.წ. ნეოლიბერალურ ღირებულებებს მიიღებს.

ძვირფასო მკითხველო, 9 წლის მანძილზე "ნაცების" და ახლა კიდევ "ქოცების" გადამკიდეებს არა მგონია, ამის განმარტება გჭირდებოდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოკლედ შეგახსენებთ, რაში მდგომარეობს მთელი ამათი ნეოლიბერალიზმის აპოგეა. ალბათ, ყველას გახსოვთ, რა განცხადება გააკეთა იგივე უსუფაშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე: სახელმწიფოს მართვა ბიბლიით ბოროტებააო. აღნიშნულ ღონისძიებაზე მან, ფაქტობრივად, მთელი თავისი გამოსვლა იმის მტკიცებას მიუძღვნა, რომ ცოდვა, როგორც ასეთი, არ არსებობს და ჭეშმარიტი ქრისტიანობა ყველანაირი მრწამსის, მსოფლმხედველობის მიმართ შემწყნარებლურია. "მამალი რესპის" ლოგიკა და სათქმელის დედააზრი აქ შემდეგში მდგომარეობდა: მნიშვნელობა არ აქვს არაფერს, არც ეროვნებას, ღირებულებებს, მორალს და იმას, რა სექსუალური ორიენტაციის ხარ, მთავარია, ადამიანად გაჩნდი და თავს ბედნიერად გრძნობდე (საკუთარ შვილსაც სწორედ ამას უნერგავს). საბოლოო ჯამში, მთელი ეს "ფილოსოფია" იმ შეხედულებამდე დადის, რომ კაცობრიობა ზედმეტადაა ზნეობრივი მარწუხებით შეკავებული, რომ ადამიანი ცხოველზე ბევრად უფრო უბედურია, რადგან მას არ აქვს სრული სექსუალური თავისუფლება და არ შეუძლია, დატკბეს ხორციელი სიამოვნებით თუნდაც საკუთარ მშობელთან, შვილთან და დასთან ან ძმასთან. აი, ესაა "რესპუბლიკური ნეოლიბერალიზმის" ამოსავალი წერტილი, რომელსაც უსუფაშვილი ნელ-ნელა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გვაპარებს. თუმცა დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ამ ყველაფერს პირდაპირ, შეფარვის გარეშეც გვეტყვიან...

ეჰ, როგორც ჩანს, საზოგადოებაც უკვე შეეგუა არსებულ რეალობას და ხალხი მინებდა მოსალოდნელ განსაცდელს. ასე რომ არ იყოს, ჯერ ერთი, ამ პოლიტიკურ პარადოქსთან არ გვექნებოდა საქმე და ხელისუფლებაში მოღალატე რესპუბლიკელები არ იქნებოდნენ, მეორეც, უსუფაშვილ-ხიდაშლები და ბერძენიშვილ-ზურაბიშვილები თავიანთი იდეოლოგიური ფეკალიების გადმონთხევას ასე თამამად ვერ გაბედავდნენ. ნათქვამია, როგორიცაა ტყე, ისეთივეა ნადირიცო, - ეტყობა, ჩვენ ჯერ უკეთესის ღირსნი ვერ გავხდით. რას ვიზამთ, ხვედრს ვერ გავექცევით, იმედია, ბიძინა რომ ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოებას შექმნის, ის მაინც იქნება უფრო "მკაცრი" არბიტრი...


alia.ge


вторник, 1 июля 2014 г.

ევრაზიული კავშირი აპოკალიფსის მერვე მხეცი?

ახალი აღთქმა.


იოანეს გამოცხადება

თავი მეცამეტე


1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.


2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-13.htm



***




ძველი აღთქმა

დანიელ წინასწარმეტყველი

თავი მეშვიდე


1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.

2. ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა;

3. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.

4. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.

5. აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!

6. შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას. 

7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.

8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.

9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.

10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.

11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის(მეოთხე) მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად. 

12. დანარჩენ(სამს) მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ. 





ახალი აღთქმა

მათეს სახარება

თავი ოცდამეოთხე


4. იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.

5. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ.

6. გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

7. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი აქა-იქ.

8. ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია. 

9. მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.

10. მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს.

11. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.

12. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.

13. ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.

14. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.

15. ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს),


*********************************************



ჩემი  ვერსია



ჯერ ბაბილონი არ დანგრეულა , ესეიგი ჯერ არც მერვე მხეცი მოსულა.
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_4021.html


რატომ არ არის ამერიკა ბაბილონი...(ბაბილონი უფრო ასაკოვანია ვიდრე ამერიკა)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_2919.html


უფლის მკვლელი იმპერია.(რომის იმპერია არ განმეორდება)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_6118.html


მხეცი საიდან შეიძლება მოვიდეს.(მხეცის დაბრუნება)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_7055.html


მერვე შვიდთაგანი.(შვიდი მხეცი )
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_5131.html


ავაზის ლიდერი.(ანტიღმერთი-ანტიქრისტე)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_4851.html


შვიდი მხეცის წრე.
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_1024.html


რვა მსოფლიო იმპერია.
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_1486.html


მეოცე საუკუნე.(მხეცის ნიშნები)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_1164.html


უკანასკნელი გაერთიანება.(ურჩხულელები)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_4309.html


ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(მეძავობა უნდა დასრულდეს)
http://elasevenia.blogspot.com/2014/04/blog-post_7511.html



*********************************



(არაფერს ვამტკიცებ, ეს ჩემი ნააზრევი და ვერსიაა.)


***


სრული ვერსია

აპოკალიფსი(ვერსია)***


***



ბოლო თავი იქნება  ,,ევრაზიული კავშირი აპოკალიფსის მერვე მხეცი?’’

ბოლო თავის დაწერა შეიძლება მე არც მომიწიოს, რადგან მას რეალური ფაქტები დაწერენ. თუ რათქმაუნდა ჩემი ვერსია აღმოჩნდება ზუსტი.

ვნახოთ რა იქნება  უახლოეს მომავალში. დავაკვირდეთ მოვლენებს.

გამოიკვეთება თუ არა მხეცი და მისი სახელი და სახელის  რიცხვი.


«არ მაინტერესებს თქვენი კულტურა»

ახლახან აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაავალა აშშ-ის დიპლომატიურ სამსახურს, მსოფლიოში ხელი შეუწყონ გეების, ლესბოსელების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების უფლებების დაცვას. შეხვედრას სექსუალური უმცირესობების ცნობილ უფლებადამცველებთან ერთად დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, დანიისა და ისლანდიის ელჩები ესწრებოდნენ. 

ჯო ბაიდენმა ილაპარაკა, რომ სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვა არის ცივილიზებული ქვეყნების დამახასიათებელი ნიშანი და ის ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებზე მაღლა უნდა იდგეს.


«არ მაინტერესებს თქვენი კულტურა», _ განუცხადა ბაიდენმა სტუმრებს და დასძინა, რომ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც არ აძლიერებენ ლგბტ პირთა უფლებებს, არაადამიანურობის საფასური უნდა გადაიხადონ.


ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. საქართველოში «მუქარას» უწოდებენ ლავროვის განცხადებას იმის შესახებ, რომ, თუკი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს საფრთხე შეექმნება, რუსეთი თავს დაიცავს. თუ მუქარაა ის, რომ რუსეთი თავს დაიცავს, მაშინ რა შეიძლება ეწოდოს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის განცხადებას? რა იქნება «არაადამიანურობის საფასური»? ვის შეეხება იგი? დღეს რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გაემიჯნა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას. დიდი სჯა-ბაასი არ სჭირდება იმას, რომ «არაადამიანურობის საფასურზე» ლაპარაკისას ბაიდენი სწორედ რუსეთს გულისხმობდა.


ცნობისათვის: ნატოს წევრ და აშშ-ის სტრატეგიულ მოკავშირე თურქეთში მხოლოდ შარშან 70 ტრანსსექსუალი მოკლეს, მაგრამ ამერიკელებს ეს არც შეუმჩნევიათ. «არაადამიანურობა» არის ის, რომ რუსეთში გეიპროპაგანდა აიკრძალა!


სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ წინააღმდეგობრივი ან სულაც მიუღებელი განცხადებების გამო ბაიდენს არაერთხელ მოუწია ბოდიშის მოხდა. 2013 წლის 21 მაისს ჯო ბაიდენმა ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც ამერიკელი ებრაელების დამსახურებებს ეძღვნებოდა, საჯაროდ განაცხადა, რომ ებრაელთა როლი განსაკუთრებულია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაში. რაც შეეხება კინოინდუსტრიასა და მასმედიას, ბაიდენმა თქვა: «ცვლილებათა 85%, რომლებიც განხორციელდა ჰოლივუდსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, შესაძლებელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მათ ებრაელები ხელმძღვანელობენ». მან ხაზი გაუსვა ებრაელების გავლენას იმიგრაციული კანონმდებლობის მიღებასა ფემინიზმის მიღწევებში. ვიცეპრეზიდენტმა განაცხადა: «ჩვენ დიადი ქვეყანა დიდწილად იმ წვლილის გამო ვართ, რომელიც ებრაულმა მემკვიდრეობამ და ებრაულმა პრინციპებმა შემოიტანეს».


ბაიდენის ამ გამოსვლამ, ებრაელების მიმართ პატივისცემის გამოხატვის ნაცვლად, საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. ამერიკული პრესა წერდა, რომ მისი ეს გამოსვლა ჩინებული კოზირია ებრაელთა მოწინააღმდეგეებისთვის; ბაიდენმა, ფაქტობრივად, ირიბად დაადასტურა, რომ არსებობს «ებრაული შეთქმულება» (თჰე Nეწ Yორკ Mაგაზინე). ავტორიტეტული ებრაელები სულაც არ მოიხიბლნენ ვიცეპრეზიდენტის ამ გამოსვლით.


ერთ გამოსვლაში ბაიდენმა პრეზიდენტ ობამას მისამართით განაცხადა: «ჩვენ გამოგვიჩნდა პირველი თანამედროვე აფროამერიკელი, რომელიც კარგად ლაპარაკობს, ნათელი, სუფთა და სიმპათიური, პირდაპირ ზღაპრული პერსონაჟია». ბევრმა ამერიკელმა ეს კომენტარი შეურაცხყოფად და რასობრივად მიუღებლად მიიჩნია. ბაიდენს ობამას წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწია. სხვა დროს მან განაცხადა, რომ ამერიკაში ვერ იპოვი ფუნთუშის გამყიდველს, ინდური აქცენტი რომ არ ჰქონდეს. 2011 წლის 14 აპრილს ჯო ბაიდენს ჩაეძინა პრეზიდენტ ობამას სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ეძღვნებოდა.


ბაიდენი ყოველთვის აშკარად გამოხატავდა ერთგულებას კათოლიკური რწმენისადმი და აცხადებდა, რომ «ყელში ჩათხრის კრიალოსანს ნებისმიერ რესპუბლიკელს, რომელიც მას მცირედმორწმუნეობას უსაყვედურებს». ასეთი მხურვალე კათოლიკე დღეს კიდევ უფრო მხურვალედ იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს და მათ ეროვნულ კულტურასა და სოციალურ ტრადიციებზე მაღლა აყენებს.


1987 წელს ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობას აპირებს. მაშინ იგი სენატის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა. საარჩევნო კამპანია საკმაოდ ენერგიულად დაიწყო, მაგრამ მალე ჟურნალისტებმა ტყუილში გამოიჭირეს: ბაიდენი ყოველთვის ამბობდა, რომ სკოლის, უნივერსიტეტისა და იურიდიული კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული იყო, მაგრამ ჟურნალისტებმა ეს მონაცემები შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ბაიდენს ძალიან დაბალი მოსწრება ჰქონდა. გარდა ამისა, კოლეჯში სწავლისას იგი პლაგიატში ამხილეს. მისი კონკურენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც შედარებული იყო ბაიდენის და დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მოქმედი ლიდერის, ნილ კინოკის გამოსვლები. გაირკვა, რომ ბაიდენი პირდაპირ იმეორებდა კინოკის ფრაზებს. ამ სკანდალების შემდეგ ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ იგი «წარსულის შეცდომების ჰიპერტროფირებულმა ჩრდილმა გაჭყლიტა».


ბაიდენის ბიოგრაფია ისეთივე წინააღმდეგობრივია, როგორც მისი განცხადებები. 1974 წელს ჟურნალ თIME-მაME ყველაზე ახალგაზრდა, 30 წლის სენატორი ჯო ბაიდენი შეიყვანა იმ 200 პიროვნების სიაში, «რომლებიც შექმნიან ისტორიას». იგი 35 წლის განმავლობაში წარმოადგენდა დელავერის შტატს აშშ-ის სენატში, თუმცა «ისტორიის შექმნაზე» ისტორია მოკრძალებულად დუმს. მისი წვლილი ამ საქმეში იმით შემოიფარგლა, რომ, პრეზიდენტობა როდესაც დააპირა, განაცხადა, რეიგანის ეპოქის ცვლილებებს გავაუქმებო.


ბავშვობაში ბაიდენს ენა ებმოდა, მაგრამ მოახერხა ამ ნაკლის დაძლევა და კარგ ორატორად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, ახალგაზრდობაში ასთმის გამო ფეხბურთს დაანება თავი და ამავე მიზეზით არ წავიდა ვიეტნამის ომში. პოლიტიკოსი, რომელსაც სამხედრო ძალებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, აშშ-ის მიერ წამოწყებული ყველა ომის მხარდამჭერად იქცა.


ბაიდენი იყო პირველი, რომელმაც სლობოდან მილოშევიჩს სამხედრო დამნაშავე უწოდა. პრეზიდენტ კლინტონის მიერ იუგოსლავიის დაბომბვის გადაწყვეტილებას დიდწილად სწორედ ბაიდენის გავლენას უკავშირებენ. იმჟამად იგი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოღვაწეობდა. სწორედ ბაიდენი ლობირებდა ბოსნიელი მუსლიმანების შეიარაღებას, მოითხოვდა იუგოსლავიის ხელმძღვანელობის დანაშაულთა გამოძიებას და სერბეთის დაბომბვას. 2001-2003 წლებში იგი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მხარი დაუჭირა ავღანეთში სამხედრო ჩარევას. 2002 წელს მან მხარი დაუჭირა ერაყში ინტერვენციას.


საინტერესოა, რომ 2008 წელს პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამასთან წყვილში (პრეზიდენტი-–ვიცეპრეზიდენტი) კენჭისყრისას ბაიდენმა ყოველი შემთხვევისთვის თადარიგი დაიჭირა და პარალელურად დელავერის შტატის სენატორად იყარა კენჭი. ისე მოხდა, რომ ობამამ არჩევნები მოიგო და იმავე დღეს სენატორად გასულმა ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტის სავაძელში გადაინაცვლა, ხოლო დელავერის გუბერნატორმა მის ადგილზე ორი წლის ვადით ბაიდენის თანაპარტიელი ტედ კაუფმანი დანიშნა. ასეთი ამერიკული დემოკრატია რომ იყოს, მაგალითად, რუსეთში, ანუ გამოკლებული სენატორის ადგილზე არჩევნების გარეშე გუბერნატორმა დანიშნოს ვინმე, ადვილი წარმოსადგენია, როგორი რისხვა დაატყდებოდა დემოკრატიის «დამცველებისგან»!


2012 წელს ობამა-ბაიდენის წყვილმა მეორედ გაიმარჯვა. ჯო ბაიდენი და სააკაშვილის ლობისტი ჯონ მაკკეინი, მიუხედავად იმისა, რომ ორ კონკურენტ პარტიას, შესაბამისად, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს წარმოადგენენ, ერთმანეთს ყოველთვის მხარს უჭერენ; 2004 წელს ბაიდენმა უარი თქვა პრეზიდენტად კენჭისყრაზე, ხოლო როცა მის კანდიდატურას ჯონ კერისთან ერთად ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად განიხილავდნენ, მან დემოკრატების კანდიდატს მეწყვილედ სწორედ მაკკეინი შესთავაზა. 2008 წელს მაკკეინმა გულითადად მიულოცა ბაიდენს გამარჯვება და ვიცეპრეზიდენტის პოსტი. ისინი ყოველთვის სოლიდარულები იყვნენ ავღანეთის, ერაყისა და პაკისტანის საკითხებში.


ბაიდენი ცნობილია, როგორც ყველაზე ღარიბი ამერიკელი პოლიტიკოსი. მისი წლიური შემოსავალი მხოლოდ 400 ათასი დოლარია. სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებმა ბაიდენის დაბნეული გამომეტყველება აღნიშნეს, მით უფრო, რომ ეს 2008 წლის სამხედრო ავანტიურის შემდეგ ხდებოდა და სააკაშვილი აშშ-ის სენატისგან მილიარდი დოლარის დახმარებას ითხოვდა.


ბაიდენს ორად ორი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული: 2006 წელს იგი ლატვიაში «სამი ვარსკვლავის ორდენის» უმაღლესი ოფიცრის წოდებით დააჯილდოვეს, ხოლო 2009 წელს სააკაშვილმა გამარჯვების წმინდა გიორგის ორდენი უბოძა. ახლო მომავალში ამ ჯილდოებს, ალბათ, უკრაინის რომელიმე ორდენიც შეემატება. ჯო ბაიდენი კიევშიც ჩავიდა და ახალ ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ქალბატონი ნულანდის მიერ დარიგებული ფუნთუშებით გამარჯვებულმა კიევის მაიდანმა სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით შეასრულა. მართალია, შეერთებულმა შტატებმა, როგორც ამბობენ, ამ ოპერაციისთვის 5 მილიარდი დოლარი გაიღო, მაგრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში პროცესი დამძიმდა _ პრეზიდენტ პოროშენკოს განცხადებების მიუხედავად, ცეცხლი არ წყდება და ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. ამ ვითარებაში 30 ივნისიდან 6 ივლისამდე დაანონსდა ,»კიევ პრაიდი _ 2014», როგორც ანტირუსული(?!) გეიპარადი. მოგვიანებით კვირეული 5 ივლისს დაგეგმილი ერთდღიანი აღლუმით შეცვალეს. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (მოსკოვის საპატრიარქო) მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას იმის პროპაგანდა, რასაც ეკლესია _ ცოდვად, ხოლო საზოგადოება გარყვნილებად მიიჩნევს. თავის მხრივ, უკრაინის პატრიარქის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია. საკითხის პოლიტიზება თვითონ ლგბტ საზოგადოების უფლებადამცველებმა მოახერხეს: მათ განაცხადეს, რომ გეები, ლესბოსელები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები მხარს უჭერენ უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო აღლუმი ანტირუსულ დატვირთვას ატარებს. ეს, ალბათ, პირველად ხდება ისტორიაში, როცა სექსუალური უმცირესობები პოლიტიკური მოტივით ატარებენ გეიპარადს.


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ტურჩინოვმა, როგორც კი იანუკოვიჩის ჩაი დალია, მაშინვე განაცხადა: «მე თვითონ ჩავუდგები სათავეში პირველ სრულიად უკრაინის გეიპარადს!» უცნობია, ამავე აზრზეა თუ არა ახალარჩეული პრეზიდენტი პოროშენკო. ასეა თუ ისე, სექსუალურ უმცირესობათა საკითხი უკვე უკიდურესად პოლიტიზებულია და საკმარისია, მათ მიმართ აღტაცება არ გამოხატო (სულერთია, საქართველოში თუ უკრაინაში), რომ მაშინვე პრორუსულის მაღალ წოდებას მიიღებ! თუ ასე გაგრძელდა, მოლა ნასრედინისა არ იყოს, შეკითხვაზე _ ხარ თუ არა პრორუსული, ჰომოსექსუალიზმის მოძულენი მოკლედ უპასუხებენ: – იმიტომ!


ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა:


«ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა უჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა».



ისევ გავიხსენოთ, რას ამბობს ბაიდენი: «მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა! იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც არ აძლიერებენ ლგბტ პირთა უფლებებს, არაადამიანურობის საფასური უნდა გადაიხადონ!»


ვის სიტყვებს დაუჯერებს სრულიად საქართველო, ვფიქრობ, რთული გამოსაცნობი არ არის.


ნანა დევდარიანი

geworld.net


2015 წლიდან საქართველო ახალი თაობის, ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის!


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს.


შეგახსენებთ, რომ ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის ქსელის აგებისა და ოპერირების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, ხოლო სამუშაოების საბოლოო დასრულება 2015 წლისთვის იგეგმება. თუმცა სანამ საქართველო ახალი თაობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა, ორგანიზაცია საზოგადოებას 7 პუნქტს სთავაზობს, რომელიც აღნიშნავს თუ რა სარგებელი გააჩნია ახალი ტიპის მაუწყებლობას.


1. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გადაწყვეტილება საერთაშორისო ვალდებულებაა.

2006 წელს, საქართველო და ყველა მეზობელი ქვეყანა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირთან (IთU) დადებული ხელშეკრულების ფარგლებში შეთანხმდა, რომ 2015 წლის 17 ივნისს ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობა გამოირთვება და მთელი რეგიონი ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადავა.

ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი, რომელსაც დღეს ტელევიზორის საყურებლად ვიყენებთ, თავდაპირველად მონოფონური ხმის მქონე შავ-თეთრი გამოსახულების მისაღებად დაინერგა. ტელევიზიის განვითარებასთან ერთად, როცა მას ახალი ფერები, სტერეო ხმა და მრავალი არხი დაემატა, დადგა ამ სიგნალების ადაპტაციის საჭიროება, რათა მას მრავალფეროვანი ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა მისცემოდა. დღეისათვის სატელევიზიო მაუწყებლობამ ისეთ პროგრესს მიაღწია, რომ ანალოგური სიგნალით უკვე შეუძლებელია მრვალფუნქციური მომსახურებების სრული სპექტრის მოცვა. სწორედ ამიტომ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირმა (IთU) მსოფლიოს ყველა ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რაც სიხშირეების გაცილებით ეფექტურად გამოყენების საშუალებას მოგვცემს, უკეთეს გამოსახულებასა და ხმის ხარისხს უზრუნველყოფს და ასევე, ფუნქციათა ბევრად უფრო მდიდარ არჩევანს შემოგვთავაზებს.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა უკვე გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე, მათ შორის ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში; ზოგ ქვეყანაში კი, საქართველოს მსგავსად, ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს. გადამცემი ინფრასტრუქტურის მდებარეობიდან და გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ცალკეული ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულ ქვეყანათა უმეტესობამ გასულ წლებში DVB-თ1 სტანდარტი (ციფრული ვიდეო მაუწყებლობა - მიწისზედა მაუწყებლობის პირველი თაობა) დანერგა და მხოლოდ ახლა გადადის DVB-თ2-ზე (ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის მეორე თაობა) - გაუმჯობესებულ და უფრო ეფექტურ სტანდარტზე. საქართველო კი ანალოგიდან პირდაპირ DVB-თ2 სტანდარტზე გადავა.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კომპლექსური პროცესია და გავლენას იქონიებს ყველა იმ ოჯახზე, რომელიც სატელევიზიო სიგნალს ანტენის საშუალებით იღებს. ტრანზიციის პერიოდში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს, ტელეკომპანიებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა წარმატების აუცილებელი პირობაა. საჭიროა ფართომასშტაბიანი და ინტენსიური კამპანიის წარმოება, რათა საზოგადოებას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე საკმარისი დროით ადრე ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მიწისზედა ციფრულ ტელემაუწყებლობაზე გადასვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის - სატელევიზიო ანძებისა და ტელეკომპანიების აღჭურვილობის - განახლებასაც მოითხოვს.

2. გაციფრულებას ბევრი სარგებელი ახლავს თან:

- ციფრული მაუწყებლობა მეტი არხის გადაცემისა და მიღების საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებლებს გაცილებით მეტი უფასო სატელევიზიო პროგრამის ხილვის საშუალება ექნებათ;

- სატელევიზიო არხებზე ხმისა და გამოსახულების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება;

- თქვენს ეკრანებზე აღარასოდეს გამოჩნდება ვიზუალური წუნი, ე.წ. „თოვლი". ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ დავიწყებას მიეცემა ის დრო, როდესაც წვიმიან ამინდში ტელევიზორის თავზე დაბრახუნებით სასწაულებრივად ბრუნდებოდა ხოლმე ეკრანზე გამოსახულება. ციფრული ტექნოლოგიის ეპოქაში, უბრალოდ, აღარ იარსებებს ცუდი გამოსახულების მიღების პრობლემა, რადგან ციფრული სამაუწყებლო დაშიფრვა იმის გარანტიას იძლევა, რომ ან მკაფიო გამოსახულებას მიიღებთ, ან მას საერთოდ ვერ მიიღებთ - შუალედური ვარიანტი არ არსებობს. ეს მოვლენა ციფრული ცლიფფ („ციცაბო კლდის") ეფექტის სახელითაა ცნობილი: სუსტი ციფრული სიგნალის სრულად დაშიფვრა ვერ ხდება, რის შედეგადაც სიგნალის გადაცემა წყდება და ეკრანზე სიცარიელე ჩნდება;

- ციფრული მაუწყებლობის პერიოდში ხელმისაწვდომი გახდება მაღალი გარჩევადობის (HD) არხები;

- გაჩნდება ახალი ტიპის სერვისები, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრონული პროგრამების კატალოგი. ეკრანზე გამოისახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გადის აღნიშნულ დროს და რა გადაცემები გავა მომდევნო დღეების განმავლობაში, რისი წყალობითაც შეგეძლებათ, დაგეგმოთ ტელევიზორის ყურება და მეტიც, გამოიყენოთ შეხსენების რეჟიმი;

- მხედველობისა და სმენის შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისთვის უზრუნველყოფილი იქნება აუდიო აღწერილობა და სუბტიტრები;

- DVBთ2 სტანდარტი შესაძლებელს გახდის ტელეარხების ყურებას ლეპტოპებსა და კომპიუტერებზე სიგნალის მიმღები UშB მეხსიერების დისკის გამოყენებით და, ასევე, უზრუნველყოფს უკეთეს გამოსახულებას უამინდობის დროს ან პორტატული ტელევიზორების ყურებისას (მაგ., მანქანებში დამონტაჟებული ტელევიზორების).

- ციფრული მაუწყებლობა სიხშირეების ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ის სიხშირეები, რომლებიც ახლა მაუწყებლობისთვის გამოიყენება, გათავისუფლდება და მათი სხვა მიზნით გამოყენება გახდება შესაძლებელი. მარეგულირებელ კომისიას შეეძლება გამოაცხადოს აუქციონი 4G ფართოზოლიანი მობილური კავშირებისთვის, რაც, ერთის მხრივ, სახელმწიფოსთვის დამატებითი შემოსავალია, მეორეს მხრივ კი, ქვეყანაში მაღალსიჩქარიან მობილურ ინტერნეტს განავითარებს.

3. სიგნალს ანტენის მეშვეობით იღებთ? მაშინ ეს თქვენ გეხებათ.

სატელევიზიო სიგნალის მიღების რამდენიმე გზა არსებობს: კაბელით, ინტერნეტით, სატელიტური თეფშის ან ანტენის საშუალებით, რომელიც სიგნალს სატელევიზიო ანძიდან იღებს. მიწისზედა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მხოლოდ იმ ოჯახებს შეეხება, რომლებიც სატელევიზიო სიგნალს ანტენის მეშვეობით იღებენ. მომხმარებლებმა, პირველ რიგში, უნდა გაარკვიონ აკმაყოფილებს თუ არა მათი ტელევიზორი DVB-თ2 სტანდარტს. თუ პასუხი ნეგატიურია, ასეთ ოჯახებს სეტ-ტოპ ბოქსის (ეს მოწყობილობა ახდენს ციფრული სიგნალის დეკოდირებას/გარდაქმნას ანალოგურ სიგნალად, რის შედეგადაც ციფრული სიგნალი ანალოგურ ტელევიზორზეც გამოისახება), ან DVB-თ2 სტანდარტზე მომუშავე ახალი ტელევიზორის შეძენა მოუწევთ. თუმცა არის კიდევ ერთი გზა: შეგიძლიათ აირჩიონ სხვა პლატფორმები და საკაბელო ან სატელიტური ოპერატორების მომხმარებლები გახდეთ - სატელიტისა და საკაბელო კომპანიების კლიენტებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა პირდაპირ არ შეეხებათ.

2013 წლის მიწურულს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ოჯახების 44% სატელევიზიო სიგნალს სატელიტური თეფშით იღებს, 35% - ანტენით, 25% - საკაბელო ტელევიზიით და მხოლოდ 5% იღებს სატელევიზიო სიგნალს ინტერნეტით.

4. ახალი ტელევიზორის შეძენა საჭირო არ არის.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, ციფრული სიგნალის მისაღებად ნებისმიერი ტელევიზორის გარდაქმნა შეიძლება.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ არხების საყურებლად თქვენს ტელევიზორს სეტ-ტოპ ბოქსი დასჭირდება, თუ რა თქმა უნდა თქვენი ტელევიზორი ისედაც არ აღიქვამს DVB-თ2 სტანდარტს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ციფრული სიგნალის მისაღებად ეს მოწყობილობა აღარ დასჭირდება. სეტ-ტოპ ბოქსის შეძენისას შეამოწმეთ, არის თუ არა ის სერტიფიცირებული (ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე პასუხისმგებელი უწყება, სერტიფიცირებული პროდუქტებისა და საცალო გაყიდვის ობიექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოგვიანებით უფრო დეტალურ სპეციფიკაციებსა და რჩევებს გამოაქვეყნებს). თუმცა თუ მაინც მოისურვებთ ახალი ტელევიზორის შეძენას, დარწმუნდით, რომ ის შესაბამისობაშია DVB-თ2 სტანდარტთან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სიგნალს ანტენის საშუალებით იღებთ, თქვენი ტელევიზორი DVB-თ2 სტანდარტს არ აკმაყოფილებს და არც სეტ-ტოპ ბოქსს შეიძენთ, ანალოგური სიგნალის გამორთვის შემდეგ (2015 წლის 17 ივნისი) ტელევიზორის ყურებას უბრალოდ ვეღარ შეძლებთ. ამასთან, დარწმუნდით, რომ ოჯახში არსებული ყველა ტელევიზორი მიერთებულია სეტ-ტოპ ბოქსთან ან გააჩნია ინტეგრირებული გადამყვანი.

5. HD ტელევიზორი არ არის ციფრული ტელევიზია.

HD ტელევიზორის ქონა სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად. HD ტელევიზორი ეკრანის რეზოლუციის ახალ სტანდარტზე მიუთითებს, რომელიც გამოსახულების მეტ სიმკვეთრეს უზრუნველყოფს. იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა თქვენს ტელევიზორს ციფრული მაუწყებლობის პირობებში მუშაობა, უნდა შეამოწმოთ აკმაყოფილებს თუ არა ის DVB-თ2 სტანდარტს.

ამჟამად მხოლოდ სატელიტურ და საკაბელო ტელევიზიებს შეუძლიათ HD პროგრამების გადაცემა.


6. სოციალურად დაუცველი ოჯახები - სუბსიდიებს, დანარჩენები კი შესაბამის ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ხელისუფლებამ ორი ძირითადი მიმართულებით უნდა იმუშაოს. პირველი მიმართულება ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიის წარმოებას გულისხმობს, რომლის დანიშნულებაც უნდა იყოს ხალხის ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის, როგორ და რატომ ხდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.

ხელისუფლების მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა იმის უზრუნველყოფაა, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს ციფრული სიგნალის მიღებისათვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული გზებით ხდება მოქალაქეების დახმარება, სოციალურად დაუცველი ჯგუფების სუბსიდირებით დაწყებული და მთელი მოსახლეობისათვის სეტ-ტოპ ბოქსების შესაძენად ვაუჩერების დარიგებით დამთავრებული.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური სტრატეგიის თანახმად, ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და რეიტინგში 70 000-ზე დაბალი ქულა აქვთ მინიჭებული (ამჟამად ასეთი ოჯახების რიცხვი 225 000-იდან 240 000-მდე მერყეობს) სპეციალური დახმარებით ისარგებლებენ და სეტ-ტოპ ბოქსებს უფასოდ მიიღებენ.

სსიპ ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მართვაზეა პასუხისმგებელი, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებისა და სათანადო დახმარების გაწევისათვის შემდეგ ღონისძიებებს გაატარებს:

- ამოქმედდება საინფორმაციო ცხელი ხაზი 24/7, რომელიც სხვადასხვა ენაზე იფუნქციონირებს;

- შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი (წწწ.დიგიტალტვ.გე), რომელზეც განთავსდება შესაბამისი ტექსტური და ვიდეო მასალა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით;

- მოხდება მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება სერტიფიცირებული ტექნიკით მოვაჭრე საცალო ობიეტებთან დაკავშირებით;

- შეიქმნება სოციალური სარეკლამო რგოლები და ვიდეო მასალა, რომელიც მედიასაშუალებებით გავრცელდება;

- ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ მხარეებს ჩაუტარდებათ სპეციალური ტრეინინგები;

- საცალო მოვაჭრეთა და მომხმარებლებისათვის დაიბეჭდება საინფორმაციო ბიულეტენები, რომლებიც საცალო ვაჭრობის ობიექტებში გავრცელდება.


7. დათქმული ვადის დარღვევა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს საფრთხის ქვეშ დააყენებს.


თუ ქვეყანა დათქმულ ვადაში, ანუ 2015 წლის 17 ივნისისათვის, ვერ მოახერხებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები საფრთხის წინაშე დადგება. ამის მიზეზი ის იქნება, რომ შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგური სამაუწყებლო სიგნალებს ხელშეშლებისაგან იცავს, ვადა სწორედ ამ დღეს ეწურება. თუ ქვეყანა ამ დრომდე ვერ უზრუნველყოფს ანალოგური სატელევიზიო მაუწყებლობის გათიშვას, მაშინ საქართველოს სიხშირეთა ნაწილის გამოყენებას, დიდი ალბათობით, მისი მეზობელი ქვეყნები დაიწყებენ, რაც გამოიწვევს ხელშეშლებს და შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვა მოხდება. მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდება მეზობლებთან ხელახალი ორმხრივი მოლაპარაკებები წამოიწყოს სიხშირეთა გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველო მეტად არამომგებიან პოზიციაში აღმოჩნდება.


ავტორი: თეონა რამაზაშვილი
01 ივლისი, 2014

reportiori.ge

В документах WikiLeaks обсуждается вопрос об инопланетянах.

В отдельных документах правительства США, опубликованных Джулианом Асанжем, основателем WikiLeaks, упоминаются инопланетяне и НЛО.

1. Литовский политик считает, что НЛО управляются русскими

В сообщении американского посольства в Вильнюсе, Литва, в 2006 г. упоминается странный комментарий Альбинаса Янушки, советника премьер-министра Литвы.

Янушка, который позиционирует себя как патриота, борющегося против российского влияния, предупредил о существовании группы людей, которыми управляют с Востока, и группы НЛО, создающей влияние из космоса. Он также добавил, что «существует маленькая группа, которая пытается рационально анализировать ситуацию и объективно оценить, что произошло».

Аббревиатура НЛО (UFO) на английском означает не только неопознанные летательные объекты, но и неидентифицированные иностранные аппараты. Вполне возможно, что Янушка имел в виду последний смысл, а не инопланетян. В документе отмечено, что Янушка имеет большое влияние в Литве: «Сохраняющееся влияние Альбинаса Янушки в литовской политике нельзя недооценивать. Он хороший стратег и имеет связи в кругах политической элиты Литвы».

2. Таджикский мэр считает, что на других планетах есть жизнь

Мэр Душанбе Махмадсаид Убайдуллоев встречался с послом США Кеном Гроссом в 2010 г. Позднее Гросс описал эту встречу в документе, который был опубликован в Wikileaks.

Разговор главным образом касался открытия центра американской культуры в городе, предстоящих выборах, потерях, понесённых таджиками и американцами в Афганистане, и строительстве дамбы. Однако во время беседы также была затронута тема инопланетян.

Гросс писал: «Убайдуллоев считает, что на других планетах существует жизнь, но мы должны сосредоточиться на решении проблем на Земле». Гросс привёл цитату Убайдуллоева: «Мы знаем, что на других планетах существует жизнь, но сначала мы должны добиться мира здесь».

Разговор оказался тяжёлым для Гросса, который охарактеризовал его как «мучительные 90 минут». Гросс охарактеризовал Убайдуллоева «трудным, непредсказуемым и иногда враждебно настроенным». По мнению Гросса, во время беседы мэр лгал о свободных выборах, добровольных пожертвованиях на строительство дамбы и свободных СМИ.

3. Приверженцы инопланетной религии хотят клонировать человека

В ряде неназванных документов, источником одного из которых является американское посольство в Оттаве, а другого ― американское консульство в Монреале, высказываются опасения в связи с религией раэлитов в Канаде.

Раэлиты считают, что человечество было создано инопланетянами в ходе лабораторного эксперимента, говорится в документах. Они пытались убедить учеников-католиков в квебекских школах отказаться от своей веры. У раэлитов был план давать школьникам кресты, чтобы их сжигать.

В одном из документов приводится цитата из местных СМИ: «Ключевая цель раэлитов ― создавать жизнь в лаборатории, чтобы добиться бессмертия людей, и создать цивилизацию на другой планете. Кроме того, они хотят построить посольство в Израиле, чтобы встретить элохимов (развитую инопланетную расу), когда они вернутся на Землю в 2035 г. Группа подвергается критике за поддержку использования генетических исследований и евгеники в целях улучшения человеческой расы».

На момент написания документов раэлиты утверждали, что им уже удалось успешно клонировать человека.

Другие упоминания об инопланетянах и НЛО в документах WikiLeaks

Министр обороны Белоруссии Юрий Жадобин сказал, что министерство больше не расследует паранормальные явления, как это делалось в советские времена, из-за недостаточного финансирования. В другом неназванном документе говорилось, что член кабинета министров Японии Мичимура верит в то, что корабли инопланетян пролетали рядом с Землёй, и он недоволен тем, что правительство его страны официально отрицает все сообщения об НЛО. Ещё в одном сообщении французский автор Эрик Жульен утверждал, что его похитили инопланетяне. Он говорил, что «получил информацию на физическом уровне», согласно которой гигантский фрагмент кометы упадёт в Атлантический океан 25 мая 2006 г. и вызовет сильное цунами. Предсказание не сбылось.



Битва за воду: планету ожидает нехватка важнейшего ресурса.

По прогнозам экспертов, уже в ближайшие 10 лет острую нехватку воды испытают около 2 млрд человек по всему миру. Дефицит грозит более чем 40% населения планеты, включая наиболее проблемные регионы: Северную Африку, Ближний Восток и Юго-Восточную Азию. Но уже сейчас этот природный ресурс становится орудием войны.



აბანოდ გადაკეთებულიი ეკლესიები,დახვრეტილი სამღვდელოება.

ახალმოწამენი, 21 -იანი წლები ,ეკლესიების ნგრევა , სასულერო პირების დახვრეტა


https://www.youtube.com/watch?v=uHxGlSSiNP0


ახალ ადამიანად უნდა გადავიქცეთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ძველი, მიწიერი ადამიანი უნდა მოვკლათ ჩვენში და დავმარხოთ – აი, ეს არის განკურნების გზა

სტუდია "გუთანის" მიერ გადაღებულ ფილმში მამა სერაპიონი (ჯიშკარიანი) გვესაუბრება ავადმყოფობის მიზეზებზე და მისი დაძლევის გზებზე:

ავადმყოფობა თუ შემემთხვა, ის ჩემი დათესილია, მიზეზი ჩემშია, ავადმყოფობის გამოვლინება არის წმენდის პროცესი. თუკი მივიღებ ამას სიხარულით, მადლიერებით, ლოცვით, მარხვით - შევეწევი ღმერთს ჩემს გაწმენდაში. ავადმყოფობა არის სასჯელი.

მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ბოროტმოქმედი სანამ თავისუფლად პარპაშებს, მას აქვს მთელი თეორიები, გამამართლებელი თავისი ბოროტებისა, მაგრამ როდესაც დაისჯება და ციხეში მოხვდება, მაშინ მას წესით უნდა დაეწყოს სინდისის ქენჯნა, გამოფხიზლება, თქვას ღვთისადმი: აქამდე ბრმა ვიყავი, ბოროტებას ჩავდიოდი და ვერ ვხედავდი, მადლობელი ვარ ღმერთო, რომ სასჯელი დამადე, უფრო მკაცრი სასჯელი მეკუთვნის, უფრო ხანგრძლივი სასჯელი მეკუთვნის, კარცერი მეკუთვნის, როცა ასე განეწყობა ადამიანი, უფრო ხანგრძლივი პატიმრობა კი არ მიეცემა, ღმერთი შეუნდობს და მალე გამოიყვანს ციხიდან. ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მე უსამართლოდ დავისაჯე, რატომ შემეყარა ეს ავადმყოფობა, არაფერი ცოდვა არ მაქვს, ასეთი პატიოსანი ვარ, სხვები კი ცოდვილები არიან და ჯანმრთელად არიან, მდიდრებიც არიან. მე ასეთი პატიოსანი რატომ ვისჯებიო - არასწორად ფიქრობს.

ანდა შეიძლება მე ციხეში მოვხვდე და განაჩენი იყოს არასწორად გამოტანილი. რა ვქნა ახლა მე? თუ ჩავთვალე, რომ უსამართლოდ ვისჯები, დიდი შეცდომა მოხდა, მე არ მომიკლავს და დამიჭირეს და ახლა უსამართლოდ ვიტანჯები, თუ ეს ასე მივიღე, ესე იგი ვარ უვიცი, ვარ არარელიგიური და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ცოდვაში ჩავვარდები, რადგან შეიძლება სამოქალაქო სამართალი შეცდეს, მაგრამ ღვთის სამართალი ხომ არ შეცდება? როგორ დამიჭერს მე ვინმე, რა ძალას შეუძლია ჩემი საპატიმროში გამოკეტვა, თუ მე სრულიად უდანაშაულო ვარ? მთელი ქვეყანა რომ გადაიბუგოს, მე მაინც ვერაფერი შემეხება, თუ შემეხო რაიმე, ეს დიადი საღვთო კანონის დარღვევა იქნება, ღმერთის კანონი კი ღმერთისგანვეა დაცული და იმას ვერავინ შეეხება. ამიტომ, მე რომ ავად გავხდი, ეს არის კეთილი, ნათელი, ბუნებრივი, განმაკურნებელი მოვლენა. სამადლობელი მმართებს ღმერთის მიმართ: ღმერთო რა საყვარელი ხარ, კიდევ უფრო მეტად დამტანჯე, რომ მალე განვიკურნო.

შენ ვალი გაქვს მილიონი დოლარი, შეგიძლია ეს მთელი ცხოვრება იხადო, მერე ვერ გადაიხადო ეს ვალი და შვილებსა და შვილიშვილებს დაუტოვო. ანდა შეგიძლია წელებზე ფეხი დაიდგა, ისე იშრომო და უსწრაფესად გადაიხადო ვალი. ავადმყოფობის მკვეთრი გამოვლინება, კიბო იქნება თუ სხვა მძიმე დაავადება, ეს არის ვალების უსწრაფესი გასტუმრება.

რაც უფრო მძიმეა ავადმყოფობა, ჭირი და ვარამი, მით უფრო უნდა გავიხაროთ და მადლობელი უნდა ვიყოთ ღმერთისა, რადგანაც ახლოა გაწმენდა. ვაი მას, ვისაც ნელ-ნელა ღრღნის ავადმყოფობის ჭია, ვერ ხვდება ამას, თავი ჯანმრთელი ჰგონია და მერე ერთბაშად მოიცელება და ჯოჯოხეთში ჩავარდება გაუწმენდელი, გამოუფხიზლებელი.

არ არსებობს უკურნებელი ავადმყოფობა და სენი. რაც უფრო უკურნებელი ჰგონიათ ავადმყოფობა, მით უფრო იოლი განსაკურნებელია იგი. ეგ არის, რომ მშიშრები ვართ, ლაჩრები და უღმერთოები ვართ. ძალიან წამხდრები ვართ. სიმამაცეს, რწმენას რა დაუდგება წინ, ერთ წამში იკურნება, კიბო იქნება თუ რაც გინდა იყოს.

თუ დაუმალავ ადამიანს თავის ავადმყოფობას, შენც ლაჩარი ხარ, ისიც ლაჩრად გაგიზრდია, თუ გაიგო, ვაიმე კიბო მაქვსო, მაშინვე მოკვდება.

ლეგენდაა ასეთი: შავი ჭირი მიდიოდა გზაზე, ერთი ბერი იდგა და ლოცულობდა, საით მიდიხარ შენ შავო ჭიროვო - ჰკითხა ბერმა, დავალება მაქვსო, იმ ქალაქში ბევრი ცოდვები დატრიალდა და 5000 კაცი უნდა მოვკლაო. შავი ჭირით გაცილებით მეტი ადამიანი დაიხოცა - 20000-ზე მეტი, როცა ჭირი უკან გზაზე ბრუნდებოდა, ბერმა უთხრა, რატომ არ შეასრულე შენი ნათქვამიო, 5000-ზე მეტი რატომ დახოცეო? ჭირმა უპასუხა: მე ზუსტად 5000 მოვკალი, დანარჩენები თვითონ დაიხოცნენ შიშითო, ლაჩრები ყოფილანო, ერთმანეთს არ დაეხმარნენ, იცილებდნენ ერთმანეთს, გარეთ ყრიდნენო, არ ზრუნავდნენ ავადმყოფებზეო.
ავადმყოფობა გამოცდაა როგორც თავად ავადმყოფისთვის, ისე მის ირგვლივ მყოფთათვისაც. ვაიმე, არაფერი გადმომედოსო, თუ მოიძულებ და მოიშორებ, არ ჩაიხუტებ გულში, არ ილოცებ მისთვის, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.

მე მახსოვს სიჭაბუკეში კეთილშობილ და მზრუნველ ადამიანად მთვლიდნენ სხვები და მეც ასე ვთვლიდი საკუთარ თავს. ერთი მეგობარი მყავდა სოხუმელი ვაჟკაცი, ის მართლა ვაჟკაცი იყო. ერთხალ ვაგზალზე ვიყავით ერთად, ვიღაც კაცი უცებ წაიქცა და პირიდან დორბლი ქაფივით გადმოუვიდა. მინდა მივეშველო, მაგრამ ეს დორბლი მეზიზღება, ამას არ შევეხო-მეთქი, რაღაცნაირად გავჩერდი. ეცა ეს ჩემი მეგობარი, ჩაიხუტა გულში, აიყვანა, ხელებით მოუწმინდა, სკამზე დასვა, მოუარა. ასე გამჟღავნდა შენი სერაპიონი - მაშინ სხვა სახელი მერქვა. იმ ადამიანს კი (ჩემს მეგობარს ვგულისხმობ) არაფერი დაემართება - ის უკვე განღმრთობილია, მასში უფალია. საქმე გამოაჩენს ყველას

უმძიმესი ავადმყოფობები ადვილად იკურნება. ყველა ავადმყოფობას თავისი დემონი ჰყავს. ის შედის ორგანიზმში ჩვენი ცოდვების გამო, დემონი უნდა გამოიყვანო ორგანიზმიდან, ამისთვის კი ცოდვები უნდა შეწყვიტო, ღმერთს პატიება სთხოვო. ცოდვა ის კი არ არის, რომ ერთხელ რაღაც ჩაიდინე, ცოდვილიანი ჩვევები და ხასიათი გვაქვს ჩვენ, ამ ცოდვილი ბუნების შეცვლაა მთავარი, ისე ვერ განიკურნები. ადამიანმა შეიძლება ილოცოს, თავის თავზე აიღოს და განდევნოს ავადმყოფის ორგანიზმიდან დემონი, მაგრამ თუ ავადმყოფმა ის ხასიათი და ბუნება არ შეიცვალა, ის დემონები ისევ მოვლენ მასთან.
თუ ჩვენ უფალს ვეტყვით, რომ ოღონდ გამკურნე და ყველანაირად ვეცდები, რომ ამიერიდან შევიცვალო, შენვე დამეხმარე უფალო, შენვე გამომზარდე, მიხსენ, გამწმინდე და გამასპეტაკე, მაშინ უსწრაფესად დაიწყება განკურნება, ახალ ადამიანად უნდა გადავიქცეთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ძველი, მიწიერი ადამიანი უნდა მოვკლათ ჩვენში და დავმარხოთ – ამას ნიშნავს მარხვა - შენი ხასიათი უნდა მოკლა, შენი ბუნება, შენი ამპარტავნება, ქედმაღლობა, უკეთურება, თავნებობა, პატივმოყვარეობა და ასე შემდეგ – აი, ეს არის განკურნების გზა.