ღმერთი

ღმერთი

четверг, 3 апреля 2014 г.

რატომ არ არის ამერიკა ბაბილონი...(ბაბილონი უფრო ასაკოვანია ვიდრე ამერიკა)

1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;

2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.

3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.

4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.

5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.

6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.


http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-17.htm

3. რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან და ქვეყნის ვაჭარნი დამდიდრდნენ მისი ფუფუნების სიუხვით.

24. და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-18.htm


ბაბილონი, რომელიც მსოფლიოს შვიდ გამორჩეულ იმპერიას (მოცემულს ერთიანობაში )აზის მხარზე, ამერიკა ვერ იქნება. 

მხეცი, რომელიც მოცემულია, გვიჩვენებს შვიდ ყოფილ უღვთო იმპერიას და ასევე მერვე ბოლო იმპერიის  შემადგენლობას, ერთდროულად წარსული და აწმყო ..

ქალ-ბაბილონი თითოეულ მხეცთან მეძაობდა, ამიტომ ბოლო მერვე ერთად გვიჩვენებს ქალის მეუფებას ყოფილ შვიდზე, მაგრამ , როცა მერვე ძალაში უნდა შევიდეს ის მოიშორებს ბაბილონს.

ბაბილონი რომელიც მთვრალია წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით ასევე ვერ იქნება ამერიკა..რადგან იგულისხმება ყველა დროში მოკლული მორწმუნეები..

ამერიკა ვერ იქნება მსოფლიოს სიბილწეთა დედა..არ აქვს ასეთი დიდი ისტორია...

ასე თუ ისე, სათავე ისტორიული ბაბილონია, ხოლო თანამედროვე ბაბილონი ყველგან შეიძლება ვიპოვოთ, ზოგან ნაკლები და ზოგან მეტი დოზით, მაგრამ ეს ქალი -ბაბილონი თითქოს ფარულად მოქმედებს, რადგან ზუსტად არ ვიცით ვინ არის ის და რადგან წერია ,  პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტყველთა, წმიდათა და ამ ქვეყნად ყველა მოკლულის სისხლი,  ესეიგი მივხვდებით, უფლის მოსვლის დრო მიგვახვედრებს ვინ არის ვინ. თუმცა ადამიანებმა იციან ვინ ვინ არის, მაგრამ ეს მსოფლიო დამნაშავე ზუსტად ვინ(რა) არის არ იციან.

ვინც უნდა იყოს ბაბილონი, მერვე მხეცის მოსვლამდე ანუ ბაბილონის დასჯამდე, ადამიანები უფლის ნებით  მიხვდებიან ვინ არის ბაბილონი, რადგან უნდა გამოვიდეთ ბაბილონისგან , სანამ გამოვალთ უნდა ვიცოდეთ ვისგან და რატომ გამოვიდეთ მისგან. 

 გაფრთხილება დასჯამდე. 

4. და მომესმა მეორე ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით.
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/apokalips-18.htm

თითქოს ერთიანი ორგანიზმის ნაწილები ვართ , ამიტომ ამ ორგანიზმის დაჭრამდე, მოკვლამდე ჩვენვე არ შეგვეხოს მასზე მოქნეული მახვილი, ჩვენ კავშირში ვართ ბაბილონის ცოდვილ ორგანიზმთან ,მისი ცოდვებში ვდგავართ და სანამ  ნამდვილი დამნაშავე დაისჯებოდეს უნებლიე დამნაშავეებმა  უნდა დატოვონ ეს გამხრწნელი ადგილი, სხეული (რათა ზიარში არ ვიყოთ მის ცოდვებთან).
ბაბილონის განადგურება თვით ბაბილონისთვის მოულოდნელი იქნება და მცირე დროში მოხდება ,მაგრამ  არ იქნება მოულოდნელი მორწმუნეებისათვის.

მხეცი გაძარცვავს, გააშიშვლებს და შეჭამს მას, ეს პროცესი ბაბილონის მსოფლიო ცოდვებს ამხელს. (საოცარი პროცესია, რადგან უღვთოთათვის ანტიპროცესია).

მხეცი მას ანადგურებს იმისთვის, რომ მას უნდა პირველობა მსოფლიოში, ხოლო მორწმუნეები მასზე შურს იძიებენ წარსული ცოდვების გამო. ორივე მხარე უფლის ნებით იმოქმედებს.

ბაბილონი არის ის ვინც ცოდვებს აზიარა ადამიანები...
*



ჩემი აზრით ასეა, არაფერს ვამტკიცებ.





Комментариев нет:

Отправить комментарий