საქართველოს სასულიერო თუ საერო ცხოვრებაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» წმინდა სამების ტაძრის დიაკონი, «წმინდა გიორგის სადროშოს» დამფუძნებელი, მამა ელიზბარი (დიაკონიძე) ესაუბრება.
_ მამაო ელიზბარ, თქვენ ინტერვიუებში არაერთხელ გისაუბრიათ საერო თუ სასულიერო ხელისუფლებაში არსებული პრობლემების შესახებ. გამართლდა თუ არ მოლოდინი, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად ეს პრობლემებიც გადაიჭრებოდა, რა ვითარებაა ამჟამად ეკლესიაში?
_ უფალმა სოლომონის ტაძარში სავაჭრო დახლები ამოატრიალა, რადგან ეკლესიაში ვაჭრობა მიუღებელია, სამების ტაძარში კი უკვე თეთრეულის მაღაზია, სახაჭაპურე და საცურაო აუზი გახსნეს. ეს აუზი ვითომ ბავშვებისთვის გაიხსნა, მაგრამ, როგორც არ უნდა შენიღბო, ეკლესიაში ხალხს საცურაოდ როგორ უნდა ეპატიჟებოდე?! ეს დაწესებულებები საპატრიარქოს თანხმობის გარეშე ხომ ვერ გაიხსნებოდა? დამისახელეთ თუნდაც ერთი საკითხი, როცა საპატრიარქოს რაიმე არ მოეწონა და ხელისუფლებას ბოლომდე პრინციპულად შეეწინააღმდეგა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ყურად არ იღო მისი არც ერთი თხოვნა, საპატრიარქოც გაიტრუნა და დარწმუნებით გეუბნებით, სწორედაც რომ რაღაცის სანაცვლოდ გაიტრუნა.
_ საპატრიარქო რიყეზე ბუდა-ბარის, საპატრიარქოს წინ კი კაზინოს მშენებლობას ხომ აპროტესტებდა? თუმცა ყოფილმა ხელისუფლებამ ყურად არ იღო...
_ კი, ბატონო, საპატრიარქომ თავიდან რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზეც გამოხატა პროტესტი, მაგრამ რაღაცების სანაცვლოდ ესეც დათმო. პრობლემების თავიდათავი ისაა, რომ, რამდენიმე ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, საერო თუ სასულიერო ხელისუფლებაში სულგარყვნილი, სულმდაბალი ხალხია.
სასულიერო პირის მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი მრევლი მიიზიდოს ტაძარში და სამშობლოსადმი თავდადება და სიყვარული ასწავლოს. როგორც ავღანეთში დაბადებულ ქალსა თუ კაცს ბავშვობიდან უნერგავენ, რომ მისი სიცოცხლე ავღანეთთან ერთად უნდ დასრულდეს, ასევე უნდა ასწავლიდნენ ჩვენთან. დღევანდელი სასულიერო პირები კი თავიანთ ქადაგებებში მხოლოდ პატერიკებიდან ამოკითხულ სცენებს გვიყვებიან, რათა თავი განათლებულად წარმოაჩინონ.
ამიტომ დროა, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხმა მართებული გადაწყვეტილება მიიღოს. არჩევანი იმ ადამიანზე უნდა შეჩერდეს, რომელსაც თავის საარჩევნო პროგრამაში აქვს საქართველოს კულტურული, ეკონომიკური განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგია და ამასთან, აქვს სურვილი, ქართული ეკლესია სახელმწიფო მმართველობას მიაბას და არა დამოუკიდებლად გარყვნას, რაც დღეს ხდება.
_ რას გულისხმობთ?
_ სასულიერო პირები უნდა ერეოდნენ სახელმწიფოს საკანონმდებლო სტრუქტურების საქმიანობაში. ბუნებრივია, მღვდელი მინისტრად და ქალაქის მერად არ უნდა დანიშნო, მაგრამ სინოდს საქართველოს პარლამენტში მუდმივი წარმომადგენლობა უნდა ჰყავდეს. საკანონმდებლო ორგანოში ერთი ფრაქცია უნდა იყოს, რომელიც აუცილებლად გააკონტროლებს, რომელიმე საკანონმდებლო საკითხში რაიმე გადახრას ხომ არ აქვს ადგილი.
_ ეს ხომ ეკლესიის მხრიდან სახელმწიფო საქმეებში ღია ჩარევა იქნება?
_ არ უნდა ჩაერიოს ეკლესია? სწორედ ეს გააკეთა დავით აღმაშენებელმა, როდესაც გიორგი ჭყონდიდელს მწიგნობართუხუცესობა ჩააბარა. აბა, რატომ მოგვწონს აღმაშენებლის საქციელი?
_ მაგრამ მაშინ ხომ სრულიად სხვა ეპოქა იყო?
_ უფალი ხომ ყველა ეპოქაში ერთია და, თუ მაინცდამაინც ეპოქაზე ვისაუბრებთ, მაშინ ახლა უფრო გარყვნილ ეპოქაში ვცხოვრობთ და ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა საერო და სასულიერო სტრუქტურების ერთობლივი მოქმედება. დღევანდელ ეკლესიას ხელს აძლევს დამოუკიდებლობა, რადგან, როგორც კი სახელმწიფო ჩაერევა ეკლესიის საქმიანობაში, ახალ რუის-ურბნისს მივიღებთ.
მოგეხსენებათ, საპატრიარქოს ზნეობრიობის დაცვის კომისიაში მარგვეთის ეპარქიის მღვდელმთავარს მრევლმა უჩივლა; ყველა სასულიერო პირი დასაჯეს, ვისაც ვერ მოერივნენ, სხვაგან გადაიყვანეს და ზოგს საერთოდ მღვდელმსახურება შეუჩერეს. ამიტომ სასაცილოდ არ მეყო, როცა ეს საჩივარი შეჰქონდათ, ვიცოდი, ასეც მოხდებოდა.
_ თქვენ ხშირად ახსენებთ დავით აღმაშენებელს, მაგრამ დღეს ხომ არ გვყავს დავით აღმაშენებელი?
_ დავით აღმაშენებელი ხალხმა მოიყვანა, ხალხს უნდოდა, ჰყოლოდა და გამოაჩინა. დღეს ეს არ უნდათ. თქვენი გაზეთის საშუალებით ვაცხადებ: ათი დღის განმავლობაში ასი ქართველი მაინც მოვიდეს და მითხრას, რომ დღეს ქვეყანაში დავით აღმაშენებელია საჭირო და მე გზას ვუჩვენებ. იქ უნდა დავდგეთ, საპატრიარქოსთან, და სინოდის სხდომის გამართვა მოვითხოვოთ.
_ მამაო, აქციის მოწყობას აპირებთ საპატრიარქოსთან?
_ არა, მოთხოვნას წავუყენებთ საპატრიარქოს, რომ მართლად კვეთონ და სახელმწიფოს მართებული ქმედებებისკენ მოუწოდონ.
წავიდა დავით ბაქრაძე ადიგენში, ახალქალაქში და კუმურდოს მიტროპოლიტს შეხვდა. ისევ იმ ეპისკოპოსებს ხვდება, რომლებიც «ნაციონალებთან» არიან ჩაწნულნი და რეკლამას უწევენ მრევლის წინაშე, თან ერთგვარად ყველას აფრთხილებენ, თუ მხარს არ დაგვიჭერთ, დავბრუნდებით და მერე ნახეთო.
_ ბოლო დროს კიდევ ერთი პრობლემა _ რელიგიური ესქტრემიზმის თემა წამოიჭრა. ბოლო ინციდენტი აჭარას უკავშირდება. დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე ქართველმა მუსლიმანებმა _ ფირუზ წულუკიძემ და თემურ ბახუნდარიძემ რელიგიურ ზეწოლაზე ისაუბრეს. რა ხდება, ვინ ცდილობს რელიგიური შუღლის გაღვივებას?
_ რელიგიური შუღლის გაღვივებას ისევ ქართველები, ისევ «ნაციონალები» ცდილობენ. ისევ იმ ქართველების, იმ არაკაცების წამოწყებულია ეს ამბები, რომელთა კორესპონდენტებიც ბიძინა ივანიშვილს ეკითხებოდნენ, რელიგიური ექსტრემიზმი როდის უნდა შეწყდეს საქართველოშიო, ექსტრემიზმი, რომელიც არ არსებობს საქართველოში. ვიღაცები ხელოვნურად ცდილობენ კონფლიქტის გაღვივებას. ლუკა კურტანიძემ მშვენიერი პასუხი გასცა ამ ადამიანებს, მისი თანასოფლელი ბოლქვაძეც მუსლიმანია, მაგრამ ის უპრობლემოდ წავიდა საჭიდაოდო. ეს ადამიანები რწმენის გამო არავის დაუპატიმრებია, ზნედაცემულობის გამო დააკავეს. იარაღი რატომ ჰქონდათ მანქანაში და პოლიციას ცეცხლი რატომ გაუხსნეს, ამას რატომ არავინ კითხულობს?
სააკაშვილმა 42 ათას არაქართველს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, რომელთა შორის 32 ათასი თურქია (აქედან მხოლოდ ახლახან 936 თურქეთის მოქალაქეს მენიჭა საქართველოს მოქალაქეობა) და მათგან უმრავლესობა ბათუმში ცხოვრობს. გამოდის, ბათუმში 32 ათასი მეომარი თურქი გვყავს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას ხალხმა. ქუდზე კაცი უნდა დავირაზომოთ და ქვეყანა გადავარჩინოთ.
საქართველოს ეკლესიის ადგილას, საქართველოს მხედრობას და მთავრობას ლოცვიდან საერთოდ ამოვიღებდი ან ერთ სიტყვას ჩავამატებდი, ქრისტესმოყვარე მთავრობა და მხედრობა. ვისზე უნდა ვილოცოთ, სააკაშვილზე? შევარდნაძეზე? თუ უსუფაშვილზე, რომელსაც არაფერი ქრისტიანული არ სწამს?
_ პატრიარქმა აშშ-ის დელეგაციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თხოვნით მიმართა. შეცვლის თუ რა ეს მცირედით მაინც არსებულ ვითარებას საქართველოს სასიკეთოდ?
_ პატრიარქი სულ რომ ობამას და პუტინს ჩაუვარდეს მუხლებში, ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ჩვენ გვინდა, ვერ აღვადგენთ. დავით აღმაშენებელს მიტაცებული მიწები რომ დაებრუნებინა, ჯერ დარჩენილი საქართველო გააერთიანა, ერთსულ და ერთხორც აქცია, ჩაატარა რუის-ურბნისი და თავაშვებული მღვდლები მოთოკა, შემდეგ კი შეუდგა ტერიტორიების დაბრუნებას. ამერიკისთვის შენ არ ხარ თანაბარი პარტნიორი, რომ ანგარიში გაგიწიოს. ის არის ძლიერი სახელმწიფო, მისი თითის გატკაცუნებაზე, მისი კარნახით დარბიან შენი ერის შვილები, საქართველოს მთავრობის წევრები, მისთვის ხელის ბიჭები და რა ანგარიშს გაგიწევს? პატრიარქის თხოვნაზე შერცხვება ამერიკის საელჩოს, გაიქცევა პუტინთან და სთხოვს, დაუბრუნე ტერიტორიებიო? აქამდე არ იცოდნენ, რომ პატრიარქს ეს საკითხი აწუხებდა თუ რა?!
მინდა, საქართველოს საპატრიარქოს მოვუწოდო, გონს მოეგოს და ჯერ აქ არსებულ ხელისუფლებას მოსთხოვოს მართლად კვეთა. ჯერ ჩვენ უნდა გავმთლიანდეთ, ერთმანეთის დარდი გვქონდეს, მაგრამ დღეს ეკლესია კარგად არის და ხალხის დარდი ნაკლებად აქვს. საქართველოს ეკლესიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი ერიცხება.
_ და ბოლოს, მთელი მსოფლიოს ყურადღება სირიისკენაა მიპყრობილი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უამრავი ქრისტიანული სიწმინდე ნადგურდება...
_ სირია ქრისტიანობის ერთგვარი აკვანია, სადაც უდიდესი მართლმადიდებლური ტაძრები და ეკლესია-მონასტრებია. სირიაში წირვა-ლოცვა დღესაც არამეულ ენაზე მიმდინარეობს, რომელზეც უფალი საუბრობდა. სირიაში უამრავი ქრისტიანული სიწმინდე ინახება, იქ არის ჯვრის ნატეხი, რომელზეც უფალი გააკრეს. იქ ცხოვრობდნენ ასურელ მამათა წინაპრები, უამრავი საფლავია წმინდანების, რომელთა შერყვნა, არათუ ქრისტიანებს, მუსლიმანებსაც არ ეპატიებათ, მაგრამ საყურადღებოა, რომ მუსლიმანები იმდენად არც ეხებიან ქრისტიანულ სიწმინდეებს.
ობამა რომ გამოვიდა და აცხადებს, სირიას უნდა დავარტყაო. აბა, გაბედოს და თქვას, მექას უნდა დავარტყაო. სადაც ქრისტიანობის კერაა, მაინცდამაინც იქ აპირებენ დარტყმას? ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა მართლმადიდებლობის აღმოსაფხვრელად. მართლმადიდებელ სერბეთს რა უქნეს?! ეს მართებული იყო? და ამის შემდეგ ვიღაცები თავს უფლებას აძლევენ და აცხადებენ, თითქოს საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმია. მართლმადიდებლობა რომ იდევნება, ეს არის სწორედ რელიგიური ექსტრემიზმი. მართლმადიდებლობის შევიწროების ფაქტებს ყოველ ნაბიჯზე უკვე თვით მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდანაც კი წააწყდებით.
ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი.
http://geworld.ge/View.php?ArtId=5213&Title=mama+elizbari+(diakoniZe):+sapatriarqo+raRacis+sanacvlod+gaitruna&lang=ge

Комментариев нет:
Отправить комментарий