ღმერთი

ღმერთი

четверг, 30 января 2014 г.

ყოველგვარი გადახრა წმ. ჭეშმარიტებისგან და ცრუ, ამ სწავლების

საპირისპირო აზრის მიღება, ღმრთის გმობისა და მისგან განდგომის საშინელ ცოდვასთან არის შეერთებული. ამას გამოცდილებით მოწმობს წინაპართა დაცემა, რომელიც არასწორი აზრის მიღებით დაიწყო; ამასვე მოწმობს ყველა მწვალებლობაც: ამათგან ზოგმა ღმერთი იმით გმო, რომ უარყო უფალ იესო ქრისტეს ღმრთეებრიობა და დაამახინჯა მისი განკაცების ყოვლად წმინდა დოგმატი, ზოგმა - იმით, რომ კაცს ღმერთის თვისებები მიაწერა (პაპისტები); ზოგმა სული წმიდას ქმნილი უწოდა, სხვებმა კი უარყვეს სული წმიდის მოქმედება საეკლესიო საიდუმლოებებში და მათ კაცთა გამონაგონი უწოდეს (პროტესტანტები). დაბოლოს, ზოგიერთმა ღმერთი გმო იმით, რომ ქრისტეს მცნებებით ცხოვრების უარყოფა მოითხოვა: ისინი მზაკვრულად უვლიდნენ გვერდს სარწმუნოების დოგმატებს, მაგრამ მცნებების უარყოფით კლავდნენ სარწმუნოებას, რომელსაც იმისათვის, რომ ცოცხალი იყოს, აუცილებლად სჭირდება საქმეები: "სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთა მკუდარ არს" (იაკ. 2, 20).




წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი





Комментариев нет:

Отправить комментарий