შენთან რომ მოვიდე, უნდა მომელოდე,
როგორც არავინ არასდროს.
შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა
ტანჯვა უნდა იყოს, კირთება.
ისე უნდა მელოდე, ისე სასოებით,
ყველაფერს უნდა ეწეროს ჩემი სახელი
ოქროს ასოებით.
ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება
დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,
უჩემოდ არ უნდა იყო დღის დამაღამებელი
და უსასრულო ღამის გამთევი.
უჩემოდ უნდა გჭირდეს უმადობა
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო.
ჩემი სახელი, მესმის თუ არ მესმის,
უნდა იძახო და იძახო.
ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული,
შენ არ შეელიო და იძრახო,
ყველაფერი რომ წაგართვან _ წაირთვი,
ჩემი ხატი უნდა შეინახო.
მე უნდა ვიყო შენთვის აღდგომა,
უჩემოდ ხსნილი დაიმარხვო.
ჩემს გარდა ყველასთვის მწვერვალი უნდა იყო,
ხელი ვერ მოგიწვდინონ, ვერ გახლონ.
ჩემს გარდა ვერავინ გაგაგონოს,
ათასი გიხმონ და გიძახონ.
უჩემოდ, შენს თვალზე შემშრალი
ცრემლი ვერ ნახონ.
შენ უნდა იყო უჩემოდ ართვალი,
უმზეო ყვავილი, უსახო.
ჩემი გამოჩენა შენთვის უნდა იყოს
ცის გახსნა, ღვთის წყალობა.
შენთვის ჩემი ჩურჩული
უნდა იყოს სირინოზების გალობა,
უჩემოდ ვერავინ შეძლოს
შენი შველა და წამლობა.
უჩემოდ არაფერზე იოცნებო
და მიზნად არაფერი დაისახო.
შენ ჩემთან ერთად უნდა იცოცხლო
და ჩემთან ერთად დაიმარხო.
არავინ, შენს გარდა, არ მიხმობდეს
მეტი წყურვილით და წადილით,
ვერავინ შეძლოს გადაბირება
ვერარა ვედრება-ქადილით.
უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და
ყელამდე სავსე ხარ - შენთან რომ ვარ,
თუ შენი ყველა გზა ჩემთან მოდის
და სხვა გზა არ გაქვს - შენთან მოვალ.
როგორც არავინ არასდროს.
შენთან რომ მოვიდე, შენთვის უჩემობა
ტანჯვა უნდა იყოს, კირთება.
ისე უნდა მელოდე, ისე სასოებით,
ყველაფერს უნდა ეწეროს ჩემი სახელი
ოქროს ასოებით.
ძილი არ უნდა გქონდეს და მოსვენება
დღე უნდა ბნელოდეს ნათელი,
უჩემოდ არ უნდა იყო დღის დამაღამებელი
და უსასრულო ღამის გამთევი.
უჩემოდ უნდა გჭირდეს უმადობა
და ცის ლაჟვარდი გეგონოს უსახო.
ჩემი სახელი, მესმის თუ არ მესმის,
უნდა იძახო და იძახო.
ათასი გიძრახონ ჩემი სიყვარული,
შენ არ შეელიო და იძრახო,
ყველაფერი რომ წაგართვან _ წაირთვი,
ჩემი ხატი უნდა შეინახო.
მე უნდა ვიყო შენთვის აღდგომა,
უჩემოდ ხსნილი დაიმარხვო.
ჩემს გარდა ყველასთვის მწვერვალი უნდა იყო,
ხელი ვერ მოგიწვდინონ, ვერ გახლონ.
ჩემს გარდა ვერავინ გაგაგონოს,
ათასი გიხმონ და გიძახონ.
უჩემოდ, შენს თვალზე შემშრალი
ცრემლი ვერ ნახონ.
შენ უნდა იყო უჩემოდ ართვალი,
უმზეო ყვავილი, უსახო.
ჩემი გამოჩენა შენთვის უნდა იყოს
ცის გახსნა, ღვთის წყალობა.
შენთვის ჩემი ჩურჩული
უნდა იყოს სირინოზების გალობა,
უჩემოდ ვერავინ შეძლოს
შენი შველა და წამლობა.
უჩემოდ არაფერზე იოცნებო
და მიზნად არაფერი დაისახო.
შენ ჩემთან ერთად უნდა იცოცხლო
და ჩემთან ერთად დაიმარხო.
არავინ, შენს გარდა, არ მიხმობდეს
მეტი წყურვილით და წადილით,
ვერავინ შეძლოს გადაბირება
ვერარა ვედრება-ქადილით.
უჩემოდ თუ დაცლილი ხარ და
ყელამდე სავსე ხარ - შენთან რომ ვარ,
თუ შენი ყველა გზა ჩემთან მოდის
და სხვა გზა არ გაქვს - შენთან მოვალ.
Комментариев нет:
Отправить комментарий