ნების თავისუფლების საკითხი ღვთისმეტყველების ერთ-ერთი უძირითადესი საკითხია. ადამიანის, როგორც თავისუფალი ნების მქონე არსების შესახებ სწავლებას ცენტრალური ადგილი უჭირავს ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში. ამიტომაც შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ სწორედ თავისუფლების პრობლემის გადაჭრისას განსაკუთრებით მკვეთრად წარმოჩინდება ხოლმე ის განსხვავება, რომელიც ქრისტიანობასა და მასთან დაპირისპირებულ რელიგიებსა და ფილოსოფიურ სისტემებს შორის არსებობს. რადგან, რაოდენ ყოვლისმომცველობის პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეთ ამ უკანასკნელთ, ადამიანის პრობლემა მათთვის მაინც უმთავრესი რჩება და ისინიც იძულებულნი არიან რამენაირი სახით გადაჭრან ეს პრობლემა.
მიუხედავად ადამიანის თავისუფლების შესახებ არსებულ შეხედულებათა სიჭრელისა, მაინც შეიძლება გამოიყოს ის უმთავრესი ნიშნები, რაც ყველა მათგანს მეტნაკლებად ახასიათებს. ასეთი ნიშნებია: ფატალიზმი, ვოლუნტარიზმი და დეტერმინიზმი.
ფატალიზმი თავისი კლასიკური სახით ანტიკურ სამყაროში ჩამოყალიბდა. ბერძნულ-რომაული პანთეონის ყველა ღვთაება, თვით ზევსის ჩათვლით, უპირობოდ ემორჩილება ბედიწერას. ამ შემთხვევაში თავისუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მისი მოქმედება მკაცრადაა შემოსაზღვრული ბრმა ბედიწერის მიერ და ადამიანს ამ საზღვრებს გარეთ გასვლა არ ძალუძს. ამგვარი ფატალისტური დეტერმინიზმი მთლიანად აუქმებს ადამიანს, როგორც ზნეობრივ არსებას და უხსნის პასუხისმგებლობას ჩადენილ საქციელზე. ადამიანი თუ მკვლელობას ჩადის, ეს ცოდვა კი არაა, არამედ ბედისწერის მიერ წინასწარგანზრახულის აღსრულება, ასევე კეთილი საქმე მას სათნოებად კი არ შეერაცხება, არამედ ისიც აუცილებლობის გამოვლინებად ითვლება. ამგვარ მიდგომას კი სიკეთისა და ბოროტების განუსხვავებლობამდე, მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმამდე მივყავართ.
მსგავსი ფატალიზმი ახასიათებს ბევრ ოკულტურ სწავლებას, მათ შორისაა ასტროლოგიაც, რომელიც დღეს ჩვენში ძალზე პოპულარულია. ოღონდ იქ ბრმა ბედიწერის ბატონობა ადამიანის ბედზე ციურ სხეულთა (ზოდიაქოს ნიშნების) მოქმედებით არის შეცვლილი. რაც შეეხება აღმოსავლურ (ჩინურ და ინდურ) რელიგიებს, მათი საერთო ნიშნები პანთეიზმი და იმპერსონალიზმია, რაც არა მხოლოდ პიროვნული ღმერთის ცნებას აუქმებს, არამედ თვით ადამიანშიც მისი ბუნების და პიროვნების იგივეობასაც ამტკიცებს. ამ შემთხვევაში ადამიანის მოქმედება ერთმნიშვნელოვნადაა განპირობებული მისივე ბუნებით. იგი საკუთარი თავის წინაშეც კი არაა თავისუფალი. გარდა ამისა ინდუიზმსა და ბუდიზმში კარმის კანონი ბატონობს, რომლის მიხედვითაც ადამიანის ცხოვრებას მისი უწინდელი ცხოვრების წესი განსაზღვრავს.
სხვაგვარადაა საქმე ისლამში, როგორც მონოთეისტულ რელიგიაში, მაგრამ საბოლოოდ ადამიანის თავისუფლების საკითხი იქაც გადაუჭრელი რჩება. მუსლიმანური თეოლოგიის საყრდენს ვოლუნტარიზმი და ფატალიზმი წარმოადგენს. მასში ღმერთი მოიაზრება როგორც სამყაროს შემოქმედი, მარადიული სული, ამასთან იგი უპიროვნო არსია (ზოგიერთ მკვლევარს ეს გნოსტიციზმის გავლენად მიაჩნია). ალაჰის, როგორც უპიროვნო ღვთაებრივი არსის განმარტება სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე მუსლიმან ღვთისმეტყველთა შორის. მუსლიმანურ მონოთეიზმთან მჭიდროდაა დაკავშირებული ალაჰისადმი აბსოლუტური მორჩილების იდეა, რომელიც ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებს. ღვთის მიერ დადგენილი წესრიგისადმი უსიტყვო მორჩილების მოთხოვნა აიხსნა წინასწარგანზრახულობის შესახებ მოძღვრებაში. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ღვთისა და ადამიანის ნებათა ურთიერთმიმართება ყურანში მკაფიოდ არაა ჩამოყალიბებული, რის გამოც მასში როგორც აბსოლუტური წინასწარგანზრახულობის, ისე ადამიანის თავისუფლების მომხრენი თავიანთი თვალსაზრისის დადასტურებას პოულობენ. პირველ მათგანს აღიარებს ისლამის ოფიციალური თეოლოგიური დოქტრინა - ქალამი, რომლის მიხედვით ყველაფერი, რაც სამყაროში ხდება წინასწარაა განზრახული და აუცილებლობის ძალით ხდება. შემთხვევითობა და თავისუფლება გამორიცხულია. ამდენად ადამიანის ყოველი საქმე, კეთილიცა და ბოროტიც, წინასწარ განსაზღვრულია. ადამიანს არ შეუძლია ჩაიდინოს ან არ ჩაიდინოს სიკეთე თუ ბოროტება. ღვთის ნება აბსოლუტურად თვითნებურია, ყველაფერი, რასაც ის სჩადის, სამართლიანია. იგი ქმნის ადამიანში სიკეთესაც და ბოროტებასაც. მართალია, ადამიანს არ ძალუძს წინ აღუდგეს ბოროტებას, მაგრამ ღმერთს შეუძლია ბოროტების ქმნისათვის დასაჯოს იგი ისე, რომ თავად ბოროტება არ ჩაიდინოს.
აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ისლამში არსებობდა განსხვავებული აზრიც მუთაზილიტების მოძღვრების სახით. ისინი ცდილობდნენ შეერბილებინათ ზემოაღნიშნული სწავლება და უარყოფდნენ იმას, რომ ღმერთი ბრმა თვითნებობით განაგებს სამყაროს, თუმცაღა ღვთაებრივი წინასწარგანჩინების უნივერსალობას მუთაზილიტებიც აღიარებდნენ.
წინასწარგანზრახულობის, წინასწარგანჩინების იდეა განსაკუთრებით პროტესტანტიზმისთვისაა დამახასიათებელი. რომელშიც ღვთის განგებულებისა და ადამიანის თავისუფლების შესახებ სწავლება ყველაზე გაუკუღმართებული ფორმით აისახა. პროტესტანტიზმის მიხედვით პირველქმნილი ცოდვა სნეულება, კაცისა და სამყაროს დაცემა კი არ არის, არამედ მათი ქაოსში დანთქმაა. აქედან კი ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ ადამიანი უძლურია გამართლებისათვის რაიმე იღონოს. მას მხოლოდ რწმენა დარჩენია, რწმენა იმისა, რომ ქრისტემ ყველა ადამინის ნაცვლად „დააკმაყოფილა“ ღვთის სამართალი. აქედან პროტესტანტიზმი ლოგიკურად მიდის იმ დასკვნამდე, რომ კეთილი საქმეები სულაც არაა აუცილებელი ცხონებისათვის, რაც თავისთავად ყოველგვარი ცოდვის დაშვებასა და სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვრის წაშლას ნიშნავს. მეტი თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანოთ მარტინ ლუთერის სიტყვები. იგი თავის მეგობარს, მელანქთონს წერდა: „იყავ ცოდვილი, თამამად სცოდე. მისგან (ღმერთისგან) ჩვენ ვერ განგვაშორებს ვერავითარი ცოდვა, თუნდაც დღეში ათასი სიძვა და მკვლელობა ჩავიდინოთ“. „არ არსებობს სხვა რამ ცოდვა გარდა ურწმუნოებისა“. ამ დებულებათა ანტიქრისტიანული ხასიათი აშკარა ხდება, როცა მათ წმიდა წერილის სიტყვებს ვადარებთ: „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თვინიერ საქმეთა მკუდარ არს“ (იაკ. 2, 26). მ.ლუთერის (1483-1546 წ.) მიერ დაწყებული ამგვარი ტენდენცია უკიდურესობამდე მიიყვანეს რეფორმაციის სხვა ბელადებმა - ულრიხ ცვინგლიმ (1484-1531 წ.) და ჯან კალვინმა (1509-1564 წ.). ამ უკანასკნელს მიაჩნდა, რომ ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანმა თავისუფალი ნება დაკარგა და იგი ბოროტებას სჩადის არა თავისუფლებიდან, არამედ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ ყველა ჩვენი საქმე, თუნდაც გარეგნულად კეთილი, შინაგანად მაინც ბოროტებაა. ასე რომ ადამიანს ბუნებით მხოლოდ ბოროტების ქმნა ძალუძს, სიკეთე - მადლის საქმეა. ამგვარად კალვინი უპირობო წინასწარგანზრახულობის აღიარებამდე მივიდა, რომლის მიხედვითაც ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა ზოგიერთი ადამიანის ცხონება, ზოგის წარწყმედა, მიუხედავად მათი სულიერი მდგომარეობისა და ცხოვრების წესისა. მაშინ როდესაც მართლმადიდებლებს გვწამს ღმერთი - „რომელსა ყოველსა კაცთაჲ ჰნებავს ცხოვრებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ (1 ტიმ. 2, 4). კალვინი უარყოფს ადამიანის თავისუფლებას და იმის მტკიცებამდე მიდის, რომ ბოროტება ამქვეყნად ღვთის ნებით ხდება.
როგორც ვხედავთ, ადამიანის თავისუფლების უარმყოფელი ყველა სწავლება მისი ნების დეტერმინაციულობას, ანუ გარეშე პირობებით განპირობებულობას აღიარებს. სხვაობა მხოლოდ ისაა, თუ ამ პირობებად რა მოიაზრება: ციური სხეულები, ირაციონალური ფატუმი, ღმერთის აბსოლუტური წინასწარგანჩინება, სოციალური გარემო თუ თვით ადამიანის ბუნება. ყველა შემთხვევაში ადამიანის მოქმედება განპირობებულია არა თავისუფალი ნებით, არამედ მკაცრი აუცილებლობით. სხვათა შორის, მარქსიზმი თავისუფლებას განსაზღვრავს როგორც გაცნობიერებულ აუცილებლობას. ამ ტერმინის აბსურდულობა აშკარაა, რადგანაც სადაც გაცნობიერებული აუცილებლობაა, იქ თავისუფლებისათვის ადგილი აღარ რჩება. გარდა ამისა, აუცილებლობის გასაცნობიერებლად ადამიანი ინტელექტუალური განვითარების გარკვეულ საფეხურზე უნდა იდგეს. ამდენად თავისუფალი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც აუცილებლობას აცნობიერებს, ანუ ჩვენი ნების განმაპირობებელი ფაქტორების გაცნობიერება გარკვეულ ფილოსოფიურ აზროვნებას მოითხოვს. ამის შესაბამისად თავისუფლების ცნება რაღაც ელიტარულ თვისებებს იძენს, მაშინ როდესაც ქრისტიანი თავისუფლებას საკუთარი შინაგანი ცხოვრების ფაქტად აღიქვამს. ქრისტიანული ანთროპოლოგია ეფუძნება იმ უმთავრეს თეზისს, რომლის მიხედვითაც ადამიანი, ისევე როგორც ღმერთი, პიროვნული არსებაა და არა ბრმა ბუნება. ამაშია მისი, როგორც ღვთის ხატის არსი. ღვთის ხატი კი არ შეიძლება „ნატურალიზირებული“ ანუ ადამიანური არსების მხოლოდ ერთ რაიმე ატრიბუტად ქცეული იყოს. ღვთის ხატად ყოფნა პირველ რიგში პიროვნულ არსებად ყოფნას, თავისუფალ და საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებელ ზნეობრივ არსებად ყოფნას ნიშნავს. ასეთი შექმნა იგი ღმერთმა, რადგან სურდა მოეხმო იგი უდიდეს ჯილდოსთან - განღმრთობასთან, რათა ადამიანს შესაძლებლობა ჰქონოდა მადლით ქცეულიყო იმად, რაც თავად ღმერთია თავისი ბუნებით, არსით. მაგრამ ეს ძახილი, მოხმობა თავისუფალ პასუხს მოითხოვს. მას სურს რომ ადამიანის სწრაფვა უფლისკენ სიყვარულით იყოს განმსჭვალული, რადგან უსიყვარულოდ ღვთისა და კაცის ერთობა მექანიკური იქნებოდა. სიყვარული კი თავისუფლებას, არჩევანის ან უარის საშუალებას გულისხმობს. ღვთის მოყვარულად რომ ვიქცეთ, საჭიროა საპირისპირო შესაძლებლობის დაშვება. უნდა არსებობდეს ღვთის წინააღმდეგ ჯანყის, ამბოხის, მისდამი ურჩობის შესაძლებლობაც. პიროვნულ არსებას ძალუძს უყვარდეს ვინმე თავის საკუთარ ბუნებაზე, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად. ასე რომ პიროვნება - ანუ ღვთის ხატი ადამიანში, არის ადამიანის თავისუფლება საკუთარ ბუნებასთან მიმართებაში. წმიდა გრიგოლ ნოსელი გვასწავლის, რომ პიროვნება ესაა აუცილებლობის კანონებისაგან გათავისუფლება და ბუნების ბატონობისაგან თავის დაღწევა. ესაა საკუთარი თავის თავისუფალი თვითგამორკვევის შესაძლებლობა. ადამიანი უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივი იმპულსების მიხედვით მოქმედებს. იგი როგორც სულიერ-სხეულებრივი არსება განპირობებულია საკუთარი ტემპერამენტით, ხასიათით, მემკვიდრეობით, კოსმოსური თუ სოციალურ-ფსიქიკური გარემოთი, მაგრამ მისი ჭეშმარიტი არსი, მისი პიროვნება ყოველგვარი განპირობებულობის, ყოველგვარი დეტერმინიზმის მიღმა იმყოფება. მისი ღირსება საკუთარი ბუნებისაგან გათავისუფლებაა.
თავისუფლების მიზანი, როგორც წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს - იმაში მდგომარეობს, რომ სიკეთე სინამდვილეში ეკუთვნის იმას, ვინ მას ირჩევს. უფალს არ სურს დარჩეს მის მიერ ქმნილი სიკეთის მესაკუთრედ. მას სურს ადამიანმა შეგნებულად მიიღოს საკუთარი ბუნება და თავისუფლად ფლობდეს მას ვითარცა სიკეთეს.
პიროვნული არსების შექმნით ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობა ერთგვარ „რისკზე“ მიდის, რადგან თავისუფალ არსებას ღვთის საწინააღმდეგო გადწყვეტილების მიღებაც შეუძლია. ამგვარი რისკი პარადოქსული სახით ვლინდება ღვთის ყოვლისშემძლეობაში. ღმერთი დებს ადამიანში როგორც სიყვარულს, ისე უარყოფის უნარსაც. ამით ღმერთი უშვებს თავისი უმაღლესი ქმნილების დაღუპვის რისკს სწორედ იმიტომ, რომ იგი უსრულყოფილესი არსება გახდეს. ამგვარი პარადოქსი აუცილებელია: ადამიანს შეუძლია დაეცეს, მაგრამ ამ დაცემის უნარის გარეშე არც მისი სიდიადე არსებობს. ამიტომ, როგორც მამები ამბობენ, ადამიანმა გამოცდა უნდა გაიაროს, რათა შეიმეცნოს საკუთარი თავისუფლება და მოიხვეჭოს ის თავისუფალი სიყვარული, რომელსაც ელის მისგან ღმერთი. წმიდა ბასილი დიდი წერს: „ღმერთმა ადამიანი შექმნა არსებად, რომელსაც ნაბრძანები აქვს გახდეს ღმერთი“. ადამიანი მხოლოდ ღვთის ნებით შეიქმნა, მაგრამ ამ ერთი ნებით მისი განღმრთობა არ ხდება. ამისთვის საჭიროა ადამიანის ნებაც. ანუ ერთი ნებით ხდება ღვთის „ხატის“ შექმნა, ხოლო ორი ნებაა საჭირო იმისათვის, რომ ღვთის „ხატი“ ღვთის „მსგავსად“ იქცეს. ადამიანის მიმართ ღვთის სიყვარული იმდენად დიდია, რომ რაიმე იძულება და ძალდატანება ადამიანურ ნებაზე გამორიცხულია, რადგან სიყვარული პატივისცემის გარეშე არ არსებობს. ღვთიური ნება მუდამ „ნებდება“, უთმობს ადამიანური ნების გადახრებს, დაბნეულობასმ თვით ამბოხსაც კი, რათა იგი თავისუფალ თანხმობამდე მიიყვანოს. ადამიანის ცხონება და განღმრთობა სინერგიზმით, ანუ ადამიანურ და ღვთაებრივ ნებათა თანხმობით და თანამოქმედებით მიიღწევა, რადგან ღმერთს ყველა ადამიანის ცხონება ნებავს. გადამწყვეტი სიტყვა ამ დროს ადამიანს, როგორც თავისუფალი ნების მქონე არსებას ეკუთვნის. თავისუფლების ამგვარი გაგება კი პრინციპულად განსხვავდება როგორც ანტიკური ფატალიზმის, ისლამური ვოლუნტარიზმისა და პროტესტანტული წინასწარგანჩინებულობისაგან, ისე აღმოსავლური (და არა მარტო აღმოსავლური) პანთეისტური დეტერმინიზმისაგან, რომელიც ადამიანის არსებას მისსავე ბუნებას უიგივებს და მის ნებას მთლიანად ვიტალური ან სოციალური პირობებით განპირობებულად მიიჩნევს. ამიტომ ვაღიარებთ რა ადამიანს, როგორც პიროვნებას და თავისუფალი ნების მქონე არსებას, ჩვენ აუცილებლად ქრისტიანული ტიპის პერსონალისტური მონიზმის პოზიციაზე უნდა ვიდგეთ. სხვა შემთხვევაში ადამიანი გაითქვიფება უპიროვნობის, ფატალიზმისა და აუცილებლობის სამყაროში, სადაც თავისუფლების, სიკეთისა და ბოროტების ცნებებისათვის ადგილი არ არსებობს.
ზურაბ ეკალაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 39, 2000 წ
http://www.shemoqmedi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=3679&Itemid=63&lang=en

Комментариев нет:
Отправить комментарий