ღმერთი

ღმერთი

суббота, 25 января 2014 г.

ცოდვა სხვაა და სხვაა ვნება. ვნებებია: გულისწყრომა, პატივმოყვარეობა,

გემოთმოყვარეობა, სიძულვილი, ბოროტი გულისთქმა, და ამის მსგავსნი. ხოლო ცოდვა ისაა, როცა კაცი საქმით ასრულებს ვნებას და სორციელად ჩადის მას. ბევრს აქვს ვნებები, მაგრამ საქმით არ ასრულებს.

მოგვცა მცნებები, რომლებიც ჩვენში არსებული ვნებებისგანაც გვწმენდენ, გვიჩვენა ბოროტებისა და სიკეთის გზა, და გვითხრა, თუ რას მივყავართ ცოდვამდე. რჯული ამბობს: არ იმრუშო. უფალი კი ამბობს: გულისთქმაც კი არ მიიღთ, რადგან თუ გულისთქმა გექნა, თუნდაც დღეს არ მოიმოქმედო, რაკი შენშია, ბოლოს მაინც დაგცემს. თუ ძმის მიმართ გულისწყრომა გაქვს, ოდესღაც ძაგებასაც დაიწყებ და, ამგვარად, თანდათან კაცისკვლამდეც მიხვალ. რჯული ასევე ამბობს: “თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ“ (ლევ. 24.20). უფალი კი გვამცნებს, როცა ლოყაში გვარტყამენ, არა მარტო მოვითმინოთ, არამედ მეორეც მივუშვიროთ სიმდაბლით.

მაშინ რჯული ამბობდა, რათა ამის შიშით არავის ჩაედინა ბოროტება, ამჯერად კი ცდილობს, ჩვენგან გავაძევოთ სიძულვილი, გემოთმოყვარეობა და დიდებისმოყვარეობა. ჩვენს მეუფეს, ქრისტეს ნებავდა, ეჩვენებინა, თუ როგორ ჩავცვივდით ყველა ამ ცოდვაში და როგორ მივედით ამ საშინელ დღემდე. პირველად, როგორც ვთქვი, წმინდა ნათლისღებით გაგვათავისუფლა ჩვენი ცოდვებისგან, მოგვცა ძალაუფლება, არ ვსცოდოთ, თუ მოვისურვებთ, რადგან ეშმაკი უწინდელივით უნებლიეთ ვეღარ ჩაგვადენინებს ცოდვას.



წმიდა აბბა დოროთე







Комментариев нет:

Отправить комментарий