ღმერთი

ღმერთი

понедельник, 14 августа 2017 г.

ღმერთო ჩემო.

ღმერთო ჩემო
მღვდელი ათანასე კარანასი

ღმერთო ჩემო არ ვითხოვ შენგან დასვენებას, სულისა და სხეულის სიმშვიდეს . . .
არ ვითხოვ სიმდიდრეს, წარმატებას და კიდევ ჯანმრთელობას. ამ ყველაფერს შენგან ისედაც ძალიან ბევრი ითხოვს, რომ მიმადლო . . .
მომეცი მე ღმერთო ის, რაც უხვად გაქვს. მომეცი მე უფალო ის, რასაც შენგან არავინ ითხოვს, რომელიც არავის უნდა შენგან . . . .
და ეს არის ის რასაც შენდამი ლოცვისას ვითხოვ ღმერთო ჩემო:
რომ მქონდეს გამძლეობა და რომ, არ დავკმაყოფილდე ადვილი გამოსავლის ძიებით . . . .
რომ შემეძლოს დავიცვა თავი არაეფექტური, არაფრის მომცემი და არაფრის მომნიჭებელი აზრებისა და ფიქრებისაგან, რომ შევებრძოლო მათ. . . .
რომ არ გადავვარდე უიმედობაში . . .
რომ არ მივიჩნიო „შეუძლებლად“ არსებულის გადალახვა, არამედ დროებითად . . .
რომ მოულოდნელი სიხარული იყოს ჩემი ხვალინდელი დღის მოკავშირე და თანამბრძოლი . . .
მშვიდმა და მდუმარე უიმედობამ ადგილი დაუთმოს მუდმივ და უწყვეტ ვარჯიშს, მაშინაც კი თუ მასზე ვერ ვიმარჯვებ . . . .
რომ არ გავაკეთო არჩევანი შიშით, რადგან შიში საპყრობილეა, აზროვნების, გრძნობის და განცდის გამყინავი. რომ შემეძლოს გაბედული წინააღმდეგობა გავუწიო დაცემას და გაჭირვებას, რადგან მშიშარა ადამიანი არათავისუფალია.
ვიცხოვრო და არა უბრალოდ გადავრჩე . . .
მეპყრას ხელში საბრძოლო დროშა, მაშინაც კი როცა ჩემს ირგვლივ ყველაფერი დამსხვრეულია, განადგურებულია, აშლილია. მქონდეს ეს დროშა ბრძოლის ცენტრში, გასისხლიანებული, დაგლეჯილი, დაძონძილი და თანსდევდეს ჩემს სულს, რომ მიწინამძღვროს ჩემს ბრძოლაში.
ამენ!

ბერძნულიდან თარგმნა ლევან ბუკიამ
წყარო: /https://www.facebook.com/VimataKerkyras/posts/329972523795729?stream_ref=5/

Комментариев нет:

Отправить комментарий