ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 апреля 2017 г.

ცნობილია, რატომ გვებრძვიან გმობის აზრები:

პირველი – აღზვავების გამო; მეორე – განკითხვის გამო. დამდაბლდი, ნუ იფიქრებ, რომ სხვებზე უკეთესი ხარ, ნურავის დასდებ ბრალს, საკუთარ თავს კი უსაყვედურე შეცოდებებისა და ცუდი მიდრეკილებების გამო, – და გმობის აზრებიც ჩაჩუმდებიან. ამასთანავე, ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ შეძრწუნდები – უნებურ გმობის აზრებს წმ. მამები ცოდვად არ თვლიან, ხოლო მათი მიზეზები ცოდვაა. 

(წმ. ამბროსი ოპტინელი)



სამღვდელოება ბავშვების ზნეობის დასაცავად

„ქვეყნის მომავალი თაობის ზნეობრივი დაცვისათვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“ – რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი
(„საპატრიარქოს უწყებანი“, №38, 19-25, 11, 2015წ.)
ვუერთდებით რა მეუფე იოანეს ამ მოწოდებას, ჩვენ, სხვადასხვა ეპარქიების მღვდლები მრევლთან ერთად მოგიწოდებთ ყველას, დავიცვათ ჩვენი შვილები უზნეობისაგან. კერძოდ, სკოლებში იგეგმება ახალი საგნებისა და სახელმძღვანელოების შემოტანა: „მე და საზოგადოება“ (3-4 კლასები) და „ჩვენი საქართველო“ (5-6 კლასები. ამ სახელწოდებით დღეს არსებული საგნისათვის ახალი სახელმძღვანელო შეიქმნება). უკვე არსებობს მასწავლებლებისათვის სამი დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილი 6-13 წლის ბავშვებისათვის. მათში შეტანილია ისეთი თემები, რომლებიც აზიანებს ბავშვის სულსა და ცნობიერებას და შესაძლოა ბავშვების ფსიქიური აშლილობის გამომწვევიც გახდეს. მაგალითად, ბავშვებს სთავაზობენ – მოდით შევცვალოთ ცნობილი ზღაპრის პერსონაჟების სქესი, ან კიდევ მიმართვა ბავშვებისადმი – „შენ ხარ ბიჭი, მაგრამ გინდა იყო გოგო...“ ან პირიქით - „შენ ხარ გოგო და გინდა გახდე ბიჭი...“. ამ სიტყვების უკან რა დიდი გარყვნილებაა, ვფიქრობთ, ყველასათვის გასაგებია.
გარდა ამისა, ეს საგნები ასწავლიან ყველა სარწმუნოების ერთმანეთში აღრევას, ღვთის ჭეშმარიტი სწავლების უარყოფას, რასაც ადამიანი სრულ ურწმუნოებამდე მიჰყავს. ამ საგნებში ერთ-ერთი ძირითადი თემაა ბავშვების მშობლებთან დაპირისპირება, ასევე ეროვნული ტრადიციების უარყოფა, რაც გამოიწვევს ბავშვებში ოჯახისა და სამშობლოს სიყვარულის გაქარწყლებას.
მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ამ საშინელი უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მშობლებს მოგიწოდებთ, ერთად ვიზრუნოთ, რათა არ დავუშვათ მოზარდების განმრყვნელი საგნების შემოტანა სკოლებში.
პედაგოგებს მოგიწოდებთ, ასწავლოთ თქვენს მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარული, მშობლების პატივისცემა, ღმრთის მცნებებით უბიწო ცხოვრება.

1. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
2. არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
3. არქიმანდრიტი პეტრე (ანდღულაძე)
4. არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი)
5. არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე)
6. არქიმანდრიტი ექვთიმე (შავდათუაშვილი)
7. იღუმენი ისიდორე (ოქროპირიძე)
8. იღუმენი იოსები (იკაშვილი)
9. იღუმენი თეოფანე (არღვლიანი)
10. იღუმენი შიო (გელაშვილი)
11. იღუმენი ანდრია (ნინუა)
12. იღუმენი ილარიონი (მიქელაძე)
13. იღუმენი იოანე (რეხვიაშვილი)
14. იღუმენი იაკობი (ავალიშვილი)
15. იღუმენი იოანე (აბასაშვილი)
16. იღუმენი რაფაელი (ხელაშვილი)
17. დეკანოზი ალექსანდრე (ბოლქვაძე)
18. დეკანოზი დიმიტრი (გორგიძე)
19. დეკანოზი ბესარიონი (მენაბდე)
20. დეკანოზი დავითი (ისაკაძე)
21. დეკანოზი დავითი (ქვლივიძე)
22. დეკანოზი ზაქარია (დავრეშიძე)
23. დეკანოზი შიო (მენაბდე)
24. დეკანოზი დავითი (ლასურაშვილი)
25. დეკანოზი არჩილი (ქიტუაშვილი)
26. დეკანოზი გიორგი (რაზმაძე)
27. დეკანოზი გიორგი (ასათიანი)
28. დეკანოზი ლევან (კუტივაძე)
29. დეკანოზი დავითი (რუხაძე)
30. დეკანოზი ელგუჯა (ბაბუნიძე)
31. დეკანოზი თადეოზი (სარალიძე)
32. დეკანოზი ირაკლი (ჭინჭარაული)
33. დეკანოზი გიორგი (გოგიჩაიშვილი)
34. დეკანოზი ბასილი (ფილფანი)
35. დეკანოზი იოანე (მიხელიძე)
36. დეკანოზი მიქაელი (წულუკიძე)
37. დეკანოზი საბა (ლევერაშვილი)
38. დეკანოზი იაკობი (სირბილაძე)
39. დეკანოზი თეიმურაზი (ბარაბაძე)
40. დეკანოზი იოსები (გოგოლაძე)
41. დეკანოზი ლაზარე (გელაშვილი)
42. დეკანოზი დავითი (ჩიტიშვილი)
43. დეკანოზი ბაქარი (ბურდული)
44. დეკანოზი ვახტანგი (სტეფნაძე)
45. დეკანოზი ზაქარია (მარგალიტაძე)
46. დეკანოზი მოსე (ოთარაშვილი)
47. დეკანოზი ბესარიონი (სულხანიშვილი)
48. დეკანოზი მიქაელი (დურგლიშვილი)
49. დეკანოზი ტარიელი (სიკინჭილაშვილი)
50. დეკანოზი საბა (გოქსაძე)
51. დეკანოზი ნიკოლოზი (გაბიძაშვილი)
52. დეკანოზი გიორგი (სანამაშვილი)
53. დეკანოზი ნიკოლოზი (თურმანიძე)
54. დეკანოზი ამირანი (გოგლიძე)
55. დეკანოზი მიქაელი (ხიხაძე)
56. მღვდელმონაზონი ბასილი (ანთაძე)
57. მღვდელმონაზონი იოანე (ჩაჩიბაია)
58. მღვდელმონაზონი ვარაქიელი (ვარდუკაძე)
59. მღვდელმონაზონი დემეტრე (გიგანი)
60. მღვდელმონაზონი ექვთიმე (არღვლიანი)
61. მღვდელმონაზონი პეტრე (ქურდაძე)
62. მღვდელმონაზონი კვირიკე (ცინდელიანი)
63. მღვდელმონაზონი ილია (ჭოველიძე)
64. მღვდელმონაზონი მაკარი (თოლორაია)
65. მღვდელმონაზონი სერაფიელი (სულამანიძე)
66. მღვდელმონაზონი ისაია (ბოკერია)
67. მღვდელი ბასილი (იაშაღაშვილი)
68. მღვდელი გაბრიელი (ვაშაძე)
69. მღვდელი ვახტანგი (დავითაშვილი)
70. მღვდელი დავითი (ნოზაძე)
71. მღვდელი ნიკოლოზი (ჩხიკვაძე)
72. მღვდელი ნიკოლოზი (ერაძე)
73. მღვდელი გურამი (გამცემლიძე)
74. მღვდელი ათანასე (ხაბეიშვილი)
75. მღვდელი დავითი (ქალებაშვილი)
76. მღვდელი დავითი (მინდორაშვილი)
77. მღვდელი ლევანი (ანთაძე)
78. მღვდელი ალექსანდრე (ქსოვრელი)
79. მღვდელი ირაკლი (ცუცქირიძე)
80. მღვდელი გიორგი (ნამგალაური)
81. მღვდელი გიორგი (მარშანიშვილი)
82. მღვდელი ლუკა (ბუცხრიკიძე)
83. მღვდელი არჩილი (ბურჯანაძე)
84. მღვდელი ალექსანდრე (დავითაშვილი)
85. მღვდელი გიორგი (ფუტკარაძე)
86. მღვდელი გიორგი (ჭიაბრიშვილი)
87. მღვდელი იოანე (წოწონავა)
88. მღვდელი გიორგი (ჩიქოვანი)
89. მღვდელი თეოდორე (ცხოვრებაშვილი)
90. მღვდელი კონსტანტინე (კობახიძე)
91. მღვდელი იოანე (ოჩიგავა)
92. მღვდელი ილია (ბუკია)
93. მღვდელი გიორგი (ნადარეიშვილი)
94. მღვდელი ვაჟა (სონღულაშვილი)
95. მღვდელი მარკოზი (შაკიაშვილი)
96. მღვდელი ნოდარი (არსენაშვილი)
97. მღვდელი შოთა (ორველაშვილი)
98. მღვდელი ავთანდილი (კარდენახლიშვილი)
99. მღვდელი გიორგი (ლაზარიაშვილი)
100. დიაკონი გაბრიელი (აბულაძე)
101. დიაკონი მაქსიმე (ჩხეიძე)

martlmadidebloba.ge

суббота, 29 апреля 2017 г.

სული ქართული დამწერლობისა.


იესოს ქართული სამოსელი


გაუხსნელი წიგნის გასაღები


მე ვარ ანი და ჰოე


მეორედ მოსვლის მთავარი ნიშანი


მითი ბჟეზინსკის ერთი ფრაზის შესახებ




უწოდა თუ არა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მტერი?
სოციალურ მედიაში თუ ინტერნეტში მკითხველი ალბათ არაერთხელ წააწყდა ინფორმაციას, რომლისმიხედვითაც ამ სტატიის სათაურში ნახსენები ფრაზის ავტორი ცნობილი პოლონელ-ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი, სახელმწიფო მოღვაწე და დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკია. სამწუხაროდ ასეთი ინფორმაცია ვრცელდება მორწმუნეთა წრეშიც, თუმცა დღემდე ვერავინ ვერ შესძლო ამ ფრაზის აუთენტურობის დამტკიცება ანდა დამტკიცება იმისი, რომ ეს ფრაზა მართლაც ხსენებულ პოლიტოლოგს (ანდა სხვა პიროვნებას) ეკუთვნის. შესაბამისად ვთვლით საჭიროდ წარმოგიდგინოთ დიაკვან ანდრეი გლუშენკოს (უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, მოსკოვის საპატრიარქო) საინტერესო გამოვკლევა ამ თემაზე, რომელსაც მოებმის დამატებითი ინფორმაცია თვით ზბიგნევ ბჟეზინსკის ამ თემის მიმართ დამოკიდებულებაზე.

ნაშრომი თარგმნა და მოამზადა დიაკვან ირაკლი წაქაძემ

 დიაკონი ანდრეი გლუშენკო

მიუხედავად საკმაოდ გავრცელებული აზრისა ზბიგნევ ბჟეზინსკის არასდროს არ უთქვამს რომ ”საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მტერი გახდა რუსული ეკლესია”. ეს ის სიტყვებია რომლებსაც მას ხშირად მიაწერენ. რუსი მართლმადიდებელი პუბლიცისტების მიერ მოყვანილ ამ ფსევდო-ციტატას უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნია არანაირი წყარო – არაა მითითებული ბჟეზინსკის თუნდაც რომელიმე ინტერვიუ, სტატია ანდა წიგნი. ჟურნალისტებმა, ვინც იკვლევდნენ ამ ”ციტატის” წარმოშობის საკითხს, ინგლისურენოვან ინტერნეტ სივრცეში ხსენებული გამონათქვამის რაიმე კვალიც კი ვერ აღმოაჩინეს (გამონაკლისია მხოლოდ რამოდენიმე რუსული საიტის ინგლისურენოვანი ვერსია).
ამ ”ციტატის” ერთადერთ წყაროს, რომლის დადგენაც ჟურნალისტებმა მოახერხეს და კერძოდ საიდანაც მან დაიწყო არსებობა, წარმოადგენს ”Независимая газета”-ის (”დამოუკიდებელი გაზეთი”) 1997 წლის 14 თებერვლის გამოცემა. მასში გამოქვეყნებულია ნიკიტა მიხალკოვის სტატია, სადაც ის ამბობს: ”ამას წინათ ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა – ზბიგნევ ბჟეზინსკიმ წარმოთქვა უცნაური ფრაზა: ”კომუნიზმის დანგრევის შემდეგ ამერიკის ერთადერთი მტერი დარჩა რუსული მართლმადიდებლობა”. თუმცა მიხალკოვმა არ დააზუსტა კერძოდ როდის, სად და ვისთან საუბარში ანდა რა გარემოებაში ჰქონდა ამას ადგილი. უფრო მეტიც, მიხალკოვის მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, ბჟეზინსკი არასდროს არ ყოფილა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. არც არანაირი საბუთია იმისა, რომ მიხალკოვი მანამდე როდესმე თუ შეხვედრია ბჟეზინსკის. ასეთი შეხვედრა რომც ყოფილიყო, დაუჯერებელია, რომ ბჟეზინსკის მიხალკოვის თანდასწრებით ასეთი ცინიკური ფრაზა წარმოეთქვა. და ამას ადგილი ჰქონოდა, მიხალკოვი აუცილებლად დააზუსტებდა, რომ თავად მოისმინა ეს ფრაზა. თუმცა მას თავის სტატიაში ეს არ განუცხადებია. შესაბამისად, საქმე გვაქვს ”სხვის მონაყოლთან”, რომლის აუთენტურობა არანაირად არ მტკიცდება.
გარდა ამისა, ბჟეზინსკის ამ სიტყვების ”ციტირებისას” არც თუ ისე იშვიათად აცხადებენ, რომ მან ეს ფრაზა წარმოთქვა ან 1991 ანდა 1992 წელს, ანუ უშუალოდ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ანდა დაშლის შემდეგ. მაგალითად: ”1991 წლის აგვისტოში ამერიკის მთავარი ”სპეციალისტი რუსეთის საკითხებში” ზბიგნევ ბჟეზინსკიმ განაცხადა, რომ კომუნიზმის ნგრევის შემდეგ ”დემოკრატიას” დარჩა ერთი მტერი – მართლმადიდებელი ეკლესია… მხოლოდ ერთხელ, კომუნისტური რეჟიმის დაცემისაგან გამოწვეული სიხარულით ბჟეზინსკიმ დაიძახა – ”ახლა ჩვენ დაგვრჩა ერთი მტერი – მართლმადიდებელი ეკლესია”. ეს იყო უხეში და მიუტევებელი შეცდომა ასეთი გამოცდილი ინტრიგანისათვის” [1]. ამავე დროს, თვით მიხალკოვი 1997 წელს ამბობს, რომ ბჟეზინსკიმ ეს ფრაზა ”ახლახანს” წარმოთქვა, თუმცა მიხალკოვის ხსენებულ სტატიამდე, ბჟეზინსკის ეს ”ფრაზა” არსად არაა ნახსენები.
საერთოდ ზბიგნევ ბჟეზინსკის პუბლიკაციებში ვერც კი შეხვდებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ რაიმე მკაცრ გამონათქვამებს. უფრო მეტიც, ის მართლმადიდებლობაზე საუბრობს საკმაოდ იშვიათად და არც ერთხელ არ ავლენს მის მიმართ რაიმე მტრულ დამოკიდებულებას. BBC-ის ვებ-გვერდზე მას ერთხელ დაუსვეს სწორედ ის შეკითხვა, რომელიც ამ ცნობილი ”ციტატის” საფუძველში დევს, რაზეც შემდეგი პასუხი იყო გაცემული [2]:
შეკითხვა: ”ვინაა ამერიკის მთავარი მტერი?”
ზბიგნევ ბჟეზინსკის პასუხი: ”ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ”მტერი ნომერ ერთი”. არის ამერიკისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნები, და ამერიკას მათთანაც მტრული ურთიერთობა აქვს. თუმცა, სხვათა შორის, ბევრი ის პრობლემა რომელიც ამ ქვეყნებთან ამერიკას გაუჩნდა, რუსეთი თავისთვისაც პოტენციურად საშიშ პრობლემებად აღიქვამს”.
ამრიგად, შეკითხვაზე თუ ვის განიხილავს ბჟეზინსკი ამერიკის მთავარ მტრად, პასუხი ასეთია:: არავის. უფრო მეტიც, ის ქვეყნები, რომლებსაც ბჟეზინსკი ამერიკის მიმართ იმ დროს განიხილავდა როგორც მტრულად განწყობილს, მისივე აზრით, თვით რუსეთისათვისაც წარმოადგენენ გარკვეულ საფრთხეს. როგორც ვხედავთ, ის რუსეთს არც კი განიხილავს ამერიკის მტრად (ანდა, სულ ცოტა, ხმამაღლა ამას არ აცხადებს), და მითუმეტეს არც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას განიხილავს როგორც ამერიკის ”მთავარ მტრად”. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მისი პოზიცია, რომელიც მან ღიად განაცხადა.
ამრიგად, უნდა ვაღიაროთ, რომ ხსენებული ფრაზის ბჟეზინსკისადმი მიწერა საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება, და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ”ციტატა” უნდა ვაღიაროთ მითად.
დიაკონი ანდრეი გლუშენკო,
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია,
მოსკოვის საპატრიარქო
—————-
ახლა კი ვნახოთ თუ რას ამბობს თვით ზბიგნევ ბჟეზინსკი ამასთან დაკავშირებით:
ზბიგნევ ბჟეზინსკიმ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) პუბლიცისტების მიერ მისთვის მიწერილი ფრაზა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ეკლესია ამერიკის მთავარი მტერი ხდება, უარყო

”უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის არაოფიციალური პრეს-სამსახურის” ხელმძღვანელმა ვასილი ანისიმოვმა 30 ნოემბერს (2011 წელი, მთარგმნელისაგან) ”ინტერფაქს-რელიგიის” საიტისათვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ერთხელ ესაუბრა ცნობილ ამერიკელ პოლიტოლოგს, სოციოლოგს და სახელმწიფო მოღვაწეს, ამერიკის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკის, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ცნობილი ფრაზა ” რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკის მთავარი მტერია” ბჟეზინსკის მიაწერეს. ”როდესაც ბჟეზინსკი კიევში იმყოფებოდა,- ასაბუთებდა ვასილი ანისიმოვი, – უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პრესს-სამსახურის თანამშრომლებმა სთხოვეს მას აეხსნა, თუ რატომ გამოცხადდა საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მის მიერ ამერიკის მთავარ მტრად. ის პირჯვრის წერით აცხადებდა, რომ არასდროს ამის მაგვარი რამ არ განუცხადებია, და რომ ეს მას მიაწერეს”. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში საკმაოდ გავრცელებულია აზრი, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკი ”რუსული მართლმადიდებლობის ნომერ პირველი მტერია”. ასე მაგალითად ახალგაზრდულ ჟურნალ ” Отрок”-ში, რომელიც გამოიცემა კიევის წმინდა სამების იონინსკის მონასტრის მიერ, ის შეყვანილი იყო ”კაციჭამიების” სიაში, რომელშიც სხვებთან ერთად ფიგურირებდა მანიაკი ჩიკატილო და ჩეჩენი ბოევიკი შამილ ბასაევი [3].
მართლმადიდებელი კონსპირატორები ბჟეზინსკის აბრალებენ, რომ ფრაზა ”კომუნიზმის დაცემის შემდეგ, ჩვენი ყველაზე მთავარი მტერი – რუსული მართლმადიდებლობაა” სწორედ მას ეკუთვნის. თუმცა ვერავინ ვერ შესძლო დაემტკიცებინა, რომ ეს ფრაზა მართლაც ბჟეზინსკის (ანდა სხვა პიროვნებას) ეკუთვნის. ”დალესის გეგმის” [4] და ”სიონ ბრძენთა ოქმებთან” [5] ერთად მართლმადიდებელი პატრიოტები ამ ფრაზასაც იყენებენ ”კონსპირაციის თეორიაში” რათა შეებრძოლონ ”მსოფლიოს კულისებს”, აღნიშნავს ”რელიგია უკრაინაში”.
ინფორმაციისათვის: რუსეთის ხელისუფლების მიერ იაროსლავში გამართულ პოლიტიკურ ფორუმის ვიზიტისას ზბიგნევ ბჟეზინსკიმ გამოხატა თავისი სიყვარული რუსეთის, რუსების და რუსული კულტურის მიმართ.
[4] დალესის გეგმა – რუსეთში ცნობილი კონსპირაციის თეორია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული ამერიკის სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც ცივი ომის პერიოდში შეიქმნა და რომლის მთავარი დანიშნულება იყო საბჭოთა კავშირის მოსახლეობის მორალური გახრწნა. ამ გეგმის ავტორობას მიაწერენ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს უფროსს – ალენ დალესს (1953 – 1961).
[5] სიონ ბრძენთა ოქმები – გამოგონილ ტექსტთა ფალსიფიცირებული კრებული ებრაელების მსოფლიო ბატონობის შესახებ. არსებობს მრავალი მტკიცებულება (ბეჭვდითი, სამართლებრივი და დამოუკიდებელი გამოკვლევები), რომ ისინი წარმოადგენენ პლაგიატიზმს და მისტიფიკაციას. ასე მაგალითად, ჟურნალ The Times-ში (1921 წელი) ირლანდიელმა ჟურნალისტმა ფილიპ გრეივსმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ის ”ოქმების” მისტიფიკაციას ამტკიცებდა ამ “ოქმების” 1-19 თავები კი შეესაბამება მორის ჟოლის (ფრანგი ადვოკატი, პუბლიცისტი და სატირიკოსი, XIX საუკუნე) “ დიალოგი ჯოჯოხეთში მაკიაველსა და მონტესკიეს შორის”-ის 1-17 თავებს. ხოლო ფრანგი ისტორიკოსის პიერ ტაგიეფის მიხედვით, ამ კრებულის მიზანი იყო რუსული იმპერიის მოდერნიზაციის ნებისმიერი მცდელობისთვის ხელის შეშლა, და ამ მცდელობის წარმოდგენა როგორც ”ებრაული პროექტისა”.


https://iberiana2.wordpress.com/segm/a-glushenko/




ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი – მსოფლიო პატრიარქი ბართლომე

სამწუხაროდ იმ დროსროდესაცქრისტიანული კონფესიები ერთი შეხედვითგანიცდიან შინაგან კრიზისსმთელმსოფლიოში სწრაფად იზრდება ინტერესი (თანაგრძნობა და შიშიც)  რელიგიურიფუნდამენტალიზმისადმითუმცა მე მტკიცედმჯერა,თუ  როგორ  ღიად ამბობს ყურანი (2:256) „არ არსებობს იძულება რელიგიის“; რელიგიური არჩევანი დამოკიდებულიაინდივიდის თავისუფალ ნებასთან.  „თავისუფალი ინდივიდი“- გაგებას ჩვენ ვუკავშირებთ XVIII ის  დასავლურ აზროვნებასთავისუფალი ნების კონცეფცია მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიქმება სხვაგვარადვიდრეორგანულ საზოგადოებაშითუმცა მართლმადიდებელი ეკლესია მუდმივად უსვამს ხაზს   ადამიანის თავისუფალი ნების პატივისცემის მნიშვნელობას და მის თავისუფალ არჩევანსრელიგიის არჩევანის საკითხზე.
ჩვენ მართლმადიდებლებიკატეგორიულად უარვყოფთ პროზელიტიზმის ნებისმიერ ფორმას – იქნება ეს სხვების რელიგიური აზროვნების ცვლილება ზეწოლისა და დაშინების გზითჩვენთვის თანაბრად მიუღებელიაროგორც პროზელიტების მაძიებლები ტრადიციულმართლმადიდებლურ ქვეყნებშიაგრეთვე ის მართლმადიდებლებირომლებიც თავს ახვევენსაკუთარ რწმენას სხვებსჩვენ არ გვაქვს დიალოგი მუსლიმებთან და იუდეველებთან იმისგამორათა მოვაქციოთ ისინი ჩვენს სარწმუნოებაზეასეთი სურვილები იქნებოდა რაღაცამპარტავნული და შეუწყნარებელიწინააღმდეგობრივი თავად შეხვედრისა და დიალოგისიდეისაუფრო მეტიცამ ორმხრივ დისკუსიებში ჩვენ არ ვგრძნობთ ასეთ სურვილსასევე არვგრძნობთ მსგავსს ჩვენი მუსლიმი და იუდეველი კოლეგებისგანაც.
ჩვენ შეშლილ საუკუნეში მოვუწოდებთ ქრისტიანებს მოსალაპარაკეებელ მაგიდასთანდაჯდნენ მუსლიმებთან და იუდეველებთან – ეს  სურვილი და მიზანიარათა დაანახო დადაამტკიცორომ   რელიგიური განსხვავებანი არ წარმოქმნიან კონფლიქტს ადამინებს შორისბოლოსდაბოლოსთუ კონფლიქტების მიზეზი არის რელიგიებს შორის განსხვავებანი– ერთირელიგიის მიმდევრებს შორის მაინც იმეფებდა მშვიდობა და კეთილდღეობა.  მაგრამცნობილია რომ ძალიან ხშირად კამათიკონფლიქტები და ომებიც კი ხდება ბარიკადებისსხვადასხვა მხარეს მდგომ  ერთი რელიგიის მიმდევრებს შორისხშირად ერთი რეგიონისმაცხოვრებლებს შორისაც კიამ დაძაბულ დროში ბევრი დასავლეთში მცხოვრები დასეკულარულად მოაზროვნე ადამიანებიმსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ისწრაფვისგადააქციოს რელიგია განტევების ვაცადდასდონ ბრალი სხვადასხვა პრობლემებისწარმოშობაშირომლითაც  მოცულია ჩვენი მსოფლიორაც უფრო მატულობს დაძაბულობამსოფლიოშიმით უფრო მეტად გაჰყვირიან თითქოსდა რელიგია – სათავეა ყველაბოროტების,  მოითხოვენ სუფთა საერო მიდგომას საერთაშორისო ურთიერთობებშითუმცაშესაძლებელია ეს კრიტიკა გარკვეულწილად სწორია.  საერთო ჯამში კი რელიგია არაფერშუაშიაასე მაგალითადრელიგია არ არის წყარო სოციალური უთანასწორობის დანამდვილად არ არის მთავარი მიზეზი მსოფლიოში ზრდადი ეთნიკური დაძაბულობის.
მაგრამ   ხდება ხოლმე რომ არასწორი ინტერპრეტაცია წმინდა ტექსტების ნებისმიერრელიგიაში გამოიყენება  ადამიანის ეგოისტური  ინტერესების გასამართლებლად ან  რათაუზრუნველყონ მორწმუნეების მხარდაჭერა ამა თუ იმ ლიდერისადმიმიუხედავად იმისარომ ფუნდამენტალიზმმა შეიმუშავა გარშემო ბევრი უარყოფითი გამოვლინებაერთინამდვილად მართალიაის უდავოდ გამოიყენება პირადი მიზნებისათვის ან პოლიტიკურიამოცანების გადასაწყვეტადთუმცა პატიოსანმა ხალხმა ყველა რელიგიაში უნდა იბრძოლონიმისათვისრათა პატივისცენ ღმერთს და არ  ჩავარდნენ ეგოისტურ სატყუარაშიდარჩნენმტკიცენი წყალობაშიმიტევებასა და თანაგრძნობაშირათქმა უნდა ჩემთვის ცნობილიარომყველა ქრისტიანულ დენომინაციებს შორისიუდეველების ყველა თემში,  ისლამისმიმდევრებში ყოველთვის არსებობენ უმცირესობები,  განსხვავებული შეხედულებებისმატარებლებიმათ შორის ძალიან უკიდურესებითუმცაროგორც ქრისტიანი ლიდერიმევიტოვებ იმედსსაბოლოოდ  იქნება მიღწეული სახარებისეული თანხმობაშერიგება და კარგითანამშრომლობარა თქმა უნდა ამას გულისხმობდა პავლე მოციქული როდესაც წერდა: „თუკი შესაძლოა თქვენის მხრივმშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ « (რომ 12:18)
თარგმანიშოთა კინწურაშვილი
ნაწყვეტი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წიგნიდან „მიახლება საიდუმლოებასთანმართლმადიდებლობა თანამედროვე სამყაროში.“

თანამედროვეობის ყველაზე დევნილი რელიგია

2016 წელს მსოფლიო მასშტაბით საკუთარი აღმსარებლობისათვის დაახლოებით 90,000 ქრისტიანი აღესრულა. რის გამოც ქრისტიანული რელიგია მსოფლიოს ყველაზე დევნილ რელიგიად იქნა მიჩნეული. ამ რაოდენობამ , რომლის მიხედვითაც ყოველ 6 წუთში ერთ ქრისტიანს კლავენ,  2015 წლის მონაცემებთან შედარებით იკლო.  გასულ წლის მონაცემები  105,000 მოკლული ქრისტიანს ითვლის. Fox News-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მოკლულთა მესამედი ნაწილი ისლამურ დაჯგუფებებზე მოდის(მაგ. ISIS). დანარჩენები კი სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფოებრივმა დევნამ იმსხვერპლა. მასიმო ინტროვინომ, ვატიკანის რადიოში საუბრისას განაცხადა, რომ 2016 წელს აღსრულებულ მარტვილთა 70% აფრიკულ სოფლებზე მოდის, სადაც მორწმუნეები კონფლიქტის დროს იარაღის გამოყენებაზე ამბობენ უარს და ზუსტად ეს ხდება მათი მასობრივი გენოციდის მიზეზი.
ქრისტიანობის გლობალურ კვლევათა ცენტრი, ასევე ქრისტიან მარტვილთა კვლევითი ცენტრი 2005-2015 წლებში 900,000 ქრისტიან მარტვილს ითვლის, რაც წლიურად 90,000 აღმსარებელს წარმოადგენს. ცენტრი აქვეყნებს ისტორიულ, სოციოლოგიურ და თეოლოგიურ პარამეტრებს, რათა ზუსტად იქნეს შეფასებული მარტვილტა რაოდენობა. ისინი განმარტავენ, რომ „ქრისტეს აღმსარებლები, რომლებიც სიცოცხლეს დროზე ადრე გამოასალმეს, კაცობრიობის სისატიკის შედეგებზე მოწომობენ“.
ქრისტიან მარტვილთა რაოდენობამ 2016 წელს 90,000 ადამიანი შეადგინა. კვლევებმა ამ ანგარიშში არ შეიყვანეს ჩინეთისა და ინდოეთის ეკლესიათა მონაცემები, სადაც მართალია „მიწისქვეშა“, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი ქრისტიანული დასახლებებია. ასე რომ, დევნილ და აღსრულებულ ქრისტიანთა რიცხვი შეიძლება უფრო გაიზარდოს.
წყარო: aleteia.org/2017/03/03/christians-are-the-worlds-most
მოამზადა მიხეილ ნებიერიძემ

მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი სექტად გარდაიქმნება


ინტერვიუ პერგამოსის მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასთან
საუბარი შედგა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ქ. ესექსში (დიდი ბრიტანეთი) წმ. ფილარეტის ინსტიტუტის სტუდენტებისა და პედაგოგების სტუმრობისას.
მეუფეო,  ძალიან მოხარულები ვართ თქვენთან შეხვედრით. რითი მიიქცია თქვენი ყურადღება ამ მონასტერმა? თქვენი შეხედულებიდან რა არის უფრო მეტად აქტუალური  და მოთხოვნადი დღევანდელ  ქრისტიანულ სამყაროში  წმინდა სილუან ათონელის და არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) საღვთისმეტყველო და სულიერი გამოცდილებიდან?
მე ვიცნობდი მამა სოფრონს. მე  მასში ორი ძირითადი ხაზი აღმოვაჩინე, რომელიც ჩემი შეხედულებით ძალიან მნიშვნელოვანია. მამა სოფრონი საზრდოობდა ღრმა ათონური მონაზვნობის გამოცდილებიდან და ძალიან კარგად იცნობდა ამ ტრადიციას, ამოდიოდა ისიქასტებიდან, წმინდა გრიგოლ პალამადან. იმავდროულად მას ჰქონდა ღვთისმეტყველების ღრმა ცოდნა და ინტერესი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას ქონდა არა უბრალო მოწიწებული დამოკიდებულება სულიერებასთან, არამედ ცოცხალი საღვთისმეტყველო აზროვნება, რომელიც ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მე მასში  ჩემი სულიერი მოძღვარი ვიპოვე.  ჯერ კიდევ ერისკაცი ვიყავი, როდესაც მას შევხვდი. დიდი მადლიერი ვარ მისი სულიერი მხარდაჭერის, სწორედ მან გადამაწყვეტინა მიმეღო მსოფლიო საპატრიარქოს შეთავაზება გავმხდარიყავი  კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი.
მე ვფიქრობ, რომ ამ მონასტერში შეგიძლია შეხვდე მონასტრულ ტრადიციას, რომელიც პატივისცემით ეპყრობა ღვთისმეტყველებას და აქვე იზრდება საღვთისმეტყველო აზროვნებაც. ამდენად ის მდებარეობს დასავლური სამყაროს გულში, სადაც მართლმადიდებლობის მსგავსი მოწმობა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
ორი ძირითადი საშიშროება, რომელსაც აწყდება თანამედროვე ქრისტიანული სამყარო, ეს არის სეკულარიზმი დასავლეთში და ფუნდამენტალიზმი აღმოსავლეთში. რა გზით შეიძლება ამ საშიშროებასთან დაპირისპირება, განსაკუთრებით კი ფუნდამენტალიზმთან, რომელსაც ჩვენ ხშირად ვხვდებით, მაგალითად რუსეთში?
დიახ, თქვენ ძალიან სწორად დასვით პრობლემა. ეს ორი პრობლემა და საშიშროებაა დღევანდელი მართლმადიდებლობისათვის. ქრისტიანობისათვის საერთო ჯამში ეს არის სეკულარიზმი, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ეს ფუნდამენტალიზმია. ფუნდამენტალიზმთან არცთუ მარტივია გამკლავება. ვფიქრობ, ერთადერთი საშუალება ამ საშიშროებასთან დაპირისპირების არის გავაგრძელოთ ის საქმიანობა,რაც დღეს  ჩვენ მოვალენი ვართ ვაკეთოთ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებმა და სრული იგნორირება გავუწიოთ  ფუნდამენტალისტურ მოძრაობებს. მე ვგრძნობ, რომ ეს მოძარობა დროთა განმავლობაში რაღაც სახის სექტად გარდაიქცევა და შეწყვეტს იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი. ეს გაგრძელდება მარტო იმიტომ რომ ფუნდამენტალისტები გამოეყოფიან ოფიციალურ ეკლესიას, ან თუნდაც იმიტომ რომ ოფიციალური ეკლესია იქნება იძულებული გაემიჯნოს ფუნდამენტალისტურ მოძრაობებს. ვფიქრობ, რომ არსებული მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება.  აქ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია მოვიმოქმედოთ, მხოლოდ ერთის გარდა – გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება, შევუწყოთ ხელი იმას, რომ მდიდარი მართლმადიდებლური ტრადიცია გახდეს უფრო ღია დანარჩენი მსოფლიოსათვის. ასევე უნდა შევევედროთ უფალს, რათა ჩაერიოს ამ მდგომარეობაში, რათა ეკლესიაში არ მოხდეს განხეთქილება, ვინაიდან  ასეთი საშიშროებაც არსებობს.
რათა ეკლესია დაუპირისპირდეს ფუნდამენტალიზმს, მან  უნდა წარმოაჩინოს თავისი ევქარისტიული არსი. როგორ ვაქციოთ თანაზიარების გამოცდილება, რომელსაც ჩვენ  ვიღებთ ევქარისტიაში, რეალობად მთელი ქრისტიანული სიცოცხლის მანძილზე?
დიახ, მე ვფიქრობ რომ ევქარისტიულმა გამოცდილებამ შეიძლება მოგვცეს პასუხები ყველა არცთუ მარტივ კითხვებზე, რომელსაც სვამს არა მხოლოდ კაცობრიობის ყოფა, ასევე კულტურა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თუკი მართლმადიდებელი ეკლესია შეინარჩუნებს და გაავრცელებს ამ ევქარისტიულ გამოცდილებას, ვფიქრობ რომ ამას გავლენა ექნება მთელ ჩვენ გარშემო არსებულ კულტურულ გარემოზე. თანამედროვე ადამიანები  ძალიან საჭიროებენ ამ კულტურულ ზეგავლენას დასავლეთში.
წმინდა სილუანი საუბრობდა იმაზე, რომ ქრისტესადმი სიყვარული გვთავაზობს ამსოფლიდან გასვლას. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანები მოწოდებულები არიან გარდაქმნან მსოფლიო და ასევე იყვნენ მასზე პასუხისმგებლები. როგორ შეიძლება დავაკავშიროთ საეკლესიო ცხოვრების ეს ორი მოსაზრება ერთმანეთს?
ყველას არ შეუძლია წავიდეს მონასტერში, ვიღაც მოწოდებულია იცხოვროს ერში. მაგრამ, როგორც სწამდა მამა სოფრონის,  მონასტრული გამოცდილებათაც შეიძლება ცხოვრობდე ამსოფლიოში. ამიტომ მონასტრულ ცხოვრებასა და ქრისტიანი ერისკაცის ცხოვრებას შორის  არ არსებობს რაიმე წინააღმდეგობა. მონაზონის და ერისკაცის სულიერი ბრძოლა ამსოფლიოში სხვადასხვაგვარია, მაგრამ არის რაღაც რასაც ჩვენ ვუწოდებთ ეთიკურ ღირებულებებს – რომელიც საერთოა ყველა ქრისტიანისათვის. მაგალითად, ჩვენ ვებრძვით პირად ეგოიზმს, უფრო მეტიც ეს საჭიროა არა მხოლოდ იმისათვის რათა იყო ქრისტიანი, არამედ რათა საერთოდ იარსებო. ეს რათქმაუნდა,  წინააღმდეგობაში მოდის დღევანდელ მსოფლიო ღირებულებებთან, განსაკუთრებით კი სეკულარულ ღირებულებებთან. მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწოდებულები არიან იცხოვრონ ამსოფლიოში სხვა ღირებულებებით, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო. მაგალითად, მთავარი პრობლემა დასავლურ კულტურაში – უკიდურესი ინდივიდუალიზმია. ბერ-მონაზვნობა თავისი ავთენტური სულით (რამდენადაც არის მონაზვნური ტრადიციები, მსგავს ავთენტურ სულიერებას მოკლებული) უპირისპირდება უკიდურეს ინდივიდუალიზმს და კვებავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს. ევქარისტიული გამოცდილება -ეს არის მთავარი, რომელიც დაეხმარება მართლმადიდებელ ქრისტიანს, მცხოვრებს თანამედროვე მსოფლიოში, რამდენადაც ის ატარებს თავისთავში დიალოგის(ურთიერთობის) გამოცდილებას და ეწინააღმდეგება ინდივიდუალიზმს.  სწორედ ამ გამოცდილებით უნდა მოხდეს მართლმადიდებლობის მოწმობა დასავლურ სამყაროში. ვინაიდან მათი ღირებულება ხშირად უკიდურესად ინდივიდუალისტურია, ხოლო ჩვენ უნდა დავანახოთ მათ სხვა ღირებულებები.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია ჩვენთვისაც, რამდენადაც ჩვენი ინსტიტუტის  ერთერთი პრინციპი და  საფუძველიც ეს არის.უკიდურესი  ინდივიდუალიზმის ფორმის გადალახვა, შემდგომი ეტაპი კი  დიალოგის და ურთიერთობის ატმოსფეროს შექმნაა . ეს არც ისე ადვილია დღევანდელ რუსეთში, ვინაიდან ადამიანებს ეშინიათ ერთმანეთის, არ აქვთ ნდობა და  მათი გაერთიანება  არც ისე ადვილია თვით ეკლესიაშიც კი. რამდენადაც კომუნიზმის სული კვლავაც ცხოვრობს ხალხში.
მე მწამს, რომ ეს უმთავრესია, ვიდრე მარტივად გაკეთდეს აქცენტი რომელიმე მორალურ ღირებულებაზე და აკრიტიკო საზოგადოება თანამედროვე ღირებულებების გამო -ეს უკანაკსნელი არაფრის მომცემია (აზრს მოკლებულია). მაგრამ შენ თუ სთავაზობ ალტერნატივას, ცხოვრების გზას და სულიერ არსებობას ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოს, მაშინ მინიშნებებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და მის ღირებულებებზე.
ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ უმთავრესში ჩვენი შეხედულებები  საერთოა. რომელ რუს თეოლოგს ანიჭებთ უპირატესობას?
რათქმაუნდა, მე კარგად ვიცნობ რუსულ ემიგრაციულ ღვთისმეტყველებას. მაგრამ მე ასევე დიდ პატივს ვცემ თქვენი ინსტიტუტის მფარველს წმინდა ფილარეტ მოსკოველს. ის იყო გამოჩენილი ღვთისმეტყველი, მისი ქადაგებები ძალიან ღრმაა. ვიმედოვნებ, რომ დღესაც გამოჩნდებიან ასეთი ადამიანები, როგორიც ის იყო.
ემიგრაციიდან?
მე ვსწავლობდი მამა გიორგი ფლოროვსკისთან ხუთი თუ ექვსი წელიწადი ჰარვარდში, მან მოახდინა ჩემზე საკმაოდ დიდი გავლენა. სრულად ვიზიარებ მის შეხედულებებს და მივიჩნევ მეოცე საუკუნის ბრწყინვალე თეოლოგად. ფლოროვსკის ვიცნობ ყველაზე კარგად, დანარჩენებს წიგნებიდან: ლოსკი, ბულგაკოვი და სხვები. ბულგაკოვს რაღაცეებში არ ვეთანხმები, მაგრამ ის იყო ადამიანი განსაკუთრებული გონებით.
იცნობდით  მამა ალექსანდრე  შმემანს?
მე მას ძალიან კარგად ვიცნობდი. ჩვენ ვიყავით ერთი საღვთისმეტყველო შეხედულებების. ზოგჯერ რასაც მე ვწერ, შემდგომში ვპოულობ მამა ალექსანდრესთან, ზოგჯერ კი თავიდან ამოვიკითხავ რაღაცას მის შრომებში, რაც გავლენას ახდენს ჩემზე. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო მიდგომა. ბევრი კითხულობს მას რუსეთში?
სხვა ღვთისმეტყველებთან შედარებით რუსეთში ის საკმაოდ პოპულარულია. ჩვენი ინსტიტუტის საღვთისმეტყველო სასწავლო პროგრამაში შმემანი – ერთერთი ცენტრალურია. მაგრამ ზოგიერთები  მასზე ნეგატიურად რეაგირებენ.
ფუნდამენტალისტებს ის არ უყვართ, ეს მართალია. მაგრამ მისი ღვთისმეტყველება ძალიან ღრმაა. მის წიგნებს საბერძნეთში ბევრი კითხულობს, ფლოროვსკის ნაკლებად.
თქვენი წიგნი “Being as Communion“ რომელიც ჩვენმა ინსტიტუტმა გამოსცა რუსულ ენაზე, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსული მართლმადიდებლური წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე.
სასიამოვნოა ამის მოსმენა. მე ძალიან მოხარული ვარ ჩვენი შეხვედრით. მე ძლიერ აღფრთოვანებული ვარ, რაც ხდება რუსეთის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო სფეროში. მე მჯერა, რომ ღვთისმეტყველება ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა მას  დიდი ყურადღება დაეთმოს. რუსეთმა მისცა მსოფლიოს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სტუდენტებიდან გამოჩნდებიან მსგავსი ძლიერი ღვთისმეტყველები.
წყარო: ჟურნალი   КИФА №12(166), სექტემბერი 2013 წ.
ესაუბრნენ იულია ბალაკშინა და  სოფია ანდროსენკო.
რუსულიდან თარგმნა შოთა კინწურაშვილმა

orthodoxtheology.ge

ქრისტიანობა და ცივილიზაცია


ავტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი
შორენა შამანაძის თარგმანი
მეოთხე საუკუნის დასასრულისათვის ეკლესიის ცხოვრებაში დადგა ახალი ეპოქა. ქრისტიანობა გადაიბარა იმპერიამ და ეს მოხდა ,,მოციქულთასწორი” კეისრის სახით. დასრულდა ეკლესიის იძულებითი თვითიზოლაცია და მას უკვე შეუძლია საკუთარ, კამაროვან ჭერქვეშ უმასპინძლოს ხსნამოწყურებულ ქვეყნიერებას. მაგრამ ამ ქვეყნიერებასთან ერთად წმინდა სავანეში შემოდის შიში, ეჭვი და ცდუნება. ქვეყანაზე გაბატონდა სიამაყისა და სასოწარკვეთილების უცნაური ნაზავი. ეკლესიის დანიშნულება კი მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ დახმარებოდა ხალხს სასოწარკვეთილების დაძლევასა და სიამაყის დაოკებაში. IV საუკუნე ყველანაირად ახალი დღის ეპილოგად უფრო ჩაითვლებოდა, ვიდრე პროლოგად. ეს იყო მოძველებული ეპოქის უფრო დასასრული, ვიდრე ჭეშმარიტი დასაწყისი. მაგრამ ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ ფერფლიდან ახალი ცივილიზაცია იბადება.
ნიკეური პერიოდის განმავლობაში ადამიანთა უმრავლესობისათვის ,,დაირღვა დროთა კავშირი” და კულტურის სფეროში გამეფდა საშინელი დისჰარმონია. ერთმანეთის პირისპირ დადგა ორი სამყარო – ქრისტიანობა და ელინიზმი, საქმე მივიდა კონფლიქტამდე. თანამედროვე ისტორიკოსები ჯეროვნად ვერ აფასებენ იმჟამინდელი დაძაბულობით გამოწვეულ ტკივილსა თუ კონფლიქტის სიღრმეს. ეკლესია, პრინციპში, არ უარყოფდა კულტურას. ჩამოყალიბების გზაზე იყო ქრისტიანული კულტურა. რაღაც თვალსაზრისით, ქრისტიანობას უკვე შეეტანა გარკვეული წვლილი ელინისტური ცივილიზაციის საგანძურში. ალექსანდრიული სკოლა დიდ გავლენას ახდენდა მის თანადროულ ფილოსოფიურ მიმდინარეობებზე. მაგრამ ელინიზმი არ იყო მზად საიმისოდ, რომ იოტისოდენაც კი დაეთმო ეკლესიისათვის, და ეს შეეხებოდა ნებისმიერ სფეროს. ტიპიური და მრავლისმეტყველი იყო ურთიერთობა როგორც კლიმენტი ალექსანდრიელსა და ორიგენს, ასევე კელისა (იგივე ცელი) და პორფირეს შორის. ამ კონფლიქტში გარეგნული ბრძოლა როდი თამაშობდა მთავარ როლს. ბევრად უფრო რთული და ტრაგიკული იყო შინაგანი ბრძოლა: ელინისტური ტრადიციების ყოველი მიმდევარი, რომელიც კი ცხოვრობდა იმ დროში, იძულებული იყო თავის თავზე განეცადა და გადაეტანა შინაგანი უთანხმოება თუ განხეთქილება.
ცივილიზაცია სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა ელინიზმს, მთელი თავისი წარმართული მემკვიდრეობით, სააზროვნო უნარ-ჩვევებითა თუ ესთეტიკური იდეალებით. მრავალრიცხოვან ტაძრებში ჯერ კიდევ თაყვანს სცემდნენ ელინიზმის ,,მკვდარ ღმერთებს”, მათ უჭერდა მხარს ინტელექტუალთა ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილი. იმდროინდელ სკოლაში სიარული ნიშნავდა წარმართულ სკოლაში სიარულს და წარმართი მწერლებისა თუ პოეტების შესწავლას. იულიანე განდგომილი უბრალო, ძველმოდური მეოცნებე კი აღარ იყო, უიმედოდ რომ ცდილობს მკვდარი იდეალების რესტავრირებას. იგი იყო იმ კულტურული წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელი, რომელიც ჯერ კიდევ არ დაშლილიყო შინაგანად. ძველი სამყარო გარდაიქმნებოდა, იცვლებოდა თავგანწირულ ბრძოლებში. ძირეული ცვლილებები ელოდა ელინისტური ხანის ადამიანის მთელ შინაგან ცხოვრებასაც. ეს პროცესი ნელა და დრამატულად მიმდინარეობდა და ბოლოს გასრულდა კიდეც ახალი ცივილიზაციის დაბადებით, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ბიზანტიური ცივილიზაცია. აუცილებელია იმის გაგება, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა ერთიანი ქრისტიანული ცივილიზაცია, რომელიც საერთო იყო როგორც აღმოსავლეთისათვის, ასევე დასავლეთისათვის და ეს ცივილიზაცია დაიბადა და განვითარდა აღმოსავლეთში.
თვით რომიც კი საკმაოდ ბიზანტიური იყო VIII საუკუნეში. ბიზანტიური ეპოქა იწყება თუ კონსტანტინეთი არა, თეოდოსით მაინც და მწვერვალს აღწევს იუსტინიანესთან. სწორედ მის დროში დაიწყო ქრისტიანული კულტურის გაცნობიერებული აღმშენებლობა და დასრულდა კიდეც სისტემის სახით. ახალი კულტურა წარმოადგენდა იმ დროში არსებული ყველა იმ შემოქმედებითი ტრადიციისა თუ მოძრაობის გრანდიოზულ სინთეზს, რომლებიც შეერთვნენ ერთმანეთს. ეს იყო ,,ახალი ელინიზმი”, რადიკალურად ქრისტიანიზებული, ასე ვთქვათ, ,,გაეკლესიურებული”. ბევრს დღემდე ეპარება ეჭვი ამ ახალი სინთეზის ქრისტიანულ არსში. ხომ არ იყო ეს პროცესი ,,ბიბლიური ქრისტიანობის” მხოლოდ ”მწვავე ელინიზაცია”, რომელშიც გაიქნა და ჩაიკარგა გამოცხადების მთელი სიახლე? იქნებ ეს სიახლე მხოლოდ შენიღბული წარმართობა იყო, რომელმაც მოახერხა და მოირგო ახალი ტანსაცმელი? ყოველ შემთხვევაში, ადოლფ ჰარნაკი ღრმად იყო დარწმუნებული ამაში. დღევანდელი, მიუკერძოებელი გამოკვლევების შუქზე ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით გავაპროტესტოთ მსგავსი გამარტივებული მიდგომა. ის, რასაც XIX საუკუნის ისტორიკოსები ჩვეულებისამებრ უწოდებდნენ ,,ქრისტიანობის ელინიზაციას”, სინამდვილეში იყო ელინიზმის მოქცევა ქრისტიანობაზე. მერედა, ვითომ რატომ არ უნდა მომხდარიყო ელინიზმის მოქცევა? ქრისტიანობის მიერ ელინიზმის შემოერთება ხომ სულაც არ ნიშნავდა ძნელად მოსანელებელი წარმართული მემკვიდრეობის მხოლოდ მექანიკურ შთანთქმას. პირიქით, სახეზე იყო ელინური ჭკუისა თუ გულის ჭეშმარიტი მოქცევა.
სინამდვილეში კი ხდებოდა შემდეგი. ქრისტიანული გამოცხადების მახვილმა ელინიზმი გააპო ორ, ერთმანეთის გამომრიცხავ ნაწილად. აფეთქდა შემოსაზღვრული ჰორიზონტი. სავსებით შესაძლებელია, რომ ორიგენესა და ავგუსტინეს ეწოდოთ ,,ელინისტები”. მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ მათი ელინიზმი სრულიად განსხვავდებოდა პლოტინისა თუ იულიანეს ელინიზმისაგან. იულიანეს დეკრეტთა შორის ქრისტიანებისათვის ყველაზე რთული აღმოჩნდა ის დეკრეტი, რომლის ძალითაც ქრისტიანებს ეკრძალებოდათ მეცნიერებისა და ხელოვნების სწავლება. ფაქტობრივად ეს იყო დაგვიანებული მცდელობა როგორც ცივილიზაციის შენებიდან ქრისტიანთა გამოთიშვისა, ასევე უძველესი კულტურის დაცვისა ქრისტიანული ზეგავლენისა თუ ზეწოლისაგან. სწორედ ეს იწვევდა ეკლესიის კაბადოკიელ მამათა ესოდენ ძლიერ გაღიზიანებას. წმ. მამა გრიგოლ ნაზიანზელი იულიანეს წინააღმდეგ მიმართულ თავის ქადაგებებში სწორედ ამ საკითხს უთმობდა ყველაზე დიდ ყურადღებას. ხოლო წმ. ბასილი დიდი ვალდებულად თვლიდა თავს, ეწერა მიმართვები ,,ახალგაზრდა თაობისადმი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებლობის მოტანა შეეძლო მათთვის ელინურ ლიტერატურას”. გავიდა ორი საუკუნე და იუსტინიანემ ახლა უკვე არაქრისტიანები ჩამოაშორა ყოველგვარ პედაგოგიურ თუ საგანმანათლებო საქმიანობას და დახურა წარმართული სკოლები. ეს ზომა არ იყო მაჩვენებელი ელინიზმისადმი მტრული დამოკიდებულებისა. ტრადიცია არ გაწყვეტილა. ტრადიციები ნარჩუნდებოდა და ხდებოდა მათი კულტივაცია, მაგრამ ქრისტიანული განმარტებების თანხლებით. სწორედ ამაში მდგომარეობს ბიზანტიური კულტურის არსი. აღქმული და გადაფასებულ იქნა კულტურის ყველა შემადგენელი ნაწილი. მიღწეული წარმატების ცოცხალ სიმბოლოდ ყოველთვის დარჩება უდიადესი სიბრძნის, სიწმინდის, სამარადჟამო სიტყვის ბრწყინვალე ტაძარი – კონსტანტინოპოლის წმ. სოფიას სახელობის დიადი ეკლესია.
ქრისტიანული კულტურის ისტორია ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება იდილიურად. მთელი მისი მიმდინარეობა აღბეჭდილია დაპირისპირებულ ტენდენციათა განუწყვეტელი ბრძოლებითა თუ შეჯახებებით. გაქრისტიანდა იმპერია და გაჩნდა მთელი კაცობრიობის შემოქმედებითი საქმიანობის გარდაქმნის შანსი. მაგრამ დაიწყო გაქცევები სწორედ ამ გაქრისტიანებული იმპერიიდან: გაქცევები უდაბნოში. მართალია, ცალკეული ინდივიდები, განიცდიდენ რა დევნას, ადრეც კი ტოვებდნენ ქალაქებს, რათა დასახლებულიყვნენ უდაბნოში ან მთის გამოქვაბულებში. ასკეტური იდეალი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩამოყალიბების პროცესში, სულიერი ცხოვრების უდიდეს მასწავლებლად კი ითვლებოდა ორიგენე. მაგრამ შესაბამისი მოძრაობა ჩნდება მხოლოდ კონსტანტინეს შემდეგ. დიდი უსამართლობა იქნებოდა ,,ამა სოფლისგან” განდგომილთა დადანაშაულება იმაში, რომ ისინი გაურბოდნენ ცხოვრებისეულ სიძნელეებს ან ეძიებდნენ ,,იოლ ცხოვრებას”. გაუგებარია, რა თვალსაზრისით შეიძლებოდა ყოფილიყო ,,იოლი” უდაბნოში ცხოვრება. თუმცა ისიც მართალია, რომ იმდროინდელ დასავლეთში მიმდინარეობდა იმპერიების რღვევა, არსებობდა ბარბაროსთა შემოსევების სერიოზული საფრთხე, საოცრად მწვავედ იგრძნობოდა აპოკალიპსური შიშები და წინათგრძნობები, აგრეთვე ისტორიის დასასრულის მოახლოება.
იმ დროისათვის კი აღმოსავლეთში მიმდინარეობდა ქრისტიანული იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი. აქ უფრო ადვილი იყო, აჰყოლოდი ოპტიმიზმით ცდუნებას ან გეოცნება ღმერთის ქალაქის დედამიწაზე აშენების შესახებ; და ბევრს იპყრობდა კიდეც ეს ოცნება; თუკი ამისდა მიუხედავად, აღმოსავლეთში მაინც მოინახებოდა ისეთი ხალხი, რომლებიც ყველაფერ ამას უდაბნოში ,,ემიგრაციას” ამჯობინებდნენ, ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ისინი გაურბოდნენ არა იმდენად ცხოვრებისეულ სირთულეებს, რამდენადაც ,,ისეთ ამასოფლისეულ შეგრძნებებსა თუ ამაოებას”, რომელიც თვით ქრისტიანულ ცივილიზაციაშიც კი იჩენს ხოლმე თავს. წმ. იოანე ოქროპირი დაჟინებით იმეორებდა გაფრთხილებას იმის შესახებ, თუ რაოდენ სახიფათოა ,,კეთილდღეობა”. მისი სიტყვებით, ,,უსაფრთხოება წარმოადგენს უფრო დიდ საფრთხეს, ვიდრე ყველანაირი დევნა” და ბევრად უარესია, ვიდრე ყველაზე უფრო სისხლიანი დევნა, რომელიც კი მომდინარეობს გარედან. ოქროპირის თანახმად, ჭეშმარიტი ღვთისმოსაობისათვის რეალური საფრთხე წარმოიშვა სწორედ ეკლესიის გარე გამარჯვების შედეგად, როდესაც ქრისტიანმა მიიღო შესაძლებლობა, ,,მოწყობილიყო” ამ სამყაროში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ხარისხისა თუ თვით კომფორტის თანხლებითაც კი და დავიწყებოდა, რომ მას არ შეუძლია ამქვეყნად გააჩნდეს მუდმივი საცხოვრისი და განწირულია საიმისოდ, რომ მუდმივად ითვლებოდეს მოგზაურად და საიდანღაც მოსულად. ბერმონაზვნობის უპირველესი დანიშნულება მდგომარეობს არა იმაში, რომ მკაცრი აკრძალვები დაუწესოს საკუთარ თავს. თავდაპირველად არც არსებობდა რაიმე განსაკუთრებული ,,ბერ-მონაზვნური” იდეალი. პირველი ბერები უბრალოდ ცდილობდნენ იმ საერთო ქრისტიანული იდეალის სრულად რეალიზაციას, რომელიც დგას, პრინციპში, ყოველი ქრისტიანის წინაშე. ითვლებოდა, რომ ეს რეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელი იყო საზოგადოებისა და ყოფაცხოვრების იმდროინდელი მოწყობის პირობებში, და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს ხდებოდა ქრისტიანული იმპერიის სახელით. ბერად აღკვეცა IV საუკუნეში იყო გაქცევა, პირველ რიგში, იმპერიიდან. ასკეტური უარყოფა ხომ, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს უარის თქმას საკუთრებაზე, ამ სამყაროს ფლობაზე, ანუ ამ სამყაროს წესრიგსა და სოციალურ კავშირებზე. წმ. ბასილი დიდის თანახმად, ბერი უნდა ყოფილიყო ,,უსახლკარო”. ასკეტიზმი, როგორც წესი, არ მოითხოვდა სამყაროს უარყოფას. ღვთისქმნილი ბუნების სილამაზე კი ბევრად უფრო ცხოვლად აღიქმებოდა უდაბნოში, ვიდრე საქმიანი ქალაქის საბაზრო მოედანზე.
მონასტრები იგებოდა თვალწარმტაც ადგილებში; აგიოგრაფიულ ლიტერატურაში იგრძნობა კოსმიური სილამაზის მძაფრი აღქმა. ბოროტების სამკვიდრებელი მდებარეობს არა ბუნებაში, არამედ ადამიანის გულში ან ბოროტი სულების სამყაროში. ქრისტიანული განდგომა მიმართულია არა სისხლისა და ხორცის, არამედ ,,ბოროტების ზეციურ სულთა წინააღმდეგ” (ეფეს. 6:12) მხოლოდ ბუნებაშია შესაძლებელი ერთიანი ზეციური მეუფისადმი საკუთარი ერთგულების სრული რეალიზაცია, რომელი ერთგულებაც სერიოზულად შეიძლება შეიზღუდოს იმ მოთხოვნებით, რომლებიც არსებობს მიწიერი, ხელთქმნილი ქალაქის მცხოვრებთა მიმართ.
ბერმონაზვნობას არასდროს ჰქონია ანტისოციალური ხასიათი. იგი წარმოადგენდა სხვა ქალაქის აგების მცდელობას. ბერმონაზვნობა, გარკვეული მოსაზრებით, არის ამაოების ამ საწუთროში განლაგებული ,,ექსტერიტორიული კოლონია”. თვით განდეგილებიც კი სახლდებოდნენ ჯგუფებად და კოლონიებად და ერთიანდებოდნენ თავიანთი სულიერი მამის საერთო ხელმძღვანელობის ქვეშ. მაგრამ ასკეტური იდეალის ყველაზე ადეკვატურ გამოხატულებად მაინც ერთობლივი ცხოვრება ითვლებოდა. ბერმონაზვნური თემი თავად არის რაღაც სოციალური ორგანიზაცია, ,,სხეული”, მცირე ეკლესია. ბერი იმისთვის ტოვებდა სოფელს, რომ აეშენებინა ახალი საზოგადოება, ახალი ერთობლივი ცხოვრება. ასეთი განზრახვა გააჩნდა, ყოველ შემთხვევაში, წმ. ბასილს. კიდევ უფრო მკაცრი და შეუპოვარი იყო ამ მიმართულებით გვიანბიზანტიური ხანის ბერმონაზვნობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ხელმძღვანელი წმ. თეოდორე სტუდიელი. დაწყებული იუსტინიანეთი, იმპერია ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, თუ როგორ მოეთვინიერებინა ბერები და როგორ ექცია ისინი საერთო სოციალურ-პოლიტიკური სისტემის ნაწილად. ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, მაგრამ ამას შედეგად მხოლოდ დაცემულობა მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში, მონასტრები მაინც ყოველთვის მიიჩნეოდნენ უცხო სხეულებად და ვერ ჯდებოდნენ ცხოვრების იმპერიულ წესრიგში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბერმონაზვნობა ისტორიული თვალსაზრისით არის თავის დაღწევის საშუალება ქრისტიანული იმპერიის შენებაში მონაწილეობის მიღებისაგან. თავის დროზე ორიგენე ამტკიცებდა, რომ ქრისტიანებს არ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ საერთო სამოქალაქო ცხოვრებაში, რადგან მათ გააჩნიათ თავიანთი, განსაკუთრებული ,,პოლისი”, აგრეთვე ,,განსხვავებული გაგება იმისა, რასაც მამული ჰქვია” (ორიგენე, ცელსის წინააღმდეგ, VIII, 75). ისინი ცხოვრობდნენ თავიანთი კანონების შესაბამისად და ეს კანონები ეწინააღმდეგებოდა მიწიერი ქალაქის კანონებს.
ეს წინააღმდეგობა არც ,,გაქრისტიანებულ” ქალაქში მოსპობილა. ბერმონაზვნობა დღესაც იგივე ,,არაამსოფლიურობაა”, რაც იყო მაშინ, რადგან ის მართლაც ,,სხვა” სოფელია. თავისი არსით იგი მუდამ რჩება ყოველგვარი საერო სისტემის მიღმა და ხშირად თავის ,,ექსტერიტორიულობას” ამტკიცებს თვით ზოგადსაეკლესიო სისტემასთან მიმართებაშიც კი, აცხადებს რა პრეტენზიას გარკვეულ დამოუკიდებლობაზე ადგილობრივი თუ ტერიტორიული იურისდიქციისგან. ბერობა, პრინციპში, არის სამყაროდან გასვლა, ბუნებრივი სოციალური წესრიგის დატოვება, უარის თქმა ოჯახზე, გარკვეულ სოციალურ სტატუსზე და თვით მოქალაქეობაზეც კი. მაგრამ ეს არის არა უბრალოდ გასვლა, არამედ გადასვლა სულ სხვა სოციალურ სიბრტყეზე, სხვა სოციალურ განზომილებაში. ამ სოციალურ ,,სხვაბუნებოვნებაში” მდგომარეობს სწორედ ბერობის, როგორც მოძრაობის ძირითადი თავისებურებაც და ისტორიული მნიშვნელობაც. საკუთარ თავში ასკეტური სათნოების განვითარება შეუძლიათ ერისკაცებს, აგრეთვე თითოეულს, ვინც ამა სოფლად რჩება. ბერობის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის სოციალური სტრუქტურა. ქრისტიანული სამყარო იყო პოლარიზებული. ქრისტიანული ისტორიის გაშლა ხდებოდა ორ საპირისპირო პოლუსს შორის. ეს პოლუსებია – იმპერია და უდაბნო. მათ შორის არსებულმა დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია სისასტიკისა და მძვინვარების იმ საშინელ აფეთქებაში, ხატმებრძოლურ დავას რომ მოჰყვა შედეგად.
ის ფაქტი, რომ ბერობა არ იღებს და უარყოფს ქრისტიანული იმპერიის ცნებას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი უარყოფს ყველანაირ კულტურას. სიტუაცია არის ბევრად უფრო რთული. უპირველეს ყოვლისა კი უნდა აღინიშნოს, რომ ბერობამ მოახერხა იმპერიაზე უფრო უკეთ, მთელი თავისი სიწმინდითა და თავისუფლებით შემოენახა კულტურის იდეალი. ყოველ შემთხვევაში, სულიერი შემოქმედება იკვებება და ძალას იკრეფს სულიერი ცხოვრების სიღრმეთაგან, ,,ქრისტიანული წმინდანობა კი თავის თავში კრებს ძველი ფილოსოფიის უმაღლეს მიღწევათა სინთეზს”, როგორც მართებულად აღნიშნავს ერთ-ერთი რუსი მეცნიერი. ,,დიადი ბერძნული აზრის დინება იწყებოდა იონიასა და დიდ საბერძნეთში, გადადიოდა ათენის გავლით ალექსანდრიაში, იქიდან კი თებაიდაში. თეურგიული სიბრძნის ახალ ცენტრებად ყალიბდებოდნენ კლდეები, უდაბნოები და გამოქვაბულები”. შუა საუკუნეებისათვის როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში ძალიან დიდი იყო ბერების წვლილი სამყაროს შესახებ ზოგადსაკაცობრიო ცოდნის საგანძურში.
მონასტრები წარმოადგენდნენ განსწავლულობისა და ცოდნის მსხვილ ცენტრებს. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საქმის კიდევ ერთი ვითარება. ბერობა იყო კულტურის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა. შემთხვევითი არ არის, რომ პატრისტიკული ხანის ნაწერებში ასკეტური შრომები ყოველთვის აღიწერება როგორც ,,ფილოსოფია”, ანუ ,,სიბრძნისმოყვარეობა”. არც ის იყო შემთხვევითი, რომ სწორედ ბერმონაზონთა წრეებში აყვავდა და აღორძინდა განსაკუთრებულად ალექსანდრიული ღვთისმეტყველების დიადი ტრადიციები. არც ის მიეწერება შემთხვევითობას, რომ IV საუკუნის კაბადოკიელებთან ასე ორგანულადაა ერთმანეთში გადაწნული ასკეტური და კულტურული ინტერესები. თუ უფრო გვიანდელსაც გავიხსენებთ, წმ. მაქსიმე აღმსარებლის გრანდიოზული საღვთისმეტყველო სინთეზი ეფუძნება სწორედ მის საკუთარ ასკეტურ გამოცდილებას. დაბოლოს, შემთხვევითი არც ის არის, რომ ხატმბრძოლობის ჟამს სწორედ ბერები გვევლინებოდნენ ხელოვნების ქომაგებად, იცავდნენ რა რელიგიური ხელოვნების თავისუფლებას სახელმწიფო ზეწოლისა თუ ,,განათლებული” და უტილიტარულ-გამარტივებული მიდგომებისაგან.
ყველაფერი ეს კი მჭიდროდ უკავშირდება ასკეტიზმის არსს. ასკეზა არ ზღუდავს ხელოვნებას; პირიქით, ათავისუფლებს მას, რადგან აქცევს მიზნად, როგორც ასეთად. აქ პირველ ადგილზე დგას საკუთარ თავზე შემოქმედებითი მუშაობა, საკუთარი ,,მეს” შემოქმედებითი ქმნადობა. შემოქმედების განთავისუფლება უტილიტარიზმის ყველა სახეობისაგან ხდება მხოლოდ მისი ასკეტური ინტერპრეტირების გზით. ასკეზა მარტო აკრძალვა როდია. ეს არის საქმიანობა, ჭეშმარიტი ,,მეობის” გამოვლენა. იგი დინამიკურია და თავის თავში მოიცავს უსასრულობისაკენ ლტოლვას, მარადიულ მოწოდებას, მოუღლელ სწრაფვას. ამ დაუცხრომლობის მიზეზი ორმაგია. ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაუსაბამო ამოცანაა, რამეთუ დაუსაბამოა სრულყოფის, ღვთიური სრულყოფის გზაც. არ არსებულა ოდესმე ისეთი მოძრაობა, მიზნის თანაზომადობა რომ შესძლებოდა. ეს არის შემოქმედებითი ამოცანა, რამეთუ იქმნება რაღაც სრულიად ახალი. ადამიანი ჰქმნის თავის თავს, მთლიანად მიებარება რა ღმერთს. მხოლოდ ამ შემოქმედებით პროცესში ხდება მისი ქცევა ის, რაც არის. ჭეშმარიტი ასკეზა თავის თავში მოიცავს ხილულ შინაგან წინააღმდეგობრიობას. იგი იწყება დათმენით, თვითაღკვეთით, მორჩილებით. შემოქმედებითი თავისუფლება შეუძლებელია თავდაპირველი თვითაღკვეთის გარეშე. ეს არის სულიერი ცხოვრების კანონი: თესლი არ ამოიზრდება, თავდაპირველად თუ არ მოკვდა. თვითაღკვეთის შედეგად ხდება პირადი შეზღუდულობისა და განცალკავებულობის გადალახვა, თავის აბსოლუტური მიძღვნა ჭეშმარიტებისადმი. ეს როდი ნიშნავს იმას, რომ ჯერ – თვითაღკვეთა, მერე – განთავისუფლება. მორჩილება უკვე თავისუფლებაა. ასკეტური თვითაღკვეთა ათავისუფლებს სულს, ათავისუფლებს სამშვინელს. თავისუფლების გარეშე ამაოა ხორცის ნებისმიერი გვემა. მეორეს მხრივ, ასკეტური შრომა-გარჯის შედეგად იცვლება და ახლდება თვით სამყაროს ხედვაც.
ჭეშმარიტი ხედვა მიეცემა მხოლოდ იმას, ვისაც არ გააჩნია ეგოისტური საწყისი. ჭეშმარიტი ასკეტიზმის შთაგონების წყაროა არა სიძულვილი, არამედ მისწრაფება გარდაქმნისაკენ. სამყაროს უნდა დაუბრუნდეს მისი პირველქმნილი სილამაზე, რომლიდანაც იგი პირდაპირ ცოდვაში გადაეშვა. სწორედ ასეთ ასკეტიზმს მივყავართ ქმნადობამდე. გამოსყიდვა ღმერთის საქმეა, მაგრამ ადამიანის მოწოდებაა, რომ მასთან ერთად იღვაწოს ხსნის ამ აქტში. რამეთუ გამოსყიდვა მდგომარეობს სწორედ თავისუფლების გამოსყიდვაში. მონობა ცოდვაა, ,,ზეციური იერუსალიმი კი თავისუფალია”. ასკეტური შრომების ასეთი ინტერპრეტაცია შეიძლება მოულოდნელი და უცნაური გვეჩვენოს; და, რა თქმა უნდა, დაუსრულებელიც. ასკეზის სამყარო რთულია, რადგან განეკუთვნება თავისუფლების სფეროს. არსებობს უამრავი გზა, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ჩიხით სრულდებოდეს.
ისტორიული თვალსაზრისით, ასკეტიზმს ყოველთვის როდი მივყავართ შემოქმედებამდე. მაგრამ მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს შემოქმედებითი ამოცანებისადმი გულგრილობა და მათი სრული უარყოფა. ასკეტური პრაქტიკის წყალობით ამოიხსნა კულტურის უამრავი ახალი, ერთმანეთისაგან განსხვავებული პრობლემა, გაცხადდა ღირებულებათა და მიზანთა ახალი იერარქია. აქედან მომდინარეობს ასკეტიზმის გულგრილობა უამრავი ისტორიული ამოცანის მიმართ. ამას კვლავ მივყავართ ისტორიასა და აპოკალიფსს შორის არსებულ კონფლიქტამდე. ძირითადი შეკითხვა შეეხება მთელი ისტორიული პროცესის მნიშვნელობას და ღირებულებას. ქრისტიანული მიზანი ყველა შემთხვევაში სცილდება როგორც ისტორიის, ასევე კულტურის საზღვრებს. მაგრამ ადამიანი ხომ შეიქმნა იმისათვის, რათა მემკვიდრეობით მიეღო მარადისობა.
ასკეტიზმი შეიძლება განისაზღვროს როგორც ,,გარდასახვის ესქატოლოგია”. ასკეტური ,,მაქსიმალიზმის” შთაგონების წყარო უმთავრესად არის ისტორიის დასასრულის რწმენა. უფრო ზუსტად, არა რეალური მოლოდინი, არამედ დარწმუნებულობა. დროისა და ვადების გამოთვლა არ არის მნიშვნელოვანი და შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს ან ცდუნებასაც კი. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს არის ყველა სახის მოვლენისა თუ საგნის შეფასებისას ,,ესქატოლოგიური” კრიტერიუმების გამოყენება. უსამართლობა იქნება, თუკი დავუშვებთ, რომ დედამიწის გულზე არ მოიძევება ისეთი რამ, რომელიც გაუძლებდა ამ ,,ესქატოლოგიურ” გამოცდას. ყველაფერი როდია განწირული გასაქრობად. უეჭველია, რომ ცათა სასუფეველში არ არის ადგილი პოლიტიკისა თუ ეკონომიკისათვის. მაგრამ ხომ არსებობს ამ ცხოვრებაში უამრავი ისეთი ღირებულება, რომელთაც არც ,,მომავალ ჟამში” ემუქრებათ უარყოფა. პირველ რიგში, ეს არის სიყვარული. შემთხვევით კი არ არის, რომ ბერმონაზვნობა ყოველთვის იღებდა თემის, საერთო თანაცხოვრების ფორმას. ეს ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც მოწოდებულია ერთმანეთზე საზრუნველად და დასახმარებლად. გულმოწყალების ნებისმიერი აქტი ან თუნდაც სხვისი ჭირ-ვარამით შეჭირვებული ყოველი გული უაღრესად მნიშვნელოვანია ესქალოტოლოგიური თვალსაზრისით. ნუთუ მეტისმეტი იქნება, თუკი ჩავთვლით, რომ ნებისმიერ შემოქმედებითი ქველმოქმედების შედეგად შესაძლებელია მარადისობასთან შერწყმა? ნუთუ ამ გზით უფრო უკეთესად არ გამოაშკარავდება ცოდნის სფეროში არსებული ზოგიერთი მარადიული ღირებულება? ძნელია, ამტკიცო რამე სრული დაჯერებულობით. ჩემი აზრით კი, რამდენიმე კრიტერიუმი მაინც არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ადამიანური პიროვნება ნამდვილად გადის ისტორიის საზღვრებს მიღმა.
პიროვნება ატარებს ისტორიას თავის თავში. მე დავკარგავდი ჩემს მეობას, თუკი გამომეცლებოდა ჩემი კონკრეტული, ანუ ისტორიული გამოცდილება. ამიტომაც ისტორიას არც ,,მომავალ ჟამში” უწერია მთლიანად გაქრობა, თუკი იქ შენარჩუნებული იქნება ადამიანური ცხოვრების კონკრეტულობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავავლებთ მკაფიო სადემარკაციო ხაზს, რომელიც გამოყოფს იმ მიწიერ საგნებს, რომელთაც შეუძლიათ ჰქონდეთ ,,ესქატოლოგიური გაგრძელება”, იმათთაგან, რომელთაც ემუქრებათ ესქატოლოგიურ ზღურბლზე დახოცვა – რეალურ ცხოვრებაში ხომ ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან. ეს გაყოფა დამოკიდებულია სულიერ განსხვავებულობაზე, სულიერ ნათელმხილველობაზე. ერთი მხრივ, ცხადია, რომ არსებობს მხოლოდ ,,ერთი მთლიანობა საჭიროებისდა მიხედვით”. მეორე მხრივ, მომავალი საუკუნე აუცილებლად არის ჟამი მარადიული ხსოვნისა და არა მარადიული დავიწყებისა. და ,,წილი კეთილი, წაურთმეველი” მიეგება მხოლოდ მარიამს და არა მართას. შეიცვლება ყველაფერი, რაც კი დასაშვებია ფერისცვალებით. ეს ფერისცვალება გარკვეული თვალსაზრისით იწყება უკვე ესქატოლოგიურ საზღვრებს მიღმა. ,,ესქატოლოგიური განძი” უნდა შეგროვდეს ამ ცხოვრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ამაო იქნებოდა ეს ცხოვრება. საბოლოო მომავლით წინასწარი აღტაცებულობა რეალურად უკვე ახლავეა შესაძლებელი, სხვა შემთხვევაში ამაო იქნებოდა ქრისტეს გამარჯვება. უკვე დაწყებულია ,,ახალი ქმნადობა”. ქრისტიანული ისტორია უფრო მეტია, ვიდრე წინასწარმეტყველური სიმბოლო, ნიშანი თუ მინიშნება. ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნია, მართალია, ბუნდოვანი, მაგრამ მაინც წინათგრძნობა იმისა, თუ რას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ,,მარადიული განზომილება” და ვაფასებთ მას, როგორც ,,ცუდუბრალოს”, ანუ ,,ამაოს”. ჩვენი დიაგნოზი შეიძლება აღმოჩნდეს მცდარი. მაგრამ რაიმე დიაგნოზის დასმა მაინც აუცილებელია. ქრისტიანობა ისტორიულია თავისი არსით. ისტორია კი წმინდა პროცესია. მეორე მხრივ, ქრისტიანობა თავად არის ისტორიის მსაჯული და თავისთავში განხორციელებული სვლა იმისაკენ, რაც მდებარეობს ,,ისტორიის საზღვრებს მიღმა”. ამ მიზეზის გამოა სწორედ ქრისტიანობის დამოკიდებულება ისტორიისა და კულტურისადმი ანტინომიური. ქრისტიანებს არ ეგების ,,გაქნა” ისტორიაში. მაგრამ მათ არ შეუძლიათ თავი შეაფარონ რომელიმე ,,ბუნებრივ სახელმწიფოს”. მათ უნდა დატოვონ ისტორიის ფარგლები იმისათვის, რაც ,,ვერ ექცევა სიცოცხლის ნაპირებში”.
ვლადიმერ სოლოვიოვი მიუთითებდა ბიზანტიურ კულტურაში არსებულ განხეთქილებაზე. ,,ბიზანტია იყო კეთილკრძალული რწმენაში და არაკეთილკრძალული ცხოვრებაში”. იგულისხმება, რომ ეს არის მხოლოდ ბრწყინვალე მხატვრული სახე, მაგრამ არა ზუსტი აღწერილობა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ამ ფორმულირებაში მოიძევება ჭეშმარიტების მარცვალი. კრახი განიცადა იმპერიის ,,გაეკლესიურების” იდეამ, სისხლიანი კონფლიქტების შედეგად დაიშალა იმპერია, იგი ჩაეფლო სიყალბეში, ორაზროვნებასა და ძალადობაში. უფრო წარმატებული აღმოჩნდა უდაბნო. იგი სამუდამოდ დარჩება ადრეული ეკლესიის შემოქმედებითი წარმატებისა თუ ბიზანტიური ღვთისმეტყველების, ზნეობისა და ხელოვნების დასტურად. შესაძლებელია, რომ იგი იქცეს ადამიანური ბედის იმ საიდუმლო წიგნის ყველაზე ცოცხალ და წმინდა გვერდად, რომლის წერა დღესაც გრძელდება. უაღრესად გამომხატველობითი იყო ბიზანტიის ეპილოგიც. და კვლავ იგივე ორაზროვნება და პოლარიზმი: იმპერიის დაცემა რომთან (ფლორენციაში) იმ ორჭოფული პოლიტიკური კავშირის (,,უნია”) შედეგად, არასდროს რომ არ იქნა მიღებული ხალხის მიერ. ,,დამპალი იმპერიის” დაცემის სულ წინა პერიოდში ათონის მთაზე მისტიკური ჭვრეტის დიდებული ყვავილობა და ხელოვნების, ფილოსოფიის ისეთი გამოცოცხლება, რომლის ანარეკლმა დასავლურ აღორძინებამდეც კი უწია. სასრული იმპერიისა და სისრულე უდაბნოსი…
1952

orthodoxtheology.ge

пятница, 28 апреля 2017 г.

სტალინი იყო მხეცი და სულიერად მახინჯი – მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

სტალინი სავსებით შეიძლება გათანაბრებულიქნას ჰიტლერთან.
 – მე მიმაჩნიარომ სტალინი იყო მხეცისულიერად მახინჯირომელმაც შექმნა ქვეყნის მართვის საშინელიადამიანის საწინაამღდეგო სისტემადაფუძნებული ტყუილზეძალადობასა და ტერორზემან წამოიწყო  გენოციდი თავისივე ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ და მასზეა პირადი პასუხისმგებლობა მილიონობით ადამიანის სიკვდილზეამ კუთხითსტალინი სავსებით ეთანადება ჰიტლერს.ორივემ სამყაროს მოუტანეს იმდენი უბედურებარომ არც ერთი სამხედრო თუ პოლიტიკური წარმატებით არ შეიძლება ამ დანაშაულის გამოსყიდვა კაცობრიობის წინაშეარანაირი არსებითი განსხვავება არ არის ბუტოვოს პოლოგონსა და ბუჰენვალდსგულაგსა და ჰიტლერულ სიკვდილის ბანაკებს შორისსტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი სავსებით ეთანადება ჩვენს დანაკარგს დიდ სამამულო ომში.
გამარჯვება დიდ სამამულო ომში ნამდვილად საოცრება იყორადგან სტალინმა ომის წინ ყველაფერი გააკეთა ქვეყნის განადგურებისთვისმან მოსპო ჯარის მთელი უმაღლესი მთავარსარდლობამასობრივი რეპრესიების გზით ერთხანს ძლიერი ქვეყანა მიიყვანა გადაშენების პირას. 1937 წელსროდესაც აღიწერა მოსახლეობაგამოტოვეს ათობით მილიონობით ადამიანისად წავიდნენ ეს მილიონებიისინი გაანადგურა სტალინმაომში ქვეყანა ჩაერთო ფაქტობრივად დასისხლიანებულიმაგრამმრავალი მხეცური რეპრესიების მიუხედავადერმა გამოავლინა არნახული გმირობასხვაგვარად ამის სასწაულად სახელდება შეუძლებელიაომში გამარჯვებაეს ერის გამარჯვებაახალხირომელმაც გამოავლინა დიდებული ნებისყოფა წინაამღდეგობისათვისომში გამარჯვება ეს ჩვენი ხალხის სულის ძალის დიდი გამოვლინებაარომელიც ვერ გაეტეხეს ვერც სტალინმა და ვერც ჰიტლერმა.
არ მჯერა სტალინის შენანების
– როგორ შეაფასებდით სტალინის შეხვედრას მღვდელმთავრებთან კრემლში 1943 წლის სექტემბერშიროდესაც გაიცა ნებართვა აერჩიათ პატრიარქიგაეხსნათ სასულიერო სკოლები და გადაეწყვიტათ მრავალი იურიდიული პრობლემარომლებიც წლები გროვდებოდა გადაუწყვეტელიამბობენრომ ეს იყო ხელისუფლების შენანების აქტიუპირველეს ყოვლისა თავად სტალინისაიმ დევნის გამორომელსაც განიციდა ეკლესიამეორეს მხრივრაღაც დროის შემდეგ ეს დევნა განახლდა.
მე არ მჯერა სტალინის შენანებისიმისა რომ მან შეინანა ომის დროს ან მის შემდეგარ მჯერა იმ მითოლოგიისრომელიც შეიქმნა ამ პიროვნების ირგვლივმე დანაშაულებრივად მიმაჩნია მისი პოლიტიკა თავისი ხალხისა და ეკლესიის მიმართის რომ ჩვენ მოვიგეთ ომისტალინის დამსახურება არააარამედ მთელი ერისა – გამოჩენილი მხედართმთავრებისმეომრებისა და ოფიცრებისმშრომელთა და ყველა იმ ადამიანისრომელმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირა თავისი ქვეყნისთვის.
მიმაჩნია,რომ ეკლესიის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება უკავშირდება პირველ რიგში ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივასსტალინს  სურდა ეჩვენებინა ინგლისელებისა და ამერიკელებისათვის საბჭოთა კავშირის „ცივილიზებული სახე“ და აქ წინ წამოიწია ეკლესიის საკითხმარადგან ცნობილიარომ ინგლისელებმა საბჭოთა კავშირში გამოგზავნეს დელეგაცია,რომლის შემადგენლობაში იყო იორკელი მთავარეპისკოპოსისაჭირო იყო შექმნილიყო სარწმუნოებრივი თავისუფლების ხილვადობა სსრკში,და ინგლისელებზე დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენადგაახსენდათ რომ ჩვენ ასევე გვაქვს ეკლესია და მისი მეთაურისაპატრიარქო მოსაყდრერომელსაც ეკრძალებოდა შესვლა მოსკოვშიიგი სასწრაფოდ გამოიძახეს და კრემლში სტალინის მიტროპოლიტებთან შეხვედრის შემდეგ დაუშვეს კრების მოწვევა და პატრიარქის არჩევა უმოკლეს დროშიშედეგად უცხოელებს წარუდგინესრომ ეკლესია საბჭოთა კავშირში არა მხოლოდ თავისუფალიაარამედ აქვს პრივილეგირებული მდგომარეობა.
რათქმაუნდაეს აქტი თავისთავად ცინიკური იყომაგრამ ეკლესიისთვის მან დიდი მნიშვნელობა იქონიარადგან ამ მომენტიდან სისხლიანი და მასშტაბური დევნა ეკლესიაზე შეაჩერეს ან უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ – შეამცირესშეასუსტეს. 1943 წლიდან სტალინის სიკვდილამდე პერიოდიშედარებით მშვიდია ეკლესიის ცხოვრებაშიმიუხედავად იმისარომ იგი აგრძელებდა ცხოვრებას მძიმე პირობებში.

თარგმნა ირაკლი თეზელაშვილმა

03/07/2015
orthodoxtheology.ge

ლუთერანელ ეპისკოპოსთა კონფერენციის განცხადება ა.შ.შ.-ს უმაღლესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების შესახებ

შეტევა ქორწინებაზე – შეტევა ბიბლიურ მორალზე
“2015 წლის 25 ივნისს, ქრისტიანული სარწმუნოების „აუსბურგის აღმსარებლობის“ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ , შტატების მთელს ტერიტორიაზე, ერთსქესიან წყვილთა ქორწინების ლეგალიზაცია მოახდინა, და გამოაცხადა, რომ ჰომოსექსუალ წყვილთათვის რელიგიური ქორწინების აკრძალვა, ა.შ.შ.-ს კონსტიტუციის დარღვევაა.
ჩვენი აზრით, ეს რეზონანსული მოვლენა, უფლებების დარღვევის მხრივ ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება , არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელს მსოფლიოში, გამომდინარე იმ გავლენიდან, რომელსაც ა.შ.შ. ახდენს სხვა ქვეყნებზე, და ეს მოვლენა ნეგატიურად აისახება მათ შორის ჩვენი საზოგადოების უფლებებზეც, სხვადასხვა ქვეყნებში.
ღრმა მწუხარებით ავღნიშნავთ, რომ ა.შ.შ.-ს უმაღლესი სასამართლო ორგანოს გადაწყვეტილება, თავისი არსით არის ანტიქრისტიანული და ღვთისმგმობი. ჭეშმარიტ ქორწინებაზე მიყენებულ იქნა ძლიერი დარტყმა, რომლის მიზანიც არის ტრადიციული ოჯახის რღვევა, ეს არის დარტყმა ღვთისგან დაწესებულ წესისმიერ კავშირზე მამაკაცსა და ქალს შორის. გამოცვლილია ღვთისგან მოფენილი სიყვარულის გააზრება, რომლის მიზანიც, მამაკაცისა და ქალის ქორწინებაში მყოფობისას, არის ღვთის თანამხასურება და შვილთა შობა, მაცხოვნებელ რწმენაში მათი შემდგომი აღზრდის მოვალეობით.
თუმცა, არავითარ სასამართლოს, ისეთი ძლიერი და ავტორიტეტული ძალისაც კი, როგორიც არის ა.შ.შ., არ შეუძლია გამოაცხადოს დღე- ღამედ, ზამთარი- გაზაფხულად, გააუქმოს მიზიდულობის კანონი. ბოროტების სიკეთედ აღიარების მცდელობა, ეს იმას ჰგავს, რომ შავი თეთრად გამოცხადდეს. უბრალოდ თანაცხოვრება ერთსქესიანი ადამიანებისა, ოჯახად ვერ ჩაითვლება.
მაგრამ ეს ყველაფერი უკვე გამოიარა ისტორიამ. ადამიანები, როლებიც წარღვნამდე ცხოვრობდნენ, ხოლო შემდგომ სოდომისა და გომორაც მაცხოვრებლები, სწორედ ამ გზით დადიოდნენ, და მათი ხვედრი ჩვენთვის ყველასათვის კარგად არის ცნობილი. ძალიან სამწუხაროა იმის ცქერა, თუ როგორ უპირისპირდება ა.შ.შ. ღმერთს, და ამ დაპირისპირების შედეგი არის ცხადი..
საკანონმდებლო შედეგების მხრივ, ქორწინებისა და მისი ფორმების მოწესრიგება, შეიძლება მოხდეს ა.შ.შ.-სა და სხვა მრავალ ქვეყანაში, როგორც სახელმწიფო სარეგისტრაციო ორგანოებში, ასევე ეკლესიაში, და ამ მხრივ ეკლესიაზე ზეწოლის მხრივ კიდევ ერთი ღვთისმგმობი საფუძველი არის ჩადებული. ღვთისმსახურები და ის საზოგადოებები, რომლებიც უარს ეტყვიან ერთსქესიან წყვილებს მათი კავშირის რეგისტრაციაზე, შესაძლოა შემდგომ წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, ეს ჩვენი შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზია . ერთ დროს ქრისტიანთა დამცველი სახელმწიფოდან, ა.შ.შ . ყალიბდება ქრისტეს ეკლესიისთვის მტრულ ძალად, მაგრამ ნურავინ მოტყუვდება – უფალმა იესო ქრისტემ დაგვიდო პირობა, რომ: „ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას (ეკლესიას რედ.)“, და ასევე „ თქვენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“(ზაქ. 2, 8 რედ.).
მოვუწოდებთ ქრისტიანულ საზოგადოებაში გაერთიანებულ ყველა ეკლესიას: ა.შ.შ.-ში, ევროპაში, რუსეთსა და მთელს მსოფლიოში, რომ მტკიცედ იდგნენ სამოციქულო სწავლებაში, და ევედრონ უფალს, რომ დაიცვას მათი შვილები მზაკვრის ყველა განსაცდელისაგან!
მოუფრთხილდით ოჯახს, მოუფრთხილდით ქორწინებას, რომელიც ღვთისგან არის დადგენილი!
უფალი ახლოს არის!”


თარგმნა ირაკლი სურგულაძემ

.orthodoxtheology.ge