პავლე კუზენკოვი
„რატომ ქმნიან გმირს მოღალატისგან?“
იუდა ისკარიოტელის ტრაგედია სამუდამოდ აღიბეჭდა სახარებისეულ ისტორიაში, როგორც სამოძღვრებელი მაგალითი იმის შესახებ, თუ რა საშინელი ბედი ეწია მოღალატეს. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომ იუდა გმირი იყო. იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს მთელ ქრისტიანული ტრადიციას მოწინააღმდეგე მოსაზრების სიმცდარე და რამდენად სახიფათოა მოღალატეობა, ისაუბრებს, სრეტენის სასულიერო სემინარიის ლექტორი პავლე კუზენკოვი.
– საიდან ჩნდება მოსაზრება, რომ იუდა ისკარიოტელი მოღალატე კი არა, ღმრთის ნების აღმსრულებელია?
– ეს იდეა ფორმალური ლოგიკით გატაცების ნაყოფია. სახარებისეული მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი დაკვირვებით შეიძლება დავასკვნათ, რომ რახან ქრისტეს გამოხსნელობითი მსხვერპლი ჯვარზე აღსრულდა, ჯვარცმას კი წინ უძღოდა მაცხოვრის შეპყრობა, რაც თავის მხრივ იუდას ღალატის შედეგი იყო, მაშინ იუდას ცოდვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვთაებრივ ჩანაფიქრში. არსებობდა კიდეც „კაენიტების“ – იუდას თაყვანისმცემლების გნოსტიკური სექტა, რომლის მიმდევრებსაც სწამდათ, რომ იუდამ ქრისტეს დავალებით „ღალატის საიდუმლოება“ აღასრულა. ასეთი მოსაზრება, რა თქმა უნდა, არასწორია და ამას უარყოფს ეკლესია.
პატრიარქ ფოტის იმპერატორ დიოკლეტიანეს მაგალითი მოჰყავს, რომლის სისასტიკის წყალობით უამრავმა ქრისტიანმა მოწამეობრივი აღსასრულით სასუფეველი დაიმკვიდრა. წმინდა მამა ამბობს, რომ ჩვენ ამისთვის დიოკლეტიანესადმი მადლიერებას არ გამოვხატავთ, რადგან ადამიანის საქციელის სულიერი შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ადამიანის ჩანაფიქრია. ყოვლისშემძლე ღმერთი ადამიანთა ბოროტ ჩანაფიქრებსაც სიკეთედ აქცევს ხოლმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოროტმოქმედები და ცოდვილები ღმრთის ნებას აღასრულებენ. ადამიანი სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანში სრულიად თავისუფალია და ღმრთის წინაშეც სწორედ ამ არჩევანისთვისაა პასუხისგებელი.
იუდაც აბსოლიტურად თავისუფალი იყო არჩევანში. ქრისტე, რომელმაც მისი ზრახვები ოცოდა, ღალატისკენ კი არ უბიძგებს როდესაც ეუბნება: „უთხრა მას (იუდას) იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე“ (იოანე 13.27[1]), არამედ მისი სინდისის გაღვიძებას ცდილობდა. როდესაც მოციქულთაგან ვერც ერთი ვერ მიხვდა ამ სიტყვების მნიშვნელობას, იუდამ მყისვე გულისხმაჰყო. იმ მომენტში იუდას ჯერ კიდევ შეეძლო შეენანა, მაგრამ მისმა სიამაყემ სინდისის ხმა გადაფარა, ხოლო შემდეგ როდესაც საქმე უკვე გაკეთებული იყო და სინდისმა კვლავ გაიღვიძა, მისი ხმა უკვე იმდენად აუტანელი იყო, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
იუდას ცოდვა მხოლოდ ვერცხლისმოყვარეობა, მზაკვრობა და შური არ იყო. იუდა უფლის მოწაფე იყო, ის უბრალოდ ახლოს კი არ იყო ქრისტესთან, არამედ შემოწირულობის ყუთი ჰქონდა მინდობილი, რაც მის მიმართ უფლის განსაკუთრებული ნდობის ნიშნავდა, მან კი უღალატა. ნდობის ღალატი ერთგულების საფუძვლის – სიყვარულის შეურაცხყოფის უკიდურესი ფორმაა. როდესაც ვიღაც გვიყვარს, ჩვენ სრულიად ვენდობით ამ ადამიანს და ამიტომ მისი ღალატისგან სრულიად დაუცველნი ვხდებით. ადამიანები ურთიერთობებში მუდმივად იყენებენ ხრიკებს, მაგრამ ღალატი მხოლოდ იმ შემთხვევას ჰქვია, როდესაც ფიცის გატეხვას აქვს ადგილი. ბრძოლის დროს გამოყენებულ ტყუილს და ცბიერებას ღალატს არავინ დაარქმევს. პროტოტიპი ყველა სახის ღალატისა, არის დაცემული ქერუბიმის, უმაღლესი ანგელოზის საქციელი. სწორედ ამიტომაც წერია წმინდა წერილში: „შევიდა მასში ეშმაკი“ (იოანე 13. 27). ყველანაირი გამცემლობა სატანის მსგავსებას ნიშნავს.
– როგორ ფიქრობთ, ჩვენს დროში რატომ გახდა ესეთი ახლობელი და მისაღები „გმირი იუდას“-ს კონცეფცია ბევრი ადმიანისთვის?
– მოღალატეების გმირებად ქცევა, რელიგიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. გამართლება გამცემლის საქციელისა, იმის თქმა, რომ ის კეთილი მოტივებით მოქმედებდა და ა.შ, რწმენის და სიყვარულის იდეის შესვრას ნიშნავს. მაგალითად, ახლა როგორი დამოკიდებულება აქვთ ცოლ-ქმრული ღალატის მიმართ? თითქმის არავინ აღიქვამს მას, როგორც ღალატს! ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარული არ არის და სიყვარულის განხმობა ხომ სამყაროს აღსასრულის მოახლოებას მოასწავებს.
– თუ ღალატი სიყვარულს ეწინააღმდეგება და სიყვარული თავისუფლებას ნიშნავს, გამოდის, რომ არ შეიძლება ითქვას, რომ იუდას არჩევანი არ ჰქონია და იძულებული იყო ქრისტე გაეცა.
– ყველანაირი ღალატი თავისუფლების რეალიზაციაა. ჩვენ უნდა ჩავწვდეთ სიტყვა „თავისუფლების“ მნიშვნელობას. ადამიანს თავისუფლება იმისთვის სჭირდება, რომ ჭეშმარიტი გზა აირჩიოს. არასწორი, მცდარი და ცოდვისმიერი გზის არჩევა სიკეთეს განგვაშორებს და მაშინ თავისუფლება სახიფათო ხდება. ამიტომაც თავისუფლება თავისთავად კი არაა ღირებული, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჭეშმარიტებისკენ მივყავართ. ნებისმიერ პრაქტიკულ საქმიანობაში მხოლოდ იმ მომენტამდე ვიყენებთ თავისუფლებას, როდესაც ვიგებთ თუ რა არის სწორი და მართებული ქმედება. არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მიმართავს შეცდომის „თავისუფლებას“ მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას ან თვითმფრინავის მართვის დროს.
სულიერი თავისუფლება ადამიანს ჭეშმარიტებასთან დამოუკიდებლად მისვლისთვის სჭირდება. ღმერთს მხოლოდ გონიერი სულის პირადი არჩევანი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ძალიან გვინდება, მაგრამ არ შეიძლება ვინმეს სიკეთის ქმნა დააძალო. შიშით მოქმედი კანონი, მხოლოდ ადამიანის აღზრდის პირველ საფეზურებზე შეიძლება. ზრდასთან და ღმრთის ხატობის გამოვლენასთან ერთად, ადამიანში მთავარი როლს უკვე სინდისი თამაშობს. ამაშია ქრისტეს მოვლინებით დაწყებული მადლის ეპოქის არსი. თავისუფლება ადამიანის სრულყოფილების აუცილებელი პირობაა და ამიტომაც ქრისტიანობაში, ის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებად ითვლება. მაგრამ არა თავისთავად, არამედ მხოლოდ როგორც გზა რწმენისკენ. ადამიანი რწმენით გადარჩება.
ღალატი ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ცოდვად ითვლება, იმდენად, რამდენადაც ის რწმენის პრინციპის უარმყოფელია. ის აბსოლიტურად ეწინააღმდეგება რწმენას და სიყვარულს. თუ ღმერთი სიყვარულია და რწმენა გადამრჩენელი, შეიძლება ითქვას, რომ სატანა – ღალატია და გამცემლობა ხსნის გზის დამახშობელი. ეს დიამეტრალურად განსხვავებული მდგომარეობებია და თავისუფლება მხოლოდ ამ ორი მიმართულებით არჩევანის შესაძლებლობას გვაძლევს. არის ერთგულების და ასევე ღალატის და გამცემლობის არჩევანი, რომლის უკანაც სიამაყე და ეგოიზმი დგას.
– შეიძლება თუ არა, რომ ადამიანში ეგოიზმი იყოს ორგულების და ღალატის მიზეზი?
– ეგოიზმი საკუთარ თავში ჩაკეტილი სიყვარულია, რომლის ცენტრშიც მხოლოდ „მე“ დგას. არსებობს სიყვარული საკუთარი თავის მიმართ, რომელიც ღმერთშია ჩაკეტილი, რომლის ცენტრშიც უფალია. ნათქვამია: „შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი“ (ლუკა 10.27). ეს ისეთი სიყვარულია, რომელიც იწყება საკუთარი თავიდან, გრძელდება და მოიცავს მოყვასს და ღმერთამდე აღიწევა. ეგოიზმი საკუთარ თავშია ჩაკეტილი, სადაც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულსთვის ადგილი არაა.
ძალიან სახიფათოა იმ საზოგადოების მდგომარეობა, რომელშიც ეგოიზმის კულტივირება ხდება, რადგან ეგოისტური სიყვარულისთვის უცხოა ერთგულება. ამით კი, სოციალური ცხოვრების საფუძვლები ინგრევა. ჯერ კიდევ ძველად, არისტოტელე და სხვა მოაზროვნეები ამბობდნენ, რომ ადამიანური საზოგადოება სიყვარულს ეყრდნობა, რომლის გარეშეც ის მყისიერად ნადგურდება. ეგოისტები არასისოცხლისუნარიანი უჯრედები არიან, რომლებიც სწრაფად იღუპებიან და სოციალურ ორგანიზმსაც ღუპავენ. ამიტომაც, როგორც ისტორია აჩვენებს, მსუბუქი და ლოიალური დამოკიდებულება მოღალატეების მიმართ მომაკვდავი, ცივილიზაციებისთვისაა დამახასიათებელი.
როგორ გავხადოთ დაუცველნი და განვაცალკევოთ ადამიანები? – უნდა შევქმნათ თავისუფლების და არჩევანის (მათ შორის ღალატის) თავისუფლების კულტი, არავის წინაშე არ ხარ ვალდებული, იცხოვრე ისე, როგორც გინდა და აკეთე ის, რაც მომგებიანია შენთვის. ადამიანს ასეთი ლოზუნგები საკმაოდ კომფორტულად და ლოგიკურად ეჩვენება და მართლაც დიდ თავისუფლებას იძენს, მაგრამ ამასთან ერთად, ხშირად შეუმჩნევლად, კარგავს რაღაც მართლა ღირებულს: ოჯახს, მეგობრებს, სამშობლოს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავსაც. მას ემართება ის, რაც იუდას დაემართა: ის აბსოლიტურ სიცარელეს და საკუთარი არსებობის უაზრობას განიცდის, რაც აუტანელი ხდება მისთვის. წმინდა წერილი ამბობს: „უმჯობესი იყო მისთვის, სულაც არ შობილ იყო კაცი იგი“(მათე 26.24). იმდენად საშინელია ეს მდგომარეობა, რომ არარსებობაც აღემატება მას. სწორედ ამიტომაც, ყველაზე საბრალო გზით ასრულებენ თავიანთ სიცოცხლეს.
როგორ გავხადოთ დაუცველნი და განვაცალკევოთ ადამიანები? – უნდა შევქმნათ თავისუფლების და არჩევანის (მათ შორის ღალატის) თავისუფლების კულტი, არავის წინაშე არ ხარ ვალდებული, იცხოვრე ისე, როგორც გინდა და აკეთე ის, რაც მომგებიანია შენთვის. ადამიანს ასეთი ლოზუნგები საკმაოდ კომფორტულად და ლოგიკურად ეჩვენება და მართლაც დიდ თავისუფლებას იძენს, მაგრამ ამასთან ერთად, ხშირად შეუმჩნევლად, კარგავს რაღაც მართლა ღირებულს: ოჯახს, მეგობრებს, სამშობლოს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავსაც. მას ემართება ის, რაც იუდას დაემართა: ის აბსოლიტურ სიცარელეს და საკუთარი არსებობის უაზრობას განიცდის, რაც აუტანელი ხდება მისთვის. წმინდა წერილი ამბობს: „უმჯობესი იყო მისთვის, სულაც არ შობილ იყო კაცი იგი“(მათე 26.24). იმდენად საშინელია ეს მდგომარეობა, რომ არარსებობაც აღემატება მას. სწორედ ამიტომაც, ყველაზე საბრალო გზით ასრულებენ თავიანთ სიცოცხლეს.
მოღალატეობა, როგორც პიროვნულ ისე გლობალურ დონეზე ერთნაირად დამღუპველია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა – „სამხედრო მოღალატეობაა“. როგორი მოტივებიც არ უნდა ამოძრავებდეს ფიცის დამრღვევ ადამიანს, მას გამართლება არ აქვს.
მაგალითისთვის ავიღოთ საბჭოთა გენერალი ვლასოვი, რომელსაც ხანდახან ცდილობენ მართლმადიდებლობისთვის მებრძოლი დაარქვან. მართლაც, ვლასოვის რუსული განმათავისუფლებელი არმია რელიგიურ რიტორიკას იყენებდა, მაგრამ მას საფუძვლად მაინც ღალატი ედო. ვლასოვი ერთგული კომინისტი და სტალინის მოყვარული იყო. ნაცისტებთან მსახურებაზე დათანხმებით, მან უპირობო ღალატი ჩაიდინა.
მაგალითისთვის ავიღოთ საბჭოთა გენერალი ვლასოვი, რომელსაც ხანდახან ცდილობენ მართლმადიდებლობისთვის მებრძოლი დაარქვან. მართლაც, ვლასოვის რუსული განმათავისუფლებელი არმია რელიგიურ რიტორიკას იყენებდა, მაგრამ მას საფუძვლად მაინც ღალატი ედო. ვლასოვი ერთგული კომინისტი და სტალინის მოყვარული იყო. ნაცისტებთან მსახურებაზე დათანხმებით, მან უპირობო ღალატი ჩაიდინა.
– იუდას ტრაგიკული ისტორია ადამიანებში ხშირად თანაგრძნობას იწვევს. თითქოს მიხვდა, რა საშინელი ცოდვა ჩაიდინა და შეინანა, ხოლო ეკლესია მას მაინც მოღალატედ თვლის, როგორ შევხედოთ ამას?
– სწორედ იმიტომ განიხილება ღალატი, როგორც უმძიმესი დანაშაული, რომ მისგან გამოსავალი არ არსებობს. არის ისეთი ცოდვებიც, რომლებიც შეუქცევადნი არიან თავიანთ უკიდურეს გამოვლინებაში. გადარჩენა მხოლოდ გულწრფელი და სრული სინანულით შეიძლება, მაგრამ მოღალატის მდგომარეობა ისეთია, რომ იმ მომენტში, რომდესაც ის ნანობს და ხედავს მისი საქციელის მთელ საშინელებას, აღარ შეუძლია სიცოცხლის გაგრძელება. სანამ შეინანებს, შეიძლება საკუთარ სინდისსაც მოატყუოს, დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი ცბიერებაა, მოქმედების სტრატეგია, რომ ყველა ასე იქცევა, მაგრამ როდესაც ადამიანი უეცრად გააცნობიერებს, რომ რწმენას უღალატა, უღალატა სიყვარულს, სიცოცხლე მისთვის აუტანელი ხდება. ასეთი მდგომარეობის ატანა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ღალატის შემთხვევაშიც შესაძლებელია გადარჩენა, გულის შემუსვრილებით, სუფთა და გულწრფელი რწმენით. როდესაც პეტრე მოციქულმა სულმოკლეობისგან ქრისტე უარყო, ისიც ამ ყველაფრის გამცნობიერებელი საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. უფალმა, როდესაც ეს იწინასწარმეტყველა, გააფრთხილა: „ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“(ლუკა 22.32) რადგანაც იუდა ურწმუნო იყო, იგი ვერ განთავისუფლდა ამ უიმედო მდგომარებისგან. ხოლო პეტრე, ღმრთის უსასრულო მოწყალების ურყევმა რწმენამ, უიმედობის საშინელ უფრსკრულში დანთქმისაგან იხსნა.
ღალატის შემთხვევაშიც შესაძლებელია გადარჩენა, გულის შემუსვრილებით, სუფთა და გულწრფელი რწმენით. როდესაც პეტრე მოციქულმა სულმოკლეობისგან ქრისტე უარყო, ისიც ამ ყველაფრის გამცნობიერებელი საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. უფალმა, როდესაც ეს იწინასწარმეტყველა, გააფრთხილა: „ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი“(ლუკა 22.32) რადგანაც იუდა ურწმუნო იყო, იგი ვერ განთავისუფლდა ამ უიმედო მდგომარებისგან. ხოლო პეტრე, ღმრთის უსასრულო მოწყალების ურყევმა რწმენამ, უიმედობის საშინელ უფრსკრულში დანთქმისაგან იხსნა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ მოციქულმა, რომელიც მტკიცე რწმენის გამო „კლდედ“ იწოდა ასეთი გამოცდა გაიარა. უფალმა დაამდაბლა პეტრე, რომელიც თვითდაჯერებულობით ამტკიცებდა, რომ მზადაა მისთვის სიკვდილიც კი მიიღოს და გვითხრა ყველას: ხალხნო, ნუ ამაყობთ, ხმამაღლა ნუ საუბრობთ თქვენი რწმენის სიმტკიცეზე, არამედ დამდაბლდით და იგლოვეთ თქვენი უძლურებანი.
რწმენა – ღვთაებრივი მადლის ნიჭია, მაგრამ არჩევანი ერთგულებასა და ღალატს შორის ყოველთვის დგას ადამიანთა წინაშე. ყველა კულტურა განადიდებს გმირებს, რომლებიც თავიანთი სამშობლოს, ერის და სიტყვის ერთგულნი იყვნენ. ერთგულება ყოველთვის ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსებად ითვლებოდა, ღირსების ეტალონად, რომლებზეც თაობებს ზრდიდნენ. ის სახელმწიფოები და საზოგადოებები, რომლებშიც ღალატის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება ვითარდებოდა და ერთგულებას დასცინოდნენ კიდეც, მალევე წყვეტდნენ არსებობას. როდესაც ღალატი კარგავს თავის დრამატიზმს, როდესაც მოდაში შემოდის გამონათქვამები „ჩვენ კიარა, ცხოვრებაა ასეთი“ „არანაირი პირადული, უბრალოდ ბიზნესი“ – სწორედ ასეთ ატმოსფეროში ხდება ადამიანის და საზოგადოების სულიერი გახრწნა; ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია შვილების ერთგულების მაგალითზე აღზრდა. ბავშვები ხომ განსაკუთრებით მგრძნობიარები არიან ტყუილის მიმართ. სადღაც 5 წლის ასაკში ბავშვი ხვდება, რომ შუეძლია მოიტყუოს და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ვასწავლოთ რა არის ეშმაკობა, ხუმრობა, თამაში, ღალატი. თამაშის დრო შეიძლება იეშმაკო, მაგრამ სრულიად სხვაა მოატყუო ის ადამიანები, რომლებიც გენდობიან.
სამწუხაროდ, ამ საბაზისო საკითხების გაგება ბუნდოვანი ხდება იმის გამო, რომ ახალი თაობა კომპიუტერული თამაშების, ფილმების და სოციალური ქსელების ატმოსფეროში იზრდება. სამართლიანობის და უსამართლობის ცნებები მოზარდების ცოცხალ ურთიერთობაში უსულო ვირტუალურობის ატმოსფეროში იბინდება. საზოგადოება სასიცოცხლოდ დაინტერესებულია იმით, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება „მოთამაშე“ იყოს. ამ შემთხვევაში, ის ხომ შემოსავლების წყარო ხდება. თამაშში არ არის არც ღალატი, არც სიყვარული, არამედ მხოლოდ აზარტი და უპასიხისმგებლო გათვლა იმაზე, რომ ნებისმიერი სვლა შეგიძლია შეცვალო. ეს ძალიან სახიფათოა. რეალურ ცხოვრებაში, ყველა საქციელი შეუქცევადია, ხოლო ღალატი გამოუსწორებელ შინაგანი ტრავმის მიმყენებელი.
სპეციალურად გვერდისთვის თარგმნა გიორგი გელაშვილმა
წყარო: sdsmp.ru
წყარო: sdsmp.ru
Комментариев нет:
Отправить комментарий