ღმერთი

ღმერთი

среда, 23 августа 2017 г.

საზოგადოებრივი წყობილება საქართველოში პირველი საუკუნის დამდეგს ჩვ.წ. აღ-მდე.

როგორიც იყო მეურნეობა და ცხოვრების წესი, საარსებო სახსრის მოპოვების წესი იმდროინდელ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში , ისეთივე იყო ამ კუთხეში საზოგადოებრივი წყობილება.

მ თ ი ლ ე ბ ს უფრო ჩამორჩენილი საზოგადოებრივი წყობა ჰქონდათ. მთაში ბუნება ძალიან მკაცრი იყო; მიწის დამუშავება იქ ძნელი ხდებოდა, რაკი შრომის იარაღიც პრიმიტიული იყო. სიმდიდრის დაგროვებაც უჭირდათ. საარსებო სახსრის მოსაპოვებლად ხალხს ერთად უნდა ებრძოლა გარემო პირობების წინააღმდეგ. ამიტომ ერთი გვარისა და თემის შვილები მეტნაკლებად თანასწორნი იყვნენ როგორც ქონებრივად, ისე უფლებრივადაც.

სვანებს თუმცა მთავარი ჰყავდათ, მაგრამ ის თავის ნებაზე ვერ მართავდა ხალხს.ხალხის სათავეში საბჭო იდგა, 300 კაცისაგან შემდგარი. ეს 300 კაცი ცალკე სვანური გვარებისა თუ თემების წარმომადგენლები იყვნენ. მათ ყველას თანასწორი ხმა ჰქონდათ საბჭოში. ცალკე გამოყოფილი ჯარი სვანებს არ ჰყავდათ,_ როცა სვანებს სამხედრო გასაჭირი დაადგებოდა, მთავარი და  საბჭო ქუდზე კაცს დაუძახებდნენ. ყველა ხალისით გადიოდა ბრძოლის ველზე, რადგან ყველა საერთო სახალხო საქმისთვის იბრძოდა. ხალხი და ჯარი ერთი იყო. იარაღიც თითქმის ყველას ერთნაირი ჰქონდა. ისეთივე წყობა ჰქონდათ იმ დროს სხვა ქართველ ტომებსაც, ვინც სვანებსავით მაღლა მთაში ცხოვრობდა.

ბარში საზოგადოებრივი თანასწორობა აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა საზოგადო საკუთრებაც. ან რა ტოლები იქნებოდნენ მდიდრები და ღარიბები, თავისუფალი და არათავისუფალი ადამიანები, მონათმფლობელები და მონები. სტრაბონი მოგვითხრობს და სხვა ცნობებითაც ვიცით, რომ ამ დროს ქართლში ხალხი ოთხ წოდებად იყოფოდა.

პირველი წოდებიდან მეფეები გამოდიოდნენ. მეფის ამ საგვარეულოს,, ს ე ფ ე'' ეწოდებოდა , მის წევრებს ,, ს ე ფ ე წ უ ლ ე ბ ი'', ხოლო მეთაურს ,,მ ე ფ ე''. მეფე იყო სახელმწიფოს მეთაური.

მეორე წოდებას ქ უ რ უ მ ე ბ ი შეადგენდნენ, რომლებიც წარმართულ ტაძრებს ემსახურებოდნენ და ამავე დროს მეზობელ ხალხებთან სადავო საქმეებს განაგებდნენ. ტაძრებს იმ დროს ქართლში დიდი მამულები და განძები ჰქონდათ. მესხეთში, მაგალითად, იყო ლევკოთეას ტაძარი, ისეთი მდიდარი , რომ მეზობლი ქვეყნის მეფეები მას გასაძარცვად თავს ესხმოდნენ ხოლმე.

მესამე წოდებაში თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი  ხ ა ლ ხ ი შედიოდა, ისინი მიწასაც ამუშავებდნენ და ომშიაც გადიოდნენ, როცა მეფე დაუძახებდა. ამ წოდებას ძველებურად ,,ე რ ი''  ერქვა, მაგრამ ამ ერს უკვე ის ძალა აღარ ჰქონდა , რაც პირველყოფილი თემური წყობილების დროს.

მეოთხე წოდებაში  მ დ ა ბ ი ო    ხ ა ლ ხ ი  შედიოდა . ისინი სეფე-სახლს ანუ სამეფო საგვარეულოს ემსახურებოდნენ ყმურად. ამ მდაბიო ხალხს მაშინ ,, გ ლ ე ხ ე ბ ს'' ეძახდნენ. გლეხები ადრე მხოლოდ სეფე-სახლს ჰყავდა და ამიტომ ისინი
,, მ ე ს ე ფ ე   გ ლ ე ხ ე ბ ა დ '' იწოდებოდნენ. იმ ბეგარასაც, რომელსაც გლეხები სეფე-სახლს უხდიდნენ ,, სეფობა '' ერქვა. მესეფე გლეხები მიწის მუშა სოფლელები იყვნენ, პირად თავისუფლებას მოკლებულნი.

იყვენენ მაშინ საქართველოში მონებიც, მაგრამ  მონებს საზოგადოების წევრებად არ სთვლიდნენ. მონები ჰყავდათ მეფის საგვარეულოს, სხვა მდიდარ ხალხსაც. მონებს სხავადასხვა საქმეზე ამუშავებდნენ, საშენ ქვას ათლევინებდნენ, თიხას აზელინებდნენ, მადანს ათხრევინებდნენ.


საქართველოს ისტორია.


შემდეგი თავები:

ქართლის სამეფოს გაძლიერება ჩვ.წ. აღ-ით I -II საუკუნეში.

კულტურული ვითარება ძველ საქართველოში.

დასავლეთ საქართველო ჩვ.წ.აღ-ით პირველ საუკუნეში. ლაზიკის სამეფოს გაძლიერება.

ქართლის სამეფო III-IV საუკუნეში. ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრება ქართლში.

საქართველოს სამეურნეო მდგომარეობა ჩვ.წ აღ-მდე პირველი საუკუნის დამდეგს

საქართველოს სხვადასხვა კუთხე ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა თავისი მეურნეობით. დიდი იყო განსხვავება მთასა და ბარს შორის. ხალხი და მისი კულტურა ბარში უფრო სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე მთაში. ბარში მისვლა-მოსვლა უფრო ადვილი იყო კარგი გზების გამო და ბუნებაც უფრო ემორჩილებოდა ადამიანს. რაც უფრო მაღლა მდებარეობდა მთაში ადამიანთა საცხოვრისი, მით უფრო მკაცრი იყო ბუნება და მით უფრო ძნელი იყო ცალკე სოფლების დაკავშირება ერთმანეთთანაც და ბარის დაწინაურებულ თემებთანაც.

ბარში ხმელეთის გზებს გარდა მისვლა-მოსვლისათვის მდინარეებსაც იყენებდნენ. ნავებით დადიოდნენ რიონზე, ყვირილაზე შოროპნამდე, მტკვარზე, ალაზანზე. ბლომად და კარგად უშენებიათ ჩვენს წინაპრებს ხიდებიც, რომ მიმოსვლა არ შეფერხებულიყო. მარტო მდ. ფასიდზე შოროპანს ზემოთ, სადაც ნავები დადიოდა, 120 ხიდი ყოფილა აგებული. ხიდები იყო მტკვარზე, მაგალითად, მცხეთასთან, სადაც მტკვარი საკმაოდ განიერია, და სხვა მდინარეებზედაც. მთიულები კი ასე ადვილად ვერ მოძრაობდნენ. ვინც ძალიან მაღლა ცხოვრობდა მთაში როგორც სვანები, ისინი ზამთარში მთლად მოწყვეტილი იყვნენ გარეშე ქვეყანას; ზაფხულობითაც მათ უჭირდათ ხშირად ბარში ჩამოსვლა.

ამიტომ ვინც ყველაზე მაღლა ცხოვრობდა , ყველაზე ღარიბი იყო. სვანები და მათი მეზობლები თავს თურმე უფრო ნადირობითა და მესაქონელეობით ირჩენდნენ. უფრო დაბლა, მთის კალთებზე, მოსახლენი უკვე მიწასაც ხნავდნენ და პურს სთესავდნენ, მაგრამ უმთავრესად მესაქონლეობას მისდევდნენ და ჯოგებს აშენებდნენ.

სულ სხვა იყო ბარში. აქ მთავარი მნიშვნელობა მიწათმოქმედებას ჰქონდა. კოლხეთი განთქმული იყო თავისი ხილით, სელით, კანაფით, ცვილით(თაფლის სანთელი),ფისით, ხომალდების საშენებელი ხე-ტყით. ასევე იყო ქართლშიაც. მოჰყავდათ, ხორბალი, ქერი, ფეტვი და სხვა პურეული, ძველთაგანვე აშენებდნენ ვაზსა და აყენებდნენ ღვინოს. ბლომად ჰყავდათ შინაური პირიტყვი. იცოდნენ სხვადასხვანაირი ხელოსნობა და საუცხოო ოსტატებიც იყვნენ.

ვაჭრობაც განვითარებული ყოფილა. კავკასიონი ყველაზე მაღლა ადგილების მცხოვრებიც იძულებულები იყვნენ ბარში ჩასულიყვნენ, მაგ. მარილის საყიდლად. თვითონ ბარელები უფრო მეტს ვაჭრობდნენ. საშინაო ვაჭრობის გარდა, იმდროინდელ საქართველოს საგარეო ვაჭრობაც შორს ჰქონია გაბმული. ინდოეთიდან საქონელი მოჰქონდათ კასპიის ზღვამდე, შემდეგ კასპიის ზღვაზე გამოატარებდნენ და მტკვარზე ნავით ამოიტანდნენ ქართლში. აქედან , სადაც უკვე ნაოსნობა აღარ შეიძლებოდა , ხმელეთის გზით  გადაჰქონდათ ყვარლის ხეობაში, შორაპნამდე, შორაპნიდან კი ისევ ნავებით ჩაჰქონდათ შავ ზღავმდე  ქალაქ ფასიდში , საიდანაც საქონელი უკვე ზღვით იგზავნებოდა დასავლეთისაკენ.


სტრაბონი ამბობს იმდროინდელ საქართველოზე: ,,... ეს მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ძალიან ხშირი მოსახლეობა ჰყავდეს. და მართლაც იბერია მშვენივრადაა დასხლებული მეტწილად ქალაქებითა და დაბებით, ისე რომ გვხვდება კრამიტის სახურავებიც და არქიტექტურული ხელოვნები წესების თანახმად აშენებული ბინები და საბაზრო ადგილები და სხვა საზოგადოებრივი შენობები''.

ასეთი საზოგადოებრივი შენობების ნაშთები აღმოჩენილია ამაზში, - დიდი აბანოს, წყალსადენისა და , იქნებ აგრეთვე, ტაძრების ნაგებობები. სამთავროში კიდევ აღმოჩნდა საფლავის ლოდი წარწერით, რომელშიაც მოხსენიებულია,,მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი აქოლი"". ეს მცხეთის მთავარი არქიტექტრორი უნდა ყოფილიყო. აქვე ნაპოვნია დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალა - კრამიტი, აგური.

იმდროინდელი უმთავრესი ქალაქები იყო: ფასიდი, დიოსკურია, პიტიუნტი და შორაპანი _ კოლხეთში, მცხეთა-არმაზი - ქართლში.


რომის დაპყრობითი ომები საქართველოში.

რომის დაპყრობითი ომები საქართველოში.

ძვ.წ მესამე საუკუნის დამლევიდან რომი ერევა მსოფლიო პოლიტიკაში, ხოლო მე-2 საუკუნის დასაწყისიდან იგი აზიაში იჭრება. მე-2 საუკუნის დამლევისათვის რომაელებს უკვე სამფლობელო ჰქონდათ მცირე აზიაში.რომის მიერ აქ დამყარებული წესები , დიდძალი გადასხადები, მოხელეების  ძალმომრეობა სულს ხდიდა რომის ქვეშევრდო-მებს. და წინააღმდეგობის ცეცხლს აღვივებდა მათში. ამ განწყობილებით ისარგებლა მითრიდატე პონტოელმა , რომელსაც არაფრად ეპიტნავებოდა  რომის ასეთი გაძლერება თავის მახლობლად, და ომი აუტეხა. ომი პონტოელებსა და რომს შორის ოც წელზე მეტ ხანს გაგრძელდა(ძვ. წ.88 - 65 წწ.) ამ ომში უპირატესობა მითრიდატეს მხარეზე იყო და მან დიდად შეავიწროვა რომალები, რომელნიც შინაური უთანხმოებითა და ბრძოლით იყვნენ დასუსტებულები. მაგრამ შემდეგ უკვე ომის ბედი რომის მხარეს გადავიდა. რომა-ლებმა რიგრიგობით დაამარცხეს მითრიდატე და მისი მოკავშირეები.

პონტოს მეფის მოკავშირეები უკანასკნელ ომში რომაელების წინააღმდეგ იყვნენ არმენიის, ალბანიისა და იბერიის მეფეები. არმენია ანუ სომხეთი ძვ.წ. აღ-ით პირველი საუკუნის პირველ ნახევარში ძლიერი სახელმწიფო იყო. ამ დროს იქ მეფობდა ტიგრან მეორე.

ძვ.წ. 66 წ . რომაელების ახალმა სარდალმა - პომპეუსმა სასტიკად დაამარცხა მითრიდატე პონტოელი. მითრიდატემ თავს გაქცევით უშველა, იგი ჯერ კოლხეთში გადიხვეწა, სადაც ის ზამთარი ქალაქ დიოსკურიაში გაატარა, ხოლო აქედან ჩრდილოეთისაკენ წავიდა ახალი ჯარის შესაგროვებლად.

პომპეუსი ამის შემდეგ მითრიდატეს მოკავშირეებს მისდგა. ჯერ სომხეთში შეიჭრა  და დაიმორჩლა ტიგრანი. შემდეგ რომაელებმა ალბანიისა და იბერიისაკენ გაილაშქრეს. ალბანელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ დამარცხდენენ და იძულებული გახდნენ ზავი ეთხოვათ რომაელებისათვის.

რომაელები საქართველოში.

ქართლში ამ დროს მეფე არტაგი იყო. არტაგმა საჭიროდ ჩათვალა წინდახედულება გამოეჩინა: ზავის შესახებ რომაელებთან მოლაპარაკება გამართა, ფარულად კი სამხედრო სამზადისს აწარმოებდა. რომაელებმა არტაგს ხერხი გაუგეს, დაასწრეს და ქართლში შემოიჭრნენ.

არმაზის ციხე რომაელებმა შედარებით ადვილად ჩაიგდეს ხელში, რადგანაც მოულოდნელად დაესხნენ თავს.არტაგი მტკვრის გაღმა გავიდა და ხიდი დასწვა. შემდეგ არტაგმა კიდევ უფრო შორს გაიწია. რომალები მას ფეხდაფეხ მისდევდნენ სასტიკი ბრძოლით.

ხალხი სამშობლოს ადვილად არ სთმობდა. ქართველი ჯარი თავგამეტებით განაგრძობდა ომს, თუმცა მეფე მტერთან მოლაპარკებას აწარმოებდა. ქართველი მეომრები, ვინც წინა ბრძოლებში გადარჩა, გარშემომდებარე ტყეებში გაიფანტნენ, მაღლა ხეებზე ავიდნენ და იქედან უშენდნენ რამდენიმე დღე რომაელებს ისრებს. რომაელები იძულებული გახდნენ ტყე გაეჩეხათ.ქართველი მებრძოლები დაიღუპნენ, მტერს კი არ დანებდნენ.

რომაელებთან ბრძოლაში ქართველებმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს: ცხრაათასი კაცი მარტო მოკლული იყო.
ბოლოს არტაგი შეურიგდა თავის მარცხს და პომპეუსთან ზავი დასდო. არტაგმა  რომაელებს მძევლად თავისი შვილები მისცა, პომპეუსს კი მდიდარი ძღვენი მიართვა: ოქროს ტახტი, ოქროს სარეცელი და ოქროსავე მაგიდა. ეს მოხდა 65 წ. ძვ.წ.

რომაელებმა კოლხეთში თავისი მმართველები დააყენეს. პომპეუსის ჯარში იყვნენ ისეთი ბერძნებიც, რომელნიც მწერლობას მისდევდნენ.ისინი წერდნენ პომპეუსის ლაშქრობის ისტორიას, თანაც იმ ქვეყნებსაც ასწერდნენ ხოლმე, სადაც პომპეუსი გაივლიდა. ამ მწერლებმა საქართველოც ასწერეს.

მათი აღწერილობა უფრო ძველი ბერძენი მწერლების ცნობებთან ერთად შეჰკრიბა და გამოაქვეყნა განთქმულმა ბერძენმა გეოგრაფმა სტრაბონმა, რომელიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდა.

პომპეუსის თანამგზავრთა ცნობებიდან ჩვენ ვიგებთ თუ როგორი იყო საქართველოს ვითარება ძვ.წ. პირველი საუკუნის დამდეგს.



საქართველო ელინისტურ და რომაულ ხანაში.



ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნა.

საქართველო ელინისტურ და რომაულ ხანაში.


ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოქმნა.

საკუთრივ აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე მცხოვრებ მოსახლეობაშიც შორს წავიდა ქონებრივი და სოციალური უთანასწორობის გაღრმავების პროცესი. აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე ადგილას არის აღმოჩენილი იმდროინდელ წარჩინებულ პირთა სამარხები. ამ სამარხებში ნაპოვნი ნივთებიდან ჩანს, თუ რა სიმდიდრეს მოუყრია თავი ხალხის მასიდან გამოყოფილი ზედაფენის წარმომადგენელთა ხელში. ქსნის ხეობაში, მაგ. სოფ.საძეგურთან აღმოჩნდა მრავალი ძვირფასი ნივთი, რომლებიც წარჩინებული ქალის სამარხს უნდა ეკუთვნოდნენ. ეს ნივთები მოწმობენ, რომ მიცვალებული ნამდვილად დიდიკაცური ფუფუნებით დაუმრახავთ. მისთვის ჩაუტანებიათ ოქრომჭედლობის მრავალი შესანიშნავი ნაკეთობა - სამკაულები(ოქროს წყვილი სამაჯური,ყელსაბამები, ბეჭდები,საფეთქლის სამკაულები, საყურეები და სხვა), ჭურჭელი, ცხენის აკაზმულობის ნაწილები, სარდიონის, მთის ბროლის, გიშერისა და ქარვის მძივები. ასეთი მდიდრული სამარხების მეზობლად კი არქეოლოგებმა მრავლად ღარიბთა სამარხების ნაშთები.ამ სამარხებში ნივთები თითქმის არ აღმოჩნდა.

სოფელ საძეგურის მდიდრული სამარხის მსგავსი და იმავდროული სამარხები აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ადგილებშიც, მაგ. სოფელ ყაზბეგში და სოფელ წინწყაროსთან(თეთრიწყაროს რაიონი)

აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე ტომთა დიდი გაერთიანებები არსებობდა. მათ ბრძოლა ჰქონდათ როგორც უცხოელ დამპყრობლებთან, ასევე ურთიერთშორისაც. თანდათან ამ მხარეში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულებას იწყებს მცხეთის რაიონი. იგი სხვადასხვა მხრიდან (დასავლეთ საქართელოდან, მესხეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ჩრდილო კავკასიიდან მდ. არაგვის ჩაყოლებით) მომავალი გზების შესაყარზე მდებარეობდა.

ამას გარდა, მცხეთას და მის მიდამოებს თავდაცვის თვლასაზრისითაც მეტად ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა. ეს იყო ძალიან მოსახერხებელი ადგილი მრავალი, ურთიერთდაკავშირებული ციხე-სიმაგრის ასაგებად.

გადმოცემა ქართლის სამეფოს დამაარსებლად თვლის მცხეთის მკვიდრს ფარნავაზს, რომელსაც ქართლიდან განუდევნია უცხოელი დამპყრობლები და განთავისუფლებული ქართლის მეფე გამხდარა. ამ საქმეში მისთვის დახმარება აღმოუჩენია დასავლეთ საქართველოს მმართველს ქუჯის, კავკასიონის მთიანეთში მცხოვრებ ტომებს და სომეხთა რაზმებს.



ქართლის სამეფო ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 საუკუნეში.

ჩ. წ. აღ-მდე  მე-3 საუკუნეში, ფარნავაზისა და მისი მემკვიდრის საურამაგის მეფობაში, ქართლის სამეფო საკმაოდ ძლიერი იყო. ამ დროს იგი არამარტო მთელ თანამედროვე აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა, არამედ მის მოსაზღვრე ოლქებსაც ფლობდა. მას ეკუთვნოდა, კერძოდ, ისტორიული ტაოსა და სპერის ოლქები.

ქართლის სამეფომ უშუალოდ შემოიერთა დასავლეთ საქართველოს ერთი ნაწილი. აქ, იმ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს სურამის უღელტეხილის მიმდებარე რაიონში, შეიქმნა ქართლის(იბერიის) ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული - არგვეთის საერისთავო. ქართლის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა აგრეთვე საკუთრივ ეგრისის სამეფოც, თუმცა იგი იბერიის სამეფოს ჩვეულებრივ პროვინციად არ გადაქცეულა.
ამან დიდად შეუწყო ხელი საქართველოს მოსახლეობის შემდგომ დაახლოებას და საფუძველი ჩაუყარა ერთი ძირიდან წარმოშობილი ქართველი ტომების სწრაფ შეკავშირებას და ამ გზით ერთიანი ქართველი ხალხის ჩამოყალიბებას.

ქართლის სამეფო იმდენად ძლიერი აღმოჩნდა , რომ გავლენის ქვეშ მოაქცია კავკასიონის მთიანეთის იმ ნაწილის მოსახლეობაც, რომელიც აღმ. საქართველოს ბარს ემეზობლებოდა. საზოგადოებრივი განვითარების მხრივ მთიანეთის მოსახლეობა საგრძნობლად ჩამორჩებოდა ბარის მოსახლეობას. მთაში ჯერ კიდევ პირვეყოფილი თემური წყობილება იყო გაბატონებული.

ქართლის მეზობლად მდებარე ჩრდილო კავკასიის მთიანეთში მცხოვრებ ტომებს ქართველები  უმთავრესად ,,ლეკების'', ,,დურძუკთა'' და ,,დიდოელთა'' სახელით იცნობდნენ(დღევანდელ დაღისტნურ და ბაცბურ-ქისტურ ენებზე მოლაპარაკე ხალხთა წინაპრები). მათ დასავლეთით აფხაზურ-ადიღეური ტომები ცხოვრობდნენ.

ქართლის სამეფოსათვის მეზობელ მთიანეთზე გაბატონებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეეძლო მას ჩრდილო კავკასიიდან სამხრეთში გადმომავალი  გზების, კერძოდ დარიალის გამაგრება და დაცვა.ამით ქართლის მმართველები  დაიცავდნენ თავის სამეფოს მიწა-წყალს ჩრდილო კავკასიაში და სამხრეთ რუსეთის ველებზე მცხოვრები მრავალი მომთაბარე მეომარი ტომების შემოსევისაგან. კიდევ უფრო მეტი, რაკი კავკასიონის გადმოსასვლელები მათ ხელში ექნებოდათ, საშუალება ეძლეოდათ საჭიროების ჟამს შემოეშვათ ჩრდილოეთის ეს მეომარი ტომები და გამოეყენებინათ ისინი თავისი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. მეზობელმა ძლიერმა სახელმწიფოებმა კარგად იცოდნენ ქართლის მეფეთა ამ იარაღის არსებობა და ანგარიშს უწევდნენ მას.

ქართლის მმართველებს იმიერკავკასიის ტომები ზოგჯერ მარტო დროებით კი არ გადმოჰყავდათ ამა თუ იმ მტრებთან ბრძოლის მიზნით, არამედ გადმოჰყავდათ სამუდამოდ და თავის სამეფოს მიწა-წყალზე ასახლებდნენ.

ქართლის მმართველებმა თავისი გავლენის სფეროში მოაქციეს აგრეთვე მეზობელი ალბანეთის(თანამედროვე აზერბაიჯანი) მოსახლეობის ერთი ნაწილი. აქ ამდროს ის ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც ენით ყველაზე ახლოს დაღესტნის დღევანდელ მოსახლეობასთან იდგნენ. ისინი მრავალ ტომად  იყოფოდნენ და ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილება ჰქონდათ. ქართლის სამეფომ განსაკუთრებით ენერგიულად შეუტია იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებს, რომელნიც უშუალოდ ეკვროდნენ ქართლს. უკვე ქართლის სამეფოს წარმოქმნისას ეს მიწა-წყალი ამ სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. აქაური მოსახლეობა თანადთან გაითქვიფა ქართლის დანარჩენ მოსახლეობაში.


საგარეო პოლიტიკის გაუარესება.
საქართველო ჩვ.წ.აღ-მდე მე-2 საუკუნესა და 1-ლი საუკუნის დასაწყისში.


ის ხელსაყრელი საგარეო-პოლიტიკური ვითარება, რომელიც ქართლის სამეფოსათვის მანამდე არსებობდა, ჩვ. წ.აღ-მდე მე-2 საუკუნეში საგრძნობლად შეიცვალა.

საქართველოს მეზობლად ჩამოყალიბდა ორი დამოუკიდებელი სომხური სამეფო. ამ სომხურმა სახელმწიფოებმა ჩრდილოეთის მეზობელს - ქართლის სამეფოს - შემოუტიეს და ქვემო ქართლისა და მესხეთის მიწა-წყლის დიდი ნაწილი ჩამოაცილეს(ეს ის ოლქებია, რომლებთაც ძველი ბერძნები გოგარენეს, ხორძენეს და პარიადრის მთიანეთის სახელწოდებით იცნობდნენ).ქართლის სამეფო სომხეთის მმართველებმა არა მარტო სამხრეთიდან, არამედ არმოსავლეთიდანაც შეავიწროეს: ისინი დაეუფლნენ იბერია-ალბანეთის შესაყარზე მდებარე ოლქს კამბისენეს, ანუ, როგორც ძველად ქართველები უწოდებდნენ - კამბეჩოვას(შემდეგდროინდელი ქიზიყი).

ძლიერ სომხეთთან ბრძოლაში ქართლის მმართელები ზოგჯერ პართიის სამეფოს მხარდაჭერით სარგებლობდნენ. პართიის სამეფო ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 საუკუნეში ჩამოყალიბდა კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მიწა-წყალზე. აქ არშაკიანთა დინასტია დამკვიდრდა. ჩვ.წ.აღ-მდე მე-2 საუკუნის მეორე ნახევარში პართია უძლიერესი სახელმწიფო შეიქმნა და სომხეთის მეტად საშიში მოწინააღმდეგ გახდა.

დასავლეთი სომხური სახელმწიფოს - ეგ.წ. ,,მცირე სომხეთის'' - ხელისუფლებმა კი ამავე ხანაში შეძლეს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მცხოვრები ქართველი ტომებით დასახლებული ზოგიერთი ოლქის დაუფლება. ამ ადგილებში, როგორც ზღვის სანაპიროზე მდ. ჰალისის აღმოსავლეთით, ვიდრე ჭოროხის შესართავამდე, ისე ამ ზოლის სამხრეთით გადაჭიმულ ჩრდილო ანატოლიის ანუ პონტოს ქედის კალთებზე ძველთაგანვე მრავალი დასავლურ-ქართული(მეგრულ-ჭანური) მოდგმის ტომი ცხოვრობდა. ძველი ბერძნები მათ ბევრი სხვადასხვა სახელით იხსენიებდნენ. ესენი იყვნენ ტიბარენები, ხალდები( ანუ ხალიბები), მოსინიკები, მაკრონები, სანები(ანუ ჭანები) და ა. შ. ამ მცხოვრები ტომები კოლხეთის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ დასავლურ-ქართულ მოსახლეობასთან შედარებით ბევრად უფრო ჩამორჩენილები  იყვნენ საზოგადოებრივი განვითარების თავლსაზრისით; ისინი ჯერ კიდევ პირვეყოფილი თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდნენ. ზღვის სანაპი-როზე აქ უკვე ძალიან ადრე გაჩნდა ბერძნული ახალშენები(სინოპი, კერასუნტი, ტრაპეზუნტი,კოტიორა). ამ ქალაქების ბერძნულ მოსახლეობას იმთავითვე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობათან, რაც ბოლოს და ბოლოს ბერძნული და ადგილობრივი ელემენტების შერწყმას იწვევდა. შემდგომ ეს ადგილები შევიდა პონტოს სამეფოს შემადგენლობაში, სადაც ელინური(ბერძნული) და ადგილობრივი მოსახლეობის შერევის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართა.

შედარებით ხელუხლებლად ინხავდა თავის ტომობრივ თავისთავადობას მთიანეთში  მცხოვრები  თავისუფალი თემების მოსახლეობა(ჭანები). რაც შეეხება საკუთრივ ახლანდელ დასავლეთ საქართველოს , მისი ერთი ნაწილი უშუალოდ შეიერთა ქართლის ძლიერმა სამეფომ, მეორე ნაწილი (ეგრისის ანუ კოლხეთის ძველი სამეფო) მანვე დაიმორჩილა.კოლხეთის ჩრდილო-მთიან ნაწილში კი მრავალი ტომი ცხოვრობდა, რომლებიც ამ დროსაც ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას. როდესაც ჩვ.წ. აღ-მდე მე-2 საუკუნეში ქართლი დასუსტრდა, დასავლეთ საქართველოზეც მისი ძალაუფლება საგრძნობლად შეირყა. დასავლეთ საქართველოში გავრცელება იწყო მეზობელი პონტოს სამეფოს გავლენამ. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე მე-3საუკუნეში ჩამოყალიბდა შავი ზღვის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროების მახლობლად. პონტოს სამეფო დიდ ძალას წარმოადგენდა უკვე ჩვ.წ.აღ-მდე მე-2 საუკუნის შუა ხანებში, ხოლო განსაკუთრებით გაძლიერდა მითრიდატე VI ევპატორის (ძვ.წ. 111-63 წწ.)დროს. ამ უკანასკნელის მეფობის დასწყისშივე კოლხეთი პონტოს სამეფომ დაიმორჩილა. მითრიდატე აქ თავის ნაცვალს აგზავნიდა ხოლმე მმართველად. ძვ.წ.83 წ კოლხებმა ბოსფორელებთან ერთად (ასე უწოდებდნენ ყირიმში ბერძნული ქალაქების მეთაურობით შექმნილ სახელმწიფოს, რომელიც აგრეთვე მითრიდატეს ჰყავდა დამორჩილებული) აჯანყება მოაწყვეს მითრიდატეს წინააღმდეგ, მაგრამ ამ აჯანყებას წარმატება არ მოჰყოლია.

პონტოს მეფისა და მისი ნაცვალის ხელისუფლება არ ვრცელდებოდა მთელ დასავლეთ საქართველოზე და უმთავრესად ქვეყნის ზღვისპირა დაბლობი რაიონებით შემოიფარგლებოდა. ქართლის სამეფო ნაწილობრივ არგვეთში მაინც ინარჩუნებდა თავის პოზიციებს. ჩრდილო კოლხეთის მთიანეთში (დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე) მცხოვრებ პონტოს გავლენა მეტად სუსტი იყო.



საქართველოს ისტორია.თავი II
საქართველო ელინისტურ და რომაულ ხანაში.

საქართველოს ისტორია-დან.
შედგენილი აკად. ს. ჯანაშიასა და აკად. ნ ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების მიხედვით.
შემდგენელ-რედაქტორი - გიორგი მელიქიშვილი.

ღმერთო მოვეთრიე- ბაჩო ზაქაიძე

ცოდვით დავთვერი და აქ მოვეთრიე,
ფეხზე ვერ ვდგავარ ისე ვარ მთვრალი,
ღმერთო შენს სახლში შემოვეთრიე,
მინდა გავსწორდეთ, მომცე ჩემი ვალი.

ცოტა თუ გჭორავდა მასთან ნათელია,
გოლგოთის მთას რომ თელავდი ჯვარით,
ცოდვები მარტო როცა გათელინა.
ვის ანაღვლებდი, გკიცხავდნენ ჯავრით,

რისთვის შეეწირე ასეთი მარგალიტი?
მათთვის ვინც მცირე ვერცხლზე გაგყიდეს
ნუთუ ღირდა ხალხისთვის ასეთი მაგალითი,
რომელთაც კვართი კამათლით გაყიდეს.

ამას აქ რა უნდა? ყველა მე მიყურებს
რამდენის აქ ყოფნა უბრალოდ მოდაა,
მათი ჩურჩული სმენას მიყრუებს
გულში მლანძღავენ და ერთი მოთქმაა.

თქვენ ლაპარაკზე მწარედ მეცინება,
ვერც კი შეამჩნიეთ რამხელა ბოდვაა,
აქ შემოვედი და უცრემლოდ მეტირება,
ამ გულში მთელი სამყაროს ცოდვაა.

რწმენა შემერყა ყოვლად ძლიერო,
მე ხომ არ მითქვამს სიცოცხლე მაჩუქე,
გთხოვ ეშმაკებთან გამაძლიერო
მომხედე თორემ სული სხვას ვაჩუქე.

სული დამიბნელა ამდენმა უნდობლობამ,
ხალხის სიძულვილმა ზეცამდე ამოფეთქა,
სისხლი გამიშრო ამ დაუნდობლობამ,
და ჩემშიც ამ ზიზღმა ლავად ამოხეთქა.

ჩემში ეშმაკმა ბინა რომ დაიდო,
მკაცრად მიბრძანა მე უნდა მადიდო,
არ მინდა ღმერთო, რწმენაზე დიდო,
შენმა შვილმა რომ სულ სხვა ვადიდო.

პასუხისმგებლობას ჩემზე ვერ ვიღებ,
თუ დამეხმარები, ცოდვებს გამიგებ,
მე ჩემს რწმენაზე ხელს არ ავიღებ,
ჩემი სულის მსხვერპლს შენთვის გავიღებ.

ჩემი მუდარა ღმერთო ნუთუ არ მოგივიდა?
როგორ მოვიქცე მიმანიშნე რა მოგივიდა?
ასე ცხოვრება ყელზე ზემოთ ამომივიდა,
ბევრი ვეცადე მაგრამ არა, არაფერი გამომივიდა.

შენ რომ შემპირდი ჩემთვის ის მზე როდის ამოვა,
ხორცის სახლიდან ეს სატანა როდის გამოვა,
ჩემ უდაბნოსკენ შენი წყალი როდის წამოვა,
აქვე მიშველე სანამ სული განკითხვად მოვა.

ყველა ცოდვას გეტყვი გთხოვ რომ მომისმინო,
ჩემში მცხოვრები ურჩხული მოისმინო,
აღარ შემიძლია მეტი მოვითმინო,
მთელი წარსული მსურს ხოხვით მოვიფრინო.

მე პატიოსანს გარყვნილად ვქმნიდი,
სულის სიწმინდეს ცოდვას ვაცმევდი,
აქამდე მე შენ უბრალოდ გთვლიდი,
შენზე საუბარს სულ ზურგს ვაქცევდი.

მე ქალთა გულებს ურცხვად ვლახავდი,
ამით მეგონა რომ ბევრს ვნახავდი,
რას ვიფიქრებდი თუ შეგლახავდი,
ამ სულს ბინძურით რომ გავლახავდი.

სულის სარკეში ჩემ სულს განახებდი,
ჩემ შინაგან მეს ამ ხალხს ვანახებდი,
მეგონა ამით გზას დავანახებდი,
და ყველას თავის ცოდვებს დავახევდი.

მე ჩემი სულისთვის არაფერს ვქმნიდი,
ახლა კი არ ვიცი როგორ შევიცვალო,
გამასამართლე მზად ვარ ღმერთო მიდი,
შენ სტუმრად მინდა გარდავიცვალო.

ღმერთო მაპატიე რაც კი დავაშავე,
ამდენი ბინძური ფურცელი გადავშალე,
ამ ყველაფერში მე არ ვარ დამნაშავე,
ეშმაკს ვერ ვძლიე და ის გააშავე.

წმინდაო ნიკოლოზ შენ წინ ქედს ვიხრი,
შენ ხომ მოიპოვე სიმდაბლით სიმაღლე,
რატომ არ მითხარი საფლავს რომ ვითხრი,
ჩემში ყველა წმინდა ჩრდილში რომ მივმალე.

წმინდაო გიორგი ტყვეთა განმათავისუფლებელო,
აქამდე ნეტა რატომ არ გიწამე?
გევედრები ამ სატანისგან გამათავისუფლო,
ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამე,

ქართველთა მხსნელო წმინდაო ნინო,
შენი ცხოვრება ხომ ჩვენს ღმერთს გაატანე,
ზიარება მინდა აღარ მსურს ლოთის ღვინო,
გემუდარები მეც ღვთის გზა გამატარე.

ჩემო ღვთისმშობელო ჩემო მარიამ,
ჩემ სტუმრად ისევ ეშმაკნი არიან,
ნუღა დამტოვებ უშენოდ ქარიანს,
აღარ მსურს ვებრძოლო ცხოვრებას ავდრიანს.

მთავარანგელოზო წმინდაო გაბრიელ,
დიდო მთავარო ზეცისა ძალთა,
ყოველი ბოროტი ჩემში დაარბიე,
მასწავლე ჩემი სიწმინდის მართვა.

მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა,
ნუ შემიყვანებ მე განსაცდელსა,
მეც მამყოფე შენ სახლს შინა,
ნუღა მანახებ გზას ასაცდენსა.

ვედრების ხატთან მე დავიჩოქე,
ამაღლებამდე ხოხვით მივედი,
ყველა ჩემი ცოდვა შენს წინ დავაჩოქე,
მე კვლავ ვიპოვე შენში იმედი.

მე ვერ ვიხილე თავად იესო,
მაგრამ სათქმელი აღმაწერინა,
კალამი მომცა მითხრა თქვი ესო,
და თავის აზრი დამაწერინა.

შენ სიცოცხლეში ყველაფერს მიხვდი,
შენ მისიადაც ეს ავარჩიე,
ამ ქვეყანაში სწორ გზამდე მიხვედი,
და რაც მინდოდა ის გაარჩიე.

რადგან შენ ჩემთვის იწყე გალობა,
ჭეშმარიტებაც ჩემში იპოვნე,
ამ ყველარისთვის გეტყვი: მადლობა,
ცოდვებს შეგინდობ შენ მე მიპოვნე.

ვინც სწორად ცხოვრობს ჩემთან ავიყვან,
ყველას ვინც რწმენა სწორად დაზვერეს,
ხელში აყვანილს სწრაფად გავიყვან,
არ გაუძნელებ არცერთ საზვერეს.

შენ მათ უთხარი ვინც მე დამივიწყა,
მობრუნდნენ თორემ გვერდზე გავრიყავ,
და მათ ვინც თავის სული დაივიწყა,
ჯოჯოხეთისკენ ქვევით ჩავიყვან.

შეწყვიტონ თავის სულების გმობა,
არცერთს არ აცდება ერთი ხელისმოსმა,
ყველა პასუხს აგებს რომ დაკარგეს ნდობა,
იცოდნენ ახლოვდება ჩემი უკან მოსვლა.

მთავარი სათქმელი ღმერთის ასე იყო,
მიწა იყავი და მიწად იქმნები,
მუდამ გახსოვდეს რომ სული არ გარიყო
და სამოთხეში ჩემთან იქნები.

გახსოვს ზედაზენი?

გახსოვს, ზედაზენი?..
მარჯვნივ დარჩა ძველი ჯვარი,
მარცხნივ-წმინდა მცხეთა,
აღმართები,
აღმართები,
აღმართები,
გზა მიხვეულ-მოხვეული,
დახვედრა და გაცილება ხეთა.
შოშიების შეგონება,
კაფე-თესეს ქადაგება,
ჭრელი ჩიტის გადაფენა,
ტყის დაღლილი ქარი,
სიმწვანიდან გვეგებება
წყაროს თეთრი თვალი,
იქ მისვლა და დაჩემება
შენი პეშვით დამელია წყალი...
როგორც იქნა,
შევაკება,
გალავანი,
ეკლესია,
სულ სხვა ქარი...
ძელსკამი და ბინდი,
არაგვის და მტკვრის შეხვედრა,
იქვე მცხეთა ფეხთით,
არსად კაცის ჭაჭანება,
არცა სოფლის დანანება,
მე და შენ და...
სიყვარულის ღმერთი!
ჟამი ჟამობს.
მე არ ვიყო,
შენ არ იყო (ღმერთმა ნუ ქნას) - შეიძლება,
ზედაზენის დავიწყება- არა!
ის ერთი დღე,
ის ერთი დღე
არსებობდა კმარა!
გახსოვს ზედაზენი? ..



ოტია იოსელიანი *******

შენთან რომ მოვიდე, უნდა მომელოდე,
როგორც არავინ არასდროს.
შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა
ტანჯვა უნდა იყოს, კირთება.
ისე უნდა მელოდე, ისე სასოებით,
ყველაფერს უნდა ეწეროს ჩემი სახელი
ოქროს ასოებით.
ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება
დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,
უჩემოდ არ უნდა იყო დღის დამაღამებელი
და უსასრულო ღამის გამთევი.
უჩემოდ უნდა გჭირდეს უმადობა
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო.
ჩემი სახელი, მესმის თუ არ მესმის,
უნდა იძახო და იძახო.
ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული,
შენ არ შეელიო და იძრახო,
ყველაფერი რომ წაგართვან _ წაირთვი,
ჩემი ხატი უნდა შეინახო.
მე უნდა ვიყო შენთვის აღდგომა,
უჩემოდ ხსნილი დაიმარხვო.
ჩემს გარდა ყველასთვის მწვერვალი უნდა იყო,
ხელი ვერ მოგიწვდინონ, ვერ გახლონ.
ჩემს გარდა ვერავინ გაგაგონოს,
ათასი გიხმონ და გიძახონ.
უჩემოდ, შენს თვალზე შემშრალი
ცრემლი ვერ ნახონ.
შენ უნდა იყო უჩემოდ ართვალი,
უმზეო ყვავილი, უსახო.
ჩემი გამოჩენა შენთვის უნდა იყოს
ცის გახსნა, ღვთის წყალობა.
შენთვის ჩემი ჩურჩული
უნდა იყოს სირინოზების გალობა,
უჩემოდ ვერავინ შეძლოს
შენი შველა და წამლობა.
უჩემოდ არაფერზე იოცნებო
და მიზნად არაფერი დაისახო.
შენ ჩემთან ერთად უნდა იცოცხლო
და ჩემთან ერთად დაიმარხო.
არავინ, შენს გარდა, არ მიხმობდეს
მეტი წყურვილით და წადილით,
ვერავინ შეძლოს გადაბირება
ვერარა ვედრება-ქადილით.
უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და
ყელამდე სავსე ხარ - შენთან რომ ვარ,
თუ შენი ყველა გზა ჩემთან მოდის
და სხვა გზა არ გაქვს - შენთან მოვალ.





Заговор против Бога! режиссер Царева Г.И.


„ადამიანი, რომელიც არ ლოცულობს, ნამდვილი კულტურისგან შორსაა“

მხოლოდ განწმენდილ ადამიანს შეუძლია, ნათელი მისცეს სხვას

ამ ძალზე საგულისხმო წერილის ავტორი ახალგაზრდა რუმინელი ბერი ალექსი ცირდეაა, რომელიც რამდენჯერმე საქართველოსაც ესტუმრა. ძალზე შეიყვარა აქაურობა და ინგლისური და ფრანგულის გარდა მცირეოდენი ქართულიც ისწავლა.

შემთხვევითი არც ის არის, რომ იგი რუმინეთის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს.

არსებობს ორი ცნობიერება: ერთი - რომ ეკუთვნი მართლმადიდებლობას და მეორე - ეროვნულ-ისტორიული. ეს ორი არსებითი ფაქტი ძალზე ახლოსაა ერთმანეთთან, ერთმანეთით სუნთქავს და მჭიდროდ არის ურთიერთგადახლართული. როცა ადასტურებ, რომ ხარ რუმინელი, სერბი, ბერძენი, ქართველი, ბულგარელი თუ რუსი, გულისხმობ, რომ შენი წინაპრები ინათლებოდნენ, ჯვარს იწერდნენ, ნათლავდნენ თავიანთ შვილებს, წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში იკრძალებოდნენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიების თავისებურებებთან იყვნენ დაკავშირებულნი. მრავალმა თაობამ გაიარა და ხელშეუხებლად შემოინახა განცდა კუთვნილებისა როგორც ეროვნული, ასევე უნივერსალური მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. როცა ამბობ, სერბი, ბერძენი ან ქართველი ვარო, გულისხმობ, რომ ხარ მართლმადიდებელი და არა ლუთერანი, კალვინისტი თუ კათოლიკე.

წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციისა და კულტურის დაცვით მართლმადიდებელი ხალხის ერად ფორმირება და კონსოლიდაცია მათი ნაციონალური ეკლესიების ირგვლივ მოხდა.

ზოგიერთი თანამედროვე მოვლენა თანდათან უფრო წარმართული ხდება. ხშირია შემთხვევა, როცა მსოფლიოს არა საერო, არამედ წარმართულ კულტურას სთავაზობენ. გავიხსენოთ ახალი ეპოქის ფილოსოფოსების გნოსტიციზმი, რომელიც უყოყმანოდ აიტაცეს ინტელექტუალთა მთელმა თაობებმა; იოგას, ძენ ბუდისტების მედიტაციის არაჯანსაღი პრაქტიკა, რომელსაც ხანგძლივად მიმდევარი დეპერსონალიზაციამდე მიჰყავს. დიდი ხნის ურთიერთობა უპირო არსთან და ბოროტის მანქანება არის მიზეზი იმ ერთიანი უცნაური მოვლენისა, რაც იქ ხდება. ფსევდოკულტურა, მყვირალა, უკიდურესი ექსპერიმენტები ყველანაირ ეგზოტიციზმში, სექსუალური ემანსიპაცია, ადამიანის ვნებებისთვის თავისუფლების მინიჭება... სწორედ ეს ელემენტები იჭრება საზოგადოების ცხოვრებაში.

თითოეული კულტურა რენტგენული სურათია ერის შინაგანი და ნამდვილი მდგომარეობისა მისი ისტორიის განმავლობაში. მაგრამ კულტურა არ წამოადგენს მხოლოდ ერის სულიერი მდგომარეობის გარეგნულ გამოხატულებას; მას აღმზრდელობითი ფუნქცია აქვს, რადგან მრავალი თაობაა პასუხისმგებელი იმის შენარჩუნებაზე, რაც წინაპრებმა შექმნეს და იმ სიახლეებზე, რაც თანამედროვეებმა შემოგვთავაზეს. აქედან დასკვნა კი ასეთია: კულტურას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, კულტურა უნდა იყოს კარგი და სასარგებლო რაღაცისთვის. მაგრამ თუ მას უფრო და უფრო ღრმა შინაგანი კრიზისისკენ, სიცოცხლისა და პიროვნების განადგურებისკენ მივყავართ, რა აზრი აქვს მაშინ ასეთ კულტურას? რა აზრი აქვს ნიჰილისტურ და მომხმარებლურ ან პასიურ, ავამყოფურ კულტურულ მოდელებს? უეჭველია, რომ საბოლოო მიზანი თითოეული კულტურული მოდელისა, რომელიც იწვევს სასოწარკვეთას, უიმედობას, შინაგან გახლეჩას, ვნებებს, საკუთარი თავის კონტროლის დაკარგვას, ავადმყოფურ შეკითხვებს, აზრებს თვითმკვლელობის შესახებ, - სატანურია. ყველაფერი პიროვნული არჩევანის პრობლემამდე მიდის. ირჩევ ან სატანურ (რაც იმალება ანთროპოცენტრული ჰუმანიზმის მაცდური ნიღბის ქვეშ), ან სიწმინდის კულტურას.

არ არსებობს ჭეშმარიტი კულტურა სიწმინდის ფარგლებს გარეთ. მხოლოდ სიწმინდე, სულიწმინდის მადლით ცხოვრება გვიჩვენებს სიცოცხლის ნამდვილ მნიშვნელობას. თუ გამოვრიცხავთ სიწმინდის კულტურას, მაშ, რაში გვჭირდება კულტურა? რასაკვირველია, შეგიძლია აირჩიო სატანური კულტურა - კულტურა, რომელსაც მარადიული ცხოვრებისკენ არ მიჰყავხარ. ამ შემთხვევაში უმჯობესია ვთქვათ, რასაც ეპისკოპოსი იუსტინე პოპოვიჩი ამბობდა: „სჯობს იყო ვეფხვი ჯუნგლებში ან ლომი უდაბნოში, ვიდრე ადამიანი სიწმინდის კულტურის გარეშე...“

ყველა კულტურას აქვს პრეტენზია, მიუახლოვდეს ჭეშმარიტებას.

თანამედროვე საზოგადოების ნაწილში სასოწარკვეთა სუფევს, რადგან იგი ვერ პოულობს ეგზისტენციალური პრობლემის საბოლოოს გადაწყვეტას. მიზნის მიუღწევლობის კრიზისი პიროვნულად ანგრევს თანამედროვე კულტურის ზოგიერთ წამომადგენელს. როგორ შეიძლება ამის ახსნა? საქმე ისაა, როცა ისინი ჭეშმარიტებას ეძებენ, არასწორად სვამენ კითხვას: „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს კითხვა კი ასე უნდა ჟღერდეს: „ვინ არის ჭეშმარიტება?“ რადგან ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მხოლოდ ღვთაება და არა რაიმე ობიექტი ან უპირო ცნება. უმაღლესი ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მხოლოდ ღმერთი, შემოქმედი და არა შექმნილი. ღმერთკაცი თავის თავზე ამბობს: „მე ვარ ჭეშმარიტება“ (იოანე 14,6). ეს თავად ღმერთმა გამოგვიცხადა პასუხად შეკითხვაზე: „ვინ არის ჭეშმარიტება?“ მაგრამ ეს სიტყვები პასუხად მხოლოდ მათთვის გამოდგება, ვინც ფართოდ გახსნის სულს და ყოველთვის მზადაა ნებისმიერი მსხვერპლისა და თავის უარყოფისათვის, ოღონდ ეგზისტენციალურ შეკითხვებზე მიიღოს პასუხი. აუცილებელია, უარყო ძლიერი მიჯაჭვულობა ამქვეყნიური საგნებისადმი, განსაკუთრებით კი დაძლიო ეგოიზმი.

ასე რომ, ჩვენ ვცანით ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ თავად იესო ქრისტეში. ქრისტე, ღმერთი და კაცი, არის ჭეშმარიტება, „რამეთუ სჯული მოსესაგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესუს მიერ იქმნა“ (იოანე 1,17). უფალი ჩვენი იესო ქრისტე წმინდაა; ამიტომ მისი ხილვა მხოლოდ წმინდანებს, განწმენდილებს ანუ იმ ადამიანებს ძალუძთ, რომლებმაც შეითვისეს მარადიული ჭეშმარიტება მთელი არსებით; მხოლოდ მათ, ვისაც აქვს გონება ქრისტესი (როგორც მოციქულებს ჰქონდათ). ვისაც აქვს გულში მისი მუდმივი ხსოვნა, შეუძლია, გაიგოს ჭეშმარიტება. ასეთნი ცხოვრობენ ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტება - იესო ქრისტე ცხოვრობს მათში. ამიტომ ნამდვილი კულტურა, კულტურა ჭეშმარიტებისა, არის გამოცდილება იესო ქრისტეს ცნობისა. ამავე დროს, ეს არის წმინდა ტრადიცია. სიწმინდისგან მოწყვეტილი კულტურა აღარ წარმოადგენს ჭეშმარიტების შეცნობის პროცესს. ეს სეკულარიზებული კულტურა შეზღუდულია თავისი თავით - მიუხედავად იმისა, რომ ყოველმხრივ ცდილობს, ადამიანი ყოფაზე აამაღლოს, კულტურა, მოწყვეტილი ქრისტიანულ ღირებულებებსა და სწორ რწმენას, იქცევა ადამიანის სასოწარკვეთილ მცდელობად, ჩუმ და უმწეო ძახილად. აი, რას ამბობს მღვდელმთავარი იუსტინე პოპოვიჩი: „სიწმინდის გარეშე და წმინდა წერილთან დაპირისპირებაში კულტურა იქცევა ტრაგიკულ და გამოუსადეგარ ტვირთად. ყველაზე მეტი, რასაც ზედაპირულმა კულტურამ შეიძლება მიაღწიოს, ესაა - გარდაქმნას კაცი ადამიანის სახის მქონე მხეცად, რომელიც კარგად ნასწავლი, მაგრამ ველურია... მართლმადიდებელი ხალხის გულის სიღრმიდან კი ამოდის ხმა: სიწმინდის გარეშე არ არსებობს კულტურა და განათლება“.

„რამეთუ ყოველი დაბადებული ღმრთისაი კეთილ არს, და არარაი არს განსაგდებელ მადლობით მიღებული, რამეთუ განიწმინდების სიტყვითა ღმრთისაითა და ლოცვითა“ (1ტიმ. 4,4-5). ასე რომ, ღვთის შემოქმედი სიტყვა, რომელიც მოქმედებს ლოცვის ძალით, განწმენდს და განანათლებს ადამიანს, ხოლო ვინც განეშორება ლოცვავს, შორდება ჭეშმარიტების ნათელს. ეს ადამიანი თანდათან ბნელდება, სანამ საბოლოოდ არ მოსწყდება ნათელს, იესო ქრიტეს, და ჯოჯოხეთის სიბნელეს არ მიაღწევს.

ადამიანი, რომელიც არ ლოცულობს და არ უყვარს ლოცვა, შორსაა ნამდვილი კულტურისაგან. კულტურა, რომელიც უარყოფს ლოცვას ჭეშმარიტების შესაცნობად, ქრისტიანული, განმწმენდელი კულტურა კი არა, ანტიკულტურაა, კულტურა სიბნელისა და ეშმაკისა. კვლავ მეუფე იუსტინეს სიტყვებს მოვიყვანთ: „ხარ კი შენ ნამდვილად ღვთის ქმნილება, თუ არ განიწმენდ თავს წმინდა წერილითა და ლოცვით? მხოლოდ ეშმაკს არ შეუძლია თავის განწმენდა. განუზომელმა სიძულვილმა უფლისადმი გახადა ის ასეთი უკეთური. მუდმივი წინააღმდეგობის გამო ღვთისადმი ის აღარაა მისი ქმნილება, შესაძლოა დაავიწყდა კიდეც, რომ ოდესღაც იყო“.

წმინდა წერილში, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (1,4), სულიწმინდა მოხსენიებულია როგორც „სული სიწმიდისა“, განმწმენდელი. ეკლესია გვასწავლის, რომ აზრი ჩვენი არსებობისა ჩვენს განწმენდასა და სულიწმინდის მადლის მოპოვებაშია. სულიწმინდის ნათელში ყველა წმინდანი მნათობია, რომელსაც ვერ დამალავ. ამიტომ კულტურამ და ცივილიზაციამ, რომლებიც ჭეშმარიტებას ეძებენ, უნდა წამოაყენონ სიწმინდის, სიკეთის ფასეულობები, რომელიც მიიღება მადლის მისტიკური მოქმედებით წმინდანების სულებსა და სხეულზე. ამგვარად, მხოლოდ წმინდანებს შეიძლება ეწოდოთ ნამდვილი აღმზრდელები, მასწავლებლები, რომლებსაც უნდა გაჰყვე.

კულტურა არის სიწმინდის გატანა იმ ინდივიდის გარეთ, რომელსაც აქვს მადლი სულიწმინდისა. მხოლოდ განწმენდილ ადამიანს შეუძლია, მისცეს ნათელი სხვას; მხოლოდ ის პიროვნება, რომელიც ცხოვრებაში ახორციელებს სახარების მცნებებს, იქნება ნდობის ღირსი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მისი შინაგანი ნათელის დამნახავი ადამიანები კი უსათუოდ მიხვდებიან, რომ ამ ადამიანმა რაღაც იპოვა, რომ მას აქვს რაღაც ისეთი, რაც უფრო კეთილს, მშვიდსა და თავმდაბალს ხდის და მასთან უფრო ახლოს მივლენ, რათა გაარკვიონ, რა იპოვა. შესაძლოა მრავალმა მთაგანმა თვითონვე აღმოაჩინოს იგივე ჭეშმარიტება, მრავალი გახდება მორწმუნე ამ ადამიანის მეშვეობით, წმინდანისა, რომელსაც ეკლესია ასეთად აღიარებს მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასრულების შემდეგ. მოგვყავს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები მისი „მეორე საღვთისმეტყველო თხზულებიდან“:

„ჯერ თავი გაისუფთავე და მერე გაასუფთავე სხვა;
ჯერ შენ გახდი ბრძენი და შემდეგ შეეცადე, სხვას მისცე სიბრძნე;
ჯერ შენ გახდი ნათელი და შემდეგ მიეცი სინათლე სხვას;
ჯერ შენ მიუახლოვდი ღმერთს და შემდეგ გაუძეხი მისკენ სხვას;
ჯერ თავი განიწმინდე და შემდეგ შეეცადე, განწმინდო სხვა“.

უფალს სურს ჩვენი განწმენდა და ეს მისი მცნებაა: „რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ“ (Iპეტრე 1,6) და „რამეთუ ესე არს ნება ღმრთისა, სიწმიდე ეგე თქვენი“ (Iთესალ. 4,3). თუ მიგვაჩნია, რომ მამოძრავებელი ძალა კულტურისა და ესთეტიკისა ამაღლებაა სინათლემდე, გონებისა და სულის სრულყოფაა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილი კულტურა ადამიანის სიბნელიდან და სიკვდილიდან გამოხსნაში მდგომარეობს; ხსნა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს იესო ქრისტეს ღმერთკაცებრივი პიროვნების მიერ, პიროვნების აღდგენის ღვაწლი აღესრულება განწმენდის პროცესში და წარმოადგენს ნამდვილ ესთეტიკას, ნამდვილ კულტურას. წმინდანების სილამაზე ჭეშმარიტი სილამაზეა, რადგან თავად ჭეშმარიტებაა. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ „ცოდნა კი არ არის სინათლე, სინათლეა ცოდნა“. ასე რომ, ჩვენთვის ცხადია - მხოლოდ იესო ქრისტეს ღმერთკაცებრივ ბუნებაზე დამყარებული კულტურის აშენებით მივიღებთ კულტურას, რომელიც იდუმალ სწყურია ადამიანის სულს. ეს კულტურა გვიკმაყოფილებს შინაგან და უფაქიზეს სურვილებს. მაგრამ თუ ამას გამოვრიცხავთ, მივიღებთ კულტურას არა ქრისტიანულს, არამედ ადამიანურს. უმოკლეს დროში ეს კულტურა სატანურად იქცევა, რომელიც გაანადგურებს ადამიანს.

ის, რასაც ხშირად თავს გვახვევენ, მხოლოდ ადამიანისეული, ანთროპოცენტრული კულტურაა. მხატვრულ მოვლენათა ტრაექტორია მოძრაობას ადამიანიდან იწყებს და კვლავ მის შინაგან სამყაროს უბრუნდება. საბოლოოდ კაცი თავისი გონების ნაყოფს იღებს და საკუთარი გონების საზღვრებს ვერ სცილდება, ამიტომ ვერც ბედნიერებას პოულობს. მომხმარებლური კულტურის განვითარენის შედაგად ადამიანი იქამდე მივა, რომ საკუთარ სულს დანთქავს.

დოგმატური, ზნეობრივი და კულტურული აპოსტასიის ხანაში საკუთარ თავს უნდა დავეკითხოთ: საით, კულტურავ?

მოამზადა მანანა ტუაევამ
ჟურნალი „კარიბჭე“, №24, 2009 წ.

“ლოცვა” – ბულატ ოკუჯავა


სანამ ბრუნავს დედამიწა
და მზის შუქი გვფარავს,
ღმერთო,ყველას ის უბოძე
რაც სურს,მაგრამ არ აქვს.
ბრძენს – სიბრძნე და შთაგონება,
შიშით დამფრთხალს – ცხენი,
ღარიბს – ფული…
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.
ღმერთო,სანამ ამ ქვეყანას
მართავს შენი ნება,
ვინცა გთხოვოს,ის დაატკბოს
ხელმწიფობის სნებამ.
ძმისმკვლელ კაენს სინანულის
უწყალობე ცრემლი,
დაღლილს – სიმხნე…
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.
შენის ყოვლისშემძლეობის
მწამს და ვსწვდები არსსაც,
მწამს,როგორც სწამს მკვდარ მეომარს,
სამოთხეში შთასვლა.
მწამს,როგორც სწამს ყურს კაცისას
შენი ტკბილი სიტყვის,
მწამს,როგორც გვწამს იმ საქმისა,
რაც არა გვწამს თითქმის.
ჰე,უფალო,ღმერთო ჩემო,
მოწყალეო მარად,
სანამ ბრუნავს დედამიწა
და მზის შუწი გვფარავს,
ყველას უძღვენ თუნდ მცირედი
ღვთაებრივი ძღვენი
ყველას უძღვენ…
არ ინებო
დავიწყებაც ჩემი.

ქალის და სიყვარულის შესახებ

ოტია იოსელიანი ქალის და სიყვარულის შესახებ

რას ამბობს ოტია იოსელიანი სიყვარულზე:

„სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!’’

„სიყვარული… შენ სიყვარული კი არა ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყავს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს – თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი“..

„ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია“..

„ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა…მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…” 

„არ მინდა შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო. მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები…“

„თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა..“

„სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…“

„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მე მართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი..“

„სიყვარულის და ვნების დამწვრობით ადამიანი რომ დაშინებულიყო,კაცობრიობა დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას..“

„თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არააა, არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება..“

„ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა! “

edu.aris.ge



წვიმს - ოტია იოსელიანი

წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: - გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: - წვიმს!

ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: - წავალ, რა!
გარეთ გახედებ: -წვიმს!

ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
- არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!


понедельник, 21 августа 2017 г.

„რელიგიის სწავლების“ საჭიროებისა და აუცილებლობის შესახებ საჯარო სკოლებში.

„რელიგია არის და შეიძლება იყოს ყველაზე უფრო რევოლუციური ელემენტი ადამიანის სულისა“.

მაქს შელერი


*
შესავალი

 რატომ უნდა ისწავლებოდეს საჯარო სკოლებში „რელიგია“?

დღეს ეს კითხვა ძალიან აქტუალურია საზოგადოების ყოველი წევრისთვის.  გვინდა შემოგთავაზოთ მოსაზრებები და შეხედულებები საჯარო სკოლებში „რელიგიის“ სწავლების საჭიროების შესახებ, თუ რატომ უნდა ისწავლებოდეს ის სკოლებში.

მოკლედ გვინდა შევეხოთ ყველა იმ ძირითად საკითხს რომელიც რელიგიური განათლების არსებობა-არ არსებობას უკავშირდება სკოლებში. არსებობს მრავალი ურთიერთ გამომრიცხავი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგიერთების აზრით, ზოგადად რელიგიის, როგორც სასწავლო საგნის სწავლება სკოლებში, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა და თავს მოხვევა რომელიმე რელიგიური სწავლებისა, რაც ცხადია არ შეესაბამება არცერთი ეპოქის მოთხოვნებს, რადგანაც რელიგიის გარეშე არც თანამედროვე და არ სამომავლო ცხოვრების განჭვრეტაა შესაძლებელი, რადგანაც რელიგია და რელიგიურობა არ არის საზოგადოებრივი ცხოვრების მიღმა.

რა ვქნათ? დავეთანხმოთ ამ მოსაზრებას თუ არის სხვა არგუმენტები და გამოცდილება რომელიც სრულიად საპირისპიროს ღაღადებს.

გვინდა შემოგთავაზოთ ჩვენეული ხედვა იმის შესახებ თუ რამდენად და რატომაა აუცილებელი განათლების სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს საფეხურზე, სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიის, როგორც აუცილებლად საჭირო საგნის საყოველთაო სწავლება.

კითხვები რომლებიც რელიგიის სწავლების საჭიროების შესახებ საუბრისას ჩნდება, შეიძლება  ასე ჩამოვაყალიბოთ:

რა არის რელიგია?

რატომ უნდა ისწავლებოდეს ის სკოლაში?

სავალდებულოა თუ საჭირო რელიგიის სწავლება სკოლებში?

არ უნდა ისწავლებოდეს არც ერთი რელიგიის შესახებ სკოლებში და თავად ახალგაზრდამ აირჩიოს რა სურს და როგორ, როცა ჩამოყალიბდება? (თუკი ჩამოყალიბდა ასე?)

იყოს საგანი მაგრამ არა სავალდებულო, არამედ არჩევითი.

ამ საკითხზე მსჯელობისას ეკლესიის პასუხი იყო და არის შემდეგი. ეკლესიისთვის სავალდებულო, სიტყვა არ არსებობს, რადგანაც ის გულისხმობს ვალდებულებას ანუ დავალებას და ზეწოლას ზემოდან. ეკლესიისთვის არსებობს საჭირო. საჭიროა რელიგიის გაკვეთილები  მოსწავლეთათვის, რადგანაც აქ მოსწავლეები იძენენ ცოდნას ისეთ ღირებულებებზე, ეთიკურ საწყისებზე, ზნეობრივ ნორმებზე, რომლებიც არ ისწავლება სხვა გაკვეთილებზე და რომლებიც ცხადია მნშივნელოვანია, მოზარდის მართებულად ჩამოყალიბებისათვის.

მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ხოლო ურწმუნოთათვის – პარადოსქი. მაგრამ ფაქტია, რომ ათეისტები ბიბლიას მხოლოდ იმ მიზნით კთხულობდნენ, რომ ღმერთის არ არსებობა დაემტკიცებინათ, სახარებას კი იმისთვის რომ ქრისტეს არსებობა უარეყოთ. ასე გრძელდებოდა დიდხანს. უღმერთობა ითვლებოდა მეცნიერებად. დამტკიცებულად ითვლებოდა რომ მეცნიერება და რელიგია შეუთავსებლია.

გავიდა დრო და ათეიზმი დაემხო. აღმოჩნდა რომ ბიბლიაში მოიპოვება ისეთი დებულებები, რომლებიც მეცნიერებამ მხოლოდ დღეს აღმოაჩინა. თუმცა ბევრი სხვა აზრისაა ისევ. აქვე უნდა ვთქვათ რომ ბიბლია უფლისაგან იმიტომ კი არ გვებოძა რომ ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში განვისწავლოთ, არამედ ღმერთის არსებობა აღმოვაჩინოთ ჩვენში.

  ახალი ათასწლეულის დასაწყისში კვლავ მოხდა რელიგიის როლის გადაფასება. რელიგია კვლავ იკავებს ადამიანთა ცხოვრებაში ცენტრალურ ადგილს. ის არ არის ადამიანური ცხოვრების მიღმა, არამედ ცხადდება ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების წესში. საზოგადოების არც თანამედროვე მდგომარეობის და არც მომავლის განჭვრეტაა შესაძლებელი რელიგიასთან კავშირის გარეშე. რელიგიის უმთავრეს როლთაგან განსაკუთრებით გამოყოფენ მის როლს სამი მიმართულებით:

ა. თანამედროვე „საინფორმაციო ქაოსის“ (N.Postman-ნილ პოსტმანი,1931-2003, ამერიკელი მეცნიერი, მედია თეორეტიკოსი და კულტურის კრიტიკოსი)  ეპოქაში, როდესაც ცხოვრების არსის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები გვესმის, როდესაც ადამიანის ცხოვრება გაუფასურებულია, სწორედ რელიგია იძლევა პასუხს არსებობის შესახებ მარადიულ კითხვებზე. „რელიგია იგერიებს და უმკლავდება ცხოვრებისა და სიკვდილის საიდუმლოს და ცდილობს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს რომლებიც შეეხება მხოლოდ ადამიანურ სულს: ვინ ვარ მე? საიდან მოვდივარ? სად მივდივარ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რელიგია იძლევა პასუხებს კითხვებზე ღმერთის, ცხოვრების, გარდაცვალების შესახებ. ვინ არის ადამიანი? რა არის აზრი და მიზანი ჩვენი ცხოვრების? რა არის სიკეთე და ბოორტება? საიდან მოდის ტკივილი და რა არის მისი აზრი? რა აზრი აქვს ტკივილს? რომელია გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისაკენ? რა არის სიკვდილი, განკითხვა და საზღაური სიკვდილის შემდეგ? და ბოლოს რა არის ის მარადიული და უხილავი საიდუმლო ჩვენი ცხოვრებისა, საიდანაც მოვდივართ და საითკენაც მივდივართ.“ (აღნიშნავს თეოლოგი-ფილოლოგი გ.ზიაკა).

მართლაც, ძნელად თუ შეიძლება წარმოდგენა ადამიანისა რომელიც, ერთხელ მაინც არ დაფიქრებულა ამ საკითხებზე.

ბ. მეორე მნიშვნელოვან მხარეს, რომელსაც გამოყოფენ  რელიგიის როლთან დაკავშირებით, არის კაცობრიობის სულიერი მემკვიდრეობა, კულტურა რომელიც რელიგიურ ტრადიციებში იქნა შემონახული. სწორედ რელიგიებში იქნა დაცული კულტურისა და მეცნიერების მიღწევები, რომლებიც საფუძვლად დაედო ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. რელიგიასთანაა დაკავშირებული ამა თუ იმ ეთნოსის კულტურული რაობა. „კულტურები განსხვავდებიან ისტორიით, ენით, ტრადიციით და ყველაზე მეტად კი რელიგიით. ვეკუთვნი რომელიმე რელიგიას, ნიშნავს ვეკუთვნი რომელიმე კულტურას. ცოდნა „სხვისი“ რელიგიისა და სწორი შეფასება ზოგადად რელიგიური ფენომენისა, არის წინაპირობა „სხვისი“ გაგებისათვის და კულტურათა შორის ურთიერთობის განმტკიცებისათვის.

გ. რელიგიის მნიშვნელოვან როლს გამოყოფენ მსოფლიოში მშვიდობის საკითხთან დაკავშირებით. ეს არის რელიგიის პასუხისმგებლობა მსოფლიო მშვიდობაზე. მაქს შელერი (გერმანელი ფილოსოფოსი,ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ფუძემდებელი, 1874-1929(8) ამბობდა: „არ არსებობს არსებითად, სამყაროში არანაირი ძალა, გამაერთიანებელი, ვიდრე რელიგია“. ძალიან ძნელია თქვას ვინმემ რომ სამყარო რელიგიის გარეშე იქნებოდა უფრო უკეთესი. როგორც პანაიოტის კანელოპულო (ბერენი ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, აკადემიკოსი, 1902-1986) წერს: „ყველაზე ტრაგიკული უარყოფა შემწყნარებლობისა შენიშნულ იქნა სამყაროში რეფორმაციის შემდეგ, და რაც მოხდა არის ის, რომ ადამიანი არ ცნობს და უარყოფს, დასცინის და აბუჩად იგდებს, დევნის და ავიწროებს რელიგიას, და მას ე.წ. ზებუნებრივ საკუთარ ლოგიკას შეუნაცვლებს. ასეთი იყო საფრანგეთის დიდი ბურჯუაზიული რევოლუცია, კომუნიზმი, ფაშიზმი და სხვ. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი ამბობს: „ომი რელიგიის სახელით არის ომი რელიგიის წინააღმდეგ“. თუკი დღევანდელ ეპოქაში შესაძლებელია რელიგიის განახლება თავის ჭეშმარიტ თვისებებში, ეს უნდა ნიშნავდეს რელიგიის ძალის გაძლერებას მშვიდობისათვის ბრძოლაში, თავისუფლებისათვის და სამართლიანობისათვის, ადამიანური ღირსებისა და ადამიანის უფლებებისათვის.

თუკი რელიგია და რელიგიურობა არის უმთავრესი განმსაზღვრელი ნიშანი ადამიანთა ცხოვრებისა, მაშინ ის აუცილებლად საჭიროდ, უნდა იმყოფებოდეს აღზრდის ცენტრში. თუკი აღზრდას  კავშირი აქვს არსებობის შესახებ კითხვებთან, ადამიანურ კითხვებთან, მაშინ დასაფასებელია უთუოდ ის რელიგიური ტექსტები და ტრადიციები, რომლებმაც შემოგვინახეს სიღრმისეული ცოდნა ადამიანის შესახებ. თუკი მოზარდს რომელიმე რელიგია აკავშირებს ადგილობრივ კულტურასთან მაშინ, სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს რელიგია, სადაც კულტურის უმთავრესი ელემენტები იყრის თავს. თუკი სწავლა-აღზრდის მიზანია მშვიდობისა და ტოლერანტობისათვის მებრძოლი მომავლის აღზრდა, მაშინ მოზარდებმა აუცილებლად უნდა მიიღონ ცოდნა რელიგიაზე, სხვადასხვა რელიგიაზე, და სწორედ სხვადასხვა რელიგიის ცოდნა არის წინაპირობა განსხვავებულის გაგებისათვის, აუცილებელი წინაპირობაა სხვასთან ურთიერთობისათვის. შეუძლებელია, რომ ახალგაზრდებს განათლება და ცოდნა მივცეთ იმის გარეშე, თუკი არ ეცოდინებათ როგორ სცემდნენ სხვადასხვა ეპოქაში, მსოფლიოს სხვადასხვა მხარესა თუ კუთხეში მცხოვრები ადამიანები ისეთ კითხვებზე პასუხს, როგორიცაა კითხვები სიცოცხლეზე, ცხოვრების აზრზე და არსზე, სიყვარულზე, ტკივილსა და გარდაცვალებაზე და ა.შ. და როგორ სცემენ ამ შეკითხვებზე დღეს პასუხს. უმთავრესი რელიგიური ძეგლების გაცნობით მათ მიეცემათ საშუალება, უკეთ გაიგონ რელიგიის საზოგადოებრივი როლის შესახებ. მართლაც შეუძლებელია ადამიანი განათლებულად იწოდებოდეს თუკი „არა აქვს ცოდნა იმ როლზე, რომელიც რელიგიამ შეასრულა კულტურის ჩამოყალიბებაში.“

რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით შეიძლება გამოვყოთ შემდეგი საკითხები.

ა.რელიგური ფენომენის არსი მრავალმხრივია და გამორჩეულად რთული. იმისათვის რომ ირწმუნოს ვინმემ, საკმარისია ისტორიაში ჩაიხედოს და ნახოს რელიგიის შესახებ თქმული დიდი ფილოსოფოსებისა თუ ცნობილი ადამიანების მიერ. დადებით შეფასებებთან ერთად არის ბევრი უარყოფითი კუთხით თქმული რელიგიაზე. ადამიანურმა ლოგიკამ იხილა ღმერთი რომელიც არის ადამიანური წუხილის მატარებელი, ნახა რელიგია როგორც „ოპიუმი ხალხისა“, როგორც „ბავშვური ავადმყოფობა“, როგორც „მსოფლიო ნერვოზი“, და ისაუბრა კიდეც „ღმერთის სიკვდილზე“.

რელიგიასთან დაკავშირებით არის მრავალი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება. ხშირ შემთხვევაში რელიგიის კრიტიკოსები, მსჯელობის უნარს არიან მოკლებულები, და გაუთვიცნობიერებელი არიან იმ თემის არსზე რომელზეც ხშირად ბჭობენ.

ზოგადად, დასავლეთში ამ საკითზე მსჯელობას ართულებს რელიგიის გაგება კონსერვატიზმთან და უღმერთობასთან. დასავლეთმა იხილა რელიგიის სახელით გაკეთებული გაუკუღმართებები, ნახეს ბნელი და არა ნათელი მხარეები. ასე და ამგვარად, გამოყვეს დასავლელი ადამიანი თავისუფლებისა და ცხოვრების ნამდვილი ტრადიციიდან.

ბ. მეორე საკითხი, ბავშვის რელიგიური აღზრდასთან, უკავშირდება ბავშვის განვითარების განსაკუთრებულობას. რთულია ბავშვის ფენომენი და უფრო რთულია მასთან პედაგოგიური გამკლავება.

მიუხედავად ისეთი შემთხვევებისაც კი, როდესაც ბავშვი სკოლაში მოდის ოჯახიდან რელიგიური ცოდნის გარეშე, ისინი არ მოდიან „უცოდინარი“ ამ მიმართულებით. ყველა ბავშვს აქვს რელიგიურობის ინდივიდუალური გამოცდილება. იგივე ფსიქოანალიზი აჩვენებს რომ ინდივიდუალური რელიგიურობა ბავშვისა, რომელიც არ არის სინდისიერი, გაცნობიერებული ბავშვისაგან, სიღმისეულად საფუძვლიანია ბავშვის პიროვნულობაში.

რელიგიურ განათლებას არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს ბავშვის ეს ფსიქოლოგიური განვითარება. ასევე ფსიქოლოგიამ უნდა იზრუნოს და დააკვირდეს ბავშვის რელიგიურ აღზრდას. ბავშვი არის აღვისლი კითხვებით ღმერთზე. ყოველი ბავშვი არის „თეოლოგი“, რელიგიური კითხვებით და საკუთარი პასუხებით. არ გავქვს უფლება, რომ ამ კითხვებში შევზღუდოთ ბავშვები, თუკი სკოლას სურს, რომ დარჩეს როგორც ადგილი სადაც მიდის ღრმა ფსიქოლოგიურ-ანალიტიკური მუშაობა. არ გვაქვს უფლება ირონიულად შევხვდეთ ბავშვების მოსაზრებებს.

კარლ იასპერი (1883-1969, გერმანელი ფსიქიატრი და ფილოსოფოსი) ამბობს, რომ ბავშვები სვამენ ფილოსოფიურ კითხვებს. ეს ადასტურებს რომ „ადამიანი როგორც ადამიანი ფილოსოფოსობს წყაროებით? “.

როდესაც ბავშვი სვამს პირველ რატომს? წერს ევა ზოლლერი (გერმანელი მწეერალი, 1923;)  – მაშინ ის აფხიზლებს ჩვენში ფილოსოფიას“. აქვე უნდა ვთქვათ რომ ბავშვი ეძებს, პოულობს, პრობლემას ხედავს და ასაბუთებს ფილოსოფიურად დ არარერელიგიურად კითხვებს.

სკოლა, რომელიც არის ადგილი ბავშვის აღზრდის, თუ ის გადაიქცევა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის ადგილად, განწირულია ბავშვისთვის ბავშვობის წასართმევად.

დღეს როდესაც არის საშიშროება, რომ „ბავშვის ბავშვური ასაკი გაქრეს“ რელიგიური განათლება ვალდებულია, დაეხმაროს მოზარდს ბავშვური ფსიქიკის შენარჩუნებაში, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის გაკვეთილები მოითხოვს, რომ ბავშვს ასწავლოს მსხვერპლი, ტკივილი, სიკვდილი, ჯვარი და ასე შემდეგ. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ არ მივაწოდოთ სწორი რელიგიური აღზრდა, რომელიც სკოლაში უნდა განხორციელდეს. პრობლემა ბავშვის რელიგიური დატვირთვა კი არ გახლავთ, არამედ რელიგიურ გამოცდილებისა და რელიგიური აღზრდის არ ქონა.

გ.არსებულ სირთულეებს განეკუთვნება ასევე ის სინამდვილე, რომლებიც კომუნისტური წყობილებების დაშლის შემდეგ გაჩნდა. ასეთებია: პლურალიზმი, ტექნიკური პროგრესი და სხვა. „დღევანდელი ეპოქა ირეკლავს შესაძლებლობების სიმრავლეს და ამასთან დაფარულ საშიშროებებს. დიქტატორული წყობილებების დაუძლურებამ წარმოშვა ახალი ტალღა თავისუფლებისა, რომელიც გამოიხატება ოჯახური სიმტკიცის დარღვევაში, კავშირებისა და ჯგუფების დაშლაში. პლურალიზმი, რომელიც ადამიანს აძლევს განვითარების შესაძლებლობას, მაგრამ ამასთან პარალელურად, ართულებს აზრის ჩამოყალიბებას და ამასთან მოზარდს უჭირს ღირებულებებში გარკვევა.“

სკოლა ვალდებულია მისცეს ბავშვს რელიგიური აღზრდა, რადგანაც ის საჭიროა მისი პიროვნული ზრდისკენ, მისი მომწიფებისათვის, მისი ეთიკური და საზოგადოებრივი განვითარებისათვის. იმისათვის, რომ ცხოვრების აზრი შეიცნოს, მოემზადოს იმ გამოწვევების დასაძლევად რასაც მას დრო და ეპოქა შესთავაზებს და დაიმკვიდროს ადგილი  საზოგადოებაში.

ეს ისეთი აღზრდაა სადაც ბავშვი აღმოაჩენს რელიგიას, და მას არ გააიგივებს სიბნელესთან და კონსერვატიზმთან.

ეს არის აღზრდა-განათლება, რომელიც მისცემს საშუალებას მოზარდს დაინახოს სად არის ანტირელიგიურობა ან ზერელე რელიგიურობა.

ამასთან სკოლაში მიღებული რელიგიური განათლება აუცილებლად უნდა მოიცავდეს კრიტიკულ აზროვნებას. სწორედ კრიტიკული აზროვნება დაეხმარება მოსწავლეს სიღმისეულად ჩაწვდეს არსობრივ საკითხებს ცხოვრებაზე, და გაიგოს თავისი როლი ცხოვრებისეულ ბრძოლებში.

რელიგიის გაკვეთილი იძლევა უჩვეულო, არნახულ შესაძლებლობებს კულტურისა და ტრადიციის წარმოჩენისათვის. იმ კულტურისა და ტრადიციისა რომელიც ხალხის მეხსიერებაშია. რელიგიის გაკვეთილმა უნდა გააცნოს ქრისტიანობის, ჩვენს შემთხვევაში მართლმადიდებლობის როლი კულტურისა და ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, გააცნოს ის სული რომელმაც შექმნა გასაოცარი ძეგლები ჩვენი რწმენისა, დაეხმაროს ახალგაზრდებს მათი კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენაში. ცხადია რელიგიის გაკვეთილების გაუფასურება გულისხმობს მოსწავლის დაშორებას კულტურული ძირებიდან, რომლიდანაც მან უნდა ისაზრდოვოს.

რა ხდება ამ კუთხით ევროპაში. ევრო-კავშირში მართლმადიდებელი ხალხების შესვლა გარკვეულწილად ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ეს არის აქტიური და ცოცხალი შესაძლებლობა, რომ ევროპამ, დასავლეთ ევროპისგან განსხვავებული ქრისტიანული სწავლება და კულტურა გაიგოს, მაგრამ ეს ასევე წარმოშობს ახალ გამოწვევებს და პრობლემებს. ყოველ შემთხვევაში რელიგიის გაკვეთილი არ შეიძლება გადაკეთდეს მხოლოდ კულტურის ან ცივილიზაციის გაკვეთილად. ჩვენი ეკლესიები არ არის მუზეუმები, არამედ ადგილი თაყვანისცემისა ცოცხალი ღმერთისადმი, და ნამდვილი, ჭეშმარიტი შემოქმედისადმი, და შემოქმედები განუმეორებელი ძეგლებისა და ქრისტიანული კულტურისა არ არიან უბრალო ხელოვანები, არამედ საღმრთო მადლით შემკობილი და დაჯილდოვებული ადამიანები.

სწორი რელიგიური აღზრდის მნიშვნელობა კარგად ჩანს მაშინ, როდესაც ის მოქმედებს როგორც აღზრდა მშვიდობისათვის. იმ სამყაროში და გარემოში, სადაც სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ, სადაც რელიგია ხშირად ხდება „საფუძველი ბრბოსი“ (როგორც ამას ამბობდა ნიცშე-გერმანელი ფილოსოფოსი, 1844-1900.),  ფანატიკური ბრბოსი. ასეთ გარემოში რელიგია უნდა გახდეს დამცველი „ადამიანური ცივილიზაციისა“, საერთო საყოველთაო ღირებულებებისა, რომლებიც ჩვენს ეპოქაში გამოხატავენ ადამიანის უფლებებს. ამგვარად რელიგიური აღზრდა-განათლება ემსახურება ადამიანურ და ზოგადსაკაცობრიო მიზნებს, ღიაობას  განსხვავებულისადმი და „დიალოგს ჭეშმარიტებასა და სიყვარულს შორის“, რომელიც ერთად-ერთი გადაწყვეტაა უკიდურესობებს შორის, ფანატიზმსა და რელიგიურ ნიჰილიზმს შორის. რელიგიის გაკვეთილი უნდა გახდეს კულტურისა და რელიგიური განათლების გადამცემი, რადგანაც ის პარალელურად მოიცავს კულტურისა თუ რელიგიის სწავლებას.ცხადია, რომ რელიგიის გაკვეთილი შეუძლებელია იყოს მხოლოდ ეთიკისა და კულტურის ისტორიის დონეზე დაყვანილი.

სკოლაში რელიგიის გაკვეთილზე მოსწავლეებს შევთავაზოთ არა რელიგიურობის ძალით თავსმოხვევა არამედ რელიგიური განათლება. პედაგოგიურად სწორად აღსრულებული მოქმედი ურთიერთობა უთუოდ გამოწვევს რელიგიური ცოდნის ინტერესს რასაც მოყვება რელიგიური აღზრდა. დაუშვებელია იყოს რელიგიური იძულება. დაუშვებელია სკოლა იყოს რელიგიური ცოდნის იძულებით გადაცემის ადგილი.

თუკი რელიგიის სწვალების მიზანშეწონილობის შესახებ დაისმება კითხვა, უპრიანია ეს კითხვა დავსვათ გაკვეთილის ორგანიზებასთან დაკავშირებით. გაკვეთილი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ დადებითად დამუხტოს მოსწავლეები და მეტი ინტერესი და მოტივაცია გაუჩნდეთ სწავლისთვის. ცხადია, რომ პედაგოგიკის საფუძვლების გარეშე ამის მიღწევა გაჭირდება. სწავლების გაუმჯობესება გაკვეთილების სწორი ორგანიზებითაა შესაძლებელი.

პრობლემები რომელსაც გვთავაზობს ახალი ათასწლეული არ იქნება მხოლოდ მეცნიერული, ტექნოლოგიური და პოლიტიკური, არამედ ეთიკური და რელიგიური. რელიგიური განათლების გარეშე აღზრდა უშედეგოა.

რელიგიის გაკვეთილზე გაეცნობა მოზარდი ადგილობრივ რელიგიურ ტრადიციებს, არა როგორც „დახურული“ სისტემას, არამედ როგორც სინამდვილეს, რომელიც ღიაა ნებისმიერი სხვა ტრადიციის გაცნობისათვის. ტრადიცია არის შემნახველი სალარო ცხოვრების. არ არსებობს წინსვლა რომელიც არ არის დაფუძნებული და არ შენდება ტრადიციაზე. ტრადიციის ცოდნა არის მთავარი საფუძველი სხვა რელიგიური წესისა თუ ტრადიციის გაცნობისა. როგორ შეიძლება ვინმემ მიიღოს განსხვავებული სერიოზულად, თუკი არ იცის დ არ იცნობს და არ სცემს პატივს საკუთარს, თავის ტრადიციას.

რელიგიის გაკვეთილზე გაეცნობა მოზარდი სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს, რაც მისცემს საშუალებას აწარმოოს დიალოგი საკუთარ თავთან. ყველა რელიგია, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ის, პასუხობს კითხვებზე ადამიანის შესახებ.  კითხვა რელიგიის ჭეშმარიტების შესახებ, ბუნებრივია, არ შეიძლება გამოყოფილ იქნას კითხვიდან ადამიანის შესახებ და მისი ღირსებების შესახებ კითხვიდან. რელიგიებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ღმერთი არის ღმერთი ადამიანისა, რომ უმთავრესია ადამიანური ღირსებების პატივისცემა, ეგოიზმიდან და თვითკმაყოფილებიდან გამოსვლა.

ამდენად, რელიგიური აღზრდის საზრუნავი ხდება ადამიანის უფლებების დაცვა და ადამიანური ურთიერთობების სწავლება რელიგიების მეშვეობით. დღეს როდესაც მოზარდებს უწევთ მრავალფეროვან და მულტირელიგიურ გარემოებებში ცხოვრება, სწორედ რელიგიური აღზრდა-განათლება ამზადებს მას იმისათვის რომ გაუმკლავდეს თანამედროვეობის პრობლემებს, ამათან ჰქონდეს ღიაობა და კრიტიკული აზროვნება.

გარდა ზემოთთქმულისა სასკოლო რელიგიურ აღზრდას აქვს სხვა გამოწვევევბი დღეს. ეს ეხება ტექნოლოგიის სწარაფ განვითარებასა და დამკვიდრებას, ელექტრონული მომსახურების გაბატონებასა და ინტერნეტს, ამ ყველაფრის მიღება ხდება, როგორც ცხოვრების აუცილებელი და  ღირებული ნაწილისა.

ცხადია სხვა ეპოქებშიც იყო პრობლემები. თუმცა დღეს ასევე არ შეგვიძლია არ დავინახოთ მრავალი დადებითი და იმედის მომცემი ნიშნები. ესენია რელიგიური გრძნობის აღმავლობა და გავრცელება. იმედია წარსულს ჩაბარდა თეორია მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირებისა. „მომავლის რელიგია თავისუფალი იქნება რწმენასა და ცოდნას შორის დაპირისპირების აზრისგან“ .

როგორც არ უნდა იყოს საგნები და მოვლენები, სკოლა არ შეიძლება გადაიქცეს ადგილად ე.წ. „პესიმისტური რელიგიის“, შესწავლისათვის. რომელიც ცდილობს უთხრას ახალგაზრდებს, რომ ცხოვრობს საცოდავ, საბრალო სამყაროში, უფრო უარეს სამყაროში რომელიც კი არსებობდა ოდესმე, თანამედროვე „ჯოჯოხეთში“.რელიგიური განათლება ეხმარება ადამიანს გამოიმუშაოს თვითრწმენა. „განვითარება ასეთი თვითრწმენისა, მიუხედავად დიდი სიდუხჭირისა და გაჭირვებისა, არის უმთავრესი ვალდებულება ყველანაირი აღზრდისა, რადგან ამ საფუძვლის გარეშე შეუძლებელია ადამიანური ცხოვრება, და იქ სადაც ეს თვითრწმენა არ არის, ის ცხოვრება განწირულია კატასტროფისთვის. ეს წარმოადგენს, მთავარ თემას რელიგიური აღზრდისა.“

უეჭველად, რელიგიასთან კავშირის გარეშე შეუძლებელია რომ გავიგოთ წარსული, გავაანალიზოთ აწმყო და წარმოვიდგინოთ მომავალი.

თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრია თქმული რომ თითქოს რელიგია ეს არის ცრუ გრძნობა, ნევროზი, ბრმა და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ნევროზმა და სიბრმავემ დაბადოს პართენონი, წმინდა სოფია, საეკელსიო მუსიკა, სიწმინდის ფენომენი, ქრისტიანული სიყვარული?

ცნობილია რომ რელიგიებში და რელიგირ ტრადიციებში იქნა შემონახული კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის უმთავრესი ღირებულებები. ნათელია რომ თანამედროვე მდგომარეობის სწორი ანალიზი რელიგიის გარეშე ვერ მოხერხდება. შეუძლებელია გავიგოთ ცივილიზაცია და კულტურა ცალკე, რელიგიის გარეშე. „მსოფლიო რელიგიები არის უძველესი და თანამედროვე“. ისტორიის მანძილზე ადამიანს არც ერთ ეპოქაში არ ჰქონია და შეუქმნია იმდენი პრობლემა როგორც თანამედროვე ეპოქაში. არის სხვადასხვა ურთიერთ საწინააღმდეგო აზრები რელიგიის შესახებ. ეს რელიგიური გამოფხიზლება და აღმავლობა, ჩანს არის პასუხი ამ მოძრაობაზე, რელიგიის როლის უარმყოფელებზე. თანამედროვე უსახლკარო ადამიანი რელიგიაში ეძებს „სამშობლოს“, ოჯახის ადგილს და წესს ცხოვრებისას. სიტყვა „ღმერთში“ არის პასუხი ცხოვრების აზრის შესახებ დასმულ კითხვაზე. „კითხვა ცხოვრების აზრზე და ცხოვრება ადამიანის შესახებ აზრისა, მიემართება რელიგიის ფენომენს რომელსაც ვუწოდებთ რელიგიას. საუბარია ძალიან ზოგად ფენომენზე, როემლიც იღებს მრავალმხრივ ფორმას ისტორიულ რელიგიებში და თანამედროვე რელიგიურობაში.

დღეს ხაზი ესმება რელიგიების მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას მსოფლიო მშვიდობაზე და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე: „არანაირი მშვიდობა ხალხებს შორის, რელიგიებს შორის მშვიდობის გარეშე. არანაირი მსოფლიო მშვიდობა რელიგიებს შორის მშვიდობის გარეშე“. რელიგიებს თუ რელიგიურ ჯგუფებს შეუძლიათ გააკეთონ ბევრი რამ მსოფლიო მშვიდობისათვის, შემწყნარებლობისათვის, სოლიდარობისათვის და მოყვასის სიყვარულისათვის.

ყველაფერი ეს მიდის იქამდე რომ „რელიგიების დასასრული“ უკვე ჩაბარდა წარსულს,  და დღეს იდეოლოგიების შემდგომ ეპოქაზეა საუბარი, მაგრამ არა რელიგიების შემდგომ ეპოქაზე. კაცობრიობა არ ცხოვრობს დღეს რელიგიების შემდგომი ეპოქის მოლოდინში. მთავარი კითხვა დღეს არის ის, არა ის თუ როდის გაქრება რელიგია, არამედ რამდენ ხანის გასტანს საზოგადეობის  ცხოვრება რელიგიური საფუძვლის გარეშე.

თეოლოგთა, სოციოლოგთა და სხვა სფეროს მკვლევარ მეცნერთა აზრით ევროპა დღეს მიდის „ქრისტიანობის შემდგომი ეპოქისკენ“, იმ მთავარი მახასიათებლით, რომ დაეჭვდეს ქრისტიანობის „რელიგიურ მონოპოლიაში“. დღეს  ევროპა მიდის ინდივიდუალური რელიგიურობისკენ, საუბარია ნარცისისტული ტიპის ადამიანზე, რომელიც ზურგს აქცევს საზოგადოებას და მიდის ეგოისტურად თვითდაპროგრამებისაკენ.

ჩანს, რომ რელიგიური აღზრდის კრიზისი ევროპულ გარემოში იმყოფება „განვითარებულ მოდერნიზმში“ და ტრადიციის გაუქმებაში. ოჯახში რელიგიური აღზრდის გაუქმებით, ეკლესიისგან ოჯახის დაშორებით, ბავშვს არა აქვს რელიგიური ცოდნა და განათლება,  და არც შეუძლიათ გამოთქვან სიტყვიერად რელიგიური კითხვები, მოსაზრებები, საჭიროებები და აზრები. არა აქვთ სურვილი, რომ მოვიდნენ შეხებაში ეკლესიასთან და ფიქრობენ, რომ ეს არის ის რაც მათ, ახალგაზრდებს არ ეხებათ. ბავშვები მოდიან სკოლაში და აქვთ არასაკმარისი რელიგიური ცოდნა და არ ურთიერთობენ ეკლესიასთან და ეკლესიურ ცხოვრებასთან. რელიგიის გაკვეთილმა უნდა იმუშაოს მრავალ მოსწავლესთან, რომელებსაც არა აქვთ რელიგიური აზრი, და რელიგიურად არიან „აბსოლიტურად ანბანის უცოდინარნი“.

ნათელია რომ რელიგიური აღზრდა და განათლება დღეს არის დიდი გამოწვევების წინაშე და არ არსებობს მზა პასუხები ყოველივეზე.

რადგანაც რელიგიის გაკვეთილი, ისევე როგორც სხვა საგნები, მეცნიერებაზეა ორიენტირებული და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აზროვნებას და ცდილობს,მოსწავლეს დაეხმაროს რწმენისადმი აზროვნებითი პასუხისმგებლობის გამომუშავებაში, რელიგიის სწავლება უნდა ეფუძნებოდეს თანამედროვე დიდაქტიკას, ამასთან აუცილებლად საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე.

რელიგიის, ისევე როგორც სხვა სასწავლო დისციპლინების სწავლების შედეგი უნდა იყოს მოსწავლის ცოდნის დონის ზრდა.

თანამედროვე რელიგიის გაკვეთილის შემადგენელი ნაწილია, ასწავლოს მოსწავლეს, დაფიქრდეს სხვის შეხედულებებზე, ისწავლოს მათი პატივისცემა და შეძლოს აქტიური საუბარი მათ გარშემო. ამაში იგულისხმება ურთიერთგაგების სწავლება და არა მარტო მოცემულ საფეხურზე, არამედ მთელ სასკოლო პერიოდში. ამასთან რელიგიის სწავლებისას საჭიროა განსხვავება ორ მიდგომას შორის: რელიგიის გაკვეთილი თეოლოგიური კუთხით და რელიგიის გაკვეთილი პედაგოგიური კუთხით.

რელიგიის გაკვეთილის მიზანია, ემსახუროს როგორც ყველა ნათელღებულს, იმისგან დამოუკიდებლად, ის თავის ცხოვრებას უკავშირებს თუ არა რწმენას და ეკლესიას, არამედ ასევე იმ მოსწავლეებს, რომლებიც არც ერთ ქრისტიანულ აღმსარებლობას არ მიეკუთვნებიან.

თუკი რელიგიის გაკვეთილი შეძლებს, ნათლად წარმოაჩინოს ქრისტიანული სარწმუნოების სახე, რომელიც აზროვნებითად იღებს პასუხისმგებლობას, მაშინ მისი მეშვეობით სახარების იმპულსები ქმედითი გახდება ჩვენს საზოგადოებაში.

სკოლაში რელიგიის სწავლების სირთულეს უთუოდ განაპირობებს ისიც, რომ ის მიმდინარეობს მსოფლმხედველობრივად პლურალისტური და ნაწილობრივ ინდიფერენტული საზოგადოების ფონზე. ამიტომ ჩნდება ბევრი ღია შეკითხვა სახარების, ეკლესიის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და განათლების სისტემასთან ურთიერთმიმართებაში რელიგიის სწავლების პრობლემების გაშუქებისა და მათი გადაწყვეტის გზების ძიებისას. როგორც იკვეთება, საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის საკითხი ისე დგება, თითქოს რელიგიის სწავლებისას ან თავი უნდა შეიკავონ სარწმუნეობრივ სწავლებაზე, ან საგანი არ უნდა იყოს „სავალდებულო“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამით კითხვის ნიშანი დაესმის რწმენის როლს ჩვენს დროსა და ჩვენს საზოგადოებაში. რელიგიის გაკვეთილი ამ შემთხვევაში მხოლოდ ამისი კერძო გამოვლინებაა.

რელიგიის გაკვეთილის მიზანია:

სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებათა სწავლება,

რწმენის თეოლოგიურ-მეცნიერული ანალიზი (რეფლექსია),

საკუთარი რელიგიურობისათვის შესაძლებლობების მიცემა (განცდა),

ინფორმაციები მსოფლიო რელიგიებისა და აღმსარებლობების შესახებ,

მორალური და რელიგიური შეხედულებების სწავლება და გათავისება,

სწავლება იმისა, რომ მოზარდი ცნობიერად ჩაერთოს აქციებში მსოფლიოს გაუმჯობესებისათვის (მორალი, ეთიკა, ეკოლოგია. . . ).

        დღეს ქრისტიანობა სხვა რელიგიებსა და მსოფლმხედველობებთან მიმართებაში კომუნიკაციასა და მათ წინაშე საკუთარი არსის შესახებ ინფორმირებას საჭიროებს იმისათვის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ის უმნიშვნელო არ გახდეს.

        რელიგიის გაკვეთილის ამოცანას შეადგენს ზრუნვა თითოეული ბავშვის საღ, კრიტიკულ აზროვნებაზე, იმაზე, რომ მან დასვას შეკითხვები ადამიანის არსის, დანიშნულებისა და პასუხისმგებლობის შესახებ. თუკი ეს შეკითხვები თანდათან უკანა პლანზე გადაიწევს და ბოლოს აღარ გაჩნდება, ადამიანისათვის უმთავრესი ღირებულებებიც ძირითადად მხოლოდ მატერიალური სახის იქნება.

რელიგიური განათლების არ ქონა არ მოიტანს ავტონომიურობას, სიმწიფეს და შემოქმედებითობას. არა რელიგიურობა მოიტანს სიბნელეს და უკუღმართობას. რელიგიური დაუინტერესელობა არის არა ძალა არამედ უძლურება, რადგან ადამიანმა არ იცის ჭეშმარიტება ყველაზე მნიშვნელოვანი ძალის შესახებ. რწმენა არა თუ კეტავს ადამიანის განვითარების ჰორიზონტს, არამედ ის  აღებს ჭეშმარიტად მის გონებას და ფიქრობს და განსჯის სისტემატიურად. „არ მწამს“ ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ არ შემიძლია, რომ ვირწმუნო, არ ვეძებ არაფერს სარგებლის გარდა, არ მაქვს იმედი. ცხადია, რომ სამეცნიერო წინსვლა არ იძლევა პასუხს ამაზე, თუკი არ იქნება სწორი რელიგიური აღზრდა. ასე და ამგვარად არიან ახალგაზრდები სხვადასხვა ჯგუფებში და ვარდებიან უიმედობაში, ფანატიზმში, და კატასტროფაში იგდებენ თავიანთ თავს.

ნათელია, რომ გაკვეთილს, რომელიც მოსწავლეს წარუდგენს ღმერთს რომელიც ადამიანურ თავისუფლებას ზღუდავს, აქრობს მის ბავშვობას და არ აქვს არანაირი ადგილი სკოლაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკოლაში არ იყოს ის რელიგიური აღზრდა, რომელიც არა მხოლოდ უარყოფითად აღზრდის ბავშვის ფსიქიკას, არამედ ხდება წყარო, საფუძველი მისი შემოქმედებითობისათვის, გააცნობს ბავშვს იმ ღმერთს, რომელიც სისტემებზე არ აგებს მის ბავშვობას, და მის ადამიანურ არსებობას, არამედ არის საძირკველი მისი თავისუფლებისა. საქმე ეხება გაკვეთილს, რომელიც მისცემს საშუალებას ბავშვებს განვითარებისათვის და კრიტიკული გაზრებისათვის.

სწორედ ამ კრიტიკულობის მზაობისთვის მოგვიწოდებს პეტრე მოციქული: „არამედ უფალი ღმერთი წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა; განმზადებულ იყვენით მარადის სიტყვის-მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდით და შიშით.“ (1პეტრ.3,15).

აზრი კრიტიკულ რელიგიურბაზე შეიძლება ბავშვს გადაეცეს რელიგიის გაკვეთილზე. „საუბარია აღზრდაზე, რომელიც ხედავს მოწაფეს, თავისუფალს ყოველი იძულებისაგან, ეთიკურობისაგან, ფსევდო რელიგიურობისაგან, ფანატიზმისაგან, კრიტიკის მოშველიებითა და გამოყენებით, ღია საყოველთაო სულით, ამასთან იმით,რომ გამოუმუშავებს განცდებს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისათვის.

რელიგიური აღზრდა არის ერთ ერთი რთული ფენომენი. და ერთ ერთი ურთულესი ნაწილი სასკოლო ცხოვრებისა. ეპოქის სული ქმნის რელიგიურ აღზრდას. დიდი იდეოლოგიების, და ანტირელიგიური იდეოლოგიოების დაშლა ბადებს კითხვებს, სვამს კითხვებს პრობლემებზე  თანამედროვე ადამიანისათვის. რელიგია მსჯელობს, და გამოხატავს აზრს.

მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ღიაა საკითხი, რელიგიის სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრების აუცილებლობის შესახებ, ნათელია რომ ახალი ათასწლეულის დასაწყისში, რელიგის, როგორც მოზარდისთვის თავისუფალი განათლების საფუძვლის და წინაპირობა მოზარდის კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელობვანია.


რელიგიის მასწავლებელი  

          რელიგიის როგორც საგნის სწავლებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის საკითხი. ვინ უნდა იყოს ის ვინც უნდა ასწავლოს რელიგია? უპირველეს ყოვლისა რელიგიის პედაგოგი თვითონ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელმაც თვითონ ისწავლა შეკითხვების დასმა სიცოცხლისა და სამყაროს არსებობის აზრის შესახებ. რელიგიის მასწავლებლისათვის საკუთარი რწმენა და რელიგიურობა არა მარტო ობიექტია, არამედ სტანდარტიც. ეს მას ხელს არ უშლის, პატიოსნად და გულმოდგინედ გაეცნოს სხვების პოზიციებსა და მოსაზრებებს. ასეთი მასწავლებელი როგორც მოსწავლეების, ასევე მათი მშობლებისა და თავისი კოლეგების ნდობას იმსახურებს. მასწავლებელი, რომელსაც საკუთარი სარწმუნოებრივი პოზიცია არ გააჩნია, ვერ შეძლებს მოსწავლეებისათვის იმის მიცემას, რაც მას ამ სფეროში ევალება. მასწავლებელი არა მარტო სავსებით უნდა აღიარებდეს მოსწავლეების პიროვნულ თავისუფლებას, არამედ მზადაც უნდა იყოს, ღიად და გაგებით შეხვდეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.

მასწავლებლებს, საკვალიფიკაციო სემინარებზე უნდა განემარტოთ რელიგიის სწავლების მნიშვნელობა და მათთან ერთად უნდა შემუშავდეს სწავლების ფორმა.უპირველესად ყურადღება უნდა გამახვილდეს რელიგიის სწავლების დასაბუთებაზე და მის მიზანმიმართულებებზე, მასწავლებლის მოსწავლისადმი სწორ დამოკიდებულებაზე (მორწმუნეებისადმი თუ ურწმუნოებისადმი), რელიგიის სწავლების მრავალმხრივობაზე.

          რელიგიის პედაგოგი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ სხვა საგნების პედაგოგების თვალში ეს საგანი ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა საწავლო საგანი.

          საჭიროა მშობლებსა და საერთოდ, უფროსების ინფორმირება. არცთუ ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სარწმუნოებრივ საკითხებში გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. ერთნი სავსებით არარეალურ მოლოდინში არიან, სხვებს, ნაწილობრივ საკუთარი გამოცდილების, ნაწილობრივ სხვების გავლენის გამო, ანტიეკლესიური და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გამო, მცდარი შეხედულებები ჩამოუყალიბდათ რელიგიის სწავლების მიზნების შესახებ. ამიტომ მოსწავლეებისა თუ მშობლებთან შეხვედრისას მასწავლებელი მზად უნდა იყოს მათთან საქმიანი, დასაბუთებული საუბრისთვის.

          ამასთან, ასევე საჭიროა მშობლებმა გააცნობიერონ რელიგიის სწავლების საჭიროება. მათ რეალისტურად უნდა შეხედონ და შეაფასონ ამ საგნის მნიშვნელობა და მისგან არ უნდა მოელოდნენ ისეთ განსაკუთრებულ რამეს, რისი გაკეთებაც სასკოლო პირობებში და სკოლის მიზნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. რელიგიის გაკვეთილი ვერ მოუხსნის მშობლებს შვილის რელიგიურად აღზრდის მოვალეობას.

          რელიგიის მასწავლებლისათვის შესაბამისი განათლების მისაცემად საჭიროა, შეიქმნას შესაბამისი მიმართულება-რელიგიის პედაგოგიკა, სადაც თეოლოგიასთან ერთად ჯეროვანი ადგილი დაეთმობა ანთროპოლოგიურ, სოციოლოგიურ და განათლებისა და დიდაქტიკის საგნებს. ამისათვის საჭიროა როგორც ეკლესიის, ასევე სახელმწიფოს ძალისხმევა


სხვა აღმსარებლობები და რელიგიის გაკვეთილი


სხვადასხვა ხალხის რელიგიური ტრადიციები არის სალარო ჭეშმარიტი ცოდნისა, ადამიანური ღირსების შესახებ ცოდნის შემნახველი. იმის შესახებ თუ ვინ არის ადამიანი, ვალდებულები ვართ სერიოზულად შევხედოთ რელიგიის გაკვეთილს, გავაცნოთ მოსწავლეებს სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში არსებული ცოდნა სამყაროზე, ადამიანზე, ცხოვრების აზრზე და გავიგოთ რამდენად რთულია და ალბათ ყველაზე რთული ეს გაკვეთილი ყველა სხვისაგან, და რომ არ დავიშუროთ შრომა მისი უკეთესი ორგანიზებისთვის.

სასკოლო რელიგიური აღზრდა არ უყურებს ბავშვს გამოყოფილად საზოგადოებისგან, იმ საზოგადოებისგან და დროისგან რომელშიც ცხოვრობენ.


რელიგიის ისტორიის გაკვეთილები როგორც „ბიბლიური ისტორიის“ გაკვეთილები


          რელიგიის ისტორიის გაკვეთილებზე საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასურველია იყოს ბიბლიური ისტორიის სწავლება. რამდენიმე სიტყვით იმის შესახებ თუ რატომაა მნიშვნელოვანი, სასარგებლო და საჭირო ბიბლიური ისტორიის შესწავლა ბავშვობიდანვე. ბიბლიურ ისტორიასთან ერთად ბიბლიური თეოლოგიის საფუძვლების შესაწავლას რამდენად შეუძლია დადაბითი გავლენა იქონიოს მოზარდის, როგორც სინდისიერად, თავისუფალი ადამიანის ჩამოყალიბებაში.

          უდავოა რომ ბიბლიის, როგორც წიგნთა წიგნის, როგორც მსოფლიოში ყველაზე მატად გავრცელებული წიგნის მიმართ, დიდად არის დავალებული მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა. ძნელია მოიძებნოს მსოფლიო კულტურის შედევრი ხელოვნების ნებისმიერ დარგში, რომელსაც საფუძველი ბიბლიურ ისტორიაში არ მოეძებნოს. რომ არაფერი ვთქვათ ბიბლიური ტრადიციის ყოველდღიურ გამოვლინებაზე.

     ჩვენს სინამდვილეში, საქართველოში არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საქართველოს ისტორიაში ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის განსაკუთრებული როლის შესახებ. ამასთან ერთად როგორი ტოლერანტული იყო დამოკიდებულება სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების მიმართ. უდავოა ისიც თუ როგორი გადამწყვეტი აღმოჩნდა ქრისტიანობა ქართველი წიგნიერი ერის ჩამოყალიბებაში და მისი კულტურული თუ პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრისათვის. შემთხვევითი არაა ის ფაქტი რომ საქართველოს უპირველეს კანონში, კონსტიტუციაში ხაზგასმულია მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში. ცხადია ეს არავითარ შემთხვევაში არ უშლის ხელს სასკოლო სივრცეში მოსწავლეებს სხვა რელიგიებზე მივაწოდოთ ინფორმაცია და ცოდნა.

          რატომ შეიძლება იყოს სასარგებლო ბიბლიური ისტორიის შესწავლა საჯარო სკოლის ყველა საფეხურზე?

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ადამიანი, ადამიანი ხდება აღზრდის საშუალებით. აღზრდას კი კავშირი აქვს, ცხოვრების შესახებ კითხვებთან, ამიტომაც სკოლებში საჭიროა ისწავლებოდეს ბიბლიური ისტორია და თეოლოგია, რაგდანაც სიღრმისეული ცოდნა ადამიანის შესახებ შემონახულია კაცობრიობის რელიგიურ ტექსტებში და რელიგიურ გამოცდილებაში.

            ბიბლიური თეოლოგია (რომელიც ეფუძნება ბიბლიურ ისტორიას და საღმრთო გარდამოცემას) რომელიც სწავლობს ადამიანის პიროვნულ კავშირს ღმერთთან, ადამიანის ცხოვრების აზრს, მე-18 ს–ში განისაზღვრა როგორც მეცნიერება. უზუსტესად თეოლოგია სწავლობს ქრისტიანულ ჭეშმარიტებებს, მის საწყისებს, მის განვითარებას და მის გავლენას, კაცობრიობის სულიერ–ზნეობრივი მსვლელობის გზაზე. ღმერთმა, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, შექმნა სამყარო და მიიღო ადამიანური ბუნება, დაექვემდებარა სიკვდილს, იმისათვის რომ ადამიანის ხრწნადი ბუნებისთვის მკვდრეთით აღდგომა მიენიჭებინა, რომლის მოტივი მიუწვდომელი სიყვარულია. პირველი მიუწვდომელი სიყვარული სამყაროს შექმნა და მეორე ასევე განუზომელი, – თერაპია, ხრწნადი და მოკვდავი ადამიანური ბუნების, საღმრთო საიდუმლოს, საღმრთო იკონომიის მეშვეობით, რომელიც მიუწვდომელია და აუხსნელია ადამიანური გზებით. ეს ყოველივე ნათლად ჩანს წმინდანთა ცხოვრების წესში, რომლებმაც სახარება მიიღეს და ამ რწმენით განვლეს ცხოვრება და შეერთვნენ მარადისობას.  ამ ყველაფერზე საუბარია ბიბლიური ისტორიის გაკვეთილებზე.

            დღევანდელი საზოგადოების უმთავრესი პრობლემაა კარჩაკეტილობა. ჩაკეტილი საზოგადოების პრობლემა კი ის არის, რომ ადამიანებს არ აინტერესებთ ერთმანეთი. არ ურთიერთობენ და ამდენად ეს არის მარტოობისთვის განწირული საზოგადოება, ამიტომაც არის ჯოჯოხეთი აქვე, ჩვენში, შიგნით. აქ უნდა ვიპოვოთ, ვნახოთ ადგილი ბიბლიური ისტორიისა და თეოლოგიისა, რომელიც როგორც მეცნიერება სწავლობს ადამიანს ქრისტიანობის საფუძველზე. ანოტაცია საღმრთო გამოცხადებაზე არის სწორედ ბიბლიური ისტორია.

            ბიბლიური ისტორია და თეოლოგია სწავლობს საღმრთო გამოცხადებას ეკლესიაში. ის არის ერთიანი, განუყოფელი, განუწყვეტელი, არა წარსული, აწმყო და მომავალი, არამედ ყველა ერთად. გამოცხადება ყველა ადამიანისთვის ხდება ყოველთვის. საგანი ბიბლიური ისტორიისა და თეოლოგიისა არის ღმერთის გამოცხადება.

            როგორ ვეუბნებით ახალგაზრდებს, მოზარდებს ეკლესიაზე?  ის არის ღმერთის სახლი. უფრო ზუსტია ვუთხრათ, რომ ეკლესია ეს არის ღმერთთან შეხვედრის ადგილი. მივდივართ ღმერთთან, როგორც მეგობართან, ნამდვილი და სუფთა გულით და აღსარებით, გახსნილად. ღმერთი არ არის მარტო ის, რომელსაც მხოლოდ გასაჭირში რომ მოვუხმობთ, არამედ ის არის იგივე ცხოვრება. ღმერთს აქვს ურთიერთობა, კავშირი, თვისება, ხასიათი მამობისა და ადამიანს კი ძეობისა. ეკლესიის კანონები ბრძანებები კი არაა, არამედ რჩევა დარიგებები იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება უფრო ადვილად ღმერთამდე მისვლა, როგორ შეიძლება უფრო უკეთესი გახდე ვიდრე ხარ. მიზანი ბიბლიური ისტორიისა და თეოლოგიის სწავლებისა სწორედ ეს არის, ჩამოაყალიბოს ღმერთის საზოგადოება, როდესაც საზოგადოება არ ეკლესიურობს.

            ბიბლიური ისტორია და თეოლოგია ცხოვრობს ტრადიციას როგორც დღევანდელობა, და ამას არ აკეთებს არც ერთი სხვა მეცნიერება. ამას აკეთებს მხოლოდ ქრისტიანობა და ჭეშმარიტი თეოლოგია. მოდას აქვს დროულობა, არის დღეს და არ იქნება ხვალ, რადგანაც ხდება წარსული. ბიბლიური ისტორია და თეოლოგია  კი არის ზედროული, მას არა აქვს დროულობა, ის არ შეიძლება იყოს „დროული“ რაღაც მომენტში. თუ დროში იქნება, ის გახდება ხვალ წარსული. ყველა რელიგია წარმოადგენს თავის დასაბამს, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კავშირს ღმერთსა და ადამიანს შორის. მხოლოდ ქრისტიანობა ამბობს: რომ მე კი არ ვარსებობ, არამედ ვარსებობ იმიტომ, რომ ღმერთს სურს ჩემი არსებობა, მე ვსურვარ ღმერთს, რომ ვარსებობდე. ქრისტიანი როდესაც ამბობს არ ვარსებობ, იმიტომ კი არ ამბობს, რომ არ არსებობს, არამედ მისი არსებობა წარმოადგენს საქმეს უქმნელი ღმერთისა. ქმნილი არსებობს მხოლოდ კავშირში უქმნელი ღმერთის ენერგიებში მონაწილეობით.

            ბიბლიური ისტორიის გაკვეთილზე ხდება საუბარი იმაზე, რომ ეკლესიაში იგულისხმება ყველა ადამიანი, ვისაც აქვს ურთიერთობა ღმერთთან, როგორც პირდაპირ, ისე ირიბად. ღმერთი არ ართმევს ადამიანს თავისუფლებას. ადამიანები კი მიელტვიან, რომ მის მოძმეს წაართვან თავისუფლება. ღმერთი ხდება ადამიანების მსახური. თეოლოგია ათავსებს ერთმანეთთან ჰარმონიულად წარსულს და მომავალს. ის ვინც დატყვევებულია და დამონებული საყოველთაო, ცხოვრების წესს, ის უკვე გარდაცვლილია. ასეთი ფარისევლობა ვერ აჩვენებს ადამიანს ქრისტიანობას და ვერ გაათავისუფლებს ადამიანს, რომ გახდეს თავისუფალი, ნამდვილად თავისუფალი და ქრისტიანი.

            მიზანი თეოლოგიისა არის ხსნა ადამიანებისა. ვუძღვნათ საკუთარი თავი სხვებს. ადამიანის ხსნა დაზღვეული ხდება ურთიერთობით ღმერთთან. ცოცხალ–მკვდარია ის ადამიანი რომელსაც არა აქვს ურთიერთობა ღმერთთან.

            ბიბლიური ისტორია და თეოლოგია არ შეიძლება იყოს მოწყვეტილი ეკლესიური, მისტირიული, საიდუმლოებითი ცხოვრებიდან. მიზანი ბიბლიური ისტორიისა და თეოლოგიისა, ადამიანის ხსნაა. თეოლოგია ცდილობს განმარტოს, ახსნას კავშირი ძველსა და ახალ აღთქმას შორის და წარმოადგინოს ის დღევანდელობასთან კავშირში.

            თეოლოგია არ არის დროში. ის ყოველთვის იკვლევს და განმარტავს, ამიტომაც ის ყოველთვის არის თანამედროვე. წყარო თეოლოგიისა არის თავად ღმერთი. ამდენად ბიბლიური თეოლოგია არის მუდმივი, მარადიული.

            ამდენად ბიბლიური თეოლოგია რომელიც ეყრდნობა ღმრთის გამოცხადებას, საღმრთო გარდამოცემას და ბიბლიურ ისტორიას, აქვს სრულიად განსაკუთრებული ხასიათი და ის არის საფუძვლიანად განსხვავებული არაქრისტიანული გაგებისაგან. გამოცხადების თეოლოგია არის და იმყოფება უპირველეს ყოვლისა წმიდა წერილში, ძველ და ახალ აღთქმაში.

რატომ უნდა წავიკითხო წმიდა წერილი? რას იძლევა წმიდა წერილი?  ის იძლევა პასუხს იმაზე, რომ ჭეშმარიტება მოვიდა ამ ქვეყნად, რომ მას შემდეგ რაც ჭეშმარიტება მოვიდა ქვეყნად, ეს ნიშნავს რომ მონაწილენი ვართ სიცოცხლის. და თუ არ მონაწილეობ, მაშინ არ ცოცხლობ. წმიდა წერილი არის ეკლესიისთვის, ეკლესიაში, ეკლესიისგან.

          წინასწარმეტყველი მიქეა ამბობს: „ხომ გეუწყა შენ ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სიმართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს და მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“. – ვფიქრობთ, რომ ბიბლიური სწავლების აუცილებლობას, ყველაზე ნათლად გამოხატავს წინასწარმეტყველის სიტყვები, რადგანაც სწორედ ბიბლიური ისტორიის გაკვეთილებზე შეგვიძლია ყველაზე უკეთ მივაწოდოთ მოსწავლეებს სწავლება და ცოდნა იმის შესახებ თუ რა არის ცხოვრება და რა აზრი აქვს მას, და რომ მხოლოდ სიმართლის ქმნა, წაყლობის სიყვარული და მოწიწებით სიარული უფლის წინაშე, არის ის ძალა, მადლი და წყალობა რომელიც ღირს ხდის ადამიანს, რომ ადამიანად იწოდებოდეს.


რელიგიის ისტორიის გაკვეთილები როგორც ცივილიზაციის ისტორიის გაკვეთილი


          დღეს, ცივილიზაციათა განსაკუთრებულობის განცდა დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენს სამყაროში  პიროვნება, დღეისათვის ცნობილი ცივილიზაციათა შეხებისას ყალიბდება. ეს ცივილიზაციებია: დასვლური, ჩინური, იაპონური, ისლამური, ინდუისტური, სლავურ-მართლმადიდებლური, ლათინო-ამერიკული და ამავდროულად აფრიკული. ცივილიზაციები განსხვავდებიან ისტორიის, ენის, ტრადიციის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რელიგიის კუთხით. სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენელ ადამიანებს  განსხვავებული შეხედხულებები აქვთ, ღმერთისა და ადამიანის, ინდივიდისა და ჯგუფის,  მოქალაქისა და სახელმწიფოს, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის, ოჯახისა და მეუღლეების, ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების, თავისუფლებისა და თანასწორობისა და სხვა საკითხების შესახებ. ეს სხვაობები ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში და ეს ყოველივე ბუნებრივია არ გაქრება და გაუჩინარდება მყისვე. ეს უფრო მეტად ძირეული საკითხია ვიდრე რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგია ან სახელმწიფო წყობა. სხვაობები და განსხვავებები არ გულისხმობს იმთავითვე დაპირისპირებას. მაგრამ საუკუნეების მანძილზე ცივილიზაციათა შორის სხვაობამ გამოიწვია ძლიერი შეხლა–შემოხლა.

          ისტორიულად რელიგია იყო ძირითადი მამოძრავებელი ძალა ცივილიზაციათა აღმავლობისა და ეს დღესაც შენარჩუნებულია მსოფლიოს მრავალ კუთხეში. დღეისათვის ცნობილი ცივილიზაციები რელიგიური ნიშნით არიან აღბეჭდილნი. არცერთი ცივილიზაცია ამისგან არაა თავისუფალი. რელიგიები სცემდნენ პასუხს ინდივიდუალური თუ კოლექტიური არსებობის, კარგისა და ცუდის, ლამაზისა თუ მახინჯის, ჭეშმარიტებისა თუ ტყუილის შესახებ.

          მაგრამ რა არის და რას ნიშნავს ცივილიზაცია? ამ კითხვაზე ასეულობით სხვადასხვა შინაარსის პასუხი არსებობს, როგორც ცივილიზაციის განმარტების მცდელობა. ყოველ შემთხვევაში ცივილიზაცია ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება ვიწრო და ფართო გაგებით გავიგოთ. ვიწრო გაგებით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ნაკეთობა, ერთის ან რამდენიმესი ერთად. ფართო გაგებით კი ის მოიცავს ცხოვრების წესს, კანონებს, ღირსებებს, რელიგიას, წესსა და ადათს, საზოგადოების ორგანიზებას. იუნესკოს განმარტებით ცივილიზაცია არის ერთობა, სულიერი, მატერიალური, გრძნობითი თუ გონიერი მიღწევებისა რომელიც ახასიათებს საზოგადოებას ან საზოგადოებათა ჯგუფს. ეს არ მოიცავს მხოლოდ ხელოვნებას ან ლიტერატურას, არამედ ასევე ცხოვრების ფორმებს, ადამიანის უპირველეს უფლებებს, ღირებულებების სისტემას, ტრადიციასა თუ რწმენის ფორმებს.

          ამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რელიგია არის გული ცივილიზაციისა. რელიგიის გაკვეთილი არის ერთის მხრივ  გაკვეთილი ცივილიზაციისა რაც პედაგოგისაგან განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას ითვალისწინებს. ეს კი გულისხმობს შემდეგს:

          ა. რადგანაც რელიგიის გაკვეთილი გულისხმობს და მიემართება ჩვენს შემთხვევაში ქრისტიანულ (მართლმადიდებლურ) რწმენას, უპირველესად ეს არის გაკვეთილი განსაკუთრებული ცივილიზაციისა, და ჩვენი ცხოვრების წესისა.

          რელიგიის გაკვეთილზე გვეძლევა მთავარი ელემენტები ჩვენს ცივილიზაციაზე, ღირებულებებზე, სულზე, ურთიერთობაზე, ხელოვნებაზე, ცხოვრების წესსა და ადათზე.

          ბ. თუკი ძალაშია, რომ ქრისტიანობა უწყვეტად დაკავშირებულია ევროპულ ცივილიზაციასთან, თუკი ევროპის ისტორიულ მსვლელობაზე ახდენს გავლენას მაშინ ძნელია ევროპული ცივილიზაციის წარმოდგენა ქრისტიანობის გარეშე. რელიგიის გაკვეთილი არის გაკვეთილი ევროპული ცივილიზაციისა, სადაც ხდება გაცნობა ევროპული ცივილიზაციის უმთავრესი სტადიებისა  და აქვე ხდება გაცნობიერება ქრისტიანობის გავლენისა  ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე.

          გ. რელიგიის გაკვეთილი ეს არის გაკვეთილი „კაცობრიობის ცივილიზაციის შესახებ“, ტოლერანტობისა და მშვიდობის. რომელიც არა მხოლოდ ამყარებს მშვიდობას რელიგიებს შორის, არამედ იბრძვის ფანატიზმის წინააღმდეგ, ხაზს უსვამს პატივისცემას ადამიანებს შორის, ღირსების შენარჩუნებას და ადამიანის უფლებებს.


მართლმადიდებლობა როგორც ცივილიზაცია


          მართლმადიდებლობა ჩვენ გვაერთიენაბს არა რაღაც „ჯოგში, ფარაში“ არამედ თავისუფალი ადამიანების საზოაგადოებაში, პიროვნებათა საზოგადოებაში. მისი უმთავრესი ამოცანაა ცხოვრების წესის შემოთავაზება. პიროვნული და არა ინდივიდუალური, რადგან პიროვნება და ინდივიდი არ არის იგივე. არამედ ალბათ საპირისპირო. ინდივიდი არის ის ვინც მოიაზრებს და გულისხმობს მხოლოდ თავის თავს, რომელიც მარტოობისთვისაა განწირიული. პიროვნება კი მხოლოდ სხვასთან ურთიერთობაში არსებობს. ის არის კავშირი, სიყვარული და ურთიერთობა, როგორც აღსრულება ნამდვილი თავისუფლებისა. პიროვნული ურთიერთობის წესი ნიშნავს ცხოვრების აზრს, რომ „ჭეშმარიტების მეტყველნი სიყვარულით ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი – ქრისტე“ (ეფეს.4,15).

          როდესაც პიროვნების თავისუფლება გაიგივებულია სიყვარულთან, გამოსვლას „მე“ დან „შენ“ ისკენ, როდესაც პიროვნება ეძებს კავშირს და ურთიერთობას სხვასთან, მაშინ არ დგება საკითხი გამოყოფისა. ამ შემთხვევაში ყალიბდება ცივილიზაცია ჯანმრთელი საზოაგადოებისა, სადაც ყვავის პიროვნების თავისუფლება.

          მართლმადიდებელი, მეგობარი, ურთიერთობის მქონე, ღია, მსოფლიო ადამიანი, ადამიანი ზოგადადამიანური ღირსებით, თავისუფალი ეგოიზმისგან.

          მართლმადიდებლობის გული ფეთქვას მამათა თეოლოგიაში. ი.ზიზიულასი (პერღამოსის ეპისკოპოსი)  წერს: „რომ მართლმადიდებლობა არ წარმოადგენს წარსულის ნარჩენს, სამუზეუმო ექსპონატს, როგორც მიღწევას და წარმატებას სხვა ეპოქისა“.

          ეკლესია თანამედროვე სამყაროშია და ყოველთვის ინტერესდება უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობის შესახებ,  რომელთა გადასაწყვეტად ყოველთვის აქვს მზაობა და პასუხი. მართლადიდებლობა სთავაზობს ადამიანს იმედს და რწმენას იმისას რომ ადამიანმა სწორად და მართებულად გაიგოს ტრადიცია.

          მართლმადიებლური წესი ეკლესიის მსახურებაში და წესებში სრულდება. საღმრთო ზიარება არის რაც კი საუკეთესო შეუძლია რომ შესათავაზოს მართლმადიდებლობამ  თანამედროვე სამყაროს.

          მსახურება, როგორც ცენტრი მართლამადიდებლური ცხოვრების წესისა არის მოწმობა და გამოცხადება მართლამადიდებლური ცივილიზაციისა.

          ჩვენს კულტურაში ქრისტიანობა უდიდეს როლს თამაშობს: იქნება ეს კალენდარი თავისი დღესასწაულებითა თუ კვირადღეებით, არქიტექტურული ნაგებობები, ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ადათ-წესები, ნორმები და აზროვნების წესები, ჩვენი სულიერი ცხოვრების ქრისტიანულ საწყისებსა და მომენტებზე მიუთითებს. სკოლას, რომელსაც სურს, მოსწავლემ არა მარტო ის იცოდეს, საიდან წარმოიშვა ესა თუ ის ტრადიციული ფორმები, არამედ შეძლოს ადამიანური შეკითხვებისა და მოთხოვნილებების აღქმა და ჩამოყალიბება, რელიგიის გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს. შინაარსობრივად საქმე ეხება შეკითხვებს: საიდან და საით, რისთვის და რატომ, ყოველივეს აზრისა და ღირებულებებისა თუ უაზრობის შესახებ. ცხოვრებაში ბევრი სიტუაციის სწორად და სასარგებლოდ წარმართვა შეიძლება ინტელექტუალური უნარებისა თუ მინიმალური ჩვევების მეშვეობით. მაგრამ შეიძლება, ცხოვრებამ ადამიანი უფრო ღრმა და რადიკალური მოთხოვნების წინაშე დააყენოს. ისეთი სიტუაციები, როგორიცაა დაბადება, გარდაცვალება, იმედი, სიყვარული, მეგობრობა, შიში, ბედნიერება, დანაშაული, მიტევება, ტანჯვა, შემთხვევითობა, ნდობა, პასუხისმგებლობა, ზრუნვა, მარცხი, ექსტაზი, ხიბლი, ზეიმი ადამიანისათვის გარკვეული სახის გამოწვევაა, რომელიც მას მოვალეობებს აკისრებს. თუკი სკოლას ადამიანის ყოველმხრივ განვითარება სურს, მან მოსწავლეს ყოველი უმნიშვნელოვანესი ადამიანური გამოცდილების შესახებ უნდა ასწავლოს მსჯელობა, ეს უპირველესად ცხოვრების ძირითად და ზღვრულ მდგომარეობას ეხება.

          ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია მოკლედ ჩამოვაყალიბოთ საჯარო სკოლებში რელიგიის ისტორიის (ბიბლიური ისტორიის) სწავლების უმთავრესი მიზნები და ამოცანები:

ბიბლიური ისტორიის მნიშვნელობის გააზრება;

ბიბლიური მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება;

ბიბლიის როგორც სიცოცხლის წიგნის, როგორც საღმრთო გამოცხადების მემატიანის როლი, კაცობრიობის განვითარებაზე;

ბიბლიური ისტორიის როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;

ბიბლიური ისტორიის გააზრება სწავლის შემდგომი ეტაპისათვის და ზოგადად ცხოვრების მართებული წესის შესწავლისათვის;

ბიბლიური ისტორიის გათვალისწინება ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად და ამ ცოდნის გამოყენების უნარი;

ძირითადი უნარ-ჩვევები, რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს რელიგიისა და კულტურის ისტორიის სასკოლო კურსი:

რელიგიისა და კულტურის ისტორიის შესწავლა ხელს უწყობს მოწაფეებს ჰქონდეთ სწორი და მართებული ცოდნა საყაროს შექმნაზე, ღმერთის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტების გაგებაზე, საღმრთო ისტორიის ცოდნაზე. ჰქონდეთ ცხოვრების აზრის შესახებ ნათელი და სწორი წარმოდგენა, ხელი შეუწყოს  ცხოვრების აზრის გააზრებას და ამ ცოდნის არა მარტო შესაწავლას, არამედ მის გამოყენებას და ცხოვრების წესად ქცევას.


რელიგიური განათლება  ევროპული განათლების სისტემაში

       
რელიგიის გაკვეთილებში  წარმოჩნდება ზუსტად ის საფუძვლები, რომელსაც ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია და რომელიც გადაჯაჭვულია ქრისტიანობასთან. ქრისტიანული ტრადიციის სწავლებით სკოლებში, ცხადია მოსწავლეები ეცნობიან იმ უმთავრეს ღირებულებებს რაც ევროლული ცივილიზაციის მახასიათებელია.

დღეს არ შეიძლება ევროპული რელიგიური განათლება მიემართებოდეს, ევროპული ცივილიზაციის მხოლოდ ქრისტიანულ მემკვიდრეობას, არამედ მზად უნდა იყოს იმ გამოწვევისათვის რასაც დღევანდელი რეალობა ითვალისწინებს, კერძოდ ის უნდა მოიცავდეს აწმყოს და მომავალს ევროპისას, დაცვას ევროპული ღირებულებებისას, მულტიკულტურულ და შეიძლება ითქვას მულტირელიგიურ, პლურალურ სამყაროში.

გამიწიერებული აზროვნების ადამიანებისთვის ეს გაკვეთილი არის გამოწვევა. ისინი ვინც ამ გაკვეთილების წინააღმდეგ არიან სკოლებში, მსჯელობას იწყებენ არა არგუმენტირებული საუბრით აღზრდაზე და რელიგიაზე. ნათელია რომ აღზრდა რომელიც არ მიემართება რელიგიას  „კარგავს“ ადამიანს რადგანაც არ ითვალისწინებს მის საჭიროებას ცხოვრების აზრის გასაგებად. იმავდროულად არ ცნობს ფაქტს, რომ რელიგიას სწორედ ეს მოაქვს ადამიანისთვის.

ამავდროულად ევროპაში, შეუძლებელია, წარმოუდგენელია განათლებულად მივიჩნიოთ ის ვინც არ იცის არაფერი ქრისტიანობის შესახებ და მის როლზე ევროპული ცივილიზაციის გავითარებაზე.

საინტერესოა და საკვირველი ისაა, რომ გახსნილ ევროპულ საზოგადოებას გართულება აქვს გაკვეთილთან, როემლიც მიემართება ქრისტიანობის როლს ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე.

ცხადია რომ რელიგიური აღზრდის არ ქონა სკოლებში უარყოფით გავლენას ახდენს ევროპის განათლების მიმართ დამოკიდებულებაზე.

ევროპული განათლებაში რელიგიის სწავლების საჭიროებასა და აუცილებლობაზე მსჯელობენ ოთხი მიმართულებით.

ა. რელიგიის გაკვეთილებზე უნდა იყოს იდეა ევროპაზე, რომელიც მოიცავს ასევე მართლმადიდებელ ხალხებს. და როდესაც ვსაუბრობთ მამათა თეოლოგიაზე, ბიზანტიურ კულტურაზე, მართლმადიდებლობაზე და ა.შ. ვესაუბროთ სწორედ ამ საფუძვლიან ღირებულებებზე ევროპული ცივილიზაციისა, რომელიც არის ძალიან ფართო და ღია, განსხვავებით დასავლეთ ევროპის ცივილიზაციისგან.

ამავდროულად სახელმძღვანელოები უნდა საუბრობდნენ იმ გზაზე რომელიც გაიარა დასავლეთმა და აღმოსავლეთმა, მოიცავდეს იმ ელემენტებს რაც გაიარა დასავლურმა ქრისტიანობამ. უნდა შეიცავდეს იმ ელემენტებს რომელიც ხელს შეუწყობს აღმოჩენას იმ საერთო კულტურული მემკვიდრეობისათვის ევროპის ხალხებისა. იმ ხანგრძლივი მსვლელობის გზაზე დასავლეთის და აღმოსავლეთის ქრისტიანობისა.

ამავდროულად ძალიან საინტერესოა შეიცადეს სახელმძღვანელო იმ ეკუმენურ მოძრაობაზე რომელსაც აქვს ადგილი დასავლეთ და აღმოსავლეთ ეკლესიებს შორის. მიუხედავად პრობლემებისა, სირთულეებისა და დაახლოებისა თუ დაშორებისა.

ბ. ასევე სახელმძღვანელოები უნდა შეიცავდნენ სპეციალურ თავებს ქრისტიანობისა და განმანათლებლობის შესახებ კავშირზე, და განსაკუთრებით მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა, მართლმადიდებლობა და ადამიანის უფლებები.

განმსაზღვრელი როლი მასწავლებელს მიეკუთვნება, და სასკოლო სახელმძღვანელოები და მასაწავლებელი უნდა იყოს ის, რომელიც მიაწოდებს ელემენტებს მსჯელობისთვის, იმისათვის რომ ნათლად გაიგონ ვინ რას ამბობს. სახელმძღვანელო უნდა იყოს საწყისი დიალოგისთვის.

მართლმადიდებლობა პირუვნულობისკენ სწარფვაა, განმანათლებლობა-ადამიანის უფლებების დაცვით პიროვნულობის საპირისპიროდაა მიმართული.

გ. გაძლიერება და მომზადება ახალგაზრდებისა,  იმ შემოქმედებითი დაპირისპირებისათვის ბრძოლაში, რომელიც წარმოადგენს ცენტრალურ მიზანს რელიგიის გაკვეთილებისას. განსხვავებულობა და პლურალიზმი აქ გვეხმარება სწორედ იმაში, რომ ეს იყოს საშუალება ურთიერთობისათვის და არა საშიში. სხვა რელიგიურ გარემოდან მოსული ბავშვისთვის ეს არის საშუალება, რომ გაეცნოს და შეაფასოს ეს ურთიერთობები. მოსწავლეებმა, რომლებიც დღეს ცოხვრობენ მულტიკულტურულ გარემოში, თავიანთი რწმენის პარალელურად უნდა სწავლობდნენ ტრადიციულთან ერთად, პატივისცემას უცხოსადმი, სხვისადმი, პატივისცემას განსხვავებულისადმი, მნიშვნელობას დიალოგისათვის, შეხვედრისათვის. იმ ეპოქაში როდესაც რელიგიები ასაზრდოებენ ხშირად ფუნდამეტალიზმს, გაყოფას, ფანატიზმს და დაპირისპირებას კულტურებს შორის, სასკოლორ რელიგიური განათლება უნდა მოქმედებდეს  როგორც განათლება კლუტურათა შორის ურთირთობისა და მშვიდობისა. რელიგიამ უნდა მისცეს ადამიანს მსვლელობა, ძალა რომ გაძლიერდეს მისი ბრძოლა მშვიოდობისათვის.  თუკი რელიგიები არ მიმართავენ ამ გზას მშვიდობისკენ, შეუძლებელია მსოფლიოში იყოს მშვიდობა.

არ უნდა შეიცავდეს სახლმძღვანელოები ქადაგების ელემენტს და სხვისი კულტურის დაკნინების ელემენტს.

დ. ცხადია რომ ევროპული ხედვა რელიგიის გაკვეთილებისა შეიცავს პატივისცემას პლურალიზმისას. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რელიგიის გაკვეთილი იქცეს რელიგიათმცოდნეობის გაკვეთილად. რადგანაც რელიგიათმცოდნეობა ეს არის ის, რომელიც ვერ ხედავს სერიოზულად თანამედროვე პლურალიზმს და კულტურულ სიჭრელეს. „ის ვისაც სურს რომ გაუგოს სხვას, მას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ვის ეკუთვნის ის და თავისი პიროვნულობა განსაზღვრული უნდა ჰქონდეს. გაგება სხვისა და ჩვენი საკუთარის განვითარება, ეს განუყრელი ერთობა უნდა იყოს.“დიალოგი არ შეიძლება აწარმოონ უცოდინრებმა, უსამშობლოებმა, და თუკი აწარმოებენ მაშინ მათ ეს არც აინტერესებთ. მომავალი აქვს იმას ვისაც აქვს თავისი პიროვნულობა, და რწმენა და ეძებენ ჭეშმარიტ ურთიერთობას, ზიარებას სხვებთან, ვისათანაც იყოფენ სამყაროს. ძალიან მნიშვნელოვანია გაგებულ იქნას მართლმადიდებლობის როლი ჩვენი კულტურის ჩამოყალიბებისათვის. რელიგიის გაკვეთილი როგორც გაკვეთილი მართლმადიდებლობისა, მართლმადიდებლური სახისა არის იმავდროულად გაკვეთილი ღიაობისა სხვებთან.

საკითხი არ უნდა იყოს ისე, რომ რელიგიის გაკვეთილი იყოს საშუალოდ, ზოგადად ინფორმაციის მიწოდება რელიგიაზე, არამედ გაკვეთილი რელიგიებზე, საფუძველზე ცოცხალ, კონკრეტულ, არსებულ რელიგიებზე, ჩვენს შემთხვევაში გაკვეთილი მართლმადიდებლური სახისა მისი სინათლითა და ღიაობით. ეს განვრცობა და ინფორმაციულობა არ გადააქცევს ამ საგანს ბუნებრივია რელიგიათმცოდნეობის გაკვეთილად.

ევროპული განათლების საფუძველია დემოკრატიულობის დაცვა, თავისუფლება, სოლიდარობის, სამართლიანობის, და სხვა.

ნათელია რომ რელიგიის გაკვეთილი ვალდებულია, ემსახუროს ამ მიზნებს. ის რაც მნიშვნელოვანია არის შემდეგი: რომ რელიგიის გაკვეთილი ასწავლის თავისუფლებას, არ იმიტომ რომ ეს ასეა კანონმდებლობით, არამედ ეს არის შედეგი და შემოქმედება ქრისტიანობისა.

ვალდებული ვართ ვთქვათ თავისუფლების ქრისტიანულ გაგებაზე. ქრისტე არის განმათავისუფლებელი. ქრისტეს მიერ თავისუფლება ეს არის „ახალი შექმნა“ ან „კარგი გარადქმნა“ ადამიანისა ღმრთის მადლში, რომელსაც აღასრულებს ქრისტე ეკლესიაში. თავისუფლება არის იგივე ცხოვრება ეკლესიისა. როგორც წერს მამა ალექსანდრე შმემანი არ არსებობს თავისუფლება „ეკლესიაში“, არამედ იგივე ეკლესია არის თავისუფლება.

ქრისტეში თავისუფლება არ არის უფლება ადამიანის, არამედ ის არის მადლი ღმრთისა: „რადგან, ვინ გამოგარჩია? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? და თუ მიგიღია, რას იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?“ (1კორ.4,7). აქ უნდა შეინიშნოს რომ ქრისტიანული თავისუფლება როგორც საჩუქარი არ ნიშნავს უმოქმედობას, პასიურობას.

ქრისტიანული არსებობის კუთხით, თავისუფლება და სიყვარული მოქმედებენ როგორც ერთიანი გამოცდილება ცხოვრებისა. სხვა, თანამოქალაქე, მოყვასი, არ არის საშიში, არამედ შემადგენელი ნაწილია ჩვენი თავისუფლებისა. „თავისუფლება არ არის თავისუფლება სხვისგან, არამედ თავისუფლება სხვისთვის“, ანუ, ესე იგი, ის არის მსაგვსი სიყვარულისა, იგივე სიყვარული. „ჯოჯოხეთი“ არ არის სხვა, არამედ არ ყოფნა სხვისა. მართლმადიდებელი თეოლოგია აძლევს სახეს საზოგადოებრივ თავისუფლებას, ხაზს უსვამს საერთო საზოგადოებრივ შინაარს ქრისტიანობისას, მნიშვნელობას ანიჭებს საერთო სულისა და სოლიდარობის კულტურას.


რელიგია და ეთიკა


წმინდა წერილში და მამათა ტრადიციაში, ეთიკური სწავლება წარმოდგენილია თეოლოგიასთან უწყვეტ კავშირში. საეკლესიო მწერლები არ უყურებენ ბუნებას და მადლს როგორც საპირისპიროს, არამედ სინთეზურად. ყოველი ბუნებითი საგანი ღიაა მადლის მისაღებად. ამიტომაა ყოველი ეთიკური საწყისი რომელიც გამოხატავს ნამდვილ ადამიანურ ბუნებას, თავის ადგილს პოულობს ეკლესიაში. ეთიკის ჩამოშორება ეკლესიისგან და მისი ავტონომიურად ჩამოყალიბება დასავლეთის საეკლესიო განხეთქილების შედეგია.

       სახარებიდან შეგვიძლია ვთქვათ რომ „მთაზე ქადაგება“ (მთ.5-7 თთ. /ლკ.6,20-49;/) წარმოადგენს ქრისტიანული ეთიკის წესდებას, რომლის მიხედვითაც მუდმივად უნდა შეფასდეს მისი სიზუსტე და ჭეშმარიტება. საერთოდ მთელ ახალ აღთქმაში და ეკლესიის მამათა ნაშრომებში სწავლება ქრისტიანულ ეთიკაზე წარმოდგენილია როგორც შედეგი, ღმერთის – ადამიანის სახით წარმოჩენისა სამყაროში. ქრისტე რომლის მეშვეობით შეიქმნა ყოველი, მოუწოდებს სამყაროს მართალი გზით სვლისკენ.

       შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანული ეთიკა ეს არის შედეგი „საერთო“ რწმენისა, რომელიც აღსრულდება ეკლესიაში და არა რაღაც ზოგადი გაგების მატარებელი. ეკლესიის გამოცდილების გარეშე შეუძლებელია ვინმემ შეძლოს ეთიკური რჩევებისა თუ მითითებების ცხოვრებაში განხორციელება. ქრისტიანული ეთიკა ეს არის შედეგი ქრისტიანული ცხოვრების წესისა და შედეგი ქრისტიანული დოგმატიკისა და არა მიზეზი ცხოვრების წესისა. სხვაობა ცხოვრების წესსა და ეთიკურ ნორმებს შორის არის ის, რომ კანონები შეიქმნა და დადგინდა სწორედ იმისათვის რომ ჭეშმარიტ რწმენაზე დაფუძნებული ცხოვრების წესის აღსრულებაში დაეხმაროს ადამიანს, ანუ ცხოვრების წესი უკეთესად იცხოვროს (განახორციელოს) ადამიანმა.

       ქრისტიანობამ ისტორიაში რაღაც ახალი რამ კი არ მოიტანა, არამედ ის რაც ცნობილი იყო ძველი აღთქმისათვის და რაც რამ კი იჭვრიტებოდა და იწინასწარმეტყველებოდა წინასწარმეტყველთა მიერ, ანუ ეს იყო სწორედ რწმენა ეკლესიისა.

          შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეთიკა ეს არ არის რაღაც ავტონომიური რამ ქრისტიანობაში, სადაც საზოგადოების ეთიკურ მისწრაფებებს თავისთავად კი არა აქვთ ღირსება, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ემთხვევა ქრისტიანული ცხოვრების წესს და მისი გამოვლინება ხდება საქმეებით.


ეკოლოგია და თეოლოგია


ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური განათლებისა და ეკოლოგიის მიმართება. როგორ ეხმარება რელიგიის გაკვეთილი ეკოლოგიური განათლების მნიშვნელობის ხაზგასმას სკოლებში მოზარდი თაობისათვის.

ჯერ კიდევ ანტირელიგიურ ატმოსფეროში, 1967 წელს ლინ ვაიტი, თავის წიგნში „ეკოლოგიური კრიზისის ისტორიული საფუძვლებში“ წერდა რომ ისტორიული მიზეზი ეკოლოგიური კრიზისისა საძიებელია ქრისტიანული ტრადიციის  დასავლურ რეფორმაში და რომ თამნამედროვე მეცნიერება და ტექნოლოგია არის „შეფერილი“ „ქრისტიანული ქედმაღლობით ბუნების წინააღმდეგ“.

ქრისტიანობამ განსაზღვრა და ხაზი გაუსვა ღმრთის ნების აღსრულებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა გამოიყენოს ბუნება თავისი საკუთარი მიზნებისთვის: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას; და ბატონობდეთ ზღვის თევზებზე და ციურ ფრინველებზე, და ყოველ ცხოველზე, რომელიც კი მიწაზე დაცოცავს.“ (დაბ.1,28).

თუკი ძალაშია მოსაზრება, რომ ეკოლოგიური კრიზისის საფუძველი საძიებელია რელიგიურობაში, მაშინ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება შეუძლებელია არსებითად მოხდეს რელიგიის გარეშე. ღმერთმა მისცა ადამიანს კურთხევა მიწის დამუშავებაზე.

ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტა არ არის მხოლოდ უბრალო საკითხი მმართველობის ტექნოლოგიისა, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის, ეს არის საკითხი  სულიერი მდგომარეობის ცვლილებისა.  ეკოლოგიური პრობლემა ეს არის ერთი დიდი ნაწილი თეოლოგიური საკითხისა, რომელიც მოიცავს რელიგიურ ღირებულებებს და კოსმოლოგიურ შეხედულებებს რომელიც კვლავ უნდა იქნას განხილული.[32]

თეოლოგიური კუთხით ეკოლოგიური კრიზისი არის შედეგი „ანთროპოლოგური“ კრიზისისა, გაუკუღმართებისა და ადამიანის ცოდვიანობისა და შეიძლება დახასიათდეს როგორც მეტასტაზი სულიერი და ეთიკური კრიზისისა ადამიანისგან ქმნლებისადმი, მიკრო კოსმოსიდან მაკრო კოსმოსისადმი.

[შთამბეჭდავია მარიამ მეგვიპტელის სიტყვები, ბერი ზოსიმესადმი, რომ „ჰაერიც კი შეიძლება დაბინძურდეს ჩემი სიტყვების გამო“.]

ადამიანი ვალდებულია რომ გაიგოს, რომ ის არ არის ბუნების მბრძანებელი, არამედ „მსახური“ ქმნილებისა, რათა გაანხლოს და მოუაროს მას.

როგორ შეიძლება გადაეცეს მოსწავლეს ეს ეკოლოგიური უწყება მართლმადიდებლობისა რელიგიის გაკვეთილზე? როგორ დაიტევს ეს გაკვეთილი იმ ინფორმაციას, და იმ ჭეშმარიტებებს, ერთ გაკვეთილზე, რომელიც მუდმივად არის ეჭვს ქვეშ დაყენებული.

თუკი პატივისცემა ქმნილებისადმი არის ევქარისტიული და წარმოადგენს მთავარ ჭეშმარიტებას ჩვენი ტარდიციისას, მაშინ ყოველგვარი ეჭვის გარეშე რელიგიის გაკვეთილი შეიძლება იყოს უპირველესი გაკვეთილი ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე.

ამისათვის უპირველესი გზაა სახელმძღვანელოებში იყოს ამის შესახებ. ეს შეიძლება იყოს ხაზგასმული სახელმძღვანელოს ნებისმიერ მონაკვეთში. სიტყვა შექმნაზე, ცოდვაზე, საღმრთო იკონომიაზე, ღმერთის განკაცებაზე, ხსნაზე, ეკლესიაზე, საიდუმლოებებზე, ლიტურგიაზე და ლიტურგიკულ ცხოვრებაზე, ასკეტიზმზე და ა.შ. ქმნილება არის „სახლი“ ადამიანის, რომელსაც უნდა პატრონობა, დაცვა და გამშვენიერება. ამ ეკოლოგიურ მსახურებაში ადამიანი არის თანაშემოქმედი ღმერთისა. „ბუნებრივი გარემო ადამიანის არის მთლიანი სხეული მისი. ის არის ხორცი რომელიც კვებავს და რომელიც მას იცავს, მაგრამ ამავე დროს მას სჭირდება დაცვა, ზრუნვა.“

რელიგიის გაკვეთილს შეუძლია მოსწავლეს აჩვენოს ევქარისტიული კავშირი ბუნებსათან, რომელიც წარმოადგენს დიდი იმედს ამ ეკოლოგიური კრიზისიდან გამოსვლისათვის. „სამყაროს სიყვარული არ ნიშნავს რომ ის გაანადგურო, არამედ ის გაათავისუფლო, არ ნიშნავს რომ უვარგისად და ცუდად გამოიყენო, არამედ  მიუძღვნა ღმერთს ევქარისტიულად“

რელიგიის გაკვეთილი შეიძლება იყოს ხედვა, გზა თანამონაწილეობისა  ცივილიზაციის შექმნაში, სადაც გადაეცემა ბავშვებს ჭეშამრიტება ცხოვრებისა როგორც კავშირი ურთიერთობისა, რომ ადამიანმა იპოვის ესქატოლოგიური ნიშანი გადარჩენისა.

სასკოლო რელიგიური განათლება ახალგაზრდებს წარუდგენს ჭეშმარიტებას მართლმადიდებლურ წესზე, რომელიც არის წესი ევქარისტიული, ასკეტური, ნათელი, ეკონომიური და სიღმისეულად ეკოლოგიური.

ეტყობა არ ვართ ჯერ სახლში, ჩვენს სახლში დედამიწაზე, არამედ ვგრძნობთ და განვიცდით როგორც უცხოები და სტუმრები ერთ ლამაზ ვარსკვლავზე.

ნათელია რომ ეკოლოგიური კრიზისი, მრავალმხრივი, შესაძლოა ყველაზე დიდი კრიზისია კაცობრიობის ისტორიაში, ის არის კრიზისი იგივე ადამინისა, მისი კულტურისა, მეცნიერებისა, ფილოსოფიისა, ეთიკისა და რელიგიისა, კრიზისი თავისუფლებისა რომელიც ეხება ყველას.

ეს ყველაფერი გულისხმობს ახალი წესის განახლებას, საფუძვლიან ცვლილებას, ფერისცვალებას ნოოტროპიისა.

კულტურა პიროვნებისა მოიცავს, გამოხატავს თეოლოგიურ ეკოლოგიას და ამიტომაც აუცილებელია სასკოლო რელიგიურ აღზრდა.


რელიგია და ჯანმრთელობა


ჯანმრთელობის როგორც ფსიქიკური ფენომენის, მისი ფსიქიკური და საზოგადოებრივი მხარის განსაზღვრა, ისეთივე რთულია როგორც ასევე, „იგივე სიცოხლე“. მოსაზრება ჯანმრთელობაზე უკავშირდება იმ წარმოდეგნას რომელიც  გვაქვს ადამიანზე და სამყაროზე, გავლენას ახდენს მასზე მეცნიერული, ფილოსოფიური, რელიგიური მოსაზრებები და განირჩევა კულტურათა შორის. დასავლეთში ჩანს რომ მთავრობს და მთავარია დღეს ბიო-სამედიცინო მოდელი, რომლის თანახმადაც ჯანმრთელობა არის კარგი ლიტურგია და ავადმყოფობა ზიანს აყენებს სხეულის მოქმედებას.

მართლმადიდებლურ თეოლოგიაში ნიშანდობლივია სახარებისეული თხრობა და ქრისტეს ჩარევა ავადმყოფთა განკურნებაზე. ნიშანდობლივია რომ ქრისტე არ მიიჩნევს ავადმყოფობას გამოუვალ მდგომარეობად. „ავადმყოფობა არ მოდის ადამიანზე მაგიური ფორმით და აუხსნელი ფორმით, არამედ არის შედეგი განსაზღვრული ცხოვრების წესიდან გამომდინარე“. ქრისტე ერევა მიზანმიმართულად რომ წარუძღვეს ადამიანს ცხოვრების წესისკენ, საუკუნო ცხოვრებისაკენ. „არც მე განგსჯი შენ; წადი და ამიერიდან ნუღარ სცოდავ.“ (ინ.8,11).

ქრისტე გვიხელს თვალებს რომ ვნახოთ სიღრმისეულად მიზეზი და აზრი ავადმყოფობისა, კავშირი ცოდვასთან, როგორც არასწორი ცხოვრების წესთან. ის არის ექიმი სულებისა და სხეულისა. ქრისტეს მიერ ადამიანთა განკურნება არასოდეს არ არის განხილული ცხოვრების წესის შეცლისგან ცალკე გამოყოფილად.

ეს ცვლილება უნდა სურდეს ავადმყოფს, სურდეს სწორი კავშირი ღმერთთან, სხვა ადამიანებთან და ბუნებასთან, დაუკავშირდეს ეკლესიას. არაფერი არ მოქმედებს მაგიურად, ავტომატურად, შორიდან.  ადამიანი ზოგადად არის ავადმყოფი და ეძებს საყოველთაო თერაპიას. ყველანი ვართ ავადმყოფები და გვაქვს საჭიროება განკურნებისა. ავადმყოფობა არის საყოველთაო მდგომარეობა დაცემული ადამიანური ბუნებისა.

ეს განსაზღვრა ავადმყოფობისა უნდა იყოს სასკოლო აღზრდის საკითხებში შეტანილი და განხილული რელიგიის გაკვეთილზე.

მამა ფილოთეოს ფარა წერს, რომ ვალდებული ვართ ბავშვებს და ახალგაზრდებს ვასწავლოთ რომ „ადამიანის ჯანმრთელობას აქვს რაოდენობრივი და ხარისხობრივი მხარე, რომელიც უკავშირდება აზრს იმისკენ, ვინც გვაძლევს სიცოცხლეს. ჯანმრთელობა არის სისავსე. აქვს ძირები ადამიანის ხორცში, ვითარდება გულში და გონებაში და ყვავის სულიერ ცხოვრებაში. ოთხი გზა საუკეთესო ჯანმრთელობისაკენ არის ჯანმრთელი სხეული, სწრაფი გონება, თბილი და კეთილი გული და შემოქმედებითი უნარი. მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდები ხედავდნენ და ისწავლონ ჯანმრთელობა როგორც არსებობის სისავსე და სრულყოფილება. საჭიროა არსებობდეს გაკვეთილები განათლების სისტემაში, რომლებიც მიანიჭებენ დიდი მნიშვნელობას ჯანმრთელობას, როგორც სინამდვილეს რომელიც აირეკლავს სრულ პიროვნულობას ადამიანისას და ცხოვრების წესს. ეს მისცემს განათლებას მყარ საფუძველს, რომ იმუშაოს თავისი მცდელობით, დაეხმაროს მოსწავლეებს რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და გააკეთონ სწორი ეთიკური არჩევანი ჯანმრთელობის საკითხებზე, დალევაზე, ნარკოტიკებზე, სხეულებრივ გაუკუღმართებებზე, ერიტიკულ სექსულაურ გაუკურმერთებებზე და სხვა.

ნათელია რომ ჯანმრთელობის შესახებ განათლება არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ინფორმაციებს და ცოდნას, არამედ მოქმედებდეს როგორც აღზრდა ღირებულებებისა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს და ახალგაზრდებს რომ გააკეთონ პასუხისმგებლიანი არჩევანი.

რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ საკითხთან გაცნობა ლკ. სახარების სიტყვებისა: „რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმრთის ყოველი სიტყვით“ (ლკ.4,4).

ჯანმრთელობის აღზრდას აქვს ბილოგიური და სამედიცინო მხარე, არამედ ასევე ეთიკური, ანთროპოლოგიური, რელიგიური მხარე. ჯანმრთელობიაზე ზრუნვის სწავლება არის სასწავლო პროცესი, რომელიც იმისათვის, რომ გახდეს წარმატებული, არ უნდა უგულებელვყოთ რელიგიური ტრადიციები და თეოლოგიური ტექტსტები, რომლებიც შეიცავენ უზარმაზარ ანთროპოლოგიურ გამოცდილებას და ცოდნას.


რელიგია და ეკლესია


ეკლესიას, როგორც უდიდეს მასწავლებელს და სამჭედლოს განათლებისას, წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით რომ ვთქვათ, აქვს უპირველესი დანიშნულება, მოწოდება „ქრისტესგან“ რომ ქრისტეში იხსნას ყოველი ადამიანური სული. შესაბამისად მიმართავს თავის გამომხსნელობით უწყებას და ასწავლის საუკუნოვან მარადიულ ღირებულებებს, საღმრთო სწავლებებს ყველას, განურჩევლად ერისა და ეროვნებისა, „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა“ (მთ.28,19.)  ასაკისა, სქესისა და საზოგადოებრივი ჯგუფისა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს. ამდენად ეკლესია საუკუნეების მანძილზე იყო და არის უმთავრესი საშუალება და გზა ადამიანის აღზრდისა.

საზოგადოებაში ეკლესია დაკავებულია და ახორციელებს, თავისი მადლით, მაღალ აღმზდრელობით გავლენას მორწმუნეთა სულებზე. კონკრეტულად თავისი წმინდა სწავლებით (ქადაგება, რელიგიური წიგნები, კატეხიზაციური სკოლები და სხვ) გადასცემს ეკლესიის წევრებს რელიგიის არსაა და ცოდნას მის შესახებ, ეთიკური თუ საზოგადოებრივი შინაარსისას, და სკოლასთან და ოჯახთან თანამშრომლობით, აღასრულებს თავის მისიას, განსაკუთრებით ბავშვებთან და მოზარდებთან, რელიგიურ რწმენაში და ცხოვრებაში.

ბოლოს ეკლესია, თავისი წმინდა მსახურებით, მისტირიული, მორწმუნეთა საიდუმლოებითი ცხოვრებით და თავისი საზოგადოებრივი სიყვარულის საქმიანობით, ცდილობს და იღვწის, რომ შექმნას ადამიანთა სულებში ღიაობის ატმოსფერო და ცდილობს მორწმუნეებს გადასცეს გამომხსნელობითი უწყება ხსნისა. ამდენად რელიგიური და ეთიკური აღზრდა, რომელიც აქვს ეკლესიას, არის უმთავრესად ეკლესიაში, მომდინარეობს  და იზრდება მისი წევრების რელიგიური განცდით, რელიგიური მომწიფებით, იმ ეკლესიის დოგმატური სწავლების ცოდნით,  რომელსაც ეკუთვნიან.

დღევანდელი კრიზისი სისტემებისა, მიმართულია ახალგაზრდის სულისათვის იაფფასიანი, მომხმარებლური სიკეთეების შემოთავაზებებით, რითაც ახალგაზრდებს უბიძგებენ და მიმართავენ  იმედგაცრუებისაკენ. რომელთაგან მრავალნი, რომელიც ამ ბოლო დროს შეინიშნება, მოილტვიან ეკლესიისკენ, სადაც ეძებენ სულიერ ძალებს, ხსნის გზას.

ეკლესიის უმთავრესი მიზანი არის ადამიანისთვის მარადიული სიტყვის მიწოდება, მსახურება ადამიანის გამოხსნისათვის, რომელიც იმსახურება პედაგოგიური მეთოდებისა და საშუალებების დახმარებით. ამდენად შეგვეძლო გვეთქვა, რომ პრაქტიკული საქმიანობა ეკლესიისა ეფუძნება პედაგოგიურ საფუძვლებს.


რელიგიის გაკვეთილი და ადამიანის უფლებები


ძნელად თუ წარმოვიდგენთ ჩვენს მომავალს განსაზღვრული ადამიანური ფორმულირების გარეშე, რომელსაც ვისმენთ „ადამიანის უფლებების სახელით“. თავისუფლება, დემოკრატია, ღია საზოგადოება, სოციალური სამართლიანობა, პლურალიზმი, რელიგიის თავისუფლება, პატივისცემა უმცირესობებისადმი, კულტურათა შორის დიალოგი და მშვიდობა და სხვა. ეს არის ის მხარეები ადამიანობისა ადამიანის უფლებებზე. როგორც არ უნდა ჰქონდეთ ზრუნვა ადამიანზე, ადამიანურ ღირებულებებზე და მის თავისუფლებაზე, მხოლოდ სამართლიანობას და მშვიდობას მოჰყვება ის, რომ დაუკავშირედეს ადამიანის უფლებებს.

მართლმადიედებელი ანტროპოლოგია გვაუწყებს, რომ ადამიანი არის შექმნილი ხატად და მსგავსად ღმერთისა, საღმრთო ქმნილება, ის არის არსება თავისუფლებისათვის, თავისუფლებისათვის რომელიც არის საჩუქარი მეგობრული, ადამიანური სიყვარულის ღმერთისა და გამოითქმება როგორც სიყვარული. „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ.“ (გალ,5,1).

იმ ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ სადაც არის დიდი მსჯელობა ადამიანური და ეთიკური საკითხების შესახებ, მართლმადიდებლობის სიტყვა ვალდებულია იყოს ჭეშმარიტი მოწმობა როგორც „ცივილიცაზია და კულტურა პიროვნებისა“ და იმავდროულად ადამიანის განუმეორებელი უფლებების შესახებ ადამიანისა.



დასკვნები

რელიგიის გაკვეთილები თუკი ორგანიზებული იქნება სწორად და ისწავლება სწორად, შეიძლება მან მოგვცეს ბევრი. მათ შორის:


  • შემოგვთავაზოს სწავლება ზოგადად ადამიანური ფენომენის შესახებ.
  • ასწავლოს მოსწავლეს, რომ არ გაუიგივოს რელიგია კონსერვატიზმს და სიბნელეს და აღმოაჩინონ ის განმაახლებელი ძალები რომელსაც ის ირეკლავს, შეიცავს.
  • დაეხმაროს მოსწავლეს, რომ გაუმკლავდეს თანამედროვე, ფსევდო რელიგიურ აზროვნებას, გაარჩიოს ჭეშმარიტი რწმენა რელიგიური ფანატიზმისგან, რომლისგან დაშორება არის მთავარი ელემენტი მომწიფებული და კრიტიკული რელიგიურობისა.
  • უბიძგოს მოსწავლეს, სხვადასხვა რელიგიური რწმენის შესახებ სწავლის შემდეგ, პატივისცემა გამოავლინოს „განსხვავებულის“ მიმართ, ჰქონდეს მზაობა  კულტურათა შორისი დიალოგისათვის.
  • მოამზადეოს ახალგაზრდობა ისეთი დიდი სოციალური, საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებისთვის, როგორიცაა სოციალური უსამართლობა, ეკოლოგიური კრიზისი, ომი.
  • ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში იყოს მზაობა ადამიანის უფლებებზე ზრუნვისა და დაცვისათვის.
  • დაეხმაროს მოსწავლეებს, რომ განვითარდნენ და განავითარონ გზა პიროვნული სრულყოფისაკენ.
  • დაეხმაროს მოსწავლეებს და ახალგაზრდებს ჰქონდეთ კრიტიკული აზრი და მიმართოს ისინი ფილოსოფიური-ანალიტიკური აზროვნებისკენ, კრიტიკულ კითხვებზე საფიქრელად, რომელიც შეეხება ადამიანურ არსებობას.
  • ასწავლოს მოსწავლეებს რომ არ დაემონონ დამმონებელ მექანიზმებს თანამედროვე საზოგადოებაში.
  • პასუხი გასცეს იმ უზარმაზარ და არსებით კითხვებს არსებობის შესახებ, თვით ქრისტიანობაში.
  • წინ წამოსწიოს ის უმთავრესი საკითხები რომელიც უმთავრესია მართლმადიდებლური ტრადიციისათვის: „პიროვნების კულტურა“.
  • ვრცლად წარმოადგენოს რელიგიის როლი კულტურის ჩამოყალიბებაზე და განსაკუთრებით მართლმადიდებლობისა ქართულ კულტურაში, არამედ ასევე ევროპულში და „კაცობრიობის კულტურულ მეკვიდრეობაში“.
  • დაეხმაროს მოსწავლეს აღმოაჩინოს და უყვარდეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც არის უწყვეტად დაკავშირებული მართლმადიდებლობასთან და გაიგოს ის სული რომელიც იმყოფება სვეტიცხოვლის, ქართული ხატის, საღმრთო ლიტურგიის უკან.
  • დაეხმაროს ახალგაზრდებს რომ გაიგონ მნიშვნელობა მათი საკუთარი პიროვნული მზაობისა და ბრძოლის შესახებ უფრო უკეთესი და სამართლიანი სამყაროსათვის, განვითარებისათვის და გაჯანსაღებსთვის „სოლიდარობის კულტურისა“.

თუკი ეს ყველაფერი მისაღებია და სწორია მაშინ გაუგებარია სად არის პრობლემა? ან კიდევ, თუკი ეს ყველაფერი არ არის საჭირო ბავშვისთვის და მისი ნორმალური და ჭეშმარიტი განვითარებისთვის მაშინ არც ერთი გაკვეთილი არ ყოფილა საჭირო და სავალდებულო.



ლევან ბუკია

თეოლოგიისა და ისტორიის მაგისტრი