ვუძღვნი ძველ და ახალ „მსოფლიო მოქალაქეებს“
ტაში, ბიჭო, ტაშიო „შედი ევროპაშიო“;
ჯანი აღარ დაგეღლება თესვაში და მკაშიო;
ჯაფა აღარ დაგადგება ყანაში და ზვარშიო;
წლიდან წლამდე აღარ ივლი ქარ-ყინვაში, ცხვარშიო;
არც სიმღერით გაწვალდები,
აღარც ლექსის თქმაშიო;
თითს დააჭერ ღილაკზე და გაეხვევი „კვამლშიო“;
სხვისი ჰანგი ჩაგექცევა დადონდლებულ ტანშიო;
„დიროლი“ და „სტიმოროლი“ აგლახავე ყბაშიო;
„ბიგმაკით“ და „ჰამბურგერით“ ამოივსე ფაშვიო;
ტაში ბიჭო, მიდი ბიჭო, „შედი ევროპაშიო“;
ეგ ხელს სულაც არ შეგვიშლის ერთმანეთის კვლაშიო;
საარჩევნო ყუთებისთვის ტყუპი წიხლის კვრაშიო;
ტაში ბიჭო, ტაშიო არ წახვიდე ჯარშიო;
იშლიგინოს დამპყრობელმა ჩვენს მთაში და ბარშიო;
საშიშ საქმეს გაერიდე, არც გაუშვა ბავშვიო;
ბალღობიდან დაიგეშოს რჯულის გაყიდვაშიო;
ჩაუნერგე რომ არ არის ის წინაპრის ვალშიო;
ეროვნული ნიშან-წყალი გამობერტყოს კარშიო;
აღარც თავში, აღარც გულში, „მარტო მოწმობაშიო“;
„უკომპლექსოდ“ გადაეშვას გარყვნილების ზღვაშიო;
მაგრამ საფრთხეც დიდი არი „სექს-თავისუფალშიო“;
(ინსტრუმენტი უნდა ედოს მუდამ „ცელოფანშიო“);
ტაში ბიჭო, ტაშიო „შედი ევროპაშიო“;
ცისკენ ნუღარ აიხედავ, სულ იყურე ჯამშიო;
გაათენე, დააღამე ჭამაში და სმაშიო;
ნამათხოვრის, ნაჩარჩევის, ნაქურდალის თვლაშიო;
ტაში ბიჭო „ევრაზიის“ ბინძურ დერეფანშიო;
მიდი, „მაყუთი აკეთე“ მოძმის მოწამვლაშიო;
ალკო-ნარკო შხამ-ტვირთების სახლში შეტანაშიო;
მიეხმარე ჩვენი მოდგმის ცოცხლად დამარხვაშიო;
ტაში ლეშო, გახვეულო „ევროპიულ“ ტყავშიო;
აზიურად გაწაფულო ყოვლის კადრებაშიო;
შედი ახალ „ინსტიტუტში“ „ცივილურად“ მყრალშიო;
სუნამოთი გაჟღენთილი ჯალათების კლანშიო;
მცირე ხალხთა ცრემლ და სისხლის ფულად ქცევის შტაბშიო;
(იაფ მუშა საქონელად მიგიღებენ „შტატშიო“);
ტაში ბიჭო, უბედურო. დგახარ ეშმას კვალშიო;
მამა-პაპის ნააზრევი გადაუშვი ლაფშიო;
(საკარგყმო და სავაჟკაცო დაგჭირდება რაშიო);
შოთა, ვაჟა და ილია გადაყარე წყალშიო;
(შემოსავალს არ იძლევა, დაგამძიმებს გზაშიო);
მსოფლიო „სტანდარტებისკენ“ ხელს შეგიშლის სვლაშიო;
ტაში ბიჭო, უსამშობლო შეძვერ „ევროპაშიო“;
მოკლე დროში შეისრუტე რაც არი „მოდაშიო“;
დაოსტატდი თეძოების მიგრეხ-მოგრეხაშიო;
კარტოფილის ფირფიტების ვნებიანად ხვრაშიო;
„გოიმობა“ არ შეგემჩნეს ბორდელში და ბარშიო;
გაერიე, გაილესე, გაითქვიფე სხვაშიო;
მიაფურთხე, მიატოვე რაც მოგდგამდა გვარშიო;
ნაომარი, ნაოფლარი, ნახელავი ქვაშიო;
ტაში, ტაში დაკრულია სასიკვდილო მარშიო;
„კავკასიის ინდიელო“ შეხტი „ევროპაშიო“;
და იცეკვე საფლავებზე ჯიშის წარღვნის ქარშიო;
(ბევრი ერი ჩაიძირა მაგნაირ კოშმარშიო);
ტაში, ბიჭო, დაუარე სიმწრის ოფლის ღვრაშიო;
მიდი, მაგის დედაც რა ვთქვი, ტაში, ბიჭო, ტაშიო!
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=8152&lang=ge&Title=%22%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%22%E2%80%93+%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C+%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94
Комментариев нет:
Отправить комментарий