ღმერთი

ღმერთი

среда, 30 апреля 2014 г.

ეგზისტენციალიზმი

ეგზისტენციალიზმი (ლათ. არსებობა) - ერთერთი გავრცელებული იდეალისტური მიმდინარეობა თანამედროვე ფილოსოფიაში. წარმოიშეა XX ს-ის 20-იან წლებში გერმანიაში, საიდანაც გავრცელდა ვვროპის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთში. იგი გამოხატავს დასავლეთის ინტელიგენციის რადიკალურ სულიერ კრიზისს, რომელმაც განსაკუთრებით იჩინა თავი ორი მსოფლიო ომის შედეგად. აღმოჩნდა, რომ ინდუსტრიული ცივილიზაციის პირობებში ადამიანი არაადამიანურ მდგომარეობაშია მოქცეული, გაუცხოვებულია, დაკარგული აქვს თავისუფლება და პიროვნულობა, მისგან შეუცნობ სოციალურ ძალებს სულიერი და ბოლოს ფიზიკური კატასტროფისკენ მიჰყაეს სწორედ ეს აღმოჩენა და შესატყვისი განწყობილება განსაზღვრავს ეგზისტენციალისტური აზროვნების ზოგად ხასათს. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებად მიაჩნიათ: რუსი მოაზროვნეები ნ.ბერდიაევი და ლ.შესტოვი; ფრანგი მწერლები და ესეისტები ა.კამიუ, ს.ბოვუარი, სარტრი და მარსელი. ეგზისტენციალიზმის მიმდევრები თავისი თვალსაზრისის საილუსტრაციოდ ხშირად იყენებენ ფ.კაფკას და თ.დოსტოევსკის შემოქმედებას.

ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ცენტრალური ცნებაა „ეგზისტენციის“ ცნება. იგი ცდილობს დაამტკიცოს სიცოცხლის უაზრობა, საზოგადოებრივი მოღვაწეობის უნაყოფობა, ზნეობის ზედმეტობა და მისთ.


orthodoxy.ge


ადამიანთა სულმოკლეობისა და დრტვინვის მიზეზი განსაცდელის ჟამს

ნუგეშისცემა მათი, რომლებიც საღმრთო განგებულებით მათზე დაშვებული განსაცდელის გამო დრტვინავენ.


უფალმა იესუ ქრისტემ, როდესაც მრავალგვარი უბედურებანი გვიწინასწარმეტყველა, რომლებიც კაცთა მოდგმაზე სამყაროს აღსასრულის წინ მოიწევს და ამ განსაცდელთა სიმძიმისთვის გაგვაფრთხილა, ბრძანა, რომ "ვინც ბოლომდე დაითმენს, ის ცხონდება" (მათე 24:13).

ამრიგად, ცხონებისთვის განსაცდელთა დათმენა აუცილებელია, მაგრამ გაგვაჩნია კი ამგვარი მოთმინება? განა ხშირად არ გვესმის ბუზღუნი საკუთარი ბედის სიმძიმესა და მოწეულ განსაცდელთა "უსამართლობაზე"? განა ხშირად არ განვიკითხავთ უფალს ამ ჭირვებათა გამო? სად ვეძებოთ ამგვარი მოუთმენლობისა და სულმოკლეობის მიზეზი?

ჭირვების ჟამს სულმოკლეობის უპირველესი მიზეზი არის ის, რომ მრავალს მის თავზე მოწეული განსაცდელი უდიდესი ჭირვება ჰგონია, ხოლო საკუთარი თავი უკიდურეს უძლურად წარმოუდგენია. "ჩემზე უბედური არავინაა ქვეყანაზე! არავინ ისეთ უბედურებებს არ განიცდის, როგორსაც მე!" ასე დრტვინავს ზოგიერთი განსაცდელთა გამო. სცადეთ ურჩიოთ ასეთ ადამიანებს შეურიგდნენ თავიანთ ბედს, აღიჭურვონ მოთმინებით და დაემორჩილონ ღმრთის ნებას: რას გიპასუხებენ ისინი? "სიხარულით დავითმენდი ამგვარ ჭირვებას, ძალა რომ მქონდეს! ეს ჭირვება ჩემს ძალას აღემატება!" - ასეთია განსაცდელში ჩავარდნილთა პასუხი; და ამას ამბობენ ქრისტეანები, იესუ ქრისტეს მიმდევარნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ ის ადამიანს არ უგზავნის იმგვარ განსაცდელს, რომლის გადატანაც არ შეუძლია: "სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცედლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა" (1 კორინთ. 10:13).

ქრისტე მაცხოვარს თავისი მიმდევრებისთვის არც მიწიერი განცხრომა აღუთქვამს და არც ბედნიერება, პირიქით, გვიწინასწარმეტყველა, რომ ჭირი და განსაცდელი გარდაუვალი იქნებოდა: "ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად" (იოანე 16:33), ეუბნება ის თავის მიმდევრებს; და თუკი ნეტარება აღუთქვა თავის შვილებს ამ განსაცდელთა დათმენისთვის, ეს ნეტარება მათ მომავალ ცხოვრებაში, ცათა სასუფეველში ელოდებათ: "გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში" (მათე 5:12). მეტიც, უფალმა არა თუ ის გვიწინასწარმეტყველა, რომ მრავალი ჭირი გვექნებოდა წუთისოფელში, არამედ მცნებად დაგვიდო მათი სიხარულით გადატანაც. ახლა კი განსაჯეთ, რაოდენ შევესაბამებით ქრისტეანის წმიდა სახელს, როგორ ვეწინააღმდეგებით მაცხოვრის მცნებებს, თუკი ამქვეყნიურ ჭირვებათა გამო სულვმოკლეობთ და უფლისა მიმართ ვდრტვინავთ. არა! ჭირვებათა სიმძიმე ან საკუთარი უძლურება კი არ იწვევს სულმოკლეობასა და დრტვინვას, არამედ ჩვენი ზედმეტი მიდრეკილება წუთისოფლის განცხრომისა და კეთილდღეობისადმი.

განა შეუძლია ადამიანს, ვინც მთელი გულით მიდრეკილია ამქვეყნიური სიამისა და განცხრომისკენ, დიდსულოვნად გადაიტანოს ყოველგვარი ჭირი და უბედურება? ცხადია, არა! რაში წარმოუდგენიათ წუთისოფლის მოყვარულთ საკუთარი ბედნიერება? - სიმდიდრეში, პატივმოყვარეობაში, ჯანმრთელობაში, განცხრომასა და წუთისოფლის სიამეების მოუკლებლობაში. ამ ხილულ სიკეთეებს არის მიჯაჭვული მათი გული, ამ წამიერი განცხრომისკენ არის მიდრეკილი მათი გონება.

მაგრამ, რადგან ხილული სიკეთენი მრავალგვარია და განცხრომაც მრავალფეროვანი, ხოლო ადამიანის სურვილი გაუმაძღარია, მიწიერი განცხრომის მეძიებელს, ყოველთვის ახალ-ახალი მოსურვებანი აღძრავს და ვერ ხვდება, რომ ახალ სიამოვნებათა ძიების ამგვარი დაუოკებელი წყურვილი ახალ-ახალი უბედურებების, სნეულებებისა და ტანჯვის მომტანი ხდება. მიწიერი, წარმავალი სიკეთეების ძიებაში ადამიანს მრავალი წინაღობა ხვდება და წუთისოფლის მოყვარულის სულს ძლიერ აშფოთებს: აქედან მოდის მისი სულმოკლეობაც და საკუთარი ბედის წყევლაც.

მაგრამ ასე როდია კაცი, ვინც წუთისოფლის სიამეებსა და ნეტარებას ჭეშმარიტი ქრისტეანული რწმენის თვალთახედვით აფასებს. ის არ სულმოკლეობს და არ დრტვინავს ღმერთის მიმართ, და თუკი ღმერთი ართმევს მიწიერ სიკეთეთ და ღმრთით დაშვებული განსაცდელი მოიწევა, თავს მოციქულის სიტყვით ინუგეშებს: "რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად" (ებრ. 11:13). ამიტომაც ამქვეყნიური სიკეთეებით ისე სარგებლობს, თითქოსდა არც ჰქონოდა და "ამ ქვეყნით მოსარგებლენი არიან როგორც მოზარალენი, ვინაიდან საწუთროს ხატი წარმავალია" (შეად. 1 კორ. 7:29-40).

სწორედ იმიტომ ვერ სძლევენ ქრისტეანს წარმავალი ჭირვებანი და უბედურებანი, იმიტომაც ვერ აგდებენ მას სულმოკლეობასა და დრტვინვაში, რომ მათ იციან წუთისოფლის მერყეობა და წარმავლობა; და თუკი ამქვეყნიური სიკეთენით მაინც ხარობენ, ღმერთს მადლობენ და როცა კარგავენ სიამეებს, დრტვინვასა და სასოწარკვეთას არ ეძლევიან, რამეთუ უწყიან - მიწიერი ბედნიერება არამდგრადია. მტკიცედ იტანენ ისინი ყოველგვარ ტანჯვას, რადგან ახსოვთ, რომ ამქვეყნად მოვლენილნი მწირნი არიან, ხოლო იმქვეყნად მოთმინების გვირგვინი და მარადიული ნეტარება ელოდებათ.

apocalypse.ge



ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ ჭეშმარიტი ქრისტეანი სულით არასოდეს დაეცემა, ყოველთვის მშვიდადაა და ყოველგვარი განსაცდელი უხარია. მაგალითისთვის შევხედოთ წმ. მოციქულ პავლეს ცხოვრებას: არ ყოფილა განსაცდელი მას რომ არ გადაეტანოს, მას არ განეცადოს; არ ყოფილა საფრთხე ის რომ არ ჩავარდნილიყო და მაინც, იშვებდა და ხარობდა მისი სული და ყოველი განსაცდელისთვის ღმერთს მადლობდა. მაგრამ, ვინც ისეა მიჯაჭვული მიწიერ სიამეებს, რომ მათთან განშორება ვერც კი წარმოუდგენია, ბუნებრივად სულმოკლეა და ღმერთზე დრტვინავს, როდესაც ამქვეყნიურ სიამეებს მოაკლდება. არადა, არ უწყის, რომ ამგვარი სულმოკლეობის მიზეზი თვითონაა, რადგან არც იცოდა როგორ გამოეყენებინა ის, რაც გააჩნდა.

და ბოლოს, სულმოკლეობისა და ღმერთზე დრტვინვის უმთავრესი მიზეზი ღმრთისადმი არასათანადო რწმენა და მისი განგებულებისადმი არაჯეროვანი სასოებაა. ჭეშმარიტ ქრისტეანს სწამს, რომ ყოველივე რაც ჩვენს თავზე ხდება, საღმრთო განგებულებით ხდება; რომ ღმრთის ნების გარეშე ადამიანს თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება; და თუ ღმერთი მას ჭირსა და განსაცდელს უგზავნის, სჯერა, რომ ამგვარი უბედურება მას ან საკუთარი ცოდვების გამო ან კიდევ, ღმრთისადმი მისი სიყვარულის გამოსაცდელად ევლინება. ამიტომაც, ჭეშმარიტი ქრისტეანი განსაცდელის ჟამს კი არ დრტვინავს, არამედ ემორჩილება ღმრთის განგებას და მადლობს, რომ ამგვარი განსაცდელი მოუვლინა: "კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი" (ფსალმ. 118:71).

მაგრამ კაცი, ვისაც ღმრთის განგებულების მიმართ ამგვარი რწმენა არ გააჩნია და საკუთარ ტანჯვასა და განსაცდელს უბრალო შემთხვევის გამოვლენად მიიჩნევს, ბუნებრივად სულმოკლეობაში ვარდება და იწყებს საკუთარი ბედის წყევლას, რამეთუ მან არც მიზეზი იცის თავისი ჭირვებისა და არც მიზანი...

ამრიგად, ჭირვებათა სიდიდე ან ჩვენი ძალების უძლურება კი არ არის ღმრთისადმი დრტვინვისა და სასოწარკვეთის მიზეზი, არამედ წუთისოფლის სიამეთადმი ჩვენი ზედმეტი მიდრეკილება; ამქვეყნიური სიკეთეების გონივრულად სარგებლობის უუნარობა, ღმრთისა და მისი განგებულებისადმი ურწმუნოება. - აი, ჩვენი სულმოკლეობისა და დრტვინვის მიზეზები, როდესაც ჭირი და განსაცდელი გვევლინება!

მაშ, აღვიჭურვოთ, ძმანო, მოთმინებით და ღმრთისადმი სასოებით დავითმინოთ ყოველგვარი გაჭირვება.


ყველაფერი ბავშვებიდან იწყება


რიგითი მოქალაქეები უკვე შეშფოთებულნი წერენ, რომ:

1. 2015 წლიდან მოსკოვში საყოველთაოდ და სავალდებულოდ, ვითომცდა უსაფრთხოების მიზნით, მოზარდ-მოსწავლეთა "ჩიპიზაცია" დაიწყება. "უსაფრთხოება" გულისხმობს მშობელთა "მხარდაჭერას", რომლის მიხედვითაც მშობლებს ეცოდინებათ სად იმყოფებიან მათი შვილები. თითქოსდა ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კეთილი ზრახვების მომიზეზებით ნერგავენ საზოგადოების მიერ აშკარად უარყოფილ საქმეს. გამოსავალი ნაპოვნია - არ უნდათ და პროტესტს გამოთქვამენ დიდები? მაშინ ჩიპიზაციას პატარებით დავიწყებთ. ამრიგად, ჯერ კიდევ ბავშვობიდან მიაჩვევენ მოზარდ თაობას სრულ ანგარიშვალდებულებას.

2. ყოველივე ამას ემატება კიდევ ერთი "სიახლე" - ახალი სასწავლო სტანდარტი... ეს არის შოკის მომგვრელი "'მენიუ"... ერთი უნდა ნახოთ საგნების როგორი კომპლექტაცია უნდა აირჩიონ, ანუ რა "ბლოკები" უნდა აითვისონ მოსწავლეებმა "სასწავლო პროცესის გაღრმავების" მიზნით. ამ დროს სწავლის არანაირი "გაღრმავება" არ ხდება, რადგან ბაზა არ არსებობს, ხოლო ბაზას გარკვეულ ფასში მისცემენ "მოსწავლის მოთხოვნის" შესაბამისად!" რამდენი იქნება იმის მსურველი, რომ ალგებრა, გეომეტრია და ქიმია ისწავლოს ფიზიკასთან ერთად? (საბაზო კომპლექსში ამ დისციპლინების ცოდნა აბსოლუტურად არ შედის). უფრო მოისურვებენ ცოდნის "გაღრმავებას" გეოგრაფიასა და ფიზკულტურაში! ეს ხომ იუვენალური იუსტიციის ჩარჩოებშია, საჭიროა მოსწავლის ნებაყოფლობითი სურვილი!

3. აქვე დგება საკითხი: ვინ იქნება სიყრმიდანე "დაჩიპული" ბავშვი, რომელიც მიჩვეულია ტოტალურ კონტროლს, თანაც ძალზედ შეზღუდული უნარებითა და ცოდნით?... ვის დასჭირდება ჩვენი შვილები? მათგან საშუალო დონის ტექნიკოსიც კი ვერ გამოვა! ეს იქნება სრულიად უფერული, უსახური, გაუნათლებელი მასა, რომელიც მორჩილებასაა მიჩვეული. ეს იქნება უმაღლესი განათლებისთვის გამოუსადეგარი თაობა (მაშინ როდესაც, ამ პროექტის ავტორები საკუთარ შვილებს კვლავ უცხოეთში გააგზავნიან "კლასიკური" განათლების მისაღებად...).

ჩვენს დროში, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ყველაზე დიდი მეცნიერული აღმოჩენები ხდება მეცნიერებათა შერწყმის დროს და დიდ სამეცნიერო თვალსაწიერს ითხოვენ. ხოლო საკუთარ შვილებს განუვითარებელ (ჯერ კიდევ) ადამიანებად გავზრდით, რაც შეეხება ჩვენს შვილიშვილებს, მათთვის ეს ნორმა იქნება, რომლის წინააღმდეგ უკვე არავის არაფერი ექნება საწინააღმდეგო...

4. გამოდის, რომ მთავრდება არა მარტო საშუალო განათლება, არამედ განათლება საერთოდ... და მომავალში გაიზრდება ამების მსგავსი ერთუჯრედიანი მასა, რომელიც ნებისმიერი "გონებრივი" საღეჭი რეზინის მოხარული იქნება, ისეთებისა, როგორიცაა მაგალითად: "სახლი ("Дом"-) 2, 3, 4, ... (პოპულარული სატელევიზიო შოუ - რედ.), ან ტელეარხისა ТНТ მისი გამაოგნებელი წელსქვედა იუმორით, ბრიყვული ამერიკული მულტფილმებითა და "ინტელექტუალური" თამაშებით, რომელიც ავითარებს მხოლოდ ძალადობასა და სისასტიკეს - შემკავებელი ცენტრები უბრალოდ საჭირო არ იქნება, ელექტრონულის გარდა...

ახლა მივამატოთ ამას "თვითდაფინანსებაზე" მყოფი პოლიკლინიკები და საავადმყოფოები - მაშასადამე, მკურნალობას მცირედ ვინმე თუ შესძლებს, რადგან ეს ისეთ თანხებს მოითხოვს, რომელიც ჩვენს ხალხს არა აქვს და არც ექნება... უფროსი და საშუალო ასაკის სწრაფი ლიკვიდაცია, ნათესაობის არმცოდნე ჩლუნგი და მორჩილი "ცხვრების" გაზრდა (რომელთა ადამიანებად წარმოდგენაც კი ძნელია) ადვილად წარმოსადგენია რა სახის საზოგადოებას მოგვცემს. ისეთ რამეს აღზრდიან, რომ ყველაზე მიყრუებული აფრიკული და აბორიგენული ტომები უფრო ინტელექტუალურად და სოციალურად თავისუფალ ადამიანებად მოგეჩვენებათ...

5. ამას დავამატოთ კიდევ ის, რომ არანაირად არ "განიხილავენ" და არ მიიღებენ - ძალადობისა და სექსუალური გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას... უკვე ცენტრალურ ტელეარხებზეც (!) კი გაიჟღერა ფრაზებმა, რომ პედოფილია როგორც ასეთი ძალზედ მცირეა ჩვენს ქვეყანაში და მის ირგვლივ ხმაურის ატეხვა არ ღირს. და ამის შესახებ არ არის საჭირო ბავშვებთან ლაპარაკი. ძალადობის მქადაგებელი თამაშები - ეს მშობელთა "უყურადღებობაა"... მოკლედ, ამგვარი პრობლემები არ არსებობენ!

ყოველივე აქედან გამოდის დასკვნა: ჩვენ არც კი გვესმის, რომ უკვე გაგვანადგურეს... ყველა იდეისა და "ნორმის" წინ წაწევა ასეთი აღზრდისა და სწავლის პირობებში - აშკარად ხვალინდელი დღის საქმეა... ვცდილობ ველაპარაკო ადამიანებს ყოველივე ამის შესახებ, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს არ სურთ ერთად დასვან ეს კითხვები და მათ პასუხები გასცენ... ან შედეგის გააზრებას უფრთხიან, ან კიდევ მის დანახვას...

ასეთია მწარე სინამდვილე...

ინტერნეტ წყაროების მიხედვით

apocalypse.ge

ანტიდისკრიმინაციული კანონის სკანდალური განხილვა - სასულიერო პირებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს



რა წერია დისკრიმინაციის შესახებ კანონში- ზვიად ტომარაძე

ზვიად ტომარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია: „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სპეციალურად "საქართველო და მსოფლიო"-სთვის

საქართველოს კანონი (პროექტი)

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ



კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა

კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის კანცელარია

კანონპროექტის მიღების მიზეზია არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არაეფექტურობა. დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების აბსოლუტური უმრავლესობა, ცალკეული გამონაკლისების გარდა, შეიცავს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის დებულებებს და არ ითვალისწინებს მათი დარღვევის სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად ვერ ხორციელდება დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმების, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პრაქტიკული იმპლენტაცია.


დისკრიმინაციისგან ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ვალდებულება გათვალისწინებულია, აგრეთვე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით.


კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად.


კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო ისე კერძო სფეროში.


კანონპროექტი ითვალისწინებს დისკრიმინაციის პრევენციისა და გამოვლენის ეფექტურ მექანიზმებს.



მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო


ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მათ შორის როგორებიცაა:


ა) დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა და შრომითი ურთიერთობა;


ბ) პროფესიული გადამზადება და ტრენინგი;


გ) სოციალური დაცვა და ჯანდაცვა;


დ) სკოლამდელი აღზრდა, განათლება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სწავლის პროცესი;


ე) მეცნიერება;


ვ) კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობა;


ზ) არჩევნები;


თ) საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა;


ი) საჯარო ინფორმაცია და მედია;


კ) მართლმსაჯულება;


ლ) სამართალდაცვა და სასჯელაღსრულება;


მ) თავდაცვა;


ნ) საქონლის მომსახურების, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და მათით სარგებლობა;


ო) საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობა;


პ) საცხოვრისით სარგებლობა;


ჟ) მეწარმეობა და საბანკო საქმე;


რ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა;


ს) ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა;


ტ) ტურიზმი;


უ) სპორტი;




მუხლი 4. დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელი ღონისძიებები


დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:


ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ამგვარი არსებობს, შესაბამისობაში მოიყვანოს ამ კანონისა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობის მოთხოვნებთან:


ბ) სავარაუდო დიკრიმინაციის ფაქტზე მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება;


გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დარღვევის განმახორციელებელ პირებს და უზრუნველყოს მისი შედეგების აღმოფხვრა, მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი უფლებების შეულახავად.



მუხლი 6. დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და და თანასწორობის უზრუნველყოფაზე


ზედამხედველობის განხორციელება



დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას ახორციელებს სახალხო დამცველი;

მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით სახალხო დამცველი:


ა) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებებს და საჩივრებს, ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;


ბ) შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტებს, როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით;


გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგადი ხასიათის შეთავაზებებს დისკრიმინაციის პრევენციისა მასთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით;


დ) ამ კანონის მიზნებისათვის ამზადებს მოსაზრებებს აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტში წარდგენის მიზნით;


ე) მოიწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და შესაძლო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე დაასრულოს მხარეტა მორიგებით;


ვ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღდგენის მიზნით, რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას, პირს თუ მხარეთა მორიგება შეუძლებელი აღმოჩნდება და სახეზეა საკმარისი მასალები, რომლებიც ადასტურებენ დისკრიმინაციას;


ზ) უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეკომენდაციაზე პასუხი არ იქნა გაცემული ან რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული და სახეზეა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დისკრიმინაციას;


თ) აგროვებს და აანალიზებს დისკრიმინაციის შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებს;


ი) ახორციელებს ღონისძიებებს საზოგადოებაში დისკრიმინაციის თაობაზე ცნობიერების ასამაღლებლად;


კ) დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან;



მუხლი 8. სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვა



3.ნებისმიერი ადმინისტრაციული, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, პროკურატურის საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების ჩათვლით, ვალდებულია, საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალა, საბუთი სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, კანონით დადგენილი წესების დაცვით, გადასცეს სახალხო დამცველს მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.თუკი ინფორმაციის მიღება ხდება ნებაყოფლობით კერძო პირისგან, მისივე მოთხოვნით, მას შეიძლება აუნაზღაურდეს ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ასლი გადაღების და საფოსტო მომსახურების ხარჯები;


მუხლი 10. სასამართლოსთვის მიმართვა


1.ნებისმიერი პირი, რომელიც თავს მიიჩნევს დისკრიმინაციის მსხვერპლად უფლებამოსილია სარჩელი შეიტანოს სასამართლოში იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი აზრით განახორციელა დისკრიმინაცია.


მუხლი 11. საქმის განხილვის პროცესში მესამე პირის მონაწილეობა


1.ორგანიზაციას, დაწესებულებას ან გაერთიანებას, რომელთა საქმიანობის სფეროც მოიცავს პირთა დისკრიმინაციისაგან დაცვას, უფლება აქვს მიმართოს სახალხო დამცველს, რათა მესამე პირად ჩართულ იქნეს ამ კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში.



საქართველოს კანონი


საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდესში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 363-2 სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა



1.ნებისმიერი პირი, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლებამოსილია სარჩელი შეიტანოს სასამართლოში იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი აზრით, განახორციელა დისკრიმინაცია. სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობას არ წარმოადგენს საქმის განხილვა საქართველოს სახალხო დამცველის ან სხვა პირის/ორგანოს მიერ.


2.სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო, ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.


3. ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით პირმა შეიძლება წამოაყენოს შემდეგი მოთხოვნა/მოთხოვნები:


ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა;


ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.



საქართველოს კანონი


საქართველოს სისხლის სამართლის კოდესში ცვლილების შეტანის შესახებ


საქართველოს სისხლის სამართლის კოდესის 142-ე და 142-2ე მუხლი შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, წესდება იურიდიული პირის სისხლისსამრთლებრივი პასუხიმგებლობა.



მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:



142-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის გამო რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება,-



ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“


ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.


www.geworld.ge



"ანტი დისკრიმინაციული კანონი, საფრთხეს უქმნის ეკლესიას და მის მრავალრიცხოვან მრევლს"

  უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, 15 არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიდისკრიმინაციული კანოპრპოექტის იმ სახით მიღებას, როგორიც ეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, ეწინააღმდეგება.


როგორც მჟავანაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, კანონპროექტები ხარვეზის მქონე და იურიდიულად გაუმართავია.

მისთვის გაუგებარია ამ კანონის მიღების მიზანი, რადგანაც დისკრიმინაციის აკრძალვას კონსტიტუცია ისედაც ითვალისწინებს.

„ჩვენ არ ვამბობთ რომ უნდა მოხდეს ძალადობა უმცირებებზე, თუმცა თუ კი პატრიარქის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უწოდებენ გამოხატვის თავისუფლებას, რატომ არ შეიძლება უმცირესობის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებას ვუწოდოთ გამოხატვის თავისუფლება?!", - განაცხადა მჟავანაძემ.

ის მიიჩნევს, რომ კანონპროექტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ეკლესიას და მის უკან მდგომ მრავალრიცხოვან მრევლს.

„არის იმის საფრთხე, რომ თანასწორუფლებიანობის დარღვევის მოტივით, ეკლესიის მსახურთა და სხვა პირების ქმედება, რომლებიც თავის პოზიციას დააფიქსირებენ, განსახვავებული სექსუალური ორიენტაციის პირების მიმართ, შეფასდება დისკრიმინაციად და ამ პირებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებათ. ჩვენთვის გაუგებაარია კანონის მიღება ამ სახით, რადგან ევროპელები ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად არ ითხოვენ აღნიშნული კანონპროექტის მიღებას, ის დააფიქსირა საქართველოს პარლამენტის დავმჯდომარემ დავვით უსუფაშვილმა და ასევე ევროკავშრის წარმომადგენელმა შტეფან ფულემ, არასამთავრობოებთან და პატრიარქთან შეხვედრზე", - განაცხადა მჟავანაძემ.

თეო თავაძე

ავტორი: Accent

http://www.accent.com.ge/

"ის თავის უმეცრებას ქადაგებს პარლამენტში" - ცნობილი მწერალი პატრიარქს უპირისპირდება

  მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გარშემო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც მრუშობის მისეულ განმარტებას გვთავაზობს და წერს, რომ თავად გაცილებით უკეთ ერკვევა თეოლოგიაში, ვიდრე პატრიარქი დემოკრატიის ძირითად ცნებებში.

"1.ღმერთი: - არ იმრუშო! (მეშვიდე მცნება)
2. პატრიარქი: - "...ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად..."
...აშკარად რაღაც გამომრჩა, ან ჰეტერო- მრუშობა სამართლიანი მრუშობა ყოფილა და მგონი მეშველა! ძალიან განვიცდიდი ჩემს არეულ დარეულ წარსულს :))
რას გაიგებ... მე ასე მესმის, თქვენ და გეი თუ წახვალთ ქალთან ეს სამართლიანი მრუშობაა, ხოლო თუ წახვალთ ერთმანეთთან - უსამართლო...

მოკლედ ქართველი გეების საქმე ცუდადაა, ჯობია, ჯოჯოხეთის ევროპულ ზონაში მოხვდნენ... ნეტა იქაც არის შენგენი?:)

მე არასდროს მითქვამს, თუ რატომ ქადაგებს პატრიარქი ეკლესიაში იმას, რასაც ცოდვად თვლის, მე მხოლოდ გამიკვირდა, რომ ის ამას პარლამენტში აკეთებს... და ზუსტად ვიცი, რომ საკანონმდებლო ორგანო არ არის ქადაგების ადგილი - ის დისკუსიის ადგილია.

ორი კვირის წინ როგორც მახსოვს პრემიერის ინციატივა იყო კონსტიტუციაში ქორწინების ახალი განმარტების შეტანა, რასაც მრევლი და საპატრიარქო აღფრთოვანებით შეხვდა, ეტყობა ძალიან აქტუალურია... ალბათ მმატჩის ბიუროებთან ერთსქესიანთა რიგები დგას:)

...კი ბატონო უკეთ გავეცნობი სახარებას. მაგრამ მე რასაც უკვე ვიცნობ, იქ ტრადიციულ და არატრადიციულ სექსზე არაფერი შემინიშნავს. თუ მიმანიშნებთ, სად არის ამით დროს დავზოგავდი.. იცით ჩემი თეოლოიგიური ცოდნა არ არის ისეთი ღრმა, როგორიც სავარაუდოდ ქართველი "მორწმუნე საზოგადოების", სადაც აქამდე ვერ შევამჩნიე, ხომ შეიძლება ეხლაც გამომრჩეს?..

მე ეს პოსტი არ დამიწერია იმისთვის, რომ პატრიარქის გამონათქვამებისთვის ჩემი თეოლოგიური არგუმენტები დამეპირისპირებინა, ეს პოსტი დამაწერინა ეკლესიის საპარლემენტო ცხოვრებაში რეზოლუციური ჩარევის ფენომენმა, რაც ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, ვიდრე თქვენთვის სავარაუდო ჩემი უმეცრება საღვთო წერილებისა, მე პრეტენზია ამაზე არც მაქვს და არც ვაძლევ


მითითებებს არავის, თუ როგორი ქრისტიანები უნდა იყვნენ, ამაში ბევრად უფრო პატიოსნად ვიქცევი ვიდრე პატრიარქი, რადგან გარწმუნებთ, მე გაცილებით უკეთ ვერკვევი თეოლოგიაში, ვიდრე პატრიარქი დემოკრატიის ძირითად ცნებებში, რომლებსაც უფრო პრინციპებს და ფასეულობებს ეძახიან!.. მეტიც მე არ ვქადაგებ ჩემს უმეცრებას ქრისტეს ტაძარში.. ისე როგორც ის თავისას ქადაგებს დემოკრატიის ტაძარში - პარლამენტში...", - წერს ქურდაძე.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/


მამა ნიკოლოზი: "თუ ეს მთავრობა შენიშვნებს არ გაითალისწინებს, უარეს ხვედრს დაიმსახურებს, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა"

სოფელ დიღომის წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის მსახურის მამამ ნიკოლოზის განცხადებით, ეს ხელისუფლება უარეს ხვედრს დაიმსახურებს.

ამის შესახებ მან დღეს რუსთაველის გამძირზე პარლამენტის შენობის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე განაცხადა.

"თუ ეს მთავრობა შენიშვნებს არ გაითალისწინებს, უარეს ხვედრს დაიმსახურებს, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა", ეს მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებს. "ნაციონალური მოძრაობა" კარგი რომ ყოფილიყო, დღესაც აქ იქნებოდა. ჩვენ პიროვნებებს გვარს და სიმაღლეს არ ვერჩით, თუ ხარ ადამიანი და შენი ქვეყანა გიყვარს კარგი საქმე აკეთე, მარლთმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ერთიანი პოზიცია გვაქვს და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე არ იყოს. ასე იყო და იქნება მეორედ მოსვლამდე, ღმერთმა დღევანდელ ხელისუფლებას გონება გაუნათოს, რათა ეს საშინელი ცოდვა არ დააკანონონ", - განაცხადა მამა ნიკოლოზმა.

სასულიერო პირბმა პარლამენტის შენობის წინ პარაკლისი გადაიხადეს.

თეონა ტორჩნავა

ავტორი: Accent

http://www.accent.com.ge/


"ივანიშვილი დეპუტატებს აიძულებს ანტიდისკრიმინაციული კანონი რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ"

"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო.


„საქმეში ჩაერია ბიძინა ივანიშვილი, რაც სერიოზული დარღვევაა. ის აიძულებს დებუტატებს რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ ეს კანონი. მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას, რომ ყველამ ერთად დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ოჯახები. კანონპროექტის ავტორმა თეა წულუკიანმა და "ლგბტ" საზოგადოებამ მხედველობაში არ მიიღო ოპოზიციისა და საპატრიარქოს პოზიცია, რაც დაუშვებელია. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ადამიანთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, თუმცა ზღვარი უნდა გავავლოთ ადამიანის უფლებებსა და თავზე შემოჯდომას შორის“, - განაცხადა ბაღათურიამ.

ბაღათურია აპროტესტებს სექსუალური უმცირესობების დასაქმებას ბაღებში, სკოლებსა და პენიტენციალურ სისტემებში.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვები გაუკუღმართებული ცხოვრებისგან, პატიმრები პენიტენციალური სისტემის ჰომოსექსუალი თანამშრომლის ზეწოლისგან, რადგან პატიმრების გაუპატიურება სწორედ მათ მიერ ხდებოდა“, - განაცხადა ბაღათურიამ.

თეო თავაძე

ავტორი: Accent

30 04 2014

http://www.accent.com.ge/


მამა დავითი (ლასურაშვილი): ანტიდისკრიმინაციული კანონის ამ სახით მიღება აუცილებლად გამოიწვევს არეულობას

   სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი, მამა დავით ლასურაშვილი იმ სასულიერო პირებს შორისაა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს აქტიურად აპროტესტებენ. აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მამა დავითის გამოსვლას ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი და პროტესტი მოჰყვა. «საქართველო და მსოფლიოს» მამა დავით ლასურაშვილი ესაუბრა.




_ მამაო, თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ სასულიერო პირთაგან, რომლებიც ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს აპროტესტებენ. გთხოვთ, მკითხველს განუმარტოთ, კონკრეტულად რა არის მიუღებელი და რა საფრთხეს ხედავთ ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში?


_ კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ამკვიდრებს ახალ ტერმინებს, რომელთაც არ სცნობს და არ იცნობს კონსტიტუცია. მაშინ, როდესაც, ყველა ნორმა, ყველა მიღებული კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ შეთანხმებას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.


ამ კანონპროექტის მესვეურებს უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე სურთ, კანონიერად დაამტკიცონ ზოგიერთი უმცირეობის უფლება, რომელსაც ისედაც არავინ ზღუდავს. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის საფუძველზე უმცირესობებს ჭარბი უფლებები მიენიჭებათ. უწმინდესმა სააღდგომო ეპისტოლეში უკვე ბრძანა, ვინ დაიცავს უმრავლესობის უფლებებსო.


ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი ჯერ კანონადაც არ ქცეულა და საკუთარი აზრის გამოთქმის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ უკვე საჩივარია შესული და წარმოიდგინეთ, ეს კანონი რომ ძალაში შევა, რა მოხდება.


_ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სწორედ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე თქვენს კომენტარს 9 არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი მოჰყვა...


_ მე გახლავარ სასულიერო პირი, რომელსაც მეორე სასულიერო პირთან ერთად მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის პირდაპირი რეპორტაჟი მიმყავდა. ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინის რეჟიმში, ხელისუფლებას ვთხოვე, გაეთვალისწინებინა ჩვენი ეკლესიის, უწმინდესის თხოვნა და არ მიეღო კანონპროექტი ამ ფორმით, როგორაც ის იყო წარმოდგენილი, ვინაიდან ეს აუცილებლად გამოიწვევდა ერში შეხლა-შემოხლას.


ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ბრალს მდებს, თითქოს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოვიხსენიე სექსუალური უმცირესობები. ეს სიცრუეა. ბიბლიაში წერია, რომ მამათმავლობა ღვთისთვის საძაგელი ცოდვაა, ამიტომ ეს ურთიერთობები მე მოვიხსენიე, როგორც ბილწი და მე არც ერთი კონკრეტული ადამიანისთვის ან კონკრეტული ჯგუფისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. აქედან გამომდინარე, თავის მართლებას და არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ლგბტ საზოგადოებას მიეკუთვნებიან, ეკლესიის მიერ დავიწყებულნი არ არიან. ყველა მათგანს აქვს უფლება, იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი. მერწმუნეთ, არაერთი ასეთი ადამიანი მოსულა ეკლესიაში ჩემთან და სინანული გამოუთქვამს საკუთარი ცხოვრების გამო, მაგრამ არავის მათი დისკრიმინაცია არ უფიქრია. ეკლესია გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.


საზოგადოებრივ მაუწყებელს არც ერთი მუხლი არ დაურღვევია და იმედი მაქვს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესვეურები ჩემ გამო ბოდიშს არ მოიხდიან. ეს არასწორი იქნება.


რიგი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა იქით არის გამოსაკვლევი, თუ ვისი დაკვეთით რა პროექტებს ახორციელებენ და საერთოდ რა მიზნები აქვთ. ბოლო დროს ყველა მოვლენაზე კომენტარს აკეთებენ. ამ ე. წ. «ენჯეოების» საქმიანობამ და გააქტიურებამ საქართველოში უკვე საკმაოდ საშიში სახე მიიღო.


გახსოვთ, ალბათ, როგორ მოხდა უახლოეს წარსულში კანონპორექტის მიღება, რომელიც ითვალისწინებდა რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის პირის იურიდიული სტატუსის მინიჭებას. ეკლესიამ თავისი პოზიცია დააფიქსირა, ათიათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი, ლოცვითი მსვლელობაც მოეწყო, თავად პატრიარქმაც ითხოვა, ვეტო დადებოდა ამ კანონპროექტს, მაგრამ იმავე საღამოს, ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამით პარლამენტმა და პრეზიდენტმა შეურაცხყვეს პატრიარქი და ეკლესია და ასეთი ფაქტები არაერთი იყო.


კიდევ კარგი, კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულია, თორემ არც წინა და არც ამ ახალი ხელისუფლების პირობებში, ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა არ იქნებოდა.


_ ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება არ ითვალისწინებდა ეკლესიისა და პატრიარქის პირდაპირ თხოვნასაც კი, რა ვითარებაა ახლა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?


_ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნულ საკითხებზე თავისი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა, მათ შორის, ახლახან სააღდგომო ეპისტოლეშიც ისაუბრა, მაგრამ პატრიარქის მოსაზრებების გათვალისწინების კონკრეტულ პრეცედენტებს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავ.


ზოგიერთი სასულიერო პირი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებსაც ესწრებოდა და თავისი პოზიციაც დააფიქსირა, მაგრამ ზოგიერთი კომიტეტის ხელმძღვანელისგან მხოლოდ აგრესია მიიღო პასუხად. სამწუხარო იქნება, თუ ყოფილი ხელისუფლების მიერ დაწყებულ ეკლესიის შეურაცხყოფას ახალი ხელისუფლებაც გააგრძელებს.


წმინდა კვიპრიანე კართაგენელის სიტყვებს შეგახსენებთ, რომლისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა. ხელისუფლებას მორალური პასუხისმგებლობა აქვს, უსმენდეს ეკლესიას. ანტიდიკრიმინაციული კანონის მიღება იმ სახით, როგორადაც გვთავაზობენ, აუცილებლად გამოიწვევს არეულობას.


არაერთი ღირსეული პიროვნებაა დღეს საქართველოს პარლამენტში და არ ვიცი, რამ აიძულა ეს ადამიანები, ასე მდუმარედ და ერთხმად მიეღოთ ეს ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი. მე ვიცი მათი პოზიცია, თუმცა ხმამაღლა ვერ აფიქსირებენ საკუთარ აზრს. მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტის წევრებს, მოწოდების სიმაღლეზე დარჩნენ და დააფიქსირონ საკუთარი მართებული პოზიცია.


_ რატომ ვერ აფიქსირებენ, რისი ეშინიათ?


_ ჩვენთვის კულუარულად ცნობილია, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ამჯერად არ დავასახელებ კონკრეტულ გვარებს, მაგრამ გეტყვით, ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან არსებობს მითითება, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, სასწრაფოდ მიიღონ ეს კანონპროექტი.


ვფიქრობ, იმდენად მტკივნეული და ფაქიზი თემაა, კარგი იქნება, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატაროს. გავიგოთ, რამდენად უჭერს მოსახლეობა მხარს ამ და მსგავსი კანონების მიღებას.


_ მამაო, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება ის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველომ ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით იკისრა. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?


_ დიახ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ევროკავშირის დირექტივაა ამ კანონმდებლობის მიღება. იმის გამო, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზო რეჟიმი ჰქონდეთ, ასეთ მძიმე კომპრომისებზე არ უნდა მივდიოდეთ. დაუშვებელია საკუთარი ღირსების, ტრადიციების, რწმენის ნიველირება, რათა უვიზო მიმოსვლის ღირსნი გაგვხადონ.


თუ ევროკავშირის სივრცე პლურალიზმით განთქმული სახელმწიფოების ადგილია, მაშინ მათ ჩვენ ტრადიციებსაც პატივი უნდა სცენ. ყოველდღირად ბევრ ადამიანს ვესაუბრები და ვიცი ხალხის განწყობა. ხალხი ცალსახად ამბობს _ რომ ჩვენ არ გვინდა ფრანსუა ოლანდის ევროპა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. ჩვენ იმ 800 ათასი ფრანგის ევროპა გვინდა, რომელიც ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა. თუმცა, სამწუხაროდ, ამდენი ხალხის პროტესტმაც კი ერთი პწკარიც ვერ შეაცვლევინა საფრანგეთის ხელისუფლებას. ევროპიდან განათლების სისტემაში რაღაც პოზიტიური სიახლეები გადმოვიღოთ, მეცნიერულ-ტექნიკურ მიღწევებს ვეზიაროთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც ევროპასთან ვერ შევთანხმდებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპასთან არ უნდა ვითანამშრომლოთ.


თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც რელიგიურად და მენტალურად განსხვავდებიან ჩვენგან, წარმატებული ურთიერთობა გვაქვს და კონკრეტულ სფეროებში ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ირანთან და ერთმანეთს პრეტენზიებს არ ვუყენებთ, ყველა საკითხი ერთნაიარად აღვიქვათ.


2010 წლის 31 მარტს ევროპის საბჭოს კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია «სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის ზომების შესახებ». მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მისი შესრულების ვალდებულება ეკისრებათ. მშობელს, რომელიც შეამჩნევს შვილს საკუთარი იდენტობიდან გადახვევის ნიშნებს, ეკრძალება ბავშვი ექიმთან მიიყვანოს.


მიუხედევად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს რამდენიმე კანონში შევიდა ცვლილებები, ეს ქმედებები არ წარმოადგენს მთავრობის გამიზნული პოლიტიკის შედეგს. ეს ცვლილებები განხორციელდა ევროპის საბჭოს ზეწოლის შესაბამისად, რათა მომხდარიყო საქართველოს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია.


ჩვენ ვხედავთ საშიშროებას, რომ შეიძლება ზოგიერთებმა გარყვნილების პროპაგანდა კიდევ უფრო წაახალისონ. ამიტომ ვთხოვეთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ეკლესიის პოზიცია და აკრძალოს გარყვნილების პროპაგანდა. გასულ წლებში 17 მაისსა და სხვა დღეებშიც ადგილი ჰქონდა მოწოდებებს _ «გაფერადდი», «იყავი ჩემნაირი» და ა. შ. ეს მოწოდებები არის პირდაპირ ადამიანის დაღუპვისკენ მიმართული.


ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი


geworld.net


ანტიდისკრიმინაციული კანონის ანტიქართული ხიბლი.

უკვე რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონის თაობაზე დავა და კამათი მიმდინარეობს. კანონის წინააღმდეგი საერო საზოგადოებასთან ერთად სასულიერო პირებიც არიან, თუმცა ხელისუფლება პოზიციებს მაინც არ თმობს და მხოლოდ მცირედი ცვლილებებით შემოიფარგლა _ მხოლოდ სასჯელები შეამცირა. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრისას არავის უხსენებია, თუ რა საშიშროების წინაშე ვდგავართ, საუბრობენ მხოლოდ სექსუალური უმცირესობების დაცვის მექანიზმზე, მაგრამ არავინ ამახვილებს ყურადღებას კანონპროექტში ჩადებულ უკიდურესად საშიშ ნაღმებზე. აღნიშნულ კანონზე სპეციალისტებთან საუბრისას ძალიან საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ. კერძოდ, როგორ აუსრულა დიდი ხნის ოცნება მიხეილ სააკაშვილმა სომხებს, როდესაც პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა. «საქართველო და მსოფლიოს» კანონთან დაკავშირებულ პრობლემებზე ექსპერტი გელა ხუციშვილი ესაუბრა.

_ ანტიდისკრიმინაციულ კანონში, ერთი შეხედვით, თითქოს ახალი არაფერია, მაგრამ ნამდვილი ტრაგედიაა, რომ ამ კანონის ნებისმიერ ფასად მიღებით ხელისუფლება გარე ძალების ანტიეროვნულ დაკვეთას მორჩილად ასრულებს. არ ვიცი, შეგნებულად არ კითხულობენ და არ ისმენენ ისეთ გამოთქმებს, რომლებიც პირდაპირ ჩვენ წინააღმდეგ არის მიმართული თუ შეუგნებლად აკეთებენ ამას. ამ კანონის უცხოელი შემქმნელები მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებლობა და ისლამი წარმოადგენს მთავარ მუქარას დასავლური ცივილიზაციისთვის, რადგან ისლამი, ისევე, როგორც მართლმადიდებლობა, ცდილობს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ ცნობს გეებსა და ტრანსგენდერებს, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთმა მამათმავლობის პროპაგანდა ოფიციალურად აკრძალა, რუსეთს ევროპასთან მართლმადიდებლური კედლის აშენებაში ადანაშაულებენ.


სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თემის ირგვლივ არ ისმის პოლიტოლოგების, თეოლოგების მეცნიერების აზრი, რომელთაც საფუძვლიანი ანალიზის გაკეთება ევალებათ.


ამ ბოლო დროს იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლებაში თამაშობენ, შავს თეთრად წარმოაჩენენ. სწორედ ასეთი დებატები, შავის თეთრად წარმოსაჩენი დისკუსიები იმართება პარლამენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ისინი თითქოს ვიღაცას ანგარიშს აბარებენ _ ნახეთ რა აქტიურები ვართ პრობლემებთან დაკავშირებითო. ამავე დროს, უნებურად პროპაგანდას უწევენ ისეთ საკითხებს, რომლებიც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სერიოზულად დასაფიქრებელია.


ვერ ვხედავ სახელმწიფო სტრატეგიას, ყველაფერი პოპულისტურია. ადამიანები, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებათ, გადასულნი არიან გავლენის სფეროების გადანაწილებაზე, რაც საეჭვოს ხდის მათ კეთილსინდისიერებას.


ქვეყანაში, სადაც მოუწესრიგებელია საზღვრები, მოუწესრიგებელია საემიგრაციო სამსახური, არ არის აღრიცხული არალეგალურ მიგრანტთა დიდი ნაკადი, ვიღებთ კანონს, რომელიც ვალდებულების წინაშე დაგვაყენებს. ჩვენ ამ კანონთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ და მოსალოდნელი შედეგები გავთვალოთ, უნდა გადავხედოთ იმ საერთაშორისო კანონებსა და კონვენციებს, რომლებიც უკვე მიღებულია და საქართველო უაპელაციოდ უერთდება. უკვე ოცი წელიწადია, ყველა კონვენციას დიდი სიხარულით ვუერთდებით. არსებობს კონვენცია ლტოლვილთა შეახებ, რომელსაც ისეთი დიდი ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი და თურქეთი გარკვეული დათქმით მიუერთდნენ. თურქეთი სამ თვეზე მეტხანს არ აჩერებს გარკვეულ ჯგუფთა კატეგორიას, ხოლო რუსეთი ზოგიერთი ქვეყნის ლტოლვილებს საერთოდ არ იღებს. ჩვენ კი უაპელაციოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე მივუერთდით ამ კონვენციას და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ვიღებთ ადამიანებს, თან ვცდილობთ, დასაქმების არეალი შევუქმნათ. რეალურად კი სახნავ-სათესი მიწები საკუთარი მოსახლეობისთვისაც არ გვაქვს საკმარისი.


17 მაისს გეიაღლუმი ტარდება, ნუთუ ჩვენს ქვეყანაში ისინი იმ რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, რომ აუცილებელი ხდება მათი აღლუმების მოწყობა? ანტიდისკრიმინაციული კანონის თანახმად, ჩვენ, მართლმადიდებელ მრევლს, გვეკრძალება საკუთარი აზრის გამოხატვა ამორალური ქმედებების მიმართ, ამ ვითარებაში ჩვენ თავად ვხდებით დასაცავი, თუმცა არ მინდა, საუბარი ამ თემისკენ წავიყვანო და სხვა დატვირთვა მივცე ჩვენს საუბარს.


მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. ჩვენს ქვეყანაში უამრავი კონფესია, ეთნიკური ჯგუფია წარმოდგენილი, თან ვხედავთ, რომ საქართველო უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურების თუ რელიგიური მიმდინარეობების პოლიგონად გადაიქცა, დაცვის ქმედითი მექანიზმები კი არ გააჩნია. დაცვის მექანიზმების შექმნის მაგივრად ვიღებთ სანქციებს და მკაცრ კანონებს, რომლებიც გვიკრძალავს ამორალურ მოქმედებაზე აზრის გამოხატვას, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, პოლიტიკური სიბეცეა.


ვინმემ იცის, რამდენი სირიელი ლტოლვილია საქართველოში, რა ეთნიკური ჯგუფის ან აღმსარებლობის წარმომადგენლები არიან ისინი, საერთოდ ვაწარმოებთ მათ აღრიცხვას? არავის გაუკვირდეს, რომ ასეთ ვითარებაში ზუსტად ისეთი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორც თავის დროზე ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ხატისოვის ამბავი იყო.


არც ერთი ეთნიკური ჯგუფის წინააღმდეგი არ ვარ, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინტერესები, რომელთა იგნორირება არანაირი საბაბით არ შეიძლება.


მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომ ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონს და ის შემოდგომაზე, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განიხილოს.


ახლა _ რაც შეეხება სააკაშვილის აკვიატებას პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადატანის თაობაზე: ეს მოთხოვნა მენშევიკურ საქართველოს წამოუყენეს «დაშნაქ ცუტუნის» ლიდერებმა. მოთხოვნა მიმართული იყო ინგლისის მისიის ხელმძღვანელისადმი. სომხეთის იმდროინდელი პრემიერმინისტრი წერდა, რომ სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ქუთაისში გადატანა, გოდერძის უღელტეხილზე თავისუფალი მოძრაობა და ითხოვდნენ, ჰქონოდათ ფართო ავტონომია რეგიონული ენის უფლებით ახალქალაქში. დაშნაკების ეს მოთხოვნა 21-ე საუკუნის დასაწყისში სააკაშვილმა, როგორც ხედავთ, წარმატებით აღასრულა. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ თურქეთი დღის წესრიგიდან არ ხსნის მისწრაფებას ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიებში თურქეთის გაფართოების თაობაზე.


ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ამტკიცებს, შესაძლებელია, მოგვცეს ასეთი სურათი: ბათუმის მერად საქართველოს მოქალაქე თურქი მოგვევლინოს იმ ათიათასობით თურქისგან, რომელთაც სააკაშვილმა მოქალაქეობა თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში დაურიგა. არსებობენ რეაქციული ძალები, რომლებიც ზემოჩამოთვლილი საკითხების წინ წამოწევას ცდილობენ. ეს არის ერთა შორის კონფლიქტის გაღრმავების წინაპირობა. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე დაყრდნობით გარკვეულ პირთა ჯგუფებს სათავისო ინტერპრეტაციებისა და დემარშების საშუალება ეძლევათ, რაც მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია ქვეყნის სუვერენიტეტისთვის.


_ რაში სჭირდებოდათ სომხებს ქუთაისში მთავრობის გადატანა?


_ როდესაც მთავრობა პერიფერიაში გადადის, ყურადღებაც იქითკენ არის მიპყრობილი და მთავარი ქალაქი ყურადღების მიღმა რჩება. შესაძლებელია, ვცდები, მაგრამ დაშნაკების იდეა იმის შესახებ, რომ თბილისი ამიერკავკასიაში ფორმალურად ნეიტრალურ, რეალურად კი სომხურ ქალაქად იქცეს, ისევ ძალაშია.


როგორც საქართველოს მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ამ ეტაპზე მიღება არ შეიძლება, ასევე ნაჩქარევად მეჩვენება თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, რადგან საპარლამენტო ოპოზიცია («ნაცმოძრაობა») მარგინალური და თან აგრესიული ძალაა, ის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფიქრობს, უკან არაფერზე დაიხევს, პროვოკაციებს მოაწყობს და ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩაგვაგდებს.


ესაუბრა


ეკა ნასყიდაშვილი


http://geworld.net/View.php?ArtId=5845&Title=antidiskriminaciuli+kanonis+antiqarTuli+xibli&lang=ge

«კაცია მამათმავალი?!»

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მოქმედ ხელისუფლებას მადლობას ვეუბნები ასე საჯაროდ და მოურიდებლად. საქმე იმ კანონპროექტს ეხება, რომელიც პარლამენტში განსახილველად შევიდა და, მათი ამბავი რომ ვიცი, მალე დაამტკიცებენ. კანონპროექტს «დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ» აქტიურად იხილავენ და, იურიდიული ტერმინებით რომ არ დაგღალოთ, მარტივად გეტყვით: ამ კანონის მიხედვით, დაისჯება ყველა, ვინც სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაციას მოახდენს. კიდევ უფრო მარტივად: თუ თქვენ დაინახავთ გეის (გასაგებ ენაზე _ პედერასტს) და აგრესიას გამოხატავთ, დაგიჭერენ და, ყველაზე კარგ შემთხვევაში, მსუყე ჯარიმას გამოგიწერენ. როგორია? ვიღაც იტყვის, _ კარგია, რადგან ისინიც ადამიანები არიანო, თუმცა კარგი კი არა, საუკუნის აღიარებაა და ძალიან კარგია.


საქართველოს საკანონმდებლო ბაზას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ადამიანზე ფიზიკური ძალადობა ისედაც ისჯება, ანუ, თუ ვინმეს სცემთ, პასუხისმგებლობას ავტომატურად დაგაკისრებენ. მაშ, რა საჭირო იყო სექსუალური უმცირესობებისთვის ცალკე კანონის მიღება?! ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სექსუალურ უმცირესობებს ადამიანებისგან განსხვავებული კანონი უნდა იცავდეს, ისევე, როგორც ცხოველებს, ფრინველებს, შენობებსა თუ უძრავ-მოძრავ ქონებას?! ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ პარლამენტი არაპირდაპირ, მაგრამ მაინც აღიარებს, რომ ისინი ადამიანები არ არიან და ცალკე კანონმდებლობა სჭირდებათ?! ახლა ვიღაც მეტყვის, _ არაო, მაგრამ მაშინ იმ ვიღაცამ უნდა ახსნას, რატომ არის საჭირო მათთვის ცალკე კანონმდებლობა! უფრო კონკრეტულ მაგალითს გეტყვით.


საქართველოს და, საზოგადოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ციხეებში ყველაფერი იერარქიულად არის გაწერილი. ყველაზე დაბალ ფენად ამ იერარქიაში, ე. წ. ქათმები ითვლებიან. «საქათმეში» ხვდებიან უმძიმესი დანაშაულისთვის (გაუპატიურება, გაუმართლებელი მკვლელობა, წამება) გასამართლებული ადამიანები და კიდევ ისინი, ვინც თავისუფლებაზე ე. წ. არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელნი იყვნენ. «ქათმები» რომ იცნო, მათ ხელზე სპეციალური ლენტი უკეთიათ და ახლა იკითხავთ: მათი ცნობა რისთვის გჭირდებათო?! რისთვის და შემთხვევით რომ არ შეეხო, შემთხვევით მხარი რომ არ გაჰკრა, ანუ ციხეში «ქათამი» უწმინდურია, მისი ცემაც რომ გინდოდეს, ხელს ვერ დაარტყამ, ფეხსაცმლით, ბოთლით, ჯოხით ან რაიმე ნივთით უნდა შეეხო, რადგან «ქათამზე» ხელის შეხება «გრეხია».


ჰოდა, სწორედ ასეთ დაუწერელ კანონს ჰგავს ის, რასაც ახლა პარლამენტი იღებს და, თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ცუდია, მისი პრობლემაა. პირიქით, ხელზე ლენტის რა გითხრათ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამ ადამიანებს (ვიდრე კანონი ძალაში შევა, ადამიანებად მოვიხსენიებ, მერე კი ამას კანონი ამიკრძალავს და რამე სხვას დავარქმევ) რამე ამოსაცნობი ნიშანი ექნებათ. ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება და მათთვისაც. ჩვენთვის იმიტომ, რომ მეცოდინება, მას უნდა ვერიდო, რადგან, მათი ნაზი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ქუჩაში შემთხვევით მხრის გაკვრამაც კი გააღიზიანოს და პოლიციაში გაიქცეს, _ მხარი ჩამილურჯდაო და ხომ დამიჭერენ?! მოვერიდები, ამით პასუხისმგებლობასაც ავარიდებ თავს და ისიც მშვიდად იქნება, _ არ შემეხო, გეი ვარო, რომ ეწერება ხელზე თუ შუბლზე.


დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ჩემს მოსაზრებას არ დაეთანხმებიან და გამაკრიტიკებენ, მაგრამ პირიქით, ხალხო (ჯერ კიდევ _ ხალხო), მე თქვენ მხარეს ვარ და ლოზუნგიც კი მოგიფიქრეთ, ძველი, მაგრამ კარგად აპრობირებული: «პედერასტებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!». ხედავთ, რა ყოვლისმომცველი და საინტერესო ლოზუნგია?! ჰოდა, თუ დამიჯერებთ, მალე ჰიმნსაც მოვიფიქრებ და თქვენზე ზრუნვაში გავათენებ ღამეებს. მერე კი, ევროკავშირში რომ მიგვიღებენ, წინა რიგებში თქვენ დაგაყენებთ, დროშებს მოგცემთ (ტარები გექნებათ) და ასე, დროშის ფრიალ-ფრიალით და იმ ჰიმნის სიმღერით, მე რომ მოგიფიქრებთ, ამაყად შეაბიჯებთ ევროპაში, განსაკუთრებით წარჩინებულები კი საჩუქრად ევროპული გეიაღლუმის მონაწილეებიც გახდებით!


მერე რა, რომ მაგ დროისთვის პარლამენტს ოფიციალურად არაადამიანებად ეყოლებით გამოცხადებული...


დავით მინდიაშვილი

30 04 2014


geworld.net


вторник, 29 апреля 2014 г.

ჯონდი ბაღათურია: ციხეში, ცოცხის კადრები რაც ვნახეთ, ამას ჰომოსექსუალები აკეთებდნენ

"ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე კოენტარი გააკეთა და განმარტა, რომ საბავშვო ბაღებსა და პენიტენციალურ სისტემაში ჰომოსექსუალებს მუშაობის საშუალება არ უნდა მიეცეთ. არგუმენტად ბაღათურიამ ციხის კადრები მოიშველია.



“პენიტენციალურ სისტემაში, ციხის კადრებში, ცოცხის კადრები რაც ვნახეთ, ამას ჰომოსექსუალები აკეთებდნენ. არ შეიძლება პატიმარი იყოს ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი და იქ ზედამხედველები იყვნენ ჰომოსექსუალები”, - განაცხადა ბაღათურიამ "რუსთავი-2“ -ის ეთერში.

****


მანანა კობახიძე: კანონის არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ თითქოს მამათმავლობის დაკანონება ხდება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი პედოფილიის და ჰომოსექსუალიზმის დაკანონებას არ გულისხმობს და საკითხის არასწორი ინტერპრეტირება ხდება. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი, მიუხედავად მისი კანის ფერისა, რასისა, წარმომავლობისა, ეროვნებისა, რელიგიური კუთვნილებისა, სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა, არის თანასწორი და არ შეიძლება მათი კონსტიტუციურად დაცული ძირითადი ფუნდამენტური უფლებების შელახვა.

“ამ კანონს ვუჭერ მხარს, იმიტომ რომ ეს კანონი არის ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ. ადამიანები, რომლებიც შეიძლება არიან განსხვავებულები, არ უნდა გახდნენ ძალადობის, ჩაგვრის მსხვერპლნი და ეს არის ჩვეულებრივ, ტოლერანტულ ღირებულებებზე დამყარებული პრინციპი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საზოგადოება, რომელსაც სურს, რომ იცხოვროს მშვიდობიან გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთზე არ ძალადობენ, სადაც დემოკრატიული ღირებულებები დაცულია, ეს კანონი უნდა იქნას მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, გარკვეულად ამ კანონის არასწორი ინტერპრეტირება ხდება. მინდა საზოგადოება დავამშვიდო, რომ აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციები მიდის და სამწუხაროდ, ეს შეგნებულად ხდება. ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ კანონიდან გამომდინარე პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და აბსოლუტურად არასწორად ინტერპრეტირებს ამ კანონს. თითქოს ხდება მამათმავლობის დაკანონება, თითქოს ხდება საბავშვო ბაღებში პედოფილიის წახალისება და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არაფერი მსგავსი ამ კანონში არ წერია”, - განაცხადა მანანა კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.


***


ზაქარია ქუცნაშვილი: საერო და სასულიერო პირებს უნდა ჰქონდეთ აზრის გამოხატვის და კრიტიკის უფლება


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირებს საერო საკითხებში აზრის გამოთქმის და კრიტიკის უფლება უნდა ჰქონდეთ.

„თანამედროვე ქართული სახელმწიფო დაფუძნებული უნდა იყოს იმაზე, რომ საერო და სასულიერო პირსაც ჰქონდეთ აზრის გამოხატვის, კრიტიკის, კომიტეტის სხდომაზე მუშაობის უფლება. ჩვენც უნდა გვქონდეს სასულიერი საკითხებში აზრის გამოთქმის უფლება და მათაც უნდა ჰქონდეთ საერო საკითხებში აზრის გამოხატვის უფლება. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო“.

*

ზაქარია ქუცნაშვილი: ყველა ეტმასნება დედა ეკლესიას, რომ ის გამოიყენოს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ არ აქვთ საზოგადოებაში ისეთი ავტორიტეტი, რომ ამომრჩეველზე დამოუკიდებლად იმოქმედონ. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ბევრი ცდილობს ეკლესია გამოიყენოს ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.


„ჩვენ, საერო პირებმა არასწორი ცხოვრების წესით და იმ წარსულით, რომელიც წინა წლებიდან მოყვება ყოველ ჩვენთაგანს, ვერ შევძელით იმხელა წონის და ავტორიტეტის შექმნა, რომ ამომრჩეველზე დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ და ყველა ეტმასნება დედა ეკლესიას, რომ ის გამოიყენოს, მათ შორის, ამომრჩევლის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ალბათ, საერო პირებს ძალიან დიდი მუშაობა მოგვიწევს, რომ შეიქმნას საზოგადოებაზე მორალური და ინტელექტუალური ზეგავლენის მოხდენა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებას სჭირდება. ყოველთვის ცდილობდნენ პოლიტიკური პარტიები, რომ მიეჯაჭვონ ეკლესიას და ეკლესიის პოზიციიდან გამომდინარე აწარმოონ თავიანთი საქმიანობა,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის დრო“.

****


დავით ზურაბიშვილი: ანტიდისკრიმინაციული კანონი ასოცირების ხელშეკრულებისთვის უნდა იყოს მიღებული


პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონს იმ ფორმით მიიღებს, რა ფორმითაც ის მთავრობამ პარლამენტში შეიტანა. მისი თქმით, კანონზე მსჯელობაში მეტი ფართო ჩართულობა შეუძლებელია.

„როგორც ვიცი, აღნიშნული კანონის განხილვაში საპატრიარქო ჩართულია. სექსუალური ორიენტაცია უკანონობა არაა, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში კრიმინალიზაცია მოაცილეს სექსუალურ ორიენტაციას, ანუ სექსუალური ორიენტაცია ჩვენთან დანაშაულად არ ითვლება. საეკლესიო კანონმდებლობა ამას ცოდვად მიიჩნევს. ეკლესიას შეუძლია გამოთქვას და ალბათ, მომავალშიც გამოთქვამს არაერთ საკითზე საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ პრეროგატივა კანონის მიღებისა, არის საქართველოს პარლამენტის, ჩვენთვის მთავრობის პოზიცია ცნობილია, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის პოზიციაც და ეს კანონი სწრაფად უნდა იყოს მიღებული, ასოცირების ხელშეკრულებისთვის. სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია იკრძალება, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსი. ის, რომ ადამიანის დისკრიმინაცია არ შეიძლება, ეს არის ანაბანა ცივილიზებული სამაყაროსი. ეს კანონი არის მისაღები. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მიიღოს ანუ მიიღებს ამ კანონს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის შემოტანილი მთავრობის მიერ”, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა გადაცემაში „არჩევანი“.

***


ელენე ხოშტარია: ჩვენ გვთავაზობენ, რომ 17 მაისს ჰქონდეს მუდმივი ხასიათი
ექსპერტი ელენე ხოშტარია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცებას ქვეყნის განვითარებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანს უწოდებს.

"ეკლესია პრინციპულად ითხოვს, ჰქონდეს ძალადობის უფლება ერთ ჯგუფზე, ნაცვლად იმისა, რომ ამით ვიყოთ გაოგნებული, ვიცავთ ამ ჯგუფებს, რომ ისინი არც ისე ცუდები არიან და რომ მათ რაღაც უფლებები უნდა მივცეთ. ჩვენ გვთავაზობენ, რომ შევქმნათ საზოგადოება, სახელმწიფო, რომელშიც ერთ ჯგუფს უნდა ჰქონდეს უფლება, იძალადოს და 17 მაისს ჰქონდეს მუდმივი ხასიათი“, - განაცხადა ხოშტარიამ გადაცემაში „არჩევანი“.

მისივე განმარტებით, ის, რომ პარლამენტარებს კანონის ეფექტურობის უარყოფა უჭირთ, ძალიან კარგია. ხოშტარია მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში პოზიცია-ოპოზიციის კონსოლიდაცია აუცილებელია.

"დღეს პარლამენტში რამდენიმე ადამიანს ძალიან უჭირდა ამ კანონის ეფექტურობის უარყოფა და ეს ძალიან კარგია. დღევანდელ სიტუაციაში ამ კანონის მიღებამ შეიძინა ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ არის დღეს აუცილებელი მთავრობისა და ოპოზიციის კონსოლიდაცია", - განაცხადა ექსპერტმა.

**


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანტიდისკრიმინაციულ კანონპრექტს მხარს დაუჭერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მხარდაჭერა აუცილებელია. დეპუტატი გამორიცხავს, რომ უმცირესობის უფლებების დაცვით უმრავლესობის უფლებები შეილახება.

“ჩვენი სახელმწიფო იმით არის მდიდარი, რომ ის შედგება სხვადასხვა ჯგუფებისგან, სხვადასხვა შეხედულებების, სხვადასხვა რწმენისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებისგან და ჩვენ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება. არ გვაქვს უფლება ისე წარმოვაჩინოთ საკითხი, რომ ვიღაცის უფლებების დაცვა ჩვენი უფლებების შეზღუდვაა,“- განაცხადა გაბაშვილმა გადაცემაში „არჩევანი“.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა აღნიშნა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანტიდისკრიმინაციულ კანონპრექტს მხარს დაუჭერს.

„ ეს კანონპროექტი, ჩვენი აზრით, იმსახურებს მხარდაჭერას და, შესაბამისად, ვაპირებთ, რომ მას მეორე და თუნდაც მესამე მოსმენითაც დავუჭიროთ მხარი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.




reportiori.ge


დავით უსუფაშვილი: საკითხი დგას შემდეგნაირად - მივდივართ ევროპისკენ, ან ვრჩებით რუსეთში

ავტორი: ნინი მოდრეკილი
29 აპრილი, 2014.

დავით უსუფაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, პარლამენტში წარმოდგენილი პროექტი არის შუალედური ვარიანტი, რადგან მასზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მჭიდროდ იყო ჩართული ყველა დაინტერესებული პირი და ორგანიზაცია, მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლებიც.

“შედგა რამდენიმე შეხვედრაც, რომლის დროსაც ყველა კითხვას გაეცა პასუხი. შესაძლოა, ყველა თემაზე არ იყოს აბსოლუტური კონსენსუსი, მაგრამ პარლამენტი და პარლამენტარები არანაკლებ ზრუნავენ არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკურ წარმატებებზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების მორალურ სტანდარტებზე და დაკავებულები ვართ ყველა იმ თემატიკის აწონ-დაწონით, რაც დღის წესრიგში დგას. დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ საკითხზე გადაწყვეტილება იქნება მისაღები, ჩემი კოლეგები ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.


მოლდოვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ ამ ქვეყნის მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ როდესაც მოლდოვაში ანალოგიური კანონპროექტი განიხილებოდა - ვნებათაღელვა იყო, თუმცა მისი მიღების შემდეგ ვინმეს ბოროტად არ უსარგებლია.


„დღეს საკითხი დგას შემდეგნაირად - მივდივართ ევროპისკენ და ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანი არ უნდა შევავიწროვოთ, თუ არ ვიზიარებთ მის შეხედულებას, ანდა ვრჩებით რუსეთში. ასე რომ, რუსეთი თუ ევროპა? ამ არჩევანს აკეთებს პარლამენტი და ქვეყანა და ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.


http://reportiori.ge/?menuid=2&id=24765

10 правил безопасности во время информационной войны

Внимательно отслеживайте симптомы, чтобы не стать жертвой пропаганды и уберечь свой мозг от разрушения. Что надо знать о подаче и восприятии новостей в случае информационной войны?

1. Независимых СМИ не существует. Цель создания мифа о независимости СМИ простая: обыватель должен верить транслируемой информации, считая, что критичное осмысление и фильтрация фейков заранее произведены ответственным и независимым журналистом. Если такой журналист вдруг появляется, его позиция, текст или сюжет будет откорректирован редакцией.

2. При остром недостатке объективной информации СМИ все равно что-либо выпускает, снабдив подходящими комментариями экспертов либо цитатами из социальных сетей. Выбор комментариев никогда не будет случайным. Вы видите, как какие-то люди куда-то бегут, например. Где это снято? Когда? Что они там неразборчиво кричат? Обо всем этом вам расскажут эксперты.

3. Цитирование мнений из непонятных аккаунтов социальных сетей — верный признак пропаганды. Самые яркие, самые одиозные, самые провокационные сообщения можно транслировать аудитории совершенно безнаказанно, если взять их из социальных сетей. Якобы «глас народа» снимает всякую ответственность с журналиста.

4. Даже при наличии объективной информации СМИ сделает ее субъективной в интересах своих спонсоров. Объективная информация никому не приносит дивидендов. Объективную информацию необходимо обращать в пользу выгодоприобретателя. Для этого существует несколько эффективных приемов. Примеры ниже.

5. Формат «простой человек что-то искренне говорит» необходим СМИ для того, чтобы снять с себя или с дружественных политиков ответственность за предвзятость подачи и однобокую направленность высказываемых оценок. И только во вторую очередь он нужен для разнообразия картинки (текста). Про человека в кадре можно додумать его мотивы, придумать ему любые характеристики и подать их как надо.

6. Выбор характеристик зависит от позиции СМИ. Один и тот же человек будет либо повстанцем, либо сепаратистом, либо боевиком, либо террористом. Он никогда не будет «недовольным гражданином», почти никогда не будет «протестующим». Любая «мирная демонстрация» легким движением языка превращается в «толпу фанатиков».

7. В случае информационной войны пропагандисты не ограничиваются критикой действий противной стороны (они могут быть действительно деструктивными), этого мало для победы. Уничтожающим оценкам подвергаются также цели, мысли, эмоции, внешний вид и весь спектр вероятностей. «Они, возможно, не остановятся перед убийством». То есть, «возможно» — так можно про кого угодно сказать, правда? Весь вопрос: озвучивается ли подобная догадка. Если озвучивается, то это пропаганда.

8. Не бывает так, что один человек всегда и во всем прав, а другой всегда и во всем неправ. В любой группе людей всегда есть разные люди. Во время информационной войны нюансы никого не интересуют, врагов идентифицируют по любому общему признаку: негры, блондины, таксисты, левши. Если Вас посещают мысли: «Да они там все долбанутые!» или «Да сразу ж видно, что он фашист» — значит вы стали жертвой пропаганды.

9. Обобщающие сравнения с другими странами всегда некорректны. Есть бедные, грязные районы в Европе с мрачными личностями и уличной преступностью. Есть вылизанные кварталы в Латинской Америке с улыбчивым полицейским на каждом углу. Если вас зовут жить «как в другой стране», стоит заранее уточнить: где конкретно, в каком квартале? Если вы не задаете таких вопросов, значит вы стали жертвой пропаганды.

10. Не существует мнения России, Бельгии, Зимбабве. Не существует целей, действий или замыслов русских, украинцев, европейцев. Существуют цели правящих группировок, действия конкретных людей и мнения различных групп граждан. Америка не хочет уничтожать Россию. Россия не хочет разделить Украину. Но есть конкретные люди, у них есть конкретные желания, в том числе такие. Если вы верите, что вся целиком некая страна чего-то хочет в отношении вас, значит вы стали жертвой пропаганды.

Что делать, если вы стали жертвой пропаганды?
Начните задавать себе вопросы:

1) Кому выгодно, чтобы я думал именно так?

2) Как подобные мысли помогают мне стать счастливее, здоровее, богаче?

Если не помогают, значит кто-то станет богаче или счастливее за Ваш счет.


Cледующие oсновные цели информационной войны


1. Деморализация противника. Рождение (усиление) сомнений. Разворот эмоций против собственных союзников (начальников).

2. Мобилизация собственных сторонников. Вера в правое дело.

3. Обращение на свою сторону 3-й стороны, создание пула союзников. Организация давления. Позиция 3-й стороны в свою очередь становится аргументом. «Весь мир осуждает….»

4. Отвлечение внимания аудитории от своих собственных слабых позиций.

Цели второго уровня

1. 1. Радикализация умеренных сторонников. Переход от слов к делу.

1.2. Создание аргументов для реализации побочных целей, политических и экономических.

Проблематика информационной войны в соцсетях

1) Все большее отдаление лагерей друг от друга. Избирательное восприятие информации. Сплошной когнитивный диссонанс. Трудно пробраться в чужой лагерь. Поляризация. Рациональные аргументы используются мало. Есть враги, и все их действия враждебны. Есть свои – и все их действия верны.

2) Враждебная и оскорбительная лексика делает невозможной коммуникацию. Риторика заменяет логику.

3) Информационный шум рождает усталость и желание выключиться из темы совсем.

4) Постоянный стресс снижает сопротивляемость манипуляциям.

5) Никаких правил. Честный боец в уличной драке проиграет.



ამოკრებილია.

Верховная Рада не хочет запрещать пропаганду гомосексуализма детям

  В Верховной Раде Украины снят с рассмотрения проект закона N1155 о запрете направленной на детей пропаганды однополых сексуальных отношений, который подготовил экс-нардеп Вадим Колесниченко.

Именно этот украинский закон вызвал негативную реакцию практически всех развитых стран мира и международных организаций. В частности, снять с рассмотрения закон и прекратить дискриминацию ЛГБТ-сообщества официально требовали в ООН.

В свою очередь в Европарламенте и ряде стран Европейского Союза призвали Украину не принимать данный закон. В Нидерландах даже пригрозили в случае согласования таких норм наложить вето на либерализацию визового режима между ЕС и Украиной.

Напомним, что в ходе переговоров о либерализации визового режима с ЕС правительство предложило Еврокомиссии компромисс, согласно которому первая фаза либерализации будет подписана без принятия всеобъемлющего законодательства о запрете дискриминации, в том числе и по признаку сексуальной ориентации. Согласно договоренности, вопрос об этом будет поднят в ходе обсуждения второй фазы. Зато правительство предложило ряд мер, и среди них — нейтрализацию гомофобных (косвенно или прямо ущемляющие права геев и лесбиянок) законопроектов, остающихся на рассмотрении Верховной Рады.

Заметим, что все без исключения страны ЕС и члены Шенгенского соглашения в свое время приняли антидискриминационное законодательство и на законодательном уровне защищают права меньшинств, независимо от признаков: расы, пола, вероисповедания, сексуальной ориентации и т.д. К тому же, подобные законы действуют в балканских странах, в Латинской Америке, США, Канаде, Исландии, Австралии, Новой Зеландии, Южной Африке и других странах.

Напомним, 15 апреля Рада приняла за основу закон о противодействии дискриминации. Законопроект входит в пакет документов, которые позволят либерализовать визовый режим с Евросоюзом.

Законопроект № 4581 «О внесении изменений в некоторые законодательные акты Украины (относительно предотвращения и противодействия дискриминации)» дает определение понятиям «дискриминация», «косвенная дискриминация», «объявленное намерение о дискриминации», «пособничество в дискриминации».

http://politruk.tk/blog/1345.html


oplot.info

გიორგი ახვლედიანი: ხელისუფლება ცდილობს, არც მწვადი დაწვას, არც - შამფური, თუმცა ორივე დაეწვებათ

29 აპრილი, 2014

საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დატოვეს.

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს საზოგადოების ორივე ნაწილის მოსაზრება, თუმცა, მსგავსი პოზიცია ქართული პოლიტიკისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

"მხოლოდ მუხლობრივ განხილვებზე და იურიდიულ ტერმინოლოგიაზე კამათი უაზრობაა. საუბარი ეხება ორი უმნიშვნელოვანესი მსოფლმხედველობის დაპირისპირებას. ერთი პოზიცია სრულიად უმრავლესობას აქვს, რომელიც თვლის, რომ ლგბტ ეს არის გარყვნილება და ცოდვა, მისი ნორმად ქცევა არ შეიძლება. მეორე მხარესაა უმცირესობა, ლიბერალური ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ უნდა გათანაბრდეს და ნორმად დამტკიცდეს ეს საკითხი. ხელისუფლებამ ამათ შორის უნდა გააკეთოს არჩევანი. ისინი ცდილობენ, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური, თუმცა, მათ ორივე დაეწვებათ. აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა არის სამარის გათხრა ქართული პოლიტიკისთვის", - აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.



http://reportiori.ge/?menuid=2&id=24762

სასულიერო პირებმა, პროტესტის ნიშნად, კომიტეტის სხდომა დატოვეს

სასულიერო პირებმა ანტიდისკრიმინაციული პროექტის განხილვისას, პროტესტის ნიშნად, კომიტეტის სხდომა დატოვეს.

საპატრიარქოს წარმომადგენლების შეფასებით, დღევანდელი სხდომიდან გამოჩნდა, რომ უმრავლესობასთან შეთანხმება არ შედგება.

"ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. უბრალოდ, ვითხოვდით, რომ გადადებულიყო და განხილვა გაგრძელებულიყო. თუმცა, ვხედავთ, რომ ეს მათ არ სურთ", - აღნიშნა დეკანოზმა დავით მანსურაშვილმა. 


ჰიპნოზი, მეთოდი,რომელსაც მრავალმხრივი რეალიზაცია აქვს

  ჰიპნოზი არის ცნობიერების დროებითი მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ შთაგონებით არის გამოწვეული. ამ დროს ადამიანის ცნობიერი მხარე საერთოდ გათიშულია და ადამიანი ემორჩილება ჰიპნოტიზიორის ბრძანებებს.

ჰიპნოზი სათავეს შორეულ წარსულში იღებს და ის ახალი ხილი სულაც არ არის. ადამიანის შთაგონებით დამორჩილებას შუმერის, ძველ ეგვიპტისა და ინდოეთის რელიგიურ ტაძრებში ქურუმები ფლობდნენ და იყენებდნენ (არსებობს გადმოცემა, რომ ინდოელ ფაკირებს შთაგონებით შეეძლოთ ახალი დათესილი მარცვალი მიწაში გაეღვივებინათ და რამოდენიმე წუთში ის მიწიდან ამოწვერილიყო).

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას (მამა) ნაწარმოების “გრაფი მონტე კრისტოს” პერსონაჟი აბატი ფარია რეალურად არსებული პიროვნება იყო. წარმოშობით პორტუგალიელი აბატი XIX საუკუნის დასაწყისში რამოდენიმე წელი ცხოვრობდა ინდოეთში, კონკრეტულად კი გოაში, სადაც მან შეისწავლა ჰიპნოზი. საფრანგეთში დაბრუნების აბატმა ფარიამ გამოსცა წიგნი “ძილის გამოძახება და მისი გავლენა ადამიანზე“. ამ წიგნში მან აღწერა ჰიპნოზის უძველესი მეთოდი, რომელსაც ბრაჰმანები იყენებდნენ. ეს მეთოდი კი შემდგომში მდგომარეობდა, აბატი დაჟინებით უყურებდა იმ ადამიანს, ვისი დაჰიპნოზებაც უნდოდა და შემდეგ მთელი ხმით უყვიროდა “დორმეზ” (დაიძინე)

დღეს ჰიპნოსუგესტია წარმატებით გამოიყენება ისტერიული დამბლის, მეტყველების და სმენის დარღვევების, ამნეზიის, ენაბლუობის და სხვა ანალოგიურ შემთხვევებში. მიზანმიმართული მუშაობით შეიძლება მოიხსნას ემოციური დაძაბულობა, შფოთვა და აკვიატებები. ჰიპნოსუგესტია ასევე ეფექტურია ბავშვების მავნე ჩვევებისა და მოზარდების ქცევს დევიანტურ ფორმებთან ბრძოლაში.

მიზანშეწონილი არის ჰიპნოსუგესტიის გამოყენება სექსუალური დარღვევების დროს, განსაკუთრებით ქალებთან.

ჰიპნოთერაპია გამოიყენება ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და მწეველობის გადასაჩვევად. იგი ფართოდ გავრცელდა მეანობასა და გინეკოლოგიაში. სპეციალური მეთოდიკები შეიქმნა მშობიარობის გაუტკივარებისათვის.

ჰიპნოთერაპიის გამოყენებამ შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიღოს, მაგალითად შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმის დროს, დებილობის , გულის დაავადებებისა და სხვა მრავალ შემთხვევაში.

ჰიპნოზის გამოყენება ტკივილგამაყუჩებლად არაა რეკომენდირებული, როცა ტკივილს სიგნალის ფუნქცია აქვს. ფსიქოთერაპევტი ( განსაკუთრებით მამაკაცი ) უნდა მოერიდოს სეანსების ხშირ განმეორებას ქალებთან, რომლებსაც მისკენ აქვთ ლტოლვა. სეანსები უნდა ჩატარდეს სამკურნალო დაწესებულებებში მესამე პირთა თანდასწრებით.

ჰიპნოზს აქტიურად არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც იყენებდნენ. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან სპეცსამსახურების ხელში ჰიპნოზი საკმაოდ მძლავრი იარაღი გახდა. ხშირად სწორედ ჰიპნოზის საშუალებით ხდებოდა ფსიქოლოგიურად სუსტი ადამიანების დათანხმება სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე ან ინფორმაციის მიღებაზე.

ამ ყველაფერმა მოიტანა მასიური ჰიპნოზის, ანუ ზომბირების საჭიროება. მუშაობა მასიურ ჰიპნოზზე და ადამიანთან ზომბირებაზე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო. როგორც ბევრ სხვა სფეროში, აქაც ძირითადად, ორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის საიდუმლო ლაბორატორიებში ხდებოდა მუშაობა.

მასიური ჰიპნოზის უმთავრესი ინსტრუმენტი ტელევიზიაა და სწორედ ტელევიზიის საშუალებით ხდება ადამიანების ამა თუ იმ იდეის თავზე მოხვევა და ზომბირება. მასიური ჰიპნოზის საკმაოდ კარგი მაგალითია სატელევიზიო რეკლამა, როდესაც ადამიანი გაუცნობიერებლად უყურებს და უსმენს მისთვის ერთი შეხედვით უინტერესო ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მის ქვეცნობიერში “ღრმად ილექება” და შემდგომში აუცილებლად “ამოტივტივდება როცა საჭირო გახდება“.

სხვათა შორის, მასობრივ ჰიპნოზის უნარს არც თუ იშვიათად ფლობენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ორატორული ნიჭი აქვთ. ისინი საჯარო გამოსვლების დროს შეუჩერებელი ლაპარაკით და დამაჯერებელი ტონით თავბრუს ახვევენ ფართო მასებს, რაც შემდგომში საშუალებას აძლევთ მოიპოვონ უფრო მეტი გავლენა, ეს კი თითქმის ყოველთვის არასასურველი შედეგით სრულდება.

საუბარია იმაზეც, რომ ჰიპნოზის ელემენტები გამოიყენება სხვადასხვა მომღერლებისა და მუსიკალური ჯგუფების მიერ. 




ჰიპნოსი [ბერძ. Hypnos] - ბერძნულ მითოლოგიაში: ძილის ღვთაება, სიკვდილის ღმერთის-თანატოსის-ძმა(ტყუპისცალი); წარმოდგენილი ჰყავდათ ფრთოსან მძინარე ყმაწვილად (შდრ. ჰიპნოზი).


ჰიპნოზი hypnosis гипноз hypnosis (ბერძნ. hypnos ძილი) - შთაგონებით ან სუბიექტის ყურადღების რაიმეზე ძლიერი კონცენტრაციით გამოწვეული ძილისმაგვარი მდგომარეობა, რის დროსაც შეკავებულია თავის ტვინის ქერქის ცალკეული უბნები. ამ ფაზაში ექიმმა პაციენტზე შეიძლება მოახდინოს ძლიერი ზეშთაგონება, რასაც იყენებენ სამკურნალო მიზნებისათვის.



ჰიპნოთერაპია hypnotherapy гипнотерапия hypnotherapia (ბერძნ. hypnos ძილი, therapeia მკურნალობა) -1. ავადმყოფობების მკურნალობა ხანგრძლივი ძილის მეშვეობით. 2.ფსიქოთერაპიული მკურნალობის მეთოდი ჰიპნოზით.


მანანა კობახიძე მზადაა, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შემთხვევაში დეპუტატის მანდატი დათმოს

ავტორი: ნინი მოდრეკილი
29 აპრილი, 2014.

პარლამენტის ვიცე - სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება, საკუთარ მანდატს დათმობს. მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონი იმ ადამიანების უფლებებს დაიცავს, რომლებიც განსხვავებულები არიან.


"კანონში საუბარია იმაზე, რომ დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენგან, უმრავლესობისგან განსხვავებულები არიან. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ჩვენ შორის არიან. თუკი ვინმე რამის უფლებებს არღვევს, კანონის ფარგლებში მათი უფლებები უნდა დავიცვათ,“ -აღნიშნა ვიცე - სპიკერმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.


მანანა კობახიძე მამა დავითის განცხადებასაც გამოეხმაურა.

"მამა დავით თქვენს უფლებებს ვინმე არღვევს, მაშინ მე და უმრავლესობა მზად ვართ, თქვენი უფლებებიც დავიცვათ", - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტში ამ წუთებში ანტიდისკრიმინაციულ კანონს მუხლობრივად განიხილავენ.


http://reportiori.ge/?menuid=2&id=24755



ზაზა პაპუაშვილი: მივმართავ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს!

ავტორი: ალა გრიგალაშვილი
29 აპრილი, 2014.


„იმ შემთხვევაში, თუ კანონში ნახსენები იქნებოდა პედოფილია, ნეკროფილია და ჰომოსექსუალიზმი, მე მას მხარს არ დავუჭერდი. მე ვარ ჩვეულებრივი მართლმადიდებელი ქართველი, რომელსაც ქვეყნის წინსვლა და განვითარება აინტერესებს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, ამ კანონში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ამიტომ ამდენი მსჯელობა ამ თემაზე მოსაბეზრებელიცაა.


„სახლში ვისაც რა უნდა ის აკეთოს, თავში ქვა უხლიათ. მივმართავ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, დაიცვან იმ ქვეყნის ინტერესები, სადაც ცხოვრობენ. ამ კანონში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანები ჩაგვრისგან დავიცვათ, ამიტომ ბრძნული გადაწყვეტილება იქნება, მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაადგება. ჩემი აზრით, უბრალოდ მოსაბეზრებელია ამ თემაზე ამდენი საუბარი", - განაცხადა პაპუაშვილმა.


reportiori.ge


დეკანოზი გიორგი რაზმაძე: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება უზნეობაა და ვინც ამ კანონს ხელს მოაწერს უზნეო იქნება

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი
29 აპრილი, 2014.

დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვისას უმრავლესობის დეპუტატებს განუცხადა, რომ ვინც აღნიშნულ კანონს ხელს მოაწერს, უზნეო იქნება. მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირებაში მსგავსი კანონის მიღების შესახებ რომ განეცხადებინა, ხალხი მათ არ აირჩევდა.


“ქართული ოცნება” როცა მოდიოდით, აქ მყოფ უმრავლესობას და მთავრობის წარმომადგენლებს გეკითხებით, თქვენ დაპირებებში რომ გეთქვათ, ჩვენ ამ კანონებს მივიღებთ რომელი ქართველი მოგცემდათ ხმას? ეს არის უზნეობა და ვინც ამას ხელს მოაწერს იცოდეთ ყველა უზნეო ადამიანები იქნება. მეორე კითხვა მაქვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც გაუგებარი თანხებით იკვებებიან და საიდან მოდიან ეს კარგად ვიცით, წადით და ნახეთ აბა, სოდომ-გომორში რა ხდება. იქაურობას დღესაც ცეცხლი უკიდია. რატომ? თქვენნაირი ხალხის ცოდვების გამო დაიწყო ეს ყველაფერი. ეს ბიბლიაში წერია. ამიტომ ჭკუით იყავით”, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ.


http://reportiori.ge/?menuid=3&id=24751

დეკანოზი დავით ქვლივიძე: ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით აფხაზეთს და ე.წ. სამხეთ ოსეთს საბოლოოდ დავკარგავთ

ავტორი: ლილუ მიროტაძე
29 აპრილი, 2014.


დეკანოზი დავით ქვლივიძე დარწმუნებულია, რომ ანტიდისკრიმინაციული პაკეტის მიღებით საქართველო აფხაზეთს და ე.წ. სამხეთ ოსეთს საბოლოოდ დაკარგავს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მთავარი სადისკუსიო თემაა, უნდა იყოს თუ არა კანონში „სექსუალურ ორიენტაციასთან" და „გენდერულ იდენტობასთან" დაკავშირებული პუნქტები. როგორც სხდომაზე ითქვა, თუ ეს ორი ფრაზა პროექტიდან ამოვა, კონფროტაცია მოიხსნება.

„მოგვიწევს პასუხისგება ღმერთის, ხალხის, ქვეყნის წინაშე. აჩქარებული და დაუფიქრებული ნაბიჯებით ევროპისკენ კი არ წავალთ, არამედ ქვეყანას დავშლით. ამ კანონით შეიძლება აფხაზები და ოსები საბოლოოდ დავკარგოთ. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რომ ამ კანონის გამო საქართველოსთან არ იყვნენ, რადგან კავკასიური ტრადიციის ხალხია", - განაცხადა დავით ქვლივიძემ.

მან გაიხსენა შტეფან ფულეს განცხადებაც, რომ ევროპა ქვეყანას იღებს იმ ტრადიციებით, რაც აქვს და მას ევროპა არ ეწინააღმდეგება.



http://reportiori.ge/?menuid=3&id=24750

ინდოელი არქეოლოგები ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების კვლევის შედეგებს საქართველოში წარადგენენ

ავტორი: ლილუ მიროტაძე
29 აპრილი, 2014.

ინდოეთში, ქალაქ ნიუ დელიში საქართველო-ინდოეთის სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომისიას თავმჯდომარეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დინკარ ხულარი. კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერა კომისიის სხდომის ოქმს.

განიხილეს ინდოეთის არქეოლოგიური მისიის მომავალი ვიზიტი საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეებისთვის გოას წმინდა ავგუსტინეს მონასტერში აღმოჩენილი ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების და მათ იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ერთობლივი მრავალწლიანი კვლევის შედეგების წარდგენას.


reportiori.ge

დეკანოზი დავით ისაკაძე: ადგილი აქვს უმრავლესობის დისკრიმინაციას

ავტორი: ალა გრიგალაშვილი
29 აპრილი, 2014.


დეკანოზი გიორგი ისაკაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ მიმდინარე მუხლობრივ განხილვას ესწრება, აცხადებს, რომ სახელმწიფო მოსახლეობის უმრავლესობის დისკრიმინაციას ახდენს.

„ეკლესია მოითხოვს - ჩვენთან იყოს შეთანხმებული ისეთი საკითხების განხილვა, რომელიც აკანონებს სოდომ-გომორის ცოდვას. ეს არის ფართო საზოგადოების მოთხოვნა, რადგანაც ეკლესიაში იგულისხმება არა მარტო სასულიერო პირები, არამედ ერისკაცებიც. ჩვენ ვართ უმრავლსეობა და ხდება უმრავლსეობის დისკრიმინაცია“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის პროექტის არსებული ვარიანტის მიღებას ეწინააღმდეგება და ხელისუფლებას კონსულტაციების გამართვას სთავაზობს.


http://reportiori.ge/?menuid=3&id=24721

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე მოსახლეობის უმრავლესობა დისკრიმინაციის ქვეშ აღმოჩნდება

ავტორი: ალა გრიგალაშვილი
29 აპრილი, 2014.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის პროექტის მუხლობრივ განხილვას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.


სხდომის დაწყებამდე კოალიცია „ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიასთან შესაბამისი კონსულტაციების გავლის გარეშე ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ დისკრიმინაციის ქვეშ აღმოჩნდება.


„მეორე მოსმენის დაწყებამდე საჭიროა, რომ პროექტი იქნეს გათხოვილი და კანონით გათვალისწინებული პირობებით განხილულ იქნეს როგორც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ასევე სხვა რელიგიურ კონფესიებთან შეთანხმებით“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.


http://reportiori.ge/?menuid=3&id=24719




შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

ავტორი: ანა ნოდია
29 აპრილი, 2014.


შსს-ს წარმომადგენლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

სტუდენტებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.

შეხვედრაზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ სტუდენტებს განუმარტა, რომ 1 მაისიდან ძალაში შედის კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. აღნიშნული კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. სტუდენტებს ე.წ. „ბიო“-ს მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ასევე ესაუბრა ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.

ახალგაზრდებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე ინფორმაციას აწვდიან.

სტუდენტებს ასევე უჩვენეს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლი. ვიდეორგოლის მეშვეობით მათ იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიო“-ს მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების აუცილებლობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.




http://reportiori.ge/?menuid=3&id=24711

გია ნოდია: ვინც ანტიდისკრიმინაციულ კანონს იმიტომ ებრძვის რომ „გაგვაპიდარასტებს“, ბნელია!

ავტორი: ანა ნოდია
29 აპრილი, 2014.


პოლიტოლოგი გია ნოდია ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ვინც ახლა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ებრძვის იმის გამო, რომ ის „გაგვაპიდარასტებს“, ბნელი, ქაჯი და იდიოტია. პლუს ამას, ზოგიერთი მაინც, რუსეთის ფასიანი აგენტია (ამ შემთხვევაში იდიოტი შეიძლება სულაც არ იყოს).

პარლამენტში რომ ვიყო, კანონპროექტს აქტიურად დავუჭერდი მხარს. მაგრამ როგორც კერძო ინდივიდი, ვინარჩუნებ უფლებას ეჭვი გამოვთქვა: პრაქტიკულად რამე სარგებლობა მოაქვს ამ კანონს, გარდა იმისა, რომ ჩვენს ევროპელობას სიმბოლურად დავადასტურებთ? (ეს უკანასკნელიც რეალური ღირებულების მქონეა არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში და ამ კანონის მიღების ძირითადი, ჩემთვის ერთადერთი, გამართლებაა). კონსტიტუციაში ხომ უკვე გვიწერია, რომ დისკრიმინაცია დაუშვებელია?

თუ პრაქტიკული სარგებლობა იმაშია, რომ ომბუდსმენს ვიღაცეების დაჯარიმების უფლება ჰქონდეს, ეს სწორედ რომ არ მომწონს, იმიტომ რომ ომბუდსმენის ოფისი სადამსჯელო ორგანოდ არ უნდა ვაქციოთ“,
- წერს გია ნოდია.



http://reportiori.ge/?menuid=3&id=24710

ფიქრია ჩიხრაძე: ერთსქესიანთა ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ!

ავტორი: ალა გრიგალაშვილი
29 აპრილი, 2014.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება მნიშვნელოვანწილად არის გადაჯაჭვული საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან. ჩიხრაძის განმარტებით, ეს არის კანონთა წყება, რომელიც სხვადასხვა კანონშია გაფანტული და ახლა მათი ერთად თავმოყრის აუცილებლობა შეიქმნა.


ჩიხრაძე ამბობს, რომ როდესაც „დისკრიმაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტზეა საუბრი, მაშინვე სექსუალური უმცირესობების საკითხი იწევს წინა პლანზე, მაშინ, როცა საქართველოში სხვა უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხი უფრო მწვავედ დგას.

„ჩვენთან როგორც კი ასეთ თემებზე იწყება ლაპარაკი, მთელი საქართველოს თავში აენთება სექსუალური უმცირესობების საკითხი. ამ დროს კი უამრავი სხვა თემაა, სადაც დისკრიმინაცია არსებობს. ამის ნათელი მაგალითებია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მდგომარეობა. ხელისუფლებამ დაიწყო პანდუსების კამპანია, მაგრამ ეს კამპანია მხოლოდ ერთის პანდუსის გახსნით შემოიფარგლა.

შრომითი უფლებები არაა დაცული, არის აგრეთვე ხანდაზმული ადამიანების უფლებები, რომლებსაც აქვთ უფლება ჰქონდეთ უზრუნველყოფილი სიბერე; ჰქონდეთ მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა და ელემენტარული შემოსავალი. არის რელიგიური უმცირესობების საკითხი, რომელთა მიმართაც ჩვენს რეალობაში ბევრი გადაცდომა იყო და არის სექსუალური უმცირესობებიც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღედაღამ უნდა ურტყამდეს „ჯიგრული“ ქართული საზოგადოება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს, ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამაა. ყველაფერს სჭირდება კანონით რეგულირება. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ყველა ორიენტაციის ადამიანი არის თავისუფალი და ის არავის უფლებას არ ლახავს. სხვა თემაა ერთსქესიანთა ქორწინება, რომლისკატეგორიული წინააღმდეგი ვარ პირდადად მე, როგორც მემარჯვენე პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამაში დისკრიმინაციული არაფერია. ის, რომ ადამიანების ელემენტარული უფლებები უნდა იყოს დაცული, ამაზე კამათი 21 საუკეუნეში რთული მოვლენაა“,
- განაცხადა „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩიხრაძემ.

რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ საპატრიარქოს მიდგომა ლოგიკური და ბუნებრივია.

„ჩვენ ყოველთვის ვიწონებდით თავს ტოლერანტულობით. ტოლერანტულობა ცოდვასთან ტოლერანტულობას და მიმტევებლობას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის მიმართ ხარ შემწყნარებელი.

საპატრიარქო, ბუნებრივია, რომ ვერ იქნება შემწყნარებელი ამ მოვლენის მიმართ. ხელისუფლების ვალია, საპატრიარქოსაც და საზოგადოებასაც განუმარტოს, რომ გაურკვეველი შიშების ქვეშ არ ვიყოთ. დღეს კი შიშების ტყვეობაში ვართ. არაფერი საფრთხე ამაში არ არის, თუ ეს იქნება კარგად განმარტებული“
, - განაცხადა ჩიხრაძემ.


http://reportiori.ge/?menuid=3&id=24705



ალექსანდრე შალამბერიძე: შეუძლებელია იყო ქრისტიანი და იმავდროულად არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს მხარს უჭერდე!

"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში განხილვის შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა იგნორირებულია. სამწუხაროდ იგნორირებულია ყოველგავარი დასაბუთების გარეშე" - პარტია „თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს ეხმაურება.

„ერთადერთი "არგუმენტი", რაზეც მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ხდება აპელირება არის ის, რომ არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს კანონის ძალით მიეცეს "ფართო გზა", რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გარანტიაა.

სამწუხაროდ, ევროპულ ღირებულებებთან ზიარება სახელისუფლებო სტრუქტურებისა და მისი ხელმძღვანელი პირების მიერ არ უკავშირდება არც დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგალითად თანასწორუფლებიანი და სამართლიანი საარჩევნო კოდექსის შემოტანას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არც დასავლურ თვითმმართველობის კოდექსს, სადაც ადამიანს შეეძლებოდა სრულფასოვანი, რეალური თვითმმართველობის განხორციელება, ან/და დასავლური ფორმით თავისუფალ კონკურენტულ გარემოში, დაბალპროცენტიანი საწყისი სესხით, ყოველგვარი ბინის ჩადების გარეშე ბიზნესის დაწყება და ამით საკუთარი პრობლემების, საკუთარი ძალებითვე მოგვარებისაკენ სწრაფვა.

ამდენად სახელისუფლებო წარმომადგენელთა განცხადებები, რომ "დისკრიმინაციის ნიშნების დაზუსტება აუცილებელია , რომ ხელი მოვაწეროთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას" სრულიად უსუსურია და ემსახურება არა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, არამედ ერთსქესიანთა აღვირახსნილობის ლეგალიზაციას.

შეუძლებელია მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იყვნენ მართლმორწმუნე ქრისტიანები და იმავდროულად მხარს უჭერდე არატრადიციულ სექსუალური ურთიერთობების დაკანონებას,"
- ნათქვბამია შალამბერიძის განცხადებაში.


http://reportiori.ge/?menuid=2&id=24702



გიორგი ახვლედიანი: ფსევდოლიბერალური აზროვნების ხელისუფლება გარყვნილებას აკანონებს

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, „სოდომის და გომორის ცოდვის აღიარებას გვთხოვენ“.

„დღევანდელი ფსევდოლიბერალური აზროვნების ხელისუფლება გარყვნილებას აკანონებს. აკანონებს იმ ნორმას, რომელიც ყოველთვის მიუღებელი და წარმოუდგენლად შეუთავსებელი იყო ქართული რეალობისთვის. ანტიდისკრიმინაციული კანონით სოდომის და გომორის ცოდვის აღიარებას გვთხოვენ“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ამ წუთებში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის პროექტის მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება. სასულიერო პირებთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლები კანონის პროექტის არსებული სახით მიღებას ეწინააღმდეგებიან.



გიორგი ახვლედიანი: კომიტეტის სხდომაზე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გაწვევის საკითხს დავაყენებთ!


29 აპრილი, 2014.


ჟურნალისტებთან საუბარში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე ანტიდისკრიმინიაციული კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიციატივის წინააღმდეგ მთლიანად საქართველო გამოვა.

„როდესაც „ქრისტიან-დემოკრატები“ რამდენიმე თვის წინ ვსაუბრობდით, რომ აუცილებელი იყო კონსტიტუციაში შეგვეტანა ისეთი ნორმები, რომელიც ერთ სქესიანთა ქორწინების პრევენციას მოახდენდა, ხელისუფლებაში გვეუბნდებოდნენ, რომ ეს აქტუალური არ იყო. რამდენიმე თვეში დავინახეთ, რომ დღევანდელი ფსევდოლიბერალური აზროვნების ხელისუფლება გარყვნილებას აკანონებს, როგორც ნორმას; იმ ღირებულებებს, რომელიც ყოველთვის მიუღებელი იყო ქართული რეალობისთვის, ამიტომ კომიტეტის სხდომაზე დავაყენებთ ამ კანონპროექტის გაწვევის საკითხს“, - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე არასაპარლამენტო ოპოზიციის, საპატრიაქროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტს კანონპროექტის განხილვის გადადების თხოვნით მიმართა. პატრიარქისთვის პროექტის წარმოდგენილი სახით მიღება მიუღებელია.


http://reportiori.ge/?menuid=2&id=24694