როგორც ხშირად ვამტკიცებდი, გვაიძულეს დაგვეჯერებინა, რომ ამ პრობლემის ფესვები მოსკოვშია. ტვინის გაძლიერებული გამორეცხვის შედეგად ჩვენ მართლაც დავიჯერეთ ის, რომ კომუნიზმი ამერიკისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. რეალურად საქმე სულ სხვაგვარადაა: ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენსავე რიგებში მყოფი მოღალატეთა მასიდან მოდის. ჩვენი კონსტიტუცია მოგვიწოდებს, მტრები ჩვენსავე სახლში გამოვავლინოთ. ჩვენი მტრები «300-თა კომიტეტის» მოსამსახურეები არიან, რომლებიც ჩვენი მმართველობის ორგანოების სტრუქტურებში მაღალ პოსტებს იკავებენ. სწორედ შეერთებულ შტატებში უნდა შევეწინააღმდეგოთ სიბნელეს, რომელიც შთანთქმით გვემუქრება; ზუსტად აქ უნდა ვამხილოთ და გავანადგუროთ შიდა შეთქმულები.
«რომის კლუბი» ასევე პირდაპირ მონაწილეობდა სალვადორში 25-წლიანი ომის გაჩაღებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ელიოტ აბრამსის მიერ შედგენილი, ბევრად უფრო ვრცელი გეგმის განუყოფელი ნაწილი იყო. სალვადორელ მეამბოხეთა «ბოლო შეტევას», რომელიც, საბედნიეროდ, წარმატებით არ დასრულდა, «300-თა კომიტეტის» წევრი, სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი და დასავლეთ გერმანიის ყოფილი კანცლერი ვილი ბრანდტი აფინანსებდა. სალვადორი კომიტეტის მიერ ცენტრალური ამერიკის ახალი ოცდაათწლიანი ომის ზონად გადასაქცევად გამოიყენებოდა. ამ უწყინარი სახელწოდების მქონე ამოცანის _ «ანდის გეგმის» განხორციელება კისინჯერს დაევალა.
შეთქმულთა ოპერაციებისთვის სახელმწიფო საზღვრები ბარიერი არ არის. მაგალითად, ვილი ბრანდტის მიერ დაგეგმილი აქცია «ბოლო შეტევა» შესაძლებელი გახდა მისი ვიზიტის შემდეგ ფელიპე გონსალესთან, რომელიც იმ დროს «რომის კლუბის» მიერ მისთვის მიკუთვნებული ესპანეთის პრემიერმინისტრის როლისთვის ემზადებოდა. ჩემი და ჩემი რამდენიმე კოლეგის გარდა, გონსალესის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, სანამ იგი კუბაში არ გამოჩნდა. გონსალესი «რომის კლუბმა» გამოიყენა სალვადორში სპეციალურ დავალებათა ოფიცრად და გახდა პირველი სოციალისტი, რომელიც ესპანეთში გენერალ ფრანკოს სიკვდილის შემდეგ პოლიტიკურ ხელისუფლებაში მოვიდა.
1980 წლის დეკემბერში გონსალესი ვაშინგტონში «რომის კლუბის» მიერ ორგანიზებულ, სოაციალისტთა ანტირეიგანულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. გონსალესისა და კასტროს შეხვედრას მემარცხენე მეამბოხე გილიერმო უნგო ესწრებოდა, რომელიც «პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის» (Institute for Policy Studies (IPS)) პატრონაჟით მოქმედებდა. ეს არის მემარცხენე ორიენტაციის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ტვინის ტრესტი, რომელიც «300-თა კომიტეტის» ეგიდით მოქმედებდა და ვაშინგტონში მდებარეობდა. უნგოს მოქმედებების უშუალო ხელმძღვანელობას IPS-ს თანამშრომელი ახორციელებდა, რომელიც იდუმალებით მოცულ ავიაკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც ვაშინგტონიდან ჰავანაში კასტროსთან შესახვედრად მიემგზავრებოდა.
ბევრმა ჩვენგანმა მშვენივრად იცის, რომ ყველა პოლიტიკური მიმართულება, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენეც, ერთი და იმავე ხალხის მიერ კონტროლდება, რითაც აიხსნება ის ფაქტი, რომ უნგო აწ განსვენებული ნაპოლეონ დუარტეს, სალვადორში მემარჯვენეთა ლიდერის, ძველი მეგობარი იყო. სალვადორელ მეამბოხეთა «ბოლო შეტევა» ზუსტად კუბაზე ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა.
სამხრეთ ამერიკისა და შეერთებული შტატების პოლარიზაცია სპეციალური დავალება იყო, რომლის შესრულებაც «300-თა კომიტეტმა» კისინჯერს დააკისრა. მალვინის ომი (ცნობილია, ასევე, როგორც ფოლკლენდის ომი) და არგენტინული ხელისუფლების შემდგომი დამხობა, რომელსაც ეკონომიკური ქაოსი და პოლიტიკური არეულობები მოჰყვა, კისინჯერის დამხმარეთა მიერ იყო დაგეგმილი, რომლებიც ლორდ კარინგტონთან, «300-თა კომიტეტის» ერთ-ერთ საკვანძო წევრთან, ერთად მოქმედებდნენ.
«300-თა კომიტეტის» ერთ-ერთი მთავარი ცენტრი აშშ-ში _ «ასპენის ინსტიტუტი» კოლორადოში, ასევე ეხმარებოდა არგენტინაში მოვლენების დაგეგმვას, ისევე, როგორც იმ მოვლენებს, რომლებმაც ირანში შაჰის დამხობა გამოიწვია. აშშ-ისთვის ლათინური ამერიკა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავი სამხედრო შეთანხმება გვაქვს ლათინოამერიკულ ქვეყნებთან, არამედ იმიტომაც, რომ იგი ამერიკული ტექნოლოგიებისა და მძიმე სამრეწველო მოწყობილობების გასაყიდ პოტენციურ უზარმაზარ ბაზარს წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია მისცეს ახალი იმპულსი ბევრ ჩვენს დასუსტებულ კომპანიას და ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნას. არ შეიძლება ამის დაშვება, თუნდაც ოცდაათწლიანი ომი გამოიწვიოს.
იმის მაგივრად, რომ პოზიტიურად განიხილონ ეს უზარმაზარი პოტენციალი, «300-თა კომიტეტმა» იგი აშშ-ის ნულოვანი პოსტინდუსტრიული ზრდისთვის საშიშ საფრთხედ აღიქვა და დაუყოვნებლივ მიიღო ზომები, რათა არგენტინა სხვა ლათინოამერიკული ქვეყნებისთვის საჩვენებელ მაგალითად ექცია, აეძულებინა ისინი, უარი ეთქვათ ეროვნული ცნობიერების განვითარებაზე, დამოუკიდებლობასა და სუვერენულ მთლიანობაზე. ეს არის იმის მიზეზი, რომ ბევრმა ლათინოამერიკულმა ქვეყანამ ნარკოტიკების წარმოებას მიჰყო ხელი, როგორც ერთადერთ საარსებო საშუალებას, რაც შესაძლოა, შეთქმულთა მთავარი მიზანიც ყოფილიყო.
ამერიკელები არაფრად აგდებენ მექსიკას, სწორედ ამას ცდილობს კომიტეტი. ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ჩვენი წარმოდგენა მექსიკასა და სრულიად სამხრეთ ამერიკის შესახებ. მექსიკა წარმოადგენს პოტენციურ უზარმაზარ ბაზარს ყველა ამერიკული საქონლისთვის, რომელსაც შეუძლია შექმნას ათასობით სამუშაო ადგილი როგორც ამერიკელებისთვის, ისე მექსიკელებისთვის. ჩვენი სამრეწველო სიმძლავრეების გადატანა «საზღვრიდან სამხრეთით» და ადგილობრივი მუშებისთვის მონური ხელფასის გადახდა არაა არც ერთი და არც მეორე ქვეყნის ინტერესებში. ეს მხოლოდ «ოლიმპიელების» ინტერესებშია.
მექსიკა არგენტინიდან თავისი ბირთვული ტექნოლოგიების დიდ წილს იღებდა, მაგრამ მალვინის ომმა ამას ბოლო მოუღო. განვითარებად ქვეყნებში ბირთვული ტექნოლოგიების ექსპორტი შეჩერდა. ატომური ელექტროსადგურების წყალობით, რომლებიც იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, მექსიკა «ლათინოამერიკული გერმანია» გახდებოდა. მოვლენების ასეთი განვითარება კატასტროფა იქნებოდა შეთქმულთათვის, რომლებმაც 1991 წელს ბირთვული ტექნოლოგიების ყველანაირი ექსპორტი შეაჩერეს, გარდა იმისა, რომელიც ისრაელისთვის იყო განკუთვნილი.
«300-თა კომიტეტი» გეგმავს, მექსიკა დარჩეს ფეოდალური მიწათმოქმედების ქვეყნად, რაც მას საშუალებას მისცემს, იოლად გააკონტროლოს და მიითვისოს მექსიკური ნავთობი. სტაბილური და აყვავებული მექსიკა მომგებიანი შეიძლება იყოს მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ სწორედ ამას ეწინააღმდეგებიან შეთქმულები, ამიტომ ათწლეულების მანძილზე ახდენენ სხვადასხვა ინსინუაციების ინსპირირებას, ავრცელებენ ჭორებს და აწარმოებენ პირდაპირ ეკონომიკურ ომს მექსიკის წინააღმდეგ. ყოფილი პრეზიდენტის, ლოპეს პოტილიოს, ხელისუფლებაში მოსვლამდე და მის მიერ ბანკების ნაციონალიზაციამდე მექსიკა ყოველდღიურად 200 მილიონ დოლარს კაპიტალის გაჟონვის შედეგად კარგავდა, რომელსაც ორგანიზებას უწევდნენ «300-თა კომიტეტის» წარმომადგენლები უოლსტრიტის ბანკებსა და საბროკერო სახლებში.
აშშ-ს რომ პოლიტიკანების მაგივრად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი მართავდეს, ჩვენ შევძლებდით ერთობლივ მოქმედებას და წინააღმდეგობას გავუწევდით მსოფლიო მთავრობის მიერ შემუშავებულ ახალი მსოფლიო წესრიგის გეგმას – უმწეო მდგომარეობაში დააბრუნოს მექსიკა. ჩვენ რომ მექსიკის მიმართ «რომის კლუბის» გეგმა დაგვენგრია, «300-თა კომიტეტისთვის» ეს იქნებოდა შოკი, რომლიდანაც დიდხანს ვერ გამოვიდოდა. ილუმინატთა მემკვიდრეები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ არა მხოლოდ მექსიკისთვის, არამედ აშშ-ისთვისაც. მექსიკურ პატრიოტულ მოძრაობებთან საერთო პოზიციების მოძიების შემდეგ, ჩვენ აშშ-ში მძლავრი ძალა გავხდებოდით, რომელსაც არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო, მაგრამ ამისთვის ძლიერი ლიდერებია საჭირო, ჩვენ კი სწორედ ეს არ გვყოფნის.
«300-თა კომიტეტმა» მის კონტროლქვეშ მყოფი ორგანიზაციების დახმარებით შეძლო რეიგანის პრეზიდენტობის შედეგების ნულამდე დაყვანა. აი, რა თქვა ამის შესახებ სტიუარტ ბატლერმა «მემკვიდრეობის ფონდიდან»(The heritage Foundation): «მემარჯვენეებს ეგონათ, რომ 1980 წელს მათ გაიმარჯვეს, მაგრამ სინამდვილეში წააგეს». ბატლერი საუბრობდა სიტუაციაზე, რომელშიც მემარჯვენეები აღმოჩნდნენ, როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ ყველა მნიშვნელოვან თანამდებობას რეიგანის ადმინისტრაციაში «მემკვიდრეობის ფონდის» რეკომენდაციით «ფაბიანის საზოგადოების» მიერ დანიშნული ხალხი იკავებდა. ბატლერმა შემდგომ თქვა, რომ «მემკვიდრეობის ფონდი» გამოიყენებს მემარჯვენე იდეებს შეერთებული შტატებისთვის რადიკალური მემარცხენე პრინციპების თავს მოსახვევად, სწორედ იმ რადიკალური იდეების, რომლებსაც სერ ვიკერს-ჰოლი, აშშ-ის პირველი ფაბიანისტი და #1 ადამიანი «მემკვიდრეობის ფონდში», ღიად განიხილავდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე მთელი წლის განმავლობაში.
სერ პიტერ ვიკერს-ჰოლი რჩებოდა აქტიურ ფაბიანისტად, მიუხედავად იმისა, რომ იგი მეთაურობდა კონსერვატიულ «ტვინის ტრესტს». როგორც ბრიტანული ოლიგარქული ოჯახის – ვიკერსების წევრს, რომლებსაც შეიარაღების წარმოების კომპანიები ეკუთვნის, მას ჰქონდა გავლენა და ძალაუფლება. ვიკერსების ოჯახი პირველი მსოფლიო ომის დროს იარაღს აწვდიდა ორივე მებრძოლ მხარეს და ასევე ჰიტლერს მისი ხელისუფლებაში მოსვლის დროს. პიტერ ვიკერს-ჰოლის ოფიციალურ საფარს კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებული «ქალაქური და რეგიონული განვითარების ინსტიტუტი» წარმოადგენდა. დიდი ხნის მანძილზე იგი ენტონი ვეჯვუდ ბენის, ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერისა და «300-თა კომიტეტის» წევრის, ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
ვიკერსსა და ბენს «ადამიანური ურთიერთობების ტავისტოკის ინსტიტუტთან», მსოფლიოში ტვინის გამორეცხვის მთავარ დაწესებულებასთან, მჭიდრო კავშირები აქვთ. ვიკერსი სიტყვით გამოსვლისას საკმაოდ ეფექტურად იყენებს თავის ტავისტოკურ მომზადებას. გთავაზობთ შემდეგ მაგალითს განსახილველად:
«არსებობს ორი ამერიკა. ერთი _ ესაა მე-19 საუკუნის საზოგადოება, რომელიც მძიმე მრეწველობაზეა დაფუძნებული. მეორე _ ესაა მზარდი პოსტინდუსტრიული საზოგადოება, რომელიც ძველი ამერიკის ნანგრევებზე აშენდა. ზუსტად ამ ორ მსოფლიოს შორის ურთიერთობის კრიზისი ბადებს შემდეგი ათწლეულის ეკონომიკურ და სოციალურ კატასტროფას. ეს ორი მსოფლიო ღრმა ურთიერთწინააღმდეგობაშია, ისინი ვერ შეძლებენ თანაარსებობას. ბოლოს და ბოლოს პოსტინდუსტრიულმა მსოფლიომ სხვა მსოფლიო უნდა გაანადგუროს». შეგახსენებთ, რომ ეს სიტყვა წარმოთქვა 1981 წელს და ახლა ჩვენი ეკონომიკისა და წარმოების მდგომარეობის მიხედვით ჩანს, თუ რამდენად ზუსტი იყო სერ პიტერის წინასწარმეტყველება. როდესაც ხალხი მეკითხება, რამდენ ხანს გასტანს 1991 წლის ეკონომიკური ვარდნა, მომყავს სერ პიტერის განცხადებები და ვამატებ საკუთარ აზრს იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე აღარ იქნება ის ამერიკა, რომელსაც 1960-იან და 1970-იან წლებში ვიცნობდით. ის ამერიკა უკვე მოკვდა.
მე გამოვაქვეყნე სერ პიტერის სიტყვა ჩემს საინფორმაციო ბიულეტენში. ეს სიტყვა წინასწარმეტყველური იყო, მაგრამ ამერიკის მომავლის წინასწარ განჭვრეტა ადვილი იყო «300-თა კომიტეტის» მიერ დაწერილი გეგმებისა და მისი შემსრულებელი ორგანოს, «რომის კლუბის», მეშვეობით. რის შესახებ საუბრობდა სერ პიტერი თავის ევფემისტიკურ მანერაში? ჩვენს ჩვეულებრივ ენაზე თარგმანში ეს ნიშნავს, რომ ძველი ამერიკული ცხოვრების წესი, ჩვენი ჭეშმარიტი და საყოველთაო ნდობით აღჭურვილი მმართველობის კონსტიტუციური რესპუბლიკის ფორმა ახალმა მსოფლიო წესრიგმა უნდა გააუქმოს.
როგორც უკვე ვქვი, «300-თა კომიტეტის» წევრები ხშირად ყველას დასანახად მოქმედებენ. სერ პიტერი გამონაკლისს არ წარმოადგენს. ყველამ კარგად რომ გაიგოს, თუ საიდან მოვიდა იგი, სერ პიტერმა თავისი გამოსვლა ასეთი განცხადებით დაასრულა:
«მე ძალიან მოხარული ვარ, რომ «მემკვიდრეობის ფონდთან» და სხვა მსგავს ჯგუფებთან ერთად ვმუშაობდი. ჭეშმარიტი ფაბიანელები იმედოვნებენ, რომ «ახალი მემარჯვენეების» დახმარებით ისინი შეძლებენ ზოგიერთი თავისი რადიკალური იდეის გატანას. ბრიტანულ საზოგადოებას 10 წელზე მეტხანს შთააგონებდა პროპაგანდა, რომ მრეწველობა მას უფსკრულისკენ ექაჩება. ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ ამ პროპაგანდის საბოლოო შედეგი მოსახლეობის დემორალიზაცია იყო» (სწორედ ამას გეგმავდნენ «ახალი მეცნიერების» სპეციალისტები ტავისტოკიდან.)
«ეს მოხდება შეერთებულ შტატებში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების კვალდაკვალ. ეს (დემორალიზაციის პროცესი) აუცილებელია იმისთვის, რომ ხალხს მძიმე არჩევანის გაკეთება ვაიძულოთ. თუ არ იქნება მომავლის დაგეგმარება ან თუ ამომრჩევლები პროგრესს შეეწინააღმდეგებიან, დადგება ისეთი საზოგადოებრივი ქაოსი, რომლის მასშტაბებიც ახლა რთული წარმოსადგენია. ქალაქურ ამერიკას ძალიან ბნელი პერსპექტივები აქვს. ჯერ კიდევ არის საშუალება, რომ რაღაც გაკეთდეს დიდ ქალაქებში, ქალაქის მოსახლეობა შემცირდება და სამრეწველო ბაზა დაეცემა. შედეგად ეს სოციალურ კონვულსიებს გამოიწვევს.»
იყო თუ არა სერ პიტერი მედიუმი, დიდი მაგი თუ მკითხავ-შარლატანი, რომელსაც უმართლებდა? _ რა თქმა უნდა, არა. სერ პიტერმა, უბრალოდ, ხმამაღლა წაიკითხა «300-თა კომიტეტისა» და «რომის კლუბის» გეგმა, რომელიც უზრუნველყოფდა შეერთებული შტატების ოდესღაც ძლიერი მრეწველობის ნელ სიკვდილს. როგორც სერ პიტერმა იწანასწარმეტყველა, შეიძლება თუ არა, ვინმეს ეჭვი შეეპაროს იმაში, რომ «300-თა კომიტეტის» გეგმები აშშ-ის მრეწველობის ნგრევის შესახებ რეალობად იქცა?
სერ პიტერის წინასწარმეტყველებები საოცრად ზუსტი აღმოჩნდა, ბოლო სიტყვამდე. უნდა აღინიშნოს, რომ სერ პიტერ ვიკერსი (სერ პიტერ ვიკერს-ჰოლის სიმამრი) «სტენფორდის კვლევითი ინსტიტუტის» ანგარიშზე «ადამიანის იერსახის ცვლილება»-ზე მუშაობდა. ამ ანგარიშის 3000-გვერდიანი საკვანძო რეკომენდაციების დიდი ნაწილი რეიგანის ადმინისტრაციაში გადაგზავნეს. მეტიც, სერ პიტერ ვიკერსი ბრიტანული დაზვერვის «მი 6»-ის მაღალი რანგის ოფიცერი იყო და «მემკვიდრეობის ფონდისთვის» ბევრი საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება შეეძლო. როგორც «300-თა კომიტეტისა» და ნატოს წევრმა, მან იცოდა, რომ ნატომ «რომის კლუბს» სოციალური პროგრამის შემუშავება დაავალა, რომელსაც ძირფესვიანად უნდა შეეცვალა ამერიკის განვითარების მიმართულება. «რომის კლუბმა», ტავისტოკის მითითებით, «სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს» ასეთი პროგრამის შემუშავება დაავალა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ატლანტიკური ბლოკის ყველა ქვეყნისთვის და ასევე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრი ქვეყნებისთვის.
სტიუარტ ბატლერმა, სერ პიტერის პროტეჟემ, პრეზიდენტ რეიგანს გადასცა 3000-გვერდიანი «რეკომენდაციები», რომლებიც უთუოდ შეიცავდა ენტონი ვეჯვუდ ბენის, ბრიტანული პარლამენტისა და «300-თა კომიტეტის» წევრის, მიერ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. ბენმა 1980 წლის 8 დეკემბერს ვაშინგტონში შეკრებილ სოციალისტური ინტერნაციონალის წევრებს განუცხადა: «თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ვოლკერის საკრედიტო კოლაფსის პირობებში, თუ თქვენ ხელს შეუწყობთ რეიგანს საკრედიტო კოლაფსის დაჩქარებაში».
ბატლერის რეკომენდაციები რეიგანის ადმინისტრაციამ მიიღო და გამოიყენა. ეს ფაქტი მტკიცდება შემნახველ-დანაზოგებისა და საბანკო სფეროების კრახით, რომელიც რეიგანის ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში გაძლიერდა. როდესაც ბენი ამბობდა «ხელი შევუწყოთ», სინამდვილეში გულისხმობდა, რომ რეიგანისთვის ტვინი უნდა გამოერეცხათ. უნდა აღინიშნოს, რომ ფონ ჰაიეკმა _ «მემკვიდრეობის ფონდის» ერთ-ერთმა ფუძემდებელმა _ თავისი მოსწავლე მილტონ ფრიდმანი ამერიკის დეინდუსტრიალიზაციის «რომის კლუბის» გეგმების განხორციელების ხელმძღვანელად დანიშნა, რეიგანის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამოყენებით, რათა დაეჩქარებინა კოლაფსი, უპირველეს ყოვლისა, მეტალურგიის და ასევე საავტომობილო და სამშენებლო მრეწველობის სფეროებში.
გარდა ამისა, აშშ-ის მეტალურგიის მრეწველობის რღვევის ამოცანა ასევე იდგა «300-თა კომიტეტის» წევრის _ ეტიენ დავინიონის (ETIENNE D’AVIGNON) წინაშე, რომელიც ასევე ფრანგული «შავი არისტოკრატიის» წევრი იყო. საეჭვოა, რომ დავინიონის შესახებ გაეგო თუნდაც ერთ მეტალურგს და გემთმშენებელს იმ ათასებიდან, რომლებმაც ბოლო ათი წლის მანძილზე სამუშაო დაკარგეს. დავინიონის გეგმა მე სრულად გამოვაქვეყნე 1981 წელს, ECONOMIC REWIEV-ს აპრილის ნომერში. «რომის კლუბის» 1980 წლის 10 დეკემბრის იმ საბედისწერო კრებას ვაშინგტონში ესწრებოდა იდუმალი ადამიანი ირანიდან. გაირკვა, რომ ეს იყო ბანი სადრი, აიათოლა ჰომეინის სპეციალური წარმომადგენელი.
1980 წლის 10 დეკემბრის სამიტზე ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ერთმა სიტყვამ, უმთავრესად იმიტომ, რომ იგი წარმოთქვა ფრანსუა მიტერანმა _ ადამიანმა, რომელიც ფრანგულმა ისტაბლიშმენტმა უარყო და «ჩამოწერა». მაგრამ დაზვერვაში ჩემმა წყარომ ადრე შემატყობინა, რომ უკვე მუშაობენ მიტერანის «სკივრიდან ამოსაღებად», მტვრის ჩამოსაფერთხად და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ამიტომ მისი სიტყვები ჩემთვის დიდად საინტერესო იყო:
«კაპიტალისტური სამრეწველო განვითარება თავისუფლებასთან შეუთავსებელია. ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების ეკონომიკური სისტემები გამოიყენებს მანქანებს ადამიანის დასაჯაბნად, პირველ რიგში, ატომური ენერგიის დარგში, სადაც უკვე მიღწეულია სერიოზული შედეგები».
მიტერანის დაბრუნება ელისეს სასახლეში სოციალიზმის დიდი ტრიუმფი გახდა. ამან დაამტკიცა, რომ «300-თა კომიტეტი» გახდა საკმაოდ გავლენიანი იმისთვის, რომ ჯერ ეწინასწარმეტყველა მოვლენები, ხოლო შემდეგ ან ძალით განეხორციელებინა ისინი, ან სხვა საშუალებებით, რომლებიც, შესაძლოა, საჭირო გახდეს დასახული მიზნების მისაღწევად; რომ კომიტეტს შეუძლია ყველანაირ წინააღმდეგობას გაუმკლავდეს, თუნდაც ისეთ სიტუაციაში, როგორც მიტერანის შემთხვევაში, რომელიც პარიზში ძალაუფლების პოლიტიკური ჯგუფისგან სრულიად უარყოფილი იყო.
1980 წლის დეკემბრის შეხვედრაზე ვაშინგტონში «დამკვირვებლის სტატუსით» იყო ჯონ გრეჰემი, ასევე ცნობილი, როგორც ირვინ სუალი, ანტიდიფამაციური ლიგის (Anti-Defamation League (ADL) საგამოძიებო კომიტეტის უფროსი. ADL-ს პირდაპირ აკონტროლებს ბრიტანული დაზვერვა და მისი სამი განყოფილება მართავს, ანუ მი-6 და JIO. თავისი ბინძური ხრიკების ფართო ნაკრები სუალმა ლონდონური ისტენდის სანიაღვრე არხებიდან შეიწოვა. სუალი დღესაც სრულიად საიდუმლო მმართველობის SIS-ის – ჯეიმს ბონდის მსგავსი ოპერაციებით დაკავებული ელიტური სპეცქვედანაყოფის შტატშია. სათანადოდ უნდა შევაფასოთ ADL -ის ძლიერება და მისი გრძელი ხელებიც.
Комментариев нет:
Отправить комментарий