საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არაერთხელ იქადაგა ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობასა და სკოლებში ანალიტიკური აზროვნების, როგორც საგნის სწავლების აუცილებლობაზე. თუ რას გულისხმობს ანალიტიკური აზროვნება და რა მეთოდებით უნდა შეასწავლონ ლოგიკური აზროვნება? „ამბიონს“ ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი დავით ზარნაძე ესაუბრა, რომელიც თემის ახსნას, თავის საავტორო წიგნში ”ზოგადი უნარების ლოგიკის თვითმასწავლებელი” გადმოცემული საკითხების შინაარსით შეეცდება.
ბატონო დავით, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო სკოლებში ანალიტიკური აზროვნების სწავლება?
ანალიტიკური აზროვნების სწავლება უმნიშვნელოვანესია მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. მისი საწყისები მოცემულია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სკოლის პროგრამებში ცალკეული საგნების მიხედვით, როდესაც ხდება სხვადასხვა საკითხების განსჯა, აზრების გამოთქმა, თავისუფალი თემების დაწერა და ა. შ. ანალიტიკური აზროვნების შემადგენელ ნაწილებად შეგვიძლია განვიხილოთ რაოდენობრივი, ლოგიკური და ანალიტიკური მსჯელობები, წაკითხული ტექსტის გააზრება და ანალიტიკური წერა. რაოდენობრივი მსჯელობები საკმაოდ დაწვრილებით შეისწავლება მათემატიკის, ფიზიკისა და სხვა საგნების გაკვეთილებზე.
სკოლაში სწავლის პერიოდში მოსწავლეებს უკვე უჩნდებათ ჭეშმარიტობისა და მცდარობის გარკვევევისა და დასკვნების გაკეთების საჭიროება რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების გაანალიზებისას, დიალოგისა და კამათის დროს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კამათის დროს აუცილებელია გაირკვეს, რომელი აზრები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რომელი აზრები შეიძლება იყოს ერთდროულად ჭეშმარიტი ან ერთდროულად მცდარი, არ ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს და კიდევ ბევრი სხვა ნიუანსი. სჭირდებათ წერისა და მეტყველების სიზუსტე, წინადადების თითოეულ სიტყვასთან დაკავშირებული აზრის წვდომა და წინადადებიდან აზრის გამოტანა, შეცდომების პოვნა მსჯელობებში და მათი შესწორება სწორი მსჯელობებით. აგრეთვე სჭირდებათ რთული დასკვნების გაკეთება დიდი ინფორმაციების გადამუშავებისას. ყოველივე ამით ისინი ეჩვევიან კრიტიკულ აზროვნებას, ანუ შეუძლიათ ერთმანეთისაგან განასხვაონ წარმოთქმული აზრები, გაარკვიონ რომელი მათგანს აქვს იგივე შინაარსი, რომელია სხვადასხვა აზრის გამომხატველი. რომელია შეუძლებელი, ანუ ერთდროულად ვერ იქნება ჭეშმარიტი. გარდა ამისა, მათ ელოდებათ ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების საგამოცდო ტესტები, რომლებშიც ლოგიკის საკითხებს დიდი ადგილი უჭირავს და ტექსტების ანალიზი, მათემატიკური და ანალიტიკური მსჯელობებიც ლოგიკაზეა დაფუძნებული. მიუხედავად ასეთი საჭიროებისა, რაოდენობრივისაგან განსხვავებით, საკუთრივ ლოგიკური აზროვნების განვითარებას ძალიან მცირე ადგილი უჭირავს სასკოლო განათლების კურსში. მაგალითად, 2012 წლის X კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოში (ავტორები ნ.ჯაფარიძე, მ.წილოსანი, ნ.წულაია) ლოგიკის საკითხებისადმი ნაწილობრივ მიძღვნილია მხოლოდ ერთი მე-7 თავი. ხოლო მე-11 და მე-12 კლასების მათემატიკის სახელმძღვანელოებში ლოგიკის მხოლოდ ისეთი ცალკეული საკითხებია ფრაგმენტულად განხილული, რომლებიც ლოგიკის რეალურ სწავლების ვერ უზრუნველყოფენ.
მაშასადამე, მდგომარეობა სრულიად პარადოქსულია, ანუ სკოლაში რეალურად არ ვასწავლით ლოგიკის საკითხებს და გამოცდებზე მოვითხოვთ, რადგან ზოგადი უნარების გამოცდის ვერბალური ნაწილის ძირითადი კითხვები სწორედ ლოგიკის საკითხებს ეხება. უფრო მეტიც, საგამოცდო ტესტებში ლოგიკის დავალებები მრავალგვარი ფორმითაა წარმოდგენილი და მოითხოვს სხვადასხვა ლოგიკური ოპერაციის შესრულებას. ამასთან ეს დავალებები განსხვავდება ერთმანეთისგან წინასწარი მონაცემებისა და გამოსატანი დასკვნების მიხედვით. თანაც, საგამოცდო ტესტები ყოველწლიურად უფრო ძნელი და მრავალფეროვანი ხდება და ყოვლად შეუძლებელია, რომ ეს უნარები თავისთავად ჩამოუყალიბდეს იმ დონით, როგორითაც ეს მოეთხოვებათ ტესტირების პროცესში.
ლოგიკური აზროვნების სწავლა არის ანალიტიკური აზროვნების სწავლის აუცილებელი პირობა, ანუ ანალიტიკურ აზროვნებას ვერ ისწავლი, თუ ლოგიკური აზროვნება არ იცი ( ”ზოგადი უნარების ლოგიკის თვითმასწავლებელი”, იხილე სავარჯიშოები 2.57 და 2.59). ამდენად, ანალიტიკური აზროვნების საფუძვლების შესასწავლად სკოლებში აუცილებელია ისწავლებოდეს ლოგიკის პრაქტიკული კურსი (სასურველია მე-11 კლასში), ზოგადი უნარების გამოცდისა და ანალიტიკური აზროვნების დღევანდელი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს სკოლებში ლოგიკის პრაქტიკული საკითხების ცალკე საგნად სწავლების აუცილებლობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში საშუალო სკოლის მე-11 კლასში ლოგიკას სწავლობდნენ ცალკე საგნად კ.ბაქრაძის სახელმძღვანელოთი.
მაშასადამე, ანალიტიკური აზროვნების ჩამოსაყალიბებლად, სკოლებში აუცილებელია ლოგიკის პრაქტიკული კურსის დამატება მე-11 კლასში და სასურველია, მას დაემატოს წაკითხული ტექსტების გააზრება და ანალიტიკური წერები მე-12 კლასში სპეციალურად შერჩეული თემების მიხედვით. ლოგიკური აზროვნების შესწავლით მყარი საფუძველი შეექმნება სრული დონით ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას იმისათვის, რომ გაეცნონ სწორი დასკვნების საინტერესო მოდელებს, მოახდინონ აზრების სიმბოლურად გამოხატვა და მათი განზოგადება ზოგადი სიტუაციებისათვის. ლოგიკის შესწავლით უნარები განმტკიცდება ცოდნით, მოხდება სრულყოფილად მომზადება ზოგადი უნარების ყველაზე ძნელ და არსებით – ლოგიკის ნაწილში. ლოგიკის პრაქტიკული კურსის ზემოთმითითებული წიგნი სრულად პასუხობს ამ საჭიროებებს. თბილისის საბანკო-იურიდიულ ლიცეუმში (www.bjlyceum.ge) ამ წიგნის დამატებით ისწავლება ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების საფუძვლები მე-11 კლასში.
საზოგადოდ, ანალიტიკური აზროვნების არსებობა პიროვნებისათვის გულისხმობს შესაძლებლობას შექმნას კომპლექსური ნააზრევი გარკვეული თემის გარშემო, განავითაროს არგუმენტები და იდეები და დაიცვას თავისი ნააზრევი კრიტიკული შენიშვნებისაგან. საზოგადოდ, ღრმა ანალიტიკური აზროვნება გულისხმობს აგრეთვე სიმბოლურ, ალგორითმულ და ფორმალურ აზროვნებასაც, რის შედეგადაც ნააზრევი გარკვეული თემის გარშემო ჯერ ყალიბდება მოდელის სახით, შემდეგ წარმოდგება ალგორითმად, გარდაიქმნება კომპიუტერულ პროგრამად, ხდება მისი რეალიზება კომპიუტერზე, ბოლოს მისი ადექვატურობის გააზრება საწყის თემასთან შედარებით, გამოყენება სხვადასხვა რეალობებში და ა.შ. ამ დონით ანალიტიკური აზროვნება ყალიბდება ცხოვრებისეული და პროფესიონალური გამოცდილების შემდეგ უფრო მოგვიანებით. მრავალ შემთხვევაში შესაძლებელია ეს ნააზრევი გარდაიქმნას გარკვეული სიტუაციის მოდელად, რომელსაც ექნება დიდი ინტერესი მეცნიერებისა და ტექნიკის ცალკეული დარგების ან მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. საზოგადოდ, ანალიტიკური აზროვნება პიროვნების ნიჭისა და გონივრული წრთობის გამოხატულებაა. ფაქტიურად, მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველების ეროვნული გამოცდის ტესტები არის ანალიტიკური აზროვნების ტესტები. ზემოთ მითითებული წიგნი კი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების თვითმასწავლებელი.
რა შედეგის მომტანი იქნება მისი სწავლება ნებისმიერი ადამიანისათვის?

”თუ ამას (ანალიტიკურ აზროვნებას) ისწავლის ადამიანი, მას გაუადვილდება ცხოვრება, თავიდან აიცილებს მრავალ განსაცდელს,” – ბრძანა ილია მეორემ. თუ ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას ისწავლის ადამიანი, მას შეეძლება მტკიცების პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით მუდმივად მზად ჰქონდეს პასუხი მრავალ ცხოვრებისეულ კითხვაზე, გააკეთოს მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული სწორი დასკვნები. შეეძლება ინდუქციური დასკვნების გაკეთება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გარკვევა, რაციონალური წინასწარხედვა და ანალიტიკური მსჯელობებით სწორი დასკვნების გაკეთება, სწორად წარმართოს კამათი და მიაღწიოს მასში მოწინააღმდეგის დამარცხებას, იპოვოს შეცდომები დასკვნებში და გაასწოროს იგი.
რა მეთოდებით უნდა შეასწავლონ ლოგიკური აზროვნება?
უკვე აღვნიშნეთ, რომ ლოგიკური აზროვნების სწავლება ანალიზური აზროვნების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია და ამიტომ სკოლაში აუცილებელია მისი სწავლება.
მრავალწლიანი პრაქტიკის საფუძველზე შეიქმნა ”ზოგადი უნარების ლოგიკის თვითმასწავლებელი”, დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც სრულად პასუხობს ლოგიკური და ანლიტიკური საკითხების შესწავლისა და ზოგადი უნარების გამოცდის თავისებურებების ყველა გამოწვევას. მივუთითებ რამდენიმე მეთოდზე, რომელიც გამოყენებულია წიგნში:
1. წიგნში ამოხსნილია და გაანალიზებულია მრავალი (900-ზე მეტი) სავარჯიშო, რომელშიც არა მარტო პასუხებია მიღებული, არამედ ჩატარებულია სრული ანალიზი. ეს მკითხველს უადვილებს წიგნთან ურთიერთობას, მეტ დამაჯერებლობას სძენს მასთან მუშაობაში.
2. მარტივი სავარჯიშოების საფუძველზე ხდება შესაძლო განზოგადებები და უფრო რთული დასკვნების გაკეთება. ასე ხდება დედუქციური დასკვნების სხვადასხვა მოდელების შესწავლა.
3. მრავალ შემთხვევაში სავარჯიშოები წარმოდგენილია სქემატურად, მარტივი ლოგიკური კანონების საფუძველზე. ეს არსებითად ამარტივებს მათ ამოხსნას და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.
4. ზოგიერთი დამოკიდებულების გამოსახატავად გამოყენებულია (საყოველთაოდ მიღებული) მარტივი აღნიშვნები, რაც ამარტივებს მათზე ოპერირებას.
5. ზოგიერთი სავარჯიშოს გრაფიკულად გამოსახატავად გამოყენებულია სპეციალური (ვენის) დიაგრამები, რომლებიც არსებითად ამარტივებს მათ ამოხსნას და გაგებას.
6. აქამდე ლოგიკურ-ანალიტიკური სავარჯიშოები ძირითადად მათემატიკის წიგნებში იყო მოყვანილი, რაც მისი შესწავლისას გარკვეულ ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნიდა. ამ წიგნში არ არის არავითარი მათემატიკური თეორემა და ამდენად უფრო მეტად ხელმისაწვდომია. ეს გვიჩვენებს, რომ ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების შესწავლა შეიძლება დაიწყოს ლოგიკური მსჯელობებითაც უფრო ცხოვრებისეული მაგალითების ანალიზით.
წიგნში ყველა სავარჯიშო ამოხსნილია და ამიტომ მისი სწავლება არ იქნება ძნელი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ უფასო კონსულტაციები ჩავუტარო ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს. ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების შემდეგი ეტაპის გასავითარებლად მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის სასურველი იქნება პრაქტიკული კურსი: ”პრაქტიკული სავარჯიშოები წაკითხული ტექსტების ლოგიკურ გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში”.
რაც შეეხება უმაღლეს საწავლებელში ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სწავლებას ამისათვის შედგენილია ლექციების კურსი: ”დასაბუთებისა და კამათის თეორიის პრაქტიკული კურსი”, რომელშიც გადმოცემულია საკითხების უფრო ფართო სპექტრი შედარებით მაღალი დონის მსმენელისათვის.
ეთანხმებით თუ არა უწმიდესის მოსაზრებას, რომ ერს სიღრმისეული ცოდნა აკლია?ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ქართველები გულღია, მშრომელი და ძლიერი ნებისყოფის ხალხია, მაგრამ გარკვეული ნაწილის ძირითადი ძალისხმევა მიმართული არ არის სიღრმისეული ცოდნის შეძენისაკენ და ჩამოყალიბებული ვართ უფრო ზერელე ეფექტების მოხდენის მსურველებად. გამოვყოფდი ასეთ შემთხვევებს: 1. სიღრმისეული ცოდნის ნაკლებობის გამო ზედმეტად მიმნდობები ვართ და ადვილად ვტყუვდებით 2. ჟურნალისტებისაგან გარკვეული ფაქტების გაპიარება, 3. პრესაში აზრის გამოთქმა ძირითადი კონტექსტიდან მისი ამოგლეჯით და ამით სასურველი დასკვნის გაკეთება 4. პოლიტიკაში მექანიკურად, არა იდეის გამო, არამედ პოსტების ტრფიალის გამო მონაწილეობა და სხვა. ასევე ყველაზე გავრცელებული ლოგიკური შეცდომაა ხალხის სახელით ლაპარაკი გარკვეული ჯგუფების მიერ. ასეთი შეცდომების ილუსტრაციები მოცემულია ზემოთაღნიშნულ წიგნშიც: პრესაში მოტანილი ლოგიკურად მცდარი დასკვნების კეთება (იხილე სავარჯიშო 2.119), კანონის არასწორად გაგებაზე სასამართლო პირის მიერ (იხილე სავარჯიშო 7.15), პოლემიკაში მონაწილე უმაღლესი დონის ინტელექტუალური პიროვნებებისაგან მცდარი აზრების გამოთქმა (იხილე სავარჯიშო 5.13-5.14), თანაც ეს უკანასკნელი გამოწვეულია კანონების უარყოფითი წინადადებების სახით ჩამოყალიბებით, რაც ცნობილია, რომ სასურველი არ არის.
მთელი ერისათვის ძნელიც არის ღრმა ანალიტიკური აზროვნების ქონა, თუმცა ლოგიკური აზროვნება აუცილებელია თუნდაც კანონების წაკითხვის საჭიროებებისათვის (იხილე სავარჯიშო 2.15, 2.60, 2.72). როგორც აღვნიშნე, ღრმა ანალიტიკური აზროვნების შედეგი არის გარკვეული მოქმედი მოდელების შექმნა. ჩემი აზრით, ჩვენ არ გვაქვს მრავალი მოდელი, რომლის არქონა საბოლოო ანგარიშით ძალიან მძიმედ აისახება (იხილე სავარჯიშოები 2.59 და 5.2). საქართველოს აუცილებლად ესაჭიროება რუსეთთან ურთიერთობის მოქმედი მოდელი, რაც დიდი მასშტაბით სამუშაოს შესრულებას მოითხოვს.
თეონა ნოზაძე
„ამბიონის“ მკითხველს თემის გაგრძელებას შემოგთავაზებთ…
Комментариев нет:
Отправить комментарий