ღმერთი

ღმერთი

пятница, 28 февраля 2014 г.

ადამიანს, რომელსაც სიკეთეზე ბოროტებით პასუხობენ

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


ადამიანს, რომელსაც სიკეთეზე ბოროტებით პასუხობენ


ჩივი, რომ ადამიანები უსულგულონი გახდნენ. ერთხელაც არ შეგხვდა კეთილი ადამიანი. გაკვირვებული ხარ, რატომ ითმენს ღმერთი ამ სამყაროს და არ მოუღებს მას ბოლოს. კიდევ უფრო მეტად გაგიკვირდება, თუკი შეიტყობ, რომ შენმა მეზობელმაც ამის შესახებ შემომჩივლა. ისიც ამბობს, რომ აღარ დარჩნენ კეთილი ადამიანები და იგი მარტოა ჭეშმარიტებისა და სიკეთისაკენ მიმავალ გზაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მას არ იცნობ, ის კი - შენ. თქვენ - ორ კარგ ადამიანს ერთმანეთი რომ გაგეცნოთ, შეხედულებას შეიცვლიდით სამყაროზე და თქვენი მწუხარება სიხარულად შეიცვლებოდა. უფალმა თავის მოწაფეებს უთხრა: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს მწუხარებაი თქუენი სიხარულად გარდაიქცეს“ (შეად. იოან. 16,33,20).

მე გეტყვი იმ ადამიანის სახელს, შენ კი მოძებნე იგი და როდესაც ერთად დადგებით ლოცვად, ევედრეთ უფალს, რათა მან სხვა კარგი ადამიანებიც დაგანახოთ თქვენს ქალაქში. მჯერა, მრავალ ადამიანს იხილავთ, თქვენთვის ჯერაც უცნობს. ადამიანები საბადოებს ჰგვანან, საბადოებში კი ჩვეულებრივ ღრმად შეღწევაა საჭირო, რათა მათში დაფარული განძეული მოვიპოვოთ. ასეთი გახლავთ ამ სამყაროს წესი: რაც მეტად ძვირფასია განძი, მით უფრო ღრმად არის დაფლული. მართალ ლოთს რომ დაეჩივლა ბოროტ ადამიანთა შესახებ სოდომში, ადვილად დაეჯერებოდა. მაგრამ ძნელია, დაიჯერო, რომ ქრისტიანულ ქალაქში, სადაც ქრისტეს მოძღვრება იქადაგება და ლიტურგია აღესრულება, არ მოიძებნება ერთი კარგი ადამიანიც კი.

ამბობ, რომ მეზობლებს არ უყვარხარ, თითოეულ შენს კეთილ საქმეს დასცინიან და ამახინჯებენ. ყველგან გლანძღავენ. შენ მწუხარებით კითხულობ: „რატომ? როდემდე?“. იმიტომ, რომ მათ ვერ შეიცნეს ჭეშმარიტება, არ ეძებენ და არ სურთ იგი. ისინი სიცრუის მონები არიან, ცრუ აზრებისა და გრძნობებისა, სულელური ჩვევებისა. უფალმა თქვა: „სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოან. 8,32). ეს შენი მეზობლებისთვისაცაა ნათქვამი. მათ რომ ჭეშმარიტება შეეცნოთ, შენი სიკეთით, როგორც საკუთარით, ისე იხარებდნენ; მას რომ არ დამონებოდნენ, ვისაც მაცხოვარმა სიცრუის მამა უწოდა (იხ. იოან. 6,44), მათ შეეძლებოდათ, ღვთაებრივი თავისუფლების მფლობელნი ყოფილიყვნენ და სიწმიდით დაენახათ, განესაჯათ სამართლიანად, ეხარათ თითოეული კეთილი ადამიანით. მაგრამ ეს შენთვისაცაა ნათქვამი. ეს გახლავს ქრისტეს წმიდა სიტყვა ჭეშმარიტების, როგორც თავისუფლების პირობის შეცნობის შესახებ.

თუკი შენ ჭეშმარიტებას უფრო ღრმად შეიცნობ, ვიდრე ახლა იცი, შეწყვეტ მათ დადანაშაულებას, ვისაც არ უყვარხარ, გლანძღავს, დაგცინის და გაწამებს. ერთ-ერთი ძველი ბრძენის მოწაფეთა შორის პირველი ამპარტავანი და მდიდარი ყმაწვილი იყო: ერთი ცუდი სიტყვის გამოც კი იგი მზად იყო სისხლისღრვამდე ებრძოლა. ამპარტავნებისა და სიფიცხისაგან რომ განეკურნა, ბრძენმა მას ასეთი ეპიტიმია დაადო: სამ წელიწადს უნდა ეხეტიალა ამპარტავანს ქვეყანაზე და ფული ეხადა ყველასათვის, ვინც კი შეურაცხყოფდა მას. ყმაწვილი დაემორჩილა მასწავლებელს და გზას გაუდგა. დადიოდა ქვეყანაზე და ფულს უხდიდა ყველას, ვინც დასთანხმდებოდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის. როდესაც სამმა წელმა განვლო, ის მასწავლებელთან დაბრუნდა, მაგრამ ქალაქში შესვლისას ვიღაცისაგან განრისხებული მცველი შემოხვდა და მთელი რისხვა ყმაწვილს დაატეხა თავს. იმის მაგივრად, შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით ეპასუხა, ახალგაზრდას გაეღიმა. „რას იცინი?“ - ჰკითხა გაკვირვებულმა მცველმა. ბრძენმა მოსწავლემ უპასუხა: „სამი წელი ფულს ვუხდიდი ყველას, ვინც ოდნავადაც კი შეურაცხმყოფდა, შენ კი ვისაც ფულს ვაძლევდი, მათზე მეტად გამომლანძღე“. როდესაც ბრძენმა შეიტყო მომხდარის შესახებ, შეხვდა გამოსწორებულ მოწაფეს, ფრიად გაიხარა და ყველას წინაშე აქებდა მას.

შენ კი წაიკითხე ქადაგება მთაზე, მეთერთმეტე მუხლი, იხარე და იმხიარულე, რადგანაც „სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა“ (შეად. მათ. 5,12).

მშვიდობა და კურთხევა უფლისაგან. 


„მისიონერული წერილები“ (წერილი 83), თბილისი, 2005 წ. 


განათლებულ ადამიანს, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ „რაღაც“ არსებობს

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


განათლებულ ადამიანს, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ „რაღაც“ არსებობს



შენ წერ, რომ ბოლოს და ბოლოს „რაღაც“ უნდა არსებობდეს. ამბობ, რომ რომელიღაც უდიდესი ასტრონომის წიგნი წაიკითხე ვარსკვლავების შესახებ და თვალში მოგხვდა ამ ცნობილი მეცნიერის მტკიცება, - „სამყაროში უფლის გარეშე ყოველივე აუხსნელია“. და ამან გაიძულა, დაგესკვნა, რომ „რაღაც“ არსებობს.

თქვი, ლაზარეს ძეო „ღმერთი არს!“ - და გიხაროდეს! არის „რაღაც“ - ასე ამბობს მრავალი განათლებული ადამიანი. მაგრამ თუკი სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ სიტყვა „რაღაც“-თან ერთად იქნები, შენი სიცოცხლე არარაობად დარჩება.

ერთი წამიერი წინათგრძნობა, რომ ხილული სამყარო დიდ საიდუმლოს შეიცავს, - ეს ჯერ კიდევ არ არის ის ცხოველმყოფელი და ნაყოფიერი რწმენა, რომელიც ჩვენს გზას ანათებს და მიზანს მიგვითითებს.

ვთქვათ, რომ „რაღაც არსებობს“ - ჯერ კიდევ არ ნიშნავს დღის სინათლის ხილვას. ეს ნიშნავს, რომ მგზავრმა შენიშნა თავისი გაფართოებული გუგებით ესესაა ღამის უკუნში განთიადის მოახლოება. ხოლო მზის ამოსვლამდე ჯერ კიდევ შორი გზაა. რომ გეთქვა: „არსებობს ვიღაც“, ცისკარი წამოენთებოდა შენი ცხოვრების ჰორიზონტზე.

შეიცან შემოქმედი შენი, ძვირფასო ძმაო! ეს მის ქმნილებათა შეცნობაზე უფრო მნიშვნელოვანია. ნუ შეავსებ მათ რიგებს, ვის შესახებაც მოციქული ამბობდა: „ჰმსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა“ (რომ. 1,25). ის, უზენაესი მხატვარი დგას საკუთარი ნაწარმოების წინაშე.

შენ მეტად გაგიტაცეს მისმა მშვენიერმა ტილოებმა, რომელნიც ჯერ თვალს უხელენ, შემდეგ კი აბრმავებენ. რატომ არ მიეახლები მხატვარს და არ გაეცნობი მას? ქრისტე სწორედ იმისთვის ჩამოვიდა მიწაზე, რომ ხელი გამოგიწოდოს და შემოქმედს გაგაცნოს. იგი ვინც არ მიუახლოვდება მხატვარს ამ სამყაროში, მის განსაცვიფრებელ სახელოსნოში, არ გაეცნობა მას, არ წარუდგება და თაყვანს არ სცემს, იგი არ დაიშვება მის ზეციურ სასახლეში.

მე ამას დაკრძალვიდან დაბრუნებული გწერ. ოხრიდში ერთი ღვთისმოსავი ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილის სარეცელზე მის სახე იყო ნათელი, უფრო ნათელი, ვიდრე სიცოცხლეში. რწმენით ცხოვრობდა და რწმენაში განისვენა. სრულიად ახალგაზრდა იყო, მაგრამ ბრძენი. შენ კი უკვე ახალგაზრდა აღარ ხარ.

მშვიდობა შენდა და წყალობა უფლისა.


„მისიონერული წერილები“ (წერილი 54), თბილისი, 2005 წ.


გლეხ ს.ი.-ს, რომელიც შიშის ეშმაკის თავდასხმას უჩივის .

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


გლეხ ს.ი.-ს, რომელიც შიშის ეშმაკის თავდასხმას უჩივის


შენ ეშმაკი გაცდუნებს. ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვან ეშმაკთაგან, რომელნიც ადამიანის დასაღუპად იღწვიან. მწერ, რომ როცა ის თავს გესხმის, გეჩვენება, თითქოს მთელმა სამყარომ შენს წინააღმდეგ გაილაშქრა, რომ ირგვლივ მხოლოდ მტრები არიან, რომ ღმერთსაც სძულხარ. შენ ჰკითხე მცოდნე ხალხს, მათ გიპასუხეს, რომ ეს თავისებური სიგიჟეა. ჭეშმარიტად სიგიჟეა, სიმართლე უთქვამთ. ეკლესიაც ამასვე გეტყვის, მაგრამ იგი უფრო მეტს - თავისი საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით. ის გეტყვის, თუ ვისგან და რატომ დგება ასეთი სიგიჟე. ეშმაკისაგან, მაგრამ - შენი ცოდვებისათვის. ეკლესია წამალსაც გამოგიწერს - აღსარება და ცოდვათა მონანიება, ეშმაკი განდგება შენგან. ის არასოდეს განდგებოდა საკუთარი ნებით, მაგრამ უფალი განდევნის მას. სახარებიდან იცი, თუ როგორ სდევნიდა ყოვლისშემძლე ქრისტე ხალხისაგან ეშაკებს, როგორ ემორჩილებოდნენ ისინი მას, რადგან მათზე სრული ძალაუფლება ჰქონდა.

მაგრამ ღმერთის ძალაუფლება ეშმაკებზე არ ვრცელდება მხოლოდ მათი ადამიანებიდან განდევნით, არამედ ამ უჩინარი ქოფაკებისათვის ნების მიცემითაც, რომ თავს დაესხან ადამიანებს. ამიტომ ეშმაკებიც კი წმიდა წერილში მოხსენებულნია როგორც ღვთის ნების მორჩილნი. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: და სული ბოროტი ღმერთისგან დაეცა საულს (შეად. 1 მეფ. 18,10). ის უფლისაგანაა არა იმიტომ, რომ მსგავსია უფლისა, ან მისგან გამოდინარეა: რასაკვირველია არა! არამედ იმიტომ, რომ უფლის ძალაუფლებითაა შეკრული. წაიკითხე იობის პირველი წიგნი და დაინახავ, რომ ეშმაკს არ შეუძლია, ადამიანს დაესხას თავს, თუკი ამას ღმერთი არ დაუშვებს.

თუკი ეს იცი, სასოს ნუ წარიკვეთ. ღმერთი ყოვლისშემძლეა და მრავალმოწყალე. მას ძალუძს, განდევნოს და განდევნის კიდეც შენგან შიშის ეშმაკს, რომელიც ასე სასტიკად გტანჯავს. მხოლოდ აღიარე ძალა და წყალობა უფლისა, შემდგომ ცოდვათა აღსარება თქვი, მოინანიე და ილოცე გულმხურვალედ უზენაესი ღმერთისადმი. თქვი ლოცვაში: „უფალო, რომლის წინაშეც ძრწიან ეშმაკნი და ყოველგვარი ქმნილებანი, ყოვლისშემძლეო და მრავალმოწყალეო, მომიტევე მე, ცოდვილს, შემიწყალე და მიხსენ მე ჯვარზე ტანჯვისათვის ძისა შენისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!“ და იოტისოდენადაც არ შეგეპაროს ეჭვი: უფალი შეგიწყალებს და განდევნის შენგან ამ საშინელ არარაობებს.

უფალი იყოს შენი შემწე!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 34), თბილისი, 2005 წ

orthodoxy.ge

ყავახანის მფლობელს - თვითმკვლელობასა და სიღატაკეს შორის არჩევანის გაკეთება რომ მოუხდა

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


ყავახანის მფლობელს - თვითმკვლელობასა და სიღატაკეს შორის არჩევანის გაკეთება რომ მოუხდა


მწერ, რომ მთელი ქონება დაკარგე, ქუჩაში დარჩენილი და არაფრისმქონე ღამით სასაფლაოზე წახვედი, რათა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაგესრულებინა. მერყეობასა და ფიქრში რამოდენიმე საათი გავიდა. მტანჯველი ფიქრებისაგან განაწამები მშობლების საფლავზე დაწექი და ჩაიძინე. სიზმრად დედა გამოგეცხადა. იგი გაფრთხილებდა და გიამბობღა, რომ უფლის საბრძანებელში მრავალია ისეთი, ვინც ღატაკი იყო, მაგრამ არც ერთი იმათგანი, ვინც შეგნებულად მოისწრაფა სიცოცხლე. ამ სიზმარმა თვითმკვლელობაზე ხელი აგაღებინა. სწორედ შენმა საყვარელმა დედამ, უფლის განზრახვით გიხსნა მისგან. შენ მოწყალების თხოვნა დაიწყე, ამით ცხოვრობდი. და, აი, კითხულობ, ხომ არ არღვევ ამით საღვთო სჯულს?

გული გაიმაგრე ადამიანისშვილო! უფალმა გვიქადაგა: არა იპარო! (შეად. გამოსლ. 20,15) მაგრამ არ უთქვამს: „არ ითხოვო!“ თხოვნა უკიდურესი გაჭირვების გარეშე - ქურდობაა, მაგრამ შენს შემთხვევაში თხოვნა ქურდად არ გაქცევს. იმპერატორ იუსტინიანეს ვოევოდა, სახელოვანი ელიაზარი, მოხუცებულობისას სიღატაკეში დარჩა, თვალისჩინწართმეული და მარტოსული იჯდა იგი ქალაქის კარიბჭესთან და მათხოვრობდა. მას, როგორც ქრისტიანს, თვითმკვლელობის აზრად გაელვებაც კი არ შეეძლო, რადგანაც, რამდენადაც სიცოცხლე სიკვდილზე ლამაზია, იმდენადვეა უპოვარი თვითმკვლელზე უკეთესი.

შენ ამბობ, რომ სირცხვილის გრძნობა გღრღნის და დარდმა ძვლები გაგიშრო. დგახარ ღამით შენი ყავახანის წინ და მომსვლელებს მოწყალებას სთხოვ. იხსენებ, რომ ცოტა ხნის წინ მისი მეპატრონე იყავი, ახლა კი სტუმრად შესვლასაც ვერ ბედავ. თვალები ცრემლებისაგან ჩაგწითლებია.

ნუგეში ჰპოვე, კეთილო ადამიანო! შენს გვერდით უფლის ანგელოზები არიან. რად მისტირი ყავახანას?! გსმენია ბელგრადის გარეუბანში მდებარე რესტორნის შესახებ, რომელსაც „ვისიც უნდა იყოს, მისი არ იქნება“ ერქვა. ჭეშმარიტად, ამ სიტყვების დამწერი ფილოსოფოსი გახლდათ, რამეთუ შესაფერისია ისინი ყველა რესტორნისათვის, ყველა სახლისათვის და სასახლისათვის დედამიწის ზურგზე. ვისიც არ უნდა იყვნენ, მათნი არ იქნებიან.

რა დაკარგე შენ? ის, რაც შენი არ იყო მაშინ, როდესაც გაჩნდი, ახლაც არაა შენი. იყავი პატრონი, გახდი ღატაკი. ეს არაა დანაკარგი. დანაკარგია, როცა ვიღაც ადამიანი იყო და მხეცად იქცა. შენ კი ადამიანი იყავი და ადამიანადვე დარჩი. ვიღაც „წარჩინებულ“ სტუმრებს ფასიან ქაღალდებზე ხელი მოუწერე, მათ მოგატყუეს და შენ ყავახანის გარეშე დარჩი. ახლა ფანჯრიდან შესცქერი, თუ როგორ იცინიან, ვიდრე შენ ქუჩაში დგახარ, ცრემლად იღვრები და სირცხვილისაგან იწვი. ნუ გეშინია, უფლის სამართალი არსებობს. ისინი თავიანთი უკანონობის გამო პასუხს აგებენ და თუკი თვითმკვლელობას გადაწყვეტენ, ვინ იცის, დართავს კი უფალი მათ დედებს ნებას, რათა გამოეცხადონ იმქვეყნიური სამყაროდან და დანაშაულის ჩადენაში დააბრკოლონ. ნუ შეგშურდება მათი ბედნიერებისა, რამეთუ მათი დასასრულის შესახებ არაფერი იცით. ერთმა ძველბერძენმა ბრძენმა თქვა: „ნურავის უწოდებ ბედნიერს, ვიდრე არ ნახავ, როგორი იქნება მისი სიკვდილი!“

ძნელია შენთვის იყო ღატაკი! მაგრამ განა ყველა ჩვენგანი უპოვარი არ არის? განა ყოველ დღე და ყოველ წამს იმაზე არ ვართ დამოკიდებულნი, ვინც გვაძლევს სიცოცხლეს და ყველაფერს - სიცოცხლისათვის?! შენ ახლა მნიშვნელოვანი მისია გაქვს - შეახსენო ადამიანებს ღმერთისა და სულის შესახებ და გახადო ისინი მოწყალენი. შენ იძულებული ხარ, მდუმარებაში იცხოვრო, ანუ ჩაღრმავდე საკუთარ სულში და ლოცვით ისაუბრო უფალთან. უპოვარი ცხოვრება გაცილებით მეტ ვაჟკაცობას მოითხოვს, ვიდრე მეპატრონისა. ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სასურველი ხალხი კი - დამცირების სიმწარით. მაგრამ შენ უკვე წარმოაჩინე საკუთარი თავი გმირად - დაამარცხე შავი აზრები თვითმკვლელობისა. დაამარცხე სასოწარკვეთილების ეშმაკები, ამგვარი გამარჯვების შემდეგ ყველა დანარჩენი შენთვის იოლი იქნება.უფალი შენს გვერდითაა.

მშვიდობა შენდა და ნუგეში უფლისაგან.

„მისიონერული წერილები“ (წერილი 49), თბილისი, 2005 წ.


orthodoxy.ge

ქალს, რომელსაც მძიმე ნაღველი სტანჯავს

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


ქალს, რომელსაც მძიმე ნაღველი სტანჯავს


მწერ, რომ რაღაც დაუძლეველი და აუხსნელი დარდი გაწუხებს. სხეული შენი ჯანმრთელია, სახლი სავსეა, გულში კი სიცარიელეა. სწორედაც რომ შენი გულია სავსე მძიმე ნაღველით. იძულებული ხარ, მეჯლისებს დაესწრო და მხიარულების ადგილები მოინახულო, მაგრამ ეს მხოლოდ ზრდის მწუხარებას.

ერიდე ძლიერ: ეს სულის საშიში დაავადებაა! მას სულის საერთოდ მოკვდინება ძალუძს. ასეთ მწუხარებას ეკლესია მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, რამეთუ მოციქულის სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ორი სახის მწუხარება: მწუხარება ღვთის გულისათვის, ცხონებისათვის სინანულს ბადებს, და - მწუხარება მიწიერი, რომელიც ბადებს სიკვდილს (იხ. 2 კორ. 7,8-10). აშკარაა, შენ მეორე სახის მწუხარებისაგან იტანჯები.

მწუხარება ღვთისათვის მოიცავს ადამიანს მაშინ, როცა იგი საკუთარ ცოდვებს იხსენებს, ინანიებს მათ და შეჰღაღადებს უფალს. ანდა, როცა ვინმე მწუხარებს ახლობელთა ცოდვების გამო, როდესაც ხედავს რწმენისაგან მათ განდგომას. ასეთ მწუხარებას ღმერთი სიხარულად აქცევს ხოლმე, მსგავსად იმისა, რასაც პავლე მოციქული აგვიღწერს, როდესაც საუბრობს ყველა ქრისტეს მონაზე: „ვითარცა მწუხარენი და მარადის გვიხარის“ (კორ. 2, 6-10). ისინი ხარობენ, რადგანაც უფლის ძალასა და სიახლოვეს გრძნობენ, ნუგეშინისცემულნი არიან მისგან. ასე აქვს ნათქვამი მეფსალმუნესაც: „მოვიხსენე ღმრთისაჲ და ვიხარე“ (ფს. 74,4).

წმიდანთა მწუხარება ღრუბლის მსგავსია, რომლთა შორის ნუგეშის მზე ანათებს. შენი მწუხარება კი მზის დაბნელებას ჰგავს. ვგონებ, შენს კისერზე წვრილმანი ცოდო-ბრალი მრავლად უნდა იყოს, რომლებსაც უმნიშვნელოდ თვლიდი, აღსარება არ გითქვამს და არც მოგინანიებია. აბლაბუდის მსგავსად შემოეხვივნენ ისინი შენს გულს და ბუდე მოუწყვეს იმ მძიმე მწუხარებას, რომელსაც დემონური ძალა ღვარძლიანად აკავებს შენში. ამიტომ, გადახედე მთელ შენს ცხოვრებას, მოუწყვე შენს თავს დაუნდობელი სასამართლო და თქვი აღსარება. აღსარებით განსწმენდ სულის სამკვიდრებელს და დაივანებს მასში უფლისაგან მობერილი ნედლი და ჯანსაღი ჰაერი. აი, შემდეგ კი, თამამად მოკიდე ხელი კეთილ საქმეებს. ვთქვათ, გაიღე მოწყალება ქრისტესთვის. უფალი დაინახავს, იგრძნობს ყოველივეს და მალე სიხარულს მოგაგებს. მოგაგებს იმ გამოუთქმელ სიხარულს, რომელსაც მხოლოდ ის იძლევა და რომლის გაუფერულება არანაირ მწუხარებას, არანაირ სატანჯველს, არანაირ დემონურ ძალას არ შეუძლია. იკითხე ფსალმუნები. ეს არის წიგნი მჭმუნვარე სულთათვის, წიგნი ნუგეშისა.

დაე, მოგივლინოს უფალმა სიხარული.


„მისიონერული წერილები“ (წერილი 17), თბილისი, 2005 წ.


orthodoxy.ge

ჯონ კოლემანი «300-თა კომიტეტი» 7


სუალი მჭიდრო კონტაქტში მუშაობს ჰოლთან და სხვა ფაბიანელებთან. ბრიტანული დაზვერვა დაინტერესდა მისით, როგორც პოტენციური აგენტით, როდესაც იგი ინგლისში ოქსფორდის უნივერსიტეტის Ruskir labour კოლეჯში სწავლობდა, სწორედ იმ კომუნისტური განათლების ცენტრში, რომელმაც მოგვცა მილნერი, როდსი, ბერჯესი, მაკლინი და კიმ ფილბი. ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტები უკვე დიდი ხნის მანძილზე წარმოადგენს სასწავლო დაწესებულებებს ბრიტანეთის უმაღლესი საზოგადოების შვილებისთვის. ოქსფორდში სუალი «ახალგაზრდა სოციალისტურ ლიგაში» შევიდა, სულ მალე კი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა.


სუალი აშშ-ში გააგზავნეს, სადაც მას ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური მემარცხენე იდეოლოგი უოლტერ ლიპმანი მფარველობდა. ლიპმანმა დააარსა და ხელმძღვანელობს «ლიგას ინდუსტრიული დემოკრატიისთვის», ასევე ორგანიზაციას «სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისთვის». ორივე ორგანიზაცია მებრძოლი მემარცხენე მიმართულებისაა. მათი მიზანია, შექმნან კონფრონტაცია, ერთი მხრივ, მრეწველობის მუშებსა და მეორე მხრივ, ე. წ. «კაპიტალისტურ კლასსა» და მათ მმართველებს შორის. ლიპმანის ორივე პროექტი წარმოადგენდა «300-თა კომიტეტის» სტრუქტურის განუყოფელ ნაწილს, რომელიც მთელ ამერიკაზე ვრცელდებოდა. ამასთან, ლიპმანი კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი გახლდათ.


სუალს მჭიდრო კავშირები გააჩნია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან და შეუძლია მიიღოს ფედერალური გამოძიების ბიუროსგან დოსიე მისთვის საინტერესო ნებისმიერ პიროვნებაზე. იუსტიციის სამინისტრომ გასცა ბრძანება, მიაწოდონ სუალს ნებისმიერ მომენტში ყველაფერი, რასაც ის ისურვებს. სუალის ძირითადი საქმიანობა მიმართულია იქითკენ, რომ «თვალყური ადევნოს ნებისმიერ მემარჯვენე პიროვნებას და დაჯგუფებას».


სახელმწიფო დეპარტამენტს გააჩნია აგენტების მთელი ფენა მემარჯვენე ბანაკში, რომლებიც თავს წარადგენენ, როგორც «უშიშარი მებრძოლი – ანტისემიტები». ამ ინფორმატორების ჯგუფს ჰყავს ოთხი ლიდერი, სამი მათგანი ჩვეულებრივი ებრაელ-ჰომოსექსუალისტია. ჯგუფი, უკვე ოცი წელია, საქმიანობს _ აქვეყნებს ანტიებრაულ გაზეთებს და გაყიდვაში ანტისემიტური ლიტერატურის ფართო არჩევანი აქვს. მისი ერთ-ერთი მთავარი განყოფილება ლუიზიანაში მდებარეობს. სუალი ღრმად იყო ჩართული ABSСAM-ის (ფედერალური გამოძიების ბიუროს საიდუმლო პროვოკაციული ოპერაციების სისტემა მექრთამეობისა და კორუფციის გამოსამჟღავნებლად) ოპერაციებში, მას ხშირად იყენებდნენ სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებასა და პროვოკაციული ოპერაციების განხორციელებაში დახმარების მიზნით.


სუალს დაევალა რეიგანის «კორექტირება», რათა მას პრეზიდენტისთვის «მემკვიდრეობის ფონდის» მიერ შერჩეული კურსიდან არ გადაეხვია, და თუ რეიგანი ამას მაინც მოახერხებდა ან შეეცდებოდა, სუალს უნდა გაეკეთებინა რამდენიმე «გამაფრთხილებელი გასროლა». სუალი რეიგანის ადმინისტრაციას ეხმარებოდა ნებისმიერი უხერხული მემარჯვენე მრჩეველის მოშორებაში, თუ ეს უკანასკნელი «მემკვიდრეობის ფონდისთვის» არასასურველი იყო. მათ შორისაა რეი დონოვანი, შრომის მინისტრი რეიგანის ხელისუფლებაში, რომელიც ბოლოსდაბოლოს გადააყენეს პოსტიდან ადლ-ის «ბინძური ოპერაციების განყოფილების» ძალისხმევით. ჯეიმს ბეიკერ III, რომლის კანდიდატურაც ასევე იყო «მემკვიდრეობის ფონდის» რეკომენდაციის სიაში, წარმოადგენდა შუამავალს, რომელიც გადასცემდა პრეზიდენტს სუალის სიძულვილით სავსე გზავნილებს დონოვანის შესახებ.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეთქმული იყო ფილიპ ეიჯი, ცენტრალური სადაზვერო სამმართველოს ე. წ. დეზერტირი. ის არ იყო კომიტეტის წევრი, თუმცა წარმოადგენდა მის საგანგებო დავალებათა აგენტს მექსიკაში, საქმიანობდა « საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტისა» და «საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს» ხელმძღვანელობით. ცნობისთვის: რაც ხდება აშშ-ში, აუცილებლად სანქცირდება «საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის» მიერ. აშშ-ისა და დიდ ბრიტანეთის შეთანხმება, რომელიც პირველად გაიხსნა (მანამდე იყო ბევრი საიდუმლო შეთანხმება), ჩერჩილსა და რუზველტს შორის დაიდო 1938 წელს, რომლის თანახმადაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ვალდებულებას იღებდნენ, გადაეცათ საიდუმლო მასალები ბრიტანეთის დაზვერვისთვის.


ასეთია ამ ორ სახელმწიფოს შორის ე.წ. «განსაკუთრებული ურთიერთობის» საფუძველი, რომლითაც ტრაბახობდნენ ჩერჩილი და ლორდ გალიფაქსი. სწორედ ამ «განსაკუთრებულმა ურთიერთობებმა» აიძულა აშშ, ეომა სპარსეთის ყურეში ერაყის წინააღმდეგ ბრიტანეთის ინტერესებისთვის, განსაკუთრებით ბრიტანული კომპანიის British Petroleum-ის ინტერესებისთვის, «300-თა კომიტეტის» ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის, რომელშიც დედოფალ ელისაბედის ოჯახს კაპიტალის დიდი წილი აქვს.


1938 წლიდან მთელი სადაზვერვო საქმიანობა ხორციელდებოდა ამ სპეციალური ერთობლივი გუნდური სტრუქტურის კონტროლქვეშ. ფილიპ ეიჯი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში ნოტრდამის შემდეგ ჩაირიცხა, სადაც ის იეზუიტური ფრანკმასონობის წრეში იყო მიღებული. ეიჯიმ ჩემი ყურადღება პირველად 1968 წელს მიიპყრო, როგორც დაზვერვის ოფიცერმა, რომელიც მეხიკოს უნივერსიტეტში არეულობის უკან იდგა. მექსიკის სტუდენტური არეულობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება იყო ის, რომ ეს არეულობები მოხდა ერთსა და იმავე დროს, როგორც სტუდენტური არეულობები ნიუ იორკში, ბონში, პრაღასა და დასავლეთ ბერლინში.


მოქმედების კოორდინაციის გამოცდილებითა და სპეციალური სადაზვერვო ქსელის წყალობით, რომლის ძირითად შემადგენელ ნაწილს ინტერპოლი წარმოადგენს, კომიტეტისთვის სულაც არ არის ძნელი, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს, წამოიწყოს დროში ზედმიწევნით შეთანხმებული გლობალური აქციები _ იქნება ეს სტუდენტური არეულობები თუ სუვერენული სახელმწიფოების (როგორც ბევრს ჰგონია) ლიდერების ჩამოგდება. მექსიკაში საქმის დასრულების შემდეგ ეიჯის ყურადღება პუერტორიკოს ტერორისტულ დაჯგუფებებზე გადავიდა. ამავე დროს, ის კუბელი დიქტატორის, ფიდელ კასტროს ნდობით აღჭურვილი პირი გახდა.


ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეიჯი მთელ ამ ოპერაციებს ახორციელებდა, როგორც «წითელი» აგენტი. პირიქით, ის მთელი ამ დროის მანძილზე ცენტრალური დაზვერვის სამმართველოზე მუშაობდა. პრობლემები გაჩნდა, როდესაც DGI-მ (კუბის სადაზვერვო სამსახური) შეძლო მისი «გაშიფრვა». ეიჯი აგრძელებდა მუშაობას ცენტრალური დაზვერვის სამართველოს აგენტად, ვიდრე მისი ორმაგი როლი არ გამჟღავნდა. ამასთან, კავშირი ჰქონდა დასავლეთში ყველაზე დიდ საბჭოთა მოსასმენ პუნქტთან, რომელიც კუბაში, ლურდესში (Lourdes) მდებარეობს. მოსმენისა და გაშიფრვის 3000 საბჭოთა სპეციალისტით დაკომპლექტებულ ბაზა ლურდესს შეუძლია ერთდროულად ადევნოს თვალი ათასობით ელექტრონულ სიგნალს. ბევრი პირადი სატელეფონო საუბარი მოისმინეს კონგრესის წევრებსა და მათ საყვარლებს შორის და შედეგიანადაც გამოიყენეს.


1991 წელს ჩვენ გვეუბნებიან, რომ «კომუნიზმი მკვდარია», შეერთებულ შტატებს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დაეხურათ უზარმაზარი ჯაშუშური ორგანიზაცია, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ზღურბლზე დგას. სხვათაშორის, ბაზა ლურდესს შეუძლია დაიჭიროს ყველაზე სუსტი სიგნალი, რომელიც იგზავნება ფაქსით ან ელექტრონული საბეჭდი მანქანით, თან ამ სიგნალის გაშიფრვა აჩვენებს ყველაფერს, რაც იბეჭდება ელექტრონულ საბეჭდ მანქანაზე ან იგზავნება ფაქსით. ბაზა ლურდესი რჩება ხანჯლად აშშ-ის გულში. თუ აშშ-სა და სსრკ-ს შორის მართლაც მშვიდობაა, რისთვისაა საჭირო ასეთი მსხვილი ჯაშუშური ბაზა? მთელი სიმართლე ისაა, რომ, პერსონალის შემცირების მაგივრად, რაშიც ცდილობენ დაგვარწმუნონ, სუკ-მა 1990 და 1991 წლებში თავის რიგებში დამატებით მიიღო თანამშრომლები.


კურტ ლევინის სახელი, შესაძლოა, ნაკლებად იყოს ცნობილი აშშ-ში. «პოპ-ვარსკვლავებისგან» ან ბოლო საცოდავი ჰოლივუდის «აღმოჩენებისგან» განსხვავებით, მეცნიერები იშვიათად ან საერთოდ არ იქცევენ პუბლიკის ყურადღებას. «რომის კლუბის» კონტროლქვეშ მომუშავე ასობით მეცნიერიდან აშშ-ში ლევინი განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, ამის მიზეზი კი მისი როლია ირანის, ფილიპინების, სამხრეთ აფრიკის, ნიკარაგუისა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ დივერსიულ ქმედებებში. ირანის შაჰის დამხობა განხორციელდა იმ გეგმის მიხედვით, რომელიც შეიმუშავეს კურტ ლევინმა და რიჩარდ ფალკმა (RICHARD FALK) ასპენის ინსტიტუტის კონტროლქვეშ, რომელსაც რობერტ ანდერსონი ხელმძღვანელობს.


ლევინი გახლავთ ავტორი ნაშრომისა «დროის პერსპექტივა და მორალური სული» (Time Perspective and Morale). «რომის კლუბის» ეს პუბლიკაცია წარმოადგენს სახელმძღვანელოს ერისა და ცალკეული ლიდერების მორალური სულის დასათრგუნად. აი, ამ დოკუმენტის ამონარიდიც:


«მორალური სულის დათრგუნვის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი (დაშინების სტრატეგიის გამოყენებით) შემდეგი ტაქტიკის ზუსტ შესრულებაში მდგომარეობს: უნდა ამყოფო ადამიანი სრულ გაურკვევლობაში მის მიმდინარე მდგომარეობასა და იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელის მას მომავალში. გარდა ამისა, თუ ხშირი მერყეობა მკაცრ დისციპლინარულ ზომებსა და კარგი მოპყრობის დაპირებას შორის, ურთიერთგამომრიცხავი ამბების გავრცელებასთან ერთად, სიტუაციის კოგნიტიურ სტრუქტურას ბუნდოვანს ხდის, მაშინ ადამიანი კარგავს წარმოდგენასა და თავდაჯერებულობას, რომ მისი რომელიმე კონკრეტული გეგმა სასურველ მიზნამდე მიიყვანს მას ან დააშორებს მას. ასეთ პირობებში ისეთი პიროვნებებიც კი, რომელთაც მკაფიო მიზნები აქვთ და მზად არიან რისკზე წასასვლელად, პარალიზებული ხდებიან ძლიერი შინაგანი კონფლიქტის გამო, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, თუ რისი გაკეთება ღირს.»


«რომის კლუბის» ეს პროგრამა გამოიყენება როგორც ქვეყნების, ასევე ცალკეული პიროვნებების მიმართ, განსაკუთრებით ამ ქვეყნების მთავრობათა მეთაურებზე. ჩვენ აშშ-ში არ უნდა ვიფიქროთ – «ეს ხომ ამერიკაა და ამგვარი რამ ჩვენთან არ მოხდება». მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ყველაფერი ხდება აშშ-ში და შეიძლება უფრო ხშირადაც, ვიდრე სხვა ქვეყნებში.


ლევინ-»რომის კლუბის» გეგმა მიზნად ისახავს ჩვენს დემორალიზებას, რომ ჩვენ ბოლოსდაბოლოს მორჩილად მივიღოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენთვის იყო დაგეგმილი. ჩვენ ცხვრებივით დავემორჩილებით «რომის კლუბის» ბრძანებებს. ნებისმიერ ლიდერს, რომელიც ძლიერი პიროვნების შთაბეჭდილებას ახდენს და უეცრად გამოჩნდება, რათა ერი «გადაარჩინოს», ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ. გავიხსენოთ, რომ ბრიტანული დაზვერვა წლების მანძილზე ამზადებდა ჰომეინის თავისი მისიისთვის, განსაკუთრებით პარიზში ყოფნისას, ვიდრე ის უეცრად გამოჩნდებოდა, როგორც ირანის გადამრჩენელი. ბორის ელცინიც MI6 SIS-ის იმავე თავლიდან გახლავთ.


«რომის კლუბი» დარწმუნებულია, რომ მან შეასრულა «300-თა კომიტეტის» დავალება, «მოელბო» აშშ. ამ ქვეყნის ხალხთან 45-წლიანი ომის შემდეგ, ეჭვი ვის გაუჩნდება, რომ მან ნამდვილად შეასრულა თავისი დავალება? მიმოიხედეთ ირგვლივ და დაინახავთ, რამდენად ვართ დემორალიზებული. ნარკოტიკები, პორნოგრაფია, როკ-»მუსიკა», თავისუფალი სექსი, პრაქტიკულად, ოჯახის საფუძვლის მთლიანი განადგურება, ლესბოსელობა, ჰომოსექსუალიზმი და საბოლოოდ დედების მიერ საკუთარი ბავშვების მილიონობით საშინელი მკვლელობა არის თუ არა უფრო ამაზრზენი დანაშაული, ვიდრე მასობრივი აბორტები?


ვინ დაიწყებს იმის უარყოფას, რომ შეერთებული შტატები შიდა კრახის ზღვარზე დგას და მზად არის, ხელში ჩაუვარდეს ახალი ბნელი საუკუნის ერთიან მსოფლიო მთავრობას, თუ აშშ სულიერი და მორალური ბანკროტია, თუ ჩვენი სამრეწველო ბაზა განადგურებულია, თუ სახელმწიფოში 30 მილიონი უმუშევარია, თუ ჩვენს ქალაქებში დანაშაულის დონე თითქმის სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერ სახელმწიფოში, თუ ქვეყანაში 4 მილიონი უსახლკაროა, თუ კორუფციამ მმართველობაში არნახულ დონეს მიაღწია და გარშემო ყველაფერი მოიცვა?!


«რომის კლუბმა» წარმატებას მიაღწია ქრისტიანული ეკლესიების გაყოფაში; მან წარმატებას მიაღწია ქარიზმატული ფუნდამენტალისტებისა და ევანგელისტების არმიის შექმნაში, რომლებიც სიონისტური სახელმწიფოს _ ისრაელისთვის იბრძოლებენ. სპარსეთის ყურეში ომისა და გენოციდის დროს მე ათეულობით წერილს ვღებულობდი; მეკითხებოდნენ, როგორ შემიძლია, ვიყო წინააღმდეგი «ერაყის წინააღმდეგ სამართლიანი ქრისტიანული ომისა?!». როგორ შემეძლო მეეჭვა, რომ მხარდაჭერა ქრისტიანული ფუნდამენტალისტების ომში («300-თა კომიტეტის») ერაყის წინააღმდეგ არაბიბლიური იყო _ ნუთუ ბილი გრეჰემი არ ლოცულობდა პრეზიდენტ ბუშთან ერთად, სანამ ხოცვა-ჟლეტა დაიწყებოდა? განა ბიბლია არ გვეუბნება «ომზე და ომის შესახებ ჭორებზე»?


ეს წერილები გვიჩვენებს, თუ რა კარგად აკეთებს თავის სამუშაოს ტავისტოკის ინსტიტუტი. როგორც იგეგმებოდა, ქრისტიანული ფუნდამენტალისტები იქცევიან მძლავრ ძალად, რომელიც მხარს უჭერს ისრაელის სახელმწიფოს. რა სამწუხაროა, რომ ეს მშვენიერი ხალხი ვერ ხვდება, რომ «რომის კლუბი» უხეშად მანიპულირებს მათით და რომ მათი მოსაზრება და შეხედულება არ არის პირადად მათი, არამედ შექმნილია მათთვის «300-თა კომიტეტის» ასობით «ტვინის ცენტრის» მიერ, რომლებიც გაფანტულია მთელი აშშ-ის ტერიტორიაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც შეერთებული შტატების სხვა დანარჩენი მოსახლეობის ფენებს, ქრისტიანულ ფუნდამენტალისტებსა და ევანგელისტებს საფუძვლიანი «ტვინის გამორეცხვა» ჩაუტარდათ.


ჩვენ, როგორც ერი, მზად ვართ, მივიღოთ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკული ცხოვრების წესის ნგრევა, რომელიც ოდესღაც მთელი მსოფლიოს შურის საგანი იყო. არ იფიქროთ, რომ ეს თავისით მოხდა, არ ჩავარდეთ სინდრომში «დრო იცვლება...». დრო არაფერს ცვლის, ამას ხალხი აკეთებს. მცდარია მოსაზრება, რომ «300-თა კომიტეტი» და «რომის კლუბი» სუფთა ევროპული ორგანიზაციებია. «რომის კლუბს» უზარმაზარი გავლენა და ძალაუფლება აქვს შეერთებულ შტატებში; მას საკუთარი კაპიტალი აქვს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში.


მისი ლიდერი _ სენატორი კლეიბორნ პელი, ხოლო ერთ-ერთი წევრი ფრენკ მ. პოტერი გახლავთ, კონგრესის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის ყოფილი დირექტორი. კლუბის ყველაზე დიდი წარმატებაა, რომ აშშ-მა ვერ შეძლო 21-ე საუკუნეში შესვლა, როგორც ძლიერმა ინდუსტრიულმა სახელმწიფომ. კლუბის ანტიბირთვული პოლიტიკის ეფექტი უნდა გაიზომოს გაჩერებული ბრძმედის ღუმელების, მიტოვებული რკინიგზის სადგურების, ჟანგით შეჭმული მეტალურგიული ქარხნების, დიდი ხნის წინ დახურული გემთმშენებელი ქარხნების და მთელ ქვეყანაში გაბნეული ღირებული კვალიფიციური ძალების რაოდენობით, რომელთა თავიდან შეკრებაც აღარ გამოვა.


«რომის კლუბის» სხვა წევრები აშშ-ში არიან უოლტერ ა. ჰანი (Walter A. Hahn) კონგრესის კვლევითი სამსახურიდან (Congressional Research Service) და ასევე ცნობილი ეკონომისტები _ ენ ჩიტემი (Аnn Cheatham) და დუგლას როსი (Douglas Ross). როსის ამოცანა, მისივე სიტყვებით, იყო «რომის კლუბის» პერსპექტივების ტრანსფორმირება საკანონმდებლო აქტებად, რათა დახმარებოდა ქვეყანას სიუხვის ილუზიისგან გათავისუფლებაში». ენ ჩიტემი ორგანიზაციის «კონგრესის მომავლის საკითხების კლირინგული პალატა» (Congressional Clearing Hruse For The Future) დირექტორი იყო.


მისი ამოცანა იყო კონგრესის იმ წევრების დამუშავება, რომლებიც ასტროლოგიისა და «ახალი ხანის» (New Age) ყველანაირი სისულელის მიმართ მგრძნობიარენი იყვნენ. ერთ დროს მის ლექციებს 100 კონგრესმენზე მეტი ესწრებოდა. ენ ჩიტემი ყოველდღიურად ატარებდა სესიებს, რომლებზეც თავისი «ოკულტური აღქმის» საფუძველზე სრულიად სხვადასხვა ასტროლოგიურ «პროგნოზებს» აცხადებდა. კონგრესმენების გარდა, მის სესიებს სხვა მნიშვნელოვანი პერსონებიც ესწრებოდნენ, ისეთები, როგორც არიან მაიკლ უოლში (Michel Walsh), ტორნტონ ბრედშოუ (Thornton Bradshow) _ «300-თა კომიტეტის» წამყვანი წევრი და დავიდ სტრენლაიტი (David Sternlight), სადაზღვევო კომპანია «ოლსტეიტ ინშურანს კომპანის» (Allstate Insuranse Company) უფროსი ვიცეპრეზიდენტი.


«300-თა კომიტეტის» ყველაზე მნიშვნელოვან წევრთაგან რამდენიმე ნატოს წევრიც არის (ფაქტი, რომელიც უნდა გვახსოვდეს). «300-თა კომიტეტის» ეს წევრები ერთდროულად რამდენიმე თანამდებობას იკავებენ.


ერთდროულად ნატოსა და «რომის კლუბის» წევრები გახლავთ: ჰარლანდ კლივლენდი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში; ჯოზეფ სლეიტერი, «ასპენის ინსტიტუტის» დირექტორი; დონალდ ლეში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი მუშაკი; ჯორჯ მაკგი და კლეიბრონ პელი – ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.


მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს მათი სახელები, თუ გნებავთ, სია, რათა სატელევიზიო პროგრამებსა და ახალ ამბებში მათი გამოჩენისას ყოველთვის გვახსოვდეს, ვინ არიან და რის უკან დგანან. Mოდუს Vივენდი-ის დაზვერვის მიხედვით, კომიტეტის წევრები ხშირად ჩნდებიან ტელევიზიაში, ჩვეულებრივად, ყველაზე უცოდველი ნიღბების ქვეშ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მათი საქმე როდია უდანაშაულო.


«300-თა კომიტეტმა» ჩანერგა თავისი აგენტები შეერთებული შტატების გულში _ მთავრობაში, კონგრესში, პრეზიდენტის მრჩევლების პოსტებზე, ელჩებისა და სახელმწიფო მდივნების თანამდებობებზე. დროთა მანძილზე «რომის კლუბი» ატარებს კრებებსა და კონფერენციებს, რომლებიც, მიუხედავად უწყინარი დასახელებებისა, ფაქტობრივად, სამუშაო კომისიებად იქცევა, რომელთაგან ყველას აქვს დავალებული სპეციალური ამოცანა და მითითებული _ შესრულების ვადებიც. «300-თა კომიტეტი» საგანგებო მდგომარეობის გარეშე ძალიან ზუსტი განრიგით მუშაობს.




http://geworld.net/View.php?ArtId=5684&Title=jon+kolemani+%C2%AB300-Ta+komiteti%C2%BB&lang=ge

ქართული არხის გადაცემა მამა გაბრიელზე

გადაცემის სტუმრები: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი, ექიმი ზურაბ ვარაზი, იურისტი დავით ჩიკვაიძე, მსახიობი დავით გიორგობიანი და მამა გაბრიელის სულიერი შვილები




მამათა გამონათქვამები – განკითხვაზე

წყენის დათმენა უნდა ისწავლოთ, თითქოს ეს წყენა შენ კი არა, სხვას ეხებოდეს. ასეთი წვრთნით სიმშვიდესა და თვით უფლის სასუფეველს მოიპოვებთ. სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად მოყვასის განკითხვას მოერიდეთ. ყურად იღეთ ეს ყოველივე, რათა არა განიკითხოთ. თავსა ჰკითხე: სადა ვარ მე? უნდა განაგდოთ თქვენგან სევდა და სასოწარკვეთა. ეცადეთ, რომ ხალასი და მხნე სული შეინარჩუნოთ. ზირაქის თქმით, სასოწარკვეთა დღეებს ამოკლებს


წმ. სერაფიმე საროველი

—————————————————————————

კაცმან სახიერმან, რაჟამს იხილის ძმაი თვისი დაბრკოლებად და დაცემად, არა განიკითხავნ მას, არამედ ეკრძალებინ, რაითა არა იგიცა ეგრეთვე დაეცეს


წმ. იოანე ოქროპირი

—————————————————————————

როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.


წმ. ბასილი დიდი

—————————————————————————

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.


წმ. ეფრემ ასური

—————————————————————————

ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.


წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

—————————————————————————

უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.


ღირსი მოსე

—————————————————————————

ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას და შენი თავი არ დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.


წმ. ალექსი ბერი (შუშანია)









მამათა გამონათქვამები – სიმდაბლეზე

ვინც მეტად შეიცნობს უფალს, მით უფრო მდაბალი ხდება, ეშინია და უყვარს იგი


წმ. ტიხონ ზადონელი

—————————————————————————

სიმდაბლე არის ოფლი და ხორციელი შრომა და ვედრება უფლის მიმართ, რათა ადამიანმა თავისი თავი ყველა დაბადებულზე დაბლა მდგომად შერაცხოს


წმ. სისო დიდი

—————————————————————————

დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება! მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს.


წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

—————————————————————————

მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.


წმ. იოანე სინელი

—————————————————————————

ჭეშმარიტი სიმდაბლის ნიშანია, როცა სულს საერთოდ არ სჯერა თავისი კეთილი საქმენი და მუდამ ცდილობს, შეიძინოს ისინი.

უკეთესია საკუთარი უძლურების და ნაკლოვანებების შეგრძნებით სიმდაბლის მოპოვება, ვიდრე ყალბი გამოსწორების იმედით ამპარტავნებაში ჩავარდნა.


წმ. ამბროსი ოპტელი




მამათა გამონათქვამები – ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე

სიყვარული სულით გვაერთებს მათთანაც, ვინც დროსადა სივრცეში განგვეშორა.


წმ. ბასანოფი დიდი

—————————————————————————


ღმერთთან მიახლების სურვილისათვის. ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, ის თავის თავს წუთისოფლის სტუმრად და მგზავრად მიიჩნევს, რამეთუ სულით და გონებით ერთადერთს – ღმერთს ჭვრეტს


წმ. სერაფიმე საროველი

—————————————————————————

ვინც მოყვასს წრფელი სიყვარულით ემსახურება, მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, ხოლო ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს და ზარმაცია, უსაქმურობაც კი ღლის.


სქიმ-მონაზონი პაისი მთაწმინდელი

—————————————————————————


ვინც მეტად შეიცნობს უფალს, მით უფრო მდაბალი ხდება, ეშინია და უყვარს იგი


წმ. ტიხონ ზადონელი

—————————————————————————


არ შეიძლება ითქვას – ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი… უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა… თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.


ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი






მამათა გამონათქვამები – ქორწინებაზე, ოჯახზე, ბავშვებზე

ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს თავგანწირვას, ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, სულიერ და ფიზიკურ სრულყოფას. ამავე დროს ქორწინებით ხდება ადამიანის მთელი ცხოვრების ფერისცვალება.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

—————————————————————————

„გარეგნულმა სილამაზემ, – წერს წმ. იოანე ოქროპირი, – მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა… – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. ამიტომაც თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ვის ირჩევს ადამიანი ცხოვრების თანამგზავრად. ასევე გასათვალისწინებელია ის წინაპირობანი, რაც განსაზღვრავს ამ კავშირს. თუ ოჯახის შექმნას მხოლოდ ხორციელი ვნება ან ანგარება განსაზღვრავს, იგი, ფაქტობრივად, თავიდანვე განწირულია დარღვევისათვის, რადგან მიწიერ, წარმავალ ღირებულებებზეა დაფუძვნებული.


ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

—————————————————————————

ჯობს ხშირად ღმერთს ელაპარაკო შენი შვილის შესახებ, ვიდრე შვილს ღმერთის შესახებ.
ყმაწვილის სულს თავისუფლება სწყურია, ამიტომ ძნელად ეგუება ნაირ-ნაირ დარიგებას. იმის მაგივრად, რომ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით თავი აბეზრო და ყოველი წვრილმანისათვის ლანძღო, ეს საქმე ქრისტეს მიანდე, ღვთისმშობელს და წმინდანებს და მათ თხოვე მისი გამოსწორება. ბავშვს ისე მოექეცით, როგორც კვიცს ექცევიან: ხან მიუშვებენ, ხან მოწევენ სადავეს. როცა კვიცი წიხლებს ისვრის, ხელს ნუ შეუშვებ სადავეს, ოდნავ მოუშვი, თორემ აღვირს გაწყვეტს. მაგრამ როცა დამშვიდებულია, მოჭიმე სადავე და წაიყვანე იქით, საითაც გსურს.
მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები, ე.ი. ბავშვი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გინდა იყოს: შენი ორეული.


ათონელი ბერი ეპიფანე

—————————————————————————

ჩვენ დამჯერე შვილები გვინდა გვყავდეს, ჩვენ თვითონ კი არ გვინდა ღმრთის დამჯერენი ვიყოთ.


აბბა აღათონი

—————————————————————————

სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არი; სიყვარული ტანჯვაა; „ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა“ – ამბობს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისთვის. სადაც გამოერევა ადამიანის „მე“, იქ უთუოდ უნებლიედ წარმოსდგება მონებაცა ერთისა მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერს, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთა შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი „მე“ და შეერთდე იმის „მესთან“; მაშინ აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გადაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა…


წმიდა ილია მართალი

—————————————————————————

არც მამაკაცს და, მით უმეტეს, არც ქალს არა აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით, მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე. და აი, ჩნდება კითხვა: უნდა დავემორჩილო ასეთი ძალადობის ზეწოლას, როცა არის საშიშროება ყველაფერ ძვირფასის განადგურებისა? უბედურ ქორწინებათა უსასრულო რაოდენობა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ თითოეული მხარე თვლის თავს იმის მესაკუთრედ, ვინც უყვარს. თითქმის ყველა სირთულე ქორწინებისა აქედან მოდის. ქორწინების უდიდესი სიბრძნეა, მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს. ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია, იქ კი სრული თავისუფლებაა.


მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი






მამათა გამონათქვამები – რწმენასა და ურწმუნოებაზე

ქრისტე რწმენას მოჰყავს გულში და იქ ავანებს მშვიდობითა და სიხარულით. ამაოდ როდი ამბობენ ღმერთზე: წმინდაა იგი და წმინდათა შორის განისვენებს

წმ. იოანე კრონშტადტელი

—————————————————————————

არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.

მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

—————————————————————————

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

—————————————————————————

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

—————————————————————————

ურყევი რწმენა არის ძლიერი ბურჯი და ქრისტე ყველაფერია მორწმუნესათვის

წმ. მარკოზ მონაზონი





მამათა გამონათქვამები – მოწყალებაზე

ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

—————————————————————————

ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას – ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, – იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ – შენია, რაც არა – დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

—————————————————————————

არ არსებობს სიკეთე, რომელიც სიყვარულისგან არ წარმოშობილა. მაშ, განვამტკიცოთ ერთმანეთისადმი სიყვარული, რამეთუ ” … აღმასრულებელი სჯულისაო სიყვარული არს” (რომ. 13.10).

იოანე ოქროპირი

—————————————————————————

ცოტაა, არ გააკეთო ბოროტება, – სიკეთე უნდა ქმნა; უნდა ეძებო კიდეც შემთხვევა სიკეთისათვის. ვინც ეძებს ასეთ შემთხვევას, ის ყოველთვის იპოვის.

ბასილი დიდი

—————————————————————————

როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად… ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თადავ დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები…

წმ. გრიგოლ პალამა

—————————————————————————

როცა… ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო… სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

—————————————————————————

მხოლოდ ერთი საზრუნავი გქონდეს: სათნო ეყო უფალს.

აბბა პიმენი

—————————————————————————

უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს.

წმ. ისააკ ასური

—————————————————————————

რადგან ღმერთია შემოქმედი ყოველი სიკეთისა, ამიტომ ვერანაირი სიკეთე ვერ აღესრულება მის გარეშე.

მღვდელთმთავარი ტიხონ ზადონელი

—————————————————————————

“ჩემი მხოლოდ ის არის, რაც გავეცი”.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

—————————————————————————-

ვინც ეს ცხოვრება სიმდიდრის შეძენას შეალია… წაიღო კი ის მარადისობაში?

მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი

—————————————————————————–

ღმერთის შესაცნობად ადამიანისათვის ერთადერთი საშუალება – სიკეთეა.

ანტონი დიდი

—————————————————————————–

ყოველი საქმე ღმერთის სახელის მოხმობით უნდა იწყებოდეს.

ღირსი ილარიონ ოპტინელი

——————————————————————————

ვერეფრით ისე ვერ შესძლებ ქრისტეს მიბაძო, როგორც მოყვასზე ზრუნვით.

წმ. თეოფანე დაყუდებული

——————————————————————————-

მოწყალება არის დედოფალი სათნოებათა, ფრიად მსწრაფლ აღმყვანებელი ზეცად.

იოანე ოქროპირი

——————————————————————————-

მოწყალების ძალა განა იმაშია, რომ გავცეთ ცოტა ან ბევრი, არამედ – არ გავცეთ იმაზე ნაკლები, ვიდრე შეგვიძლია.

იოანე ოქროპირი
——————————————————————————–

მიმღების მადლობა, მიმცემს კიდევ მეტი ძღვენის გასაღებად აღძრავს.

ღირსი ისააკ ასური

——————————————————————————–

გულითადი მადლიერება კეთილისმყოფელ ღმერთს კიდევ უფრო მეტი წყალობისათვის აღძრავს.

გრიგოლ ნოსელი






четверг, 27 февраля 2014 г.

ქრისტიანობის მდევნელთ ბევრჯერ ეგონათ, რომ მას საბოლოოდ

მოუღეს ბოლო. ქრისტიანობა კი ძალას იკრებდა და ყვაოდა. მიუხედავად ამ ისტორიული გამოცდილებისა, ზოგიერთ ჩვენ თანამედროვეს დღესაც ჰგონია, რომ ქრისტიანობა შესაძლებელია ძალით აღმოიფხვრას. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ მის წინააღმდეგ ყველა საშუალება არაერთხელ იქნა გამოყენებული და ყოველთვის უშედეგოდ.




ამ ქვეყნად არ არსებობს სარწმუნოება, რომელსაც ესოდენ სასტიკი დევნა, წამება, ცილისწამება განეცადოს, ვიდრე ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას. გარედან მას წარმართები დევნიდნენ, შიგნიდან - ერეტიკოსები. მთელი ისტორიის განმავლობაში ყოველი მისი ნაბიჯი ურიცხვი მსხვერპლით არის აღბეჭდილი და უდანაშაულოთა სისხლით მორწყული. განა არ ვიცით, რომ სიკეთე ფასდაუდებელია და რომ საუკეთესო ყველაზე მეტად ფასობს.



ქრისტიანულ რწმენას თავისი ძალით არაფერი აღემატება. მრავალი მახვილი, მას რომ ებრძოდა, გაცვდა. მეფეებს, მის აღმოფხვრას რომ ლამობდნენ, ბოროტად აღმოხდათ სული; სამეფოები, მას რომ ებრძოდნენ, აღიგავნენ პირისაგან მიწისა; ქალაქები მას რომ უარყოფდნენ, ნანგრევებად იქცნენ; ერეტიკოსები, მის გაუკუღმართობას რომ ლამობდნენ, ანათემას მიეცნენ და სულითა და ხორცით წარწყმდნენ. ქრისტიანული რწმენა კი დღემდე ჰგიეს.



იულიანე განდგომილი ქრისტეს ეკლესიას დაუნდობლად ებრძოდა, მაგრამ ბასილი დიდი და ათანასე დიდი მას არ შეუშინდნენ. უშჯულო იმპერატორს მათ ბოროტი აღსასრული უწინასწარმეტყველეს, რაც აღსრულდა კიდეც. "გადაივლის ეს ღრუბელი", ეუბნებოდა წმინდა ათანასე თავის სამწყსოს და მართლაც გადაიარა. ასე გადაივლის უღმერთოების ყველა ღრუბელი.




ქრისტიანობა იმისათვის არ გაცხადებულა, რომ ახალი ცივილიზაცია გაებატონებინა. მოვიდა იმისთვის, რომ კაცობრიობისთვის ახალი რელიგიური სული შთაებერა, განეწმინდა და განეცხოველებინა ადამიანური სინდისი.
სრულყოფილ ქრისტიანულ სულს ძალა შესწევს იარსებოს როგორც ყოველგვარი ცივილიზაციის გარეშე, ასევე მსოფლიო ცივილიზაციის მსხვილ ცენტრებში.





ჩვენი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში წარმართულ სიბნელესა და ბუნების სტიქიათა მონობაში ცხოვრობდნენ. მონობას მათ დიდი ჯაფით დააღწიეს თავი, სულიერად ამაღლდნენ და ცოცხალი ღმერთის თავისუფალ შვილებად შეიქმნენ. როგორც პეპელა არ დაუბრუნდება ჭუპრს, საიდანაც ამოფრინდა, ასევე ჩვენც არ დავბრუნდებით წარმართული სარწმუნოების ხრწნად ნაჭუჭში.



წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)







შევარდნაძე მამა გაბრიელს ფსიქიატრიულში "ამოლპობას" უპირებდა- რას იგონებს წმინდანის მკურნალი ექიმი (ექსკლუზივი)

 27-02-2014

"მიამბო, როგორ დაწვა ლენინის სურათი, მერე ცეცხლმოკიდებულ სურათზე როგორ შედგა და იცეკვა."

"სახლის ჭერზე ხვრელი იყო, იქედან სისხლიანი პატარა ბავშვები ცვიოდნენ. დახოცილი ბავშვების დიდი გროვა იყო."

გოდერძი ურგებაძე საბჭოთა კავშირში პირველი სასულიერო პირი იყო, რომელიც ბერად აღიკვეცა, საეკლესიო სახელით - ბერი გაბრიელი.

სასწაულები მის ცხოვრებაშიც მრავლად იყო და გარდაცვალების შემდეგაც. ამ ყველაფერზე სრულყოფილად ერთ სტატიაში საუბარი შეუძლებელია. წმინდანის შესახებ მისი მკურნალი ექიმი - ავთო ვარაზი მოგვითხრობს:

- 1994 წლის ბოლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, წყალმანკი ჩამოუყალიბდა, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. აღარ დამიყოვნებია, მცხეთაში წავედი. მისი საკანი შთამბეჭდავი იყო: ყოველ მხარეს, საითაც უნდა გაგეხედა, ხატი გახლდათ დაბრძანებული. თვალდახუჭული იწვა. მივუახლოვდი თუ არა, ვთხოვე, - მამაო, დამლოცეთ-მეთქი. შემომხედა, თავზე ხელი დამადო და, - ქრისტე ღმერთმა გაკურთხოსო! მერე დედა პარასკევას უთხრა: ნახე, ექიმი მოვიდა და ჯერ ლოცვა-კურთხევა აიღო. აქ ვინც შემოდის, ყველა ექიმი მეუბნება, - როგორ ხარ? მე კი ვპასუხობ, - ბერი ვარ და როგორ უნდა ვიყო, ძალიან კარგად ვარ-მეთქი. ისინი ეკლესიურები არ არიან და ჩემთან საქმე არ აქვთო! გასინჯვის შემდეგ ავუხსენი, რომ მუცლიდან სითხის ამოღება იყო საჭირო. თანხმობა და კურთხევა მომცა. 10 ლიტრამდე სითხე ამოვიღე. მოეშვა, ამოისუნთქა. ეს პროცედურა რამდენჯერმე გავუმეორე. 9 თვის შემდეგ რაჭაში 1 კვირით მინდოდა წასვლა და მამა გაბრიელს დავეთხოვე, მუცელში დრენაჟი ჩავუყენე, რომელსაც საკეტი ჰქონდა და ვთხოვე, სითხე თუ შეგაწუხებთ, ეს საკეტი მოატრიალე და გადმოიღვრება-მეთქი. გაეცინა, - "კრანტი" დამიყენეო? 1 კვირის შემდეგ მოსანახულებლად რომ მივედი, სითხე აღარ ჰქონდა, ხელები მაღლა ააპყრო და თქვა: უფალმა ამოიღოო. მას შემდეგ წყალმანკით აღარ შეწუხებულა.

- განვლილ ცხოვრებაზე რას გიამბობდათ?

- ვერ ვბედავდი, რაიმე მეკითხა, მაგრამ ამბებს თავად ჰყვებოდა. ერთ დღეს მიამბო, როგორ დაწვა ლენინის სურათი, მერე ცეცხლმოკიდებულ სურათზე როგორ შედგა და იცეკვა. ამის გამო დააპატიმრეს. იხსენებდა - "კაგებეში" რომ წამიყვანეს, უკან 7 ავტომატიანი კაცი მომყვებოდა. ვეუბნებოდი, - შვილო, თქვენ ეშმაკისგან შეშინებულები ხართ, ხელში ჯოხიც კი არ მიჭირავს და 7 ადამიანს რა უნდა გიქნათო? კამერაში რომ შემიყვანეს, სამოსელი გამხადეს, მაისურის ამარა დამტოვეს, ჯვრები და ხატები ჩამომართვეს. ვთხოვე, არ წაეღოთ; ვუმეორებდი, - ბერი ვარ-მეთქი. მპასუხობდნენ: ბერი კი არა, ხალხის მტერი ხარ და მალე გაგანადგურებთო. კამერაში მარტო დავრჩი. ლოცვის ჟამმა რომ მოაწია, ვიფიქრე, - რა ვქნა-მეთქი? დავინახე, კუთხეში ცოცხი იდო, მისი სახელურიდან 2 ღერო გამოვაძვრე, გადავაჯვარედინე, მაისურიდან გამოღებული ძაფით შევკარი და ჯვარი გავაკეთე. მერე ეს ჯვარი კუთხეში დავდე და ლოცვა დავიწყე, მაგრამ ეშმაკის მოციქული ჭუჭრუტანიდან მითვალთვალებდა, საკნის კარი გააღო, შემოვიდა და ჯვარი წამართვა, - აქ ლოცვა არ შეიძლებაო. გავბრაზდი, კედელთან დავდექი, ხელები გავშალე და ვუთხარი, - მე თვითონ ჯვარი ვარ. აბა, მოდი, წამართვი! ზედამხედველმა იფიქრა, რომ გიჟი ვიყავი, გავიდა და კარი მოაჯახუნაო. იხსენებდა: კომისიაზე გამატარეს, უფროსობა იყო შეკრებილი, მათ შორის - ედუარდ შევარდნაძეც გახლდათ. მან რომ დამინახა, თქვა, ეს ადამიანი სულიერად ავადმყოფი თუ არის, ფსიქიატრიულში ამოვალპობთ, თუ არა და, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო. მამა გაბრიელს უპასუხია, - ცოტა ხანი გაივლის და მოედანზე ხელგაშვერილი ეშმაკის ძეგლი რომ გიდგათ, თქვენი ხელით გადმოაგდებთ და მის ადგილზე ვარდებს დარგავთო. შევარდნაძეს უთქვამს: შენ მაგას ვერ მოესწრებიო. - მეც მოვესწრები და - შენცო...

- მას ხილვა აფხაზეთის დაკარგავასთან დაკავშირებითაც ჰქონდა, არა?

- მამა გაბრიელი ამბობდა, - საქართველო ღვთისმშობლის ეზო-მამულია, სად წაიღებენ?
ალბათ ღვთისმშობელი ჩვენზე გაწყრაო. მერე ხილვას იხსენებდა: 2 მხედარი გამომეცხადა და თეთრ სახლში შემიყვანეს. ამ სახლის ჭერზე ხვრელი იყო, იქედან სისხლიანი პატარა ბავშვები ცვიოდნენ. დახოცილი ბავშვების დიდი გროვა იყო. ეს რომ ვნახე, შევძრწუნდა და უეცრად ხმა გაისმა: მოდის! მოდის! უკან მივიხედე და ღვთისმშობელი მოდიოდა, შორიახლო დადგა და მითხრა, ამ ხალხისთვის მევედრებით? მათ საკუთარი შვილების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. ღვთისმშობელი განრისხებული გახლდათ. პირველად ვიხილე და იცით, როგორი საშიში იყოო?! მაშინ ყველას დაგვავალა, დაწერეთ, ილაპარაკეთ, ლექციები ჩაატარეთ, იქადაგეთ, ნურავინ გაიკეთებს აბორტს - ეს მკვლელობაა; ერთი ბავშვიც რომ გადარჩეს, იცოდეთ, უფალი გაცხონებთო.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.



ეს გზა ტაძართან არ მიგვიყვანს!


«ოხ, ღმერთო ჩემო! სული ძილი, ძილი,

როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!»

ილია

ბატონ ბიძინა ივანიშვილის დაპირებამ, რომ საქართველოში ქართულ ეროვნულ ტრადიციებზე დამყარებული სახალხო მმართველობა გვექნებოდა და განთავისუფლდებოდა იმ ბალასტისგან, რომელსაც «ნაცმოძრაობა» ჰქვია, ცხადია, ჩაილურის წყალი დალია. ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ რეალური მიზეზი ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისა ამერიკული პროექტი იყო ბოკერიას შუამავლობით და არა ქველმოქმედის, სამშობლოზე შეყვარებული პიროვნების კეთილი ნება და ქართველებზე გულისტკივილი. ეს გარემოება მის განცხადებაშიც აისახა, როცა ბრძანა, რომ რუსეთს არ დაელაპარაკება, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. სწორედ ამიტომ პირველი ნაბიჯი ჩვენ უნდა გადავდგათ, თანაც პუტინის მმართველობის პერიოდში. საგულისხმოა, რომ ლავროვი ვილნიუსში არც დაელაპარაკა საგარეო საქმეთა უმწიფარ და მარიონეტ მინისტრს, რომელიც მადლიერების ცრემლებს აღვარღვარებდა მონური მორჩილებით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას.


საქართველოს პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლი _ ვალერი გაბელია აცხადებს, რომ 2004 წელს პუტინი მონდომებული იყო, მოლაპარაკება დაეწყო ხელისუფლებასთან, რათა საუკუნის პრობლემა გადაეჭრათ, მაგრამ ხელისუფლებამ არ ინება საპასუხო ნაბიჯის გადადგმა, რადგან დასავლეთი და ამერიკა ცდილობენ პოსტსაბჭოთა სივრცის დისტანცირებას რუსეთისგან. ხელისუფლებისგან ამ თემის იგნორირება ნიშნავს, რომ არ აღელვებთ იმ ადამიანთა ბედი, საკუთარი სახლ-კარი და მიწა-წყალი რომ დაატოვებინეს, და გლეხები ბაზრის მაწანწალებად აქციეს. ძალიან მეიმედებოდა ბ-ნ ბიძინას ერთი ფრაზა მისთვის ჩვეული ჟესტიკულაციით: «აი, გახსოვთ, როგორი ცხოვრება იყო საბჭოთა კავშირის დროს»... და აღარ დაამთავრა «ნაცების» შიშით. მეიმედებოდა ბერას სიმღერის ტექსტიც: «ქართული, ყველაფერი ქართული»...


თუ ვინმე ფიქრობს, რომ საბჭოეთმა დამოუკიდებლობა წაგვართვა და დღეს ამ ბედნიერებით ვტკბებით, იქნებ მიპასუხოს, რატომ იმართება ჩვენი სამშობლო ევროპა-ამერიკის დირექტივებით, თანაც უფრო ვერაგულად და მიზანმიმართულად?! ხელისუფლების წარმომადგენელთა დაავადებულ ცნობიერებაში სამშობლოს სიყვარული საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვამ ჩაანაცვლა. ფინანსდება მხოლოდ არაეროვნული პროექტები და შეჩერებულია ქვეყნის ეროვნული განვითარების ყველა ბერკეტი.


მეიმედებოდა, რომ რესპუბლიკელებს ბატონი ბიძინა გვერდზე გასწევდა, როგორც არაეროვნულ ძალას, მაგრამ ყველა ბერკეტი რესპებს ჩაუგდო ხელთ და ეროვნული ტრადიციების მაგინებელი პრეზიდენტი თავისივე კეთილდღეობისთვის აირჩიეს. ნაცვლად სახალხო მმართველობისა, რომლის შემკვეთიც ხალხი უნდა იყოს, ხოლო ხელისუფლება _ შემსრულებელი, მივიღეთ ლიბერასტული მმართველობა, რომელიც ემსახურება თავად ხელისუფლების წევრთა და უცხოელთა, ე. წ. ინვესტორების გამდიდრებას, ხალხისთვის და ქართული ტრადიციებისთვის მიუღებელი უცხო კანონების შემოღებას და ერის თვითგანადგურებას. თუ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, ვინ დაუშალა ხელისუფლებას თუნდაც დავით აღმაშენებლის ძეგლის დაბრუნება ძველ ადგილზე? მეტიც, ძეგლი რომ არ დაბრუნდეს, იმ ადგილზე საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყეს! დღემდე იძულებულს ხდიან საზოგადოებას, სულაქოთებული კრიმინალი «ნაცების» განცხადებები ისმინოს ხელისუფლების წევრთა არაფრისმთქმელ განცხადებებთან ერთად დიალოგის რეჟიმში, რაც საზოგადოების ზიზღსა და სიძულვილს იწვევს.


პარლამენტის თავმჯდომარე თუ, ერთის მხრივ, მკვლელი «ნაცების» სახის გადარჩენას დემოკრატიის გადარჩენად მიიჩნევს, რაც 17 აპრილს პრაღაში ვიზიტისას განაცხადა, მეორე მხრივ, უკრაინაში მიტინგების დარბევის საპასუხოდ მთავრობის მიმართ (წერილობითი) პროტესტი გამოხატა «ნაცებთან» ერთად და აცხადებს, რომ მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას ეკისრება _ ეს ამაზრზენი ცინიზმია!


«ნაცების» სახის გადარჩენით თავის გადარჩენა უნდა «ოცნებას», რადგან დისკრედიტებულ ოპოზიციას ყოველთვის მოუგებს არჩევნებს. სხვაგვარად მას მომავალი არ აქვს.


ივანიშვილი საეკლესიო დოგმების წინააღმდეგია, მაგრამ თავად მიწესებს დოგმებს: დავით უსუფაშვილს ნუ აკრიტიკებთ, სახელმწიფო მოღვაწეა და პატივი უნდა სცეთო. ვერავინ მიკარნახებს, პატივი ვცე თუ არა უსუფაშვილს, რამეთუ პიროვნება თავად უნდა აღვივებდეს ხალხში პატივისცემას თავისი განვლილი გზით, ეროვნული თვითშეგნებით, ქვეყნისა და ერის ტკივილის გათავისებით.


ხელისუფლების იდეოლოგიურმა გებელსმა, ლევან ბერძენიშვილმა, ჩემი დედასამშობლო დუჟიან ფსიქოპატთან, სააკაშვილთან, გაათანაბრა რეიტინგით და არჩევანის წინაშე დაგვაყენა: ევროპა თუ დამნაშავე ექსპრეზიდენტის დასჯა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რა თქმა უნდა, სამართლებრივი სახელმწიფო ევროპისა და ამერიკის ჩინოვნიკთა დიქტატის გარეშე, რომელნიც ისეთივე კრიმინალები არიან, როგორც «ნაცები».


ირაკლი ალასანია გვმოძღვრავს, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ წინა მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში პროგრესის მისაღწევად. რამდენ კარში თამაშობს ეს არსება? სააკაშვილმა მართლაც დაანახა მსოფლიოს, რომ ჩვენს სამშობლოს მანიაკი მართავდა 9 წელი და «პროგრესიც» შემოიტანა ქვეყანაში პოლიტიკური პროქტოლოგიის სახით.


საბჭოურ პერიოდში საქართველოს სახელი სტალინთან ასოცირდებოდა, ჭეშმარიტ გენიოსთან, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ მსოფლიოში უძლიერეს სახელმწიფოს საქართველოში დაბადებული ქართველი გენიოსი მართავდა. მახსოვს, უნივერსიტეტიდან შუა აზიაში მოგზაურობის დროს როგორი სიყვარულით და ცნობისმოყვარეობით დაგვყვებოდა ადგილობრივი მოსახლეობა შეძახილებით: «საქართველო, სტალინი».


ე. წ. პრეზიდენტმა რომელიც ზოგადი განცხადებებით იფარგლება, თავი შეიკავა «ორი გვამის» თემის შეფასებისგან, სამაგიეროდ ისეთ ჯარზე ოცნებობს, რომელიც ნებისმიერ აგრესორს სურვილს დაუკარგავს საქართველოსთან დაპირისპირების. საინტერესოა, ვის უქნევს თითს უმრავლესობის პრეზიდენტი _ რუსეთს თუ თურქეთს? იქნებ ი. ალასანიას ინფორმაციას ეყრდნობა, რომ ჩვენი ჯარი პრაქტიკულად უკვე ნატოშია?


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ეკონომიკის საშუალებით აპირებენ თურქული იმპერიის აღდგენას, რომლის შემადგენლობაში იყო ბათუმიც. აგრესორი აგრესორად დარჩა, შეიცვალა მხოლოდ მიდგომები და ხმალი ფულმა ჩაანაცვლა.


2004 წლის 17 მარტს აზერბაიჯანში თურქეთის ელჩმა უნალ ჩევიკოვმა განაცხადა, რომ, ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთს აჭარაში ჯარების შეყვანის უფლება აქვს. პუტინი არ დაეთანხმა, მაგრამ როგორ მოიქცევა რუსეთის ხელისუფლება, თუ საქართველო კვლავ ევროპისკენ აიღებს გეზს? 75-მილიონიან თურქეთს აღუდგება წინ ქართული ჯარი და საჯიშე ბიჭებს უჯიშო ხელისუფლების სკამებს შევწირავთ?


ორი საუკუნე, ფაქტობრივად, რუსეთთან ერთ სახელმწიფოდ ვიცხოვრეთ და ერთიანმა ტერიტორიულმა სივრცემ შეგვინარჩუნა ტერიტორია, იდენტობა და რწმენაც. მაინც რას ელის ქართველი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველი რუსეთის ხელისუფლებისგან, როცა თავად საქართველოს ხელისუფლება არ იცავს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს?


თურქეთი ცდილობს, გაიმყაროს პოზიციები საქართველოში თურქი მოსახლეობის მიგრაციის ფონზე, რაც საქართველოს დიდ საშიშროებას უქმნის. არ გამოირიცხება შეიარაღებული აგრესიაც.


1974 წელს თურქეთმა შეიყვანა ჯარები კვიპროსში და კუნძულის 1/3 დაიკავა. ნატოს წევრი ქვეყნის _ საბერძნეთის, ასევე ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ კვიპროსის დანარჩენი 2/3 ნაწილი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდა.


ამჟამად საქართველო ქაოტური განვითარების პრინციპით იმართება და არ არის კონცენტრირებული საგარეო საფრთხეებზე, რადგან ხელისუფლება საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით არის დაკავებული. ექსპრემიერმა მინისტრებს ხელფასები ათასიდან 8 ათასამდე გაუზარდა, ხოლო დაუბეგრავი მინიმუმი 150 ლარი დააწესა, რაც ცინიზმი და მასხრად აგდებაა. ამ ქმედებით ხელისუფლებამ მდიდარი უფრო გაამდიდრა, ხოლო ღარიბი გააღატაკა, რაც ადამიანში კრიმინალური ცნობიერების გაღვიძების პრეცენდენტად შეიძლება იქცეს. ხელისუფლების უმოქმედობამ იძულებული გახადა ხალხი, უცხოეთში გადაიხვეწოს, იმათხოვროს, იქურდოს, მონურად ემსახუროს დამქირავებელს. ეს ხალხის უპატივცემულობაა და ამიტომაც უცხოური კომპანიები მონებივით ექცევიან ჩვენს მოქალაქეებს. ასეთი პოლიტიკით არც უცხო ქვეყნების ხელისუფალთა პატივისცემას იმსახურებს საქართველოს მთავრობა.


თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, კერძოდ, ყაზახეთში, პენსია 200$-დან 400$-ის ეკვივალენტია სტაჟისა და დამსახურების მიხედვით და ინფლაციის შემთხვევაში მოსახლეობა კომპენსაციასაც კი იღებს, ეს მმართველი ხელისუფლების გონიერებაზე მიუთითებს, რომელიც მალე ქვეყანას ევრაზიულ კავშირშიც გააერთიანებს.


საქართველოში კულტურის ძეგლებსაც სტატუსი ჩამოართვეს, საავადმყოფოებიც გაყიდეს, რის შედეგადაც კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია გაორმაგდა და გასამმაგდა, ხოლო საზოგადეობას დაზღვევის სახით ძაღლივით ძვალი გადაუგდეს. ასეთ დაზღვევას სჯობდა, კარგად დავიწყებული ძველი გაიხსენონ, როცა სრულიად უფასო გვქონდა სამედიცინო მომსახურება და «ევროპისკენ მიმავალ გზაზე» «წითელი ჯვრის» საავადმყოფო გახსნან, რომელშიც უფასოდ იმკურნალებდა მოსახლეობა.


დიდ პატივისცემას გამოვხატავ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, მაგრამ ასეთი გუნდი არც ქართულ საქმეს გააკეთებინებს მას და მის დისკრედიტაციასაც შეეცდება.


მსგავსი ცნობიერების ადამიანები, «მეგობარ» ევროპელთა თუ ამერიკელთა მითითებით, აღრმავებენ შუღლსა და დაპირისპირებას. ამის მაგალითია უკრაინაც, სადაც ქვეყნის «დემოკრატიული» ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო, რომელიც პირად გამორჩენაზეა ორიენტირებული, დედასამშობლოს დასანგრევად მზად არის; იმ ქვეყნის დასანგრევად, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში თუჯის, ფოლადის, ქვანახშირის, მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების წარმოების მხრივ ჩემპიონი იყო ევროპის ქვეყნებთან შედარებით. აი, რატომ ისწრაფვის უკრაინისკენ ევროკავშირი, რომელსაც, როგორც ვამპირს, მსგავსი ქვეყნების სახით ახალი, ცხელი სისხლი სწყურია თავისი არსებობის გასახანგრძლივებლად. ოპოზიციის ლიდერი ზნეობრივ დეფიციტსაც განიცდის. ამას ადასტურებს გერმანულ გეიჟურნალ MAX-ისთვის გადაღებული მისი შიშველი ფოტოსურათები, რითაც უცხო ქვეყნის პედერასტებს თავისი დაკუნთული სხეულით ვნებას აღუძრავს. ასეთმა კაცმა უნდა მართოს უკრაინის პოლიტიკური პროცესები?


საპარლამენტო უმრავლესობას არ უჩნდება პროტესტი იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც გვამებსა და სისხლზე აგებული ხელისუფლების წარმომადგენლებმა შექმნეს. მეტიც, მათ გზას აგრძელებენ გვამებისა და პოლიტიკური პროქტოლოგიის გარეშე. სამწუხაროა, რომ საუკუნეების მანძილზე მტერთან მებრძოლი ქართველის სულში ჩაკლეს სიმართლის გრძნობა და გამოხატვის თავისუფლება.


სამაგიეროდ, ბელგიის პარლამენტის წევრის _ დორან ლუის სკანდალურმა გამოსვლამ ბრიუსელში, რომელიც სისტემას დაუპირისპირდა, ქართველთა გამოღვიძების იმედი ჩამისახა: «...წადით თქვენი, ყველასი... მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტული, ე.წ. კეთილისმყოფელი პარტიებისა, კორუფციული ელიტის ფეხსაცმლის ლანჩის მლოკავებისა, წადით თქვენი, ყველასი... ვინც თამაშობს ბომბებით; წადით თქვენი... ვინც დემოკრატად ასაღებთ თავს და სინამდვილეში სისხლის სამართლის საზიზღარი დამნაშავეები ხართ!»


პარლამენტარის გამოსვლა სრულად ასახავს საქართველოს დღევანდელ რეალობას და მოუთმენლად ველი, ღირსების მქონე პრემიერი მსგავს მიმართვას კარგი კახური ტრადიციულით როდის დააბოლოებს!


მანამდე კი მინდა ნოდარ დუმბაძისეული პათოსით თავად მივმართო დაავადებული ცნობიერების მქონე საქართველოს რიგით თუ საჯარო პირებს: გაიღვიძეთ, სამშობლოს გამყიდველებო, მკვლელებო, მკვლელობისა და გვამების შემკვეთებო, დამყაჩაღებლებო, მწამებლებო, კრიმინალთა მფარველებო, «ოცნებაში» ჩანერგილებო, პროქტოლოგ-პედერასტებო, ფალოსჭამიებო, თაღლითებო, მანიაკებო; გაიღვიძეთ, «ქვეყანა აშენდა», ევროკავშირში ხართ!


იზა თამაზაშვილი,
ფილოლოგი-აღმოსავლეთმცოდნე


http://geworld.ge/View.php?ArtId=5682&lang=ge&Title=%E1%83%94%E1%83%A1+%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90+%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%90%E1%83%A0+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1


დედის წერილი: შვილო! დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ...

დედის წერილი:

შვილო! დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ, გამოიჩინე მოთმინება რომ გამიგო.

თუ ჭამისას დავისვარე, თუ ვერ მოვახერხე ჩაცმა შენი დახმარების გარეშე, იყავი მომთმენი, გაიხსენე, რამდენი ხანი დამჭირდა, რომ შენთვის მესწავლებინა იგივე.


თუ ლაპარაკისას ათასჯერ გავიმეორებ ერთი და იგივეს, ნუ შემაწყვეტინებ, მომისმინე ბოლომდე, როდესაც პატარა იყავი ათასჯერ მიწევდა შენთვის წამეკითხა ერთი და იგივე ზღაპარი, რომ უზრუნველად ჩაგძინებოდა.


როცა ნახავ, რომ ვერ ვერკვევი ახალ ტექნოლოგიებში, ცოტა მადროვე და ნუ მიყურებ დამცინავად, მე იმდენი რამ გასწავლე, როგორ გეჭამა სწორად, როგორ ჩაგეცვა ლამაზად, როგორ გებრძოლა ცხოვრებისეულ სირთულეებთან.


თუ როდესმე დამავიწყდება რამე და ჩვენს საუბარს უაზროს გავხდი, დამაცადე რამოდენიმე წუთი, გავიხსენებ და თუ არ გამახსენდა, ნუ იდარდებ, მთავარი არაა რას გელაპარაკები, მთავარი ის არის, რომ შენთან ვარ და შემიძლია გელაპარაკო.


თუ მადა გამიქრება, ნუ დამაძალებ ჭამას, მე თვითონაც ვიცი, როდის მაქვს მადა და როდის უნდა ვჭამო. თუ ფეხები გამიჩერდება და ჩემი კიდურები არ დამემორჩილებიან, გამომიწოდე, მომაშველე ხელი, ისევე, როგორც მე გაშველებდი ხელს, როდესაც შენ პირველ ნაბიჯებს დგამდი.


თუ ერთხელაც გეტყვი, რომ არ მინდა ცხოვრება და სიკვდილს ვინატრებ, ნუ გაბრაზდები, ოდესმე გამიგებ ამას.


ჩემი სიბერის შემყურე ნუ დაიდარდებ, ნუ გაბრაზდები, ნუ იგრძნობ თავს უძლურად. იყავი ჩემს გვერდით, შეეცადე გამიგო და დამეხმარო, როგორც მე გეხმარებოდი, როცა იწყებდი ცხოვრებას. დამეხმარე, რომ გავაგრძელო გზა...


დამეხმარე, რომ წავიდე სიყვარულით და მოთმინებით. ამისათვის, მე მოგიძღვნი ღიმილს და უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც არასდროს ჩამქრალა.


წყარო: ნაილი ჯინჭარაძის ფეისბუქ-სტატუსი


http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=9073&lang=ge&Title=%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:+%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D!+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94,+%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%94+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C...