ღმერთი

ღმერთი

понедельник, 27 января 2014 г.

მაცთურნი, საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალების

და შფოთისა აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქმნებიან ქვვეყანაზედ. მაცხოვარმან ბრძანა, რომ მაცთურნი, სჯულის წინააღმდეგნი, უნებლივად გაჩნდებიან და საჭიროც იქნება მათი მოსვლა და წინააღმდეგობა, მისთვის, რათა რჩეულნიცა მორწმუნენი ცხადად გამოჩნდნენ და გამოეყონ ურწმუნოთა. კაცის სარწმუნოებას და ერთგულებას თუ მომჭიდავე და მტერი არა ჰყავს, რით უნდა გამოჩნდეს იგი და გაილესოს? სწორედ ამ მიზეზისათვის მიუშვებდა და მიუშვებს ღმერთი ურწმუნოთა კაცთა გმობად და წარმოთხევად მათისა ურწმუნოებისა.




წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)





Комментариев нет:

Отправить комментарий