ღმერთი

ღმერთი

понедельник, 21 апреля 2014 г.

ათი მცნება.*

 

 მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა
გარეშე. 




არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენ არს ცათა შინა – ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა – ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა – ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.



 

არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.



მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე და ჰქმენ მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე – შაბათი – არს უფლისა ღვთისა შინა.





პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა.



არა კაც-ჰკლა.




არა იმრუშო



არა იპარო.



არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.




არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არც მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა.


*


ათი მცნება — ათი უმთავრესი კანონი (წესი), რომელიც ძველი აღთქმის ხუთწიგნეულის თანახმად თავად ღმერთმა მისცა მოსე წინასწარმეტყველს სინის მთაზე (ძველი აღთქმა, გამოსვლაჲ , 19:10-25).



Комментариев нет:

Отправить комментарий