ღმერთი

ღმერთი

понедельник, 30 сентября 2013 г.

ქორწინება ოჯახის შექმნა.

უწმინდურება.

იმდენად არ სწყინს ღმერთს წარმართის უწმინდური ცხოვრება, რამდენადაც - ქრისტიანის გარყვნილება.



არაწმიდანი გარეგნულად ცოცხლები კი არიან, მაგრამ გარდაცვლილებზე უფრო უბედურად გრძნობენ თავს.


უფრთხილდი ქალებს. შენ არც დავითზე წმინდა ხარ და არც - სოლომონზე ბრძენი.


ბავშვების მიმართ დაუდევრობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა და ეს უწმინდურების უკიდურესი ხარისხია.


უწმინდურებს ეშინიათ იქ, სადაც შიში საერთოდ არ არსებობს (ფს. 52, 6); ხოლო სადაც შიში საჭიროა, იქ უშიშარნი არიან.


როდესაც სული ძილის დროს უწმინდური ცოდვებით შეიბილწება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სრულ უბიწოებას.


ნუ დაუშვებ, რომ შენი გული უწმინდურმა გრძნობებმა შებღალოს, ამით იგი სიწმინდეს დაკარგავს და ცხოვრების გზაც გამრუდდება.


ადამიანის გულში შესაძლოა ანგელოზებრივმა სიწმინდემ და ჯოჯოხეთურმა უწმინდურებამაც დაისადგუროს. ადამიანური გულის ბარომეტრი თავის ციფერბლატს ქვესკნელის ფსკერიდან ზეციურ უსასრულობამდე განავრცობს.


თუ გრცხვენია, რომ ჩვენი მსგავსი ადამიანები ჩვენი საქმეების გაშიშვლებულ უწმინდურებას ხედავენ, გავიხსენოთ, რომ ყოვლადწმიდა უფალი და მისი წმიდანები ხედავენ ჩვენში ვნებიანი ზრახვებისა და ხორციელი სურვილების ფარულ უწმინდურებას.



ნინო ბაშარული - ის ვაჟი.



ჯგუფი მეტეხი - წვიმა მოდის.



ჯგუფი მეტეხი - ჩემო ფერია



♫ თეატრალური კვარტეტი - ჭრელა ჭრულა კაბა .



♫ Zuriko Kokliani - Rcmena.



ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე ლოცვას რომ დააპირებ...

დედოფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინაშე ლოცვას რომ დააპირებ, გადაწყვეტილი გქონდეს, არ ადგე, სანამ წყალობას არ გიბოძებს ყოვლადწმინდა. ასეთი ფიქრი, ასეთი გადაწყვეტილება, სწორიცაა შესაფერიც. იგი, ყოვლადმოწყალე დედაა ყოვლადწმინდა და ღვთის სიტყვისა, მის კაცთმოყვარებას, სიკეთეს, უთვალავს, საოცარს, აურაცხელს საუკუნეების მანძილზე ღაღადებს ქრისტიანების ეკლესია, იგი ნამდვილადაა: "უხრწნელი ძალი და სიმტკიცე კაცთა". ამგვარი სიმტკიცის გარეშე მასთან მიახლება, უგუნურებაა და კადნიერება, რადგანაც ეჭვით შევურაცხყოფთ სიკეთეს მისას, რაც სხვა არაფერია, თუ არა შეურაცხყოფა ღვთაებრივი მოწყალებისა, ანუ ეს იგივეა, რომ ღვთის წინაშე მლოცველს, არ გააჩნდეს იმედი, რომ შეისმენს მის ვედრებას უფალი, როგორ მისდევენ მოწყალების მისაღებად მდიდარს, წარჩინებულს, რომელიც ქველმოქმედ კაცადაა ცნობილი, მისდევენ ბოლომდე, გამოცდილებით იციან, გულდაჯერებულები არიან, მიიღებენ მისგან სასურველს. ასევე ლოცვისას, სულმოკლე დაეჭვებული არ უნდა იყო.


წმ. იოანე კრონშტადტელი





რატომ იწოდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი "ეშმაკთა წყლულებად"?

თუმცა მტერმა ეშმაკმა ევა მაინც შეაცდინა და მასთან ერთად დაეცა ადამიც, მაგრამ უფალმა არ გაწირა ისინი, მიმადლა მათ გამომსყიდველი, ქალწულის ნაყოფ–ქმნილი და სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი. მომადლა, აგრეთვე, მარადის–ქალწული მარიამი, შემმუსვრელი გველის თავისა, განუშორებელი და უძლეველი მეოხი თვით უსასოოდ შეცოდებულთათვის. ამიტომაა, რომ დედა ღვთისა "ეშმაკთა წყლულებად" იწოდება; ეშმაკს არ ძალუძს ადამიანის დაღუპვა, თუკი თავად ეს კაცი ღმრთისმშობლის შეწევნის მოხმობად არ დაცხრება.


წმ. სერაფიმე საროველი



ვინ იყო ქალწული მარიამი?

1336.ვინ იყო ქალწული მარიამი?
ქალწული მარიამი იყო წმიდა და მართალი მშობლების იოაკიმესა და ანას ასული. იოაკიმე დავით მეფის შთამომავალი იყო, ხოლო ანა მღვდელმთავარ აარონისა.
1337.სად ცხოვრობდა ქალწული მაირამი?
ქალწული მარიამი თავიდან თავის მშობლებთან ცხოვრობდა, შემდეგ იერუსალიმის ტაძარში აღიზარდა, შემდეგ კი ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა, რომ ის ძე ღმრთისას დედა შეიქმნებოდა.
1338.როგორ ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს, რომ ის ღმერთის ძეს დედა შეიქმნებოდა?
ხარება მოხდა ამგვარად:
1. ,,გიხაროდენ, მიმადლებულო!უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის" (ლკ.1,28);
2. შემდეგ უთხრა: ,,ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშევ ძე, და უწოდე სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს."
3. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: ,,სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარავდეს შენ; და ამისთვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლისა" (ლკ.1,25).
1339.რა უთხრა ქალწულმა მარიამმა მთავარანგელოზ გაბრიელს?
ქალწულმა მარიამმა უპასუხა: ,,აჰა, მხევალი უფლისაი; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!" (ლკ.1,38).
1340.ვინ მოინახულა მარიამ ქალწულმა მთავარანგელოზ გაბრიელისგან ხარების შემდეგ?
მოინახულა თვისი ნათესავი - წმიდა ელისაბედი, რომელიც მთიან მხარეში, იუდეაში ცხოვრობდა (ლკ.1,39-40).
1341.რა ვიცით წმიდა წერილიდან წმიდა ელისაბედის შესახებ?
წმიდა ელისაბედის შესახებ ვიცით, რომ:
1. ის იყო მღვდელ ზაქარიას ცოლი,
2. მასთან მისულ ქალწულ მარიამს ის მიეგება სიტყვებით: ,,კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი! და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა?" (ლკ.1,42-43).
1342.რა მიუგო ქალწულმა მარიამმა წმიდა ელისაბედს მიგებებისას?
მან უპასუხა სიტყვებით: ,,ადიდებს სული ჩემი უფალსა! და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; აჰა, ესერა ამიერითგან მნატროდენ მე ყოველნი ნათესავნი" (ლკ.1,46-48).
განმარტება:
თუმცა წმ. ელისაბედი ქალწულ მარიამის ნათესავი იყო, ის უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ჯერ კიდევ არ შობილიყო მოიხსენიებდა როგორც უფალს თვისას.
1343.როგორ მოხდა, რომ უფალი იესო ქრისტე ბეთლემში იშვა, როდესაც ქალწული მარიამი ნაზარეთში ცხოვრობდა?
ქალწულ მარიამს საყოველთაო აღწერის გამო ნაზარეთიდან ბეთლემში მოუხდა წასვლა, სადაც ჩაწერილი იყო, და სწორედ იქ იშვა უფალი იესო ქრისტე.
1344.ვისი ბრძანებით ჩატარდა საყოველთაო აღწერა?
რომის იმპერატორის ავგუსტუსის ბრძანებით (ლკ.2,1-3).
1345.რატომ იშვა უფალი იესო ქრისტე მღვიმეში?
იმიტომ, რომ ქალაქ ბეთლემში ყველა საცხოვრებელი სახლი დაკავებული იყო და ქალწულ მარიამს უახლოეს მღვიმეში მოუწია თავის შეფარება.
1346.სად მიაწვინა ქალწულმა მარიამმა ახალშობილი უფალი იესო ქრისტე?
მიაწვინა ბაგაზე, რომელიც იქვე იყო მღვიმეში.
1347.ქალწული მარიამი მარტო წავიდა ნაზარეთიდან ბეთლემში?
არა, არამედ წმიდა იოსებთან ერთად, რომელიც, აგრეთვე იქ იყო ჩაწერილი.
1348.რატომ იყვნენ ქალწული მარიამი და წმიდა იეოსები ბეთლემში ჩაწერილნი?
იმიტომ, რომ ორივენი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ, რომელიც აგრეთვე ბეთლემში დაიბადა (Iმეფ.17,12-15). ეს ოჯახი იმ დროისათვის უკვე გაღატაკებული იყო.
1349.ვინ იყო წმიდა იოსები?
ის იყო მოხუცი, ღმრთისმოსავი ქვრივი, ხელობით-დურგალი.
1350.ვინ იყო წმიდა იოსები ქალწულ მარიამისთვის?
წმიდა იოსები ქალწულ მარიამისთვის შორეული მათესავი იყო; მისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მფარველობდა ქალწულ მარიამს.
1351.სად ცხოვრობდა ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი?
იგი ცხოვრობდა წმიდა იოსების სახლში, რომელზეც დანიშნული იყო.
1352.როგორ ეპყრობოდა წმიდა იოსები ქალწულ მარიამს?
ეპყრობოდა ღრმა პატივისცემით და ერთგულობდა მას, როგორც მფარველი და მზრუნველი მასზე.
1353.რატომ ეპყრობოდა წმიდა იოსები ქალწულ მარიამს უდიდესი პატივისცემით?
იმიტომ,
1. რომ მასზე დანიშვნის შემდეგ ეუწყა, რომ სულიწმიდის გარდამოსვლით წმიდა ქალწული მარიამი ძე ღმრთისას დედა შეიქნებოდა;
2. რომ, განსაკუთრებით, უფალ იესო ქრისტეს შობის შემდეგ მასში სჭვრეტდა დედას, რომლის სულიცა და გულიც განწმენდილი იყო ძე ღმრთისას შობით.
1354.რად ეკუთვნოდა უფალ იესო ქრისტეს წმიდა იოსები?
ერგებოდა მამობილად, ამავე დროს იყო კეთილმსახური და მზრუნველი აღმზრდელი.
1355.წმიდა წერილში არის ნათქვამი რაიმე უფალ იესო ქრისტეს ძმების შესახებ?
დიახ, არის, მაგრამ ისინი იყვნენ მისი არა ღვიძლი ძმები, არამედ წმიდა იოსების შვილები პირველი ქორწინებიდან.
1356.საიდანაა ცნობილი, რომ პირები, რომლებიც წმიდა წერილში უფლის ძმებად მოიხსენიებიან, ქრისტეს უახლოესი ნათესავები იყვნენ?
ცნობილია წმიდა გარდმოცემით.
1357.ვინ ჩაწერა პირველად ეკლესიის ზეპირი გადმოცემა ქრისტეს ნათესაურ კავშირებზე?
პირველად ჩაწერეს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა (389) და წმიდა კირილე ალექსანდრიელმა (444).
1358.როგორ აღინიშნავს წმიდა წერილი, რომ უფალ იესო ქრისტეს ძმები არ იყვნენ ქალწულ მარიმის ვაჟიშვილები?
წმიდა წრილი ამას მიგვანიშნებს იმით, რომ უფალმა იესო ქრისტემ აღსასრულის წინ დედაი თვისი მფარველობისთვის თავის უსაყვარლეს მოციქულს იოანეს მიანდო, რომელმაც შემდგომ თავისთან წაიყვანა ქალწული მარიამი, როგორც დედა თვისი. ეს მოწმობს, რომ ქალწულ მარიამს უფალ იესო ქრისტეს გარდა, სხვა შვილი არ ჰყავდა (ინ.19,26-27).
1359.ხომ არ შეიძლება უფალ იესო ქრისტეს ასეთი ნდობა აიხსნას იმით, რომ შესაძლოა მისი ძმები უკვე გარდაცვლილნი იყვნენ?
არა, რამეთუ
1. წმიდა წერილში ნათქვამია, რომ უფალ იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მისი ძმები იმყოფებოდნენ იერუსალიმში ღმრთისმშობელთან, მოციქულებთან და ზოგიერთ კეთილმორწმუნე დედაკაცთან ერთად (საქ.1,14);
2. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. მოციქული პავლე ამბობს, რომ მოციქულად გახდომის შემდეგ, რაც ნიშნავს,-გავიდა რამდენიმე წელი უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმის აღდგომისა და ამაღლების შემდეგ,-ის აღვიდა იერუსალიმს, სადაც იხილა იაკობი, ხორციელი ძმა უფლისა (1,19).
1360.რად იწოდება უფალი იესო ქრისტე წმიდა წერილში (ლკ.2,7) ქალწულ მარიამის პირმშოდ, თუკი მას სხვა შვილები არ ჰყავდა?
უფალი იესო ქრისტე სრულიად მართებულად იწოდება მის პირმშოდ, რამეთუ, ებრაელი სჯულის მიხედვით ერთადერთი ვაჟიც პირმშოდ იწოდებოდა და მისთვის დაბადებისთანავე მსხვერპლი უნდა შეეწირათ, თუმცა არავინ იცოდა დაიბადებოდა თუ არა მის შემდგომ სხვა ვაჟიშვილი, და წოდება ,,პირმშოც" მას რჩებოდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ერთადერთ ვაჟიშვილად დარჩებოდა.
1361.რას უწოდებს მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულ მარიამს?
მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულ მარიამს უწოდებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რამეთუ ძე ღმრთისამ მისგან მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც არს ჭეშმარიტი ღმერთი.
1362.რატომ ვუწოდებთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მარად ქალწულს?
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მარად ქალწულს ვუწოდებთ, ე.ი. ქალწულს მარად და უცვალებლად რამეთუ, ის უფალ იესო ქრისტეს შობამდეც, შობის ჟამს და შობის შემდეგაც იყო ქალწული, რამეთუ მისი ქალწულობა არ დარღვეულა უბიწო ჩასახვითა და მისგან მაცხოვრის შობით.
1363.როგორ პატივს მიაგებს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს პატივს მიაგებს ყოველ ქმნილებაზე, ყოველ ადამიანსა და ანგელოზზე აღმატებულად, თაყვანს სცემს მას აღმატებით ქერუბიმისა და სერაფიმებზე.
განმარტება:
I. ოთხივე მახარებლის მიზანი იყო უფალ იესო ქრისტეს ცხოვრების უმთავრესი მოვლენებისა და მისი მოძღვრების შინაარსის გადმოცემა და არა წმიდა იოსების ოჯახური ცხვორების აღწერა; ამიტომ სახარებაში არაფერია მითითებული წმიდა იოსების ცხოვრების შესახებ.
II.ქალწულ მარიამს ღვთისმშობელი ფრიად ადრე უწოდეს. როდესაც ზოგიერთებმა იწყეს მტკიცება, რომ მისტვის ქრისტესმშობელი უნდა ეწოდებინათ და არა ღვთისმშობელი, ამას ეკლესიაში დიდი დავა მოჰყვა, და მხოლოდ 431 წელს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებამ გადაწყვიტა, რომ მართებულია ქალწულ მარიამს ღმრთისმშობელი ეწოდოს, რამეთუ უფალი იესო ქრისტე თუმცა მხოლოდ თვისი ადამიანური ბუნებით იშვა ქალწულ მარიამისაგან, ის ჭეშმარიტი ღმერთია და ღმერთია უცვალებელად ქალწულ მარიამისაგან ხორცშესხმის შემდეგაც.
III. მარლთმადიდებელი ეკლესია ღმრთისმშობელს უწოდებს აგრეთვე მსწრაფლ შემწეს, რამეთუ კანას გალილეაში ის სწრაფლ შეეწია ახალდაქორწინებულთ, და გვწამს, რომ ის სიხარულით და მსწრაფლ შეგვეწია ჩვენც.



მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხები სულიერი ცხოვრების 1141-2407 კითხვაზე [გვ. 57]



ბოროტი სამხიარულო ხუმრობები.

ცელქი, შესაძლოა, ბოროტმოქმედად იქცეს, ხუმარა კი - ღვთისმგმობელად.



თუ ყველა ადამიანისთვის მავნებელია ბოროტად ბჭობა, რაოდენ უფრო – იმათთვის, რომლებმაც ცხოვრების მკაცრი წესი ირჩიეს?


ნუ ჩაიდენ ბოროტებას - ხუმრობითაც კი, რამეთუ ისეც ხდება, რომ ზოგი თავდაპირველად ხუმრობით აკეთებს ბოროტებას, შემდეგ კი გაიტაცებს იგი.


მოყვასის შესახებ ხუმრობით ნათქვამი ცუდიც კი მის მიმართ არაწინასწარგანზრახული ბოროტებაა - ამან შესაძლოა, ძლიერ ავნოს მის ღირსებას.


საცოდავი არის ის კაცი, რომელსაც ჰსურს ამ სიცოცხლის გატარება ხუმრობაში, სიცილში და თავის ქცევაში, იგი უსარგებლოდ ამძიმებს დედამიწას.



ისინი, ვისაც გრძელი ენა აქვს, თავისდა საუბედუროდ, ხშირად წარმოსთქვამდა ლოცვის სიტყვებს, წმინდა სახარების და ეპისტოლეთა ციტატებს ხუმრობით, ხოლო ზოგიერთი კიდეც დასცინოდა და აჯავრებდა მღვდელს. ეს ყოველივე მკრეხელობაა.



ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილახება, ვიდრე - წინასწარგანზრახული ცილისწამების შედეგად.



თუ შეიძლება ხუმრობა?
ბილწსიტყვაობასა და ხუმრობას გარყვნილებამდე მივყავართ. თავი ანებე ხუმრობასა და მახვილსიტყვაობას. ნურც საქმით ჩაიდენ რაიმეს მაგდაგვარს. ჩვენ არ უნდა წარმოვთქვათ არც ერთი უქმი სიტყვა, რამეთუ უქმსიტყვაობიდან უხამსობამდე ერთი ნაბიჯია, რადგან ხუმარა კაცი იოლად ხდება მაგინებელი. მაგინებელი კი უამრავი საძრახისი საქმის ჩამდენია.



როგორ გვაცდუნებს ბოროტი სული, როდესაც იხილავს ჩვენს სურვილს – განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს?
როცა ეშმაკი იხილავს, რომ გვსურს განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს, გვაცდუნებს და გვეუბნება: „შენი წასვლით ნუ დააბრკოლებ მოსაუბრეს“, ან „ნუ უჩვენებ მათ, რომ მოყვასზე მეტად ღმერთი გიყვარს“. გაიქეცი მათგან, ნუ შეჩერდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ლოცვის ჟამს სიცილისა და განცხრომის მოგონება დაგაბრკოლებს და დაგაბნელებს.



როგორ ვნებს სულს ხუმრობის სიყვარული?
ხუმრობის სიყვარული სულს ასუსტებს, აზარმაცებს, აზანტებს. იგი ხშირად შფოთს იწვევს და ომების მიზეზი ხდება. კარგია, თუ სული მღვიძარეა, ძნელად თუ რამე მოხიბლავს მას. მაგრამ გაფანტული სულის მოხიბვლა რა ძნელი საქმა? იგი თავისთავადაც მოხიბლულია და ეშმაკის მანქანება და თავდასხმები აღარც კი სჭირდება. საკითხში უკეთ რომ გაერკვე, თვით ამ განსაზღვრებას დააკვირდი – ხუმარა
 ვის უწოდებენ ამ სახელს?
ამ სახელს უწოდებენ დაუდგრომელ, თავზეხელაღებულ, ცვალებად კაცს. ისეთს, ყველაფერს რომ იკადრებს, მაგრამ ეს უჩვეულოა ქრისტეს მსახურისათვის. ხუმარა ადვილად იცვლება და თამაშობს, რადგან მან უნდა მიბაძოს ამა თუ იმ კაცს სახის გამომეტყველებითაც, სიცილითაც, მიხვრა–მოხვრითაც და საერთოდ, ყველაფრით. ამასთან, ხუმრობები უნდა შეთხზას კიდეც – მისთვის ხომ ესეც აუცილებელია, ქრისტიანს კი კომედიის თამაში არ შეშვენის.
 როგორ მოძღვრავენ წმ. მამები ხუმრობის მოყვარულთ?
გვედრით, განაგდეთ თქვენგან ეს უჯერო შექცევა, შორს იგი თავისუფალი სულისაგან... განვაგდოთ ეს ჩვევა ტრაპეზიდან... სად აღარაა მოდებული ეს სენი? მან ეკლესიაშიც კი შეაღწია, წმ. წერილსაც კი შეეხო! ამიტომ გვედრით ყველას – გავთავისუფლდეთ ამ ჩვევისაგან, ვილაპარაკოთ ის, რაც შეგვშვენის.


სარგებელს მოგიტანს ხუმრობა და ოხუნჯობა? მხოლოს სიცილს გამოიწვევ. არც ერთი უქმი სიტყვა არ უნდა თქვა, რადგან უქმმეტყველებიდან უწესო საუბრებზე გადადიან. ახლა მხიარულების დრო კი არა, ტირილის, წუხილისა და გოდების დროა. შენ კი ხუმრობ? შენ მახლობლად ეშმაკია, შენ ირგვლივ დადის, ბდღვინავს, შენს შეჭმას ცდილობს, ყველაფერს შენს წინააღმდეგ მიმართავს, გეგმებს აწყობს, რა ხრიკებით გამოგიყვანოს თავშესაფრიდან, კბილებს აღჭრიალებს, ღმუის, ცეცხლს აჩაღებს შენი გადარჩენის საწინააღმდეგოდ. შენ კი ზიხარ და ოხუნჯობ, ფუჭსიტყვაობ და უწესო საუბრებს მიმართავ. შეძლებ კი ასეთ დროს მის დამარცხებას? ჩვენ ბავშვურად ვერთობით, საყვარელნო! გინდა გაიგო როგორია წმინდანთა ცხოვრების წესი? მოისმინე, რას ამბობს წმინდა პავლე მოციქული: "ამისთვის იღვიძებდით და მოიხსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქვენისასა" (საქ. 20,31). თუ მან ასეთი ზრუნვა გამოიჩინა მელიტონელებისა და ეფესელების მიმართ, - კი არ ხუმრობდა, არამედ ცრემლებით ასწავლიდა, - მაშინ რაღას იტყვი სხვების შესახებ? მოისმინე, რას ეუბნება იგი კორინთელებს: "რამეთუ მრავლისაგან მწუხარებისა და შეურვებულისა გულისა მივწერე თქუენდა მრავლითა ცრემლთა, არა რაითა შესწუხნეთ, არამედ რაითა სცნათ, სიყუარული იგი გარდარეული, რომელ მაქუს თქუენდა მიმართ" (2 კორ. 2,4), და კიდევ: "ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი?" (კორ. 11,29). მოსმინე, რას ამბობს კიდევ სხვა ადგილას: "და რომელნი ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგვიმძიმდების, რომელი ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაითა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან" (2 კორ. 5,4). შენ კი იცინი და ერთობი? ომის დროა, შენ კი იმით ხარ დაკავებული, რაც ტაკიმასხარებს ახასიათებთ?...

sibrdzne.ge



ქართველმა მოცეკვავეებმა უკრაინული შოუს მაყურებელი პირდაღებული დატოვეს

საეკლესიო სკანდალი - თაღლითი ბერები.

საბერძნეთის ეკლესია მორიგ ფინანსურ სკანდალში ეხვევა. საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლსიის რამდენიმე მონასტერი თაღლითური გზით ფულის მითვისებასა და ფინანსურ მაქინაციებშია მხილებული. საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულებების გამოძიების სპეციალური სამსახურის ინფორაციით მონასტრების წინამძღვრები და უშუალოდ ბერები ფინანსთა სამინისტროში სუბსიდიების მისაღებად ყალბ საბუთებს წარადგენდნენ, რომლებშიც შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ხელოვნური გაზრდა ხდებოდა.

ფიქტიურ საბუთებში სამუშაოების ფასი რამდენჯერმე იყო გაზრდილი, ხოლო სხვაობას რეალურ ფასსა და სახელმწიფოდან მიღებულ სუფსიდიას შორის ბერები ითვისებდნენ.


ასე მაგალითად ერთ-ერთმა მონასტერმა 600 ათასი ევრო პატიმრობაში მყოფ პირვნებას ტაძრის და მონასტრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესარულებისთვის გადაურიცხა. ერთ-ერთი მონასტის ბერმა კი არასებულ ოპერაციაში 150 ათასი ევრო გადარიცხა. ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით ამ ეტაპისთვის ეკლესია-მონასტრების მხოლოდ 20-25 პოცენტია შემოწმებული და სავარუდოდ ფინანსური მაქინაციების მოცულობა კიდევ გაიზრდება.

http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=6100&lang=ge&Title=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9D+%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+-+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98+%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98



ნუ მიხვალ მკითხავთან.

ნუ მიხვალ მკითხავთან და ნუ დაიჯერებ დედაბრულთა მათ ზღაპართა. ნუ ატყუებთ თავსა თქვენსა, ნუ ჩააგდებთ თავსა თქვენსა ხელთა შინა მკითხავთასა.



მესმა მე, ვითომც თქვენ შორის იყოს მკითხაობა. წმიდანი მამანი აღუკრძალავენ ესე ვითართა ზიარებასა, და ვინც მივა მკითხავთან, იმას თითქმის სჯულზედ უარი უთქვამს. ვინც ჭკვიანურად იფიქრებს და კარგად გამოსცდის, იგი მალე მიხვდება, როგორ ატყუებენ მკითხავები მოკლე ჭკუის კაცთა. ბევრი გამიგონია მე მათგან წახდენილი კაცი და ბევრი ავადმყოფი მათითა უმეცრებითა მომკვდარიყოს.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
*


რადგან მკითხავთან სიარული ღვთის საწინააღმდეგო საქმეა, როდესაც დავინახავ მასთან ვიღაც მიდის, ვუთხრა მას, რომ არ წავიდეს თუ არა?

თუ ეს ადამიანი ქრისტეს მიერ საყვარელი შენი ძმაა, მაშინ უნდა უთხრა მას: „ძმაო, შენ ამით სულს იზიანებ და ღმერთს არისხებ, რომელიც გვიკრძალავს ამ საქმეს“. თუ არ მოგისმინა, მაშინ თავად იხილავს შედეგს. ხოლო, თუ ეს უცხო ადამიანია, შენ მანამ ნუ იზრუნებ მასზე, სანამ ის ამის თაობაზე თვითონ არ გკითხავს; ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შენ მას ჭეშმარიტება უნდა უთხრა; ხოლო, თუ არ ეტყვი, მაშინ განიკითხები. საულმა, როდესაც ჯადოქართან წასვლა განიზრახა, ამის თაობაზე თავის შვილს იონათანს ჰკითხა, მან კი პასუხისმგებლობა შეახსენა, რისთვისაც დაისაჯა მამისაგან. მაგრამ, ვინც შენი ძალაუფლების ქვეშაა, იმას აუცილებლად უნდა შეაგონო და ურჩობის შემთხვევაში, უნდა დასაჯო კიდეც.


წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

*



ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სხვები არიან ცოდვილები, ჩვენ კი, მადლობა ღმერთს არ ვჯადოქრობთო. ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვისმესთვის, ანდა ურჩევია – მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცოდავს, ვიდრე თვით ჯადოქარს, ვინაიდან დაუტოვებია რწმენა უფლის ძალისა და შემწედ დაუსახავს გრძენული. ზოგი იტყვის: „ის ხომ ლოცვას წარმოთქვამდა და პირჯვარსაც ისახავდა?“ ყური უგდეთ, რას ამბობს წმინდა მამა იოანე ოქროპირი: „წმინდა სამების სახელსაც წარმოთქვამენ მისნობისას, წმინდანებსაც მოიხმობენ და ჯვარსაც სახავენ. განეშორეთ მათ“. ვინც გრძნეულს მიმართავს, ეკლესია ხუთი–ექვსი წლით განაყენებს მას წმ. ზიარებისაგან. ეკლესიის მიერ სნეულებათა და უძლურებათაგან საკურნებლად დადგენილი გვაქვს ისეთი საიდუმლო, როგორიცაა ზეთისცხება; გვაქვს აგრეთვე უდიდესი სიწმინდე – ნაკურთხი წყალი, არტოსი (სააღდგომო პური), და ბოლოს – ზიარების საიდუმლოთი ვუერთდებით თვით უფალს.



სცოდავენ გრძნეულები, მკითხავები, რომელთაც მიატოვეს უფლის ძალის რწმენა და ირწმუნეს ქმნილებათა იდუმალი ძალებისა, განსაკუთრებით კი ბოროტი სულებისა და მათთან კავშირის მეშვეობით ცდილობენ სხვათა საზიანოდ მოქმედებას. თუ თქვენ შორის ასეთი ცოდვილები არიან, მწარე ცრემლით უნდა შეინანონ უფლის წინაშე. გრძნეულებაში მონაწილე პირს ეკლესია, მკვლელების თანაბრად, განაყენებს ოცი წლით, ხოლო გულგაქვავებულებსა და მოუნანიებლებს კი სრულიად განაგდებს. იმით ნუ დაიმშვიდებთ თავს, რომ დღეს ყველას შეუძლია შეაბიჯოს ტაძარში და მიეახლოს წმინდა ბარძიმს. ადამიანის, მოძღვრის მოტყუება შესაძლებელია, ღმერთს კი ვერავინ მოატყუებს. ადრე ვთქვით, თუ როგორ შეიძლება კაცმა თავი შინაგანად განაგდოს ეკლესიისაგან. თუ ასეთი რამ დაგემართა, სხეულით გინდ ყოფილხარ ტაძარში და გინდ არა, მადლი მაინც განშორებულია შენგან. ამის ყველაზე მწარე მაგალითია ასეთი სულისკვეთებით ზიარება ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან. ეს იუდასმიერ ზიარებას უდრის.

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
*


რა არის სპირიტიზმი?

თავად სიტყვა „შპირიტუს“ აღნიშნავს, რომ ეს არის სწავლება ადამიანთა ურთიერთობის შესახებ სულთა სამყაროსთან, რომლის ქვეშ, რა თქმა უნდა, იგულისხმება არა ნათლის ანგელოზები, არამედ ბოროტი სულები. წმ. პავლე მოციქული წერს: „გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი–იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებული იყავნ“ (გალ. 1,8). მოციქული ამ სიტყვებს ნათლის ანგელოზთა შესახებ კი არ ამბობს, რადგანაც შეუძლებელია, მათ სახარებისა და მოციქულთა სწავლების საწინააღმდეგო რამ გვახარონ, არამედ, ცხადია, იგი ბნელ ძალთა შესახებ საუბრობს, უგუნურთა საცდუნებლად ნათლის ანგელოზების სახეს რომ იღებენ. ჩვენი უხორცო მტერი სპირიტიზმის სეანსებზე შენიღბულად მოქმედებს, თითქოსდა მიცვალებულთა სულების გამოძახებით. მაგრამ ეს არის ეშმაკის ცხადზე უცხადესი ხრიკები და იმ ადამიანთა შეცდომილება, რომელთაც მიცვალებულთა სულების გამოძახებისა სჯერათ. ამიტომაც გაექეცით სპირიტიზმის სეანსებს და თუკი შესაძლებელია, სხვებიც განარიდეთ ამ სულის წარმწყმედელი სწავლებისაგან.


წმ. ამბროსი ოპტინელი

*



დაუთმეთ საყვარელნო სულგრძელებით და ნუ წარხვალთ უძლურებისათვის კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისათვის შეიწყნარნა ყოველნი ჭირნი, და დახსნაი გუამისაი, და არა მივიდა იგი კითხვად და კურნებად მისანთა და გრძნეულთა, და არცა შემლოცველთა და არცა წიგნის მწერალთა, რომელი-იგი ყელსა გამოაბიან. რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისა ღონე არს კაცთა საცთურისათვის. რამეთუ რაჟამს კაცი დასნეულდის, მიისწრაფინ მისანთასა. ვაი არს მათა, რომელნი შელოცვით კურნებასა ეძიებენ და წიგნის წერით - სიცოცხლესა, რომელი არა ბრძანა ღმერთმან საქმედ, არამედ განშორებად მისგან ჯერ-არს ჩუენდა, რაითა ოდეს უძლურებაი და განსაცდელი შეგვემთხვიოს, რაითა ღმრთისა, დამბადებელისა ჩვენისა მივივლტოდით და იგი მხოლოი შემწე ვიყოთ და ვილოცვიდეთ ეკლესიათა შინა მისთა, და მეოხ ვიყოფდეთ წმიდათა მოწამეთა ტაძართა შინა მათთა სრულითა სარწმუნოებითა, და ღმერთი არს მკურნალი ჩვენი. უკუეთუ ინებოს, განმკურნეს, და თუ ინებოს, დამიტევნეს უძლურებასავე შინა, რომელი მომცა ჩუენ უმჯობესისათვის ჩუენისა, ვითარცა მან უწყის.


წმ. იოანე ოქროპირი
*



როგორ ამხელენ წმ. მამები მათ, რომლებიც მკითხავებთან დადიან?

მარჩიელობა არის ეშმაკის მოციქულობა; ეს მისნობა წარმოებს უკეთური, ბოროტი სულის მოძღვრებით, ასე რომ, ამისთანა მარჩიელთა მუცელში ცხოვრობს ეშმაკი და ამ კაცის პირიდან აღმოიტყვის შენი საქმე, რომლით შენ დაგარწმუნებს და გაგხდის მის თაყვანისმცემლად. მღვდელს არა აქვს ნება მარჩიელი ხელზე იმთხვიოს, ეკლესიაში შეუშვას, აზიაროს, ანუ რაიმე საღვთო მოქმედება მას აღუსრულოს, სანამ არ მიატოვებს ეშმაკის მოციქულობას. ეკლესიისგან ასეთ შეჩვენებულ კაცთან შენ, პატიოსანი კაცი, მიდიხარ, ემოწაფები და კითხავ მას ავადმყოფის მიზეზს და ბედ–იღბალს! ვაი, ამისთანა სიბნელეს და ცთომას! მიხედე, ძმაო, თვითონ რა წამხდარია! მან თუ რაიმე იცოდეს, თავის თვის არჩევდა, რით გაბედნიერდება და რით არა! მარჩიელნი უფრო წამხდარნი და უბედურნი არიან, ვიდრე სხვები... შენ რაც არ იცი, იმისთანა იმათ ვინ ასწავლა! თუ მეტყვის, ღმერთმა ასწავლაო, ეგ გმობაა, რამეთუ არავინ ღვთის მოსამსახურე ბერი, მონაზონი და ჭეშმარიტი მღვდელი არ კადრულობს მათ შეწყნარებას. ესეც იცი შენ, რომ იმათ ეშმაკი ალაპარაკებს... სასირცხვო როგორ არ არის, რომ ბევრი პატიოსანი კაცი და ქალი იკრიბება ციგნების და ჩაჩნების ქალის წინ და კითხულობენ მისგან, თუ რა ბედ–იღბალის იქნებიან! რამ დაამდაბლა, ღმერთო, ასე კაცის გონიერება!


წმ. ალექსი ბერი

*





სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე.

სიკვდილი ბოროტი თანამგზავრივით თან გვდევს, საწუთრო კი ცრუა, და ცხოვრება სავსეა ეშმაკის მახეებით, რომლებსაც ორმაგი სიკვდილი მოაქვთ ჩვენთვის. წუთისოფლის ნეტარება კი აჩრდილივით ქრება. ყველაფერი სიზმარია, როგორც ბუშტი, ისე სკდება. ყველაფერი ამაოა
იოსებ ათონელი(ისიხასტი)

სიკვდილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცნობიერებენ მას, უკვდავებაა, მაგრამ უბირთათვის, რომლებიც ამას ვერ აცნობიერებენ, სიკვდილი სიკვდილია, უნდა გვეშინოდეს კი არა ამ სიკვდილისა, არამედ სულის წარწყმედისა, რაც არის უმეცრება ღვთისა, რადგან ისაა საშინელება სულისთვის
წმ. ანტონი დიდი

სასტუმროებში მყოფთაგან ნაწილი საწოლს იღებს, სხვებს კი არა აქვთ საწოლი და იატაკზე სძინავთ, თუმცა იმათზე არანაკლებ ხვრინავენ (რუსულში, როგორც ჩანს, ევფიმისტური მიზნით, ნაცვლად "ხვრინვისა" გვაქვს "მაგრად დაძინება", თუმცა ბერძნულში აშკარად იკითხება "ხვრინვა"), რომლებიც საწოლებზე წვანან, და ღამის გასვლას დალოდებულნი განთიადზე ტოვებენ სასტუმროს საწოლს, ერთად გადიან რა ყველანი, და რაც მათია, ის მიაქვთ მხოლოდ. სწორედ ასევე, ამ ცხოვრებაში შემოსულთაგან ყველა, - ზომიერად მცხოვრებიც და ისიც, დიდებაში და სიმდიდრეში რომ უცხოვრია, _ ამა ყოფიდან ისე გადის, ვით სასტუმროდან, არ მიაქვს რა თან არაფერი ამა ქვეყნის შვებისა და სიმდიდრისგან, თუ არა მხოლოდ თავისივე საქმეები, კარგი და ცუდი, ამ ცხოვრებაში რაც აკეთა.
წმ. ანტონი დიდი

თუ ზეაღმატებული უფლებამოსილება გაქვს, იოლად ნურავის დაემუქრები სიკვდილით, იცი რა, რომ ბუნებითად შენც სიკვდილის ქვეშ ხარ და რომ ისევე განიძარცვავს სული სხეულს, როგორც უკანასკნელ შესამოსელს. ამის აშკარად მცოდნემ თავმდაბლობა იღვაწე და როდესაც სიკეთეს გააკეთებ, დღემუდამ ჰმადლობდე ღმერთს, რადგან ვინც უწყალოა, არა აქვს მას სათნოება თავის თავში.
წმ. ანტონი დიდი

სიკვდილისგან განრიდება შეუძლებელია და განუხორციელებელი. ამის მცოდნე ჭეშმარიტად მოაზროვნე ადამიანები, სათნოებებში და ღვთისმოყვარე მსჯელობაში გაწვრთნილები, იღებენ სიკვდილს კვნესის, შიშისა და მოთქმის გარეშე, იაზრებენ რა როგორც მის გარდაუვალობას, ასევე მის მიერ ამა ყოფის ბოროტებათაგან თავის დაღწევას.
წმ. ანტონი დიდი

მრავალნი კაცთაგანნი აჩუენებენ სახიერებასა და ღმერთსა არა სთნავს საქმე მათი. და სხუანი ეჩუენებიან კაცთა სულელად და საქმენი მათნი სათნო არიან წინაშე ღმრთისა, და მრავალნი იყვნეს პირველ სახიერ და უკანაისკნელ დაეცნეს და წარწყმდეს. და მრავალნი პირველ იყვნეს ძვირის მოქმედ დღეთა მათთა და უკანაისკნელი მათი იქმნა კეთილ და წმიდა და ღმერთი დაჯერებულ იქმნა მათგან, რამეთუ მეძავი იგი პირველად იყო ეშმაკისაი და უკანაისკნელ იქმნა იგი ღმრთისად. და სოლომონ პირველად იყო ღმრთისაი და შემდგომად ეშმაკისაი, და იუდა პირველად ღმრთისაი იყო და უკანაისკნელ იქმნა იგი ეშმაკისად. ამისთვის, ძმანო ჩემნო, არა ვთქუათ კაცისათვის ნეტარებაი ვიდრე სიკუდილადმდე, და არა უდებ ვიქმნეთ სულთა ჩუენთა ცხორებისათვის ვიდრე განსლვად ჩვენდამდე ამიერ სოფლით. რამეთუ ჰრქუა ღმერთმან ეზეკიელ წინასწარმეტყველსა, ვითარმედ: რომელსაცა ვპოო კაცი დღესა განსლვისა მისისასა ამიერ სოფლით, კეთილსა გინა ბოროტსა, მითცა განვიკითხო. რამეთუ მრავალნი კაცთაგანნი იზმნიან ხმასა მფრინველთასა. ვაი არს მზმნელთა, რამეთუ არნ ოდესმე პირუტყვი შუენიერი, იხილის ეშმაკმან, გინა ხენი, დასცის მას თუალი კაცისაი და მოკუდის, და თქვიან, ვითარმედ: მან კაცმან თუალითა მოკლა იგი. რამეთუ ბოროტი იგი ეშმაკისაგან არნ და ყვნის კაცნი მიზეზად თუალსა კაცისასა. და ოდეს იხილნის ეშმაკმან კაცნი მზმნელად და მგმობელად ღმრთისა, მაშინ დააჯერის მათ და ათქუმიის ესევითარი და მსგავსი ამისი მრავალი
წმ. იოანე ოქროპირი

სიკვდილი ანუ გარდაცვალება მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება, ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად. კვდება მხოლოდ ჩვენი ეს მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, მაგრამ ის შინაგანი გაცოცხლებული სული სიკვდილს არ დაემონება.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

უწყოდეთ საყვარელნო, რამეთუ სიკვდილი ახლოს არს და ხმობს მეუფე იღვიძებდით, რამეთუ არა იცის ოდეს მოვიდეს მპარავი. ნუ უკუე განხურიტოს გუერდი სახლი.
წმ. შიო

ძმაო ჩემნო, მარადის სიკვდილსა იგონებდით და საზარელი იგი დღე წინაშე თვალთა გონებისათა გაქუნდინ, სადა იგი გუეგულვების ყოველთა წარდგომა, შიშუელთა და ქუე დამხედველთა თუალთათა; უწყოდეთ უკვე, საყუარელნო, ვითარმედ ხორცნი ესე ხრწნადნი და წარმავალნი არიან, ხოლო სული უკვდავად დაადგრების მხოლოდ, ვიღუაწოთ შვილნო აქასა შინა ნუ ვრიდებთ თავთა ჩუენთა, ნუ განვსცემთ აზნაურებასა ჩუენსა ვნებათა მიმართ, მოვითმინოთ ტკივილნი წუთიერნი, რამეთუ ჟამი ესე ჭირისა არს, ხოლო საუკუნო იგი განსვენებისა, ვსძლოთ აქა შინა მხნედ ბრძოლითა მბრძოლსა ჩუენსა, რათა მერმესა რას შინა საძლეველნი გვირგვინი მოვიხუნეთ, განვეკრძალნეთ ჟამისა მისთვის საზარელისა, რაჟამს ხორცთა ამათ ნივთთაგან განეშორებოდის სული, რამეთუ საშინელ არს ჟამი იგი მხედრობანი ზეცისანი მოუწოდდენ სულთ მიყვანებად იგი ადგილსა მისთვის განმზადებულსა და მიგებად მისსა საქმეთა მისთაებრ, კეთილთა გინათუ ბოროტთა.
წმ. იოანე ზედაზნელი

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნენ მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი!
შოთა რუსთაველი

ნუ, ძმაო! ზედასა-ზედა ვიგონებდეთ სიკვდილსა და განვემზადებოდეთ მისთვის და ვსტიროდეთ, მოველოდეთ წარსვლასა ჩვენსა, გულისხმა ვყოფდეთ საწუთოისა სიმოკლესა, შევიშინებდეთ საუკუნოისა მის სატანჯველისაგან, სასოება გვაქვნდეს მკვდრეთით აღდგომისა, ვიგონებდეთ მეორედ მოსვლასა დიდისა მეუფისასა მოვიხსენოთ ხილვა საშინელისა მის დღისა,რომლისა წარდგომად ვართ, რათა არა ვიპოოთ განუმზადებელ ხელთა შინა მპარავისა მის სიკვდილისა, რომელსა ნებავს მოკვლა ჩვენი, და ჩვენცა განვემზადნეთ და ვიყოფოდეთ განკრძალვით.
მოვიმტკიცნეთ სინანული ციხად ჩვენდა, მოვივლნეთ ზღუდედ ლოცვანი მხურვალენი, შევზიდნეთ ნუზლად გლახაკთ-მოწყალებანი, განვამრავლნეთ წყლად ცრემლნი მწარენი, დავიდგინნეთ ებგურად მოღვაწებანი, შევიმოსნეთ ჯაჭვად სიმართლენი, შევიბნეთ მახვილად მოყვასთა სიყვარული და ამათ მიერ ვყვნეთ თავნი ჩვენნი, რათა განმზადებული შევემთხვივნეთ მტერსა ჩვენსა სიკვდილსა და ვერღარარა საჯაბნე პოოს ჩვენ თანა, და ესრეთ განწმედილი მივეახლნეთ ჩვენთვის სიკვდილად დასჯილსა ქრისტესა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სულხან-საბა ორბელიანი

სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქრისტიანის სულის ცოდვისადმი ეს მიდრეკილებები, გამომხსნელის მიმართ ღალატი, აიწონოს და შეფასდეს. აუცილებელია განკითხვა და გარჩევა, რომ განისაზღვროს, თუ რომელი უფრო ჭარბობს მასში – მარადიული ცხოვრება, თუ მარადიული სიკვდილი. სხეულიდან გასვლის შემდეგ ყოველი ქრისტიანის სულს ელოდება ღვთის პირუთვნელი სამსჯავრო; როგორც პავლე მოციქული ამბობს: „...წინა–უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9, 27).
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია სიკვდილის შიში. სიკვდილი ადამიანთა მოდგმაში დამკვიდრდა არაბუნებრივად. ამიტომ ეშინია ადამიანურ ბუნებას სიკვდილის და განევლტის მას.
ვალაამის მონასტრის სქემიღუმენი იოანე

არ ღირს ისურვო უეცარი სიკვდილი, მისთვის მზადყოფნაა საჭირო, როცა არ უნდა დადგეს იგი, – ასე ასწავლის ეკლესია. არსებობს მრავალი კანონიკური ლოცვა, რომლითაც შევთხოვთ უფალს, დაგვიფაროს ყოველგვარი უბედურებისაგან, რომელსაც უეცარი სიკვდილიც მიეკუთვნება. მაგრამ ის, ვის ხელშიცაა სიკვდილ–სიცოცხლის ძალაუფლება, მოქმედებს საკუთარი წმიდა განგებულებით, ყოველი ადამიანის სულის სასარგებლოდ, მიჰყავს იგი ამქვეყნიდან უეცრად, თუ სტოვებს მას აქ გარკვეული დროით. ზოგჯერ იგი უეცარი სიკვდილით წამოეწევა ცოდვილთ, ზოგჯერ, ოღონდ უფრო იშვიათად – წმიდანებს.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

ბანკირი, რომელიც ფულს ითვლის, წარმოიდგენს, კიდევ რამდენ ხანს შეუძლია დრო ატაროს. მშიერი მეკუბოვე რომელიც ქალაქს უყურებს, ფიქრობს იმაზე, თუ ვისი ბაგეებიდან მიიღებს ხვალ პურის ლუკმას.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

ერთმა მონაზონმა მომწერა, რომ იტანჯება და თუ ოპერაციას არ გაიკეთებს, მოკვდება. მე ვუპასუხე მას და სრულიად საპირისპირო ვუხარი. იგი ისევ მწერს, რომ ექიმმა უთხრა, თუ არ გაიკეთებდა ოპერაციას, რამდენიმე დღეში მოხდებოდა გახვრეტა და საბოლოოდ სიკვდილი. მე ვუმეორებ: "იქონიე რწმენა, მიენდე ღმერთს, სიკვდილი ირჩიე." მან პასუხად მომწერა, რომ ავადმყოფობამ პირი იბრუნა.
ხედავ? ათასგზის გამოვცადე ეს. როცა ცხვირწინ იდებ სიკვდილს, იგი შორს გაგირბის. როცა გეშინია სიკვდილის, მუდამ გდევნის. სამი ჭლექიანი დავმარხე, იმ იმედით, რომ მეც შემეყრებოდა. ის ტანსაცმელი ჩავიცვი, რომელიც მკვდარს გავხადე, მაგრამ სიკვდილი მათთან გაიქცა, ვისაც მისი ეშინოდა. მთელი ცხოვრება ავად ვარ. და არასდროს მიმკურნალია. კიუტად ვჭამ საპირისპიროს. და სად არის სიკვდილი?
იოსებ ათონელი(ისიხასტი)

დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები, და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარშემოა; როდესაც ამ სიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულსა და ფერფლს; როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები; მაშინ შენს წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახავ თვითონ სიკვდილს წარსულში: წარსულში აწმყოსა და მომავლის გარეშე. მაშინ სიკვდილი, რომელიც უცილობლად განგაშორებს შენს სხეულთან, შენთვის აღარ იქნება იმ ნიავზე საშიში, რომელსაც შენი ქუდი გაუტაცია; რამეთუ მაშინ შეიცნობ, რომ შენს სულს სხეულის გარეშე სიცოცხლე შეუძლია ისევე, როგორც შენს თავს ქუდის გარეშე.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

ვიდრე ცოცხლები ვართ, სულიერი სამყარო დაფარულია ჩვენგან. სიკვდილი ამ სამყაროში შესვლაა, აქ ჩვენთვის ყველაფერი ახალია, ეს შეხვედრაა იმ სულებთან, რომელთა ნება–სურვილსაც მთელი ცხოვრება ასრულებდა ადამიანი. ეს სულის გზაა, რომელიც ენით გამოუთქმელ შავ უფსკრულებზე და კლდეებზე გადის, ამ გზას სული მფარველ ანგელოზთან ერთად გაივლის, მას დემონები კვალდაკვალ მისდევენ მტაცებელი მხეცებივით და ნადავლივით უნდათ მისი დაჭერა.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მოათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელიც აშლის და მიმოაბნევს მკვდარ ფერფლს, გაჰქექს და ჩატკეპნის მას მიწაში. უღმერთოს რომ შესძლებოდა ყველაფრის ბოლომდე, ლოგიკურად გააზრება, მას უნდა ეთქვა, სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს, სიკვდილი – ერთადერთი რწმენაა მისი, სიკვდილი – ერთადერთი მარადიული ძალაა, სიკვდილი – ერთადერთი ღმერთია. ჩვენთვის კი, ქრისტიანთათვის, სიკვდილი – ეს სკოლის დამთავრებაა, სამხედრო სამსახურის დამთავრებისა და სამშობლოში დაბრუნების სიგნალია; ქრისტეს მორწმუნეთათვის სიკვდილი თავისთავად – არაფერია. უფალმა უთხრა მართას და ახლა ჩვენც გვეუბნება: „მე ვარ აღდგომაი და ცხოვრებაი. რომელსა რწმენეს ჩემი, მო–ღათუ–კუდეს, ცხონდესვე“.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)

ზოგიერთი იძიებს და ვერ გაუგია, თუ უფალმა რად არ მოგვცა სიკვდილის ჟამის წინასწარ შეტყობის უნარი, თუკი მისი ხსენება ასე სასარგებლოა ჩვენთვის. ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ღმერთი ამასაც სასწაულებრივად – ჩვენი ცხონებისთვის იქმს, რადგან არცერთი მათგანი, ვინც თავისი სიკვდილის ჟამს დიდი ხნით ადრე შეიტყობდა, არ იჩქარებდა ნათლისღებას, არც მონაზვნობას შეუდგებოდა, არამედ თითოეული ადამიანი ცხოვრებას ურჯულოებით განლევდა და მხოლოდ ამქვეყნიდან განსვლის ჟამს იღებდა ნათელს ან შეინანებდა (მაგრამ ხანგრძლივი ჩვევის გამო ამ დროს ცოდვა უკვე ადამიანის მეორე ბუნებად გადაიქცეოდა და სრულიად გამოუსწორებელი დარჩებოდა).
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)


shemoqmedi.ge




воскресенье, 29 сентября 2013 г.

ორშაბათის ლოცვა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, 
ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა



ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა
ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა



უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.






მეოთხე მგზავრი.მელოდრამა.

პრეზიდენტობის კანდიდატი - Comedy-შოუ

ჯული და გენო ეგვიპტეში - Comedy-შოუ



თათია და დაქალები - Comedy-შოუ



დოლარიჩის ქორწილი - Comedy-შოუ



კეთილი საქმე.

მორწმუნეთა ურწმუნოება.

ოჯახური კომფლიქტების შესახებ.

ხორციელი და სულიერი მღვიძარების შესახებ

ვინ არის ჩვენი მეგობარი და სად ვეძებოთ.

რეინკარნაცია.

ტყუილების თქმა.

ქრისტიანობა ინტერნეტი ტექნოლოგიები.

ედიშერ ჭელიძე-ღმერთის განკაცებაზე.

ადამის განდევნა სამოთხიდან.

არჩილ მინდიაშვილის ქადაგება


****

მამა თეოდორე გიგნაძე - ადამის განდევანა სამოთხიდან

ბანკირები მევახშეები.

"ჩემი მდელო, საქართველო" - ქართულად შესრულებული ბიტბოქსი რუსულ "ნიჭიერში"

რუსეთში "ნიჭიერის" შესარჩევი ტურები დაიწყო. ჟიურის წინაშე, რომლის შემადგენლობაში შედიან ალექსანდრ მასლიაკოვი, ლარისა გუზეევა, მიხაილ ბოიარსკი და კოსტია ცზუ, ქართველი ბიტბოქსერი, 25 წლის ვახტანგ კალანდაძე წარსდგა. მან ქართულ-ინგლისურენოვანი კომპოზიცია იქვე შექმნა და თან თავისი ბიტბოქსური უნარიც დაურთო. ჟიურის მისი გამოსვლა ძალიან მოეწონა და ის ნახევარფინალში გადაუშვეს.

"ვახტანგ, მე ქართველის დედა ვარ და ეს ძილისპირული: "იავ ნანა, ვარდოვ ნანა" ხშირად მიმღერია. ამიტომ მე ის მოვისმინე, რაც მინდოდა მომესმინა. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი "იავნანაა" და ასეთი თანამედროვე შესრულება ძალიან მომეწონა", - განუცხადა ვახტანგს მსახიობმა ლარისა გუზეევამ.
http://www.palitratv.ge/garthoba/shoubiznesi/35775-qchemi-mdelo-saqarthveloq-qarthulad-shesrulebuli-bitboqsingi-rusul-qnitciershiq.html



ქართველი კონკურსანტის მაგიურმა შესრულებამ რუსული Voice-ის ჟიური გააოგნა.
http://www.palitratv.ge/garthoba/skhvadasxva/35759-qarthveli-konkursantis-magiurma-shesrulebam-rusuli-voice-is-zhiuri-gaaogna.html


суббота, 28 сентября 2013 г.

ID ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით აქცია გაიმართება.

29 სექტემბერს, 15:00სთ.-ზე ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლთან აქცია გაიმართება. აქცია სასულიერო პირების, იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით მოეწყობა, მოწოდებით – “მოვითხოვოთ ალტერნატივა და დავიცვათ ჩვენი თანამემამულენი მოქალაქეობიდან გარიყვისა და საშიში ექსპერიმენტისაგან!”.

“სასულიერო პირები და მოქალაქეები გამოხატავენ წყენას 100 000-მდე ხელმომწერთა დღემდე დაუკმაყოფილებელ მოთხოვნის გამო – ელექტრონული მოწმობების ალტერნატივასთან დაკავშირებით. ალტერნატიული საბუთების გზა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია მიღებული და რატომ უნდა იყოს საქართველოში ადმინისტრაციული იძულება?! დღეს ჩვენთან სხვადასხვა პროექტით ხდება ამ ბარათების მოქალაქეებისთვის თავზე მოხვევა – ბიომეტრიული არჩევნების საბაბით, ლტოლვილებისა და სტუდენტებისთვის უფასოდ და ამავე დროს ადმინისტრაციული იძულების წესით.ხოლო ალტერნატიული უჩიპო მოწმობები, მიუხედავად საქართველოს ეკლესიისა და ათიათასობით ხელმომწერთა ოფიციალური მოთხოვნისა – დღემდე არ იქნა დაშვებული! მთავრობამ რადგანაც უალტერნატივობის გამო უამრავი ადამიანი დატოვა პირადობის მოწმობების გარეშე და ამით საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა სრული ბოიკოტი, შეუწყვიტა რა ადამიანებს მოქალაქეობრივი უფლებები, გარიყა ყოფა-ცხოვრებისაგან და მოუსპო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება”, – აცხადებს მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი.

29 სექტემბერს აიდი ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით, აქცია გაიმართება ქუთაისის იუსტიციის სახლის წინ.


http://www.ambioni.ge/id-baratis-alternativis-motxovnit-aqcia-gaimarteba

ღირსი იოსებ ალავერდელი.

http://www.youtube.com/watch?v=tyF-zSebGvE


ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი


15 (ახალი სტილით 28) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ათცამეტ სირიელ მამათაგანის - ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის (+570) ხსენების დღეს.

წმინდა იოსებ ალავერდელი წმინდა იოანე ზედაზნელთან და სხვა ასურელ მამებთან ერთად მოვიდა საქართველოში, VI საუკუნეში. ისინი იბერიის საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების გასამტკიცებლად იყვნენ მოწოდებულნი. ამ დროს ქართლში (იბერიაში) მეფობ გაუქმებული იყო (არის ვარაუდი, რომ ქართლის ერთ ნაწილში მეფობა არ იყო გაუქმებული).

სპარსელები ბატონობდნენ ქვეყანაში, ქრისტიანებს ავიწროებდნენ ცეცხლთაყვანისმცემლები. ქართლის რწმენის სიმტკიცეზე იყო დამოკიდებული მართლმადიდებლობის განმტკიცება არა მარტო კავკასიის რეგიონში, არამედ საერთოდ, მთელ აღმოსავლეთში. ამ დროს ათცამეტი ასურელი მამის მოსვლას კავკასიის ცენტრში, იბერიაში ჰქონდა უდიდესი ხილული, გააზრებადი და ასევე, საკრალური მნიშვნელობა (იხილეთ ჩვენი სტატია პრესა.გე-ს ბლოგებში: „მართლმადიდებლური საკრალური გეოპოლიტიკა V-VI საუკუნეების საქართველოში (მეორე ნაწილი)“).

თავიდან წმინდა მამები ზედაზენზე დადგნენ, შემდეგ გაიშალნენ და იბერიის სხვადასხვა ადგილას დამკვიდრდნენ. აბბა იოსები დაემკვიდრა კახეთში, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია ცად აზიდული. არის გადმოცემა, რომ აბბა იოსებს ჰქონდა ჯვარი, რომელიც გამოთლილი იყო ცხოველმყოფელი ჯვრისგან, რომელზეც აცვეს მაცხოვარი.

ალაზნის მარჯვენა ნაპირას, ფართო, მწვანე ველზე წმინდა იოსებმა ააგო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

წმინდა იოსებ ალავერდელის შესახებ XVIII საუკუნემდე დამოუკიდებელი თხზულება არ დაწერილა ან არ შემონახულა. წმინდა იოსებ ალავერდელის შესახებ ცნობები შემონახულია იოანე ზედაზნელის და შიო მღვმელის ცხოვრებების ადრეულ რედაქციებში. ამ მცირე ცნობებზე დაყრდნობით XVIII ს-ის I ნახევარში დაიწერა წმიდა იოსებ ალავერდელის სვინაქსარული ცხოვრება, რომლის ავტორია მეფე ერეკლე I-ის ასული მაკრინე მონაზონი (მარიამ-მაკრინე (1697/1698 -1732).

სვინაქსარული „ცხოვრების“ მიხედვით, რომელიც ამ შემთხვევაში ზეპირ გადმოცემას ეყრდნობა, მამა იოსებს ერთხელ შეხვედრია სანადიროდ მყოფი ვიღაც დიდებული. შემდეგში ის დახმარებია მას ეკლესიის მშენებლობაში. იქვე დაარსებულა მონასტერიც.

მალე მისი სიწმინდის ამბავი გავრცელდა ხალხში და მამა იოსების სანახავად უამრავი ადამიანი მოდიოდა, ისიც სიხარულით ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ალავერდის მონასტრის საძმოს პირველი წინამძღვარიც სწორედ აბბა იოსები გახლდათ.

წმინდა იოსებ ალავერდელი გარდაიცვალა დაახლოებით 570 წელს. დაკრძალეს მის მიერ აშენებულ ტაძარში.

მალე ქართველები შეიკრიბნენ და გვარამი გამოარჩიეს ერისმთავრად. ათცამეტ ასურელ მამას დიდი დამსახურება მიუძღვით ქართული ეკლესიის გაძლიერებაში, რასაც მერე მოჰყვა ქართული სახელმწიფოს აღორძინება.

წმინდა იოსებ ალავერდელმა განამტკიცოს კვლავ ჩვენი ეკლესია და სახელმწიფო, ჩვენი ოჯახები!

ტროპარი:

იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა, და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმრთისა, რომელმან მოსცა ესე-ვითარი მამა, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ ლარნაკთა შენთა და შენ მიერ მოიღებენ ღმრთისაგან მდიდრად წყალობასა, ღირსო იოსებ.

კონდაკი:

წარუვალისა დიდებისა სუფევა შეიყუარე მამაო იოსებ, ამისთვის ქუეყანასა ზედა ცხოვრებითა შვენიერითა და ქცევითა საწადელითა იქცეოდი, და იქმენ შეზავებულ ვითარცა მარილითა სიყვარულისა ღმრთისათა, ამისთვის გნატრით და გევედრებით, რათა გვიოხო წინაშე მეუფისა.

კაცობრიობის ისტორია არაერთი ბაბილონის გოდოლის გაცამტვერებას მოსწრებია.

ნაცარტუტად იქცა მრავალი ნაგებობა, მსოფლიო დამპყრობელთა მიერ აღმართული, რომელთაც თავისი ძალაუფლების ქვეშ კაცობრიობის გაერთიანების სურვილი ჰქონდათ. აღიგავა პირისაგან მიწისა სიმდიდრის, სახელისა და დიდების მაუწყებელი აურაცხელი ციხესიმაგრე ადამიანთა მიერ აღმართული. ისინი ლამობდნენ დაუფლებოდნენ იმას, რაც ღმერთს ეკუთვნოდა და პატარა ღმერთებად ქცეულიყვნენ.
არ დანგრეულა ოდენ ის, რაც მოციქულებმა, განმანათლებლებმა და ღვთის კაცებმა შექმნეს. უთვალავი სამეფო, ადამიანურმა პატივმოყვარეობამ რომ აღმართა, დრომ იავარყო. მოციქულთა ეკლესია კი დღემდე ჰგიეს და შეუძვრელად იდგება, მრავალ თანამედროვე სახელმწიფო ნანგრევებზეც კი.


წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)




სამშობლო და ქრისტეანობა.

ჯვართამაღლება 2013.

“ჩვენც დავბერდებით”

1-ლი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა. გაეროს პრინციპია სრულყოფილი გახადოს ხანშიშესული ადამიანების ცხოვრება და ხანდაზმული ადამიანების მიერ, საზოგადოების ცხოვრებაში შეტანილი წვლილის შეფასებით, მოუწოდებს მთავრობებს ჩართონ ისინი, როცა ეს შესაძლებელი იქნება, თავის ეროვნულ პროგრამებში. იგივე დღე – 1–ლი ოქტომბერი, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 სექტემბერის N467 ბრძანებულების თანახმად, ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ არის გამოცხადებული ჩვენს ქვეყანაში.

          

ხანდაზმულებად ითვლებიან 60-74 წლის ადამიანები, მოხუცებად – 75-89 წლისანი, ხოლო დღეგრძელებად 90 წელს გადაცილებულები.

ხანდაზმულთა დღეს მსოფლიო აღნიშნავს ღონისძიებებით. ამ მხრივ სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან, სადაც 1–ელ ოქტომბერს ფესტივალები, საქველმოქმედო აქციები, კონფერენციები და კონგრესები ეწყობა. საქართველოშიც 1–ელ ოქტომბერს ქართველი ხანდაზმულების პატივისცემის ნიშნად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ღონისძიებებს მართავენ. „ამბიონი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „მშვიდობა მოყვასისათვის“ დამფუძნებლებს ესაუბრა, რომლებიც ამ დღის აღსანიშნავად ახორციელებენ პროექტს „ჩვენც დავბერდებით“. მათი მიზანია თითოეულმა ადამიანმა ყურადღება მიაქციოს უფროს თაობას, მათ საჭიროებებსა და გულისტკივილს.


„ყოველდღიურობიდან გამომდინარე, მივიწყებული უფროსი თაობისაკენ საზოგადოება უნდა მობრუნდეს. არ შეიძლება „სახვალიოდ“ საქმის გადადება – მრავალჭირნახული ეს თაობა შეიძლება უდროოდ და გულნატკენი გავუშვათ ამა ქვეყნიდან და „მოვიჭრათ“ ჩვენი ფესვები, რაც ჩვენს მომავალს სათუოს გახდის. ჩვენი უგულისყურობით და მოჩვენებითი ყურადღებით არ უნდა დავუშვათ უფროსების პატივისცემის, მათს წინაშე ვალდებულების შეგრძნების, ჩვენი ქვეყნის ღირებულებების გაქრობა, რაც მიგვიყვანს ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვამდე,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში „მშვიდობა მოყვასისათვის“.

http://www.ambioni.ge/cvenc-davberdebit#more-23016

“ჯვარს სიწმინდე ქრისტეს ვნებამ მოუტანა”

“ჯვარი ქრისტესი ის შუაგულია, რომელზეც ჩვენი წმიდა სარწმუნოების ყველა სწავლება და ჭეშმარიტება იკრიბება და ერთდება. ჩვენი დაცემა და აღდგომა. ცოდვა და მადლი, მართლმსაჯულება და მოწყალება – ეს ყოველივე ჯვარზე იკითხება.”

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)



ჯვრის არსისა და მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება დმანისის სიონის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღვთისა” (1.კორ. 1.18). ამგვარად, ახასიათებს ჯვარს წმიდა პავლე მოციქული ბიბლიაში. ეს სიტყვები იმას გვაუწყებს, რომ ადამიანთა ნაწილს არ სწამს ჯვრის, ანუ არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს მას. ამიტომაც, ისინი წარწყმედილებად ან დაღუპულებად იწოდებიან. მათი მხრიდან ჯვრის ძალის არ აღიარება, სწორედ განსხვავებული რწმენის, ან საერთოდ, ურწმუნოების მანიშნებელია. ჩვენთვის, ხსნილთათვის, ქრისტიანთათვის კი, ჯვარი ძალაა ღვთისა. ე.ი. უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ჯვარი ღვთის ძალას ფლობს, შესაბამისად, ღმერთის სახელთან არის დაკავშირებული. წმიდა ჯვარი ხომ ყოველ ჩვენგანს ეძლევა ნათლობის საიდუმლოს აღსრულების შემდგომ.

წარმოვიდგინოთ საყვარელი და სათაყვანებელი ადამიანი, როგორი ახლობელი ხდება ჩვენთვისაც, მასთან დაკავშირებული საგნები და მოვლენები. აი, მაგალითად, ჩვენი დიდი მეფე ერეკლე II და მისი ბრძოლებში გაცვეთილი ხმალი, რაოდენ დიდ პატივისცემასა და მოკრძალებას იწვევს ჩვენში, ეს უტყვი და უსულო საგანი. ეს კი ორი მიზეზის გამო ხდება. ერთი, როგორც აღვნიშნეთ, პიროვნების სიყვარულისა და მეორე მხრივ, კი ხმლის მიერ აღსრულებული საქმეების, მტერთა განადგურების გამო. ასევეა ქრისტიანთათვის ჯვარი. წმიდა ჯვარს პატივს ვცემთ იესო ქრისტესა და კიდევ იმის გამო, რომ ჯვრის მეშვეობით დაამარცხა ღმერთმა კაცობრიობის მტერი – ეშმაკი. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: “თუკი საწადელია ჩვენთვის, ადამიანთათვის შეყვარებულთა სახლი, მათი საწოლი და სამოსელი, რამდენად უფრო – ყოველივე ის, რაც კი ღვთისა და მხსნელისაა და რომელთა მიერაც ხსნილნი ვართ ჩვენ?!” იგივე წმიდა მამა წერს: “ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულმოქმედება უდიდესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ ყველაზე უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი”. მნიშვნელოვანია ჯვრის საკვირველებისა და მისი არსის საიდუმლოს განსაზღვრა.

ჯვარზე ძველ რომში ყველაზე საშინელ დამნაშავეებსა და ავაზაკებს აკრავდნენ. ეს იმიტომ, რომ ჯვარცმული ადამიანი უდიდეს ტკივილებს განიცდიდა და თანაც ტანჯვა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა ხოლმე. ამის გამო, ჯვარი ყველაზე სამარცხვინო და მტანჯველ იარაღად ითვლებოდა იესო ქრისტეს ცხოვრების პერიოდში, მაგრამ საოცარი ისაა, რომ იესო ქრისტე თავისი ნებით სწორედ ამ სამარცხვინო ჯვარზე ავიდა და უდიდესი ტკივილები დაითმინა.

გავიხსენოთ ადამის სამოთხისეული ისტორია. ღმერთი აფრთხილებს სამოთხეში მყოფ ადამს, არ მიეკაროს ერთ-ერთი ხის ნაყოფს: “რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები.” (დაბ.2.17). ხოლო, თუ არ დაარღვევდა ღვთის მცნებას, მისთვის ღმერთს მარადიული სიცოცხლე და განმღრთობა ჰქონდა გამზადებული. თუმცა, ღმერთს სურდა, ადამს თავისი არჩევანის შედეგად მიეღწია მიზნისათვის, რისთვისაც მას ყველა პირობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ადამი მაინც შეცდება ევას მეშვეობით და სამოთხის გარეთ აღმოჩნდება. ე.ი. სიკვდილს დაექვემდებარება. ხოლო, როდესაც უფალი სიკვდილის შესახებ აფრთხილებდა მას, აქ პირველ რიგში, სულიერი სიკვდილი იგულისხმებოდა, თორემ ადამმა სამოთხიდან განდევნის შემდეგ კიდევ 930 წელი იცოცხლა. სულიერი სიკვდილი კი ნიშნავს დაშორებას ღმერთთან. მისგან სიშორე კი სიცოცხლეს გვაშორებს. ამიტომაც, მისი ეს მდგომარეობა, სიკვდილზე დაქვემდებარება, მთელს კაცობრიობას გადმოჰყვა, რადგან ადამი მთელი კაცობრიობის მამაა. ქართული სიტყვაც – ადამიანი, ზუსტად ამაზე მიგვითითებს.

წმიდა ბასილი დიდი სულიერ სიკვდილზე ამბობს: “სულიერი სიკვდილი ღმერთთან გაუცხოებაა, ღვთისაგან განყოფა, განცალკევებაა”. სულიერმა სიკვდილმა დაარღვია ადამიანის ბუნებრივი და თავდაპირველი მდგომარეობა, სულისა და სხეულის მთლიანობა. სხეული ხრწნადობას დაექვემდებარა, როცა უკვდავების წყაროს დაშორდა, ე.ი. სულიერ სიკვდილს ხორციელი სიკვდილი მოჰყვა.

სულიერი სიკვდილის მიზეზი კი, როგორც მივხვდით, იმ ერთადერთი მცნების დარღვევა გახდა, რომელიც ადამს ღვთისაგან მიენიჭა. მცნების დარღვევა კი ცოდვად მიიჩნევა, შესაბამისად, ცოდვამ, გამოიწვია სიკვდილი.

თავად ცოდვა კი ეშმაკისაგან მოდის. იგი გახდა ევას შეცდენის მიზეზი. ასე რომ, კაცობრიობა მოწოდებული უკვდავებისა და თავისუფლებისაკენ, ერთბაშად აღმოჩნდა ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობაში.

თუმცა, ღვთის მოწყალებას ხომ საზღვარი არა აქვს. დაეცა რა ადამიანი და მოექცა რა ტყვეობაში, უზენაესმა ღმერთმა გადაწყვიტა კაცობრიობა ამ მდგომარეობიდან გამოეხსნა. მაგრამ რა გზით შეიძლებოდა ამის განხორციელება? ამაზე წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვპასუხობს: “ის, რაც შეუერთდება ღმერთს, გადარჩება, რაც არა, უკურნებელია.” ამიტომაც, ყოვლადწმიდა სამებამ ინება, რომ ძე ღმერთს – იესო ქრისტეს მიეღო ადამიანის ბუნება. მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა დამარცხება სიკვდილისა. თუმცა, ეს ადამიანური ბუნება, ადამის ბუნების მსგავსი უნდა ყოფილიყო. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სირცხვილი და წყევლა, რომელიც დაცემას მოჰყვა მხოლოდ იმ შემთხვევაში განქარდებოდა თუ ის, ვინც სამოთხეში დამარცხდა, ხელახლა გამოვიდოდა საბრძოლველად. შედეგად კი, ედემის ბაღში დამარცხებული ბუნება, ბოროტებაზე გამარჯვებას მოიპოვებდა. “რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკვდილი და კაცისა მიერ – აღდგომა მკვდართა” (1კორ.15-21). როგორც იოანე ოქროპირი აღნიშნავს: “დამარცხებულს თვითონ უნდა აღედგინა თავისი დაცემული ბუნება და თვითონვე გაემარჯვა, რამეთუ ასეთი გზით შეიძლებოდა დანაშაულის გამოსყიდვა”. ასე რომ, იესო ქრისტეს შობა სწორედ ამას მოასწავებდა. ღვთაებრივ ბუნებას შეუერთდა ადამიანური ბუნება, ანუ როგორც იოანე ოქროპირი ამბობს: “მაღალი დაკნინებულთან თანაზიარებით არ კარგავს თავის ღირსებას; დაკნინებული კი ამაღლდება თავისი კნინობიდან”. სწორედ ეს მოხდა ქრისტეს ბუნებაში. ღვთაებრივის განხორციელებით მისი ღვთაებრივი ბუნება ოდნავადაც არ დამცირებულა. ადამიანურმა ბუნებამ კი სრული უცოდველობა შეიძინა.

ამრიგად, ღვთაებრივმა განკაცებამ დასაბამი მისცა ღმერთკაცის ბრძოლას ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის წინააღმდეგ. ამის დასტური, იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებაა. გავიხსენოთ როგორ ცდილობდა ეშმაკი ღმერთკაცი ეცდუნებუნა, მაგრამ იესო ქრისტემ მტკიცედ განაგდო იგი და მხსნელის ბრძანებაზე: “წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა” (მთ.4.11) ეშმაკი მას დამარცხებული და შერცხვენილი გაშორდა. შემდეგ გავიხსენოთ როგორ განკურნა ქრისტემ ცოდვისაგან დასნეულებული და ეშმაკისეული ადამიანები, როგორ აღადგინა მკვდარნი. ყოველივე ეს, ეშმაკის დამარცხების ცალკეული შემთხვევები იყო, რითაც კაცობრიობა საბოლოო გამარჯვებისათვის მზადდებოდა…

გადამწყვეტი და უკანასკნელი დარტყმა სიკვდილისათვის კი მაცხოვრის ვნება და მისი ბრწყინვალე აღდგომა იყო. დიახ, ქრისტე უნდა მომკვდარიყო, რათა კაცობრიობისათვის სიცოცხლის სისავსე დაემკვიდრებინა. ეს ამქვეყნიური აუცილებლობით განპირობებული არ ყოფილა, არამედ ღვთაებრივი სიყვარულითა და წესრიგით. თუმცა, ამ საიდუმლოს ადამიანური გონებითა და შესაძლებლობებით ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, ეს რწმენით მისაღები საკითხია. ამის ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ხსნის არსი უნდა ყოფილიყო გამარჯვება სიკვდილზე, ანუ გამარჯვება ადამიანის მოკვდავებაზე.

ახლა უკვე შეგვიძლია დავასრულოთ წმიდა იოანე დამასკელის სიტყვები, რომელიც ზემოთ მოვიშველიეთ: “ქრისტეს ყველა საქმე და სასწაულმოქმედება უდიადესია, საღვთოა და საკვირველი, მაგრამ ყველაზე უფრო საკვირველია მისი პატიოსანი ჯვარი, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ჯვრის ძალით გაუქმდა სიკვდილი, მოგვეტევა ადამის ცოდვა, ბნელი განათდა, ჯოჯოხეთი განშიშვლდა, მოგვენიჭა აღდგომა და მოგვეცა უნარი, არად შევრაცხოთ ყოველივე მიწიერი, თვით სიკვდილიც კი, ადამიანს დაუბრუნდა უწინდელი ნეტარება, განეხვნა სამოთხის ბჭენი, ადამიანური ბუნება ღვთისა და მამის მარჯვენით მყოფობის ღირსი შეიქმნა, დავიბრუნეთ ღვთის შვილობა და მისი მემკვიდრეობა. ყოველივე ეს უფლის ჯვარზე სიკვდილმა მოგვიტანა”.

ამრიგად, ჯვარს სიწმინდე ქრისტეს ვნებამ მოუტანა, რადგან გაწმინდა იგი წმიდა სხეულისა და სისხლის შეხებით. ამიტომაც, თაყვანს ვცემთ ჩვენ ჯვარს და არა მარტო გოლგოთის ჯვარს, არამედ ჯვრის გამოსახულებას, როგორც ქრისტეს გამარჯვების სიმბოლოს. ასე რომ, ჯვრის ტარებით ჩვენ, ქრისტიანები, ვაღიარებთ იესო ქრისტეს გამომხსნელ მისიას, ანუ უდიდეს გამოხატულ სიყვარულს ჩვენდამი”.

თეონა ნოზაძე.

ambioni.ge

"საქართველოს ხერხემალი" ამერიკაში.

"საქართველოს ხერხემალი" ფილადელფიაში.



"საქართველოს ხერხემალი" ვაშინგტონში.



"საქართველოს ხერხემალი" ნიუ იორკში

კინოპროექტი "საქართველოს ხერხემალი".

რატომ არ იღიმიან წინაპრები ძველ ფოტოებზე?

მარკ ტვენი წერდა, რომ "ფოტოსურათი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და იმაზე დასაგმობი არაფერია, შთამომავლებს შემორჩე სულელი, უგუნური ღიმილით". გადახედეთ ძველ საოჯახო ალბომებს და დარწმუნდებით, რომ შავ-თეთრ ფოტოებში ჩვენი წინაპრები არასდროს იღიმიან.

როგორც მეცნიერები განმარტავენ, პორტრეტებში წარბშეკრული პოზირებით ადამიანები ცდილობდნენ, რესპექტაბელურად გამოჩენილიყვნენ.

ადრე სჯეროდათ, რომ მხოლოდ ის ადამიანები იცინოდნენ, რომლებიც ღარიბები, ავხორცები, ან ლოთები იყვნენ. წინაპრებს სწამდათ, რომ პორტრეტს ადამიანის ”იდეალი უნდა გამოესახა”, შესაბამისად, ისინი ცდილობდნენ ფოტოზე "არისტოკრატულად" წარმოჩენილიყვნენ.

ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად, 1839 წლის 19 აგვისტო ითვლება.
http://www.ambebi.ge/mozaika/86875-ratom-ar-ighimian-tsinaprebi-dzvel-fotoebze.html

20 წლის წინ იყო ომი (ფოტოქრონიკა)

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
















 

 http://pirveliradio.ge/index.php?newsid=11113