ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 26 января 2014 г.

კარგად განსაჯა აბბა პიმენმა, რომ თქმული: ”ნუ ჰზრუნავთ

ხვალისათჳს“ (მათ. 6.34), განსაცდელში მყოფ კაცს ეხება. სიტყვებიც: ”მიუტევე უფალსა ზრუნვაჲ შენი“ (ფსალმ. 54.22), მასვე ეკუთვნის. ამრიგად, ჩემო შვილო, დაეხსენი კაცობრივ ზრახვებს და იმედი დაამყარე ღმერთზე, ვინც იმაზე მეტს იქმს, ვიდრე ჩვენ განვსაზღვრავთ. ღვთის იმედი დაგაწყნარებს. უფალი შეგეწიოს წმინდანების ლოცვით, ჩემო შვილო. მოვალენი ვართ, ამგვარ გულისსიტყვებს შევეწინააღმდეგოთ, რადგან ვერ გავბედავთ, ვთქვათ, რომ ხვალინდელ დღესაც ვიცოცხლებთ.




წმიდა აბბა დოროთე 








Комментариев нет:

Отправить комментарий