„ჯერ თავი გაისუფთავე და მერე გაასუფთავე სხვა;
ჯერ შენ გახდი ბრძენი და შემდეგ შეეცადე, სხვას მისცე სიბრძნე;
ჯერ შენ გახდი ნათელი და შემდეგ მიეცი სინათლე სხვას;
ჯერ შენ მიუახლოვდი ღმერთს და შემდეგ გაუძეხი მისკენ სხვას;
ჯერ თავი განიწმინდე და შემდეგ შეეცადე, განწმინდო სხვა“.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.
ღმერთი
воскресенье, 20 августа 2017 г.
გაზაფხული -გიორგი ქუჩიშვილი.
გაზაფხულო! გაზაფხულო! რა კარგი ხარ, რა კარგი! ყვავილებით მორთული, მზის სხივებით ნაქარგი! მოხვალ, თან მოგყვებიან მაყრიონი - ჩიტები, ბულბულები, მერცხლები, შაშვები და გვრიტები! გაზაფხულო! გაზაფხულო! რა კარგი ხარ, რა კარგი! ყვავილებით მორთული, მზის სხივებით ნაქარგი!
Комментариев нет:
Отправить комментарий